58.სურა მუჯადილე
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა قَدْ سَمِعَ ٱللَّهُ قَوْلَ ٱلَّتِى تُجَـٰدِلُكَ فِى زَوْجِهَا وَتَشْتَكِىٓ إِلَى ٱللَّهِ وَٱللَّهُ يَسْمَعُ تَحَاوُرَكُمَآ ۚ إِنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌۢ بَصِيرٌ 1. ისმინა ალლაჰმა სიტყვა იმ ქალისა, რომელიც შემოგჩივის შენ თავისი ქმრის შესახებ და შეჰღაღადებს ალლაჰს. და ალლაჰი ისმენს თქვენს საუბარს. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველია. ٱلَّذِينَ يُظَـٰهِرُونَ مِنكُم مِّن نِّسَآئِهِم مَّا هُنَّ أُمَّهَـٰتِهِمْ ۖ إِنْ أُمَّهَـٰتُهُمْ إِلَّا ٱلَّـٰٓـِٔى وَلَدْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَيَقُولُونَ مُنكَرًا مِّنَ ٱلْقَوْلِ وَزُورًا ۚ وَإِنَّ ٱللَّهَ لَعَفُوٌّ غَفُورٌ 2. თქვენგან, რომელნიც ზურგს იქცევენ თავიანთი ცოლებისგან, არ არიან ისინი (მათი ცოლები) მათი დედები, რადგან მათი დედები მხოლოდ ისინი არიან, რომელთაც შვეს ისინი. და უეჭველად, ამის მთქმელები საძრახ სიტყვას და სიცრუეს ამბობენ. ალლაჰი შემწყნარებელი, მიმტევებელია! وَٱلَّذِينَ يُظَـٰهِرُونَ مِن نِّسَآئِهِمْ ثُمَّ يَعُودُونَ لِمَا قَالُوا۟ فَتَحْرِيرُ رَقَبَةٍ مِّن قَبْلِ أَن يَتَمَآسَّا ۚ ذَ‌ٰلِكُمْ تُوعَظُونَ بِهِۦ ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ 3. ხოლო რომელნიც ზურგს იქცევენ თავიანთი ცოლებისგან, მერე კი გადათქვამენ, რაც თქვეს იმისათვის დაეკისროს ერთი მონის გათავისუფლება სანამ შეეხებიან ერთმანეთს. აი ესაა რაც შეგეგონათ, ჭეშმარიტად ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. فَمَن لَّمْ يَجِدْ فَصِيَامُ شَهْرَيْنِ مُتَتَابِعَيْنِ مِن قَبْلِ أَن يَتَمَآسَّا ۖ فَمَن لَّمْ يَسْتَطِعْ فَإِطْعَامُ سِتِّينَ مِسْكِينًا ۚ ذَ‌ٰلِكَ لِتُؤْمِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ ۚ وَتِلْكَ حُدُودُ ٱللَّهِ ۗ وَلِلْكَـٰفِرِينَ عَذَابٌ أَلِيمٌ 4. ხოლო ვინც ვერ მოიძიოს, მაშინ მარხვა ორ გადაბმულ თვეს. ვიდრე ერთმანეთს მიეკარებიან. და ვინც ესეც ვერ შეძლოს, მაშინ დაპურება სამოცი უპოვრისა. ეს იმიტომ, რომ ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. ეს არის ალლაჰის საზღვრები, ხოლო ურწმუნოებისთვისაა მტანჯველი სასჯელი. إِنَّ ٱلَّذِينَ يُحَآدُّونَ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ كُبِتُوا۟ كَمَا كُبِتَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ وَقَدْ أَنزَلْنَآ ءَايَـٰتٍۭ بَيِّنَـٰتٍ ۚ وَلِلْكَـٰفِرِينَ عَذَابٌ مُّهِينٌ 5. ჭეშმარიტად, ისინი, ვინც ეურჩება ალლაჰსა და მის შუამავალს, დამცირებულ იქნებიან, ისევე, როგორც ისინი, ვინც იყვნენ მათზე უწინ. ჩვენ უკვე ზეგარდმოვავლინეთ ცხადი აიათები, ხოოლო ურწმუნოებისთვისაა დამამცირებელი სასჯელი. يَوْمَ يَبْعَثُهُمُ ٱللَّهُ جَمِيعًا فَيُنَبِّئُهُم بِمَا عَمِلُوٓا۟ ۚ أَحْصَىٰهُ ٱللَّهُ وَنَسُوهُ ۚ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ شَهِيدٌ 6. იმ დღეს, გააცოცხლებს ალლაჰი ყველას და იგი აცნობებს მათ იმას, რასაც აკეთებდნენ. აღნუსხა იგი ალლაჰმა, რაც აღარ ახსოვთ, რამეთუ ალლაჰი ყოვლისმოწმეა. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۖ مَا يَكُونُ مِن نَّجْوَىٰ ثَلَـٰثَةٍ إِلَّا هُوَ رَابِعُهُمْ وَلَا خَمْسَةٍ إِلَّا هُوَ سَادِسُهُمْ وَلَآ أَدْنَىٰ مِن ذَ‌ٰلِكَ وَلَآ أَكْثَرَ إِلَّا هُوَ مَعَهُمْ أَيْنَ مَا كَانُوا۟ ۖ ثُمَّ يُنَبِّئُهُم بِمَا عَمِلُوا۟ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌ 7. განა არ გიფიქრია, რომ ალლაჰმა იცის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა, და არ იქნება საიდუმლო თათბირი სამთა, რომ არ იყოს მეოთხე მათი და არც ხუთთა, რომ იგი არ იყოს მეექვსე მათი, და არც უმცირესი ამისა და არც უმეტესი, რომ იგი არ იყოს მათთაგან, სადაც კი იქნებიან. მერე კი აღდგომის დღეს, აცნობებს მათ იმას, რასაც აკეთებდნენ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოფლისმცოდნეა. أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ نُهُوا۟ عَنِ ٱلنَّجْوَىٰ ثُمَّ يَعُودُونَ لِمَا نُهُوا۟ عَنْهُ وَيَتَنَـٰجَوْنَ بِٱلْإِثْمِ وَٱلْعُدْوَ‌ٰنِ وَمَعْصِيَتِ ٱلرَّسُولِ وَإِذَا جَآءُوكَ حَيَّوْكَ بِمَا لَمْ يُحَيِّكَ بِهِ ٱللَّهُ وَيَقُولُونَ فِىٓ أَنفُسِهِمْ لَوْلَا يُعَذِّبُنَا ٱللَّهُ بِمَا نَقُولُ ۚ حَسْبُهُمْ جَهَنَّمُ يَصْلَوْنَهَا ۖ فَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 8. განა ვერ ხედავ იმათ, რომელთაც აეკრძალათ საიდუმლო ბჭობა? კვლავ უბრუნდებიან იმას, რაც აეკრძალათ და საიდუმლოდ ბჭობენ დანაშაულზე, მტრობაზე და შუამავალისადმი ურჩობაზე. ხოლო როცა მოდიან შენთან, გესალმებიან ისე, როგორც არ გესალმება ალლაჰი და ეუბნებიან ერთმანეთს: თუკი ასეა, რატომ არ დაგვსაჯა ჩვენ ალლაჰმა იმისათვის, რასაც ვამბობთ? მათთვის ჯოჯოხეთიც კმარა, შენთებულ იქნებიან მასში. რა ავია ეს თავშესაფარი! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِذَا تَنَـٰجَيْتُمْ فَلَا تَتَنَـٰجَوْا۟ بِٱلْإِثْمِ وَٱلْعُدْوَ‌ٰنِ وَمَعْصِيَتِ ٱلرَّسُولِ وَتَنَـٰجَوْا۟ بِٱلْبِرِّ وَٱلتَّقْوَىٰ ۖ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ٱلَّذِىٓ إِلَيْهِ تُحْشَرُونَ 9. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! როცა საიდუმლოდ საუბრობთ, არ ილაპარაკოთ ცოდვაზე, მტრობაზე და შუამავლისადმი ურჩობაზე. ილაპარაკეთ სიკეთეზე, ღვთის მოშიშობაზე და გეშინოდეთ ალლაჰისა, რომლის წინაშეც შეიკრიბებით. إِنَّمَا ٱلنَّجْوَىٰ مِنَ ٱلشَّيْطَـٰنِ لِيَحْزُنَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَلَيْسَ بِضَآرِّهِمْ شَيْـًٔا إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۚ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُؤْمِنُونَ 10. რამეთუ საიდუმლო საუბარი ეშმაკისგანაა, რათა დაამწუხროს ისინი, რომელთაც ირწმუნეს. მაგრამ ვერაფერს ავნებს მათ, თუ არა მხოლოდ ალლაჰის ნებით, დაე ალლაჰს სასოებდნენ მორწმუნენი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِذَا قِيلَ لَكُمْ تَفَسَّحُوا۟ فِى ٱلْمَجَـٰلِسِ فَٱفْسَحُوا۟ يَفْسَحِ ٱللَّهُ لَكُمْ ۖ وَإِذَا قِيلَ ٱنشُزُوا۟ فَٱنشُزُوا۟ يَرْفَعِ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مِنكُمْ وَٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْعِلْمَ دَرَجَـٰتٍ ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ 11. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, როცა გეტყვიან: ადგილი დაუთმეთ შეკრების ადგილებშიო, დაუთმეთ, რათა მოგიტევოთ ალლაჰმა. ხოლო როცა გეტყვიან: ადექითო, წამოდექით. აამაღლებს ალლაჰი თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს, და იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, ხარისხებით. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِذَا نَـٰجَيْتُمُ ٱلرَّسُولَ فَقَدِّمُوا۟ بَيْنَ يَدَىْ نَجْوَىٰكُمْ صَدَقَةً ۚ ذَ‌ٰلِكَ خَيْرٌ لَّكُمْ وَأَطْهَرُ ۚ فَإِن لَّمْ تَجِدُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 12. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, როცა ისურვებთ პირისპირ საუბარს შუამავალთან, გაიღეთ თქვენსსაუბრამდე მოწყალება. ეს უკეთესია თქვენთვის და უფრო წმინდა. თუ ამას ვერ მოახერხებთ,ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. ءَأَشْفَقْتُمْ أَن تُقَدِّمُوا۟ بَيْنَ يَدَىْ نَجْوَىٰكُمْ صَدَقَـٰتٍ ۚ فَإِذْ لَمْ تَفْعَلُوا۟ وَتَابَ ٱللَّهُ عَلَيْكُمْ فَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ وَأَطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ ۚ وَٱللَّهُ خَبِيرٌۢ بِمَا تَعْمَلُونَ 13. განა გენანებათ, რომ გაიღოთ საუბრის წინ მოწყალებანი?! რახან ეს ვერ გააკეთეთ, ალლაჰმაკი მოგიტევათ, დადექით ლოცვად, გაიღეთ მოწყალება და დაემორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს.და ალლაჰი მცოდნეა იმისა, რასაც აკეთებთ. ۞ أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ تَوَلَّوْا۟ قَوْمًا غَضِبَ ٱللَّهُ عَلَيْهِم مَّا هُم مِّنكُمْ وَلَا مِنْهُمْ وَيَحْلِفُونَ عَلَى ٱلْكَذِبِ وَهُمْ يَعْلَمُونَ 14. განა არ გინახავს ისინი, რომლებიც დაუმეგობრდნენ ხალხს, რომლებსაც რისხვა აწია ალლაჰმა? ისინი არ არიან თქვენგან და არც მათგან. და ისინი იფიცებენ სიცრუეზე, შეგნებულად. أَعَدَّ ٱللَّهُ لَهُمْ عَذَابًا شَدِيدًا ۖ إِنَّهُمْ سَآءَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 15. განუმზადა მათ ალლაჰმა მტანჯველი სასჯელი. ჭეშმარიტად, ავია, რასაც აკეთებენ. ٱتَّخَذُوٓا۟ أَيْمَـٰنَهُمْ جُنَّةً فَصَدُّوا۟ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ فَلَهُمْ عَذَابٌ مُّهِينٌ 16. დაიდგინეს მათი ფიცი ფარად და აცდუნეს(ხალხი) ალლაჰის გზიდან და მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი. لَّن تُغْنِىَ عَنْهُمْ أَمْوَ‌ٰلُهُمْ وَلَآ أَوْلَـٰدُهُم مِّنَ ٱللَّهِ شَيْـًٔا ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 17. ვერ შეეწევათ ვერაფერში თავიანთი ქონება და შვილები ალლაჰის წინაშე. სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად. يَوْمَ يَبْعَثُهُمُ ٱللَّهُ جَمِيعًا فَيَحْلِفُونَ لَهُۥ كَمَا يَحْلِفُونَ لَكُمْ ۖ وَيَحْسَبُونَ أَنَّهُمْ عَلَىٰ شَىْءٍ ۚ أَلَآ إِنَّهُمْ هُمُ ٱلْكَـٰذِبُونَ 18. იმ დღეს, როცა ალლაჰი აღადგენს მათ ერთიანად, ისევე შეჰფიცავენ მას, როგორც თქვენ გეფიცებოდნენ, და იფიქრებენ, რომ ამით რაიმეს მიაღწევენ. განა სწორედ ისინი არ არიან მატყუარები?! ٱسْتَحْوَذَ عَلَيْهِمُ ٱلشَّيْطَـٰنُ فَأَنسَىٰهُمْ ذِكْرَ ٱللَّهِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ حِزْبُ ٱلشَّيْطَـٰنِ ۚ أَلَآ إِنَّ حِزْبَ ٱلشَّيْطَـٰنِ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 19. დაიმორჩილა ისინი შაიტანმა(სატანა) და დაავიწყა მათ ალლაჰის ხსენება. ისინი არიან სატანის ჯგუფი. და განა სატანის ჯგუფი არ არის წაგებული?! إِنَّ ٱلَّذِينَ يُحَآدُّونَ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥٓ أُو۟لَـٰٓئِكَ فِى ٱلْأَذَلِّينَ 20. ჭეშმარიტად, რომელნიც ეურჩებიან ალლაჰსა და მის შუამავალს, სწორედ ისინი იქნებიან დამცირებაში. كَتَبَ ٱللَّهُ لَأَغْلِبَنَّ أَنَا۠ وَرُسُلِىٓ ۚ إِنَّ ٱللَّهَ قَوِىٌّ عَزِيزٌ 21. დაწერა ალლაჰმა: უსათუოდ ვძლევ მათ მე და ჩემი შუამავალი! ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ყოვლისშემძლეა. لَّا تَجِدُ قَوْمًا يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ يُوَآدُّونَ مَنْ حَآدَّ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ وَلَوْ كَانُوٓا۟ ءَابَآءَهُمْ أَوْ أَبْنَآءَهُمْ أَوْ إِخْوَ‌ٰنَهُمْ أَوْ عَشِيرَتَهُمْ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ كَتَبَ فِى قُلُوبِهِمُ ٱلْإِيمَـٰنَ وَأَيَّدَهُم بِرُوحٍ مِّنْهُ ۖ وَيُدْخِلُهُمْ جَنَّـٰتٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ رَضِىَ ٱللَّهُ عَنْهُمْ وَرَضُوا۟ عَنْهُ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ حِزْبُ ٱللَّهِ ۚ أَلَآ إِنَّ حِزْبَ ٱللَّهِ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 22. ვერ ნახავ ხალხს, ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი, რომ მეგობრობდეს იმასთან, ვინც ეურჩა ალლაჰსა და მის შუამავალს, თუნდაც რომ იყვნენ მათი მამები, შვილები, ძმები ან ნათესავები. სწორედ ესენი არიან, რომელთა გულებშიც ჩაწერა რწმენა და განამტკიცა სულით მისგან და რომელთაც შეიყვანს სამოთხეში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარენი. იქნებიან იქ მარადიულად, კმაყოფილია მათით ალლაჰი და კმაყოფილნი არიან მისით. ესენი არიან ალლაჰის ჯგუფი და მხოლოდ ალლაჰის ჯგუფია წარმატებული.