51.სურა ზარიათ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა وَٱلذَّ‌ٰرِيَـٰتِ ذَرْوًا 1. ვფიცავ, ქარს მიმომფანტავს, فَٱلْحَـٰمِلَـٰتِ وِقْرًا 2. მატარებელთ ტვირთის, فَٱلْجَـٰرِيَـٰتِ يُسْرًا 3. მიმდინარეთ ლაღად, فَٱلْمُقَسِّمَـٰتِ أَمْرًا 4. დამანაწილებელთ საქმის, إِنَّمَا تُوعَدُونَ لَصَادِقٌ 5. რაც თქვენ აღგეთქვათ, ჭეშმარიტებაა. وَإِنَّ ٱلدِّينَ لَوَ‌ٰقِعٌ 6.განკითხვის დღე აუცილებლად დადგება. وَٱلسَّمَآءِ ذَاتِ ٱلْحُبُكِ 7. ვფიცავ ზეცას წრიულ გზებიანს. إِنَّكُمْ لَفِى قَوْلٍ مُّخْتَلِفٍ 8. თქვენ, უეჭველად სხვადასხვა სიტყვაში ხართ. يُؤْفَكُ عَنْهُ مَنْ أُفِكَ 9. გაბრუნებული იქნება მისგან, ვინც გაბრუნდა. قُتِلَ ٱلْخَرَّ‌ٰصُونَ 10. დაე განიგმირონ ცრუნი. ٱلَّذِينَ هُمْ فِى غَمْرَةٍ سَاهُونَ 11. რომელნიც არიან უდარდელობის მორევში; يَسْـَٔلُونَ أَيَّانَ يَوْمُ ٱلدِّينِ 12. კითხულობენ: როდისაა განკითხვის დღე? يَوْمَ هُمْ عَلَى ٱلنَّارِ يُفْتَنُونَ 13. იმ დღეს, ისინი ცეცხლზე გამოიცდებიან. ذُوقُوا۟ فِتْنَتَكُمْ هَـٰذَا ٱلَّذِى كُنتُم بِهِۦ تَسْتَعْجِلُونَ 14. იგემეთ თქვენი გამოცდა, ეს სწორედ ისაა, რასაც ასწრაფებდით! إِنَّ ٱلْمُتَّقِينَ فِى جَنَّـٰتٍ وَعُيُونٍ 15. ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშნი ბაღებსა და წყაროსთვლებში. ءَاخِذِينَ مَآ ءَاتَىٰهُمْ رَبُّهُمْ ۚ إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَبْلَ ذَ‌ٰلِكَ مُحْسِنِينَ 16. მიმღებელნი იმისა, რაც უბოძა მათ თავიანთმა ღმერთმა. ჭეშმარიტად, ისინი კეთილისმქმნელნი იყვნენ უწინ. كَانُوا۟ قَلِيلًا مِّنَ ٱلَّيْلِ مَا يَهْجَعُونَ 17. ღამით ცოტას თუ წაიძინებდნენ. وَبِٱلْأَسْحَارِ هُمْ يَسْتَغْفِرُونَ 18. და გამთენიას პატიებას ევედრებოდნენ. وَفِىٓ أَمْوَ‌ٰلِهِمْ حَقٌّ لِّلسَّآئِلِ وَٱلْمَحْرُومِ 19. მათ ქონებაში არის წილი მთხოვნელთათვის და უპოვართათვის. وَفِى ٱلْأَرْضِ ءَايَـٰتٌ لِّلْمُوقِنِينَ 20. დედამიწაზე სასწაულებია მორწმუნეთათვის. وَفِىٓ أَنفُسِكُمْ ۚ أَفَلَا تُبْصِرُونَ 21. და თქვენს სულებში; განა ვერ ხედავთ? وَفِى ٱلسَّمَآءِ رِزْقُكُمْ وَمَا تُوعَدُونَ 22. და ზეცაშია თქვენი სარჩო, რაც აღგეთქვათ. فَوَرَبِّ ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ إِنَّهُۥ لَحَقٌّ مِّثْلَ مَآ أَنَّكُمْ تَنطِقُونَ 23. და ვფიცავ ცისა და ქვეყნის ღმერთს, რომ იგი ჭეშმარიტებაა, მსგავსი იმისა, რასაც დაზუსტებით ამბობთ. هَلْ أَتَىٰكَ حَدِيثُ ضَيْفِ إِبْرَ‌ٰهِيمَ ٱلْمُكْرَمِينَ 24. მოგსვლია განა შენ ამბავი იბრაჰიმის სტუმართა შესახებ? إِذْ دَخَلُوا۟ عَلَيْهِ فَقَالُوا۟ سَلَـٰمًا ۖ قَالَ سَلَـٰمٌ قَوْمٌ مُّنكَرُونَ 25. როცა შევიდნენ მასთან, უთხრეს: სალამი! და უთხრა: სალამი უცნობო ხალხო! فَرَاغَ إِلَىٰٓ أَهْلِهِۦ فَجَآءَ بِعِجْلٍ سَمِينٍ 26. შემდეგ მიაშურა ოჯახს და გამოიტანა მსუქანი ხბო, فَقَرَّبَهُۥٓ إِلَيْهِمْ قَالَ أَلَا تَأْكُلُونَ 27. მიუწია მათ და თქვა: განა არა ჭამთო? فَأَوْجَسَ مِنْهُمْ خِيفَةً ۖ قَالُوا۟ لَا تَخَفْ ۖ وَبَشَّرُوهُ بِغُلَـٰمٍ عَلِيمٍ 28. და იგრძნო მათგან მცირედი შიში, უთხრეს: ნუ გეშინიაო - და სამახარობლოდ აცნობეს მცოდნე ყრმის შესახებ. فَأَقْبَلَتِ ٱمْرَأَتُهُۥ فِى صَرَّةٍ فَصَكَّتْ وَجْهَهَا وَقَالَتْ عَجُوزٌ عَقِيمٌ 29. და მოვიდა მისი ცოლი ყვირილით, სახეში იცემდა და ამბობდა: უნოყოფო ბებერი ვარო. قَالُوا۟ كَذَ‌ٰلِكِ قَالَ رَبُّكِ ۖ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْحَكِيمُ ٱلْعَلِيمُ 30. უთხრეს: ამგვარად თქვა შენმა ღმერთმა. ჭეშმარიტად, იგი ბრძენი, ყოვლისმცოდნეა. ۞ قَالَ فَمَا خَطْبُكُمْ أَيُّهَا ٱلْمُرْسَلُونَ 31. უთხრა: რა გაქვთ დავალდებულნი, ჰეი შუამავალნო? قَالُوٓا۟ إِنَّآ أُرْسِلْنَآ إِلَىٰ قَوْمٍ مُّجْرِمِينَ 32. მიუგეს: ჩვენ წარმოვიგზავნეთ ცოდვილ ხალხთან, لِنُرْسِلَ عَلَيْهِمْ حِجَارَةً مِّن طِينٍ 33. რათა ვაწიოთ მათ თიხის ქვები مُّسَوَّمَةً عِندَ رَبِّكَ لِلْمُسْرِفِينَ 34. შენი ღმერთის წიაღში მონიშნულ თავგასულთათვის. فَأَخْرَجْنَا مَن كَانَ فِيهَا مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 35. და გამოვიყვანეთ მათგან ვინც იყვნენ მორწმუნენი. فَمَا وَجَدْنَا فِيهَا غَيْرَ بَيْتٍ مِّنَ ٱلْمُسْلِمِينَ 36. ისედავ ვერ ვპოვეთ იქ, გარდა მუსლიმთა ერთი სახლისა. وَتَرَكْنَا فِيهَآ ءَايَةً لِّلَّذِينَ يَخَافُونَ ٱلْعَذَابَ ٱلْأَلِيمَ 37. და დავტოვეთ მათში სასწაულად მათთვის, რომელთაც ეშინოდათ მტანჯველი სასჯელისა. وَفِى مُوسَىٰٓ إِذْ أَرْسَلْنَـٰهُ إِلَىٰ فِرْعَوْنَ بِسُلْطَـٰنٍ مُّبِينٍ 38. და მუსას შესახებ, როცა წარვაგზავნეთ ფარაონთან ცხადი მტკიცებებით. فَتَوَلَّىٰ بِرُكْنِهِۦ وَقَالَ سَـٰحِرٌ أَوْ مَجْنُونٌ 39. მაგრამ მან ზურგი იქცია თავის ამალასთან ერთად და თქვა: ჯადოქარია ან გიჟიო. فَأَخَذْنَـٰهُ وَجُنُودَهُۥ فَنَبَذْنَـٰهُمْ فِى ٱلْيَمِّ وَهُوَ مُلِيمٌ 40. და შევიპყარით ის და მისი ლაშქარი და ჩავყარეთ ზღვაში და, ჭეშმარიტად, იგია გასაკიცხი. وَفِى عَادٍ إِذْ أَرْسَلْنَا عَلَيْهِمُ ٱلرِّيحَ ٱلْعَقِيمَ 41. და 'ადის შესახებ, როცა წარმოვგზავნეთ მასზე უნაყოფო ქარი. مَا تَذَرُ مِن شَىْءٍ أَتَتْ عَلَيْهِ إِلَّا جَعَلَتْهُ كَٱلرَّمِيمِ 42. რომელსაც არაფერი დაუტოვებია, რასაც კი თავს დაატყდა, აქცია ისინი, როგორც ქვიშა. وَفِى ثَمُودَ إِذْ قِيلَ لَهُمْ تَمَتَّعُوا۟ حَتَّىٰ حِينٍ 43. და სემუდეველთა შესახებ. როცა ეთქვათ მათ: ისარგებლეთ გარკვეულ ჟამამდის. فَعَتَوْا۟ عَنْ أَمْرِ رَبِّهِمْ فَأَخَذَتْهُمُ ٱلصَّـٰعِقَةُ وَهُمْ يَنظُرُونَ 44. მაგრამ არ დამორჩილდნენ თავიანთი ღმერთის ბრძანებას, და შეიპყრო ისინი ელჭექმა და ისინი ხედავდნენ. فَمَا ٱسْتَطَـٰعُوا۟ مِن قِيَامٍ وَمَا كَانُوا۟ مُنتَصِرِينَ 45. და ვერ შეძლეს წამოდგომა. და ვერ იქნენ შეწევნულნი. وَقَوْمَ نُوحٍ مِّن قَبْلُ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا۟ قَوْمًا فَـٰسِقِينَ 46. და ხალხი ნუჰისა უწინ: ისინი იყვნენ უზნეო ხალხი. َٱلسَّمَآءَ بَنَيْنَـٰهَا بِأَيْي۟دٍ وَإِنَّا لَمُوسِعُونَ 47. და ჩვენ ავაგეთ ზეცა ხელებით და, ჭეშმარიტად, ჩვენ ვართ გამვრცობი! وَٱلْأَرْضَ فَرَشْنَـٰهَا فَنِعْمَ ٱلْمَـٰهِدُونَ 48. და მიწა გავფინეთ. და რა მშვენიერი გამფენნი ვართ! وَمِن كُلِّ شَىْءٍ خَلَقْنَا زَوْجَيْنِ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ 49. და ყოველივესაგან ჩვენ გავაჩინეთ წყვილები, რათა ეგების შეიგონოთ. فَفِرُّوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ ۖ إِنِّى لَكُم مِّنْهُ نَذِيرٌ مُّبِينٌ 50. მაშ იჩქარეთ ალლაჰისკენ! მე ვარ თქვენთვის მისგან ცხადი შემგონებელი. وَلَا تَجْعَلُوا۟ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ ۖ إِنِّى لَكُم مِّنْهُ نَذِيرٌ مُّبِينٌ 51. და ნუ დაიდგენთ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას. მე თქვენთვის მისგან წარმოგზავნილი ცხადი შემგონებელი ვარ. كَذَ‌ٰلِكَ مَآ أَتَى ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِم مِّن رَّسُولٍ إِلَّا قَالُوا۟ سَاحِرٌ أَوْ مَجْنُونٌ 52. ამგვარადვე: არ მისულა მათთან უწინ, ერთი შუამავალიც კი, რომ არ ეთქვათ: ჯადოქარი ან გიჟი. أَتَوَاصَوْا۟ بِهِۦ ۚ بَلْ هُمْ قَوْمٌ طَاغُونَ 53. განა ერთმანეთს უანდერძეს მათ ეს? ისინი თავგასული ხალხია. فَتَوَلَّ عَنْهُمْ فَمَآ أَنتَ بِمَلُومٍ 54. მოშორდი მათ და არ იქნები შენ განკიცხული! وَذَكِّرْ فَإِنَّ ٱلذِّكْرَىٰ تَنفَعُ ٱلْمُؤْمِنِينَ 55. და შეაგონე... შეგონება სარგებელს მისცემს მორწმუნეებს! وَمَا خَلَقْتُ ٱلْجِنَّ وَٱلْإِنسَ إِلَّا لِيَعْبُدُونِ 56. არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ თაყვანი მცენ! مَآ أُرِيدُ مِنْهُم مِّن رِّزْقٍ وَمَآ أُرِيدُ أَن يُطْعِمُونِ 57. არ მინდა მათგან სარჩო და არც ის, რომ დამაპურონ. إِنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلرَّزَّاقُ ذُو ٱلْقُوَّةِ ٱلْمَتِينُ 58. ალლაჰია სარჩოს მომცემი და ძლევამოსილი. فَإِنَّ لِلَّذِينَ ظَلَمُوا۟ ذَنُوبًا مِّثْلَ ذَنُوبِ أَصْحَـٰبِهِمْ فَلَا يَسْتَعْجِلُونِ 59. რომელნიც უსამართლოდ იქცეოდნენ, მათი ხვედრი იმ ქვეყნების ბინადართა ხვედრის დარია. მაშ, ნუ იჩქარებენ! فَوَيْلٌ لِّلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن يَوْمِهِمُ ٱلَّذِى يُوعَدُونَ 60. და ვაი იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, მათი დღე, რომელიც აღეთქვათ.