48. სურა ფეთიჰ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა إِنَّا فَتَحْنَا لَكَ فَتْحًۭا مُّبِينًۭا 1. ჩვენ გიბოძეთ შენ ცხადი გამარჯვება. لِّيَغْفِرَ لَكَ ٱللَّهُ مَا تَقَدَّمَ مِن ذَنۢبِكَ وَمَا تَأَخَّرَ وَيُتِمَّ نِعْمَتَهُۥ عَلَيْكَ وَيَهْدِيَكَ صِرَ‌ٰطًۭا مُّسْتَقِيمًۭا 2. რათა მოგიტევოს ალლაჰმა ის, რაც უწინ იყო შენი ცოდვისაგან და რაც შემდგომ იყო, სრულად მოიღოს თავისი მოწყალება შენზე და დაგადგინოს ჭეშმარიტ გზაზე. وَيَنصُرَكَ ٱللَّهُ نَصْرًا عَزِيزًا 3. და შეგეწიოს შენ ალლაჰი მტკიცე შეწევნით. هُوَ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ ٱلسَّكِينَةَ فِى قُلُوبِ ٱلْمُؤْمِنِينَ لِيَزْدَادُوٓا۟ إِيمَـٰنًۭا مَّعَ إِيمَـٰنِهِمْ ۗ وَلِلَّهِ جُنُودُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَلِيمًا حَكِيمًۭا 4. იგია, რომელმაც ზეგარდმოავლინა სიმშვიდე მორწმუნეთა გულებზე, რათა მიემატებინა მათთვის რწმენა, მათ რწმენასთან ერთად. ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნისა და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! لِّيُدْخِلَ ٱلْمُؤْمِنِينَ وَٱلْمُؤْمِنَـٰتِ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا وَيُكَفِّرَ عَنْهُمْ سَيِّـَٔاتِهِمْ ۚ وَكَانَ ذَ‌ٰلِكَ عِندَ ٱللَّهِ فَوْزًا عَظِيمًۭا 5. რათა შეიყვანოს მორწმუნე კაცები და მორწმუნე ქალები სამოთხეებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. იქ იქნებიან მარადიულად, დაფარავს მათგან იგი მათ სიავეებს და ეს იქნება ალლაჰის წიაღ დიდებული მიღწევა. وَيُعَذِّبَ ٱلْمُنَـٰفِقِينَ وَٱلْمُنَـٰفِقَـٰتِ وَٱلْمُشْرِكِينَ وَٱلْمُشْرِكَـٰتِ ٱلظَّآنِّينَ بِٱللَّهِ ظَنَّ ٱلسَّوْءِ ۚ عَلَيْهِمْ دَآئِرَةُ ٱلسَّوْءِ ۖ وَغَضِبَ ٱللَّهُ عَلَيْهِمْ وَلَعَنَهُمْ وَأَعَدَّ لَهُمْ جَهَنَّمَ ۖ وَسَآءَتْ مَصِيرًۭا 6. და დასჯის იგი თვალთმაქც კაცებსა და თვალთმაქც ქალებს, წარმართ კაცებსა და წარმართ ქალებს, ალლაჰის შესახებ ეჭვით მოეჭვეთ. მათ თავზე იქნება შემორტყმული რკალი სიავისა. განურისხდა მათ ალლაჰი და დასწყევლა მან ისინი და გაუმზადა ჯოჯოხეთი. და რა ავია იგი თავშესაფრად. وَلِلَّهِ جُنُودُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًا 7. და ალლაჰს ეკუთვნის ლაშქარნი ცათა და ქვეყნისა და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. إِنَّآ أَرْسَلْنَـٰكَ شَـٰهِدًۭا وَمُبَشِّرًۭا وَنَذِيرًۭا 8. ჭეშმარიტად, ჩვენ წარგაგზავნეთ შენ მოწმედ, მახარობლად და შემგონებლად. لِّتُؤْمِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَتُعَزِّرُوهُ وَتُوَقِّرُوهُ وَتُسَبِّحُوهُ بُكْرَةًۭ وَأَصِيلًا 9. რათა ირწმუნოთ ალლაჰი და მისი შუამავალი. პატივი დასდოთ მას(ალლაჰს), და ადიდოთ იგი დილით და საღამოს. إِنَّ ٱلَّذِينَ يُبَايِعُونَكَ إِنَّمَا يُبَايِعُونَ ٱللَّهَ يَدُ ٱللَّهِ فَوْقَ أَيْدِيهِمْ ۚ فَمَن نَّكَثَ فَإِنَّمَا يَنكُثُ عَلَىٰ نَفْسِهِۦ ۖ وَمَنْ أَوْفَىٰ بِمَا عَـٰهَدَ عَلَيْهُ ٱللَّهَ فَسَيُؤْتِيهِ أَجْرًا عَظِيمًۭا 10. ჭეშმარიტად, ისინი, ვინც შენს წინაშე იფიცებენ, იფიცებენ მხოლოდ ალლაჰის წინაშე. ხელი ალლაჰისა მათ ხელთა ზედაა, და ვინც გასტეხს(ფიცს), გასტეხს მხოლოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ. ის კი, ვინც უერთულებს იმას, რა აღთქმაც ალლაჰის წინაშე დაუდია, მიაგებს მას დიდებულ საზღაურს. سَيَقُولُ لَكَ ٱلْمُخَلَّفُونَ مِنَ ٱلْأَعْرَابِ شَغَلَتْنَآ أَمْوَ‌ٰلُنَا وَأَهْلُونَا فَٱسْتَغْفِرْ لَنَا ۚ يَقُولُونَ بِأَلْسِنَتِهِم مَّا لَيْسَ فِى قُلُوبِهِمْ ۚ قُلْ فَمَن يَمْلِكُ لَكُم مِّنَ ٱللَّهِ شَيْـًٔا إِنْ أَرَادَ بِكُمْ ضَرًّا أَوْ أَرَادَ بِكُمْ نَفْعًۢا ۚ بَلْ كَانَ ٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرًۢا 11. და გეტყვიან შენ არაბთაგან შინ დარჩენილნი: დაგვაკავა ჩვენმა ქონებამ და ოჯახმა; და ითხოვე შენდობა ჩვენთვისო. ენებით იტყვიან იმას, რაც არ უდევთ გულებში. და ვის ხელეწიფება ალლაჰისაგან რაიმე, თუკი მოისურვებს თქვენს ზარალს ან გისურვებთ სიკეთეს? ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ! بَلْ ظَنَنتُمْ أَن لَّن يَنقَلِبَ ٱلرَّسُولُ وَٱلْمُؤْمِنُونَ إِلَىٰٓ أَهْلِيهِمْ أَبَدًۭا وَزُيِّنَ ذَ‌ٰلِكَ فِى قُلُوبِكُمْ وَظَنَنتُمْ ظَنَّ ٱلسَّوْءِ وَكُنتُمْ قَوْمًۢا بُورًۭا 12. თქვენ გეგონათ, შუამავალი და მორწმუნენი თავიანთ ოჯახებს აღარასოდეს დაუბრუნდებოდნენ, და გამშვენიერებული იყო ეს თქვენს გულებში. იზრახავდით ავ ზრახვებს და ასე იქეცით წარწყმედილ ხალხად. وَمَن لَّمْ يُؤْمِنۢ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ فَإِنَّآ أَعْتَدْنَا لِلْكَـٰفِرِينَ سَعِيرًۭا 13. ვინც არ ირწმუნებს ალლაჰსა და მის შუამავალს.... ჩვენ განვუმზადეთ ურწმუნოებს აალებული ცეცხლი. وَلِلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ يَغْفِرُ لِمَن يَشَآءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَآءُ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ غَفُورًۭا رَّحِيمًۭا 14. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა. მიუტევებს, ვისაც ინებებს, და დასჯის, ვისაც ინებებს; და ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. سَيَقُولُ ٱلْمُخَلَّفُونَ إِذَا ٱنطَلَقْتُمْ إِلَىٰ مَغَانِمَ لِتَأْخُذُوهَا ذَرُونَا نَتَّبِعْكُمْ ۖ يُرِيدُونَ أَن يُبَدِّلُوا۟ كَلَـٰمَ ٱللَّهِ ۚ قُل لَّن تَتَّبِعُونَا كَذَ‌ٰلِكُمْ قَالَ ٱللَّهُ مِن قَبْلُ ۖ فَسَيَقُولُونَ بَلْ تَحْسُدُونَنَا ۚ بَلْ كَانُوا۟ لَا يَفْقَهُونَ إِلَّا قَلِيلًۭا 15. გეტყვიან შენ ურჩები, როცა თქვენ ალაფისათვის გამოხვალთ, რათა აიღოთ იგი: ნება მოგვეცით გამოგყვეთო. სურთ, რომ შეცვალონ ალლაჰის სიტყვა. უთხარი: თქვენ ვერასოდეს გამოგვყვებით ჩვენ. თქვენს შესახებ ალლაჰმა ასე ბრძანა უწინ. მაშინ ისინი იტყვიან: ჩვენი გშურთო. დიახ, ისინი ვერაფერს იაზრებენ მცირედის გარდა. قُل لِّلْمُخَلَّفِينَ مِنَ ٱلْأَعْرَابِ سَتُدْعَوْنَ إِلَىٰ قَوْمٍ أُو۟لِى بَأْسٍۢ شَدِيدٍۢ تُقَـٰتِلُونَهُمْ أَوْ يُسْلِمُونَ ۖ فَإِن تُطِيعُوا۟ يُؤْتِكُمُ ٱللَّهُ أَجْرًا حَسَنًۭا ۖ وَإِن تَتَوَلَّوْا۟ كَمَا تَوَلَّيْتُم مِّن قَبْلُ يُعَذِّبْكُمْ عَذَابًا أَلِيمًۭا 16. უთხარი შინ დარჩენილ ბედუინებს: თქვენ მოხმობილ იქნებით დიდი ძალის მქონე ხალხთან. შეებრძოლებით მათ, ან დამორჩილდებიან. და თუ დამორჩილდებიან, მოგაგებთ ალლაჰი კეთილ საზღაურს, ხოლო თუ გაბრუნდებიან ისე, როგორც გაბრუნდით ადრე, დაგსჯით თქვენ მტანჯველი სასჯელით. لَّيْسَ عَلَى ٱلْأَعْمَىٰ حَرَجٌۭ وَلَا عَلَى ٱلْأَعْرَجِ حَرَجٌۭ وَلَا عَلَى ٱلْمَرِيضِ حَرَجٌۭ ۗ وَمَن يُطِعِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ يُدْخِلْهُ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۖ وَمَن يَتَوَلَّ يُعَذِّبْهُ عَذَابًا أَلِيمًۭا 17. ცოდვად არ ეთვლება ბრმას, კოჭლს, ავადმყოფს. ხოლო ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, შეიყვანს იგი სამოთხეებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. ხოლო ვინც პირს იბრუნებს - დასჯის მას მტანჯველი სასჯელით. لَّقَدْ رَضِىَ ٱللَّهُ عَنِ ٱلْمُؤْمِنِينَ إِذْ يُبَايِعُونَكَ تَحْتَ ٱلشَّجَرَةِ فَعَلِمَ مَا فِى قُلُوبِهِمْ فَأَنزَلَ ٱلسَّكِينَةَ عَلَيْهِمْ وَأَثَـٰبَهُمْ فَتْحًۭا قَرِيبًۭا 18. და კმაყოფილი იყო ალლაჰი მორწმუნეებით, როცა შემოგფიცეს შენ ხის ქვეშ. და შეიტყო მან, რაც იყო მათ გულებში! ზეგარმოავლინა მან მათზე სიმშვიდე და მიჰმადლა ახლო გამარჯვება. وَمَغَانِمَ كَثِيرَةًۭ يَأْخُذُونَهَا ۗ وَكَانَ ٱللَّهُ عَزِيزًا حَكِيمًۭا 19. და უამრავი ალაფი, რომელსაც აიღებენ. და ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. وَعَدَكُمُ ٱللَّهُ مَغَانِمَ كَثِيرَةًۭ تَأْخُذُونَهَا فَعَجَّلَ لَكُمْ هَـٰذِهِۦ وَكَفَّ أَيْدِىَ ٱلنَّاسِ عَنكُمْ وَلِتَكُونَ ءَايَةًۭ لِّلْمُؤْمِنِينَ وَيَهْدِيَكُمْ صِرَ‌ٰطًۭا مُّسْتَقِيمًۭا 20. და დაგპირდათ თქვენ ალლაჰი უამრავ ალაფს. რომელსაც აიღებთ. მან თქვენთვის დააჩქარა ეს და მოგაშორათ ხალხის ხელი, რათა ყოფილიყავით სასწაული მორწმუნეთათვის და დაედგინეთ ჭეშმარიტ გზაზე. وَأُخْرَىٰ لَمْ تَقْدِرُوا۟ عَلَيْهَا قَدْ أَحَاطَ ٱللَّهُ بِهَا ۚ وَكَانَ ٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرًۭا 21. და სხვა რამ, რომელსა ზედა ჯერ არ მიგიღწევიათ. ალლაჰმა გარემოიცვა ისინი, და ალლაჰი ყოვლისშემძლეა. وَلَوْ قَـٰتَلَكُمُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَوَلَّوُا۟ ٱلْأَدْبَـٰرَ ثُمَّ لَا يَجِدُونَ وَلِيًّۭا وَلَا نَصِيرًۭا 22. და თუ შეგებრძოლებოდნენ, ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, ზურგს იქცევდნენ, მერე კი ვერ ჰპოვებდნენ ვერც მეოხსა და ვერც შემწეს. سُنَّةَ ٱللَّهِ ٱلَّتِى قَدْ خَلَتْ مِن قَبْلُ ۖ وَلَن تَجِدَ لِسُنَّةِ ٱللَّهِ تَبْدِيلًۭا 23. (ეს) ალლაჰის კანონია აწ გარდასული და შენ, ვერ ნახავ ცვლილებას ალლაჰის კანონში! وَهُوَ ٱلَّذِى كَفَّ أَيْدِيَهُمْ عَنكُمْ وَأَيْدِيَكُمْ عَنْهُم بِبَطْنِ مَكَّةَ مِنۢ بَعْدِ أَنْ أَظْفَرَكُمْ عَلَيْهِمْ ۚ وَكَانَ ٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرًا 24. იგია, ვინც მოგაცილათ თქვენ მათი ხელები და თქვენი ხელები - მათ მექის ველზე მას შემდეგ, რაც გაგამარჯვებინათ მათზე, და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. هُمُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَصَدُّوكُمْ عَنِ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ وَٱلْهَدْىَ مَعْكُوفًا أَن يَبْلُغَ مَحِلَّهُۥ ۚ وَلَوْلَا رِجَالٌۭ مُّؤْمِنُونَ وَنِسَآءٌۭ مُّؤْمِنَـٰتٌۭ لَّمْ تَعْلَمُوهُمْ أَن تَطَـُٔوهُمْ فَتُصِيبَكُم مِّنْهُم مَّعَرَّةٌۢ بِغَيْرِ عِلْمٍۢ ۖ لِّيُدْخِلَ ٱللَّهُ فِى رَحْمَتِهِۦ مَن يَشَآءُ ۚ لَوْ تَزَيَّلُوا۟ لَعَذَّبْنَا ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنْهُمْ عَذَابًا أَلِيمًا 25. სწორედ ისინი არიან, რომელთაც არ ირწმუნეს, და გაკავებდნენ თქვენ მესჯიდი ჰარამისგან და სამხვერპლო ცხოველებს, რომ მიეღწიათ თავიანთი სამხვერპლო ადგილისთვის. და რომ არა მორწმუნე კაცნი და მორწმუნე ქალნი, რომელთაც არ იცნობდით, შეიძლებოდა დაგეხოცათ ისინი და დაგდებოდათ ცოდვა, ცოდნის გარეშე, რათა ალლაჰმა შეიყვანოს ის, ვისაც ინებებს, თავის წყალობაში. ხოლო თუ ისინი გაემიჯნებოდნენ(ურწმუნოთაგან), დავსჯიდით მათგან იმათ,რომელთაც არ ირწმუნეს, მტანჯველი სასჯელით. إِذْ جَعَلَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فِى قُلُوبِهِمُ ٱلْحَمِيَّةَ حَمِيَّةَ ٱلْجَـٰهِلِيَّةِ فَأَنزَلَ ٱللَّهُ سَكِينَتَهُۥ عَلَىٰ رَسُولِهِۦ وَعَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ وَأَلْزَمَهُمْ كَلِمَةَ ٱلتَّقْوَىٰ وَكَانُوٓا۟ أَحَقَّ بِهَا وَأَهْلَهَا ۚ وَكَانَ ٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمًۭا 26. აკი, ჩანერგილი ჰქონდათ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, თავიანთ გულებში ქედმაღლობა უმეცრების ხანისა. ამ დროს ზემოავლინა ალლაჰმა თავისი სიმშვიდე თავის შუამავალზე და მორწმუნეებზე და დაავალდებულა მათ ღვთისმოშიშობის სიტყვა, რამეთუ ისინი იმსახურებდნენ ამას და ღირსი იყვნენ მისი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა! لَّقَدْ صَدَقَ ٱللَّهُ رَسُولَهُ ٱلرُّءْيَا بِٱلْحَقِّ ۖ لَتَدْخُلُنَّ ٱلْمَسْجِدَ ٱلْحَرَامَ إِن شَآءَ ٱللَّهُ ءَامِنِينَ مُحَلِّقِينَ رُءُوسَكُمْ وَمُقَصِّرِينَ لَا تَخَافُونَ ۖ فَعَلِمَ مَا لَمْ تَعْلَمُوا۟ فَجَعَلَ مِن دُونِ ذَ‌ٰلِكَ فَتْحًۭا قَرِيبًا 27. ვფიცავ, აუცხადა ალლაჰმა თავის შუამავალს მისი სიზმარი ჭეშმარიტებით: უსათუოდ შეხვალთ ალ-მასჯიდ ალ-ჰარამში, თუკი ალლაჰი ინებებს, უსაფრთხონი, თავგადაპარსულნი და გაკრეჭილნი. მან უწყოდა, რაც თქვენ არ იცოდით. და გიბოძათ ახლო გამარჯვება. هُوَ ٱلَّذِىٓ أَرْسَلَ رَسُولَهُۥ بِٱلْهُدَىٰ وَدِينِ ٱلْحَقِّ لِيُظْهِرَهُۥ عَلَى ٱلدِّينِ كُلِّهِۦ ۚ وَكَفَىٰ بِٱللَّهِ شَهِيدًۭا 28. იგია, ვინც წარმოაგზავნა თავისი შუამავალი ჭეშმარიტი გზითა და ჭეშმარიტი სარწმუნებით, რათა აღემაღლებინა იგი ყველა სარწმუნოებაზე. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ. مُّحَمَّدٌۭ رَّسُولُ ٱللَّهِ ۚ وَٱلَّذِينَ مَعَهُۥٓ أَشِدَّآءُ عَلَى ٱلْكُفَّارِ رُحَمَآءُ بَيْنَهُمْ ۖ تَرَىٰهُمْ رُكَّعًۭا سُجَّدًۭا يَبْتَغُونَ فَضْلًۭا مِّنَ ٱللَّهِ وَرِضْوَ‌ٰنًۭا ۖ سِيمَاهُمْ فِى وُجُوهِهِم مِّنْ أَثَرِ ٱلسُّجُودِ ۚ ذَ‌ٰلِكَ مَثَلُهُمْ فِى ٱلتَّوْرَىٰةِ ۚ وَمَثَلُهُمْ فِى ٱلْإِنجِيلِ كَزَرْعٍ أَخْرَجَ شَطْـَٔهُۥ فَـَٔازَرَهُۥ فَٱسْتَغْلَظَ فَٱسْتَوَىٰ عَلَىٰ سُوقِهِۦ يُعْجِبُ ٱلزُّرَّاعَ لِيَغِيظَ بِهِمُ ٱلْكُفَّارَ ۗ وَعَدَ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ مِنْهُم مَّغْفِرَةًۭ وَأَجْرًا عَظِيمًۢا 29. მუჰამმადი, შუამავალი ალლაჰისა. ხოლო მასთან ერთად ვინც არიან, მკაცრნი არიან ურწმუნოთა წინააღმდეგ და მოწყალენი ერთმანეთის მიმართ. მათ დაინახავ რუქუღისა და სუჯუდის აღმსრულებლებად, რომელნიც ალლაჰისაგან მადლსა და წყალობას მიელტვიან. მათი ნიშნები მათ სახეებზეა, როგორც ნაკვალევი სუჯუდისა. ასეთია მათი ნიმუში თევრათში და ინჯილში: არის ნათესი, რომელიც აღმოცენდა, და განამტკიცა იგი, გამსხვილდა და აღიმართა თავის ღეროზე, საამებლად მთესველთათვის, რითაც იბოღმებიან ურწმუნონი. აღუთქვა ალლაჰმა მათგან იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა, მიტევება და აღუთქვა მათ დიდებული ჯილდო.