n ფუსსილეთ

41. სურა ფუსსილათ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა حمٓ 1. ჰა. მიმ. تَنزِيلٌۭ مِّنَ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ 2. ზეგარდმოევლინა მოწყალისგან, მწყალობლისგან. كِتَـٰبٌۭ فُصِّلَتْ ءَايَـٰتُهُۥ قُرْءَانًا عَرَبِيًّۭا لِّقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ 3. წიგნი, რომლის აიათებიც განიმარტა არაბულ ყურანად ხალხისათვის, რომელმაც იცის. بَشِيرًۭا وَنَذِيرًۭا فَأَعْرَضَ أَكْثَرُهُمْ فَهُمْ لَا يَسْمَعُونَ 4. მახარობლად და შემგონებლად, მათმა უმეტესობამ კი ზურგი აქცია, და არ ესმით. وَقَالُوا۟ قُلُوبُنَا فِىٓ أَكِنَّةٍۢ مِّمَّا تَدْعُونَآ إِلَيْهِ وَفِىٓ ءَاذَانِنَا وَقْرٌۭ وَمِنۢ بَيْنِنَا وَبَيْنِكَ حِجَابٌۭ فَٱعْمَلْ إِنَّنَا عَـٰمِلُونَ 5. და თქვეს: „ჩვენი გულები დახშულია იმისგან, რისკენაც მოგვიწოდებ, რამეთუ ჩვენს ყურებში სიყრუეა და ჩვენსა და თქვენს შორის ფარდაა. მაშ, ჰქმენით (რაც გენებოთ) და ჩვენც ვიქმთ (რაც გვსურს). قُلْ إِنَّمَآ أَنَا۠ بَشَرٌۭ مِّثْلُكُمْ يُوحَىٰٓ إِلَىَّ أَنَّمَآ إِلَـٰهُكُمْ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ فَٱسْتَقِيمُوٓا۟ إِلَيْهِ وَٱسْتَغْفِرُوهُ ۗ وَوَيْلٌۭ لِّلْمُشْرِكِينَ 6. უთხარი: „მე მხოლოდ ადამიანი ვარ თქვენი მსგავსი. ზეშთამეგონა, რომ თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. წარსდექით მის წინაშე და სთხოვეთ მას მიტევება. და ვაი, წარმართთა მდგომარეობას! ٱلَّذِينَ لَا يُؤْتُونَ ٱلزَّكَوٰةَ وَهُم بِٱلْـَٔاخِرَةِ هُمْ كَـٰفِرُونَ 7. რომელნიც არ გასცემენ ზექათს და საიქიოს მიმართ ურწმუნონი არიან. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَهُمْ أَجْرٌ غَيْرُ مَمْنُونٍۢ 8. რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს... სწორედ მათ მიეგებათ ულეველი ჯილდო. قُلْ أَئِنَّكُمْ لَتَكْفُرُونَ بِٱلَّذِى خَلَقَ ٱلْأَرْضَ فِى يَوْمَيْنِ وَتَجْعَلُونَ لَهُۥٓ أَندَادًۭا ۚ ذَ‌ٰلِكَ رَبُّ ٱلْعَـٰلَمِينَ 9. უთხარი: განა თქვენ მართლა უარყოფთ იმას, ვინც შექმნა დედამიწა ორ დღეში, და უდგენთ მას თანასწორთ? სწორედ იგია სამყაროთა ღმერთი. وَجَعَلَ فِيهَا رَوَ‌ٰسِىَ مِن فَوْقِهَا وَبَـٰرَكَ فِيهَا وَقَدَّرَ فِيهَآ أَقْوَ‌ٰتَهَا فِىٓ أَرْبَعَةِ أَيَّامٍۢ سَوَآءًۭ لِّلسَّآئِلِينَ 10. მან დაადგინა მასზე(დედამიწაზე) მყარი მთები, მოჰმადლა ბარაქა და მასზე ოთხ დღეში გადაანაწილა მასში მისი საზრდონი თანაბრად - მთხოვნელთათვის. ثُمَّ ٱسْتَوَىٰٓ إِلَى ٱلسَّمَآءِ وَهِىَ دُخَانٌۭ فَقَالَ لَهَا وَلِلْأَرْضِ ٱئْتِيَا طَوْعًا أَوْ كَرْهًۭا قَالَتَآ أَتَيْنَا طَآئِعِينَ 11. შემდეგ ამაღლდა ზეცად, და იგი(ზეცა) იყო კვამლი - და უთხრა მას და დედამიწას: მოდით მორჩილებით ან ურჩობითო. ორივემ მიუგო: მოვალთ მორჩილნიო. فَقَضَىٰهُنَّ سَبْعَ سَمَـٰوَاتٍۢ فِى يَوْمَيْنِ وَأَوْحَىٰ فِى كُلِّ سَمَآءٍ أَمْرَهَا ۚ وَزَيَّنَّا ٱلسَّمَآءَ ٱلدُّنْيَا بِمَصَـٰبِيحَ وَحِفْظًۭا ۚ ذَ‌ٰلِكَ تَقْدِيرُ ٱلْعَزِيزِ ٱلْعَلِيمِ 12. და დაანაწევრა ისინი ზეცად ორ დღეში და ზეშთააგონა ყოველ ზეცას თავისი საქმე. და შევამკეთ უახლოესი ზეცა მანათობლებით და დამცავად. ეს არის განჩინება ძლევამოსილისა, ყოვლისმცოდნისა. فَإِنْ أَعْرَضُوا۟ فَقُلْ أَنذَرْتُكُمْ صَـٰعِقَةًۭ مِّثْلَ صَـٰعِقَةِ عَادٍۢ وَثَمُودَ 13. და თუ პირი იბრუნეს, უთხარი: გაფრთხილებთ მე მეხის შესახეხ, მსგავსის 'ადისა და სემუდის ხალხის მეხისა. إِذْ جَآءَتْهُمُ ٱلرُّسُلُ مِنۢ بَيْنِ أَيْدِيهِمْ وَمِنْ خَلْفِهِمْ أَلَّا تَعْبُدُوٓا۟ إِلَّا ٱللَّهَ ۖ قَالُوا۟ لَوْ شَآءَ رَبُّنَا لَأَنزَلَ مَلَـٰٓئِكَةًۭ فَإِنَّا بِمَآ أُرْسِلْتُم بِهِۦ كَـٰفِرُونَ 14. და მივიდნენ მათთან შუამავლები მათ დროს და მათზე უწინ: რომ არ ეთაყვანოთ არავის ალლაჰის გარდა. მიუგეს: რომ ენებებინა ჩვენს ღმერთს, ზეგარდმოავლენდა ანგელოზებს. ჩვენ კი ვუარყოფთ იმას, რითაც წარმოიგზავნეთ. فَأَمَّا عَادٌۭ فَٱسْتَكْبَرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ وَقَالُوا۟ مَنْ أَشَدُّ مِنَّا قُوَّةً ۖ أَوَلَمْ يَرَوْا۟ أَنَّ ٱللَّهَ ٱلَّذِى خَلَقَهُمْ هُوَ أَشَدُّ مِنْهُمْ قُوَّةًۭ ۖ وَكَانُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا يَجْحَدُونَ 15. 'ადის ტომს რაც შეეხება, ისინი გამედიდურდნენ ქვეყანაზე უფლების გარეშე და თქვეს: ვინ არის ჩვენზე უფრო მტკიცე ძალითო? განა არ უფიქრიათ, რომ ალლაჰი, ვინც შექმნა ისინი, მათზე უფრო მტკიცეა ძალით? და ისინი უარყოფდნენ ჩვენს აიათებს. فَأَرْسَلْنَا عَلَيْهِمْ رِيحًۭا صَرْصَرًۭا فِىٓ أَيَّامٍۢ نَّحِسَاتٍۢ لِّنُذِيقَهُمْ عَذَابَ ٱلْخِزْىِ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَلَعَذَابُ ٱلْـَٔاخِرَةِ أَخْزَىٰ ۖ وَهُمْ لَا يُنصَرُونَ 16. და წარვაგზავნეთ მათზე სუსხიანი ქარიშხალი უბედურ დღეებში, რათა გვეგემებინა მათთვის დამამცირებელი სასჯელი ამქვეყნად, ხოლო საიქიოს სასჯელი უფრო დამამცირებელია და არ იქნებიან ისინი შეწევნულნი. وَأَمَّا ثَمُودُ فَهَدَيْنَـٰهُمْ فَٱسْتَحَبُّوا۟ ٱلْعَمَىٰ عَلَى ٱلْهُدَىٰ فَأَخَذَتْهُمْ صَـٰعِقَةُ ٱلْعَذَابِ ٱلْهُونِ بِمَا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 17. სემუდის ტომს რაც შეეხება, ისინი დავადგინეთ ჭეშმარიტ გზაზე. იმათ კი გზააბნევა ჭეშმარიტ გზაზე მეტად შეიყვარეს და შეიპყრო ისინი საშინელი სასჯელის მეხმა იმის გამო, რასაც იხვეჭდნენ. وَنَجَّيْنَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَكَانُوا۟ يَتَّقُونَ 18. და გადავარჩინეთ ისინი, რომელთაც ირწმუნეს და ალლაჰისა ეშინოდათ. وَيَوْمَ يُحْشَرُ أَعْدَآءُ ٱللَّهِ إِلَى ٱلنَّارِ فَهُمْ يُوزَعُونَ 19. და იმ დღეს შეკრებილ იქნებიან ალლაჰის მტრები ცეცხლის წინ და ისინი გადანაწილდებიან. حَتَّىٰٓ إِذَا مَا جَآءُوهَا شَهِدَ عَلَيْهِمْ سَمْعُهُمْ وَأَبْصَـٰرُهُمْ وَجُلُودُهُم بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 20. და როცა მივლენ მასთან(ცეცხლთან), დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ მათივე სმენა, თვალები და მათი კანი იმას, რასაც აკეთებდნენ. وَقَالُوا۟ لِجُلُودِهِمْ لِمَ شَهِدتُّمْ عَلَيْنَا ۖ قَالُوٓا۟ أَنطَقَنَا ٱللَّهُ ٱلَّذِىٓ أَنطَقَ كُلَّ شَىْءٍۢ وَهُوَ خَلَقَكُمْ أَوَّلَ مَرَّةٍۢ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ 21. და ეტყვიან თავიანთ კანებს: რად დაამოწმეთ ჩვენს წინააღმდეგ? მიუგებენ: აგვამეტყველა ჩვენ ალლაჰმა, რომელიც ყველაფერს აამეტყველებს. მან შეგქმნათ თავდაპირველად და მასთან იქნებით დაბრუნებულნი. وَمَا كُنتُمْ تَسْتَتِرُونَ أَن يَشْهَدَ عَلَيْكُمْ سَمْعُكُمْ وَلَآ أَبْصَـٰرُكُمْ وَلَا جُلُودُكُمْ وَلَـٰكِن ظَنَنتُمْ أَنَّ ٱللَّهَ لَا يَعْلَمُ كَثِيرًۭا مِّمَّا تَعْمَلُونَ 22. და მაინც ვერ დაიმალებოდით, თუნდაც რომ არ დაემოწმებინათ თქვენს წინააღმდეგ თქვენს სმენას, თვალებს და კანთ. თუმცაღა, ეჭვობდით, რომ ალლაჰმა არ იცის ბევრი რამ, რასაც აკეთებდით. وَذَ‌ٰلِكُمْ ظَنُّكُمُ ٱلَّذِى ظَنَنتُم بِرَبِّكُمْ أَرْدَىٰكُمْ فَأَصْبَحْتُم مِّنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 23. სწორედ ამგვარმა ვარაუდმა თქვენი ღმერთის შესახებ წაგიყვანათ დაღუპვისკენ. ამიტომაც აღმოჩნდით წაგებულთაგანი. فَإِن يَصْبِرُوا۟ فَٱلنَّارُ مَثْوًۭى لَّهُمْ ۖ وَإِن يَسْتَعْتِبُوا۟ فَمَا هُم مِّنَ ٱلْمُعْتَبِينَ 24. უკვე რომც მოითმინონ, მაინც ცეცხლია მათი თავშესაფარი; ხოლო თუ დანდობას ითხოვენ, არ იქნებიან დანდობილთაგანნი. وَقَيَّضْنَا لَهُمْ قُرَنَآءَ فَزَيَّنُوا۟ لَهُم مَّا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ وَحَقَّ عَلَيْهِمُ ٱلْقَوْلُ فِىٓ أُمَمٍۢ قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِهِم مِّنَ ٱلْجِنِّ وَٱلْإِنسِ ۖ إِنَّهُمْ كَانُوا۟ خَـٰسِرِينَ 25. და მივუჩინეთ მათ მეგობარნი, რომელთაც გაუმშვენიერეს ის, რაც იყო მათზე უწინ და მათ შემდგომ და ახდა მათზე სიტყვები ერთა შესახებ, რომლებიც გარდახდენ მათზე უწინ ჯინთაგან თუ ადამიანთაგან. ჭეშმარიტად, ისინი იყვნენ წაგებულნი. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَا تَسْمَعُوا۟ لِهَـٰذَا ٱلْقُرْءَانِ وَٱلْغَوْا۟ فِيهِ لَعَلَّكُمْ تَغْلِبُونَ 26. და თქვეს იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს: ნუ უსმენთ ამ ყურანს, ილაპარაკეთ მასზე ხმამაღლა, რათა ეგების გაიმარჯვოთო. فَلَنُذِيقَنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ عَذَابًۭا شَدِيدًۭا وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَسْوَأَ ٱلَّذِى كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 27. ხოლო ჩვენ უსათუოდ ვაგემებთ სასტიკს სასჯელს იმათ, ვინც არ ირწმუნა. და უეჭველად, ვუზღავთ ყველაზე ცუდით იმისაგან, რასაც აკეთებენ. ذَ‌ٰلِكَ جَزَآءُ أَعْدَآءِ ٱللَّهِ ٱلنَّارُ ۖ لَهُمْ فِيهَا دَارُ ٱلْخُلْدِ ۖ جَزَآءًۢ بِمَا كَانُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا يَجْحَدُونَ 28. ეს არის ალლაჰის მტრების საზღაური: ცეცხლია მათთვის იქ მარადიულ სამყოფლად, საზღაურად იმისა, რომ ჩვენს აიათებს უარყოფდნენ. وَقَالَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ رَبَّنَآ أَرِنَا ٱلَّذَيْنِ أَضَلَّانَا مِنَ ٱلْجِنِّ وَٱلْإِنسِ نَجْعَلْهُمَا تَحْتَ أَقْدَامِنَا لِيَكُونَا مِنَ ٱلْأَسْفَلِينَ 29. და იტყვიან, რომელთაც არ ირწმუნეს: ღმერთო ჩვენო, გვიჩვენე ის ორი ჯინი თუ ადამიანი, რომელთაც გზას აგვაცდინეს, და ორივე მათგანს დავადგენთ ჩვენს ფერხთა ქვეშ, რათა იყვნენ უფრო მდაბიონიო. إِنَّ ٱلَّذِينَ قَالُوا۟ رَبُّنَا ٱللَّهُ ثُمَّ ٱسْتَقَـٰمُوا۟ تَتَنَزَّلُ عَلَيْهِمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ أَلَّا تَخَافُوا۟ وَلَا تَحْزَنُوا۟ وَأَبْشِرُوا۟ بِٱلْجَنَّةِ ٱلَّتِى كُنتُمْ تُوعَدُونَ 30. რომელთაც თქვეს - ჩვენი ღმერთი ალლაჰიაო, მერე მტკიცედ დადგნენ, ზეგარდმოხდებიან მასზე ანგელოზები: ნუ გეშინიათ, ნუ დამწუხრდებით და გაიხარეთ სამოთხით, რომელიც აღთქმული გქონდათ. نَحْنُ أَوْلِيَآؤُكُمْ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَفِى ٱلْـَٔاخِرَةِ ۖ وَلَكُمْ فِيهَا مَا تَشْتَهِىٓ أَنفُسُكُمْ وَلَكُمْ فِيهَا مَا تَدَّعُونَ 31. ჩვენ ვართ თქვენ მფარველები ამქვეყნიურ ცხოვრებაში და იმქვეყნიურშიც და გექნე ბათ ის, რასაც ისურვებენ თქვენი სულები! და გექნებათ იქ ის, რასაც ითხოვთ. نُزُلًۭا مِّنْ غَفُورٍۢ رَّحِيمٍۢ 32. ჯილდოდ - მიმტევებლის, მწყალობლისგან. وَمَنْ أَحْسَنُ قَوْلًۭا مِّمَّن دَعَآ إِلَى ٱللَّهِ وَعَمِلَ صَـٰلِحًۭا وَقَالَ إِنَّنِى مِنَ ٱلْمُسْلِمِينَ 33. და ვინ არის მასზე უფრო მშვენიერი სიტყვით, ვინც ალლაჰისკენ მოუწოდა, სიკეთე აკეთა და თქვა: ჭეშმარიტად, მე ვარ მუსლითაგანიო? وَلَا تَسْتَوِى ٱلْحَسَنَةُ وَلَا ٱلسَّيِّئَةُ ۚ ٱدْفَعْ بِٱلَّتِى هِىَ أَحْسَنُ فَإِذَا ٱلَّذِى بَيْنَكَ وَبَيْنَهُۥ عَدَ‌ٰوَةٌۭ كَأَنَّهُۥ وَلِىٌّ حَمِيمٌۭ 34. არ არის თანასწორი სიკეთე და სიავე. დახვდი(სიავეს) იმით, რომელიც საუკეთესოა. მაშინ ის მტრობა, რაც შენსა და მას შორის იყო, გექცევა გულითად მეგობრად. وَمَا يُلَقَّىٰهَآ إِلَّا ٱلَّذِينَ صَبَرُوا۟ وَمَا يُلَقَّىٰهَآ إِلَّا ذُو حَظٍّ عَظِيمٍۢ 35. მაგრამ ეს არ მიმადლებია არავის, იმათ გარდა, რომელთაც მოითმინეს, და არ მიმადლებია ეს არავის, უდიდესი წილის მფლობელთა გარდა. وَإِمَّا يَنزَغَنَّكَ مِنَ ٱلشَّيْطَـٰنِ نَزْغٌۭ فَٱسْتَعِذْ بِٱللَّهِ ۖ إِنَّهُۥ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 36. და თუ გეწევა ცდუნება შაიტანისგან, ალლაჰს მიეკედლე. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. وَمِنْ ءَايَـٰتِهِ ٱلَّيْلُ وَٱلنَّهَارُ وَٱلشَّمْسُ وَٱلْقَمَرُ ۚ لَا تَسْجُدُوا۟ لِلشَّمْسِ وَلَا لِلْقَمَرِ وَٱسْجُدُوا۟ لِلَّهِ ٱلَّذِى خَلَقَهُنَّ إِن كُنتُمْ إِيَّاهُ تَعْبُدُونَ 37. მისი ნიშნებია ღამე და დღე, მზე და მთვარე. თაყვანი არ სცეთ არც მზეს და არც მთვარეს. თაყვანი ეცით ალლაჰს, რომელმაც შექმნა ისინი, თუკი მხოლოდ მას ეთაყვანებით. فَإِنِ ٱسْتَكْبَرُوا۟ فَٱلَّذِينَ عِندَ رَبِّكَ يُسَبِّحُونَ لَهُۥ بِٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ وَهُمْ لَا يَسْـَٔمُونَ 38. ხოლო თუ ამათ იამპარტავნეს, ისინი, ვინც შენი ღმერთის წინაშე არიან, ქებას აღავლენენ მისთვის ღამითა თუ დღისით და არ იღლებიან. وَمِنْ ءَايَـٰتِهِۦٓ أَنَّكَ تَرَى ٱلْأَرْضَ خَـٰشِعَةًۭ فَإِذَآ أَنزَلْنَا عَلَيْهَا ٱلْمَآءَ ٱهْتَزَّتْ وَرَبَتْ ۚ إِنَّ ٱلَّذِىٓ أَحْيَاهَا لَمُحْىِ ٱلْمَوْتَىٰٓ ۚ إِنَّهُۥ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌ 39. და მისი სასწაულებიდანაა, რომ ხედავ გამომხმარ მიწას. და როცა ზეგარდმოვავლენთ მასზე წყალს, მოძრაობას იწყებს და ფუვდება. ვინც იგი გააცოცხლა, მკვდართა გამაცოცხლებელია. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისშემძლეა. إِنَّ ٱلَّذِينَ يُلْحِدُونَ فِىٓ ءَايَـٰتِنَا لَا يَخْفَوْنَ عَلَيْنَآ ۗ أَفَمَن يُلْقَىٰ فِى ٱلنَّارِ خَيْرٌ أَم مَّن يَأْتِىٓ ءَامِنًۭا يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ ٱعْمَلُوا۟ مَا شِئْتُمْ ۖ إِنَّهُۥ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 40. ისინი, ვინც გმობენ ჩვენს აიათებს, ვერ დაგვემალებიან. ნუთუ ის, ვინც ცეცხლში იქნება ჩაგდებული, უკეთესია თუ ის, ვინც მოვა აღდგომის დღეს დაცული?! ჰქმენით რაც გსურთ. იგი(ალლაჰი), რასაც აკეთებთ, ხედავს. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِٱلذِّكْرِ لَمَّا جَآءَهُمْ ۖ وَإِنَّهُۥ لَكِتَـٰبٌ عَزِيزٌۭ 41. ჭეშმარიტად, ვინც არ ირწმუნეს შეხსენება, როცა მიებოძათ... ის კი ჭეშმარიტად, ძლევამოსილი წიგნია. لَّا يَأْتِيهِ ٱلْبَـٰطِلُ مِنۢ بَيْنِ يَدَيْهِ وَلَا مِنْ خَلْفِهِۦ ۖ تَنزِيلٌۭ مِّنْ حَكِيمٍ حَمِيدٍۢ 42. სიცრუე ვერ გაეკარება მას ვერც წინიდან და ვერც უკნიდან. ზეგარდმოვლენილია ბრძენისგან, ყოვლადქებულისგან. مَّا يُقَالُ لَكَ إِلَّا مَا قَدْ قِيلَ لِلرُّسُلِ مِن قَبْلِكَ ۚ إِنَّ رَبَّكَ لَذُو مَغْفِرَةٍۢ وَذُو عِقَابٍ أَلِيمٍۢ 43. არაფერი გებრძანება შენ, თუ არა ის, რაც ებრძანათ შუამავლებს შენზე უწინ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მიმტევებელი და სასტიკსასჯელიანია. وَلَوْ جَعَلْنَـٰهُ قُرْءَانًا أَعْجَمِيًّۭا لَّقَالُوا۟ لَوْلَا فُصِّلَتْ ءَايَـٰتُهُۥٓ ۖ ءَا۬عْجَمِىٌّۭ وَعَرَبِىٌّۭ ۗ قُلْ هُوَ لِلَّذِينَ ءَامَنُوا۟ هُدًۭى وَشِفَآءٌۭ ۖ وَٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ فِىٓ ءَاذَانِهِمْ وَقْرٌۭ وَهُوَ عَلَيْهِمْ عَمًى ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ يُنَادَوْنَ مِن مَّكَانٍۭ بَعِيدٍۢ 44. და რომ დაგვედგინა იგი არაბულ ყურანად, უთუოდ იტყოდნენ: ნეტავ, განმარტებული ყოფილიყო მისი აიათებიო! - ეს არაარაბული და ეს არაბი(მუჰამმადი)? უთხარი: იგი მათთვის, რომელთაც ირწმუნეს, ჭეშმარიტი გზა და განკურნებაა, ხოლო ისინი, ვისაც არა სწამს... მათ ყურებში სიყრუეა და სიბრმავეა იგი მათთვის. სწორედ ისინი არიან, რომელთაც უხმობენ შორი ადგილიდან. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ فَٱخْتُلِفَ فِيهِ ۗ وَلَوْلَا كَلِمَةٌۭ سَبَقَتْ مِن رَّبِّكَ لَقُضِىَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَفِى شَكٍّۢ مِّنْهُ مُرِيبٍۢ 45. და ვფიცავ, ჩვენ ვუბოძეთ მუსას წიგნი და უთანხმოება მოუვიდათ მის თაობაზე და, რომ არა სიტყვა, რომელიც წინ უსწრებდა (ამ ამბავს) შენი ღმერთისაგან, გადაწყდებოდა საქმე მათ შორის. და ისინი, მის მიმართ ეჭში არიან. مَّنْ عَمِلَ صَـٰلِحًۭا فَلِنَفْسِهِۦ ۖ وَمَنْ أَسَآءَ فَعَلَيْهَا ۗ وَمَا رَبُّكَ بِظَلَّـٰمٍۢ لِّلْعَبِيدِ 46. ვინც სიკეთე აკეთა, თავის სასიკეთოდაა. ხოლო ვინც ავი ქმნა - თავისი თავის წინააღმდეგაა. და შენი ღმერთი უსამართლო არ არის მსახურთა მიმართ. إِلَيْهِ يُرَدُّ عِلْمُ ٱلسَّاعَةِ ۚ وَمَا تَخْرُجُ مِن ثَمَرَ‌ٰتٍۢ مِّنْ أَكْمَامِهَا وَمَا تَحْمِلُ مِنْ أُنثَىٰ وَلَا تَضَعُ إِلَّا بِعِلْمِهِۦ ۚ وَيَوْمَ يُنَادِيهِمْ أَيْنَ شُرَكَآءِى قَالُوٓا۟ ءَاذَنَّـٰكَ مَا مِنَّا مِن شَهِيدٍۢ 47. მას მიემართება საათის ცოდნა და არაფერი ამოვა ნაყოფთაგან მიწის ხვრელებიდან და ვერ დაფეხძიმდება ვერც ერთი მდედრი და ვერ შობს მისი ცოდნის გარეშე. იმ დღეს, მოუხმობს მათ: სად არიან ჩემი მოზიარენი? - მიუგებენ: გაცნობეთ შენ, რომ არ იქნება ჩვენგან არც ერთი მოწმე. وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَدْعُونَ مِن قَبْلُ ۖ وَظَنُّوا۟ مَا لَهُم مِّن مَّحِيصٍۢ 48. და ზურგი აქციათ იმან, რასაც უხმობდნენ უწინ და დარწმუნდნენ, რომ არ ჰქონდათ მათ გადარჩენა. لَّا يَسْـَٔمُ ٱلْإِنسَـٰنُ مِن دُعَآءِ ٱلْخَيْرِ وَإِن مَّسَّهُ ٱلشَّرُّ فَيَـُٔوسٌۭ قَنُوطٌۭ 49. არ დაიღლება ადამიანი სიკეთის თხოვნით, ხოლო თუ თავს სიავე დაატყდება სასოწარკვეთა მოიცავს და იმედს კარგავს. وَلَئِنْ أَذَقْنَـٰهُ رَحْمَةًۭ مِّنَّا مِنۢ بَعْدِ ضَرَّآءَ مَسَّتْهُ لَيَقُولَنَّ هَـٰذَا لِى وَمَآ أَظُنُّ ٱلسَّاعَةَ قَآئِمَةًۭ وَلَئِن رُّجِعْتُ إِلَىٰ رَبِّىٓ إِنَّ لِى عِندَهُۥ لَلْحُسْنَىٰ ۚ فَلَنُنَبِّئَنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِمَا عَمِلُوا۟ وَلَنُذِيقَنَّهُم مِّنْ عَذَابٍ غَلِيظٍۢ 50. და თუ ვაგემებთ მას წყალობას ჩვენგან, შემდგომად იმ სიავის დატეხისა, აუცილებლად იტყვის: „ეს ჩემ გამოა და არა მგონია, რომ დადგეს საათი. და თუ დაბრუნებული ვიქნები ჩემს ღმერთთან, უეჭველად, ჩემთვის მის წინაშე, იქნება საუკეთესო. და უთუოდ ვაცნობებთ იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს, იმას, რასაც აკეთებდნენ და უთუოდ ვაგემებთ მტანჯველ სასჯელს. وَإِذَآ أَنْعَمْنَا عَلَى ٱلْإِنسَـٰنِ أَعْرَضَ وَنَـَٔا بِجَانِبِهِۦ وَإِذَا مَسَّهُ ٱلشَّرُّ فَذُو دُعَآءٍ عَرِيضٍۢ 51. და თუ წყალობას ვუბოძებთ ადამიანს, პირს იბრუნებს და გაიძურწება. ხოლო თუ თავს სიავე დაატყდება, იწყებს გაუთავებელ ვედრებას. قُلْ أَرَءَيْتُمْ إِن كَانَ مِنْ عِندِ ٱللَّهِ ثُمَّ كَفَرْتُم بِهِۦ مَنْ أَضَلُّ مِمَّنْ هُوَ فِى شِقَاقٍۭ بَعِيدٍۢ 52. უთხარი: რას იტყვით, თუკი ეს (ყურანი) არის ალლაჰის წიაღიდან, და თქვენ არ ირწმუნეთ მისი? ვინ არის მასზე უფრო გზააბნეული, ვინც არის შორ განხეთქილებაში? سَنُرِيهِمْ ءَايَـٰتِنَا فِى ٱلْـَٔافَاقِ وَفِىٓ أَنفُسِهِمْ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَهُمْ أَنَّهُ ٱلْحَقُّ ۗ أَوَلَمْ يَكْفِ بِرَبِّكَ أَنَّهُۥ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ شَهِيدٌ 53. მალე ვუჩვენებთ მათ ჩვენს სასწულებს ცის კაბადონზე და მათ სულებში, ვიდრე განეცხადებათ მათ, რომ იგი ჭეშმაირტებაა. განა საკმარისი არ არის შენი ღმერთისათვის, რომ იგი ყოველივეს მოწმეა? أَلَآ إِنَّهُمْ فِى مِرْيَةٍۢ مِّن لِّقَآءِ رَبِّهِمْ ۗ أَلَآ إِنَّهُۥ بِكُلِّ شَىْءٍۢ مُّحِيطٌۢ 54. ისინი მართლაც ეჭვში არიან თავიანთ ღმერთთან შეხვედრის თაობაზე. მან კი ყველაფერი გარემოიცვა.