n სად

38. სურა სად
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა صٓ ۚ وَٱلْقُرْءَانِ ذِى ٱلذِّكْرِ 1. სად. ვფიცავ ყურანს შეხსენებიანს. بَلِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فِى عِزَّةٍۢ وَشِقَاقٍۢ 2. დიახ, ისინი, ვინც არ ირწმუნა, ამპრარტავნებასა და განხეთქილებაში არიან. كَمْ أَهْلَكْنَا مِن قَبْلِهِم مِّن قَرْنٍۢ فَنَادَوا۟ وَّلَاتَ حِينَ مَنَاصٍۢ 3. რამდენი თაობა დავღუპეთ მათზე უწინ, მაშინ მოთქვეს, მაგრამ გადარჩენის დრო აღარ იყო. كَمْ أَهْلَكْنَا مِن قَبْلِهِم مِّن قَرْنٍۢ فَنَادَوا۟ وَّلَاتَ حِينَ مَنَاصٍۢ 4. გაოცდნენ, როცა მათთან მივიდა შემგონებელი მათგანვე და თქვეს ურწმუნოებმა: ეს მატყუარა ჯადოქარიაო. أَجَعَلَ ٱلْـَٔالِهَةَ إِلَـٰهًۭا وَ‌ٰحِدًا ۖ إِنَّ هَـٰذَا لَشَىْءٌ عُجَابٌۭ 5. ნუთუ ღვთაებები, ერთ ღვთაებად დაადგინა?! უეჭველად, ეს საკვირველი რამეაო. وَٱنطَلَقَ ٱلْمَلَأُ مِنْهُمْ أَنِ ٱمْشُوا۟ وَٱصْبِرُوا۟ عَلَىٰٓ ءَالِهَتِكُمْ ۖ إِنَّ هَـٰذَا لَشَىْءٌۭ يُرَادُ 6. წავიდნენ მათი წარჩინებულნი და ამბობდნენ: წადით და მოთმინებით ეთაყვანეთ თქვენს ღვთაებებს. ეს არის, რაც მოითხოვება. مَا سَمِعْنَا بِهَـٰذَا فِى ٱلْمِلَّةِ ٱلْـَٔاخِرَةِ إِنْ هَـٰذَآ إِلَّا ٱخْتِلَـٰقٌ 7. არაფერი გვსმენია ამის თაობაზე უწინდელ რელიგიებში, რამეთუ ეს მხოლოდ და მხოლოდ შეთხზულიაო. أَءُنزِلَ عَلَيْهِ ٱلذِّكْرُ مِنۢ بَيْنِنَا ۚ بَلْ هُمْ فِى شَكٍّۢ مِّن ذِكْرِى ۖ بَل لَّمَّا يَذُوقُوا۟ عَذَابِ 8. განა მას ზეგარდმოევლინა შეხსენება ჩვენს შორისო? ისინი ეჭვში არიან ჩემი შეხსენების მიმართ. ვიდრე იგემებდნენ ჩემს სასჯელს. أَمْ عِندَهُمْ خَزَآئِنُ رَحْمَةِ رَبِّكَ ٱلْعَزِيزِ ٱلْوَهَّابِ 9. ან განა მათ აქვთ შენი ღმერთის საგანძურები, ძლიერისა, მომნიჭებლისა? أَمْ لَهُم مُّلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ۖ فَلْيَرْتَقُوا۟ فِى ٱلْأَسْبَـٰبِ 10. ან განა მათ აქვთ მეუფება ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა? მაშ, ეძიონ გზა და ამაღლდნენ. جُندٌۭ مَّا هُنَالِكَ مَهْزُومٌۭ مِّنَ ٱلْأَحْزَابِ 11. ისინი სხვადასხვა ჯგუფებისგან შექმნილი ლაშქარია, რომელიც სწორედ აქ იქნება დამარცხებული. كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍۢ وَعَادٌۭ وَفِرْعَوْنُ ذُو ٱلْأَوْتَادِ 12. ცრუდ შერაცხა მათზე უწინ ნუჰის ხალხმა. ადიელებმა და პირამიდების მფლობელმა ფარაონმა. وَثَمُودُ وَقَوْمُ لُوطٍۢ وَأَصْحَـٰبُ لْـَٔيْكَةِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلْأَحْزَابُ 13. და სემუდეველებმა, ლუტის და ეიქეს ბინადრებმა. სწორედ ესენი არიან დაჯგუფებანი. إِن كُلٌّ إِلَّا كَذَّبَ ٱلرُّسُلَ فَحَقَّ عِقَابِ 14. თითოეულმა ცრუდ შერაცხა შუამავლები და ახდა ჩემი სასჯელი. وَمَا يَنظُرُ هَـٰٓؤُلَآءِ إِلَّا صَيْحَةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ مَّا لَهَا مِن فَوَاقٍۢ 15. და არაფერს ელიან ისინი, ერთი საშინელი ხმის გარდა, რომელსაც არ ექნება გადავადება. وَقَالُوا۟ رَبَّنَا عَجِّل لَّنَا قِطَّنَا قَبْلَ يَوْمِ ٱلْحِسَابِ 16. და თქვეს: ღმერთო ჩვენო, ჩქარა მოგვეცი ჩვენი წილი, ვიდრე დადგებოდეს ანგარიშსწორების დღე. ٱصْبِرْ عَلَىٰ مَا يَقُولُونَ وَٱذْكُرْ عَبْدَنَا دَاوُۥدَ ذَا ٱلْأَيْدِ ۖ إِنَّهُۥٓ أَوَّابٌ 17. მოითმინე, რასაც ამბობენ, და გაიხსენე ჩვენი მსახური დავუდი, ძალღონიერი. ჭეშმარიტად, იგი კეთილისმქმნელი იყო. إِنَّا سَخَّرْنَا ٱلْجِبَالَ مَعَهُۥ يُسَبِّحْنَ بِٱلْعَشِىِّ وَٱلْإِشْرَاقِ 18. ჭეშმარიტად, ჩვენ დავუმორჩილეთ მას მთები, მასთან ერთად ადიდებდნენ ღმერთს, დილით და საღამოს. وَٱلطَّيْرَ مَحْشُورَةًۭ ۖ كُلٌّۭ لَّهُۥٓ أَوَّابٌۭ 19. და ჩიტები, ერთად შეკრებილნი, ყველა მას ემორჩილებოდნენ. وَشَدَدْنَا مُلْكَهُۥ وَءَاتَيْنَـٰهُ ٱلْحِكْمَةَ وَفَصْلَ ٱلْخِطَابِ 20. განვამტკიცეთ მისი სამფლობელო და ვუბოძეთ სიბრძნე და მჭერმეტყველება. وَهَلْ أَتَىٰكَ نَبَؤُا۟ ٱلْخَصْمِ إِذْ تَسَوَّرُوا۟ ٱلْمِحْرَابَ 21. განა მოსულა შენამდე ამბავი მოშუღლეთა, სამლოცველოს გალავანზე რომ გადაძვრნენ, إِذْ دَخَلُوا۟ عَلَىٰ دَاوُۥدَ فَفَزِعَ مِنْهُمْ ۖ قَالُوا۟ لَا تَخَفْ ۖ خَصْمَانِ بَغَىٰ بَعْضُنَا عَلَىٰ بَعْضٍۢ فَٱحْكُم بَيْنَنَا بِٱلْحَقِّ وَلَا تُشْطِطْ وَٱهْدِنَآ إِلَىٰ سَوَآءِ ٱلصِّرَ‌ٰطِ 22. დავუდთან შევიდნენ. ხოლო იგი შეძრწუნდა მათგან. უთხრეს: ნუ გეშინია! ჩვენ ორი მოშუღლე ვართ და ერთმანეთს უსამართლოდ მოვექეცით. განსაჯე ჩვენს შორის ჭეშმარიტებით! ზღვარს ნუ გადახვალ და სწორ გზას დაგვადგინე. إِنَّ هَـٰذَآ أَخِى لَهُۥ تِسْعٌۭ وَتِسْعُونَ نَعْجَةًۭ وَلِىَ نَعْجَةٌۭ وَ‌ٰحِدَةٌۭ فَقَالَ أَكْفِلْنِيهَا وَعَزَّنِى فِى ٱلْخِطَابِ 23. ჭეშმარიტად, ეს ჩემი ძმაა. მას ოთხმოცდაცხრამეტი ცხვარი ჰყავს. მე კი - ერთი ცხვარი. მითხრა - დამითმე ისიცო და დამჯაბნა საუბარში. قَالَ لَقَدْ ظَلَمَكَ بِسُؤَالِ نَعْجَتِكَ إِلَىٰ نِعَاجِهِۦ ۖ وَإِنَّ كَثِيرًۭا مِّنَ ٱلْخُلَطَآءِ لَيَبْغِى بَعْضُهُمْ عَلَىٰ بَعْضٍ إِلَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَقَلِيلٌۭ مَّا هُمْ ۗ وَظَنَّ دَاوُۥدُ أَنَّمَا فَتَنَّـٰهُ فَٱسْتَغْفَرَ رَبَّهُۥ وَخَرَّ رَاكِعًۭا وَأَنَابَ 24. უთხრა: მართლაც, უსამართლოდ მოგექცა იგი, შენი ცხვრის მოთხოვნის გამო, თავის ცხვრებთან ერთად. და, ჭეშმარიტად მრავალი მოზიარეთაგან უსამართლოდ ექცევა ერთმანეთს, იმათ გარდა, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა. მაგრამ ასეთნი ცოტანი არიან. დავუდი მიხვდა, რომ ვცდიდით მას. პატიება სთხოვა თავის ღმერთს და სუჯუდზე დაემხო. فَغَفَرْنَا لَهُۥ ذَ‌ٰلِكَ ۖ وَإِنَّ لَهُۥ عِندَنَا لَزُلْفَىٰ وَحُسْنَ مَـَٔابٍۢ 25. და მივუტევეთ მას ეს და, ჭეშმარიტად, ჩვენს წინაშე აქვს სიახლოვე და კარგი თავშესაფარი. يَـٰدَاوُۥدُ إِنَّا جَعَلْنَـٰكَ خَلِيفَةًۭ فِى ٱلْأَرْضِ فَٱحْكُم بَيْنَ ٱلنَّاسِ بِٱلْحَقِّ وَلَا تَتَّبِعِ ٱلْهَوَىٰ فَيُضِلَّكَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَضِلُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ لَهُمْ عَذَابٌۭ شَدِيدٌۢ بِمَا نَسُوا۟ يَوْمَ ٱلْحِسَابِ 26. ჰე, დავუდ! ჩვენ დაგადგინეთ ხალიფად დედამიწაზე. განსაჯე ხალხთა შორის სამართლიანად და ნუ აჰყვები ვნებას, თორემ ჩამოგაშორებს ალლაჰის გზას. ჭეშმარიტად, რომელნიც გადაცდნენ ალლაჰის გზას, მათთვისაა სასტიკი სასჯელი იმის გამო, რომ დავიწყებიათ ანგარიშსწორების დღე. وَمَا خَلَقْنَا ٱلسَّمَآءَ وَٱلْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَا بَـٰطِلًۭا ۚ ذَ‌ٰلِكَ ظَنُّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۚ فَوَيْلٌۭ لِّلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنَ ٱلنَّارِ 27. და არ გაგვიჩენია ცა, მიწა და რაც ამათ შორისაა, ამაოდ. ეს ვარაუდია იმათი, რომელთაც არ ირწმუნეს. და ვაი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, ცეცხლისგან! أَمْ نَجْعَلُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ كَٱلْمُفْسِدِينَ فِى ٱلْأَرْضِ أَمْ نَجْعَلُ ٱلْمُتَّقِينَ كَٱلْفُجَّارِ 28. განა, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, ჩვენ დავადგენთ დედამიწაზე არეულობის მთესავთა დარად?! განა დავადგენთ ღვთისმოშიშებს ურწმუნოების დარად? كِتَـٰبٌ أَنزَلْنَـٰهُ إِلَيْكَ مُبَـٰرَكٌۭ لِّيَدَّبَّرُوٓا۟ ءَايَـٰتِهِۦ وَلِيَتَذَكَّرَ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ 29. წიგნი, რომელიც შენ გარდმოგივლინეთ, დალოცვილია. რათა შეიგონონ მისი აიათები და განსაჯონ გონების მქონეებმა. وَوَهَبْنَا لِدَاوُۥدَ سُلَيْمَـٰنَ ۚ نِعْمَ ٱلْعَبْدُ ۖ إِنَّهُۥٓ أَوَّابٌ 30. და ვუბოძეთ დავუდს სულეიმანი. რა მშვენიერი მსახურია! ჭეშმარიტად, იგი კეთილისმქნელი იყო. إِذْ عُرِضَ عَلَيْهِ بِٱلْعَشِىِّ ٱلصَّـٰفِنَـٰتُ ٱلْجِيَادُ 31. აკი წარვადგინეთ საღამო ჟამს ლაღად მდგომნი, ცხენები. فَقَالَ إِنِّىٓ أَحْبَبْتُ حُبَّ ٱلْخَيْرِ عَن ذِكْرِ رَبِّى حَتَّىٰ تَوَارَتْ بِٱلْحِجَابِ 32. და თქვა: შემიყვარდა ქონება სიყვარულით ალლაჰის ხსენებაზე მეტად, ვიდრე ისინი ჩემგან ფარდით არ მიიფარნენ. رُدُّوهَا عَلَىَّ ۖ فَطَفِقَ مَسْحًۢا بِٱلسُّوقِ وَٱلْأَعْنَاقِ 33. დამიბრუნეთ მე ისინიო. და ხელს უსვამდა მათ მუხლებსა და კისერზე. وَلَقَدْ فَتَنَّا سُلَيْمَـٰنَ وَأَلْقَيْنَا عَلَىٰ كُرْسِيِّهِۦ جَسَدًۭا ثُمَّ أَنَابَ 34. და ვფიცავ, გამოვცადეთ სულეიმანი. და დავაგდეთ მის ტახტზე სხეული, მერე მოინანია. قَالَ رَبِّ ٱغْفِرْ لِى وَهَبْ لِى مُلْكًۭا لَّا يَنۢبَغِى لِأَحَدٍۢ مِّنۢ بَعْدِىٓ ۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلْوَهَّابُ 35. და თქვა: ღმერთო ჩემო, მომიტევე და მიწყალობე ისეთი მეუფება, რომელსაც ვერავინ მიაღწევს ჩემს შემდგომ. ჭეშმარიტად, შენ ხარ მომმადლებელი. فَسَخَّرْنَا لَهُ ٱلرِّيحَ تَجْرِى بِأَمْرِهِۦ رُخَآءً حَيْثُ أَصَابَ 36. და დავუმორჩილეთ მას ქარი. დაქროდა მისი ბრძანებით ნაზად, საითკენაც ისურვებდა. وَٱلشَّيَـٰطِينَ كُلَّ بَنَّآءٍۢ وَغَوَّاصٍۢ 37. და ეშმაკები - ყოველი მშენებელი და მყვინთავი. وَءَاخَرِينَ مُقَرَّنِينَ فِى ٱلْأَصْفَادِ 38. და სხვები, ერთმანეთზე ჯაჭვით გადაბმული. هَـٰذَا عَطَآؤُنَا فَٱمْنُنْ أَوْ أَمْسِكْ بِغَيْرِ حِسَابٍۢ 39. ეს არის ჩვენი საბოძვარი! მიეცი ან შეაკავე უანგარიშოდ, ვისაც ინებებ. وَإِنَّ لَهُۥ عِندَنَا لَزُلْفَىٰ وَحُسْنَ مَـَٔابٍۢ 40. ჭეშმარიტად, მისთვის (სულეიმანისთვის) არის ჩვენს წინაშე სიახლოვე და კარგი თავშესაფარი. وَٱذْكُرْ عَبْدَنَآ أَيُّوبَ إِذْ نَادَىٰ رَبَّهُۥٓ أَنِّى مَسَّنِىَ ٱلشَّيْطَـٰنُ بِنُصْبٍۢ وَعَذَابٍ 41. და გაიხსენე ჩვენი მსახური, აიუბი, აკი მოუხმო თავის ღმერთს: მე შაიტანი ზიანითა და ტანჯვით შემეხოო. ٱرْكُضْ بِرِجْلِكَ ۖ هَـٰذَا مُغْتَسَلٌۢ بَارِدٌۭ وَشَرَابٌۭ 42. და დაჰკარი ფეხი! ესაა წყალი განსაბანი, ცივი და სასმელი. وَوَهَبْنَا لَهُۥٓ أَهْلَهُۥ وَمِثْلَهُم مَّعَهُمْ رَحْمَةًۭ مِّنَّا وَذِكْرَىٰ لِأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ 43. და ვუბოძეთ მას თავისი ოჯახი და მათი მსგავსი, მათთან ერთად, წყალობად ჩვენგან და შეხსენებად გონების მქონეთათვის. وَخُذْ بِيَدِكَ ضِغْثًۭا فَٱضْرِب بِّهِۦ وَلَا تَحْنَثْ ۗ إِنَّا وَجَدْنَـٰهُ صَابِرًۭا ۚ نِّعْمَ ٱلْعَبْدُ ۖ إِنَّهُۥٓ أَوَّابٌۭ 44. აიღე ხელში წკეპლის კონა და დაჰკარი იგი და (აღთქმას) ნუ დაარღვევ, და ვპოვეთ იგი მომთმენი. რა კარგი მსახურია. ჭეშმარიტად, იგი კეთილისმქნელი იყო. وَٱذْكُرْ عِبَـٰدَنَآ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَإِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ أُو۟لِى ٱلْأَيْدِى وَٱلْأَبْصَـٰرِ 45. და გაიხსენე ჩვენი მსახურები - იბრაჰიმი და ისჰაყი ძლიერნი და გამჭრიახნი. إِنَّآ أَخْلَصْنَـٰهُم بِخَالِصَةٍۢ ذِكْرَى ٱلدَّارِ 46. ჭეშმარიტად, ჩვენ დავადგინეთ ისინი წრფელნი, საიქიოს ხსოვნით. وَإِنَّهُمْ عِندَنَا لَمِنَ ٱلْمُصْطَفَيْنَ ٱلْأَخْيَارِ 47. და, ჭეშმარიტად, ისინი ჩვენს წინაშე არიან გამორჩეულნი კეთილშობილთაგან. وَٱذْكُرْ إِسْمَـٰعِيلَ وَٱلْيَسَعَ وَذَا ٱلْكِفْلِ ۖ وَكُلٌّۭ مِّنَ ٱلْأَخْيَارِ 48. და გაიხსენე ისმა'ილი, იესა'ი და ზულ-ქიფლი - ყველანი სიკეთისმქმნელნი იყვნენ. هَـٰذَا ذِكْرٌۭ ۚ وَإِنَّ لِلْمُتَّقِينَ لَحُسْنَ مَـَٔابٍۢ 49. ეს(ყურანი) შეხსენებაა. და ჭეშმარიტად, ღვთისმოშიშთათვისაა მშვენიერი თავშესაფარი. جَنَّـٰتِ عَدْنٍۢ مُّفَتَّحَةًۭ لَّهُمُ ٱلْأَبْوَ‌ٰبُ 50. ედემის ბაღები - და მათ წინაშე გაიხსნება კარიბჭეები. مُتَّكِـِٔينَ فِيهَا يَدْعُونَ فِيهَا بِفَـٰكِهَةٍۢ كَثِيرَةٍۢ وَشَرَابٍۢ 51. წამოწოლილნი იქნებიან მასში, მოითხოვენ იქ უამრავ ხილს და ღვინოს. وَعِندَهُمْ قَـٰصِرَ‌ٰتُ ٱلطَّرْفِ أَتْرَابٌ 52. და მათ თან ახლდებათ მზერამიპყრობილი თანატოლები. هَـٰذَا مَا تُوعَدُونَ لِيَوْمِ ٱلْحِسَابِ 53. ეს სწორედ ის არის, რაც აღგეთქვათ ანგარიშსწორების დღისათვის. إِنَّ هَـٰذَا لَرِزْقُنَا مَا لَهُۥ مِن نَّفَادٍ 54. ჭეშმარიტად, ეს არის ჩვენი სარჩო, და არ აქვს მას დაშრეტა. هَـٰذَا ۚ وَإِنَّ لِلطَّـٰغِينَ لَشَرَّ مَـَٔابٍۢ 55. ამრიგად. ხოლო ზღვარგასულთათვის ცუდი სამკვიდრებელია. جَهَنَّمَ يَصْلَوْنَهَا فَبِئْسَ ٱلْمِهَادُ 56. ჯოჯოხეთი, რომელშიც დაიხრუკებიან და რა საძაგელია ეს თავშესაფარი! هَـٰذَا فَلْيَذُوقُوهُ حَمِيمٌۭ وَغَسَّاقٌۭ 57. და იგემონ იგი - მდუღარე წყალი და ჩირქი. وَءَاخَرُ مِن شَكْلِهِۦٓ أَزْوَ‌ٰجٌ 58. და სხვა სახეობებიც ამის მსგავსი. هَـٰذَا فَوْجٌۭ مُّقْتَحِمٌۭ مَّعَكُمْ ۖ لَا مَرْحَبًۢا بِهِمْ ۚ إِنَّهُمْ صَالُوا۟ ٱلنَّارِ 59. ეს ჯგუფი ჯოჯოხეთში იქნება გარეკილი. მათზე სალამი არ იქნება. ჭეშმარიტად, ისინი იქნებიან ცეცხლის საწვავნი. قَالُوا۟ بَلْ أَنتُمْ لَا مَرْحَبًۢا بِكُمْ ۖ أَنتُمْ قَدَّمْتُمُوهُ لَنَا ۖ فَبِئْسَ ٱلْقَرَارُ 60. ეტყვიან: თქვენზე სალამი არ არის! სწორედ თქვენ შემოგვთავაზეთ იგი, და რა ავი სამყოფელია. قَالُوا۟ رَبَّنَا مَن قَدَّمَ لَنَا هَـٰذَا فَزِدْهُ عَذَابًۭا ضِعْفًۭا فِى ٱلنَّارِ 61. იტყვიან: ღმერთო ჩვენო, ვინც შემოგვთავაზა ეს, მიუმატე მას სასჯელი ორმაგად ცეცხლშიო. وَقَالُوا۟ مَا لَنَا لَا نَرَىٰ رِجَالًۭا كُنَّا نَعُدُّهُم مِّنَ ٱلْأَشْرَارِ 62. და იტყვიან: რა გვჭირს, რატომ ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომელთაც ბოროტებად მივიჩნევდით. أَتَّخَذْنَـٰهُمْ سِخْرِيًّا أَمْ زَاغَتْ عَنْهُمُ ٱلْأَبْصَـٰرُ 63. და მასხრად ვიგდებდით. თუ დაგვებინდა მზერა მათკენ? إِنَّ ذَ‌ٰلِكَ لَحَقٌّۭ تَخَاصُمُ أَهْلِ ٱلنَّارِ 64. ჭეშმარიტად, ეს სიმართლეა! - ჯოჯოხეთის მკვიდრთა ურთიერთმტრობა. قُلْ إِنَّمَآ أَنَا۠ مُنذِرٌۭ ۖ وَمَا مِنْ إِلَـٰهٍ إِلَّا ٱللَّهُ ٱلْوَ‌ٰحِدُ ٱلْقَهَّارُ 65. უთხარი: მე მხოლოდ შემგონებელი ვარ და არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, ძლევამოსილისა. رَبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَا ٱلْعَزِيزُ ٱلْغَفَّـٰرُ 66. იგია ღმერთი ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა, ძლევამოსილისა, მიმტევებლისა. قُلْ هُوَ نَبَؤٌا۟ عَظِيمٌ 67. უთხარი: ეს (ყურანი) დიდებული ცნობაა أَنتُمْ عَنْهُ مُعْرِضُونَ 68. თქვენ კი მისგან სახე იბრუნეთ. مَا كَانَ لِىَ مِنْ عِلْمٍۭ بِٱلْمَلَإِ ٱلْأَعْلَىٰٓ إِذْ يَخْتَصِمُونَ 69. მე არ მქონდა ცოდნა უზენაესი დასისა, როცა დაობდნენ. إِن يُوحَىٰٓ إِلَىَّ إِلَّآ أَنَّمَآ أَنَا۠ نَذِيرٌۭ مُّبِينٌ 70. მე მხოლოდ ზეშთამეგონა ის, რომ ვარ ცხადი შემგონებელი. إِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَـٰٓئِكَةِ إِنِّى خَـٰلِقٌۢ بَشَرًۭا مِّن طِينٍۢ 71. აჰა, შენმა ღმერთმა უთხრა ანგელოზებს: მე შევქმნი ადამიანს თიხისაგან. فَإِذَا سَوَّيْتُهُۥ وَنَفَخْتُ فِيهِ مِن رُّوحِى فَقَعُوا۟ لَهُۥ سَـٰجِدِينَ 72. და როცა მიმოვასწორებ და ჩავბერავ მასში ჩემს სულს, სეჯდე აღასრულეთ მისთვის. فَسَجَدَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ كُلُّهُمْ أَجْمَعُونَ 73. და სეჯდე აღასრულეს ანგელოზებმა, ყველამ ერთიანად. إِلَّآ إِبْلِيسَ ٱسْتَكْبَرَ وَكَانَ مِنَ ٱلْكَـٰفِرِينَ 74. იბლილის გარდა, რომელმაც თავი განიდიდა და იქმნა ერთი ურწმუნოთაგანი. قَالَ يَـٰٓإِبْلِيسُ مَا مَنَعَكَ أَن تَسْجُدَ لِمَا خَلَقْتُ بِيَدَىَّ ۖ أَسْتَكْبَرْتَ أَمْ كُنتَ مِنَ ٱلْعَالِينَ 75. უთხრა: ჰეი იბლის, რამ შეგაკავა შენ, რომ სეჯდე არ აღასრულე იმისათვის, ვინც შევქმენი ჩემი ხელებით? განა თავი განიდიდე, ან იყავი ერთი ამპარტავანთაგანი? قَالَ أَنَا۠ خَيْرٌۭ مِّنْهُ ۖ خَلَقْتَنِى مِن نَّارٍۢ وَخَلَقْتَهُۥ مِن طِينٍۢ 76. მიუგო: მე უკეთესი ვარ მასზე, მე შენ ცეცხლისგან გამაჩინე, ხოლო იგი მიწისგან გააჩინე. قَالَ فَٱخْرُجْ مِنْهَا فَإِنَّكَ رَجِيمٌۭ 77. უთხრა: გამოდი აქედან (სამოთხიდან). ჭეშმარიტად შენ განდევნილი ხარ. وَإِنَّ عَلَيْكَ لَعْنَتِىٓ إِلَىٰ يَوْمِ ٱلدِّينِ 78. და შენზეა ჩემი წყევლა განკითხვის დღემდე. قَالَ رَبِّ فَأَنظِرْنِىٓ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ 79. უთხრა: ღმერთო ჩემო, გადამივადე იმ დღემდე, როცა აღდგენილნი იქნებიანო. قَالَ فَإِنَّكَ مِنَ ٱلْمُنظَرِينَ 80. უთხრა(ალლაჰმა): შენ იქნები ვადამიცემული. إِلَىٰ يَوْمِ ٱلْوَقْتِ ٱلْمَعْلُومِ 81. ცნობილი ჟამის დღემდე. قَالَ فَبِعِزَّتِكَ لَأُغْوِيَنَّهُمْ أَجْمَعِينَ 82. უთხრა: ვფიცავ შენს ძლევამოსილებას, ვაცდუნებ მათ ერთიანად. إِلَّا عِبَادَكَ مِنْهُمُ ٱلْمُخْلَصِينَ 83. იმ მსახურთა გარდა, რომელნიც გულწრფელნი არიან. قَالَ فَٱلْحَقُّ وَٱلْحَقَّ أَقُولُ 84. უთხრა(ალლაჰმა): ჭეშმარიტებაა და ჭეშმარიტებას ვამბობ. لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنكَ وَمِمَّن تَبِعَكَ مِنْهُمْ أَجْمَعِينَ 85. მართლაც, ამოვავსებ ჯოჯოხეთს შენით და მათით, ვინც შენ გამოგყვება მათგან ერთიანად. قُلْ مَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍۢ وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلْمُتَكَلِّفِينَ 86. უთხარი(მუჰამმად): არ გთხოვთ მის გამო რამე საზღაურს და არა ვარ მე შეუძლებლის დამკისრებელი. إِنْ هُوَ إِلَّا ذِكْرٌۭ لِّلْعَـٰلَمِينَ 87. რამეთუ იგი მხოლოდ შეგონებაა სამყაროთათვის. وَلَتَعْلَمُنَّ نَبَأَهُۥ بَعْدَ حِينٍۭ 88. და ჭეშმარიტად, შეიტყობთ მის ამბავს ცოტა ხანში.