n ფატირ

35. სურა ფატირ
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა ٱلْحَمْدُ لِلَّهِ فَاطِرِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ جَاعِلِ ٱلْمَلَـٰٓئِكَةِ رُسُلًا أُو۟لِىٓ أَجْنِحَةٍ مَّثْنَىٰ وَثُلَـٰثَ وَرُبَـٰعَ ۚ يَزِيدُ فِى ٱلْخَلْقِ مَا يَشَآءُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 1. ქება-დიდება ალლაჰს, შემოქმედს ცათა და მიწისა, რომელმაც დაადგინა ანგელოზები შუამავლებად, ორი, სამი და ოთხი ფრთიანნი. იგი მიუმატებს თავის ქმნილებაში, რასაც ინებებს. და, ჭეშმარიტად, იგი ყოვლისშემძლეა. مَّا يَفْتَحِ ٱللَّهُ لِلنَّاسِ مِن رَّحْمَةٍ فَلَا مُمْسِكَ لَهَا ۖ وَمَا يُمْسِكْ فَلَا مُرْسِلَ لَهُۥ مِنۢ بَعْدِهِۦ ۚ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 2. ვერავინ შეაკავებს წყალობას, რომელსაც ალლაჰი ხალხს უბოძებს. ხოლო რასაც შეაკავებს, ვერავინ ზეგარდმოავლენს მის შემდგომ, და იგი ძლევამოსილი, ბრძენია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ٱذْكُرُوا۟ نِعْمَتَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ ۚ هَلْ مِنْ خَـٰلِقٍ غَيْرُ ٱللَّهِ يَرْزُقُكُم مِّنَ ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ ۚ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ 3. ჰეი ხალხო! გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე. განა არის სხვა გამჩენი ალლაჰის გარდა, რომელიც გაძლევთ სარჩოს ციდან თუ მიწიდან? არ არსებობს ღვთაება მის გარდა, და რაოდენ ცდუნებულნი ხართ! وَإِن يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَتْ رُسُلٌ مِّن قَبْلِكَ ۚ وَإِلَى ٱللَّهِ تُرْجَعُ ٱلْأُمُورُ 4. თუ შენ ცრუდ შეგრაცხავენ, ცრუდ შეურაცხავთ შუამავლები შენამდეც. და ჭეშმარიტად, საქმეები ალლაჰთან დაბრუნდება. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّ ۖ فَلَا تَغُرَّنَّكُمُ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا ۖ وَلَا يَغُرَّنَّكُم بِٱللَّهِ ٱلْغَرُورُ 5. ჰეი ხალხო! ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტია და ნუ გაცდუნებთ მიწიერი ცხოვრება. და ნუ გაცდუნებთ მაცდუნებელი ალლაჰის თაობაზე. إِنَّ ٱلشَّيْطَـٰنَ لَكُمْ عَدُوٌّ فَٱتَّخِذُوهُ عَدُوًّا ۚ إِنَّمَا يَدْعُوا۟ حِزْبَهُۥ لِيَكُونُوا۟ مِنْ أَصْحَـٰبِ ٱلسَّعِيرِ 6. შაიტანი თქვენი მტერია და მიიღეთ იგი მტრად, რამეთუ ის მოუწოდებს თავის მოკავშირეებს, რათა გახდნენ ცეცხლის ბინადარნი. ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ ۖ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَهُم مَّغْفِرَةٌ وَأَجْرٌ كَبِيرٌ 7. რომელთაც არ ირწმუნეს, მათთვისაა მტანჯველი სასჯელი. ხოლო რომელთაც ირწმუნეს და სიკეთე აკეთეს, მათთვისაა პატიება და დიადი საზღაური. أَفَمَن زُيِّنَ لَهُۥ سُوٓءُ عَمَلِهِۦ فَرَءَاهُ حَسَنًا ۖ فَإِنَّ ٱللَّهَ يُضِلُّ مَن يَشَآءُ وَيَهْدِى مَن يَشَآءُ ۖ فَلَا تَذْهَبْ نَفْسُكَ عَلَيْهِمْ حَسَرَ‌ٰتٍ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۢ بِمَا يَصْنَعُونَ 8. განა ის, ვისაც ემშვენიერება სიავე თავისი საქმისა, და სიკეთედ ეჩვენებოდა იგი?! ჭეშმარიტად, ალლაჰი გზას ააცდენს იმას, ვისაც ინებებს და სწორ გზაზე დააყენებს, ვისაც ინებებს. და ნუ გალევ სულს მათზე დარდით. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებენ. وَٱللَّهُ ٱلَّذِىٓ أَرْسَلَ ٱلرِّيَـٰحَ فَتُثِيرُ سَحَابًا فَسُقْنَـٰهُ إِلَىٰ بَلَدٍ مَّيِّتٍ فَأَحْيَيْنَا بِهِ ٱلْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا ۚ كَذَ‌ٰلِكَ ٱلنُّشُورُ 9. და ალლაჰია იგი, ვინც წარმოგზავნის ქარებს და გადააადგილებენ ისინი ღრუბლებს. ჩავუღვრით მას მკვდარ მიწას და გავაცოცხლებთ მისით მიწას მისი სიკვდილის შემდგომ. ამგვარადვე იქნება აღდგომა. مَن كَانَ يُرِيدُ ٱلْعِزَّةَ فَلِلَّهِ ٱلْعِزَّةُ جَمِيعًا ۚ إِلَيْهِ يَصْعَدُ ٱلْكَلِمُ ٱلطَّيِّبُ وَٱلْعَمَلُ ٱلصَّـٰلِحُ يَرْفَعُهُۥ ۚ وَٱلَّذِينَ يَمْكُرُونَ ٱلسَّيِّـَٔاتِ لَهُمْ عَذَابٌ شَدِيدٌ ۖ وَمَكْرُ أُو۟لَـٰٓئِكَ هُوَ يَبُورُ 10. ვისაც სურს ძლიერება, ძლიერება სრულიად ალლაჰისაა. მასთან ადის კეთილი სიტყვა და მართალი საქმე, და იგი ამაღლებს მას. ხოლო მათ, ვინც სიავეებს მკზაკვრობენ, მათთვისაა მკაცრი სასჯელი და მათი მზაკვრობა განწირულია. وَٱللَّهُ خَلَقَكُم مِّن تُرَابٍ ثُمَّ مِن نُّطْفَةٍ ثُمَّ جَعَلَكُمْ أَزْوَ‌ٰجًا ۚ وَمَا تَحْمِلُ مِنْ أُنثَىٰ وَلَا تَضَعُ إِلَّا بِعِلْمِهِۦ ۚ وَمَا يُعَمَّرُ مِن مُّعَمَّرٍ وَلَا يُنقَصُ مِنْ عُمُرِهِۦٓ إِلَّا فِى كِتَـٰبٍ ۚ إِنَّ ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٌ 11. ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ მიწისაგან, შემდგომ წვეთისაგან. შემდგომ დაგადგინათ თქვენ მეუღლეებად. და ვერ დაორსულდება ქალი და ვერ შობს, თუ არა მისი ცოდნით. ყველა არსების სიცოცხლის ხანგრძლივობა და ხანმოკლეობა, წიგნშია ჩაწერილი. ჭეშმარიტად, ეს ალლაჰისთვის ადვილია. وَمَا يَسْتَوِى ٱلْبَحْرَانِ هَـٰذَا عَذْبٌ فُرَاتٌ سَآئِغٌ شَرَابُهُۥ وَهَـٰذَا مِلْحٌ أُجَاجٌ ۖ وَمِن كُلٍّ تَأْكُلُونَ لَحْمًا طَرِيًّا وَتَسْتَخْرِجُونَ حِلْيَةً تَلْبَسُونَهَا ۖ وَتَرَى ٱلْفُلْكَ فِيهِ مَوَاخِرَ لِتَبْتَغُوا۟ مِن فَضْلِهِۦ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 12. და ერთმანეთის თანასწორნი არ არის ორი ზღვა: ერთი გრილია, მტკნარი და სასმელად საამური, მეორე კი მლაშე, მწარეა. თითოეულისგან იკვებებით ახალი ხორცით და ამოგაქვთ საკმაულები, რომელთაც შეიმკობთ, და ხედავ მათში გემებს - ცურავენ, რათა ეძიონ მისი წყალობა და რათა ეგების იყოთ მადლიერნი. يُولِجُ ٱلَّيْلَ فِى ٱلنَّهَارِ وَيُولِجُ ٱلنَّهَارَ فِى ٱلَّيْلِ وَسَخَّرَ ٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ كُلٌّ يَجْرِى لِأَجَلٍ مُّسَمًّى ۚ ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمْ لَهُ ٱلْمُلْكُ ۚ وَٱلَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِهِۦ مَا يَمْلِكُونَ مِن قِطْمِيرٍ 13. მას შეჰყავს ღამეში დღე და დღე ღამეში. დაიმორჩილა მზე და მთვარე და თითოეული დაცურავს დათქმულ ჟამამდე. ეს არის ალლაჰი, თქვენი ღმერთი. მას ეკუთვნის ხელმწიფება, ხოლო იმათ, არაფერი აბადიათ, ფინიკის ქერქიც კი. إِن تَدْعُوهُمْ لَا يَسْمَعُوا۟ دُعَآءَكُمْ وَلَوْ سَمِعُوا۟ مَا ٱسْتَجَابُوا۟ لَكُمْ ۖ وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ يَكْفُرُونَ بِشِرْكِكُمْ ۚ وَلَا يُنَبِّئُكَ مِثْلُ خَبِيرٍ 14. თუკი მოუხმობთ, ვერ გაიგებენ თქვენს ვედრებას და, რომც გაიგონონ, ვერ გიპასუხებენ. აღდგომის დღეს კი უარყოფენ თქვენს წარმართობას და ვერავინ გამცნობთ ისე, როგორც ყოვლისმცოდნე. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ أَنتُمُ ٱلْفُقَرَآءُ إِلَى ٱللَّهِ ۖ وَٱللَّهُ هُوَ ٱلْغَنِىُّ ٱلْحَمِيدُ 15. ჰეი ადამიანებო, თქვენ ღატაკნი ხართ ალლაჰის წინაშე, ხოლო ალლაჰი კი ყოვლადმდიდარი, ყოვლადქებულია. إِن يَشَأْ يُذْهِبْكُمْ وَيَأْتِ بِخَلْقٍ جَدِيدٍ 16. თუკი ინებებს, წარგხოცავთ და მოიყვანს ახალ ქმნილებას. وَمَا ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ بِعَزِيزٍ 17. და სულაც არ არის ეს ალლაჰისათვის ძნელი. وَلَا تَزِرُ وَازِرَةٌ وِزْرَ أُخْرَىٰ ۚ وَإِن تَدْعُ مُثْقَلَةٌ إِلَىٰ حِمْلِهَا لَا يُحْمَلْ مِنْهُ شَىْءٌ وَلَوْ كَانَ ذَا قُرْبَىٰٓ ۗ إِنَّمَا تُنذِرُ ٱلَّذِينَ يَخْشَوْنَ رَبَّهُم بِٱلْغَيْبِ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ ۚ وَمَن تَزَكَّىٰ فَإِنَّمَا يَتَزَكَّىٰ لِنَفْسِهِۦ ۚ وَإِلَى ٱللَّهِ ٱلْمَصِيرُ 18. არცერთი მტვირთველი არ იტვირთავს სხვათა ტვირთს და, თუ მოუხმობს დამძიმებული მისი წაღებისთვის, არ წაიღებს არაფერს მისგან, თუნდაც იყოს მისი ახლობელი. შენ მხოლოდ შეაგონებ იმათ, რომელთაც ეშინიათ თავიანთი ღმერთისა ფარულად და დგებიან ლოცვად. ვინც განიწმინდება, საკუთარი თავისათვის განიწმინდება და ალლაჰთანაა დაბრუნება. وَمَا يَسْتَوِى ٱلْأَعْمَىٰ وَٱلْبَصِيرُ 19. თანასწორნი არ არიან ბრმა და მხედველი. وَلَا ٱلظُّلُمَـٰتُ وَلَا ٱلنُّورُ 20. და არც ბნელი და ნათელი. وَلَا ٱلظِّلُّ وَلَا ٱلْحَرُورُ 21. არც ჩრდილი და პაპანაქება. وَمَا يَسْتَوِى ٱلْأَحْيَآءُ وَلَا ٱلْأَمْوَ‌ٰتُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُسْمِعُ مَن يَشَآءُ ۖ وَمَآ أَنتَ بِمُسْمِعٍ مَّن فِى ٱلْقُبُورِ 22. და თანასწორნი არ არიან ცოცხალნი და მკვდარნი. ჭეშმარიტად, ალლაჰი შეასმენს იმას, ვისაც ინებებს, შენ კი ვერაფერს გააგონებ მათ, ვინც საფლავებშია. إِنْ أَنتَ إِلَّا نَذِيرٌ 23. რამეთუ შენ მხოლოდ შემგონებელი ხარ. إِنَّآ أَرْسَلْنَـٰكَ بِٱلْحَقِّ بَشِيرًا وَنَذِيرًا ۚ وَإِن مِّنْ أُمَّةٍ إِلَّا خَلَا فِيهَا نَذِيرٌ 24. ჩვენ წარგაგზავნეთ შენ ჭეშმარიტებით მახარობლად და შემგონებლად. არ არის თემი, რომ მათში ერთი შემგონებელი მაინც არ ყოფილიყო. وَإِن يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كَذَّبَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ جَآءَتْهُمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ وَبِٱلزُّبُرِ وَبِٱلْكِتَـٰبِ ٱلْمُنِيرِ 25. და თუ ცრუდ შეგრაცხავენ, ცრუდ შეურაცხავთ იმათაც, ვინც იყვნენ მათზე უწინ. მათთან მივიდნენ შუამავლები ცხადი მტკიცებებით, წერილებითა და მანათობელი წიგნით. ثُمَّ أَخَذْتُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ 26. მერე კი შევიპყარი ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, და როგორი იყო ჩემი რისხვა?! أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءً فَأَخْرَجْنَا بِهِۦ ثَمَرَ‌ٰتٍ مُّخْتَلِفًا أَلْوَ‌ٰنُهَا ۚ وَمِنَ ٱلْجِبَالِ جُدَدٌۢ بِيضٌ وَحُمْرٌ مُّخْتَلِفٌ أَلْوَ‌ٰنُهَا وَغَرَابِيبُ سُودٌ 27. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა გარდმოავლინა ციდან წყალი და ამოვიყვანეთ მისით ნაყოფებები სხვადასხვაგვარი; მთებში არის ბილიკები - თეთრი და წითელი და სრულიად შავი. وَمِنَ ٱلنَّاسِ وَٱلدَّوَآبِّ وَٱلْأَنْعَـٰمِ مُخْتَلِفٌ أَلْوَ‌ٰنُهُۥ كَذَ‌ٰلِكَ ۗ إِنَّمَا يَخْشَى ٱللَّهَ مِنْ عِبَادِهِ ٱلْعُلَمَـٰٓؤُا۟ ۗ إِنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ غَفُورٌ 28. ადამიანები, ცხოველები და სხვა სულიერნი სხვადასხვა ფერის არსებობს. ჭეშმარიტად, ალლაჰისა მის მსახურთაგან მხოლოდ მცოდნეებს ეშინიათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, შემნდობია. إِنَّ ٱلَّذِينَ يَتْلُونَ كِتَـٰبَ ٱللَّهِ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَأَنفَقُوا۟ مِمَّا رَزَقْنَـٰهُمْ سِرًّا وَعَلَانِيَةً يَرْجُونَ تِجَـٰرَةً لَّن تَبُورَ 29. ისინი, რომლებიც კითხულობენ ალლაჰის წიგნს, დგებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ, ფარულად თუ ცხადად, იმედი აქვთ გარიგების, რომელიც ამაო არ იქნება. لِيُوَفِّيَهُمْ أُجُورَهُمْ وَيَزِيدَهُم مِّن فَضْلِهِۦٓ ۚ إِنَّهُۥ غَفُورٌ شَكُورٌ 30. რათა მან სრულიად მიაგოს თავიანთი საზღაური და მიუმატოს მათ თავისი წყალობისგან. ჭეშმარიტად, იგი შემნდობი, მადლობის შემსმენია. وَٱلَّذِىٓ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ مِنَ ٱلْكِتَـٰبِ هُوَ ٱلْحَقُّ مُصَدِّقًا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ بِعِبَادِهِۦ لَخَبِيرٌۢ بَصِيرٌ 31. და ის, რაც ზეშთაგეგონა შენ წიგნისგან, ჭეშმარიტებაა - დასტურად იმისა, რაც იყო მასზე უწინ. ალლაჰი ხედავს თავის მსახურებს. ثُمَّ أَوْرَثْنَا ٱلْكِتَـٰبَ ٱلَّذِينَ ٱصْطَفَيْنَا مِنْ عِبَادِنَا ۖ فَمِنْهُمْ ظَالِمٌ لِّنَفْسِهِۦ وَمِنْهُم مُّقْتَصِدٌ وَمِنْهُمْ سَابِقٌۢ بِٱلْخَيْرَ‌ٰتِ بِإِذْنِ ٱللَّهِ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَضْلُ ٱلْكَبِيرُ 32. შემდგომ მემკვიდრეობად ვუბოძეთ წიგნი იმათ, რომლებიც გამოვარჩიეთ ჩვენს მსახურებზე; მათგანაა თავისი თავის მიმართ უსამართლოც, მათგანაა ზომიერიც და მათგანაა მსწრაფველი სიკეთის კეთებისთვის, ალლაჰის ნებით. და ჭეშმარიტად, სწორედ ეს არის უდიდესი წყალობა. جَنَّـٰتُ عَدْنٍ يَدْخُلُونَهَا يُحَلَّوْنَ فِيهَا مِنْ أَسَاوِرَ مِن ذَهَبٍ وَلُؤْلُؤًا ۖ وَلِبَاسُهُمْ فِيهَا حَرِيرٌ 33. ისინი, მარადიულ ბაღებში შევლენ, და შეიმკობენ ოქროსა და მარგალიტის სამკაულებს და მათი სამოსი იქნება აბრეშუმი. وَقَالُوا۟ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ٱلَّذِىٓ أَذْهَبَ عَنَّا ٱلْحَزَنَ ۖ إِنَّ رَبَّنَا لَغَفُورٌ شَكُورٌ 34. და იტყვიან: ქება-დიდება ალლაჰს, რომელმაც გვაშორა მწუხარება. ჭეშმარიტად, ჩვენი ღმერთი შემწყნარებელი, მადლობის შემსმენია. ٱلَّذِىٓ أَحَلَّنَا دَارَ ٱلْمُقَامَةِ مِن فَضْلِهِۦ لَا يَمَسُّنَا فِيهَا نَصَبٌ وَلَا يَمَسُّنَا فِيهَا لُغُوبٌ 35. რომელმაც დაგვამკვირდა თავისი წყალობით წარუვალ სავანეში, სადაც არ შეგვეხება ჩვენ დაღლა და არც მობეზრება. وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَهُمْ نَارُ جَهَنَّمَ لَا يُقْضَىٰ عَلَيْهِمْ فَيَمُوتُوا۟ وَلَا يُخَفَّفُ عَنْهُم مِّنْ عَذَابِهَا ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى كُلَّ كَفُورٍ 36. იმათ კი, რომელთაც არ ირწმუნეს მათთვისაა ჯოჯოხეთის ცეცხლი. არ იქნება რომ მოკვდნენ ან შეუმსუბუქდეთ სასჯელი. ამგვარად ვუზღავთ ყოველ უმადურს. وَهُمْ يَصْطَرِخُونَ فِيهَا رَبَّنَآ أَخْرِجْنَا نَعْمَلْ صَـٰلِحًا غَيْرَ ٱلَّذِى كُنَّا نَعْمَلُ ۚ أَوَلَمْ نُعَمِّرْكُم مَّا يَتَذَكَّرُ فِيهِ مَن تَذَكَّرَ وَجَآءَكُمُ ٱلنَّذِيرُ ۖ فَذُوقُوا۟ فَمَا لِلظَّـٰلِمِينَ مِن نَّصِيرٍ 37. და ისინი მოთქვამენ იქ: ღმერთო ჩვენო, გაგვიყვანე, გავაკეთებთ სიკეთეს და არა იმას, რასაც ვაკეთებდითო. განა თქვენთვის არ მიბოძებია საკმარისი სიცოცხლე იმისათვის, რომ შეგეგონებინათ იმათ მსგავსად, ვინც შეიგონა? თქვენთან მოვიდა შემგონებელიც, მაშ იგემეთ, და არავინა ჰყავთ უსამართლოებს შემწე. إِنَّ ٱللَّهَ عَـٰلِمُ غَيْبِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ إِنَّهُۥ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 38. ალლაჰი მცოდნეა ცათა და ქვეყნის დაფარულისა. ჭეშმარიტად, იგია გულისთქმათა მცოდნე. هُوَ ٱلَّذِى جَعَلَكُمْ خَلَـٰٓئِفَ فِى ٱلْأَرْضِ ۚ فَمَن كَفَرَ فَعَلَيْهِ كُفْرُهُۥ ۖ وَلَا يَزِيدُ ٱلْكَـٰفِرِينَ كُفْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ إِلَّا مَقْتًا ۖ وَلَا يَزِيدُ ٱلْكَـٰفِرِينَ كُفْرُهُمْ إِلَّا خَسَارًا 39. იგია, ვინც თქვენ დედამიწაზე მემკვიდრეებად დაგადგინათ. და ვინც არ ირწმუნა, მის წინააღმდეგაა მისი ურწმუნოება. და არაფერს შემატებს ურწმუნოებს თავიანთი ურწმუნოება მათი ღმერთის წინაშე, სიძულვილის გარდა, და არაფერს შემატებს ურწმუნოებს ზარალის გარდა. قُلْ أَرَءَيْتُمْ شُرَكَآءَكُمُ ٱلَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ أَرُونِى مَاذَا خَلَقُوا۟ مِنَ ٱلْأَرْضِ أَمْ لَهُمْ شِرْكٌ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ أَمْ ءَاتَيْنَـٰهُمْ كِتَـٰبًا فَهُمْ عَلَىٰ بَيِّنَتٍ مِّنْهُ ۚ بَلْ إِن يَعِدُ ٱلظَّـٰلِمُونَ بَعْضُهُم بَعْضًا إِلَّا غُرُورًا 40. უთხარი: შეხედეთ თქვენს თანაზიარებს, რომლებსაც მოუხმობთ ალლაჰის მაგივრად. მაჩვენეთ, მიწის რა ნაწილი გააჩინეს ანდა მათ მათ წილი უდევთ ზეცაში, ან მოუციათ თქვენთვის წიგნი, და ისინი ცხად მტკიცებებზე დგანან? დიახ, უსამართლოები არაფერს აღუთქვამენ ერთმანეთს გარდა სიცრუისა. إِنَّ ٱللَّهَ يُمْسِكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ أَن تَزُولَا ۚ وَلَئِن زَالَتَآ إِنْ أَمْسَكَهُمَا مِنْ أَحَدٍ مِّنۢ بَعْدِهِۦٓ ۚ إِنَّهُۥ كَانَ حَلِيمًا غَفُورًا 41. ალლაჰი აკავებს ცათა და დედამიწას, რომ არ მოისპოს. ხოლო თუ ისინი დაიძრებიან, ვერავინ შეაკავებს მის გარდა. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, შემნდობია. وَأَقْسَمُوا۟ بِٱللَّهِ جَهْدَ أَيْمَـٰنِهِمْ لَئِن جَآءَهُمْ نَذِيرٌ لَّيَكُونُنَّ أَهْدَىٰ مِنْ إِحْدَى ٱلْأُمَمِ ۖ فَلَمَّا جَآءَهُمْ نَذِيرٌ مَّا زَادَهُمْ إِلَّا نُفُورًا 42. და დაიფიცეს ალლაჰი უტმკიცესი ფიცით, რომ თუკი მოუვიდოდათ შემგონებელი, უსათუოდ დაადგებოდნენ ისინი სწორ გზას სხვა თემებამდე. და როცა მათთან მივიდა შემგონებელი, არაფერი შემატებიათ, სიძულვილის გარდა. ٱسْتِكْبَارًا فِى ٱلْأَرْضِ وَمَكْرَ ٱلسَّيِّئِ ۚ وَلَا يَحِيقُ ٱلْمَكْرُ ٱلسَّيِّئُ إِلَّا بِأَهْلِهِۦ ۚ فَهَلْ يَنظُرُونَ إِلَّا سُنَّتَ ٱلْأَوَّلِينَ ۚ فَلَن تَجِدَ لِسُنَّتِ ٱللَّهِ تَبْدِيلًا ۖ وَلَن تَجِدَ لِسُنَّتِ ٱللَّهِ تَحْوِيلًا 43. ქვეყანაზე ამპარტავნებისა და მზაკვრობისა. მზაკვრობა არავის გარემოიცავს, გარდა მისი ჩამდენისა. განა ისინი ხედავენ რამეს, წინაპართა ადათის გარდა? და ვერ იპოვი ცვლილებას ალლაჰის კანონში, და ვერ იპოვი გადაცდენას ალლაჰის კანონში. أَوَلَمْ يَسِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَيَنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ وَكَانُوٓا۟ أَشَدَّ مِنْهُمْ قُوَّةً ۚ وَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيُعْجِزَهُۥ مِن شَىْءٍ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَلَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ إِنَّهُۥ كَانَ عَلِيمًا قَدِيرًا 44. განა არ უვლიათ ქვეყანაზე და არ უნახავთ, როგორი იყო აღსასრული იმათი, ვინც იყვნენ მათზე უწინ? ისინი იყვნენ მათზე უფრო მტკიცენი ძალით. მაგრამ ალლაჰს ვერაფერი დააუძლურებს ვერც ცათა შინა და ვერც ქვეყანასა ზედა. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნე, ძლევამოსილია. وَلَوْ يُؤَاخِذُ ٱللَّهُ ٱلنَّاسَ بِمَا كَسَبُوا۟ مَا تَرَكَ عَلَىٰ ظَهْرِهَا مِن دَآبَّةٍ وَلَـٰكِن يُؤَخِّرُهُمْ إِلَىٰٓ أَجَلٍ مُّسَمًّى ۖ فَإِذَا جَآءَ أَجَلُهُمْ فَإِنَّ ٱللَّهَ كَانَ بِعِبَادِهِۦ بَصِيرًۢا 45. ალლაჰს რომ დაესაჯა ხალხი იმისათვის, რაც მოიხვეჭეს, დედამიწაზე არცერთი სულიერი არ დარჩებოდა. იგი უვადებს მათ განსაზღვრულ ვადამდე. ბოლოს, როცა მათი ვადა დადგება... ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურებს.