2. სურა ბაყარა.
286 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ

სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა

الٓمٓ

1. ალიფ, ლაამ, მიიმ.

ذَ‌ٰلِكَ ٱلْكِتَـٰبُ لَا رَيْبَ ۛ فِيهِ ۛ هُدًۭى لِّلْمُتَّقِينَ

2. ეს წიგნი, ეჭვი არ არის მასში - ჭეშმარიტი გზაა ღვთისმოშიშთათვის;

ٱلَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِٱلْغَيْبِ وَيُقِيمُونَ ٱلصَّلَوٰةَ وَمِمَّا رَزَقْنَـٰهُمْ يُنفِقُونَ 3. მათთვის, რომელთაც ირწმუნეს დაფარული, დგებიან ლოცვად და ხარჯავენ იმას, რასაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობებთ. وَٱلَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِمَآ أُنزِلَ إِلَيْكَ وَمَآ أُنزِلَ مِن قَبْلِكَ وَبِٱلْـَٔاخِرَةِ هُمْ يُوقِنُونَ

4. რომელთაც ირწმუნეს, რაც ზემოგევლინა შენ, რაც ზემოვლენილა შენზე უწინ, და საიქიოსი, სწორედ მათ სჯერათ მტკიცედ.

أُو۟لَـٰٓئِكَ عَلَىٰ هُدًۭى مِّن رَّبِّهِمْ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ

5. ისინი სწორ გზაზე დგანან მათი ღმერთისგან და ისინი ნეტარნი არიან.

إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ سَوَآءٌ عَلَيْهِمْ ءَأَنذَرْتَهُمْ أَمْ لَمْ تُنذِرْهُمْ لَا يُؤْمِنُونَ

6. ხოლო ურწმუნოთათვის სულერთია - გააფრთხილებ თუ არ გააფრთხილებ; არ ირწმუნებენ;

خَتَمَ للَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ وَعَلَىٰ سَمْعِهِمْ ۖ وَعَلَىٰٓ أَبْصَـٰرِهِمْ غِشَـٰوَةٌۭ ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌۭ

7. დაახშო ალლაჰმა მათი გულები და მათი სმენა, თვალებზე საბურველი გადაჰკვრიათ და სწორედ მათ - დიადი სასჯელი.

وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَبِٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَمَا هُم بِمُؤْمِنِينَ

8. და არსებობენ ადამიანები, რომელნიც ამბობენ: ვირწმუნეთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, თუმცა არ არიან მორწმუნენი.

يُخَـٰدِعُونَ للَّهَ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَمَا يَخْدَعُونَ إِلَّآ أَنفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ

9. ცდილობენ, რომ ალლაჰი და მორწმუნენი მოატყუონ; თუმცა, მხოლოდ საკუთარ თავს იტყუებენ და არ აცნობიერებენ(შედეგს).

فِى قُلُوبِهِم مَّرَضٌۭ فَزَادَهُمُ للَّهُ مَرَضًۭا ۖ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۢ بِمَا كَانُوا۟ يَكْذِبُونَ

10. მათ სენი აქვთ გულებში. ალლაჰი გაუძლიერებს სნეულებას და სწორედ მათ - მტანჯველი სასჯელი, რადგანაც იტყუებიან.

وَإِذَا قِيلَ لَهُمْ لَا تُفْسِدُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ قَالُوٓا۟ إِنَّمَا نَحْنُ مُصْلِحُونَ

11. როცა ეუბნებიან მათ - ნუ ავრცელებთ უკეთურებას დედამიწაზე, ამბობენ - პირიქით, ჩვენ სიკეთეს ვთესავთო.

أَلَآ إِنَّهُمْ هُمُ ٱلْمُفْسِدُونَ وَلَـٰكِن لَّا يَشْعُرُونَ

12. სწორედ ისინი არიან უკეთურნი, თუმცა ვერ გრძნობენ.

وَإِذَا قِيلَ لَهُمْ ءَامِنُوا۟ كَمَآ ءَامَنَ ٱلنَّاسُ قَالُوٓا۟ أَنُؤْمِنُ كَمَآ ءَامَنَ ٱلسُّفَهَآءُ ۗ أَلَآ إِنَّهُمْ هُمُ ٱلسُّفَهَآءُ وَلَـٰكِن لَّا يَعْلَمُونَ

13. როცა ეუბნებიან მათ, ირწმუნეთ ისე, როგორც ხალხმა ირწმუნა; ამბობენ, განა ვირწმუნოთ ისე, როგორც ირწმუნეს უგუნურებმა? თუმცა ისინი არიან უგუნურნი, მაგრამ ვერ აცნობიერებენ.

وَإِذَا لَقُوا۟ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ قَالُوٓا۟ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَوْا۟ إِلَىٰ شَيَـٰطِينِهِمْ قَالُوٓا۟ إِنَّا مَعَكُمْ إِنَّمَا نَحْنُ مُسْتَهْزِءُونَ

14. და როდესაც შეხვდებიან იმათ, ვინც ირწმუნა, ეუბნებიან - ჩვენც ვირწმუნეთ. ხოლო როცა განმარტოვდებიან თავიანთ ეშმაკებთან, ეტყვიან - ჩვენ თქვენთან ვართ, მათ კი დავცინით.

ٱللَّهُ يَسْتَهْزِئُ بِهِمْ وَيَمُدُّهُمْ فِى طُغْيَـٰنِهِمْ يَعْمَهُونَ

15. ალლაჰი დასცინებს მათ და დიდხანს დატოვებს თავიანთ აღვირახსნილობაში სახეტიალოდ.

أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشْتَرَوُا۟ ٱلضَّلَـٰلَةَ بِٱلْهُدَىٰ فَمَا رَبِحَت تِّجَـٰرَتُهُمْ وَمَا كَانُوا۟ مُهْتَدِينَ

16. ესენი არიან, ვინც გზააბნევა ჭეშმარიტი გზის საფასურად იყიდა. სარფიანი არ ყოფილა მათი ვაჭრობა, რადგან ვერ გაიგნეს ჭეშმარიტი გზა.

مَثَلُهُمْ كَمَثَلِ ٱلَّذِى ٱسْتَوْقَدَ نَارًۭا فَلَمَّآ أَضَآءَتْ مَا حَوْلَهُۥ ذَهَبَ ٱللَّهُ بِنُورِهِمْ وَتَرَكَهُمْ فِى ظُلُمَـٰتٍۢ لَّا يُبْصِرُونَ

17. მათი მაგალითი იმ კაცის მაგალითს ჰგავს, რომელმაც ცეცხლი დაანთო. და როცა გარშემო ყველაფერი განათდა, ალლაჰმა თვალებში სინათლე წაართვა, და დატოვა ისეთ წყვდიადში, სადაც ვერაფერს ხედავენ.

صُمٌّ بُكْمٌ عُمْىٌۭ فَهُمْ لَا يَرْجِعُونَ

18. (ისინი არიან) ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი - ისინი არ იქნებიან (სწორ გზაზე) დაბრუნებულნი.

أَوْ كَصَيِّبٍۢ مِّنَ ٱلسَّمَآءِ فِيهِ ظُلُمَـٰتٌۭ وَرَعْدٌۭ وَبَرْقٌۭ يَجْعَلُونَ أَصَـٰبِعَهُمْ فِىٓ ءَاذَانِهِم مِّنَ ٱلصَّوَ‌ٰعِقِ حَذَرَ ٱلْمَوْتِ ۚ وَ ٱللَّهُ مُحِيطٌۢ بِٱلْكَـٰفِرِينَ

19. ჰგვანან საავდრო ღრუბელს. მასშია წყვდიადი, ელვა და ჭექა. თითებით ყურებს იცობენ სიკვდილის შიშით. ალლაჰი კი გარემოიცავს ურწმუნოებს.

يَكَادُ ٱلْبَرْقُ يَخْطَفُ أَبْصَـٰرَهُمْ ۖ كُلَّمَآ أَضَآءَ لَهُم مَّشَوْا۟ فِيهِ وَإِذَآ أَظْلَمَ عَلَيْهِمْ قَامُوا۟ ۚ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَذَهَبَ بِسَمْعِهِمْ وَأَبْصَـٰرِهِمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌ

20. ლამისაა, დააბრმავოს ისინი ელვამ. როცა კი განათდება მიდიან, ხოლო როცა ჩამოუბნელდებათ, ჩერდებიან. და თუ ინებებს ალლაჰი, სმენასაც წაართმევს და თვალთახედვასაც, რადგანაც ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ٱعْبُدُوا۟ رَبَّكُمُ ٱلَّذِى خَلَقَكُمْ وَٱلَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ

21. ჰეი, ადამიანებო! თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს, რომელმაც შეგქმნათ თქვენ და ისინი, ვინც იყვნენ თქვენზე უწინ! რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ!

ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلْأَرْضَ فِرَ‌ٰشًۭاوَٱلسَّمَآءَ بِنَآءًۭ وَأَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَخْرَجَ بِهِۦ مِنَ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ رِزْقًۭا لَّكُمْ ۖ فَلَا تَجْعَلُوا۟ لِلَّهِ أَندَادًۭا وَأَنتُمْ تَعْلَمُونَ

22. რომელმაც თქვენთვის დედამიწა სარეცელად გაფინა და ზეცა სახურავად, ზეციდან წვიმა გარდმოავლინა და ამ წვიმით ნაირ-ნაირი ნაყოფი სარჩოდ აღმოგიცენათ. და ნუ დაუდგენთ ალლაჰს თანაზიართ როცა თქვენ იცით.

وَإِن كُنتُمْ فِى رَيْبٍۢ مِّمَّا نَزَّلْنَا عَلَىٰ عَبْدِنَا فَأْتُوا۟ بِسُورَةٍۢ مِّن مِّثْلِهِۦ وَٱدْعُوا۟ شُهَدَآءَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 23. თუ დაგაეჭვებთ ის, რაც გარდმოვუვლინეთ ჩვენს მსახურს, მაშინ, ერთი სურა მაინც მოიტანეთ ამის(ყურანის) მსგავსი და უხმეთ თქვენს მოწმეებს(ე.ი ვისიც თქვენ გწამთ) ალლაჰის გარდა თუკი მართალნი ხართ. فَإِن لَّمْ تَفْعَلُوا۟ وَلَن تَفْعَلُوا۟ فَٱتَّقُوا۟ ٱلنَّارَ ٱلَّتِى وَقُودُهَا ٱلنَّاسُ وَٱلْحِجَارَةُ ۖ أُعِدَّتْ لِلْكَـٰفِرِينَ

24. და თუ ეს არ გაგიკეთებიათ და ვერც გააკეთებთ, მაშინ იმ ცეცხლის გეშინოდეთ, რომლის საწვავიც ადამიანები და ქვებია, რომელიც ურწმუნოთათვისაა გამზადებული.

وَبَشِّرِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ أَنَّ لَهُمْ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۖ كُلَّمَا رُزِقُوا۟ مِنْهَا مِن ثَمَرَةٍۢ رِّزْقًۭا ۙ قَالُوا۟ هَـٰذَا ٱلَّذِى رُزِقْنَا مِن قَبْلُ ۖ وَأُتُوا۟ بِهِۦ مُتَشَـٰبِهًۭا ۖ وَلَهُمْ فِيهَآ أَزْوَ‌ٰجٌۭ مُّطَهَّرَةٌۭ ۖ وَهُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ

25. ახარე მათ, რომ ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა, ბაღები ელით, რომელთა ძირს მდინარეები მიედინება. ყოველთვის, როცა მათ იქიდან რაიმე ნაყოფი მიეცემათ, იტყვიან: ეს ისაა, რაც ადრე მოგვეცაო, თუმცა მათ ებოძათ მხოლოდ მსგავსი. მათ იქ ეყოლებათ, უმწიკვლო წყვილები და იქნებიან იქ მარადიულად.

إِنَّ ٱللَّهَ لَا يَسْتَحْىِۦٓ أَن يَضْرِبَ مَثَلًۭا مَّا بَعُوضَةًۭ فَمَا فَوْقَهَا ۚ فَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ فَيَعْلَمُونَ أَنَّهُ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّهِمْ ۖ وَأَمَّا ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فَيَقُولُونَ مَاذَآ أَرَادَ ٱللَّهُ بِهَـٰذَا مَثَلًۭا ۘ يُضِلُّ بِهِۦ كَثِيرًۭا وَيَهْدِى بِهِۦ كَثِيرًۭا ۚ وَمَا يُضِلُّ بِهِۦٓ إِلَّا ٱلْفَـٰسِقِينَ

26. ალლაჰს არ ერიდება, რომ იგავად მოიტანოს კოღო ან მასზე უფრო პატარა, რადგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს, იციან, რომ ეს ჭეშმარიტებაა მათი ღმერთისგან. ხოლო ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს, იტყვიან: რა სურდა ალლაჰს ამ იგავით, რომლითაც გზას ააცდენს მრავალს და ჭეშმარიტ გზაზე აყენებს მრავალსო. მაგრამ არავის აცდენს გზიდან უწმინდურთა გარდა.

ٱلَّذِينَ يَنقُضُونَ عَهْدَ ٱللَّهِ مِنۢ بَعْدِ مِيثَـٰقِهِۦ وَيَقْطَعُونَ مَآ أَمَرَ ٱللَّهُ بِهِۦٓ أَن يُوصَلَ وَيُفْسِدُونَ فِى ٱلْأَرْضِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ

27. რომლებიც არღვევენ ალლაჰის აღთქმას მისი დადების შემდგომ, და გაყოფენ იმას, რაზედაც ბრძანა ალლაჰმა - შეერთდესო, და ქვეყნად უკეთურებას ავრცელებენ, აი, სწორედ ისინი არიან წაგებულნი.

كَيْفَ تَكْفُرُونَ بِٱللَّهِ وَكُنتُمْ أَمْوَ‌ٰتًۭا فَأَحْيَـٰكُمْ ۖ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ثُمَّ إِلَيْهِ تُرْجَعُونَ

28. როგორ უარყოფთ ალლაჰს? მკვდარნი იყავით და მან გაგაცოცხლათ, მერე ისევ წაგართმევთ სიცოცხლეს და ისევ გაგაცოცხლებთ, და ბოლოს კვლავ მასთან დაბრუნდებით.

هُوَ ٱلَّذِى خَلَقَ لَكُم مَّا فِى ٱلْأَرْضِ جَمِيعًۭا ثُمَّ ٱسْتَوَىٰٓ إِلَى ٱلسَّمَآءِ فَسَوَّىٰهُنَّ سَبْعَ سَمَـٰوَ‌ٰتٍۢ ۚ وَهُوَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ

29. იგია ის, ვინც შექმნა თქვენთვის ყოველი, რაც ქვეყანაზეა. მერე ცას მიაშურა და ის შვიდ ზეცად გადაანაწილა. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნეა.

وَإِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَـٰٓئِكَةِ إِنِّى جَاعِلٌۭ فِى ٱلْأَرْضِ خَلِيفَةًۭ ۖ قَالُوٓا۟ أَتَجْعَلُ فِيهَا مَن يُفْسِدُ فِيهَا وَيَسْفِكُ ٱلدِّمَآءَ وَنَحْنُ نُسَبِّحُ بِحَمْدِكَ وَنُقَدِّسُ لَكَ ۖ قَالَ إِنِّىٓ أَعْلَمُ مَا لَا تَعْلَمُونَ

30. და აი, უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: ხალიფა უნდა დავადგინო დედამიწაზე. მიუგეს: განა ადგენ შენ იქ იმას, ვინც უკეთურებას ავრცელებს მასზე, და სისხლს დაღვრის. მაშინ, როცა ჩვენ ქებით გადიდებთ და გასპეტაკებთ. უთხრა: ვიცი მე ის, რაც თქვენ არ იცით!

وَعَلَّمَ ءَادَمَ ٱلْأَسْمَآءَ كُلَّهَا ثُمَّ عَرَضَهُمْ عَلَى ٱلْمَلَـٰٓئِكَةِ فَقَالَ أَنۢبِـُٔونِى بِأَسْمَآءِ هَـٰٓؤُلَآءِ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ

31. და შეასწავლა ადამს ყველა სახელი, შემდეგ წარუდგინა ისინი ანგელოზებს და უთხრა: მაცნობეთ მე ამათი სახელები თუკი მართალნი ხართ.

قَالُوا۟ سُبْحَـٰنَكَ لَا عِلْمَ لَنَآ إِلَّا مَا عَلَّمْتَنَآ ۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلْعَلِيمُ ٱلْحَكِيمُ

32. მიუგეს: დიდება შენდა! ჩვენ არ ვიცით არაფერი იმის გარდა, რაც შენ გვასწავლე. ჭეშმარიტად შენა ხარ ყოვლისმცოდნე, ბრძენი.

قَالَ يَـٰٓـَٔادَمُ أَنۢبِئْهُم بِأَسْمَآئِهِمْ ۖ فَلَمَّآ أَنۢبَأَهُم بِأَسْمَآئِهِمْ قَالَ أَلَمْ أَقُل لَّكُمْ إِنِّىٓ أَعْلَمُ غَيْبَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَأَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا كُنتُمْ تَكْتُمُونَ

33. თქვა: ადამ, აცნობე მათ მათი სახელები. და როცა ადამმა აცნობა მათ მათი სახელები, უთხრა - განა არ გითხარით, რომ მე ვიცი საიდუმლო ცათა და ქვეყნისა, ვიცი, რას ამჟღავნებთ და რას მალავთ.

وَإِذْ قُلْنَا لِلْمَلَـٰٓئِكَةِ ٱسْجُدُوا۟ لِـَٔادَمَ فَسَجَدُوٓا۟ إِلَّآ إِبْلِيسَ أَبَىٰ وَٱسْتَكْبَرَ وَكَانَ مِنَ ٱلْكَـٰفِرِينَ

34. და როცა ვუთხარით ანგელოზებს, სეჯდე აღასრულეთ ადამისთვის. სეჯდე აღასრულეს, იბლისის გარდა. მან უარყო, გადიდგულდა და გახდა ურწმუნოთაგანი.

وَقُلْنَا يَـٰٓـَٔادَمُ ٱسْكُنْ أَنتَ وَزَوْجُكَ ٱلْجَنَّةَ وَكُلَا مِنْهَا رَغَدًا حَيْثُ شِئْتُمَا وَلَا تَقْرَبَا هَـٰذِهِ ٱلشَّجَرَةَ فَتَكُونَا مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ

35. ვუთხარით: - ადამ, იცხოვრეთ შენ და შენმა ცოლმა სამოთხეში. ჭამეთ მისგან, სადაც რა ნაყოფი გსურდეთ, ოღონდ ნუ მიუახლოვდებით ამ ხეს, თორემ უსამართლონი გახდებით.

فَأَزَلَّهُمَا ٱلشَّيْطَـٰنُ عَنْهَا فَأَخْرَجَهُمَا مِمَّا كَانَا فِيهِ ۖ وَقُلْنَا ٱهْبِطُوا۟ بَعْضُكُمْ لِبَعْضٍ عَدُوٌّۭ ۖ وَلَكُمْ فِى ٱلْأَرْضِ مُسْتَقَرٌّۭ وَمَتَـٰعٌ إِلَىٰ حِينٍۢ

36. მაგრამ შაიტანმა შეაცდინა და გამოაძევა იქიდან, სადაც იყვნენ. და მე ვუთხარი მათ: დაეცით(დედამიწაზე), მტრები იყავით ერთმანეთისა. თქვენი ადგილი და სარჩო მიწაზეა გარკვეულ ვადამდე.

فَتَلَقَّىٰٓ ءَادَمُ مِن رَّبِّهِ ۦ كَلِمَـٰتٍۢ فَتَابَ عَلَيْهِ ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ

37. და მიიღო ადამმა სიტყვები მისი ღმერთისგან. ხოლო მან მიუტევა მას, რამეთუ იგია მიმტეველი, მწყალობელი.

قُلْنَا ٱهْبِطُوا۟ مِنْهَا جَمِيعًۭا ۖ فَإِمَّا يَأْتِيَنَّكُم مِّنِّى هُدًۭى فَمَن تَبِعَ هُدَاىَ فَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ

38. ვუთხარით: დაეცით აქედან ერთად, მაგრამ მოგევლინებათ ჩემგან ჭეშმარიტი გზა. ვინც გაჰყვება ჩემს ჭეშმარიტს გზას, არც შიში ჰქონდეს და არც სადარდებელი.

وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَكَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَآ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ

39. ხოლო ისინი, ვინც ურწმუნონი არიან და ცრუდ რაცხავენ ჩვენს აიათებს, სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად.

يَـٰبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱذْكُرُوا۟ نِعْمَتِىَ ٱلَّتِىٓ أَنْعَمْتُ عَلَيْكُمْ وَأَوْفُوا۟ بِعَهْدِىٓ أُوفِ بِعَهْدِكُمْ وَإِيَّـٰىَ فَٱرْهَبُونِ

40. ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ ჩემი წყალობა, რომელიც გიწყალობეთ და უერთგულეთ ჩემს აღთქმას, რათა მეც ვუერთგულო თქვენს აღთქმას, და მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ.

وَءَامِنُوا۟ بِمَآ أَنزَلْتُ مُصَدِّقًۭا لِّمَا مَعَكُمْ وَلَا تَكُونُوٓا۟ أَوَّلَ كَافِرٍۭ بِهِۦ ۖ وَلَا تَشْتَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِى ثَمَنًۭا قَلِيلًۭا وَإِيَّـٰىَ فَٱتَّقُونِ

41. და ირწმუნეთ ის, რაც მოვავლინე მე იმის დასტურად, რაც თქვენთან იყო. და პირველნი ნუ უარყოფთ მას, და ნუ გაჰყიდით ჩემს აიათებს მცირე საფასურად და მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ.

وَلَا تَلْبِسُوا۟ ٱلْحَقَّ بِٱلْبَـٰطِلِ وَتَكْتُمُوا۟ ٱلْحَقَّ وَأَنتُمْ تَعْلَمُونَ

42. და არ მოასხათ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსი, და ნუ დამალავთ ჭეშმარიტებას, როდესაც იცით.

وَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ وَٱرْكَعُوا۟ مَعَ ٱلرَّ‌ٰكِعِينَ

43. და დადექით ლოცვად, გაეცით მოწყალება(ზექათი) და წელში მოიხარეთ წელმოხრილებთან ერთად.

أَتَأْمُرُونَ ٱلنَّاسَ بِٱلْبِرِّ وَتَنسَوْنَ أَنفُسَكُمْ وَأَنتُمْ تَتْلُونَ ٱلْكِتَـٰبَ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ

44. ნუთუ ხალხს სიკეთეს შეაგონებთ და თქვენი თავი გავიწყდებათ? მაშინ როდესაც წიგნს კითხულობთ, იმედია გონს მოეგებით.

وَٱسْتَعِينُوا۟ بِٱلصَّبْرِ وَٱلصَّلَوٰةِ ۚ وَإِنَّهَا لَكَبِيرَةٌ إِلَّا عَلَى ٱلْخَـٰشِعِينَ

45. ლოცვითა და მოთმინებით ითხოვეთ შეწევნა (ღმერთისგან). მძიმეა იგი, მაგრამ არა მორჩილთათვის.

ٱ لَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُم مُّلَـٰقُوا۟ رَبِّهِمْ وَأَنَّهُمْ إِلَيْهِ رَ‌ٰجِعُونَ

46. რომელთაც სჯერათ, რომ შეხვდებიან თავიანთ ღმერთს, და საბოლოოდ მასთან დაბრუნდებიან.

يَـٰبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱذْكُرُوا۟ نِعْمَتِىَ ٱلَّتِىٓ أَنْعَمْتُ عَلَيْكُمْ وَأَنِّى فَضَّلْتُكُمْ عَلَى ٱلْعَـٰلَمِينَ

47. ჰეი, ისრაილის შვილებო! გაიხსენეთ ჩემი წყალობა, რომელიც გიწყალობეთ და ის, რომ გამოგარჩიეთ თქვენ სამყაროთა შორის.

وَٱتَّقُوا۟ يَوْمًۭا لَّا تَجْزِى نَفْسٌ عَن نَّفْسٍۢ شَيْـًٔا وَلَا يُقْبَلُ مِنْهَا شَفَـٰعَةٌۭ وَلَا يُؤْخَذُ مِنْهَا عَدْلٌۭ وَلَا هُمْ يُنصَرُونَ

48. და გეშინოდეთ იმ დღისა, როცა სული, მეორე სულს ვერაფრით შეეწევა და არ მიიღება მისგან შუამდგომლობა, არც არავისგან აიღება გამოსასყიდი, და არც იქნება მათი შეწევნა.

وَإِذْ نَجَّيْنَـٰكُم مِّنْ ءَالِ فِرْعَوْنَ يَسُومُونَكُمْ سُوٓءَ ٱلْعَذَابِ يُذَبِّحُونَ أَبْنَآءَكُمْ وَيَسْتَحْيُونَ نِسَآءَكُمْ ۚ وَفِى ذَ‌ٰلِكُم بَلَآءٌۭ مِّن رَّبِّكُمْ عَظِيمٌۭ

49. აკი, გიხსენით ფარაონის ხალხისგან, საშინელ სასჯელს რომ გატეხდნენ თავს, გიკლავდნენ ძეებს და ცოცხლად ტოვებდნენ თქვენს ქალებს. ამაში იყო თქვენთვის უდიდესი გამოცდა თქვენი ღმერთისგან!

وَإِذْ فَرَقْنَا بِكُمُ ٱلْبَحْرَ فَأَنجَيْنَـٰكُمْ وَأَغْرَقْنَآ ءَالَ فِرْعَوْنَ وَأَنتُمْ تَنظُرُونَ

50. აკი, თქვენ გამო გავაპეთ ზღვა, და ასე გიხსენით თქვენ, და ფარაონის ხალხი კი დავახრჩეთ. და თქვენ უყურებდით.

وَإِذْ وَ‌ٰعَدْنَا مُوسَىٰٓ أَرْبَعِينَ لَيْلَةًۭ ثُمَّ ٱتَّخَذْتُمُ ٱلْعِجْلَ مِنۢ بَعْدِهِۦ وَأَنتُمْ ظَـٰلِمُونَ

51. და როცა მუსას აღვუთქვით ორმოცი ღამე (სინას მთაზე), თქვენ კი ხბო დაიდგინეთ ღვთაებად მის შემდგომ, და ჩაიდინეთ უსამართლობა.

ثُمَّ عَفَوْنَا عَنكُم مِّنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

52. მერე მოგიტევეთ ამის შემდეგ, რომ ეგების მადლიერნი ყოფილიყავით.

وَإِذْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْفُرْقَانَ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ

53. ოდესღაც ვუბოძეთ მუსას წიგნი და ფურყანი(განსხვავება), ეგებ დაადგეთ სწორ გზას.

وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِۦ يَـٰقَوْمِ إِنَّكُمْ ظَلَمْتُمْ أَنفُسَكُم بِٱتِّخَاذِكُمُ ٱلْعِجْلَ فَتُوبُوٓا۟ إِلَىٰ بَارِئِكُمْ فَٱقْتُلُوٓا۟ أَنفُسَكُمْ ذَ‌ٰلِكُمْ خَيْرٌۭ لَّكُمْ عِندَ بَارِئِكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ

54. აკი, მუსამ მიმართა თავის ხალხს: ხალხო ჩემო! თქვენ თქვენივე თავს უსამართლოდ მოექეცით, ხბო დაიდგინეთ ღვთაებად, მოინანიეთ თქვენი გამჩენის წინაშე და თავი მოიკალით, ეს უმჯობესი იქნება თქვენთვის, თქვენი გამჩენის წინაშე. და მიუტევა მათ, რამეთუ იგია მიმტევებელი, მწყალობელი.

وَإِذْ قُلْتُمْ يَـٰمُوسَىٰ لَن نُّؤْمِنَ لَكَ حَتَّىٰ نَرَى ٱللَّهَ جَهْرَةًۭ فَأَخَذَتْكُمُ ٱلصَّـٰعِقَةُ وَأَنتُمْ تَنظُرُونَ

55. და როცა უთხარით: ჰეი მუსა, ვერა და ვერ დაგიჯერებთ, სანამ არ ვნახავთ ალლაჰს ცხადად, და ელვა გეკვეთათ თქვენ და უყურებდით.

ثُمَّ بَعَثْنَـٰكُم مِّنۢ بَعْدِ مَوْتِكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

56. მერე გაგაცოცხლეთ სიკვდილის შემდგომ, ეგების მადლიერნი ყოფილიყავით!

وَظَلَّلْنَا عَلَيْكُمُ ٱلْغَمَامَ وَأَنزَلْنَا عَلَيْكُمُ ٱلْمَنَّ وَٱلسَّلْوَىٰ ۖ كُلُوا۟ مِن طَيِّبَـٰتِ مَا رَزَقْنَـٰكُمْ ۖ وَمَا ظَلَمُونَا وَلَـٰكِن كَانُوٓا۟ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ

57. მერე ღრუბლით მოგიჩრდილეთ, მოგივლინეთ ციდან მანანა და მწყრები. ჭამეთ ის სიკეთენი, რაც სარჩოდ გიწყალობეთ. და ჩვენ კი არ მოგვეპყრნენ უსამართლოდ, არამედ საკუთარ თავს მოეპყრნენ.

وَإِذْ قُلْنَا ٱدْخُلُوا۟ هَـٰذِهِ ٱلْقَرْيَةَ فَكُلُوا۟ مِنْهَا حَيْثُ شِئْتُمْ رَغَدًۭا وَٱدْخُلُوا۟ ٱلْبَابَ سُجَّدًۭا وَقُولُوا۟ حِطَّةٌۭ نَّغْفِرْ لَكُمْ خَطَـٰيَـٰكُمْ ۚ وَسَنَزِيدُ ٱلْمُحْسِنِينَ

58. აკი, ჩვენ მათ ვუთხარით: „შედით ამ ქალაქში, და სადაც ინებებთ, უხვად მიირთვით რაც გსურთ. შედით კარიბჭეში სეჯდეთი და თქვით: „მიტევება.“ და ჩვენ მოგიტევებთ შეცოდებებს და სიუხვეს ვუმრავლებთ კეთილისმქმნელთ.

فَبَدَّلَ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ قَوْلًا غَيْرَ ٱلَّذِى قِيلَ لَهُمْ فَأَنزَلْنَا عَلَى ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ رِجْزًۭا مِّنَ ٱلسَّمَآءِ بِمَا كَانُوا۟ يَفْسُقُونَ

59. და შეცვალეს უსამართლოებმა მათდამი ნაბრძანები სხვა სიტყვით. და გარდმოვუვლინეთ იმათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, საზღაური ციდან იმის გამო, რომ უწმინდურობდნენ.

وَإِذِ ٱسْتَسْقَىٰ مُوسَىٰ لِقَوْمِهِۦ فَقُلْنَا ٱضْرِب بِّعَصَاكَ ٱلْحَجَرَ ۖ فَٱنفَجَرَتْ مِنْهُ ٱثْنَتَا عَشْرَةَ عَيْنًۭا ۖ قَدْ عَلِمَ كُلُّ أُنَاسٍۢ مَّشْرَبَهُمْ ۖ كُلُوا۟ وَٱشْرَبُوا۟ مِن رِّزْقِ ٱللَّهِ وَلَا تَعْثَوْا۟ فِى ٱلْأَرْضِ مُفْسِدِينَ

60. და როცა ითხოვა მუსამ სასმელი თავისი ხალხისთვის, ჩვენ ვუთხარით: „დაჰკარი შენი კვერთხი კლდეს!“ მაშინვე ამოიფრქვა იქიდან თორმეტი წყარო. ყველამ გაიგნო გზა თავისი წყაროსკენ. „ჭამეთ და სვით ალლაჰისგან ნაბოძები, და არ გაავრცელოთ დედამიწაზე არეულობა!

وَإِذْ قُلْتُمْ يَـٰمُوسَىٰ لَن نَّصْبِرَ عَلَىٰ طَعَامٍۢ وَ‌ٰحِدٍۢ فَٱدْعُ لَنَا رَبَّكَ يُخْرِجْ لَنَا مِمَّا تُنۢبِتُ ٱلْأَرْضُ مِنۢ بَقْلِهَا وَقِثَّآئِهَا وَفُومِهَا وَعَدَسِهَا وَبَصَلِهَا ۖ قَالَ أَتَسْتَبْدِلُونَ ٱلَّذِى هُوَ أَدْنَىٰ بِٱلَّذِى هُوَ خَيْرٌ ۚ ٱهْبِطُوا۟ مِصْرًۭا فَإِنَّ لَكُم مَّا سَأَلْتُمْ ۗ وَضُرِبَتْ عَلَيْهِمُ ٱلذِّلَّةُ وَٱلْمَسْكَنَةُ وَبَآءُو بِغَضَبٍۢ مِّنَ ٱللَّهِ ۗ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانُوا۟ يَكْفُرُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَيَقْتُلُونَ ٱلنَّبِيِّـۧنَ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ ۗ ذَ‌ٰلِكَ بِمَا عَصَوا۟ وَّكَانُوا۟ يَعْتَدُونَ

61. და როცა უთხარით: ჰეი, მუსა! ერთი სახეობის საჭმელს ვეღარ ავიტანთ! შესთხოვე შენს ღმერთს მოგვცეს ის, რაც მიწას ამოჰყავს: ბოსტნეული, კიტრი, ნიორი, ოსპი და ხახვი. მიუგო: „ნუთუ ითხოვთ უარესით შეცვალოს ის, რაც უკეთესია? ჩადით ქალაქში, სწორედ იქ არის რაც ითხოვეთ.“„ხოლო (ქალაქში ჩასულთ) თავს დაატყდათ დამცირება და სიღარიბე. მოიწიეს მათ ალლაჰის რისხვა, რადგან არ ირწმუნეს ალლაჰის აიათები და უსამართლოდ კლავდნენ შუამავლებს! ეს იმიტომ, რომ ურჩობდნენ და ზღვარს გადავიდნენ.

إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَٱلَّذِينَ هَادُوا۟ وَٱلنَّصَـٰرَىٰ وَٱلصَّـٰبِـِٔينَ مَنْ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَعَمِلَ صَـٰلِحًۭا فَلَهُمْ أَجْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 62. რომელთაც ირწმუნეს, და რომელნიც იყვნენ იუდეველნი, ქრისტიანნი და საბიელნი, და ვინც ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი და სიკეთე აკეთეს, იმათი საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, მათ არც შიში ჰქონდეთ და არც სადარდებელი. وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَـٰقَكُمْ وَرَفَعْنَا فَوْقَكُمُ ٱلطُّورَ خُذُوا۟ مَآ ءَاتَيْنَـٰكُم بِقُوَّةٍۢ وَٱذْكُرُوا۟ مَا فِيهِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ 63. (ჰეი, ისრაილის ძენო!) აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა (წიგნის კანონების მორჩილებისა) და მთა (ტურის, სინას მთა) აღვმართეთ თქვენ ზემოთ. გეჭიროთ მყარად რაც გიბოძეთ, და გახსოვდეთ, რაც მასშია. რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ. ثُمَّ تَوَلَّيْتُم مِّنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ ۖ فَلَوْلَا فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُۥ لَكُنتُم مِّنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 64. მერე პირი იბრუნეთ ამის შემდეგ, და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენდამი და მისი წყალობა, უეჭველად, წაგებულნი დარჩებოდით. وَلَقَدْ عَلِمْتُمُ ٱلَّذِينَ ٱعْتَدَوْا۟ مِنكُمْ فِى ٱلسَّبْتِ فَقُلْنَا لَهُمْ كُونُوا۟ قِرَدَةً خَـٰسِـِٔينَ 65. უეჭველად, იცით იმათ შესახებ, ვინც შაბათი გატეხა თქვენგან. მაშინ ვუთხარით მათ: „იქეცით საზიზღარ მაიმუნებად!“ فَجَعَلْنَـٰهَا نَكَـٰلًۭا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهَا وَمَا خَلْفَهَا وَمَوْعِظَةًۭ لِّلْمُتَّقِينَ 66. ჩვენ დავადგინეთ ეს თვალსაჩინოებად თანამედროვეთათვის და მომავალი თაობებისთვის, და შეგონებად ღვთისმოშიშთათვის. وَإِذْ قَالَ مُوسَىٰ لِقَوْمِهِۦٓ إِنَّ ٱللَّهَ يَأْمُرُكُمْ أَن تَذْبَحُوا۟ بَقَرَةًۭ ۖ قَالُوٓا۟ أَتَتَّخِذُنَا هُزُوًۭا ۖ قَالَ أَعُوذُ بِٱللَّهِ أَنْ أَكُونَ مِنَ ٱلْجَـٰهِلِينَ 67. როცა მუსამ უთხრა თავის ხალხს: ალლაჰმა გიბრძანათ თქვენ ძროხა (ფური) დაკლათ (შესწიროთ), მათ უპასუხეს: განა მასხრად გვიგდებ? (მუსამ) თქვა: ალლაჰმა დამიფაროს, რომ ვიყო უვიცთაგანი! قَالُوا۟ ٱدْعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّن لَّنَا مَا هِىَ ۚ قَالَ إِنَّهُۥ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌۭ لَّا فَارِضٌۭ وَلَا بِكْرٌ عَوَانٌۢ بَيْنَ ذَ‌ٰلِكَ ۖ فَٱفْعَلُوا۟ مَا تُؤْمَرُونَ 68. უთხრეს: შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ აგვიხსნას როგორია ის. მუსამ მიუგო: ჭეშმარიტად, იგი ბრძანებს: „ის ძროხაა, არც ბეხრეკი, და არც უშობელა, ამათ შორის საშუალო. გააკეთეთ ის, რაც გებრძანათ!“ قَالُوا۟ ٱدْعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّن لَّنَا مَا لَوْنُهَا ۚ قَالَ إِنَّهُۥ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌۭ صَفْرَآءُ فَاقِعٌۭ لَّوْنُهَا تَسُرُّ ٱلنَّـٰظِرِينَ 69. უთხრეს: შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, აგვიხსნას რა ფერისაა ის. მუსამ მიუგო: ჭეშმარიტად, იგი ბრძანებს: „იგია ძროხა ყვითელი, ხასხასა ფერის, თვალს უხარებს მნახველთ. قَالُوا۟ ٱدْعُ لَنَا رَبَّكَ يُبَيِّن لَّنَا مَا هِىَ إِنَّ ٱلْبَقَرَ تَشَـٰبَهَ عَلَيْنَا وَإِنَّآ إِن شَآءَ ٱللَّهُ لَمُهْتَدُونَ 70. უთხრეს: შესთხოვე ჩვენთვის შენს ღმერთს, რომ აგვიღწეროს როგორია ის. ჩვენთვის(ხომ) ყველა ძროხა ერთმანეთს ჩამოჰგავს. და თუ ალლაჰმა ინება, ჩვენ ვიქნებით სწორ გზაზე მდგომნი. قَالَ إِنَّهُۥ يَقُولُ إِنَّهَا بَقَرَةٌۭ لَّا ذَلُولٌۭ تُثِيرُ ٱلْأَرْضَ وَلَا تَسْقِى ٱلْحَرْثَ مُسَلَّمَةٌۭ لَّا شِيَةَ فِيهَا ۚ قَالُوا۟ ٱلْـَٔـٰنَ جِئْتَ بِٱلْحَقِّ ۚ فَذَبَحُوهَا وَمَا كَادُوا۟ يَفْعَلُونَ 71. თქვა მუსამ: ჭეშმარიტად, იგი (ალლაჰი) ბრძანებს: ის არის ძროხა უღელდაუდგმელი, არც მიწას ხნავს და არც ნათესსა რწყავს, უვნებლად შენახული, ზედ ერთი ნიშანიც კი არ აქვს. უთხრეს: ახლა კი მოხვედი ჭეშმარიტებით. შემდეგ დაკლეს იგი, თუმცაღა (ამის) გაკეთება არ სურდათ. وَإِذْ قَتَلْتُمْ نَفْسًۭا فَٱدَّ‌ٰرَ‌ْٰٔتُمْ فِيهَا ۖ وَٱللَّهُ مُخْرِجٌۭ مَّا كُنتُمْ تَكْتُمُونَ 72. აკი, მოკალით თქვენ ერთი კაცი და მერე მას ერთმანეთს აბრალებდით. ალლაჰმა კი ცხადჰყო ის, რასაც მალავდით. فَقُلْنَا ٱضْرِبُوهُ بِبَعْضِهَا ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُحْىِ ٱللَّهُ ٱلْمَوْتَىٰ وَيُرِيكُمْ ءَايَـٰتِهِۦ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 73. ამიტომაც ვთქვით ჩვენ: დაჰკარით მას ძროხის რაიმე ნაწილი! ამგვარად გააცოცხლებს ალლაჰი მკვდრებს და გაჩვენებთ თქვენ თავის სასწაულებს, იმედია გონს მოეგებით! ثُمَّ قَسَتْ قُلُوبُكُم مِّنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ فَهِىَ كَٱلْحِجَارَةِ أَوْ أَشَدُّ قَسْوَةًۭ ۚ وَإِنَّ مِنَ ٱلْحِجَارَةِ لَمَا يَتَفَجَّرُ مِنْهُ ٱلْأَنْهَـٰرُ ۚ وَإِنَّ مِنْهَا لَمَا يَشَّقَّقُ فَيَخْرُجُ مِنْهُ ٱلْمَآءُ ۚ وَإِنَّ مِنْهَا لَمَا يَهْبِطُ مِنْ خَشْيَةِ ٱللَّهِ ۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَـٰفِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ 74. ამის მერე გულები გაგისასტიკდათ, ქვასავით გაგიხდათ ან უფრო სასტიკი. თუმცა არის იმგვარი ქვებიც, რომლიდანაც ნაკადული ამოდის. ჭეშმარიტად, არის იმგვარიც, რომ იპობიან და იქიდან წყალი გადმოდის, მათ შორის არის ისეთი, რომ ალლაჰის შიშით პირქვე ემხობა, ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ. أَفَتَطْمَعُونَ أَن يُؤْمِنُوا۟ لَكُمْ وَقَدْ كَانَ فَرِيقٌۭ مِّنْهُمْ يَسْمَعُونَ كَلَـٰمَ ٱللَّهِ ثُمَّ يُحَرِّفُونَهُۥ مِنۢ بَعْدِ مَا عَقَلُوهُ وَهُمْ يَعْلَمُونَ 75. ნუთუ გგონიათ, რომ ისინი დაგიჯერებენ თქვენ. უწინ იყო მათში ერთი ჯგუფი, რომელსაც ესმოდა ალლაჰის სიტყვა, ჯერ გაითავისებდნენ და მერე შეგნებულად ამახინჯებდნენ, მაშინ როცა ეს იცოდნენ მათ. وَإِذَا لَقُوا۟ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ قَالُوٓا۟ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَا بَعْضُهُمْ إِلَىٰ بَعْضٍۢ قَالُوٓا۟ أَتُحَدِّثُونَهُم بِمَا فَتَحَ ٱللَّهُ عَلَيْكُمْ لِيُحَآجُّوكُم بِهِۦ عِندَ رَبِّكُمْ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ 76. და როცა ხვდებოდნენ იმათ, რომელთაც ირწმუნეს, ეუბნებოდნენ: ჩვენ ვირწმუნეთ. ხოლო როცა თავისიანებთან განმარტოვდებოდნენ, ამბობდნენ: ნუთუ მოუყვებით მათ იმას, რაც ალლაჰმა გამცნოთ, რომ მერე თქვენი ნათქვამი მტკიცებულებად გამოიყენონ თქვენი ღმერთის წინაშე, განა არ უნდა მოუხმოთ გონებას? أَوَلَا يَعْلَمُونَ أَنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ 77. მაგრამ მათ არ იციან, რომ ალლაჰმა უწყის ის, რასაც მალავენ და რასაც ამჟღავნებენ? وَمِنْهُمْ أُمِّيُّونَ لَا يَعْلَمُونَ ٱلْكِتَـٰبَ إِلَّآ أَمَانِىَّ وَإِنْ هُمْ إِلَّا يَظُنُّونَ 78. არიან მათში ისეთებიც, ვინც არც წერა იცის, არც კითხვა, რომელთაც წიგნის (თორასი) არაფერი გაეგებათ, გარდა გაგონილისა, და ისინი მხოლოდ ვარაუდობენ. فَوَيْلٌۭ لِّلَّذِينَ يَكْتُبُونَ ٱلْكِتَـٰبَ بِأَيْدِيهِمْ ثُمَّ يَقُولُونَ هَـٰذَا مِنْ عِندِ ٱللَّهِ لِيَشْتَرُوا۟ بِهِۦ ثَمَنًۭا قَلِيلًۭا ۖ فَوَيْلٌۭ لَّهُم مِّمَّا كَتَبَتْ أَيْدِيهِمْ وَوَيْلٌۭ لَّهُم مِّمَّا يَكْسِبُونَ 79. ვაი მათ, რომელნიც წიგნს, თავისი ხელით წერენ, მერე კი ამბობენ: ეს ალლაჰისგანააო! რათა მცირე ფასად გაეყიდათ. და ვაი იმათ იმისათვის, რაც დაწერეს მათმა ხელებმა! და ვაი იმისათვის, რაც ამით მოიხვეჭეს. وَقَالُوا۟ لَن تَمَسَّنَا ٱلنَّارُ إِلَّآ أَيَّامًۭا مَّعْدُودَةًۭ ۚ قُلْ أَتَّخَذْتُمْ عِندَ ٱللَّهِ عَهْدًۭا فَلَن يُخْلِفَ ٱللَّهُ عَهْدَهُۥٓ ۖ أَمْ تَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ 80. და მათ თქვეს: ჩვენ არ შეგვეხება ცეცხლი, თუ არა რამდენიმე დღეს. უთხარი: თქვენ რა, აღთქმა აიღეთ ალლაჰისგან? ალლაჰი არასოდეს შეცვლის თავის აღთქმას. თუ იმას ამბობთ ალლაჰზე, რაც თქვენ არ იცით? بَلَىٰ مَن كَسَبَ سَيِّئَةًۭ وَأَحَـٰطَتْ بِهِۦ خَطِيٓـَٔتُهُۥ فَأُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 81. დიახ! ვისაც ავი საქმე მოუხვეჭავთ და თავიანთი ცოდვა გარშემოურტყამთ, აი ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი, იქნებიან იქ მარადიულად. وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 82. ხოლო ისინი რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს სიკეთენი, ისინი არიან სამოთხის ბინადარნი, იქნებიან იქ მარადიულად. وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَـٰقَ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ لَا تَعْبُدُونَ إِلَّا وَبِٱلْوَ‌ٰلِدَيْنِ إِحْسَانًۭا وَذِى ٱلْقُرْبَىٰ وَٱلْيَتَـٰمَىٰ وَٱلْمَسَـٰكِينِ وَقُولُوا۟ لِلنَّاسِ حُسْنًۭا وَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ ثُمَّ تَوَلَّيْتُمْ إِلَّا قَلِيلًۭا مِّنكُمْ وَأَنتُم مُّعْرِضُونَ 83. აკი, აღთქმა ავიღეთ ისრაილის ძეთაგან: რომ არავისთვის ეცათ თაყვანი, ალლაჰის გარდა; და მშობლებს კეთილად მოპყრობოდნენ, ასევე ნათესავებს, ობლებს, ღატაკებს. და რომ ადამიანებისთვის ტკბილი სიტყვა ეთქვათ, დამდგარიყვნენ ლოცვად და გაეღოთ ზექათი. მაგრამ მერე აღთქმა დაარღვიეთ თქვენ, გარდა მცირედისა. და თქვენ პირი იბრუნეთ. وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَـٰقَكُمْ لَا تَسْفِكُونَ دِمَآءَكُمْ وَلَا تُخْرِجُونَ أَنفُسَكُم مِّن دِيَـٰرِكُمْ ثُمَّ أَقْرَرْتُمْ وَأَنتُمْ تَشْهَدُونَ 84. როცა ავიღეთ ჩვენ თქვენგან აღთქმა, რომ არ დაღვრიდით ერთმანეთის სისხლს და არ გამოაძევებდით ერთმანეთს საკუთარი სახლებიდან. მერე თქვენ დაადასტურეთ და ამის მოწმენიც იყავით. ثُمَّ أَنتُمْ هَـٰٓؤُلَآءِ تَقْتُلُونَ أَنفُسَكُمْ وَتُخْرِجُونَ فَرِيقًۭا مِّنكُم مِّن دِيَـٰرِهِمْ تَظَـٰهَرُونَ عَلَيْهِم بِٱلْإِثْمِ وَٱلْعُدْوَ‌ٰنِ وَإِن يَأْتُوكُمْ أُسَـٰرَىٰ تُفَـٰدُوهُمْ وَهُوَ مُحَرَّمٌ عَلَيْكُمْ إِخْرَاجُهُمْ ۚ أَفَتُؤْمِنُونَ بِبَعْضِ ٱلْكِتَـٰبِ وَتَكْفُرُونَ بِبَعْضٍۢ ۚ فَمَا جَزَآءُ مَن يَفْعَلُ ذَ‌ٰلِكَ مِنكُمْ إِلَّا خِزْىٌۭ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ يُرَدُّونَ إِلَىٰٓ أَشَدِّ ٱلْعَذَابِ ۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَـٰفِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ 85. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხართ ისინი, ვინც ერთმანეთს ხოცავდა. ნაწილს თქვენიანებისას საკუთარი სახლებიდან აძევებდით და მათ წინააღმდეგ ცოდვით და მტრობით ერთმანეთს მხარს უბამდით. და თუ ტყვეებად ჩაგივარდებოდნენ (განდევნილნი), გამოსასყიდს იღებდით მათგან, მათი განდევნა ისედაც გეკრძალებოდათ. ნუთუ წიგნის ერთ ნაწილს ირწმუნებთ, მეორე ნაწილს კი უარყოფთ? თქვენგან ვინც ამას იქმს, სხვა საზღაური არ ექნება, თუ არა დამცირება დედამიწაზე და აღდგომის დღეს მიეგებათ მწარე სასჯელი. ალლაჰი უგულისყურო არ არის, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ! أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشْتَرَوُا۟ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا بِٱلْـَٔاخِرَةِ ۖ فَلَا يُخَفَّفُ عَنْهُمُ ٱلْعَذَابُ وَلَا هُمْ يُنصَرُونَ 86. აი ისინი, რომელთაც ამქვეყნიური ყოფა იმქვეყნიურის ფასად იყიდეს და არ შეუმსუბუქდებათ მათ სასჯელი, და არც იქნება მათი შეწევნა. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ وَقَفَّيْنَا مِنۢ بَعْدِهِۦ بِٱلرُّسُلِ ۖ وَءَاتَيْنَا عِيسَى ٱبْنَ مَرْيَمَ ٱلْبَيِّنَـٰتِ وَأَيَّدْنَـٰهُ بِرُوحِ ٱلْقُدُسِ ۗ أَفَكُلَّمَا جَآءَكُمْ رَسُولٌۢ بِمَا لَا تَهْوَىٰٓ أَنفُسُكُمُ ٱسْتَكْبَرْتُمْ فَفَرِيقًۭا كَذَّبْتُمْ وَفَرِيقًۭا تَقْتُلُونَ 87. სწორედ, რომ ჩვენ მივეცით მუსას წიგნი და უკან მივაყოლეთ სხვა შუამავლები, და ვუბოძეთ ‘ისას, მარიამის შვილს, ცხადი მოწმობანი და სულიწმინდით განვამტკიცეთ. განა ყოველთვის, როცა შუამავალი მოგევლინებოდათ და ისეთ რამეს მოგიტანდათ, რაც თქვენ სულს არ სურდა, არ მედიდურდებოდით და მათ ერთ ნაწილს სიცრუეში არ ადანაშაულებდით, მეორე ნაწილს კი კლავდით? وَقَالُوا۟ قُلُوبُنَا غُلْفٌۢ ۚ بَل لَّعَنَهُمُ ٱللَّهُ بِكُفْرِهِمْ فَقَلِيلًۭا مَّا يُؤْمِنُونَ 88. და თქვეს: „ჩვენი გულები დაცულია“!... არა! ალლაჰმა დასწყევლა ისინი მათი ურწმუნოობის გამო და ამიტომაც ძალიან ცოტას სწამთ. وَلَمَّا جَآءَهُمْ كِتَـٰبٌۭ مِّنْ عِندِ ٱللَّهِ مُصَدِّقٌۭ لِّمَا مَعَهُمْ وَكَانُوا۟ مِن قَبْلُ يَسْتَفْتِحُونَ عَلَى ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فَلَمَّا جَآءَهُم مَّا عَرَفُوا۟ كَفَرُوا۟ بِهِۦ ۚ فَلَعْنَةُ ٱللَّهِ عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ 89. და როცა მიიღეს წიგნი (ყურანი) ალლაჰისგან, დასტურად იმისა, რაც მათთან იყო (თორაში), ხოლო ადრე ძლევას ითხოვდნენ მათზე, რომელთაც არ ირწმუნეს. და როცა მოუვიდათ მათ, რაც იცოდნენ, უარყვეს იგი. დაე, ალლაჰის წყევლა - ურწმუნოებს! بِئْسَمَا ٱشْتَرَوْا۟ بِهِۦٓ أَنفُسَهُمْ أَن يَكْفُرُوا۟ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ بَغْيًا أَن يُنَزِّلَ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ ۖ فَبَآءُو بِغَضَبٍ عَلَىٰ غَضَبٍۢ ۚ وَلِلْكَـٰفِرِينَ عَذَابٌۭ مُّهِينٌۭ 90. რაოდენ ცუდია ის, რაზეც გაყიდეს საკუთარი სული იმის საფასურად, რათა არ ერწმუნათ ის, რაც ალლაჰმა ზემოავლინა, იმის შურით, რომ ალლაჰი მოჰმადლის თავის სიკეთეს (გარდმოუვლენს წერილს) ხოლმე იმას, ვისაც თავად აირჩევს თავის მსახურთაგან! ამგვარად, თავს დაიტეხეს რისხვა რისხვაზე. უეჭველად, ურწმუნოთათვისაა სამარცხვინო სასჯელი! وَإِذَا قِيلَ لَهُمْ ءَامِنُوا۟ بِمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ قَالُوا۟ نُؤْمِنُ بِمَآ أُنزِلَ عَلَيْنَا وَيَكْفُرُونَ بِمَا وَرَآءَهُۥ وَهُوَ ٱلْحَقُّ مُصَدِّقًۭا لِّمَا مَعَهُمْ ۗ قُلْ فَلِمَ تَقْتُلُونَ أَنۢبِيَآءَ ٱللَّهِ مِن قَبْلُ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 91. და როცა ეტყვიან მათ: ირწმუნეთ ის, რაც ალლაჰმა ზემოავლინა, პასუხობენ: ჩვენ ის გვწამს, რაც ზემოგვევლინა. და უარყოფენ, რაც ამას იქითაა, თუმცა ის ჭეშმარიტებაა, დასტურია იმისა, რაც მათ აქვთ. უთხარი: თუკი ხართ მორწმუნენი, მაშინ, რატომ კლავდით მანამდე ალლაჰის შუამავლებს? وَلَقَدْ جَآءَكُم مُّوسَىٰ بِٱلْبَيِّنَـٰتِ ثُمَّ ٱتَّخَذْتُمُ ٱلْعِجْلَ مِنۢ بَعْدِهِۦ وَأَنتُمْ ظَـٰلِمُونَ 92. სწორედ, რომ თქვენთან მოვიდა მუსა, ცხადი მტკიცებულებებით (სასწაულებით), მაგრამ თქვენ ხბო დაიდგინეთ (გაიღმერთეთ) კერპად მის შემდეგ. და თქვენ უსამართლონი იყავით. وَإِذْ أَخَذْنَا مِيثَـٰقَكُمْ وَرَفَعْنَا فَوْقَكُمُ ٱلطُّورَ خُذُوا۟ مَآ ءَاتَيْنَـٰكُم بِقُوَّةٍۢ وَٱسْمَعُوا۟ ۖ قَالُوا۟ سَمِعْنَا وَعَصَيْنَا وَأُشْرِبُوا۟ فِى قُلُوبِهِمُ ٱلْعِجْلَ بِكُفْرِهِمْ ۚ قُلْ بِئْسَمَا يَأْمُرُكُم بِهِۦٓ إِيمَـٰنُكُمْ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 93. (ჰეი, ისრაილის შვილნო!) აკი, ავიღეთ თქვენგან აღთქმა (წიგნის კანონების მორჩილებისა) და მთა (ტური) აღვმართეთ თქვენს ზემოთ. გეჭიროთ მყარად და შეისმინეთ! მათ თქვეს: შევისმინეთ და უარვყავით. რადგან თავიანთი ურწმუნოების გამო ხბოს სიყვარულით ჰქონდათ გულები გაჟღენთილი. უთხარი: თუკი ხართ მორწმუნენი, რა ცუდია რომ არ აღიარებთ იმას, რასაც თქვენი რწმენა გკარნახობთ! قُلْ إِن كَانَتْ لَكُمُ ٱلدَّارُ ٱلْـَٔاخِرَةُ عِندَ ٱللَّهِ خَالِصَةًۭ مِّن دُونِ ٱلنَّاسِ فَتَمَنَّوُا۟ ٱلْمَوْتَ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 94. უთხარი: თუ მომავალი სასუფეველი ალლაჰთან მხოლოდ თქვენთვისაა განკუთვნილი, სხვა დანარჩენი ხალხის გარეშე, და თუკი მართალნი ხართ, სიკვდილი ინატრეთ! وَلَن يَتَمَنَّوْهُ أَبَدًۢا بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيهِمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِٱلظَّـٰلِمِينَ 95. და ვერ ინატრებენ ამას (სიკვდილს) იმის გამო, რაც უკეთებიათ მათ ხელებს. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის უსამართლონი! وَلَتَجِدَنَّهُمْ أَحْرَصَ ٱلنَّاسِ عَلَىٰ حَيَوٰةٍۢ وَمِنَ ٱلَّذِينَ أَشْرَكُوا۟ ۚ يَوَدُّ أَحَدُهُمْ لَوْ يُعَمَّرُ أَلْفَ سَنَةٍۢ وَمَا هُوَ بِمُزَحْزِحِهِۦ مِنَ ٱلْعَذَابِ أَن يُعَمَّرَ ۗ وَٱللَّهُ بَصِيرٌۢ بِمَا يَعْمَلُونَ 96. დიახაც, შენ იხილავ, რომ ისინი ყველაზე მეტად არიან დახარბებულნი სიცოცხლეზე, სხვა ადამიანებთან შედარებით; წარმართებზე მეტადაც კი. თითოეულ მათგანს სურს, რომ იცოცხლოს ათას წელს; და თუნდაც იცოცხლოს, მაინც არ იქნება ის ტანჯვისაგან მისი მხსნელი. და ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებენ! قُلْ مَن كَانَ عَدُوًّۭا لِّجِبْرِيلَ فَإِنَّهُۥ نَزَّلَهُۥ عَلَىٰ قَلْبِكَ بِإِذْنِ ٱللَّهِ مُصَدِّقًۭا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ وَهُدًۭى وَبُشْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ 97. უთხარი იმას, ვინც მტერია ჯიბრაილის - მან ზემოუვლინა ის შენს გულს ალლაჰის ნებით. დამმოწმებელი იმისა, რაც იყო მანამდე, ჭეშმარიტ გზად და ხარებად მორწმუნეთათვის. مَن كَانَ عَدُوًّۭا لِّلَّهِ وَمَلَـٰٓئِكَتِهِۦ وَرُسُلِهِۦ وَجِبْرِيلَ وَمِيكَىٰلَ فَإِنَّ ٱللَّهَ عَدُوٌّۭ لِّلْكَـٰفِرِينَ 98. ვინც ალლაჰის მტერია, მისი ანგელოზების, შუამავლების, ჯიბრაილისა და მიქაილის, ჭეშმარიტად, ალლაჰიც ურწმუნოთა მტერია. وَلَقَدْ أَنزَلْنَآ إِلَيْكَ ءَايَـٰتٍۭ بَيِّنَـٰتٍۢ ۖ وَمَا يَكْفُرُ بِهَآ إِلَّا ٱلْفَـٰسِقُونَ 99. ჭეშმარიტად, ჩვენ ზემოგივლინეთ ცხადი აიათები, და არავინ იქნება ურწმუნო მათ მიმართ უწმინდურთა გარდა. أَوَكُلَّمَا عَـٰهَدُوا۟ عَهْدًۭا نَّبَذَهُۥ فَرِيقٌۭ مِّنْهُم ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يُؤْمِنُونَ 100. ყოველთვის, როცა აღთქმას დადებდნენ, მათი ნაწილი არღვევდა მას, დიახ, უმრავლესობას მათგან არა სწამს! وَلَمَّا جَآءَهُمْ رَسُولٌ مِّنْ عِندِ ٱللَّهِ مُصَدِّقٌ لِّمَا مَعَهُمْ نَبَذَ فَرِيقٌ مِّنَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ كِتَـٰبَ ٱللَّهِ وَرَآءَ ظُهُورِهِمْ كَأَنَّهُمْ لَا يَعْلَمُونَ 101. და როცა მოევლინა მათ ალლაჰისგან შუამავალი, დასტურად იმისა (თორასი), რაც მათთან იყო, ზოგიერთმა, რომელთაც წიგნი ჰქონდათ ნაბოძები, ზურგს უკან მოისროლა ალლაჰის წიგნი, ვითომდა არ იცოდნენ მის შესახებ. وَٱتَّبَعُوا۟ مَا تَتْلُوا۟ ٱلشَّيَـٰطِينُ عَلَىٰ مُلْكِ سُلَيْمَـٰنَ ۖ وَمَا كَفَرَ سُلَيْمَـٰنُ وَلَـٰكِنَّ ٱلشَّيَـٰطِينَ كَفَرُوا۟ يُعَلِّمُونَ ٱلنَّاسَ ٱلسِّحْرَ وَمَآ أُنزِلَ عَلَى ٱلْمَلَكَيْنِ بِبَابِلَ هَـٰرُوتَ وَمَـٰرُوتَ ۚ وَمَا يُعَلِّمَانِ مِنْ أَحَدٍ حَتَّىٰ يَقُولَآ إِنَّمَا نَحْنُ فِتْنَةٌ فَلَا تَكْفُرْ ۖ فَيَتَعَلَّمُونَ مِنْهُمَا مَا يُفَرِّقُونَ بِهِۦ بَيْنَ ٱلْمَرْءِ وَزَوْجِهِۦ ۚ وَمَا هُم بِضَآرِّينَ بِهِۦ مِنْ أَحَدٍ إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۚ وَيَتَعَلَّمُونَ مَا يَضُرُّهُمْ وَلَا يَنفَعُهُمْ ۚ وَلَقَدْ عَلِمُوا۟ لَمَنِ ٱشْتَرَىٰهُ مَا لَهُۥ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ مِنْ خَلَـٰقٍ ۚ وَلَبِئْسَ مَا شَرَوْا۟ بِهِۦٓ أَنفُسَهُمْ ۚ لَوْ كَانُوا۟ يَعْلَمُونَ 102. და გაჰყვნენ ისინი იმას, რასაც ეშმაკები ქადაგებდნენ სულეიმანის სამეფოს წინააღმდეგ. სულეიმანი ურწმუნო არ ყოფილა, ეშმაკები იყვნენ ურწმუნონი. ასწავლიდნენ ხალხს ჯადოსნობას და იმას, რაც ზემოევლინა ორივე ანგელოზს ბაბილონში, ჰარუთსა და მარუთს. მაგრამ ის ორნი ისე არ ასწავლიდნენ ხალხს, თუ არ ეტყოდნენ: ჩვენა ვართ ცდუნება, და ურწმუნო ნუ იქნებით! და სწავლობდნენ (ადამიანები) მათგან როგორ გაეყარათ ერთმანეთისგან ცოლ-ქმარი, მაგრამ ამით (ჯადოსნობით) ზიანს ვერავის მიაყენებდნენ, თუ არა ალლაჰის ნება. და სწავლობდნენ იმას, რაც ავნებდა და არ გამოადგებოდა მათ; იცოდნენ ისიც, რომ ვინც ამას ასწავლის, წილი არ ექნება საიქიოში. და რა ცუდია ის, რაზეც თავიანთი სული გაყიდეს, მათ რომ სცოდნოდათ!... وَلَوْ أَنَّهُمْ ءَامَنُوا۟ وَٱتَّقَوْا۟ لَمَثُوبَةٌ مِّنْ عِندِ ٱللَّهِ خَيْرٌ ۖ لَّوْ كَانُوا۟ يَعْلَمُونَ 103. და რომ ერწმუნათ და ღვთისმოშიშნი ყოფილიყვნენ, ალლაჰისგან ჯილდო უკეთესი ექნებოდათ, მათ რომ სცოდნოდათ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَقُولُوا۟ رَ‌ٰعِنَا وَقُولُوا۟ ٱنظُرْنَا وَٱسْمَعُوا۟ ۗ وَلِلْكَـٰفِرِينَ عَذَابٌ أَلِيمٌ 104. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, არ თქვათ: „რა'ინა (დაგვმწყემსე) !“ არამედ თქვით: უნზურნა(„მოგვხედე ჩვენ)!“და შეისმინეთ, რომ ურწმუნოთათვისაა (გამზადებული) მწარე სასჯელი! مَّا يَوَدُّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ وَلَا ٱلْمُشْرِكِينَ أَن يُنَزَّلَ عَلَيْكُم مِّنْ خَيْرٍ مِّن رَّبِّكُمْ ۗ وَٱللَّهُ يَخْتَصُّ بِرَحْمَتِهِۦ مَن يَشَآءُ ۚ وَٱللَّهُ ذُو ٱلْفَضْلِ ٱلْعَظِيمِ 105. არ ისურვებდნენ, ისინი ვინც ურწმუნოა წიგნის მფლობელთაგან და არც წარმართნი, რომ ზეგარდმოვიდეს თქვენზე ღმერთის სიკეთე. მაგრამ ალლაჰი ანიჭებს თავის წყალობას იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი უდიდესი წყალობის მფლობელია! مَا نَنسَخْ مِنْ ءَايَةٍ أَوْ نُنسِهَا نَأْتِ بِخَيْرٍ مِّنْهَآ أَوْ مِثْلِهَآ ۗ أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 106. ჩვენ სანამ არ მოვიტანთ მასზე უკეთესს ან მის მსგავსს, არც ერთ აიათს არც ვაუქმებთ და არც ვავიწყებთ, განა არ იცი, რომ ალლაჰი ყოვლისშემძლეა?! أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ ٱللَّهَ لَهُۥ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۗ وَمَا لَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ مِن وَلِىٍّ وَلَا نَصِيرٍ 107. განა არ იცით, რომ ალლაჰისაა ცათა და ქვეყნის მეუფება და არა გყავთ თქვენ არც მეოხი და არც შემწე, ალლაჰის გარდა? أَمْ تُرِيدُونَ أَن تَسْـَٔلُوا۟ رَسُولَكُمْ كَمَا سُئِلَ مُوسَىٰ مِن قَبْلُ ۗ وَمَن يَتَبَدَّلِ ٱلْكُفْرَ بِٱلْإِيمَـٰنِ فَقَدْ ضَلَّ سَوَآءَ ٱلسَّبِيلِ 108. ნუთუ ის გინდათ თქვენ, რომ დაკითხოთ თქვენი შუამავალი ისე, როგორც მუსა იქნა დაკითხული უწინ? და ვინც რწმენა ურწმუნოებაზე გაცვალოს, უეჭველად, სწორი გზა დაკარგა მან. وَدَّ كَثِيرٌ مِّنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ لَوْ يَرُدُّونَكُم مِّنۢ بَعْدِ إِيمَـٰنِكُمْ كُفَّارًا حَسَدًا مِّنْ عِندِ أَنفُسِهِم مِّنۢ بَعْدِ مَا تَبَيَّنَ لَهُمُ ٱلْحَقُّ ۖ فَٱعْفُوا۟ وَٱصْفَحُوا۟ حَتَّىٰ يَأْتِىَ ٱللَّهُ بِأَمْرِهِۦٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 109. იმ შურის გამო, სულში რომ ჩაუბუდდათ მას მერე, რაც ჭეშმარიტება განეცხადა, ბევრნი მოისურვებენ წიგნის მფლობელთაგან, ისევ გაქციონ ურწმუნოებად თქვენი რწმენის შემდგომ. ხოლო მიუტევეთ თქვენ და გაეცალეთ, ვიდრე ალლაჰი არ მოავლენს მათთვის ბრძანებას. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა! وَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ ۚ وَمَا تُقَدِّمُوا۟ لِأَنفُسِكُم مِّنْ خَيْرٍ تَجِدُوهُ عِندَ ٱللَّهِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 110. ლოცვად დადექით, მოწყალება (ზექათი) გაეცით და რა სიკეთესაც წინდაწინ გაიმზადებთ თქვენი თავისთვის, იმას ნახავთ ალლაჰის წინაშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ. وَقَالُوا۟ لَن يَدْخُلَ ٱلْجَنَّةَ إِلَّا مَن كَانَ هُودًا أَوْ نَصَـٰرَىٰ ۗ تِلْكَ أَمَانِيُّهُمْ ۗ قُلْ هَاتُوا۟ بُرْهَـٰنَكُمْ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 111. და თქვეს: „ვერავინ და ვერასოდეს შევა სამოთხეში იუდეველთა და ქრისტიანთა გარდა.“ ეს მათი ოცნებებია. უთხარი: მოიტანეთ თქვენი მტკიცებულება, თუკი მართალნი ხართ! بَلَىٰ مَنْ أَسْلَمَ وَجْهَهُۥ لِلَّهِ وَهُوَ مُحْسِنٌ فَلَهُۥٓ أَجْرُهُۥ عِندَ رَبِّهِۦ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 112. ვინც დაემორჩილა თავისი სახით ალლაჰს და კეთილისმყოფელია, მაშინ მისთვისაა ჯილდო ღმერთის წინაშე, და არც შიში ჰქონდეთ და არც მწუხარება. وَقَالَتِ ٱلْيَهُودُ لَيْسَتِ ٱلنَّصَـٰرَىٰ عَلَىٰ شَىْءٍ وَقَالَتِ ٱلنَّصَـٰرَىٰ لَيْسَتِ ٱلْيَهُودُ عَلَىٰ شَىْءٍ وَهُمْ يَتْلُونَ ٱلْكِتَـٰبَ ۗ كَذَ‌ٰلِكَ قَالَ ٱلَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ مِثْلَ قَوْلِهِمْ ۚ فَٱللَّهُ يَحْكُمُ بَيْنَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ فِيمَا كَانُوا۟ فِيهِ يَخْتَلِفُونَ 113. და ამბობენ იუდეველნი: არაფერზე დგანან ქრისტიანები! ქრისტიანები კი ამბობენ: არაფერზე დგანან იუდეველები! არადა წიგნს კითხულობენ. მათი სიტყვების მსგავსად ლაპარაკობენ უმეცრები. ალლაჰი განსჯის მათ შორის აღდგომის დღეს, რაშიც ვერ თანხმდებოდნენ. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّن مَّنَعَ مَسَـٰجِدَ ٱللَّهِ أَن يُذْكَرَ فِيهَا ٱسْمُهُۥ وَسَعَىٰ فِى خَرَابِهَآ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ مَا كَانَ لَهُمْ أَن يَدْخُلُوهَآ إِلَّا خَآئِفِينَ ۚ لَهُمْ فِى ٱلدُّنْيَا خِزْىٌ وَلَهُمْ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ عَذَابٌ عَظِيمٌ 114. და ვინაა იმაზე უსამართლო, ვინც აუკრძალა ალლაჰის სალოცავებში მისი სახელი იხსენებოდეს და მოიწადინა მათი განადგურება? ისინი იქ არ უნდა შედიოდნენ თუ არა მოშიშნი. მათთვისაა დამცირება სააქაოში და მძიმე სასჯელი საიქიოში! وَلِلَّهِ ٱلْمَشْرِقُ وَٱلْمَغْرِبُ ۚ فَأَيْنَمَا تُوَلُّوا۟ فَثَمَّ وَجْهُ ٱللَّهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ وَ‌ٰسِعٌ عَلِيمٌ 115. ალლაჰისაა აღმოსავლეთიც და დასავლეთიც და საითაც არ უნდა მიბრუნდეთ - მისი სახეა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა. وَقَالُوا۟ ٱتَّخَذَ ٱللَّهُ وَلَدًا ۗ سُبْحَـٰنَهُۥ ۖ بَل لَّهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ كُلٌّ لَّهُۥ قَـٰنِتُونَ 116. და თქვეს: ალლაჰმა ძე აირჩიაო (აიყვანაო). დიდება მას! მისია რაც ცაშია და ქვეყანაზე! ყოველივე მას ემორჩილება! بَدِيعُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ وَإِذَا قَضَىٰٓ أَمْرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُۥ كُن فَيَكُونُ 117. იგია ცათა და ქვეყნის გამჩენი და თუ რამ განიზრახა, საკმარისია უთხრას მას: იყავ - და იქნება! وَقَالَ ٱلَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ لَوْلَا يُكَلِّمُنَا ٱللَّهُ أَوْ تَأْتِينَآ ءَايَةٌ ۗ كَذَ‌ٰلِكَ قَالَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِم مِّثْلَ قَوْلِهِمْ ۘ تَشَـٰبَهَتْ قُلُوبُهُمْ ۗ قَدْ بَيَّنَّا ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍ يُوقِنُونَ 118. ამბობენ ისინი, რომლებმაც არ იციან (ჭეშმარიტება): ნეტავ დაგვლაპარაკებოდა ალლაჰი ან რაიმე სასწაული მოგვსლოდაო. ასე ამბობდნენ ისინიც, რომელნიც მათზე უწინ იყვნენ, და ერთმანეთის მგვანია მათი გულებიც! ჩვენ უკვე ვაჩვენეთ სასწაულები ხალხს, რომელთაც მტკიცედ სჯერა. إِنَّآ أَرْسَلْنَـٰكَ بِٱلْحَقِّ بَشِيرًا وَنَذِيرًا ۖ وَلَا تُسْـَٔلُ عَنْ أَصْحَـٰبِ ٱلْجَحِيمِ 119. ჩვენ წარგაგზავნეთ შენ ჭეშმარიტებით მახარობლად და შემგონებლად. და შენ არ მოგეკითხება ჯოჯოხეთის ბინადართაგან. وَلَن تَرْضَىٰ عَنكَ ٱلْيَهُودُ وَلَا ٱلنَّصَـٰرَىٰ حَتَّىٰ تَتَّبِعَ مِلَّتَهُمْ ۗ قُلْ إِنَّ هُدَى ٱللَّهِ هُوَ ٱلْهُدَىٰ ۗ وَلَئِنِ ٱتَّبَعْتَ أَهْوَآءَهُم بَعْدَ ٱلَّذِى جَآءَكَ مِنَ ٱلْعِلْمِ ۙ مَا لَكَ مِنَ ٱللَّهِ مِن وَلِىٍّ وَلَا نَصِيرٍ 120. და არ იქნებიან შენგან (ო, შუამავალო) კმაყოფილნი არც იუდეველნი და არც ქრისტიანნი, სანამ მათ რწმენას არ გაჰყვები. უთხარი: ალლაჰის გზა - ესაა ჭეშმარიტი გზა. ხოლო თუ იმათ ვნებებს აჰყვები იმის შემდგომ, რაც ცოდნა მოგევლინა, მაშინ ვერც მფარველს და ვერც შემწეს ვერ ნახავ ალლაჰისგან. ٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ يَتْلُونَهُۥ حَقَّ تِلَاوَتِهِۦٓ أُو۟لَـٰٓئِكَ يُؤْمِنُونَ بِهِۦ ۗ وَمَن يَكْفُرْ بِهِۦ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 121. მათ, რომელთაც წიგნი ვუბოძეთ, კითხულობენ მას (ყურანს) სწორი წაკითხვით. სწამთ კიდეც მისი, ხოლო ვინც უარყოფს მას, წაგებულნი არიან. يَـٰبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱذْكُرُوا۟ نِعْمَتِىَ ٱلَّتِىٓ أَنْعَمْتُ عَلَيْكُمْ وَأَنِّى فَضَّلْتُكُمْ عَلَى ٱلْعَـٰلَمِينَ 122. ჰეი, ისრაილის ძენო! გაიხსენეთ ჩემი წყალობა, რომელიც გიწყალობეთ და უეჭველად, (ერთ დროს) გამოგარჩიეთ თქვენ სამყაროთა შორის. وَٱتَّقُوا۟ يَوْمًا لَّا تَجْزِى نَفْسٌ عَن نَّفْسٍ شَيْـًٔا وَلَا يُقْبَلُ مِنْهَا عَدْلٌ وَلَا تَنفَعُهَا شَفَـٰعَةٌ وَلَا هُمْ يُنصَرُونَ 123. და გეშინოდეთ იმ დღის, როცა ვერც ერთი სული, ვერც ერთ სულს ვერაფერს გადაუხდის. და არ მიიღება არავისგან გამოსასყიდი, და ვერც გამოადგება შუამდგომლობა. და არც იქნება მათი შეწევნა. وَإِذِ ٱبْتَلَىٰٓ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ رَبُّهُۥ بِكَلِمَـٰتٍ فَأَتَمَّهُنَّ ۖ قَالَ إِنِّى جَاعِلُكَ لِلنَّاسِ إِمَامًا ۖ قَالَ وَمِن ذُرِّيَّتِى ۖ قَالَ لَا يَنَالُ عَهْدِى ٱلظَّـٰلِمِينَ 124. აკი, სიტყვებით გამოსცადა იბრაჰიმი თავისმა ღმერთმა და მანაც შეასრულა ისინი. მაშინ (ალლაჰმა) ბრძანა: მე დაგადგენ შენ ხალხის წინამძღვრად! ჰკითხა იბრაჰიმმა: და ჩემს შთამომავლობასაც? მიუგო (ალლაჰმა): „ჩემი აღთქმა არ ვრცელდება უსამართლოებზე!“ وَإِذْ جَعَلْنَا ٱلْبَيْتَ مَثَابَةً لِّلنَّاسِ وَأَمْنًا وَٱتَّخِذُوا۟ مِن مَّقَامِ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ مُصَلًّى ۖ وَعَهِدْنَآ إِلَىٰٓ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ وَإِسْمَـٰعِيلَ أَن طَهِّرَا بَيْتِىَ لِلطَّآئِفِينَ وَٱلْعَـٰكِفِينَ وَٱلرُّكَّعِ ٱلسُّجُودِ 125. და აკი, დავადგინეთ ჩვენ ეს სახლი ხალხის შესაკრებად და უსაფრთხოდ მათთვის: აიღეთ იბრაჰიმის სადგომი სამლოცველოდ! და ჩვენ აღთქმა დავუდეთ იბრაჰიმსა და ისმა'ილს: განწმინდეთ ჩემი სახლი მათთვის, ვინც გარშემომვლელია, ღვთისმოსავია, რუქუღისა და სეჯდეს შემსრულებელიაო. وَإِذْ قَالَ إِبْرَ‌ٰهِـۧمُ رَبِّ ٱجْعَلْ هَـٰذَا بَلَدًا ءَامِنًا وَٱرْزُقْ أَهْلَهُۥ مِنَ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ مَنْ ءَامَنَ مِنْهُم بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ ۖ قَالَ وَمَن كَفَرَ فَأُمَتِّعُهُۥ قَلِيلًا ثُمَّ أَضْطَرُّهُۥٓ إِلَىٰ عَذَابِ ٱلنَّارِ ۖ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 126. და აკი, თქვა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო! ჰქმენ ეს უსაფრთხო მხარედ და დაანაყრე მისი ხალხი ნაყოფებით, ვინც მათგან ირწმუნა ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მან (ალლაჰმა) ბრძანა: „და ვინც უარყო, მათ ცოტა ხანს ვადროვებ, მერე კი ძალით მივიყვან ცეცხლის სასჯელთან“. და რა საზარელი დასასრულია! وَإِذْ يَرْفَعُ إِبْرَ‌ٰهِـۧمُ ٱلْقَوَاعِدَ مِنَ ٱلْبَيْتِ وَإِسْمَـٰعِيلُ رَبَّنَا تَقَبَّلْ مِنَّآ ۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 127. და როცა იბრაჰიმი ამაღლებდა სახლის საძირკველს ისმა’ილთან ერთად, (ევედრებოდნენ): ღმერთო ჩვენო! მიიღე ჩვენგან, რამეთუ შენა ხარ, ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნე! رَبَّنَا وَٱجْعَلْنَا مُسْلِمَيْنِ لَكَ وَمِن ذُرِّيَّتِنَآ أُمَّةً مُّسْلِمَةً لَّكَ وَأَرِنَا مَنَاسِكَنَا وَتُبْ عَلَيْنَآ ۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ 128. ღმერთო ჩვენო! გვაქციე ჩვენ შენს მორჩილებად, და ჩვენი შთამომავლებიც შენდამი მორჩილ თემად აქციე. გვიჩვენე ჩვენი საღვთო წესები და მოგვიტევე. ჭეშმარიტად, შენა ხარ მიმტევებელი, მწყალობელი! رَبَّنَا وَٱبْعَثْ فِيهِمْ رَسُولًا مِّنْهُمْ يَتْلُوا۟ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتِكَ وَيُعَلِّمُهُمُ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحِكْمَةَ وَيُزَكِّيهِمْ ۚ إِنَّكَ أَنتَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 129. ღმერთო ჩვენო! და მოავლინე მათში შუამავალი მათგანვე, რომელიც წაუკითხავს მათ შენს აიათებს, ასწავლის მათ წიგნსა და სიბრძნეს, განწმენდს მათ. ჭეშმარიტად, შენა ხარ ძლევამოსილი, ბრძენი! وَمَن يَرْغَبُ عَن مِّلَّةِ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ إِلَّا مَن سَفِهَ نَفْسَهُۥ ۚ وَلَقَدِ ٱصْطَفَيْنَـٰهُ فِى ٱلدُّنْيَا ۖ وَإِنَّهُۥ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ لَمِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 130. და ვინ შეაქცევს სახეს იბრაჰიმის რჯულს, სულწაწყმედილის გარდა?! ვფიცავ, ჩვენ ავირჩიეთ იგი ამქვეყნად და, საიქიოში მართალთა შორის იქნება! إِذْ قَالَ لَهُۥ رَبُّهُۥٓ أَسْلِمْ ۖ قَالَ أَسْلَمْتُ لِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 131. როცა უთხრა მას (იბრაჰიმს) მისმა ღმერთმა: დამორჩილდი! მიუგო: ვემორჩილები სამყაროთა ღმერთს! وَوَصَّىٰ بِهَآ إِبْرَ‌ٰهِـۧمُ بَنِيهِ وَيَعْقُوبُ يَـٰبَنِىَّ إِنَّ ٱللَّهَ ٱصْطَفَىٰ لَكُمُ ٱلدِّينَ فَلَا تَمُوتُنَّ إِلَّا وَأَنتُم مُّسْلِمُونَ 132. და უანდერძა იბრაჰიმმა ის თავის შვილებს და ია'ყუბმაც: ჰეი, ჩემო შვილებო! ალლაჰმა აგირჩიათ თქვენ სარწმუნოება, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები! أَمْ كُنتُمْ شُهَدَآءَ إِذْ حَضَرَ يَعْقُوبَ ٱلْمَوْتُ إِذْ قَالَ لِبَنِيهِ مَا تَعْبُدُونَ مِنۢ بَعْدِى قَالُوا۟ نَعْبُدُ إِلَـٰهَكَ وَإِلَـٰهَ ءَابَآئِكَ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ وَإِسْمَـٰعِيلَ وَإِسْحَـٰقَ إِلَـٰهًا وَ‌ٰحِدًا وَنَحْنُ لَهُۥ مُسْلِمُونَ 133. განა მომსწრენი იყავით იმისა, როცა ია'ყუბს სიკვდილმა ეწია? მაშინ ჰკითხა მან თავის ძეთ: ვის ეთაყვანებით ჩემს შემდგომ? მიუგეს: შენს ღმერთს ვცემთ თაყვანს და ღმერთსა შენი მამებისა: იბრაჰიმისას, ისმა'ილისას და ისჰაყისას, ერთადერთ ღვთაებას, და ჩვენ მისი მორჩილნი ვართ. تِلْكَ أُمَّةٌ قَدْ خَلَتْ ۖ لَهَا مَا كَسَبَتْ وَلَكُم مَّا كَسَبْتُمْ ۖ وَلَا تُسْـَٔلُونَ عَمَّا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 134. ეს ხალხი უკვე გარდავიდა. მათია ის, რაც მოიხვეჭეს, და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ, და არ მოგეკითხებათ ის, რაც მათ უკეთებიათ. وَقَالُوا۟ كُونُوا۟ هُودًا أَوْ نَصَـٰرَىٰ تَهْتَدُوا۟ ۗ قُلْ بَلْ مِلَّةَ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ حَنِيفًا ۖ وَمَا كَانَ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 135. და თქვეს: იყავით იუდეველნი ან ქრისტიანნი, რომ დაადგეთ ჭეშმარიტებას. უთხარი: არა! იბრაჰიმის, ჰანიფის რწმენისა! და ის არ ყოფილა წარმართთაგანი. قُولُوٓا۟ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَمَآ أُنزِلَ إِلَيْنَا وَمَآ أُنزِلَ إِلَىٰٓ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ وَإِسْمَـٰعِيلَ وَإِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ وَٱلْأَسْبَاطِ وَمَآ أُوتِىَ مُوسَىٰ وَعِيسَىٰ وَمَآ أُوتِىَ ٱلنَّبِيُّونَ مِن رَّبِّهِمْ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِّنْهُمْ وَنَحْنُ لَهُۥ مُسْلِمُونَ 136. თქვი, რომ: „ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ჩვენ მოგვევლინა, და რაც მოევლინა იბრაჰიმს, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, 'ისას და სხვა შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ არცერთ მათგანს, და ჩვენ მისი მორჩილები ვართ. فَإِنْ ءَامَنُوا۟ بِمِثْلِ مَآ ءَامَنتُم بِهِۦ فَقَدِ ٱهْتَدَوا۟ ۖ وَّإِن تَوَلَّوْا۟ فَإِنَّمَا هُمْ فِى شِقَاقٍ ۖ فَسَيَكْفِيكَهُمُ ٱللَّهُ ۚ وَهُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 137. და თუ ისინი ირწმუნებენ ისე, როგორც თქვენ ირწმუნეთ მისი, მაშინ, სწორ გზას დამდგარან. და თუ ზურგი შეაქციეს, მაშინ ნამდვილად უთანხმოებაში არიან. ალლაჰი საკმარისია შენთვის მათ წინაშე, და იგია ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნე. صِبْغَةَ ٱللَّهِ ۖ وَمَنْ أَحْسَنُ مِنَ ٱللَّهِ صِبْغَةً ۖ وَنَحْنُ لَهُۥ عَـٰبِدُونَ 138. ალლაჰის საღებავი(ალლაჰის რელიგია)! და ვის აქვს ალლაჰზე უკეთესი საღებავი? და ჩვენ  მას(ალლაჰს) ვსცემთ თაყვანს. قُلْ أَتُحَآجُّونَنَا فِى ٱللَّهِ وَهُوَ رَبُّنَا وَرَبُّكُمْ وَلَنَآ أَعْمَـٰلُنَا وَلَكُمْ أَعْمَـٰلُكُمْ وَنَحْنُ لَهُۥ مُخْلِصُونَ 139. უთხარი (ო, მუჰამმად): განა შეგვეკამათებით ღმერთის გამო, როცა ის ჩვენი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც? ჩვენი ნამოქმედარი ჩვენთვისაა და თქვენი ნამოქმედარი თქვენთვის, და ჩვენ მისდამი გულწრფელნი ვართ. أَمْ تَقُولُونَ إِنَّ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ وَإِسْمَـٰعِيلَ وَإِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ وَٱلْأَسْبَاطَ كَانُوا۟ هُودًا أَوْ نَصَـٰرَىٰ ۗ قُلْ ءَأَنتُمْ أَعْلَمُ أَمِ ٱللَّهُ ۗ وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّن كَتَمَ شَهَـٰدَةً عِندَهُۥ مِنَ ٱللَّهِ ۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَـٰفِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ 140. ან ამბობთ იმას, რომ იბრაჰიმი, ისმა'ილი, ისჰაყი და ია'უბის შთამომავალნი იყვნენ იუდეველნი ან ქრისტიანნი? უთხარი: თქვენ უკეთ იცით თუ ალლაჰმა? და ვინაა იმაზე უფრო ცოდვილი, ვინც დამალა მოწმეობა, რომელიც მასთანაა ალლაჰისაგან? და ალლაჰი უგულისყურო არ არის, იმის მიმართ, რასაც აკეთებთ! تِلْكَ أُمَّةٌ قَدْ خَلَتْ ۖ لَهَا مَا كَسَبَتْ وَلَكُم مَّا كَسَبْتُمْ ۖ وَلَا تُسْـَٔلُونَ عَمَّا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 141. ეს ხალხი უკვე გარდავიდა მათია ის, რაც მოიხვეჭეს, და თქვენია ის, რაც მოიხვეჭეთ, და არ მოგეკითხებათ ის, რაც მათ უკეთებიათ. سَيَقُولُ ٱلسُّفَهَآءُ مِنَ ٱلنَّاسِ مَا وَلَّىٰهُمْ عَن قِبْلَتِهِمُ ٱلَّتِى كَانُوا۟ عَلَيْهَا ۚ قُل لِّلَّهِ ٱلْمَشْرِقُ وَٱلْمَغْرِبُ ۚ يَهْدِى مَن يَشَآءُ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍ مُّسْتَقِيمٍ 142. ხალხთა შორის ცნობამიხდილნი იტყვიან: რამ აბრუნებინათ პირი თავიანთი ყიბლისგან, რომლისკენაც უწინ იდგნენ? უთხარი: ალლაჰისაა აღმოსავლეთიც და დასავლეთიც, და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვისაც ინებებს! وَكَذَ‌ٰلِكَ جَعَلْنَـٰكُمْ أُمَّةً وَسَطًا لِّتَكُونُوا۟ شُهَدَآءَ عَلَى ٱلنَّاسِ وَيَكُونَ ٱلرَّسُولُ عَلَيْكُمْ شَهِيدًا ۗ وَمَا جَعَلْنَا ٱلْقِبْلَةَ ٱلَّتِى كُنتَ عَلَيْهَآ إِلَّا لِنَعْلَمَ مَن يَتَّبِعُ ٱلرَّسُولَ مِمَّن يَنقَلِبُ عَلَىٰ عَقِبَيْهِ ۚ وَإِن كَانَتْ لَكَبِيرَةً إِلَّا عَلَى ٱلَّذِينَ هَدَى ٱللَّهُ ۗ وَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيُضِيعَ إِيمَـٰنَكُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ بِٱلنَّاسِ لَرَءُوفٌ رَّحِيمٌ

143. და ამგვარად დაგადგინეთ თქვენ შუა (სამაგალითო) თემად, რათა მოწმენი იყოთ ადამიანთა მიმართ და შუამავალი მოწმე იყოს თქვენს მიმართ. და დავადგინეთ ყიბლე, რომლისკენაც იდექი მხოლოდ იმიტომ, რომ გამოგვეცნო ვინ მიჰყვება შუამავალს და ვინ გაბრუნდებოდა უკან, ქუსლებზე შემდგარი. სწორედაც მძიმე იყო ეს, მაგრამ არა იმათთვის, რომელნიც სწორ გზაზე  დააყენა ალლაჰმა. ალლაჰი არ დაგიკარგავთ თქვენსავე რწმენას. ჭეშმარიტად, ალლაჰი ლმობიერი და მწყალობელია ხალხის მიმართ.

قَدْ نَرَىٰ تَقَلُّبَ وَجْهِكَ فِى ٱلسَّمَآءِ ۖ فَلَنُوَلِّيَنَّكَ قِبْلَةً تَرْضَىٰهَا ۚ فَوَلِّ وَجْهَكَ شَطْرَ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ ۚ وَحَيْثُ مَا كُنتُمْ فَوَلُّوا۟ وُجُوهَكُمْ شَطْرَهُۥ ۗ وَإِنَّ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ لَيَعْلَمُونَ أَنَّهُ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّهِمْ ۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَـٰفِلٍ عَمَّا يَعْمَلُونَ 144. (მუჰამმად) ჩვენ დაგინახეთ, უკვე რამდენჯერ აღაპყარი (მოლოდინით ვაჰისა) სახე ზეცისკენ და ჩვენ მიგაბრუნებთ ყიბლისკენ, მისით კმაყოფილი იქნები. მიაბრუნე შენი სახე მესჯიდი ჰარამისკენ, და სადაც არ უნდა იყოთ (ლოცვის დროს), მიაბრუნეთ სახე თქვენი მის მხარეს. რომელთაც ებოძათ წიგნი, დიახაც უწყიან, რომ იგი ჭეშმარიტება მათი ღმერთისგანაა. და ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ! وَلَئِنْ أَتَيْتَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ بِكُلِّ ءَايَةٍ مَّا تَبِعُوا۟ قِبْلَتَكَ ۚ وَمَآ أَنتَ بِتَابِعٍ قِبْلَتَهُمْ ۚ وَمَا بَعْضُهُم بِتَابِعٍ قِبْلَةَ بَعْضٍ ۚ وَلَئِنِ ٱتَّبَعْتَ أَهْوَآءَهُم مِّنۢ بَعْدِ مَا جَآءَكَ مِنَ ٱلْعِلْمِ ۙ إِنَّكَ إِذًا لَّمِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 145. იმათ, რომელთაც წიგნი ებოძათ, ყველა სასწაული რომ აჩვენო, მაინც არ გაჰყვებიან შენ ყიბლეს და შენც არ იქნები მათი ყიბლის მიმდევარი. და ისინიც არ მიჰყვებიან ერთმანეთის ყიბლეს. და თუ შენ აჰყევი მათ სურვილებს მას მერე, რაც ცოდნა მიიღე, მაშინ უსამათლოთაგან იქნები. ٱلَّذِينَ ءَاتَيْنَـٰهُمُ ٱلْكِتَـٰبَ يَعْرِفُونَهُۥ كَمَا يَعْرِفُونَ أَبْنَآءَهُمْ ۖ وَإِنَّ فَرِيقًا مِّنْهُمْ لَيَكْتُمُونَ ٱلْحَقَّ وَهُمْ يَعْلَمُونَ 146. რომელთაც ვუბოძეთ წიგნი, ისე იცნობენ მას(მუჰამმადს), როგორც საკუთარ შვილებს, და უეჭველად, მათგან ერთი ნაწილი მალავს ჭეშმარიტებას, იმ დროს, როცა იციან!

ٱلْحَقُّ مِن رَّبِّكَ ۖ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلْمُمْتَرِينَ

147. ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა, და ნუ იქნები ეჭვიანთაგან.

وَلِكُلٍّ وِجْهَةٌ هُوَ مُوَلِّيهَا ۖ فَٱسْتَبِقُوا۟ ٱلْخَيْرَ‌ٰتِ ۚ أَيْنَ مَا تَكُونُوا۟ يَأْتِ بِكُمُ ٱللَّهُ جَمِيعًا ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ

148. ყველა თქვენგანს ერთი მხარე (ყიბლე) აქვს, რომლისკენაც სახეს მიაპყრობს. მაშ, იჩქარეთ სიკეთის კეთება. სადაც არ უნდა იყოთ, ალლაჰი შეგკრებთ ყველას ერთად. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.

وَمِنْ حَيْثُ خَرَجْتَ فَوَلِّ وَجْهَكَ شَطْرَ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ ۖ وَإِنَّهُۥ لَلْحَقُّ مِن رَّبِّكَ ۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَـٰفِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ 149. საიდანაც უნდა გამოხვიდე, სახე მიაბრუნე მესჯიდი ჰარამისკენ, რამეთუ ის ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისგან. ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ! وَمِنْ حَيْثُ خَرَجْتَ فَوَلِّ وَجْهَكَ شَطْرَ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ ۚ وَحَيْثُ مَا كُنتُمْ فَوَلُّوا۟ وُجُوهَكُمْ شَطْرَهُۥ لِئَلَّا يَكُونَ لِلنَّاسِ عَلَيْكُمْ حُجَّةٌ إِلَّا ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ مِنْهُمْ فَلَا تَخْشَوْهُمْ وَٱخْشَوْنِى وَلِأُتِمَّ نِعْمَتِى عَلَيْكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ 150. და საიდანაც უნდა გამოხვიდე, სახე მიაბრუნე მესჯიდი ჰარამისკენ, და სადაც არ უნდა იყოთ, მიაპყარით სახეები იმ მხარეს, რომ არ ჰქონდეს ხალხს მტკიცებულება თქვენს წინააღმდეგ, გარდა მათი, რომელთაც ჰქმნეს უსამართლობა. ნუ გეშინიათ მათი და გეშინოდეთ ჩემი, რათა სრულვჰყო თქვენზე ჩემი წყალობა, ეგების ჭეშმარიტ გზას დაადგეთ. كَمَآ أَرْسَلْنَا فِيكُمْ رَسُولًا مِّنكُمْ يَتْلُوا۟ عَلَيْكُمْ ءَايَـٰتِنَا وَيُزَكِّيكُمْ وَيُعَلِّمُكُمُ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحِكْمَةَ وَيُعَلِّمُكُم مَّا لَمْ تَكُونُوا۟ تَعْلَمُونَ 151. ნამდვილად, ჩვენ მოგივლინეთ თქვენ შუამავალი თქვენივე წიაღიდან; ის თქვენ გიკითხავთ ჩვენს აიათებს, განგწმენდთ და გასწავლით წიგნსა და სიბრძნეს, და გასწავლით იმას, რაც ადრე არ იცოდით. فَٱذْكُرُونِىٓ أَذْكُرْكُمْ وَٱشْكُرُوا۟ لِى وَلَا تَكْفُرُونِ 152. გამიხსენეთ და გაგიხსენებთ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱسْتَعِينُوا۟ بِٱلصَّبْرِ وَٱلصَّلَوٰةِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ مَعَ ٱلصَّـٰبِرِينَ 153. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ეძიეთ შველა მოთმინებასა და ლოცვაში, ჭეშმარიტად, ალლაჰი მომთმენებთან ერთადაა. وَلَا تَقُولُوا۟ لِمَن يُقْتَلُ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ أَمْوَ‌ٰتٌۢ ۚ بَلْ أَحْيَآءٌ وَلَـٰكِن لَّا تَشْعُرُونَ 154. ვინც დაეცემა ალლაჰის გზაზე, არ თქვათ: მკვდრები! არამედ ცოცხლები არიან, მაგრამ თქვენ ვერ გრძნობთ. وَلَنَبْلُوَنَّكُم بِشَىْءٍ مِّنَ ٱلْخَوْفِ وَٱلْجُوعِ وَنَقْصٍ مِّنَ ٱلْأَمْوَ‌ٰلِ وَٱلْأَنفُسِ وَٱلثَّمَرَ‌ٰتِ ۗ وَبَشِّرِ ٱلصَّـٰبِرِينَ 155. და, ჭეშმარიტად, ჩვენ გამოგცდით რაიმეთი - შიშით, შიმშილით, ქონების, სულთა და ნაყოფთა ნაკლებობით. და შენ ახარე მომთმენთ. ٱلَّذِينَ إِذَآ أَصَـٰبَتْهُم مُّصِيبَةٌ قَالُوٓا۟ إِنَّا لِلَّهِ وَإِنَّآ إِلَيْهِ رَ‌ٰجِعُونَ 156. რომელთაც ეწიათ რაიმე უბედურება, და თქვეს: ჭეშმარიტად, ჩვენ ალლაჰს ვეკუთვნით და ჭეშმარიტად, ჩვენ მასთან დავბრუნდებით. أُو۟لَـٰٓئِكَ عَلَيْهِمْ صَلَوَ‌ٰتٌ مِّن رَّبِّهِمْ وَرَحْمَةٌ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُهْتَدُونَ 157. აი ისინი, ვისზეც ლოცვაა მათი ღმერთისა და წყალობა, და ისინი ჭეშმარიტ გზაზე დგანან. إِنَّ ٱلصَّفَا وَٱلْمَرْوَةَ مِن شَعَآئِرِ ٱللَّهِ ۖ فَمَنْ حَجَّ ٱلْبَيْتَ أَوِ ٱعْتَمَرَ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِ أَن يَطَّوَّفَ بِهِمَا ۚ وَمَن تَطَوَّعَ خَيْرًا فَإِنَّ ٱللَّهَ شَاكِرٌ عَلِيمٌ 158. უეჭველად, ას-საფა და მარვა ალლაჰის ნიშნებია; და ვინც ჰაჯობა აღასრულოს ამ სახლში, ან უმრა შეასრულოს, ცოდვად არ ჩაეთვლება თუ გარს შემოუვლის ორივეს; და ვინც თავისი სურვილით სიკეთეს აკეთებს, ალლაჰი, ჭეშმარიტად, მადლიერი, ყოვლისშემძლეა! إِنَّ ٱلَّذِينَ يَكْتُمُونَ مَآ أَنزَلْنَا مِنَ ٱلْبَيِّنَـٰتِ وَٱلْهُدَىٰ مِنۢ بَعْدِ مَا بَيَّنَّـٰهُ لِلنَّاسِ فِى ٱلْكِتَـٰبِ ۙ أُو۟لَـٰٓئِكَ يَلْعَنُهُمُ ٱللَّهُ وَيَلْعَنُهُمُ ٱللَّـٰعِنُونَ 159. რომელნიც მალავენ ჩვენს მიერ ზემოვლენილ ცხად მტკიცებულებებსა და მოძღვრებას, მას შემდეგ, რაც ჩვენ იგი ხალხთათვის წიგნში ნათელვყავით, მათ წყევლის ალლაჰი და მაწყევარნიც! إِلَّا ٱلَّذِينَ تَابُوا۟ وَأَصْلَحُوا۟ وَبَيَّنُوا۟ فَأُو۟لَـٰٓئِكَ أَتُوبُ عَلَيْهِمْ ۚ وَأَنَا ٱلتَّوَّابُ ٱلرَّحِيمُ 160. გარდა მათი, რომელთაც მოინანიეს, გამოსწორდნენ და ნათელი მოჰფინეს ჭეშმარიტებას; და მე ვარ მიმტეველი მწყალობელი. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَمَاتُوا۟ وَهُمْ كُفَّارٌ أُو۟لَـٰٓئِكَ عَلَيْهِمْ لَعْنَةُ ٱللَّهِ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةِ وَٱلنَّاسِ أَجْمَعِينَ 161. უეჭველად, რომელთაც უარყვეს და ისე მოკვდნენ, რომ ურწმუნოებად დარჩნენ, მათზეა ალლაჰის წყევლა, ანგელოზების და ყველა ადამიანის! خَـٰلِدِينَ فِيهَا ۖ لَا يُخَفَّفُ عَنْهُمُ ٱلْعَذَابُ وَلَا هُمْ يُنظَرُونَ 162. სამუდამოდ იქ დარჩებიან, არ შეუმსუბუქდებათ მათ სასჯელი და არ იქნებიან შეწყალებულნი وَإِلَـٰهُكُمْ إِلَـٰهٌ وَ‌ٰحِدٌ ۖ لَّآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ٱلرَّحْمَـٰنُ ٱلرَّحِيمُ 163. და თქვენი ღმერთი ერთი ღმერთია, არ არსებობს ღვთაება, მის გარდა, მოწყალისა, მწყალობელისა. إِنَّ فِى خَلْقِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَٱخْتِلَـٰفِ ٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ وَٱلْفُلْكِ ٱلَّتِى تَجْرِى فِى ٱلْبَحْرِ بِمَا يَنفَعُ ٱلنَّاسَ وَمَآ أَنزَلَ ٱللَّهُ مِنَ ٱلسَّمَآءِ مِن مَّآءٍ فَأَحْيَا بِهِ ٱلْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَا وَبَثَّ فِيهَا مِن كُلِّ دَآبَّةٍ وَتَصْرِيفِ ٱلرِّيَـٰحِ وَٱلسَّحَابِ ٱلْمُسَخَّرِ بَيْنَ ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ لَـَٔايَـٰتٍ لِّقَوْمٍ يَعْقِلُونَ 164. ჭეშმარიტად, ცათა და დადამიწის გაჩენაში, დღე-ღამის ცვლაში, და გემებში, ზღვით რომ მიმოაქვთ რაც ადამიანებს სჭირდებათ; და წყალში, რომელიც ალლაჰმა ცით მოავლინა და გააცოცხლა მიწა მისი სიკვდილის შემდეგ, და ყოველგვარი ცხოველი მიმოფანტა მასზე; ქარების მონაცვლეობაში და მორჩილ ღრუბლებში, ცასა და მიწას შორის სასწაულებია იმ ხალხისათვის, რომელნიც გონებას მოუხმობენ. وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَتَّخِذُ مِن دُونِ ٱللَّهِ أَندَادًا يُحِبُّونَهُمْ كَحُبِّ ٱللَّهِ ۖ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَشَدُّ حُبًّا لِّلَّهِ ۗ وَلَوْ يَرَى ٱلَّذِينَ ظَلَمُوٓا۟ إِذْ يَرَوْنَ ٱلْعَذَابَ أَنَّ ٱلْقُوَّةَ لِلَّهِ جَمِيعًا وَأَنَّ ٱللَّهَ شَدِيدُ ٱلْعَذَابِ 165. ადამიანებს შორის არიან ისეთნიც, რომლებიც ალლაჰის გარდა მის თანაზიარსა და თანასწორს აღიარებენ. მათ უყვართ ისინი, როგორც ალლაჰი უნდა უყვარდეთ. ხოლო რომელთაც ირწმუნეს, უფრო ძლიერ ალლაჰი უყვართ. ნეტავ შეეძლოთ იმათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, სასჯელს რომ იგემებენ დაინახავენ, რომ ალლაჰისაა ძალა ყოველი, და რომ ალლაჰი მკაცრსასჯელიანია! إِذْ تَبَرَّأَ ٱلَّذِينَ ٱتُّبِعُوا۟ مِنَ ٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوا۟ وَرَأَوُا۟ ٱلْعَذَابَ وَتَقَطَّعَتْ بِهِمُ ٱلْأَسْبَابُ 166. რომელთაც მიყვებოდნენ, ისინი იხილავენ წამებას და განერიდებიან იმათ, რომელთაც მიყვებოდნენ. და მათ შორის კავშირი გაწყდება. وَقَالَ ٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوا۟ لَوْ أَنَّ لَنَا كَرَّةً فَنَتَبَرَّأَ مِنْهُمْ كَمَا تَبَرَّءُوا۟ مِنَّا ۗ كَذَ‌ٰلِكَ يُرِيهِمُ ٱللَّهُ أَعْمَـٰلَهُمْ حَسَرَ‌ٰتٍ عَلَيْهِمْ ۖ وَمَا هُم بِخَـٰرِجِينَ مِنَ ٱلنَّارِ 167. და იტყვიან ისინი, რომელნიც მიჰყვებოდნენ: ნეტავ შეგვეძლოს უკან დაბრუნება, რომ განვუდგეთ მათ, ისევე როგორც ჩვენ ჩამოგვშორდნენო! ასე დაანახებს ალლაჰი მათ, მათსავე დამღუპველ ნამოქმედარს, და ვერ დააღწევენ ისინი თავს ცეცხლიდან. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ كُلُوا۟ مِمَّا فِى ٱلْأَرْضِ حَلَـٰلًا طَيِّبًا وَلَا تَتَّبِعُوا۟ خُطُوَ‌ٰتِ ٱلشَّيْطَـٰنِ ۚ إِنَّهُۥ لَكُمْ عَدُوٌّ مُّبِينٌ

168. ჰეი, ადამიანებო! ჭამეთ რაც არის ნებადართული და კარგი ამ ქვეყანაზე, და ნუ გაჰყვებით ეშმაკის კვალთ, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი.

إِنَّمَا يَأْمُرُكُم بِٱلسُّوٓءِ وَٱلْفَحْشَآءِ وَأَن تَقُولُوا۟ عَلَى ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ

169. იგი გიბრძანებთ მხოლოდ ავსა და საზიზღარს, და რომ თქვათ ალლაჰზე ის, რაც არ იცით.

وَإِذَا قِيلَ لَهُمُ ٱتَّبِعُوا۟ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ قَالُوا۟ بَلْ نَتَّبِعُ مَآ أَلْفَيْنَا عَلَيْهِ ءَابَآءَنَآ ۗ أَوَلَوْ كَانَ ءَابَآؤُهُمْ لَا يَعْقِلُونَ شَيْـًٔا وَلَا يَهْتَدُونَ 170. და როცა ეტყვიან მათ: მიჰყევით იმას, რაც ალლაჰმა გარდმოგივლინათ! პასუხობენ: არა, ჩვენ იმას მივყვებით, რაზეც ჩვენი მამები იდგნენ. მაშინაც, თუკი მათი მამები ვერაფერს ხვდებოდნენ, და ჭეშმარიტ გზაზე არ იყვნენ? وَمَثَلُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ كَمَثَلِ ٱلَّذِى يَنْعِقُ بِمَا لَا يَسْمَعُ إِلَّا دُعَآءً وَنِدَآءً ۚ صُمٌّۢ بُكْمٌ عُمْىٌ فَهُمْ لَا يَعْقِلُونَ 171. მათი მაგალითი ვინც ურწმუნოა, ჰგავს იმათ მაგალითს, ვისაც ყვირილისა და ძახილის მეტი არაფერი ესმის: ყრუნი, მუნჯნი და ბრმანი არიან. ამიტომ ისინი ვერ ხვდებიან. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ كُلُوا۟ مِن طَيِّبَـٰتِ مَا رَزَقْنَـٰكُمْ وَٱشْكُرُوا۟ لِلَّهِ إِن كُنتُمْ إِيَّاهُ تَعْبُدُونَ 172. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ჭამეთ, რაც რამ კარგი საზრდო მოგმადლეთ და მადლობა შესწირეთ ალლაჰს, თუკი თქვენ მხოლოდ მას ეთაყვანებით. إِنَّمَا حَرَّمَ عَلَيْكُمُ ٱلْمَيْتَةَ وَٱلدَّمَ وَلَحْمَ ٱلْخِنزِيرِ وَمَآ أُهِلَّ بِهِۦ لِغَيْرِ ٱللَّهِ ۖ فَمَنِ ٱضْطُرَّ غَيْرَ بَاغٍ وَلَا عَادٍ فَلَآ إِثْمَ عَلَيْهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 173. მან მხოლოდ ლეში, სისხლი და ღორის ხორცი აგიკრძალათ თქვენ და ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა. ხოლო ის, ვინც იძულებული იქნება, და არ დაარღვევს (სხვის) უფლებას, და ზღვარს არ გადავა, არ იქნება ცოდვად მათთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია! إِنَّ ٱلَّذِينَ يَكْتُمُونَ مَآ أَنزَلَ ٱللَّهُ مِنَ ٱلْكِتَـٰبِ وَيَشْتَرُونَ بِهِۦ ثَمَنًا قَلِيلًا ۙ أُو۟لَـٰٓئِكَ مَا يَأْكُلُونَ فِى بُطُونِهِمْ إِلَّا ٱلنَّارَ وَلَا يُكَلِّمُهُمُ ٱللَّهُ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ وَلَا يُزَكِّيهِمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 174. რომელნიც ალლაჰის გარდმოვლენილი წიგნიდან რაიმეს მალავენ, და ჰყიდიან მცირე საფასურად, ისინი ვერაფრით ამოივსებენ მუცლებს ცეცხლის გარდა. და არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი აღდგომის დღეს, და არ განწმენდს მათ, და მათთვისაა მწარე სასჯელი. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ ٱشْتَرَوُا۟ ٱلضَّلَـٰلَةَ بِٱلْهُدَىٰ وَٱلْعَذَابَ بِٱلْمَغْفِرَةِ ۚ فَمَآ أَصْبَرَهُمْ عَلَى ٱلنَّارِ 175. ესენი არიან, რომელთაც ჭეშმარიტების ფასად გზააბნევა იყიდეს, სასჯელი - მოწყალების ფასად. და რა მოათმენინებს მათ ცეცხლზე? ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّ ٱللَّهَ نَزَّلَ ٱلْكِتَـٰبَ بِٱلْحَقِّ ۗ وَإِنَّ ٱلَّذِينَ ٱخْتَلَفُوا۟ فِى ٱلْكِتَـٰبِ لَفِى شِقَاقٍۭ بَعِيدٍ 176. ეს იმიტომ, რომ ალლაჰმა გარდმოავლინა წიგნი ჭეშმარიტებით და უეჭველად, რომელთაც უთანხმოება აქვთ წიგნის თაობაზე, ღრმა განხეთქილებაში არიან. لَّيْسَ ٱلْبِرَّ أَن تُوَلُّوا۟ وُجُوهَكُمْ قِبَلَ ٱلْمَشْرِقِ وَٱلْمَغْرِبِ وَلَـٰكِنَّ ٱلْبِرَّ مَنْ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةِ وَٱلْكِتَـٰبِ وَٱلنَّبِيِّـۧنَ وَءَاتَى ٱلْمَالَ عَلَىٰ حُبِّهِۦ ذَوِى ٱلْقُرْبَىٰ وَٱلْيَتَـٰمَىٰ وَٱلْمَسَـٰكِينَ وَٱبْنَ ٱلسَّبِيلِ وَٱلسَّآئِلِينَ وَفِى ٱلرِّقَابِ وَأَقَامَ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَى ٱلزَّكَوٰةَ وَٱلْمُوفُونَ بِعَهْدِهِمْ إِذَا عَـٰهَدُوا۟ ۖ وَٱلصَّـٰبِرِينَ فِى ٱلْبَأْسَآءِ وَٱلضَّرَّآءِ وَحِينَ ٱلْبَأْسِ ۗ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ صَدَقُوا۟ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُتَّقُونَ 177. არ არის სიკეთე ის, რომ სახეები მხოლოდ აღმოსავლეთის ან დასავლეთის მხარეს მიაბრუნოთ. სიკეთე ისაა, ვინც ირწმუნა ალლაჰი და უკანასკნელი დღე, ანგელოზები, წიგნი და შუამავლები; უყვარს ქონება, მაგრამ მაინც ურიგებს ახლობლებს, ობლებს, უპოვრებს, მოგზაურებს, მთხოვნელებსა და მონებს; ლოცვად დგება, ზექათს არიგებს, და ასრულებს დაპირებას, როცა ჰპირდება; მოთმინებით იტანს უბედურებას, გასაჭირსა და განსაცდელს. ისინი არიან მართალნი და ღვთისმოშიშნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ كُتِبَ عَلَيْكُمُ ٱلْقِصَاصُ فِى ٱلْقَتْلَى ۖ ٱلْحُرُّ بِٱلْحُرِّ وَٱلْعَبْدُ بِٱلْعَبْدِ وَٱلْأُنثَىٰ بِٱلْأُنثَىٰ ۚ فَمَنْ عُفِىَ لَهُۥ مِنْ أَخِيهِ شَىْءٌ فَٱتِّبَاعٌۢ بِٱلْمَعْرُوفِ وَأَدَآءٌ إِلَيْهِ بِإِحْسَـٰنٍ ۗ ذَ‌ٰلِكَ تَخْفِيفٌ مِّن رَّبِّكُمْ وَرَحْمَةٌ ۗ فَمَنِ ٱعْتَدَىٰ بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ فَلَهُۥ عَذَابٌ أَلِيمٌ 178. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! სავალდებულო გახდა თქვენდა სამაგიეროს გადახდა მოკლულთათვის. თავისუფალი თავისუფალის წილ, და მონა მონის წილ, და ქალი ქალის წილ. ხოლო ვისაც ეპატიოს რამე თავისი (მოკლულის) ძმისაგან (ახლობლებისგან), წესისამებრ უნდა მოიქცეს, და აუნაზღაუროს კეთილად (გადაიხადოს დიეტი). ესაა შეღავათი თქვენი ღმერთისგან და წყალობა; და ვინც შესცოდავს ამის შემდეგ მისთვისაა მტანჯველი სასჯელი. وَلَكُمْ فِى ٱلْقِصَاصِ حَيَوٰةٌ يَـٰٓأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ 179. სამაგიეროს გადახდაში სიცოცხლეა თქვენთვის, ჰეი, გონიერნო! რათა ეგების ღმერთის გეშინოდეთ. كُتِبَ عَلَيْكُمْ إِذَا حَضَرَ أَحَدَكُمُ ٱلْمَوْتُ إِن تَرَكَ خَيْرًا ٱلْوَصِيَّةُ لِلْوَ‌ٰلِدَيْنِ وَٱلْأَقْرَبِينَ بِٱلْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى ٱلْمُتَّقِينَ 180. დაწერილია თქვენთვის: როცა სიკვდილი მოუწევს რომელიმე თქვენგანს და თუ რაიმე სიკეთეს (ქონებას) ტოვებს, მაშინ მშობლებსა და ახლობლებზე ანდერძი, წესისამებრ, - ვალდებულებაა ღვთისმოშიშებზე. فَمَنۢ بَدَّلَهُۥ بَعْدَ مَا سَمِعَهُۥ فَإِنَّمَآ إِثْمُهُۥ عَلَى ٱلَّذِينَ يُبَدِّلُونَهُۥٓ ۚ إِنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌ 181. და ვინც შეცვლის ანდერძს მას მერე, რაც მოისმინა, მაშინ ცოდვა მისი მხოლოდ იმათზეა, ვინც შეცვალა ის. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. فَمَنْ خَافَ مِن مُّوصٍ جَنَفًا أَوْ إِثْمًا فَأَصْلَحَ بَيْنَهُمْ فَلَآ إِثْمَ عَلَيْهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 182. და ვისაც ეშინია მოანდერძის უნებლიე შეცდომის ან განზრახ უსამართლობის, და ვითარება გამოასწოროს მათ შორის, ცოდვად არ ჩაეთვალოს მას. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ كُتِبَ عَلَيْكُمُ ٱلصِّيَامُ كَمَا كُتِبَ عَلَى ٱلَّذِينَ مِن قَبْلِكُمْ لَعَلَّكُمْ تَتَّقُونَ 183. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! დაწერილია თქვენზე მარხვა, როგორც დაწერილი იყო იმათთვის, ვინც თქვენზე უწინ იყო, რათა ეგების (ალლაჰის) გეშინოდეთ. أَيَّامًا مَّعْدُودَ‌ٰتٍ ۚ فَمَن كَانَ مِنكُم مَّرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۚ وَعَلَى ٱلَّذِينَ يُطِيقُونَهُ ۥ فِدْيَةٌ طَعَامُ مِسْكِينٍ ۖ فَمَن تَطَوَّعَ خَيْرًا فَهُوَ خَيْرٌ لَّهُۥ ۚ وَأَن تَصُومُوا۟ خَيْرٌ لَّكُمْ ۖ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 184. (მარხვა გევალებათ) განსაზღვრულ დღეებში. თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა ან გზაშია, იმარხულოს ამდენივე სხვა დღეებში. ხოლო იმათ, ვისაც შეუძლიათ (მაგრამ ვერ მარხულობენ ავადმყოფობის ან სიბერის გამო) გამოისყიდონ უპოვრის გამოკვებით (დილით და საღამოს). თუ ვინმე საკუთარი სურვილით აკეთებს სამადლოს, ეს მისთვისვეა უკეთესი. და რომ იმარხულოთ, ეს თქვენთვისაა უკეთესი, რომ იცოდეთ. شَهْرُ رَمَضَانَ ٱلَّذِىٓ أُنزِلَ فِيهِ ٱلْقُرْءَانُ هُدًى لِّلنَّاسِ وَبَيِّنَـٰتٍ مِّنَ ٱلْهُدَىٰ وَٱلْفُرْقَانِ ۚ فَمَن شَهِدَ مِنكُمُ ٱلشَّهْرَ فَلْيَصُمْهُ ۖ وَمَن كَانَ مَرِيضًا أَوْ عَلَىٰ سَفَرٍ فَعِدَّةٌ مِّنْ أَيَّامٍ أُخَرَ ۗ يُرِيدُ ٱللَّهُ بِكُمُ ٱلْيُسْرَ وَلَا يُرِيدُ بِكُمُ ٱلْعُسْرَ وَلِتُكْمِلُوا۟ ٱلْعِدَّةَ وَلِتُكَبِّرُوا۟ ٱللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَىٰكُمْ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ

185. რამადანის თვეა, რომელშიც ზემოვლინებული იქნა ყურანი ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის, და ცხად ცნობარად ჭეშმარიტი გზის და ბათილის განმასხვავებლად. და თქვენგან ვინც იხილოს ეს თვე, იმარხულოს მასში. და ვინც ავად იყოს ან მგზავრობაში, ამდენივე სხვა დღეებში. ალლაჰის ნებაა თქვენთვის შვება და არა ვნება, და რომ შეასრულოთ ეს რაოდენობა და ადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაგადგინათ. ეგებ მადლიერნი იყოთ!

وَإِذَا سَأَلَكَ عِبَادِى عَنِّى فَإِنِّى قَرِيبٌ ۖ أُجِيبُ دَعْوَةَ ٱلدَّاعِ إِذَا دَعَانِ ۖ فَلْيَسْتَجِيبُوا۟ لِى وَلْيُؤْمِنُوا۟ بِى لَعَلَّهُمْ يَرْشُدُونَ

186. და თუ გკითხავენ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა შემევედრება. შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!

أُحِلَّ لَكُمْ لَيْلَةَ ٱلصِّيَامِ ٱلرَّفَثُ إِلَىٰ نِسَآئِكُمْ ۚ هُنَّ لِبَاسٌ لَّكُمْ وَأَنتُمْ لِبَاسٌ لَّهُنَّ ۗ عَلِمَ ٱللَّهُ أَنَّكُمْ كُنتُمْ تَخْتَانُونَ أَنفُسَكُمْ فَتَابَ عَلَيْكُمْ وَعَفَا عَنكُمْ ۖ فَٱلْـَٔـٰنَ بَـٰشِرُوهُنَّ وَٱبْتَغُوا۟ مَا كَتَبَ ٱللَّهُ لَكُمْ ۚ وَكُلُوا۟ وَٱشْرَبُوا۟ حَتَّىٰ يَتَبَيَّنَ لَكُمُ ٱلْخَيْطُ ٱلْأَبْيَضُ مِنَ ٱلْخَيْطِ ٱلْأَسْوَدِ مِنَ ٱلْفَجْرِ ۖ ثُمَّ أَتِمُّوا۟ ٱلصِّيَامَ إِلَى ٱلَّيْلِ ۚ وَلَا تُبَـٰشِرُوهُنَّ وَأَنتُمْ عَـٰكِفُونَ فِى ٱلْمَسَـٰجِدِ ۗ تِلْكَ حُدُودُ ٱللَّهِ فَلَا تَقْرَبُوهَا ۗ كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ ءَايَـٰتِهِۦ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَّقُونَ

187. ნებადართული იქმნა თქვენთვის მარხვის დროს ღამით ცოლებთან თანაცხოვრება, ისინი სამოსელია თქვენი და თქვენ ხართ სამოსელი მათი. ალლაჰმა იცოდა, რომ თავს იწვალებდით, ამიტომაც მიიღო თქვენი სინანული და მოგიტევათ. ახლა შეგიძლიათ თანაეცხოვროთ მათ და ეძიოთ, რაც ალლაჰმა დაგიწესათ. ჭამეთ და სვით, ვიდრე განთიადისას თეთრი ძაფი განირჩევოდეს შავი ძაფისგან. მერე სრულჰქმენით მარხვა ღამემდე და როცა სამლოცველოებში ღვთისმსახურებად ხართ შემდგარი (იღთიქაფის დროს, რამადანის ბოლო 10 დღე) არ ეთანაცხოვროთ მათ (ცოლებს). ესაა ალლაჰის საზღვრები და ნუ მიუახლოვდებით მათ. ასე განუმარტავს ალლაჰი ხალხს თავის აიათებს, რათა ეგების ალლაჰის გეშინოდეთ.

وَلَا تَأْكُلُوٓا۟ أَمْوَ‌ٰلَكُم بَيْنَكُم بِٱلْبَـٰطِلِ وَتُدْلُوا۟ بِهَآ إِلَى ٱلْحُكَّامِ لِتَأْكُلُوا۟ فَرِيقًا مِّنْ أَمْوَ‌ٰلِ ٱلنَّاسِ بِٱلْإِثْمِ وَأَنتُمْ تَعْلَمُونَ

188. ამაოდ არ შეუჭამოთ ერთმანეთს ქონება და ეს შეგნებულად არ ჩაიდინოთ; და ნუ მოისყიდით მის(ქრთამ)ით მსაჯულთ, რათა ხალხს ქონების ერთი ნაწილი უსამართლოდ შეუჭამოთ.

يَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلْأَهِلَّةِ ۖ قُلْ هِىَ مَوَ‌ٰقِيتُ لِلنَّاسِ وَٱلْحَجِّ ۗ وَلَيْسَ ٱلْبِرُّ بِأَن تَأْتُوا۟ ٱلْبُيُوتَ مِن ظُهُورِهَا وَلَـٰكِنَّ ٱلْبِرَّ مَنِ ٱتَّقَىٰ ۗ وَأْتُوا۟ ٱلْبُيُوتَ مِنْ أَبْوَ‌ٰبِهَا ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ

189. გეკითხებიან შენ ახალმთვარეთა შესახებ, უპასუხე: ის არის განსაზღვრული ვადები ხალხისთვის და ჰაჯისთვის. ღვთისმოსაობა არ არის ის, რომ სახლებში მათი უკანა მხრიდან შეხვიდეთ. ღვთისმოსაობაა, როცა ღვთისმოშიში ხარ. შედით სახლებში მათი კარიდან და გეშინოდეთ ალლაჰისა, ეგების გადარჩენილნი იქმნეთ!

وَقَـٰتِلُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ٱلَّذِينَ يُقَـٰتِلُونَكُمْ وَلَا تَعْتَدُوٓا۟ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ ٱلْمُعْتَدِينَ

190. და ებრძოლეთ ალლაჰის გზაზე იმათ, რომელნიც თქვენ გებრძვიან, მაგრამ ზღვარს არ გადახვიდეთ. ალლაჰს არ უყვარს ზღვარგადასულნი.

وَٱقْتُلُوهُمْ حَيْثُ ثَقِفْتُمُوهُمْ وَأَخْرِجُوهُم مِّنْ حَيْثُ أَخْرَجُوكُمْ ۚ وَٱلْفِتْنَةُ أَشَدُّ مِنَ ٱلْقَتْلِ ۚ وَلَا تُقَـٰتِلُوهُمْ عِندَ ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ حَتَّىٰ يُقَـٰتِلُوكُمْ فِيهِ ۖ فَإِن قَـٰتَلُوكُمْ فَٱقْتُلُوهُمْ ۗ كَذَ‌ٰلِكَ جَزَآءُ ٱلْكَـٰفِرِينَ

191. მოჰკალით ისინი, სადაც წააწყდებით, და განდევნეთ იქიდან, საიდანაც მათ გამოგდევნეს. წნეხში ჩაგდება ხოცვა-ჟლეტაზე უარესია. და არ ეომოთ მათ მესჯიდი ჰარამთან, ვიდრე თვითონ არ გეომოთ იქ. ხოლო თუ გხოცავენ - თქვენც დახოცეთ. ასეთია ურწმუნოთა საზღაური.

فَإِنِ ٱنتَهَوْا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 192. და თუ მათ შეწყვიტეს (რასაც ჩადიოდნენ), ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! وَقَـٰتِلُوهُمْ حَتَّىٰ لَا تَكُونَ فِتْنَةٌ وَيَكُونَ ٱلدِّينُ لِلَّهِ ۖ فَإِنِ ٱنتَهَوْا۟ فَلَا عُدْوَ‌ٰنَ إِلَّا عَلَى ٱلظَّـٰلِمِينَ

193. და ეომეთ, ვიდრე არ მოისპობა საცდური (შირქი) და არ დამკვიდრდება ალლაჰის სარწმუნოება. და თუ შეწყვეტენ (რასაც ჩადიოდნენ), აღარ განაგრძოთ მტრობა, უსამართლოთა გარდა.

ٱلشَّهْرُ ٱلْحَرَامُ بِٱلشَّهْرِ ٱلْحَرَامِ وَٱلْحُرُمَـٰتُ قِصَاصٌ ۚ فَمَنِ ٱعْتَدَىٰ عَلَيْكُمْ فَٱعْتَدُوا۟ عَلَيْهِ بِمِثْلِ مَا ٱعْتَدَىٰ عَلَيْكُمْ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ مَعَ ٱلْمُتَّقِينَ 194. აკრძალული თვე, აკრძალული თვის წინაშე და ნაკრძალები სამაგიეროა. ვინც გემტერებათ თქვენც ისე უმტრეთ, როგორც ის გემტერებათ, და გეშინოდეთ ალლაჰისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ღვთისმოშიშებთანაა. وَأَنفِقُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَلَا تُلْقُوا۟ بِأَيْدِيكُمْ إِلَى ٱلتَّهْلُكَةِ ۛ وَأَحْسِنُوٓا۟ ۛ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُحْسِنِينَ 195. გაიღეთ ალლაჰის გზაზე, და თავი საფრთხეში არ ჩაიგდოთ თქვენივე ხელით, და სიკეთე აკეთეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს კეთილისმყოფელები. وَأَتِمُّوا۟ ٱلْحَجَّ وَٱلْعُمْرَةَ لِلَّهِ ۚ فَإِنْ أُحْصِرْتُمْ فَمَا ٱسْتَيْسَرَ مِنَ ٱلْهَدْىِ ۖ وَلَا تَحْلِقُوا۟ رُءُوسَكُمْ حَتَّىٰ يَبْلُغَ ٱلْهَدْىُ مَحِلَّهُۥ ۚ فَمَن كَانَ مِنكُم مَّرِيضًا أَوْ بِهِۦٓ أَذًى مِّن رَّأْسِهِۦ فَفِدْيَةٌ مِّن صِيَامٍ أَوْ صَدَقَةٍ أَوْ نُسُكٍ ۚ فَإِذَآ أَمِنتُمْ فَمَن تَمَتَّعَ بِٱلْعُمْرَةِ إِلَى ٱلْحَجِّ فَمَا ٱسْتَيْسَرَ مِنَ ٱلْهَدْىِ ۚ فَمَن لَّمْ يَجِدْ فَصِيَامُ ثَلَـٰثَةِ أَيَّامٍ فِى ٱلْحَجِّ وَسَبْعَةٍ إِذَا رَجَعْتُمْ ۗ تِلْكَ عَشَرَةٌ كَامِلَةٌ ۗ ذَ‌ٰلِكَ لِمَن لَّمْ يَكُنْ أَهْلُهُۥ حَاضِرِى ٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ شَدِيدُ ٱلْعِقَابِ

196. სრულად აღასრულეთ ჰაჯი და უმრა ალლაჰისთვის. თუ რამე გაბრკოლებთ, მაშინ, შესაწირი პირუტყვი გაგზავნეთ, რაც გეადვილებათ. და არ გადაიპარსოთ თავი, ვიდრე შესაწირი თავის ადგილას არ ჩავა. თუ რომელიმე თქვენგანი ავადაა, ან რაიმე სენმა თავი გადააპარსვინა, გამოსასყიდია მარხვა, მოწყალების გაღება ან შესაწირი. მაგრამ როცა უსაფრთხოდ ხართ, მაშინ ვინც აღასრულებს უმრას ჰაჯთან ერთად, მან შესწიროს პირუტყვი, რაც ეადვილება; თუ ეს არ მოეპოვება, იმარხულოს სამი დღე ჰაჯობის დროს და შვიდი, როცა დაბრუნდება. ეს არის სრული ათი. ეს იმათთვის, ვისი ოჯახიც მესჯიდი ჰარამთან სიახლოვეს არ სახლობს. და გეშინოდეთ ალლაჰისა, იცოდეთ, რომ ალლაჰის სასჯელი მკაცრია.

ٱلْحَجُّ أَشْهُرٌ مَّعْلُومَـٰتٌ ۚ فَمَن فَرَضَ فِيهِنَّ ٱلْحَجَّ فَلَا رَفَثَ وَلَا فُسُوقَ وَلَا جِدَالَ فِى ٱلْحَجِّ ۗ وَمَا تَفْعَلُوا۟ مِنْ خَيْرٍ يَعْلَمْهُ ٱللَّهُ ۗ وَتَزَوَّدُوا۟ فَإِنَّ خَيْرَ ٱلزَّادِ ٱلتَّقْوَىٰ ۚ وَٱتَّقُونِ يَـٰٓأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ

197. ჰაჯობა ცნობილ თვეებშია და ვინც ამ დროს აღასრულებს ჰაჯს, არ ეთანაცხოვროს (ცოლს), არ იბილწოს, არ იჩხუბოს ჰაჯის დროს; და რასაც კარგს გააკეთებთ - იცის ალლაჰმა: მოიმარაგეთ საგზალი, მაგრამ საუკეთესო საგზალი, ღვთისმოშიშობაა. ჰეი გონიერნო, გეშინოდეთ ჩემი!

لَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَن تَبْتَغُوا۟ فَضْلًا مِّن رَّبِّكُمْ ۚ فَإِذَآ أَفَضْتُم مِّنْ عَرَفَـٰتٍ فَٱذْكُرُوا۟ ٱللَّهَ عِندَ ٱلْمَشْعَرِ ٱلْحَرَامِ ۖ وَٱذْكُرُوهُ كَمَا هَدَىٰكُمْ وَإِن كُنتُم مِّن قَبْلِهِۦ لَمِنَ ٱلضَّآلِّينَ

198. ცოდვა არ გექნებათ, თუ ეძიებთ სარგებელს თქვენი ღმერთისგან. და როცა დაიძვრებით არაფატიდან, ახსენეთ ალლაჰი მეშღერი ჰარამთან (ქუზაჰის მთასთან). და გაიხსენეთ იგი, როგორ დაგადგინათ ჭეშმარიტ გზაზე, უწინ კი იყავით გზააბნეულნი.

ثُمَّ أَفِيضُوا۟ مِنْ حَيْثُ أَفَاضَ ٱلنَّاسُ وَٱسْتَغْفِرُوا۟ ٱللَّهَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ

199. შემდეგ დაიძარით იქით, საითაც ხალხი დაიძრა და ალლაჰს მიტევება შესთხოვეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია!

فَإِذَا قَضَيْتُم مَّنَـٰسِكَكُمْ فَٱذْكُرُوا۟ ٱللَّهَ كَذِكْرِكُمْ ءَابَآءَكُمْ أَوْ أَشَدَّ ذِكْرًا ۗ فَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَقُولُ رَبَّنَآ ءَاتِنَا فِى ٱلدُّنْيَا وَمَا لَهُۥ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ مِنْ خَلَـٰقٍ

200. როდესაც დაასრულებთ თქვენს ღვთისმსახურებებს, გაიხსენეთ ალლაჰი ისე, როგორც თქვენს მამებს გაიხსენებდით ან უფრო მხურვალედ. და ადამიანთაგან ვინც იტყვის (შესთხოვს): ღმერთო ჩვენო, მოგვეცი ჩვენ სიკეთე ამქვეყნიურ ცხოვრებაში, წილი არ ექნებათ იმქვეყნიურში.

وَمِنْهُم مَّن يَقُولُ رَبَّنَآ ءَاتِنَا فِى ٱلدُّنْيَا حَسَنَةً وَفِى ٱلْـَٔاخِرَةِ حَسَنَةً وَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ 201. და იმათგან, ვინც ამბობს: ღმერთო ჩვენო! მოგვეცი ჩვენ სიკეთე ამქვეყნიურ ცხოვრებაშიც და იმქვეყნიურშიც, დაგვიფარე ჩვენ ცეცხლის სასჯელისგან, أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ نَصِيبٌ مِّمَّا كَسَبُوا۟ ۚ وَٱللَّهُ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ 202. მათ წილად ერგებათ ის, რაც მოიხვეჭეს. და ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას. وَٱذْكُرُوا۟ ٱللَّهَ فِىٓ أَيَّامٍ مَّعْدُودَ‌ٰتٍ ۚ فَمَن تَعَجَّلَ فِى يَوْمَيْنِ فَلَآ إِثْمَ عَلَيْهِ وَمَن تَأَخَّرَ فَلَآ إِثْمَ عَلَيْهِ ۚ لِمَنِ ٱتَّقَىٰ ۗ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّكُمْ إِلَيْهِ تُحْشَرُونَ 203. და ახსენეთ ალლაჰი განსაზღვრულ დღეებში. ვინც ორი დღით იჩქაროს, ცოდვად არ ჩაეთვლება; და ვინც დააგვიანოს, (ასევე მასაც) ცოდვად არ ჩაეთვლება. ეს მათთვის, ვინც ღვთისმოშიშია. გეშინოდეთ ალლაჰისა და იცოდეთ, რომ მის წინაშე იქნებით შეკრებილნი. وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يُعْجِبُكَ قَوْلُهُۥ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَيُشْهِدُ ٱللَّهَ عَلَىٰ مَا فِى قَلْبِهِۦ وَهُوَ أَلَدُّ ٱلْخِصَامِ 204. და ადამიანთაგან არიან ისეთებიც, ვისი სიტყვებიც გხიბლავს ამქვეყნიური ცხოვრების შესახებ, და ალლაჰს იმოწმებს იმაზე, რაც მის გულშია, არადა ის, ყველაზე ულმობელად მოკამათე მტერია. وَإِذَا تَوَلَّىٰ سَعَىٰ فِى ٱلْأَرْضِ لِيُفْسِدَ فِيهَا وَيُهْلِكَ ٱلْحَرْثَ وَٱلنَّسْلَ ۗ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ ٱلْفَسَادَ 205. და როცა უკან გაბრუნდება(შენგან), ცდილობს გაამრავლოს უკეთურება დედამიწაზე, და გაანადგუროს ნათესები, და შთამომავლობა. ხოლო ალლაჰს არ უყვარს არეულობა! وَإِذَا قِيلَ لَهُ ٱتَّقِ ٱللَّهَ أَخَذَتْهُ ٱلْعِزَّةُ بِٱلْإِثْمِ ۚ فَحَسْبُهُۥ جَهَنَّمُ ۚ وَلَبِئْسَ ٱلْمِهَادُ 206. როცა ეტყვიან: ალლაჰის გეშინოდეს! ამპარტავნობა შეიპყრობს ცოდვით. მისთვის ჯოჯოხეთიც კმარა! და რა საშინელი ადგილია! وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَشْرِى نَفْسَهُ ٱبْتِغَآءَ مَرْضَاتِ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ رَءُوفٌۢ بِٱلْعِبَادِ 207. ადამიანთაგან არის ისეთიც, ვინც ალლაჰის კმაყოფილების მოპოვების სურვილით საკუთარ სულსაც არ დაიშურებს. და ალლაჰი შემბრალეა მსახურთა მიმართ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱدْخُلُوا۟ فِى ٱلسِّلْمِ كَآفَّةً وَلَا تَتَّبِعُوا۟ خُطُوَ‌ٰتِ ٱلشَّيْطَـٰنِ ۚ إِنَّهُۥ لَكُمْ عَدُوٌّ مُّبِينٌ 208. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! შედით სრულ მორჩილებაში (ისლამი) და არ გაჰყვეთ ეშმაკის კვალთ, რამეთუ იგი თქვენი აშკარა მტერია! فَإِن زَلَلْتُم مِّنۢ بَعْدِ مَا جَآءَتْكُمُ ٱلْبَيِّنَـٰتُ فَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ 209. და თუკი ცდუნდით მას მერე, რაც ზემოგევლინათ ცხადი მტკიცებები, იცოდეთ, რომ ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. هَلْ يَنظُرُونَ إِلَّآ أَن يَأْتِيَهُمُ ٱللَّهُ فِى ظُلَلٍ مِّنَ ٱلْغَمَامِ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ وَقُضِىَ ٱلْأَمْرُ ۚ وَإِلَى ٱللَّهِ تُرْجَعُ ٱلْأُمُورُ 210. ნუთუ ისინი მხოლოდ იმას ელოდებიან, რომ ალლაჰი გამოეცხადებათ ღრუბლების საფარიდან ანგელოზებითურთ? საქმენი გადაწყდა და საქმენი დაბრუნდებიან ალლაჰთან. سَلْ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ كَمْ ءَاتَيْنَـٰهُم مِّنْ ءَايَةٍۭ بَيِّنَةٍ ۗ وَمَن يُبَدِّلْ نِعْمَةَ ٱللَّهِ مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَتْهُ فَإِنَّ ٱللَّهَ شَدِيدُ ٱلْعِقَابِ 211. ჰკითხე ისრაილის შვილებს: რამდენი ცხადი სასწაული მოვუვლინეთ მათ? და ვინც ალლაჰის მინიჭებულ წყალობას შეცვლის მას მერე, რაც ებოძა, უეჭველად, ალლაჰი სასტიკსასჯელიანია! زُيِّنَ لِلَّذِينَ كَفَرُوا۟ ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَا وَيَسْخَرُونَ مِنَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ۘ وَٱلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ فَوْقَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۗ وَٱللَّهُ يَرْزُقُ مَن يَشَآءُ بِغَيْرِ حِسَابٍ 212. რომელნიც ურწმუნონი არიან, მოკაზმული ეჩვენათ მათ ამქვეყნიური ცხოვრება და დასცინიან იმათ, რომელთაც ირწმუნეს. და რომელნიც ღვთისმოშიშნი არიან, მათზე (ურწმუნოებზე) აღმატებულნი იქნებიან აღდგომის დღეს და ალლაჰი უთვალავს უბოძებს, ვისაც ინებებს. كَانَ ٱلنَّاسُ أُمَّةً وَ‌ٰحِدَةً فَبَعَثَ ٱللَّهُ ٱلنَّبِيِّـۧنَ مُبَشِّرِينَ وَمُنذِرِينَ وَأَنزَلَ مَعَهُمُ ٱلْكِتَـٰبَ بِٱلْحَقِّ لِيَحْكُمَ بَيْنَ ٱلنَّاسِ فِيمَا ٱخْتَلَفُوا۟ فِيهِ ۚ وَمَا ٱخْتَلَفَ فِيهِ إِلَّا ٱلَّذِينَ أُوتُوهُ مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَتْهُمُ ٱلْبَيِّنَـٰتُ بَغْيًۢا بَيْنَهُمْ ۖ فَهَدَى ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لِمَا ٱخْتَلَفُوا۟ فِيهِ مِنَ ٱلْحَقِّ بِإِذْنِهِۦ ۗ وَٱللَّهُ يَهْدِى مَن يَشَآءُ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍ مُّسْتَقِيمٍ 213. ადამიანები ერთ თემად იყვნენ და ალლაჰმა შუამავლები წარმოგზავნა მახარობლებად და შემგონებლებად. და წიგნი ზემოავლინა მათთან ერთად ჭეშმარიტებით, რათა განესაჯა ხალხთა შორის ის, რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ. და ვერ თანხმდებოდნენ ერთმანეთის შურით მხოლოდ ისინი, რომელთაც მათ შემდგომ ებოძათ ის, რაც ცხადი მოწმობანი მოუვიდათ; და რომელთაც ირწმუნეს, ისინი დაადგინა ალლაჰმა თავისი ნებით იმ ჭეშმარიტებისაკენ, რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ. და ალლაჰი სწორ გზაზე დაადგენს, ვისაც ინებებს. أَمْ حَسِبْتُمْ أَن تَدْخُلُوا۟ ٱلْجَنَّةَ وَلَمَّا يَأْتِكُم مَّثَلُ ٱلَّذِينَ خَلَوْا۟ مِن قَبْلِكُم ۖ مَّسَّتْهُمُ ٱلْبَأْسَآءُ وَٱلضَّرَّآءُ وَزُلْزِلُوا۟ حَتَّىٰ يَقُولَ ٱلرَّسُولُ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ مَتَىٰ نَصْرُ ٱللَّهِ ۗ أَلَآ إِنَّ نَصْرَ ٱللَّهِ قَرِيبٌ 214. ნუთუ გეგონათ, რომ სამოთხეში შეხვიდოდით მაშინ, როცა ჯერ არ მოგსვლიათ ის, რაც თქვენს უწინ გარდასულებს მოევლინათ? მათ უბედურება და გაჭირვება შეეხოთ და ისე შეირყნენ, რომ შუამავალი და ისინიც, რომელთაც მასთან ერთად ირწმუნეს, ამბობდნენ: როდის შეგვეწევა ალლაჰი? და აჰა, ალლაჰის შეწევნა ახლოსაა! يَسْـَٔلُونَكَ مَاذَا يُنفِقُونَ ۖ قُلْ مَآ أَنفَقْتُم مِّنْ خَيْرٍ فَلِلْوَ‌ٰلِدَيْنِ وَٱلْأَقْرَبِينَ وَٱلْيَتَـٰمَىٰ وَٱلْمَسَـٰكِينِ وَٱبْنِ ٱلسَّبِيلِ ۗ وَمَا تَفْعَلُوا۟ مِنْ خَيْرٍ فَإِنَّ ٱللَّهَ بِهِۦ عَلِيمٌ 215. გეკითხებიან ისინი შენ: რა გავცეთ? უპასუხე: რასაც გასცემთ, სიკეთეს - მშობლებისთვის, ახლობლებისთვის, ობლებისთვის, უპოვრებისთვის, მოგზაურებისთვის. და რა სიკეთესაც იქმთ, ჭეშმარიტად, ალლაჰი იცის! كُتِبَ عَلَيْكُمُ ٱلْقِتَالُ وَهُوَ كُرْهٌ لَّكُمْ ۖ وَعَسَىٰٓ أَن تَكْرَهُوا۟ شَيْـًٔا وَهُوَ خَيْرٌ لَّكُمْ ۖ وَعَسَىٰٓ أَن تُحِبُّوا۟ شَيْـًٔا وَهُوَ شَرٌّ لَّكُمْ ۗ وَٱللَّهُ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ 216. ომი, თქვენთვის საძულველიც რომ იყოს, მაინც სავალდებულო გახდა თქვენდა. იქნებ თქვენ გძულდეთ რამე, მაგრამ ის რამე კარგია თქვენთვის; და იქნებ თქვენ გიყვარდეთ რამე, მაგრამ ის ცუდია თქვენთვის. ალლაჰმა უწყის, თქვენ კი არ იცით! يَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلشَّهْرِ ٱلْحَرَامِ قِتَالٍ فِيهِ ۖ قُلْ قِتَالٌ فِيهِ كَبِيرٌ ۖ وَصَدٌّ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ وَكُفْرٌۢ بِهِۦ وَٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ وَإِخْرَاجُ أَهْلِهِۦ مِنْهُ أَكْبَرُ عِندَ ٱللَّهِ ۚ وَٱلْفِتْنَةُ أَكْبَرُ مِنَ ٱلْقَتْلِ ۗ وَلَا يَزَالُونَ يُقَـٰتِلُونَكُمْ حَتَّىٰ يَرُدُّوكُمْ عَن دِينِكُمْ إِنِ ٱسْتَطَـٰعُوا۟ ۚ وَمَن يَرْتَدِدْ مِنكُمْ عَن دِينِهِۦ فَيَمُتْ وَهُوَ كَافِرٌ فَأُو۟لَـٰٓئِكَ حَبِطَتْ أَعْمَـٰلُهُمْ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 217. გეკითხებიან ისინი აკრძალულ თვეში ომის შესახებ, უპასუხე: ბრძოლა აკრძალულ თვეში დიდი ცოდვაა, ალლაჰის გზიდან გადახვევაა, ურწმუნოება მის მიმართ და მესჯიდი ჰარამის მიმართ, იქ მცხოვრებთა განდევნა კიდევ უფრო დიდი ცოდვაა ალლაჰის წინაშე, ფიტნა(ცდუნება), უფრო დიდია ვიდრე ბრძოლა! ხოლო ისინი არ შეწყვეტენ თქვენთან ბრძოლას, სანამ არ გადაგიყვანებენ თქვენი რწმენიდან, თუკი შეძლებენ ამას. და თუ რომელიმე თქვენგანი განეშორება თავის სარწმუნოებას და ურწმუნოდ მოკვდება, ამაოებად ექცევათ ამქვეყნიური და იმქვეყნიური ცხოვრება; აი, ცეცხლის ბინადარნი, იქნებიან იქ მარადიულად. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَٱلَّذِينَ هَاجَرُوا۟ وَجَـٰهَدُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ أُو۟لَـٰٓئِكَ يَرْجُونَ رَحْمَتَ ٱللَّهِ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ 218. ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, გადაიხვეწნენ სამშობლოდან და იბრძოლეს ალლაჰის გზაზე, აი, ისინი ალლაჰის მოწყალებას იმედოვნებენ, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. يَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلْخَمْرِ وَٱلْمَيْسِرِ ۖ قُلْ فِيهِمَآ إِثْمٌ كَبِيرٌ وَمَنَـٰفِعُ لِلنَّاسِ وَإِثْمُهُمَآ أَكْبَرُ مِن نَّفْعِهِمَا ۗ وَيَسْـَٔلُونَكَ مَاذَا يُنفِقُونَ قُلِ ٱلْعَفْوَ ۗ كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ لَعَلَّكُمْ تَتَفَكَّرُونَ 219. ისინი გეკითხებიან შენ ალკოჰოლური სასმელისა და ყუმარის შესახებ. უთხარი: ორივე დიდი ცოდვაა და სარგებელიც ხალხისთვის, მაგრამ ცოდვა უფრო ჭარბია, ვიდრე სარგებელი. და გეკითხებიან, რა გასცენ. უთხარი: საჭიროზე ზედმეტი. ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, რათა ეგების დაფიქრდეთ. فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ ۗ وَيَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلْيَتَـٰمَىٰ ۖ قُلْ إِصْلَاحٌ لَّهُمْ خَيْرٌ ۖ وَإِن تُخَالِطُوهُمْ فَإِخْوَ‌ٰنُكُمْ ۚ وَٱللَّهُ يَعْلَمُ ٱلْمُفْسِدَ مِنَ ٱلْمُصْلِحِ ۚ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَأَعْنَتَكُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌ 220. სააქაო და საიქიო ცხოვრებაზე! და გეკითხებიან ისინი ობლებზე. უპასუხე: მათზე ზრუნვა კარგია. ხოლო თუ საქმეში შეეზავებით ერთმანეთს, ისინი თქვენი ძმები არიან. ალლაჰი განარჩევს უკეთურს კეთილისაგან. და თუ ალლაჰი ინებებს, გასაჭირში ჩაგაგდებთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია! وَلَا تَنكِحُوا۟ ٱلْمُشْرِكَـٰتِ حَتَّىٰ يُؤْمِنَّ ۚ وَلَأَمَةٌۭ مُّؤْمِنَةٌ خَيْرٌۭ مِّن مُّشْرِكَةٍۢ وَلَوْ أَعْجَبَتْكُمْ ۗ وَلَ ا تُنكِحُوا۟ ٱلْمُشْرِكِينَ حَتَّىٰ يُؤْمِنُوا۟ ۚ وَلَعَبْدٌۭ مُّؤْمِنٌ خَيْرٌۭ مِّن مُّشْرِكٍۢ وَلَوْ أَعْجَبَكُمْ ۗ أُو۟لَـٰٓئِكَ يَدْعُونَ إِلَى ٱلنَّارِ ۖ وَٱللَّهُ يَدْعُوٓا۟ إِلَى ٱلْجَنَّةِ وَٱلْمَغْفِرَةِ بِإِذْنِهِۦ ۖ وَيُبَيِّنُ ءَايَـٰتِهِۦ لِلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَتَذَكَّرُونَ 221. არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მონა წარმართზე უკეთესია, თუნდაც გხიბლავდეთ იგი. და არ მიათხოვოთ ქალი წარმართ კაცებს, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მონა წარმართზე უმჯობესია, თუნდაც რომ გხიბლავდეთ იგი. ისინი ცეცხლისკენ გიხმობენ, ალლაჰი კი გიხმობთ თავისი ნებით სამოთხისა და მიტევებისკენ. და განუმარტავს ადამიანებს თავის აიათებს, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ! وَيَسْـَٔلُونَكَ عَنِ ٱلْمَحِيضِ ۖ قُلْ هُوَ أَذًۭى فَٱعْتَزِلُوا۟ ٱلنِّسَآءَ فِى ٱلْمَحِيضِ ۖ وَلَا تَقْرَبُوهُنَّ حَتَّىٰ يَطْهُرْنَ ۖ فَإِذَا تَطَهَّرْنَ فَأْتُوهُنَّ مِنْ حَيْثُ أَمَرَكُمُ ٱللَّهُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلتَّوَّ‌ٰبِينَ وَيُحِبُّ ٱلْمُتَطَهِّرِينَ 222. ისინი გეკითხებიან დედათა წესის (მენსტრუაცია) შესახებ. უთხარი: ეს მტკივნეულია. განერიდეთ ქალებს დედათა წესის დროს და არ გაეკაროთ მათ, სანამ არ განიწმინდებიან. და როცა განიწმინდებიან, მიდით მათთან ისე, როგორც ეს ალლაჰმა დაგიწესათ. ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მომნანიებელნი და უყვარს განწმენდილები! نِسَآؤُكُمْ حَرْثٌۭ لَّكُمْ فَأْتُوا۟ حَرْثَكُمْ أَنَّىٰ شِئْتُمْ ۖ وَقَدِّمُوا۟ لِأَنفُسِكُمْ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّكُم مُّلَـٰقُوهُ ۗ وَبَشِّرِ ٱلْمُؤْمِنِينَ 223. თქვენი მეუღლეები ყანაა თქვენი. შედით თქვენს ყანაში როგორც გენებოთ, და საკუთარი თავისთვის განიმზადეთ. და გეშინოდეთ ალლაჰისა. იცოდეთ, რომ თქვენ შეხვდებით მას და ახარე მორწმუნეთ! وَلَا تَجْعَلُوا۟ ٱللَّهَ عُرْضَةًۭ لِّأَيْمَـٰنِكُمْ أَن تَبَرُّوا۟ وَتَتَّقُوا۟ وَتُصْلِحُوا۟ بَيْنَ ٱلنَّاسِ ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 224. და ნუ აქცევთ ალლაჰს თქვენი ფიცის საგნად, რომ ხართ ქველმოქმედნი, ღვთისმოშიშნი და კეთილისმოფელნი ხალხთა შორის. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. لَّا يُؤَاخِذُكُمُ ٱللَّهُ بِٱللَّغْوِ فِىٓ أَيْمَـٰنِكُمْ وَلَـٰكِن يُؤَاخِذُكُم بِمَا كَسَبَتْ قُلُوبُكُمْ ۗ وَٱللَّهُ غَفُورٌ حَلِيمٌۭ 225. ალლაჰი არ დაგსჯის თქვენ ფიცისთვის, რომელიც განზრახ არ წარმოგითქვამთ, მაგრამ დაგსჯით იმისთვის, რაც თქვენმა გულებმა მოიხვეჭა. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, შემწყნარებელია! لِّلَّذِينَ يُؤْلُونَ مِن نِّسَآئِهِمْ تَرَبُّصُ أَرْبَعَةِ أَشْهُرٍۢ ۖ فَإِن فَآءُو فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 226. რომელნიც დაიფიცებენ არ გაკარებას თავიანთ ცოლებთან, თავშეკავებაა (ლოდინია) მათთვის ოთხი თვე, მაგრამ თუკი ამ ვადაში უკუმოიქცევიან, ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, მწყალობელია. وَإِنْ عَزَمُوا۟ ٱلطَّلَـٰقَ فَإِنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 227. და თუ გაყრას გადაწყვეტენ, უეჭველად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა! وَٱلْمُطَلَّقَـٰتُ يَتَرَبَّصْنَ بِأَنفُسِهِنَّ ثَلَـٰثَةَ قُرُوٓءٍۢ ۚ وَلَا يَحِلُّ لَهُنَّ أَن يَكْتُمْنَ مَا خَلَقَ ٱللَّهُ فِىٓ أَرْحَامِهِنَّ إِن كُنَّ يُؤْمِنَّ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ ۚ وَبُعُولَتُهُنَّ أَحَقُّ بِرَدِّهِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ إِنْ أَرَادُوٓا۟ إِصْلَـٰحًۭا ۚ وَلَهُنَّ مِثْلُ ٱلَّذِى عَلَيْهِنَّ بِٱلْمَعْرُوفِ ۚ وَلِلرِّجَالِ عَلَيْهِنَّ دَرَجَةٌۭ ۗ وَٱللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌ 228. გაცილებული ქალები თავს იკავებენ (ხელმეორედ დასაქორწინებლად) სამ დედათა წესს. თუ სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ნება არ აქვთ დამალონ, რაც ალლაჰმა გაუჩინა მათ საშვილოსნოებში. ხოლო მათი ქმრები უფრო ღირსეული არიან ამ დროს დაიბრუნონ ისინი, თუკი სურთ შერიგება. და ქალებს აქვთ იგივე უფლებები, რა უფლებებიც მათზე (ქმრებს) აქვთ კანონის ფარგლებში. ოღონდ ქმრები მათზე მაღლა არიან ერთი საფეხურით. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. ٱلطَّلَـٰقُ مَرَّتَانِ ۖ فَإِمْسَاكٌۢ بِمَعْرُوفٍ أَوْ تَسْرِيحٌۢ بِإِحْسَـٰنٍۢ ۗ وَلَا يَحِلُّ لَكُمْ أَن تَأْخُذُوا۟ مِمَّآ ءَاتَيْتُمُوهُنَّ شَيْـًٔا إِلَّآ أَن يَخَافَآ أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ ٱللَّهِ ۖ فَإِنْ خِفْتُمْ أَلَّا يُقِيمَا حُدُودَ ٱللَّهِ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا فِيمَا ٱفْتَدَتْ بِهِۦ ۗ تِلْكَ حُدُودُ ٱللَّهِ فَلَا تَعْتَدُوهَا ۚ وَمَن يَتَعَدَّ حُدُودَ ٱللَّهِ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 229. განქორწინება მხოლოდ ორჯერაა (შესაძლებელი). ამის შემდგომ თქვენ ან დაიტოვებთ ცოლებს წესისამებრ ან გაეყრებით კეთილგანწყობით. ნებადართული არ არის არანაირი თქვენს მიერ ნაჩუქარის უკან გამორთმევა, მხოლოდ მაშინ, თუ ორივე მხარეს ეშინია, რომ გადავა ალლაჰის დადგენილ ნორმებს. და თუ თქვენ გეშინიათ, რომ ის ორი ვერ დააკმაყოფილებენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს, მაშინ ცოდვა არაა არც ერთზე იმაში, რომ ქალი თავს გამოისყიდის. ასეთია ალლაჰის დადგენილი ნორმები და არ გადასცდეთ მას. და ვინც გადასცდება ალლაჰის დადგენილ ნორმებს, სწორედ, ისინი არიან ცოდვილნი! فَإِن طَلَّقَهَا فَلَا تَحِلُّ لَهُۥ مِنۢ بَعْدُ حَتَّىٰ تَنكِحَ زَوْجًا غَيْرَهُۥ ۗ فَإِن طَلَّقَهَا فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَآ أَن يَتَرَاجَعَآ إِن ظَنَّآ أَن يُقِيمَا حُدُودَ ٱللَّهِ ۗ وَتِلْكَ حُدُودُ ٱللَّهِ يُبَيِّنُهَا لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ 230. თუ გაეყარა კაცი ქალს (მესამეჯერ), ამის შემდეგ აღარ არის ეს ქალი ნებადართული მისთვის, სანამ სხვა ქმარს არ მისთხოვდება: მერე ამანაც თუ გაუშვა, ცოდვა არ ექნეს არც ერთს იმის გამო, თუ დაუბრუნდებიან ერთმანეთს, თუკი იმედი აქვთ, რომ დაიცავენ ალლაჰის დადგენილ ნორმებს. აი, ესაა ალლაჰის დადგენილი ნორმები, რომელსაც განუმარტავს იმ ხალხს, რომელთაც სურთ, რომ შეიმეცნონ. وَإِذَا طَلَّقْتُمُ ٱلنِّسَآءَ فَبَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَأَمْسِكُوهُنَّ بِمَعْرُوفٍ أَوْ سَرِّحُوهُنَّ بِمَعْرُوفٍۢ ۚ وَلَا تُمْسِكُوهُنَّ ضِرَارًۭا لِّتَعْتَدُوا۟ ۚ وَمَن يَفْعَلْ ذَ‌ٰلِكَ فَقَدْ ظَلَمَ نَفْسَهُۥ ۚ وَلَا تَتَّخِذُوٓا۟ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ هُزُوًۭا ۚ وَٱذْكُرُوا۟ نِعْمَتَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَمَآ أَنزَلَ عَلَيْكُم مِّنَ ٱلْكِتَـٰبِ وَٱلْحِكْمَةِ يَعِظُكُم بِهِۦ ۚ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ 231. და თუ გაეყარეთ ცოლებს, რომელთაც დაასრულეს თავიანთი ვადა, ან დაიტოვეთ ისინი წესისამებრ ან გაუშვით წესისამებრ; და არ დატოვოთ ძალით, არ დაჩაგროთ. ხოლო თუ ვინმე ასე მოიქცევა, ის საკუთარ თავს მოექცევა უსამართლოდ. ნუ ეხუმრებით ალლაჰის აიათებს, გახსოვდეთ ალლაჰის წყალობა თქვენდამი და ის, რაც მან მოგივლინათ წიგნიდან და სიბრძნიდან, რათა შეეგონებინეთ თქვენ მათი მეშვეობით; გეშინოდეთ ალლაჰისა, და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისმცოდნეა. وَإِذَا طَلَّقْتُمُ ٱلنِّسَآءَ فَبَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَلَا تَعْضُلُوهُنَّ أَن يَنكِحْنَ أَزْوَ‌ٰجَهُنَّ إِذَا تَرَ‌ٰضَوْا۟ بَيْنَهُم بِٱلْمَعْرُوفِ ۗ ذَ‌ٰلِكَ يُوعَظُ بِهِۦ مَن كَانَ مِنكُمْ يُؤْمِنُ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ ۗ ذَ‌ٰلِكُمْ أَزْكَىٰ لَكُمْ وَأَطْهَرُ ۗ وَٱللَّهُ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ 232. და თუ გაეყარეთ ცოლებს და მათ დაასრულეს თავიანთი ვადა, წინ არ აღუდგეთ მათ გათხოვებას თავიანთ ქმრებზე, თუკი ისინი შეთანხმდნენ ერთმანეთში წესისამებრ. სწორედ ესაა შეგონება იმათთვის, თქვენგან ვისაც სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. ესაა თქვენთვის ყველაზე ღირსეული და წმინდა. ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის, და თქვენ კი არ იცით! وَٱلْوَ‌ٰلِدَ‌ٰتُ يُرْضِعْنَ أَوْلَـٰدَهُنَّ حَوْلَيْنِ كَامِلَيْنِ ۖ لِمَنْ أَرَادَ أَن يُتِمَّ ٱلرَّضَاعَةَ ۚ وَعَلَى ٱلْمَوْلُودِ لَهُۥ رِزْقُهُنَّ وَكِسْوَتُهُنَّ بِٱلْمَعْرُوفِ ۚ لَا تُكَلَّفُ نَفْسٌ إِلَّا وُسْعَهَا ۚ لَا تُضَآرَّ وَ‌ٰلِدَةٌۢ بِوَلَدِهَا وَلَا مَوْلُودٌۭ لَّهُۥ بِوَلَدِهِۦ ۚ وَعَلَى ٱلْوَارِثِ مِثْلُ ذَ‌ٰلِكَ ۗ فَإِنْ أَرَادَا فِصَالًا عَن تَرَاضٍۢ مِّنْهُمَا وَتَشَاوُرٍۢ فَلَا جُنَاحَ عَلَيْهِمَا ۗ وَإِنْ أَرَدتُّمْ أَن تَسْتَرْضِعُوٓا۟ أَوْلَـٰدَكُمْ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِذَا سَلَّمْتُم مَّآ ءَاتَيْتُم بِٱلْمَعْرُوفِ ۗ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌۭ 233. დედა აწოვებს ძუძუს სრულ ორ წელს. ეს იმათთვის, ვისაც უნდა დაასრულოს შვილების ძუძუთი კვება. მათ კი (კაცებს), ვისაც შვილი შეეძინებათ, გამოკვებონ ქალები და ჩააცვან წესისამებრ. არ ეკისრება არავის იმაზე მეტი, რაც შეუძლიათ. არც დედას ევნოს და არც მამას, რომელსაც შვილი შეეძინა. მემკვიდრეებსაც იგივე მოპყრობა. და თუკი მოისურვებენ თავი დაანებებინონ ძუძუთი კვებას, შეთანხმდნენ და მოითათბირონ, ცოდვად არ ჩაეთვლებათ არც ერთს. თუ მოინდომებთ მეძუძურ ქალს გამოაკვებინოთ თქვენი შვილები, ცოდვად არ ჩაგეთვლებათ თუ მისცემთ იმას, რაც მისაცემია წესისამებრ. და გეშინოდეთ ალლაჰის. იცოდეთ, ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ! وَٱلَّذِينَ يُتَوَفَّوْنَ مِنكُمْ وَيَذَرُونَ أَزْوَ‌ٰجًۭا يَتَرَبَّصْنَ بِأَنفُسِهِنَّ أَرْبَعَةَ أَشْهُرٍۢ وَعَشْرًۭا ۖ فَإِذَا بَلَغْنَ أَجَلَهُنَّ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا فَعَلْنَ فِىٓ أَنفُسِهِنَّ بِٱلْمَعْرُوفِ ۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌۭ 234. და რომელნიც გარდაიცვლებიან თქვენგან და დატოვებენ ცოლებს, მათ უნდა მოიცადონ ოთხი თვე და ათი დღე. როცა ამ ვადას მიაღწევენ, ცოდვად არ გეთვლებათ ის, რაც მათ თავად ჩაიდინონ წესისამებრ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის რასაც აკეთებთ! وَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِيمَا عَرَّضْتُم بِهِۦ مِنْ خِطْبَةِ ٱلنِّسَآءِ أَوْ أَكْنَنتُمْ فِىٓ أَنفُسِكُمْ ۚ عَلِمَ ٱللَّهُ أَنَّكُمْ سَتَذْكُرُونَهُنَّ وَلَـٰكِن لَّا تُوَاعِدُوهُنَّ سِرًّا إِلَّآ أَن تَقُولُوا۟ قَوْلًۭا مَّعْرُوفًۭا ۚ وَلَا تَعْزِمُوا۟ عُقْدَةَ ٱلنِّكَاحِ حَتَّىٰ يَبْلُغَ ٱلْكِتَـٰبُ أَجَلَهُۥ ۚ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا فِىٓ أَنفُسِكُمْ فَٱحْذَرُوهُ ۚ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌۭ 235. (ქალები, რომელნიც ელოდებიან ვადას) ცოდვად არ ითვლება, თუ ხელს სთხოვთ (ამ) ქალს ან გულში განიზრახავთ. ალლაჰმა იცის, რომ გაიხსენებთ მათ. და არ შეეთანხმოთ მათ ფარულად, მხოლოდ წესისამებრ დაელაპარაკეთ. და არ გაბედოთ საქორწინო კავშირი, ვიდრე სავალდებულოდ დაწესებული ვადა არ გავა. იცოდეთ, ალლაჰმა იცის თქვენი გულისნადები და უფრთხილდით მას. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობია, შემწყნარებელია. لَّا جُنَاحَ عَلَيْكُمْ إِن طَلَّقْتُمُ ٱلنِّسَآءَ مَا لَمْ تَمَسُّوهُنَّ أَوْ تَفْرِضُوا۟ لَهُنَّ فَرِيضَةًۭ ۚ وَمَتِّعُوهُنَّ عَلَى ٱلْمُوسِعِ قَدَرُهُۥ وَعَلَى ٱلْمُقْتِرِ قَدَرُهُۥ مَتَـٰعًۢا بِٱلْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى ٱلْمُحْسِنِينَ 236. ცოდვად არ გეთვლებათ თუ გაეყრებით ქალს, რომელსაც ჯერ არ შეხებიხართ, ან ჯერ არ გიკისრიათ რაიმე ვალდებულება (არ განგისაზღვრავთ ურვადი). მიეცით მათ წესისამებრ სარგებლობაში შეძლებულებმაც და ღარიბებმაც შეძლებისდაგვარად, რაც სავალდებულოა სიკეთისმქმნელთათვის. وَإِن طَلَّقْتُمُوهُنَّ مِن قَبْلِ أَن تَمَسُّوهُنَّ وَقَدْ فَرَضْتُمْ لَهُنَّ فَرِيضَةًۭ فَنِصْفُ مَا فَرَضْتُمْ إِلَّآ أَن يَعْفُونَ أَوْ يَعْفُوَا۟ ٱلَّذِى بِيَدِهِۦ عُقْدَةُ ٱلنِّكَاحِ ۚ وَأَن تَعْفُوٓا۟ أَقْرَبُ لِلتَّقْوَىٰ ۚ وَلَا تَنسَوُا۟ ٱلْفَضْلَ بَيْنَكُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 237. და თუ გაეყრებით იქამდე, სანამ შეეხებოდეთ მათ, და უკვე ვალდებულება ნაკისრი გაქვთ (ურვადი განსაზღვრული გაქვთ), მაშინ (მიეცით) მათ ნახევარი იმისა, რაც დაგეკისრათ. გარდა იმ შემთხვევისა, თუკი დათმობთ თქვენ ან ისინი, ვის ხელთაცაა საქორწინო ხელშეკრულება. და რომ დათმოთ თქვენ (ქმრებმა) ეს უფრო ახლოა ღვთისმოსაობასთან. და არ დაივიწყოთ ურთიერთპატივისცემა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს იმას, რასაც აკეთებთ! حَـٰفِظُوا۟ عَلَى ٱلصَّلَوَ‌ٰتِ وَٱلصَّلَوٰةِ ٱلْوُسْطَىٰ وَقُومُوا۟ لِلَّهِ قَـٰنِتِينَ 238. დაიცავით ლოცვები და შუა ლოცვა, და მოკრძალებით დადექით ალლაჰის წინაშე. فَإِنْ خِفْتُمْ فَرِجَالًا أَوْ رُكْبَانًۭا ۖ فَإِذَآ أَمِنتُمْ فَٱذْكُرُوا۟ ٱللَّهَ كَمَا عَلَّمَكُم مَّا لَمْ تَكُونُوا۟ تَعْلَمُونَ 239. თუკი საფრთხეში ხართ (შეგეშინდათ, რომ საფრთხე მოგელით), მოსიარულემ ან ამხედრებულმა (ილოცეთ); და თუ საფრთხე აღარ გემუქრებათ, გაიხსენეთ ალლაჰი, როგორ გასწავლათ ის, რაც არ იცოდით. وَٱلَّذِينَ يُتَوَفَّوْنَ مِنكُمْ وَيَذَرُونَ أَزْوَ‌ٰجًۭا وَصِيَّةًۭ لِّأَزْوَ‌ٰجِهِم مَّتَـٰعًا إِلَى ٱلْحَوْلِ غَيْرَ إِخْرَاجٍۢ ۚ فَإِنْ خَرَجْنَ فَلَا جُنَاحَ عَلَيْكُمْ فِى مَا فَعَلْنَ فِىٓ أَنفُسِهِنَّ مِن مَّعْرُوفٍۢ ۗ وَٱللَّهُ عَزِيزٌ حَكِيمٌۭ 240. და რომელნიც გარდაიცვლებიან თქვენგან და დარჩებათ მეუღლეები, ანდერძი თავიანთი მეუღლეთათვის არის ერთი წლით სამკვიდრო სახლიდან გაუსვლელად. და თუ გავლენ, თქვენ ცოდვად არ ჩაგეთვლებათ ის, რაც მათ თავად ჩაიდინონ. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. وَلِلْمُطَلَّقَـٰتِ مَتَـٰعٌۢ بِٱلْمَعْرُوفِ ۖ حَقًّا عَلَى ٱلْمُتَّقِينَ 241. გაცილებულ ქალებს (მიეცით) სარჩო სიკეთით, რაც სავალდებულოა ღვთისმოშიშთათვის. كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمْ ءَايَـٰتِهِۦ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 242. ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგების დაფიქრდეთ. أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ خَرَجُوا۟ مِن دِيَـٰرِهِمْ وَهُمْ أُلُوفٌ حَذَرَ ٱلْمَوْتِ فَقَالَ لَهُمُ ٱللَّهُ مُوتُوا۟ ثُمَّ أَحْيَـٰهُمْ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى ٱلنَّاسِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَشْكُرُونَ 243. განა არ გინახავს ისინი ათასნი, რომელნიც სიკვდილის შიშით სახლებიდან გადაიხვეწნენ? იყვნენ ათასობით და უფრთხოდნენ სიკვდილს. უთხრა მათ ალლაჰმა: „მოკვდით!“ შემდეგ კი გააცოცხლა ისინი. ჭეშმარიტად, ალლაჰი სიკეთით აღსავსეა ხალხის მიმართ, ხალხის უმეტესობა კი უმადურია. وَقَـٰتِلُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 244. იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე და იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნეა. وَقَـٰتِلُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 245. ვინ არის ის, ვინც ასესხებს ალლაჰს კეთილ სესხს? იგი მას მრავალგზის უფრო უხვად მიაგებს. და ალლაჰი შეუზღუდავს და გასცემს უხვად (თავის წყალობას), და მასთან დაბრუნდებით. أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلْمَلَإِ مِنۢ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ مِنۢ بَعْدِ مُوسَىٰٓ إِذْ قَالُوا۟ لِنَبِىٍّۢ لَّهُمُ ٱبْعَثْ لَنَا مَلِكًۭا نُّقَـٰتِلْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۖ قَالَ هَلْ عَسَيْتُمْ إِن كُتِبَ عَلَيْكُمُ ٱلْقِتَالُ أَلَّا تُقَـٰتِلُوا۟ ۖ قَالُوا۟ وَمَا لَنَآ أَلَّا نُقَـٰتِلَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَقَدْ أُخْرِجْنَا مِن دِيَـٰرِنَا وَأَبْنَآئِنَا ۖ فَلَمَّا كُتِبَ عَلَيْهِمُ ٱلْقِتَالُ تَوَلَّوْا۟ إِلَّا قَلِيلًۭا مِّنْهُمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِٱلظَّـٰلِمِينَ 246. განა არ გინახავს ისრაილის წარჩინებული შვილნი, მუსას შემდგომ თავიანთ შუამავალს რომ უთხრეს: გამოგვიგზავნე მეფე, რომ ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე! უთხრა: იქნებ სავალდებულო გახდეს კიდეც ბრძოლა, თქვენ კი არ იბრძოლოთ? უთხრეს: ვითომ რატომ არ უნდა ვიბრძოლოთ ალლაჰის გზაზე, როცა მოგვაშორეს ჩვენს სახლებს და ჩვენს შვილებს? მაგრამ როცა ბრძოლა დაეწერათ (სავალდებულო გახდა მათთვის), პირი იბრუნეს მათგან მცირედის გარდა. ალლაჰმა კი იცის უსამართლონი. وَقَالَ لَهُمْ نَبِيُّهُمْ إِنَّ ٱللَّهَ قَدْ بَعَثَ لَكُمْ طَالُوتَ مَلِكًۭا ۚ قَالُوٓا۟ أَنَّىٰ يَكُونُ لَهُ ٱلْمُلْكُ عَلَيْنَا وَنَحْنُ أَحَقُّ بِٱلْمُلْكِ مِنْهُ وَلَمْ يُؤْتَ سَعَةًۭ مِّنَ ٱلْمَالِ ۚ قَالَ إِنَّ ٱللَّهَ ٱصْطَفَىٰهُ عَلَيْكُمْ وَزَادَهُۥ بَسْطَةًۭ فِى ٱلْعِلْمِ وَٱلْجِسْمِ ۖ وَٱللَّهُ يُؤْتِى مُلْكَهُۥ مَن يَشَآءُ ۚ وَٱللَّهُ وَ‌ٰسِعٌ عَلِيمٌۭ 247. და უთხრა მათ თავიანთმა შუამავალმა: ალლაჰმა წარმოგიგზავნათ ტალუთი მეფედ. თქვეს: როგორ შეიძლება მისი მეფობა ჩვენზე, როცა ჩვენ უფრო მეტი მეუფეობის ღირსნი ვართ და თან იგი არც სიმდიდრეს ფლობს. მან კი უთხრა: ჭეშმარიტად, ალლაჰმა ის გამოარჩია თქვენზე და უპირატესჰყო ცოდნითა და ფიზიკურად, ალლაჰი უბოძებს ხელმწიფებას იმას, ვისაც ინებებს. და ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა. وَقَالَ لَهُمْ نَبِيُّهُمْ إِنَّ ءَايَةَ مُلْكِهِۦٓ أَن يَأْتِيَكُمُ ٱلتَّابُوتُ فِيهِ سَكِينَةٌۭ مِّن رَّبِّكُمْ وَبَقِيَّةٌۭ مِّمَّا تَرَكَ ءَالُ مُوسَىٰ وَءَالُ هَـٰرُونَ تَحْمِلُهُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لَّكُمْ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 248. და უთხრა მათ მათმა შუამავალმა: მისი ხელმწიფების ნიშანი ის არის, რომ მოვა თქვენთან ზანდუკი, რომელშიც იქნება სიმშვიდე და უსაფრთხოება თქვენი ღმერთისგან, და დარჩენილი მათი, რაც მუსას ოჯახიდან დარჩა, და ასევე ჰარუნის ოჯახიდან. ანგელოზები მოატარებენ მას (ხის ზანდუკს). ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი! فَلَمَّا فَصَلَ طَالُوتُ بِٱلْجُنُودِ قَالَ إِنَّ ٱللَّهَ مُبْتَلِيكُم بِنَهَرٍۢ فَمَن شَرِبَ مِنْهُ فَلَيْسَ مِنِّى وَمَن لَّمْ يَطْعَمْهُ فَإِنَّهُۥ مِنِّىٓ إِلَّا مَنِ ٱغْتَرَفَ غُرْفَةًۢ بِيَدِهِۦ ۚ فَشَرِبُوا۟ مِنْهُ إِلَّا قَلِيلًۭا مِّنْهُمْ ۚ فَلَمَّا جَاوَزَهُۥ هُوَ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ قَالُوا۟ لَا طَاقَةَ لَنَا ٱلْيَوْمَ بِجَالُوتَ وَجُنُودِهِۦ ۚ قَالَ ٱلَّذِينَ يَظُنُّونَ أَنَّهُم مُّلَـٰقُوا۟ ٱللَّهِ كَم مِّن فِئَةٍۢ قَلِيلَةٍ غَلَبَتْ فِئَةًۭ كَثِيرَةًۢ بِإِذْنِ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ مَعَ ٱلصَّـٰبِرِينَ 249. როდესაც გაემართა ტალუთი ჯარით, უთხრა: ალლაჰი გამოგცდით თქვენ მდინარით; ვინც დალიოს მისგან, არ არის ჩემიანი, ხოლო ვინც არ დალევს და მხოლოდ ერთი პეშვი ამოიღოს თავისი ხელით, მაშინ ის, უეჭველად, ჩემიანია. და დალიეს, მცირედის გარდა მათგან. და როცა გადალახეს მდინარე მან და რომელთაც ირწმუნეს, თქვეს: არ შეგვწევს ჩვენ დღეს ძალა ჯალუთზე და მის ჯარზეო; ხოლო თქვეს, რომელთაც სჯეროდა, რომ ალლაჰს შეხვდებოდა: რამდენ მცირე გუნდს უძლევია დიდი გუნდისთვის ალლაჰის ნებით! და ალლაჰი იმათთანაა, რომელნიც მომთმენნი არიან. وَلَمَّا بَرَزُوا۟ لِجَالُوتَ وَجُنُودِهِۦ قَالُوا۟ رَبَّنَآ أَفْرِغْ عَلَيْنَا صَبْرًۭا وَثَبِّتْ أَقْدَامَنَا وَٱنصُرْنَا عَلَى ٱلْقَوْمِ ٱلْكَـٰفِرِينَ 250. და როცა ჯალუთისა და მისი ლაშქრის პირისპირ დადგნენ, თქვეს: ღმერთო ჩვენო! მოგვმადლე სიმტკიცე, მუხლი გაგვიმაგრე და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე! فَهَزَمُوهُم بِإِذْنِ ٱللَّهِ وَقَتَلَ دَاوُۥدُ جَالُوتَ وَءَاتَىٰهُ ٱللَّهُ ٱلْمُلْكَ وَٱلْحِكْمَةَ وَعَلَّمَهُۥ مِمَّا يَشَآءُ ۗ وَلَوْلَا دَفْعُ ٱللَّهِ ٱلنَّاسَ بَعْضَهُم بِبَعْضٍۢ لَّفَسَدَتِ ٱلْأَرْضُ وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ ذُو فَضْلٍ عَلَى ٱلْعَـٰلَمِينَ 251. და დაამარცხეს ისინი ალლაჰის ნებით. მოკლა დავუდმა ჯალუთი, და ალლაჰმა მას (დავუდს) უბოძა ხელმწიფება და სიბრძნე, და შეასწავლა მას, რაც ისურვა. ალლაჰს რომ არ შეეკავებინა ხალხის ერთი ნაწილი მეორისგან, დედამიწა წახდებოდა, მაგრამ ალლაჰი მფარველია, მწყალობელია სამყაროთა მიმართ! تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِٱلْحَقِّ ۚ وَإِنَّكَ لَمِنَ ٱلْمُرْسَلِينَ 252. აი, ესაა ალლაჰის აიათები, რომელთაც ჭეშმარიტებით გიკითხავთ. და, ჭეშმარიტად, შენა ხარ შუამავალთაგანი. تِلْكَ ٱلرُّسُلُ فَضَّلْنَا بَعْضَهُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ ۘ مِّنْهُم مَّن كَلَّمَ ٱللَّهُ ۖ وَرَفَعَ بَعْضَهُمْ دَرَجَـٰتٍۢ ۚ وَءَاتَيْنَا عِيسَى ٱبْنَ مَرْيَمَ ٱلْبَيِّنَـٰتِ وَأَيَّدْنَـٰهُ بِرُوحِ ٱلْقُدُسِ ۗ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ مَا ٱقْتَتَلَ ٱلَّذِينَ مِنۢ بَعْدِهِم مِّنۢ بَعْدِ مَا جَآءَتْهُمُ ٱلْبَيِّنَـٰتُ وَلَـٰكِنِ ٱخْتَلَفُوا۟ فَمِنْهُم مَّنْ ءَامَنَ وَمِنْهُم مَّن كَفَرَ ۚ وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ مَا ٱقْتَتَلُوا۟ وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ يَفْعَلُ مَا يُرِيدُ 253. ჩვენ შუამავალთაგან ერთი ნაწილი აღმატებულ ვჰქმენით სხვა დანარჩენზე. ალლაჰმა მათგან ზოგს დაელაპარაკა, ზოგნი კი ხარისხით უმაღლესჰყო. და ჩვენ ვუბოძეთ მარიამის შვილს, 'ისას ცხადი მოწმობანი და გავაძლიერეთ (განვამტკიცეთ) იგი წმინდა სულით. ალლაჰს რომ ენება, მათ (შუამავალთა) მერე მოსულნი, იმის შემდგომ, რაც მათ ცხადი მოწმობანი მოევლინათ, ერთმანეთს არ მოკლავდნენ. მაგრამ გაუგებრობას მიეცნენ. მაშინ მათგან ზოგიერთმა ირწმუნა და ზოგმა უარყო. ალლაჰს რომ ენება, ისინი არ მოკლავდნენ ერთმანეთს. მაგრამ ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَنفِقُوا۟ مِمَّا رَزَقْنَـٰكُم مِّن قَبْلِ أَن يَأْتِىَ يَوْمٌۭ لَّا بَيْعٌۭ فِيهِ وَلَا خُلَّةٌۭ وَلَا شَفَـٰعَةٌۭ ۗ وَٱلْكَـٰفِرُونَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 254. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაიღეთ (გახარჯეთ) რაც თქვენ გიბოძეთ იქიდან, სანამ მოსულა დღე, რომელშიც არც ვაჭრობა, არც მეგობრობა და არც შუამდგომლობა არ იქნება. და ურწმუნონი უსამართლონი არიან. ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ٱلْحَىُّ ٱلْقَيُّومُ ۚ لَا تَأْخُذُهُۥ سِنَةٌۭ وَلَا نَوْمٌۭ ۚ لَّهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ مَن ذَا ٱلَّذِى يَشْفَعُ عِندَهُۥٓ إِلَّا بِإِذْنِهِۦ ۚ يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ ۖ وَلَا يُحِيطُونَ بِشَىْءٍۢ مِّنْ عِلْمِهِۦٓ إِلَّا بِمَا شَآءَ ۚ وَسِعَ كُرْسِيُّهُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ ۖ وَلَا يَـُٔودُهُۥ حِفْظُهُمَا ۚ وَهُوَ ٱلْعَلِىُّ ٱلْعَظِيمُ 255. არ არის ღვთაება, ალლაჰის, უკვდავის, მარადისის გარდა, თვლემა არ ეუფლება მას და არც ძილი. მისია, რაც ცაშია და რაც ქვეყანაზე, და მის წინაშე არავის შეუძლია იშუამდგომლოს, თუ არა მისი ნება. მან იცის, რაც მათ უწინაა და რაც მათ შემდგომაა. ისინი კი მის ცოდნისგან მხოლოდ იმას გასწვდებიან, რასაც ინებებს. ტახტი მისი გარემოიცავს ცათა და ქვეყანას და მათი დაცვა არ უმძიმს მას. და იგი უზენაესი, დიდებულია. لَآ إِكْرَاهَ فِى ٱلدِّينِ ۖ قَد تَّبَيَّنَ ٱلرُّشْدُ مِنَ ٱلْغَىِّ ۚ فَمَن يَكْفُرْ بِٱلطَّـٰغُوتِ وَيُؤْمِنۢ بِٱللَّهِ فَقَدِ ٱسْتَمْسَكَ بِٱلْعُرْوَةِ ٱلْوُثْقَىٰ لَا ٱنفِصَامَ لَهَا ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ 256. იძულება არაა სარწმუნოებაში. ჭეშმარიტი გზა ნათლად გამოირჩა ცდომილისგან. მაშ, ვინც უარყო ტაღუთი და ირწმუნა ალლაჰი, იგი მოეჭიდა საიმედო საყრდენს, რომლის ნგრევა შეუძლებელია. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნეა. ٱللَّهُ وَلِىُّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ يُخْرِجُهُم مِّنَ ٱلظُّلُمَـٰتِ إِلَى ٱلنُّورِ ۖ وَٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَوْلِيَآؤُهُمُ ٱلطَّـٰغُوتُ يُخْرِجُونَهُم مِّنَ ٱلنُّورِ إِلَى ٱلظُّلُمَـٰتِ ۗ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 257. ალლაჰი მფარველია მათი, რომელთაც ირწმუნეს. ისინი გამოჰყავს მას სიბნელიდან სინათლეში. და რომელთაც უარყვეს მათი მეგობარი, ტაღუთია, რომელსაც ისინი გაჰყავს სინათლიდან სიბნელეში. ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი, იქნებიან მასში მარადიულად. أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِى حَآجَّ إِبْرَ‌ٰهِـۧمَ فِى رَبِّهِۦٓ أَنْ ءَاتَىٰهُ ٱللَّهُ ٱلْمُلْكَ إِذْ قَالَ إِبْرَ‌ٰهِـۧمُ رَبِّىَ ٱلَّذِى يُحْىِۦ وَيُمِيتُ قَالَ أَنَا۠ أُحْىِۦ وَأُمِيتُ ۖ قَالَ إِبْرَ‌ٰهِـۧمُ فَإِنَّ ٱللَّهَ يَأْتِى بِٱلشَّمْسِ مِنَ ٱلْمَشْرِقِ فَأْتِ بِهَا مِنَ ٱلْمَغْرِبِ فَبُهِتَ ٱلَّذِى كَفَرَ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 258. განა არ გინახავს, ვინც იბრაჰიმს ედავებოდა მისი ღმერთის გამო, რომელმაც მას (ნემრუდს) ხელმწიფება უბოძა? უთხრა იბრაჰიმმა: ჩემი ღმერთი ის არის, რომელიც აცოცხლებს და აკვდინებს! თქვა (ნემრუდმა): მეც ვაცოცხლებ და ვკლავ! იბრაჰიმმა უთხრა: ჭეშმარიტად, ალლაჰს მზე აღმოსავლეთიდან ამოჰყავს, შენ დასავლეთიდან ამოიყვანე! მაშინ, გაოგნდა (ენა ჩაუვარდა), რომელმაც უარყო. და არ დაადგენს ალლაჰი ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს! أَوْ كَٱلَّذِى مَرَّ عَلَىٰ قَرْيَةٍۢ وَهِىَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا قَالَ أَنَّىٰ يُحْىِۦ هَـٰذِهِ ٱللَّهُ بَعْدَ مَوْتِهَا ۖ فَأَمَاتَهُ ٱللَّهُ مِا۟ئَةَ عَامٍۢ ثُمَّ بَعَثَهُۥ ۖ قَالَ كَمْ لَبِثْتَ ۖ قَالَ لَبِثْتُ يَوْمًا أَوْ بَعْضَ يَوْمٍۢ ۖ قَالَ بَل لَّبِثْتَ مِا۟ئَةَ عَامٍۢ فَٱنظُرْ إِلَىٰ طَعَامِكَ وَشَرَابِكَ لَمْ يَتَسَنَّهْ ۖ وَٱنظُرْ إِلَىٰ حِمَارِكَ وَلِنَجْعَلَكَ ءَايَةًۭ لِّلنَّاسِ ۖ وَٱنظُرْ إِلَى ٱلْعِظَامِ كَيْفَ نُنشِزُهَا ثُمَّ نَكْسُوهَا لَحْمًۭا ۚ فَلَمَّا تَبَيَّنَ لَهُۥ قَالَ أَعْلَمُ أَنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 259. ან მსგავსად იმისა, ვინც დასახლებას ჩაუარა, რომელიც დაქცეული, მიწასთან გასწორებული იყო, თქვა: როგორ აღადგენს ამას ალლაჰი, მას მერე რაც ის დაქცეულა? და მოაკვდინა კაცი ალლაჰმა ასი წლით, მერე გააცოცხლა. შეეკითხა: რამდენ ხანს დაჰყავი? უთხრა (კაცმა): დავჰყავი დღე ან დღის ნაწილი? მიუგო: „არამც და არამც! ასი წელი დაჰყავი! შეხედე შენს საჭმელ–სასმელს, არც კი გაფუჭებულა. და შეხედე შენს ვირს, რათა გქმნათ შენ სასწაულად ხალხისათვის, და შეხედე ძვლებს, როგორ შევაერთებთ და შევასხამთ ხორცს“. და როცა ნათელი გახდა მისთვის, თქვა: უკვე ვიცი, რომ ალლაჰს ყველაფერი შეუძლია! وَإِذْ قَالَ إِبْرَ‌ٰهِـۧمُ رَبِّ أَرِنِى كَيْفَ تُحْىِ ٱلْمَوْتَىٰ ۖ قَالَ أَوَلَمْ تُؤْمِن ۖ قَالَ بَلَىٰ وَلَـٰكِن لِّيَطْمَئِنَّ قَلْبِى ۖ قَالَ فَخُذْ أَرْبَعَةًۭ مِّنَ ٱلطَّيْرِ فَصُرْهُنَّ إِلَيْكَ ثُمَّ ٱجْعَلْ عَلَىٰ كُلِّ جَبَلٍۢ مِّنْهُنَّ جُزْءًۭا ثُمَّ ٱدْعُهُنَّ يَأْتِينَكَ سَعْيًۭا ۚ وَٱعْلَمْ أَنَّ ٱللَّهَ عَزِيزٌ حَكِيمٌۭ 260. და როცა შეევედრა იბრაჰიმმა: ღმერთო ჩემო, მახილვინე მე, როგორ აცოცხლებ მკვდრებს, ბრძანა (ალლაჰმა): ნუთუ არა გწამს? მიუგო: როგორ არა, მაგრამ მინდა გული დავირწმუნო. უთხრა: მაშინ დაიჭირე ოთხი ჩიტი, შეიჩვიე შენთან, შემდეგ ყოველ გორაკზე თითო ნაჭერი დადე მათი, და მოუხმე მათ, ისინი ქროლვით გამოქანდებიან შენსკენ. და იცოდე, რომ ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. مَّثَلُ ٱلَّذِينَ يُنفِقُونَ أَمْوَ‌ٰلَهُمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ كَمَثَلِ حَبَّةٍ أَنۢبَتَتْ سَبْعَ سَنَابِلَ فِى كُلِّ سُنۢبُلَةٍۢ مِّا۟ئَةُ حَبَّةٍۢ ۗ وَٱللَّهُ يُضَـٰعِفُ لِمَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ وَ‌ٰسِعٌ عَلِيمٌ 261. იმათი მდგომარეობა, რომელნიც თავის ქონებას ხარჯავენ ალლაჰის გზაზე, იმ მარცვლის მდგომარეობას ჰგავს, რომელმაც შვიდი თავთავი გამოიღო, თითო თავთავში კი ასი მარცვალია. და ალლაჰი გაუმრავლებს იმას, ვისაც ინებებს. ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისშემძლეა. ٱلَّذِينَ يُنفِقُونَ أَمْوَ‌ٰلَهُمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ثُمَّ لَا يُتْبِعُونَ مَآ أَنفَقُوا۟ مَنًّۭا وَلَآ أَذًۭى ۙ لَّهُمْ أَجْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 262. რომელნიც გაიღებენ თავიანთ ქონებას ალლაჰის გზაზე, შემდეგ კი რასაც გასცემენ უკან ყვედრებასა და დამცირებას არ მიაყოლებენ, მათი საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, მათ არც შიში ექნებათ და არც არასდროს დამწუხრდებიან. قَوْلٌۭ مَّعْرُوفٌۭ وَمَغْفِرَةٌ خَيْرٌۭ مِّن صَدَقَةٍۢ يَتْبَعُهَآ أَذًۭى ۗ وَٱللَّهُ غَنِىٌّ حَلِيمٌۭ 263. კეთილი სიტყვა და მიტევება უკეთესია ისეთ მოწყალებაზე, რომელსაც თან ახლავს წყენა. და ალლაჰი ყოვლადმდიდარი, შემწყნარებელია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تُبْطِلُوا۟ صَدَقَـٰتِكُم بِٱلْمَنِّ وَٱلْأَذَىٰ كَٱلَّذِى يُنفِقُ مَالَهُۥ رِئَآءَ ٱلنَّاسِ وَلَا يُؤْمِنُ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ ۖ فَمَثَلُهُۥ كَمَثَلِ صَفْوَانٍ عَلَيْهِ تُرَابٌۭ فَأَصَابَهُۥ وَابِلٌۭ فَتَرَكَهُۥ صَلْدًۭا ۖ لَّا يَقْدِرُونَ عَلَىٰ شَىْءٍۢ مِّمَّا كَسَبُوا۟ ۗ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْكَـٰفِرِينَ 264. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაცემული მოწყალება ამაოდ არ ჰქმნათ დაყვედრებითა და დამცირებით; იმის მსგავსად, რომელიც ხალხის დასანახად გასცემს თავის ქონებას, და არ სწამს ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მდგომარეობა მისი იმ კლდეს ჰგავს, რომლის ზემოდან მიწაა, ღვართქაფი დაეცა მას და დარჩა სალი ქვა. ისინი ვერაფერში მოიხმარენ იმას, რაც შეიძინეს. და ალლაჰი არ დაადგენს ურწმუნო ხალხს ჭეშმარიტ გზაზე. وَمَثَلُ ٱلَّذِينَ يُنفِقُونَ أَمْوَ‌ٰلَهُمُ ٱبْتِغَآءَ مَرْضَاتِ ٱللَّهِ وَتَثْبِيتًۭا مِّنْ أَنفُسِهِمْ كَمَثَلِ جَنَّةٍۭ بِرَبْوَةٍ أَصَابَهَا وَابِلٌۭ فَـَٔاتَتْ أُكُلَهَا ضِعْفَيْنِ فَإِن لَّمْ يُصِبْهَا وَابِلٌۭ فَطَلٌّۭ ۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌ 265. მათი მდგომარეობა, რომელნიც ხარჯავენ თავიანთ ქონებას ალლაჰის კმაყოფილებისთვის და მათი სულის განსამტკიცებლად, ჰგავს მაღლობზე გაშენებულ ბაღს, რომელსაც ეცემა დროულად წვიმა და ორმაგ ნაყოფს იძლევა; ხოლუ თუ არა წვიმა, მაშინ ნამი ეპკურება. და ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ. أَيَوَدُّ أَحَدُكُمْ أَن تَكُونَ لَهُۥ جَنَّةٌۭ مِّن نَّخِيلٍۢ وَأَعْنَابٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ لَهُۥ فِيهَا مِن كُلِّ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ وَأَصَابَهُ ٱلْكِبَرُ وَلَهُۥ ذُرِّيَّةٌۭ ضُعَفَآءُ فَأَصَابَهَآ إِعْصَارٌۭ فِيهِ نَارٌۭ فَٱحْتَرَقَتْ ۗ كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ لَعَلَّكُمْ تَتَفَكَّرُونَ 266. განა სურს ვინმე თქვენგანს, რომ ჰქონდეს ფინიკის და ვაზის ბაღი, რომელშიც ყველანაირი ნაყოფია, სადაც ძირს ნაკადულები მიედინება, ამ დროს ეწვიოს სიბერე, თან შთამომავლობაც სუსტი ჰყავდეს, ხოლო ბაღს ცეცხლიანი ქარიშხალი დაატყდეს და დაწვას?! ასე განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს. ეგებ დაფიქრდეთ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَنفِقُوا۟ مِن طَيِّبَـٰتِ مَا كَسَبْتُمْ وَمِمَّآ أَخْرَجْنَا لَكُم مِّنَ ٱلْأَرْضِ ۖ وَلَا تَيَمَّمُوا۟ ٱلْخَبِيثَ مِنْهُ تُنفِقُونَ وَلَسْتُم بِـَٔاخِذِيهِ إِلَّآ أَن تُغْمِضُوا۟ فِيهِ ۚ وَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّ ٱللَّهَ غَنِىٌّ حَمِيدٌ 267. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გაეცით იმ საუკეთესოთაგან, რაც მოიხვეჭეთ და რაც მიწიდან აღმოვაცენეთ თქვენთვის. და არ განიზრახოთ მისგან ყველაზე ცუდი გასაცემად, რისი ამღებიც არ იქნებოდით თქვენ, გარდა თვალმოხუჭვისა. იცოდეთ, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარი, ყოვლადქებულია! ٱلشَّيْطَـٰنُ يَعِدُكُمُ ٱلْفَقْرَ وَيَأْمُرُكُم بِٱلْفَحْشَآءِ ۖ وَٱللَّهُ يَعِدُكُم مَّغْفِرَةًۭ مِّنْهُ وَفَضْلًۭا ۗ وَٱللَّهُ وَ‌ٰسِعٌ عَلِيمٌۭ 268. ეშმაკი თქვენ სიღატაკეს გპირდებათ და სიგლახეს გიბრძანებთ. ხოლო ალლაჰი თავის მიტევებასა და წყალობას გპირდებათ. და ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა! يُؤْتِى ٱلْحِكْمَةَ مَن يَشَآءُ ۚ وَمَن يُؤْتَ ٱلْحِكْمَةَ فَقَدْ أُوتِىَ خَيْرًۭا كَثِيرًۭا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّآ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ 269. (ალლაჰი) სიბრძნეს აძლევს, ვისაც ინებებს. ხოლო ვისაც სიბრძნე ებოძა, მიეცემა ბევრი სიკეთე. და ვერ ჩაწვდება ამას, გონიერთა გარდა. وَمَآ أَنفَقْتُم مِّن نَّفَقَةٍ أَوْ نَذَرْتُم مِّن نَّذْرٍۢ فَإِنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُهُۥ ۗ وَمَا لِلظَّـٰلِمِينَ مِنْ أَنصَارٍ 270. და რა მოწყალებაც არ უნდა გაიღოთ ან რა აღთქმაც არ უნდა დადოთ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის ის. და არ ეყოლებათ უსამართლოებს შემწეები! إِن تُبْدُوا۟ ٱلصَّدَقَـٰتِ فَنِعِمَّا هِىَ ۖ وَإِن تُخْفُوهَا وَتُؤْتُوهَا ٱلْفُقَرَآءَ فَهُوَ خَيْرٌۭ لَّكُمْ ۚ وَيُكَفِّرُ عَنكُم مِّن سَيِّـَٔاتِكُمْ ۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌۭ 271. თუ აშკარად გასცემთ მოწყალებას, კარგია. ხოლო თუ ფარავთ და ისე აძლევთ მას უპოვრებს, უკეთესია თქვენთვის და ალლაჰი დაფარავს თქვენს სიავეთაგან ნაწილს. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. لَّيْسَ عَلَيْكَ هُدَىٰهُمْ وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ يَهْدِى مَن يَشَآءُ ۗ وَمَا تُنفِقُوا۟ مِنْ خَيْرٍۢ فَلِأَنفُسِكُمْ ۚ وَمَا تُنفِقُونَ إِلَّا ٱبْتِغَآءَ وَجْهِ ٱللَّهِ ۚ وَمَا تُنفِقُوا۟ مِنْ خَيْرٍۢ يُوَفَّ إِلَيْكُمْ وَأَنتُمْ لَا تُظْلَمُونَ 272. არაა შენი ვალი მათი ჭეშმარიტ გზაზე დაყენება, არამედ ალლაჰი ადგენს ჭეშმარიტ გზაზე, ვისაც ინებებს. რა სიკეთესაც გაიღებთ, ეგ მხოლოდ თქვენთვისვეა უკეთესი. თქვენ ხომ ისედაც არ გაიღებთ მოწყალებას, თუ არა ალლაჰის კმაყოფილების სურვილი. რა სიკეთესაც გასცემთ, სრულადვე დაგიბრუნდებათ და თქვენ არ დაიჩაგრებით! لِلْفُقَرَآءِ ٱلَّذِينَ أُحْصِرُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ لَا يَسْتَطِيعُونَ ضَرْبًۭا فِى ٱلْأَرْضِ يَحْسَبُهُمُ ٱلْجَاهِلُ أَغْنِيَآءَ مِنَ ٱلتَّعَفُّفِ تَعْرِفُهُم بِسِيمَـٰهُمْ لَا يَسْـَٔلُونَ ٱلنَّاسَ إِلْحَافًۭا ۗ وَمَا تُنفِقُوا۟ مِنْ خَيْرٍۢ فَإِنَّ ٱللَّهَ بِهِۦ عَلِيمٌ 273. ღარიბთათვის, რომელნიც შეზღუდულნი არიან ალლაჰის გზაზე და არ შეუძლიათ სიარული ქვეყანაზე, იფიქრებს უგუნური, რომ ისინი მდიდარნი არიან, მათი მოკრძალებულობის გამო. შეიცნობ მათ მათი ნიშნების მიხედვით, მოწყალების თხოვნით ხალხს თავს არ აბეზრებენ, და რა სიკეთესაც გაიღებთ, ჭეშმარიტად, იცის ალლაჰმა. ٱلَّذِينَ يُنفِقُونَ أَمْوَ‌ٰلَهُم بِٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ سِرًّۭا وَعَلَانِيَةًۭ فَلَهُمْ أَجْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 274. რომელნიც გასცემენ მოწყალებას თავიანთი ქონებიდან ღამითა თუ დღისით, ფარულად თუ აშკარად, სწორედ, იმათ აქვთ საზღაური თავიანთ ღმერთთან. და არც შიში ჰქონდეთ და არც ინაღვლონ. ٱلَّذِينَ يَأْكُلُونَ ٱلرِّبَوٰا۟ لَا يَقُومُونَ إِلَّا كَمَا يَقُومُ ٱلَّذِى يَتَخَبَّطُهُ ٱلشَّيْطَـٰنُ مِنَ ٱلْمَسِّ ۚ ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَالُوٓا۟ إِنَّمَا ٱلْبَيْعُ مِثْلُ ٱلرِّبَوٰا۟ ۗ وَأَحَلَّ ٱللَّهُ ٱلْبَيْعَ وَحَرَّمَ ٱلرِّبَوٰا۟ ۚ فَمَن جَآءَهُۥ مَوْعِظَةٌۭ مِّن رَّبِّهِۦ فَٱنتَهَىٰ فَلَهُۥ مَا سَلَفَ وَأَمْرُهُۥٓ إِلَى ٱللَّهِ ۖ وَمَنْ عَادَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 275. რომელნიც მევახშეობას ეწევიან, (აღდგომის დღეს) ვერ აღსდგებიან (სხვაგვარად), თუ არა ისე, როგორც აღსდგება ეშმაკის შეხებით გაგიჟებული. აი, ეს იმისთვის, რომ თქვეს: ვაჭრობა ხომ იგივე მევახშეობააო. ალლაჰმა კი ნება დართულად ცნო ვაჭრობა, და აკრძალა მევახშეობა. ვისაც დარიგება მოუვიდა თავისი ღმერთისგან და თავი ანება, მისია რაც უწინ იყო: და მისი საქმე ალლაჰს ეკუთვნის; ხოლო ვინც დაუბრუნდეს, ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი, და დარჩებიან მასში მარადიულად. يَمْحَقُ ٱللَّهُ ٱلرِّبَوٰا۟ وَيُرْبِى ٱلصَّدَقَـٰتِ ۗ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ كُلَّ كَفَّارٍ أَثِيمٍ 276. ალლაჰი ძირკვავს მევახშეობას და ამრავლებს მოწყალების გაღებას. და ალლაჰს არ უყვარს არც ერთი ურწმუნო და ცოდვილი. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُا۟ ٱلزَّكَوٰةَ لَهُمْ أَجْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ وَلَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 277. ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს, აკეთებდნენ სიკეთეს, დადგნენ ლოცვად და გასცემდნენ ზექათს, მათთვის საზღაური თავიანთ ღმერთთანაა, და არც შიში ჰქონდეთ და არც ინაღვლონ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَذَرُوا۟ مَا بَقِىَ مِنَ ٱلرِّبَوٰٓا۟ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 278. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა და უარი თქვით დარჩენილ პროცენტზე, თუკი ხართ მორწმუნენი! فَإِن لَّمْ تَفْعَلُوا۟ فَأْذَنُوا۟ بِحَرْبٍۢ مِّنَ ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ ۖ وَإِن تُبْتُمْ فَلَكُمْ رُءُوسُ أَمْوَ‌ٰلِكُمْ لَا تَظْلِمُونَ وَلَا تُظْلَمُونَ 279. თუკი ამას არ იქმთ, მაშინ იცოდეთ, რომ გეცხადებათ ომი ალლაჰისგან და შუამავლისგან. და თუ მოინანიებთ, თქვენია ძირითადი კაპიტალი. არ დაჩაგროთ და არ დაიჩაგრებით. وَإِن كَانَ ذُو عُسْرَةٍۢ فَنَظِرَةٌ إِلَىٰ مَيْسَرَةٍۢ ۚ وَأَن تَصَدَّقُوا۟ خَيْرٌۭ لَّكُمْ ۖ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 280. და თუ მევალე გასაჭირშია, მაშინ გადაუვადეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე. და თუ მოწყალებად მისცემთ, უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ. وَٱتَّقُوا۟ يَوْمًۭا تُرْجَعُونَ فِيهِ إِلَى ٱللَّهِ ۖ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفْسٍۢ مَّا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 281. გეშინოდეთ იმ დღის, როცა ალლაჰთან იქნებით დაბრუნებულნი. მაშინ სრულად მიეგება ყველა სულს იმისთვის, რაც კი მოუხვეჭია და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِذَا تَدَايَنتُم بِدَيْنٍ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى فَٱكْتُبُوهُ ۚ وَلْيَكْتُب بَّيْنَكُمْ كَاتِبٌۢ بِٱلْعَدْلِ ۚ وَلَا يَأْبَ كَاتِبٌ أَن يَكْتُبَ كَمَا عَلَّمَهُ ٱللَّهُ ۚ فَلْيَكْتُبْ وَلْيُمْلِلِ ٱلَّذِى عَلَيْهِ ٱلْحَقُّ وَلْيَتَّقِ ٱللَّهَ رَبَّهُۥ وَلَا يَبْخَسْ مِنْهُ شَيْـًۭٔا ۚ فَإِن كَانَ ٱلَّذِى عَلَيْهِ ٱلْحَقُّ سَفِيهًا أَوْ ضَعِيفًا أَوْ لَا يَسْتَطِيعُ أَن يُمِلَّ هُوَ فَلْيُمْلِلْ وَلِيُّهُۥ بِٱلْعَدْلِ ۚ وَٱسْتَشْهِدُوا۟ شَهِيدَيْنِ مِن رِّجَالِكُمْ ۖ فَإِن لَّمْ يَكُونَا رَجُلَيْنِ فَرَجُلٌۭ وَٱمْرَأَتَانِ مِمَّن تَرْضَوْنَ مِنَ ٱلشُّهَدَآءِ أَن تَضِلَّ إِحْدَىٰهُمَا فَتُذَكِّرَ إِحْدَىٰهُمَا ٱلْأُخْرَىٰ ۚ وَلَا يَأْبَ ٱلشُّهَدَآءُ إِذَا مَا دُعُوا۟ ۚ وَلَا تَسْـَٔمُوٓا۟ أَن تَكْتُبُوهُ صَغِيرًا أَوْ كَبِيرًا إِلَىٰٓ أَجَلِهِۦ ۚ ذَ‌ٰلِكُمْ أَقْسَطُ عِندَ ٱللَّهِ وَأَقْوَمُ لِلشَّهَـٰدَةِ وَأَدْنَىٰٓ أَلَّا تَرْتَابُوٓا۟ ۖ إِلَّآ أَن تَكُونَ تِجَـٰرَةً حَاضِرَةًۭ تُدِيرُونَهَا بَيْنَكُمْ فَلَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَلَّا تَكْتُبُوهَا ۗ وَأَشْهِدُوٓا۟ إِذَا تَبَايَعْتُمْ ۚ وَلَا يُضَآرَّ كَاتِبٌۭ وَلَا شَهِيدٌۭ ۚ وَإِن تَفْعَلُوا۟ فَإِنَّهُۥ فُسُوقٌۢ بِكُمْ ۗ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ ۖ وَيُعَلِّمُكُمُ ٱللَّهُ ۗ وَٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ 282. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუ ერთმანეთისგან ვალს იღებთ გარკვეული ვადით, დაწერეთ ეს (ხელწერილი). და დაწეროს ეს სამართლიანად მწერალმა თქვენს შორის. უარი არ თქვას მწერალმა. ისე დაწეროს, როგორც ალლაჰმა ასწავლა მას. მევალემ უკარნახოს და ეშინოდეს მას ალლაჰის, მისი ღმერთისა და არ დააკლოს არაფერი. და თუ ის, ვინც მევალეა, გონებასუსტია ან უძლური, ან თავად კარნახი არ შეუძლია, მაშინ მისმა მეურვემ უკარნახოს სამართლიანად და აიყვანეთ მოწმედ თქვენგან ორი კაცი. თუ ორი კაცი არ იქნება, ერთი კაცი და ორი ქალი, ვისზეც თანახმა ხართ, როგორც მოწმეზე; ეს იმ შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ქალს შეეშლება, შეახსენოს მეორემ. და უარი არ თქვან მოწმეებმა, როცა ეძახიან. არ დაიზაროთ ვალის თავისი ვადით ჩაწერაზე, დიდი იქნება ის თუ პატარა. ეს ალლაჰის წინაშე ყველაზე სამართლიანი და ყველაზე საღი მოწმეობისთვისაა, და ჭეშმარიტებასთან ყველაზე ახლოა, რომ ეჭვი არ შეგეპაროთ. მაგრამ თუ ერთმანეთში ნაღდი ფულით გადაბარებაა, მაშინ ცოდვად არ გეთვლებათ, თუკი ამას არ დაწერთ. აიყვანეთ მოწმეები გარიგების დადებისას და არც მწერალს შეხვდეს რაიმე უსიამოვნება და არც მოწმეს; და თუ იქმთ ამას (ზიანს მიაყენებთ), უეჭველად, ეს იქნება თქვენი ურჩობა. და გეშინოდეთ ალლაჰისა! ალლაჰი გასწავლით, ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა! وَإِن كُنتُمْ عَلَىٰ سَفَرٍۢ وَلَمْ تَجِدُوا۟ كَاتِبًۭا فَرِهَـٰنٌۭ مَّقْبُوضَةٌۭ ۖ فَإِنْ أَمِنَ بَعْضُكُم بَعْضًۭا فَلْيُؤَدِّ ٱلَّذِى ٱؤْتُمِنَ أَمَـٰنَتَهُۥ وَلْيَتَّقِ ٱللَّهَ رَبَّهُۥ ۗ وَلَا تَكْتُمُوا۟ ٱلشَّهَـٰدَةَ ۚ وَمَن يَكْتُمْهَا فَإِنَّهُۥٓ ءَاثِمٌۭ قَلْبُهُۥ ۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ عَلِيمٌۭ 283. და თუ იქნებით მოგზაურობაში და ვერ ნახოთ მწერალი, მაშინ საბუთად საწინდეც საკმარისია. და თუ ვინმე თქვენგანი ენდობა მეორეს, ვისაც ენდნენ, უკან დააბრუნოს ამანათი და ეშინოდეს ალლაჰისა, მისი ღმერთის და არ დამალოთ მოწმეობა, და ვინც დამალავს, უეჭველად, ცოდვილი გული აქვს. და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ! لِّلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ وَإِن تُبْدُوا۟ مَا فِىٓ أَنفُسِكُمْ أَوْ تُخْفُوهُ يُحَاسِبْكُم بِهِ ٱللَّهُ ۖ فَيَغْفِرُ لِمَن يَشَآءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌ 284. ალლაჰისაა ის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. გაამჟღავნებთ თუ დაფარავთ რაც გაქვთ სულში, ამაზე ალლაჰი განგსჯით. და მიუტევებს, ვისაც ინებებს, და დასჯის, ვისაც ინებებს. ალლაჰი ყოვლისშემძლეა! ءَامَنَ ٱلرَّسُولُ بِمَآ أُنزِلَ إِلَيْهِ مِن رَّبِّهِۦ وَٱلْمُؤْمِنُونَ ۚ كُلٌّ ءَامَنَ بِٱللَّهِ وَمَلَـٰٓئِكَتِهِۦ وَكُتُبِهِۦ وَرُسُلِهِۦ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍۢ مِّن رُّسُلِهِۦ ۚ وَقَالُوا۟ سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۖ غُفْرَانَكَ رَبَّنَا وَإِلَيْكَ ٱلْمَصِيرُ 285. ირწმუნა შუამავალმა, რაც თავისი ღმერთისგან ზემოევლინა და მორწმუნეებმაც. ირწმუნა ყველამ ალლაჰი, მისი ანგელოზები, მისი წიგნები, მისი შუამავლები. არ განვასხვავებთ მის შუამავალთაგან არც ერთს! და თქვეს მათ: ვისმენთ და ვემორჩილებით! ღმერთო ჩვენო, (გევედრებით) შენს მიტევებას და შენთან დავბრუნდებით, لَا يُكَلِّفُ ٱللَّهُ نَفْسًا إِلَّا وُسْعَهَا ۚ لَهَا مَا كَسَبَتْ وَعَلَيْهَا مَا ٱكْتَسَبَتْ ۗ رَبَّنَا لَا تُؤَاخِذْنَآ إِن نَّسِينَآ أَوْ أَخْطَأْنَا ۚ رَبَّنَا وَلَا تَحْمِلْ عَلَيْنَآ إِصْرًۭا كَمَا حَمَلْتَهُۥ عَلَى ٱلَّذِينَ مِن قَبْلِنَا ۚ رَبَّنَا وَلَا تُحَمِّلْنَا مَا لَا طَاقَةَ لَنَا بِهِۦ ۖ وَٱعْفُ عَنَّا وَٱغْفِرْ لَنَا وَٱرْحَمْنَآ ۚ أَنتَ مَوْلَىٰنَا فَٱنصُرْنَا عَلَى ٱلْقَوْمِ ٱلْكَـٰفِرِينَ 286. ალლაჰი არ აკისრებს არც ერთ სულს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია. მას ექნება რაც შეიძინა და მასზე იქნება ცოდვა იმისა, რაც მოიხვეჭა. ღმერთო ჩვენო! ნუ მოგვკითხავ, თუკი დაგვავიწყდა ან შევცდით! ღმერთო ჩვენო! არ გვატვირთო მძიმე ტვირთი, როგორც იმათ ატვირთე, ვინც ჩვენზე უწინ იყო! ღმერთო ჩვენო! არ დაგვაკისრო ის, რისი ზიდვაც არ შეგვიძლია. და მოგვიტევე, გვაპატიე და შეგვიწყალე! შენა ხარ ჩვენი მბრძანებელი და დაგვეხმარე ურწმუნო ხალხზე!