200 აიათი
სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა
الٓمٓ1. ალიფ, ლამ, მიმ.
ٱللَّهُ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ٱلْحَىُّ ٱلْقَيُّومُ2. არ არის ღვთაება, ალლაჰის - მარადცოცხალის, მარადიულის გარდა!
نَزَّلَ عَلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ بِٱلْحَقِّ مُصَدِّقًۭا لِّمَا بَيْنَ يَدَيْهِ وَأَنزَلَ ٱلتَّوْرَىٰةَ وَٱلْإِنجِيلَ3.გარდმოავლინა შენზე წიგნი ჭეშმარიტებით, დასტურად იმისა, რაც იყო ადრე; და მოავლინა თევრათი (თორა) და ინჯილი (სახარება).
مِن قَبْلُ هُدًۭى لِّلنَّاسِ وَأَنزَلَ ٱلْفُرْقَانَ ۗ إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ لَهُمْ عَذَابٌۭ شَدِيدٌۭ ۗ وَٱللَّهُ عَزِيزٌۭ ذُو ٱنتِقَامٍ4. უწინ ჭეშმარიტ გზად ხალხისათვის, და გარდმოავლინა ფურყანი. რომელთაც უარყვეს ალლაჰის აიათები, მათთვისაა სასტიკი სასჯელი. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი და საზღაურის მიმგებია.
إِنَّ ٱللَّهَ لَا يَخْفَىٰ عَلَيْهِ شَىْءٌۭ فِى ٱلْأَرْضِ وَلَا فِى ٱلسَّمَآءِ 5. ჭეშმარიტად, ალლაჰისგან არაფერია დაფარული არც ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა. هُوَ ٱلَّذِى يُصَوِّرُكُمْ فِى ٱلْأَرْحَامِ كَيْفَ يَشَآءُ ۚ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 6. იგია ის, ვინც გსახავთ საშვილოსნოებში როგორც ინებებს, არ არის ღვთაება, გარდა მისი, ძლევამოსილისა, ბრძენისა. هُوَ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ عَلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ مِنْهُ ءَايَـٰتٌ مُّحْكَمَـٰتٌ هُنَّ أُمُّ ٱلْكِتَـٰبِ وَأُخَرُ مُتَشَـٰبِهَـٰتٌ ۖ فَأَمَّا ٱلَّذِينَ فِى قُلُوبِهِمْ زَيْغٌ فَيَتَّبِعُونَ مَا تَشَـٰبَهَ مِنْهُ ٱبْتِغَآءَ ٱلْفِتْنَةِ وَٱبْتِغَآءَ تَأْوِيلِهِۦ ۗ وَمَا يَعْلَمُ تَأْوِيلَهُۥٓ إِلَّا ٱللَّهُ ۗ وَٱلرَّٰسِخُونَ فِى ٱلْعِلْمِ يَقُولُونَ ءَامَنَّا بِهِۦ كُلٌّ مِّنْ عِندِ رَبِّنَا ۗ وَمَا يَذَّكَّرُ إِلَّآ أُو۟لُوا۟ ٱلْأَلْبَـٰبِ 7. იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ! رَبَّنَا لَا تُزِغْ قُلُوبَنَا بَعْدَ إِذْ هَدَيْتَنَا وَهَبْ لَنَا مِن لَّدُنكَ رَحْمَةً ۚ إِنَّكَ أَنتَ ٱلْوَهَّابُ 8. ღმერთო ჩვენო! არ დაუშვა, რომ ჩვენი გულები გადაიხარონ მას მერე, რაც შენ სწორ გზაზე დაგვაყენე. და მოგვანიჭე შენი წყალობა, ჭეშმარიტად, შენ ხარ მომმადლებელი. رَبَّنَآ إِنَّكَ جَامِعُ ٱلنَّاسِ لِيَوْمٍ لَّا رَيْبَ فِيهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُخْلِفُ ٱلْمِيعَادَ 9. ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, შენ კრებ ხალხს იმ დღისთვის რომელშიც, ეჭვი არ არის. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ცვლის თავის აღთქმას. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَن تُغْنِىَ عَنْهُمْ أَمْوَٰلُهُمْ وَلَآ أَوْلَـٰدُهُم مِّنَ ٱللَّهِ شَيْـًٔا ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمْ وَقُودُ ٱلنَّارِ 10. რომელთაც არ ირწმუნეს, ვერ შეეწევა ვერაფერი ალლაჰის წინაშე, ვერც მათი ქონება, და ვერც მათი შვილები! ისინი იქნებიან ცეცხლის საწვავნი. كَدَأْبِ ءَالِ فِرْعَوْنَ وَٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا فَأَخَذَهُمُ ٱللَّهُ بِذُنُوبِهِمْ ۗ وَٱللَّهُ شَدِيدُ ٱلْعِقَابِ 11. (ისინი არიან) ფარაონის ხალხის მსგავსად და მათი, ვინც იყო მათზე უწინ: ცრუდ ჩათვალეს ჩვენი აიათები და მერე ალლაჰმა დასაჯა მათი ჩადენილი ცოდვების გამო, და ალლაჰი სასტიკსაზღაურიანია. قُل لِّلَّذِينَ كَفَرُوا۟ سَتُغْلَبُونَ وَتُحْشَرُونَ إِلَىٰ جَهَنَّمَ ۚ وَبِئْسَ ٱلْمِهَادُ 12. უთხარი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, დამარცხდებით და გაირეკებით ჯოჯოხეთში. და რა საძაგელია ეს თავშესაფარი! قَدْ كَانَ لَكُمْ ءَايَةٌ فِى فِئَتَيْنِ ٱلْتَقَتَا ۖ فِئَةٌ تُقَـٰتِلُ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَأُخْرَىٰ كَافِرَةٌ يَرَوْنَهُم مِّثْلَيْهِمْ رَأْىَ ٱلْعَيْنِ ۚ وَٱللَّهُ يُؤَيِّدُ بِنَصْرِهِۦ مَن يَشَآءُ ۗ إِنَّ فِى ذَٰلِكَ لَعِبْرَةً لِّأُو۟لِى ٱلْأَبْصَـٰرِ 13. უეჭველად, (ბედირის ომში) ერთმანეთს შერკინებული ორი ლაშქარი ნათელი სასწაული იყო თქვენთვის. ერთი ლაშქარი იბრძოდა ალლაჰის გზაზე, მეორე კი ურწმუნო იყო. მათ (ურწმუნოებს) მოეჩვენათ ორჯერ მეტი, ვიდრე იყვნენ (მუსლიმნი). ხოლო ალლაჰი თავისი შეწევნით იმას გააძლიერებს, ვისაც ინებებს. ამაში, უეჭველად შეგონებაა გამჭრიახთათვის. زُيِّنَ لِلنَّاسِ حُبُّ ٱلشَّهَوَٰتِ مِنَ ٱلنِّسَآءِ وَٱلْبَنِينَ وَٱلْقَنَـٰطِيرِ ٱلْمُقَنطَرَةِ مِنَ ٱلذَّهَبِ وَٱلْفِضَّةِ وَٱلْخَيْلِ ٱلْمُسَوَّمَةِ وَٱلْأَنْعَـٰمِ وَٱلْحَرْثِ ۗ ذَٰلِكَ مَتَـٰعُ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ وَٱللَّهُ عِندَهُۥ حُسْنُ ٱلْمَـَٔابِ 14. კაცთათვის მიმზიდველი და თვალწარმტაცი გახდა ქალების, ბავშვების, ოქრო-ვერცხლის, დახვავებული საუნჯისა და ნიშანდებული ბედაურების, საქონლის და ნათესების სიყვარული. ეს არის ამქვეყნიური ცხოვრების სიტკბოება. ხოლო ალლაჰის წინაშე უკეთესი სამკვიდროა. قُلْ أَؤُنَبِّئُكُم بِخَيْرٍ مِّن ذَٰلِكُمْ ۚ لِلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ عِندَ رَبِّهِمْ جَنَّـٰتٌ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا وَأَزْوَٰجٌ مُّطَهَّرَةٌ وَرِضْوَٰنٌ مِّنَ ٱللَّهِ ۗ وَٱللَّهُ بَصِيرٌۢ بِٱلْعِبَادِ 15. უთხარი: გაცნობოთ, რაც ამაზე უკეთესია? ვინც ღვთისმოშიშია, მათთვის მათ ღმერთს აქვს სამოთხეები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. იქნებიან იქ მარადიულად, ეყოლებათ განწმენდილი მეუღლენი და (ექნებათ) ალლაჰის კმაყოფილება. და ალლაჰი ხედავს თავის მსახურებს. ٱلَّذِينَ يَقُولُونَ رَبَّنَآ إِنَّنَآ ءَامَنَّا فَٱغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا وَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ 16. ისინი, რომელნიც ამბობენ: ღმერთო ჩვენო! ჭეშმარიტად, ჩვენ ვირწმუნეთ, მოგვიტევე ჩვენ ცოდვები და დაგვიფარე ცეცხლის სასჯელისგანო. ٱلصَّـٰبِرِينَ وَٱلصَّـٰدِقِينَ وَٱلْقَـٰنِتِينَ وَٱلْمُنفِقِينَ وَٱلْمُسْتَغْفِرِينَ بِٱلْأَسْحَارِ 17. ისინი მომთმენნი არიან, მართალნი, თავმდაბალნი, მოწყალების გამღებნი და გამთენიისას პატიების მთხოვნელნი. شَهِدَ ٱللَّهُ أَنَّهُۥ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ وَأُو۟لُوا۟ ٱلْعِلْمِ قَآئِمًۢا بِٱلْقِسْطِ ۚ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 18. ამოწმებს ალლაჰი, რომ არ არსებობს ღვთაება, მის გარდა; და ანგელოზებმაც და მცოდნეებმაც სამართლიანად დაამოწმეს; არ არის ღვთაება, მის გარდა, ძლევამოსილისა, ბრძენისა. إِنَّ ٱلدِّينَ عِندَ ٱللَّهِ ٱلْإِسْلَـٰمُ ۗ وَمَا ٱخْتَلَفَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ إِلَّا مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَهُمُ ٱلْعِلْمُ بَغْيًۢا بَيْنَهُمْ ۗ وَمَن يَكْفُرْ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ فَإِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ 19. ჭეშმარიტად, სარწმუნოება ალლაჰის წინაშე ისლამია, და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ცოდნა მიიღეს, ერთმანეთის შურით გაიყვნენ ისინი, რომელთაც წიგნი ებოძათ. და თუ ვინმე არ ირწმუნებს ალლაჰის აიათებს, უეჭველად, ალლაჰი სწრაფია ანგრიშსწორებისას! فَإِنْ حَآجُّوكَ فَقُلْ أَسْلَمْتُ وَجْهِىَ لِلَّهِ وَمَنِ ٱتَّبَعَنِ ۗ وَقُل لِّلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْأُمِّيِّـۧنَ ءَأَسْلَمْتُمْ ۚ فَإِنْ أَسْلَمُوا۟ فَقَدِ ٱهْتَدَوا۟ ۖ وَّإِن تَوَلَّوْا۟ فَإِنَّمَا عَلَيْكَ ٱلْبَلَـٰغُ ۗ وَٱللَّهُ بَصِيرٌۢ بِٱلْعِبَادِ 20. და თუ ამ ყველაფრის შემდეგ შეგედავონ, მაშინ უთხარი: მე დავუმორჩილე ჩემი სახე ალლაჰს და ისინიც, ვინც მე მომყვება. უთხარი იმათ, ვისაც წიგნი ებოძა და უცოდინართ: დამორჩილდით, (გამუსლიმდით), და თუ დამორჩილდებიან, ჭეშმარიტ გზაზე დადგებიან. და თუ ზურგი აქციეს, შენზეა მხოლოდ შეტყობინება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხედავს თავის მსახურებს. إِنَّ ٱلَّذِينَ يَكْفُرُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَيَقْتُلُونَ ٱلنَّبِيِّـۧنَ بِغَيْرِ حَقٍّ وَيَقْتُلُونَ ٱلَّذِينَ يَأْمُرُونَ بِٱلْقِسْطِ مِنَ ٱلنَّاسِ فَبَشِّرْهُم بِعَذَابٍ أَلِيمٍ 21. ჭეშმარიტად, რომელთაც არ ირწმუნეს ალლაჰის აიათები, უსამართლოდ ხოცავდნენ შუამავლებს და იმ ხალხს, ვინც მოუწოდებდა სამართლიანობისკენ, გაახარე ისინი მტანჯველი სასჯელით! أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ حَبِطَتْ أَعْمَـٰلُهُمْ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ وَمَا لَهُم مِّن نَّـٰصِرِينَ 22. ესენი არიან, რომელთა საქმენიც ფუჭია ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც, და არ ეყოლებათ მათ შემწეები. أَلَمْ تَرَ إِلَى ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ نَصِيبًا مِّنَ ٱلْكِتَـٰبِ يُدْعَوْنَ إِلَىٰ كِتَـٰبِ ٱللَّهِ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ ثُمَّ يَتَوَلَّىٰ فَرِيقٌ مِّنْهُمْ وَهُم مُّعْرِضُونَ 23. განა არ გინახავს ისეთები, რომელთაც ებოძათ წიგნის ნაწილი? ისინი მოხმობილ იყვნენ ალლაჰის წიგნთან რათა მას განესაჯა მათ შორის. მერე ზურგს აქცევენ მათგან ზოგიერთნი, და ისინი არიან უარმყოფელნი. ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَالُوا۟ لَن تَمَسَّنَا ٱلنَّارُ إِلَّآ أَيَّامًا مَّعْدُودَٰتٍ ۖ وَغَرَّهُمْ فِى دِينِهِم مَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 24. აი, ეს იმისთვის, რომ ისინი ამბობდნენ: „ცეცხლი თუ გვეწევა, მხოლოდ რამდენიმე დღეს“. და მათივე შეთხზულმა შეაცდინა ესენი საკუთარ რწმენაში. فَكَيْفَ إِذَا جَمَعْنَـٰهُمْ لِيَوْمٍ لَّا رَيْبَ فِيهِ وَوُفِّيَتْ كُلُّ نَفْسٍ مَّا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 25. და როცა შევკრებთ იმ დღეს, რომელშიც ეჭვი არ არის, და ყოველ სულს სრულად მიეგება იმისათვის, რაც შეიძინა, და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. قُلِ ٱللَّهُمَّ مَـٰلِكَ ٱلْمُلْكِ تُؤْتِى ٱلْمُلْكَ مَن تَشَآءُ وَتَنزِعُ ٱلْمُلْكَ مِمَّن تَشَآءُ وَتُعِزُّ مَن تَشَآءُ وَتُذِلُّ مَن تَشَآءُ ۖ بِيَدِكَ ٱلْخَيْرُ ۖ إِنَّكَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 26. თქვი: ღმერთო ჩემო, მეუფეო სამეფოსი. აძლევ მეფობას, ვისაც ინებებ, და ართმევ მას, ვისაც ინებებ, და აამაღლებ, ვისაც ინებებ, და დაამდაბლებ, ვისაც ინებებ; შენს ხელთაა კეთილდღეობა, ჭეშმარიტად, შენ ყოვლისშემძლე ხარ! تُولِجُ ٱلَّيْلَ فِى ٱلنَّهَارِ وَتُولِجُ ٱلنَّهَارَ فِى ٱلَّيْلِ ۖ وَتُخْرِجُ ٱلْحَىَّ مِنَ ٱلْمَيِّتِ وَتُخْرِجُ ٱلْمَيِّتَ مِنَ ٱلْحَىِّ ۖ وَتَرْزُقُ مَن تَشَآءُ بِغَيْرِ حِسَابٍ 27. შენ შეიყვან ღამეს დღეში და დღეს ღამეში, და ამოიყვან ცოცხალს მკვდრისაგან და მკვდარს ცოცხალისგან; და აძლევ სარჩოს ვისაც ინებებ, უანგარიშოდ. لَّا يَتَّخِذِ ٱلْمُؤْمِنُونَ ٱلْكَـٰفِرِينَ أَوْلِيَآءَ مِن دُونِ ٱلْمُؤْمِنِينَ ۖ وَمَن يَفْعَلْ ذَٰلِكَ فَلَيْسَ مِنَ ٱللَّهِ فِى شَىْءٍ إِلَّآ أَن تَتَّقُوا۟ مِنْهُمْ تُقَىٰةً ۗ وَيُحَذِّرُكُمُ ٱللَّهُ نَفْسَهُۥ ۗ وَإِلَى ٱللَّهِ ٱلْمَصِيرُ 28. არ აიყვანონ მეგობრებად მორწმუნეებმა ურწმუნონი მორწმუნეთა მაგივრად; და ვინც ამას იქმს, ალლაჰთან საერთო აღარაფერი ექნება. გამონაკლისია, თუ მათი მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობთ. და ალლაჰი გაფრთხილებთ, და მხოლოდ ალლაჰთანაა დაბრუნება. قُلْ إِن تُخْفُوا۟ مَا فِى صُدُورِكُمْ أَوْ تُبْدُوهُ يَعْلَمْهُ ٱللَّهُ ۗ وَيَعْلَمُ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ 29. უთხარი (შუამავალო): „გინდ დამალეთ თქვენი გულისნადები, გინდ განაცხადეთ, ალლაჰმა იცის. და იცის, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და ალლაჰი ყოვლისშემძლეა. يَوْمَ تَجِدُ كُلُّ نَفْسٍ مَّا عَمِلَتْ مِنْ خَيْرٍ مُّحْضَرًا وَمَا عَمِلَتْ مِن سُوٓءٍ تَوَدُّ لَوْ أَنَّ بَيْنَهَا وَبَيْنَهُۥٓ أَمَدًۢا بَعِيدًا ۗ وَيُحَذِّرُكُمُ ٱللَّهُ نَفْسَهُۥ ۗ وَٱللَّهُ رَءُوفٌۢ بِٱلْعِبَادِ 30. იმ დღეს, როცა თავის წინ იპოვის ყოველი სული იმას, რა სიკეთეც ქმნა და რა სიავეც ჩაიდინა. ინატრებს ამასა და მას შორის გრძელი მანძილი იყოს. და ალლაჰი თვითონ გაფრთხილებთ. და ალლაჰი კეთილია მსახურთა მიმართ. قُلْ إِن كُنتُمْ تُحِبُّونَ ٱللَّهَ فَٱتَّبِعُونِى يُحْبِبْكُمُ ٱللَّهُ وَيَغْفِرْ لَكُمْ ذُنُوبَكُمْ ۗ وَٱللَّهُ غَفُورٌ رَّحِيمٌ 31. უთხარი: თუ გიყვართ ალლაჰი, მე გამომყევით, და ალლაჰიც შეგიყვარებთ, და გაპატიებთ თქვენს ცოდვებს, რადგან ალლაჰი შემწყნარებელი და მწყალობელია! قُلْ أَطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَٱلرَّسُولَ ۖ فَإِن تَوَلَّوْا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ ٱلْكَـٰفِرِينَ 32. უთხარი: დაემორჩილეთ ალლაჰს და შუამავალს! ხოლო თუკი ზურგს აქცევენ, მაშინ - ალლაჰს არ უყვარს ურწმუნონი. إِنَّ ٱللَّهَ ٱصْطَفَىٰٓ ءَادَمَ وَنُوحًا وَءَالَ إِبْرَٰهِيمَ وَءَالَ عِمْرَٰنَ عَلَى ٱلْعَـٰلَمِينَ 33. ჭეშმარიტად, ალლაჰმა გამოარჩია ადამი და ნუჰი, იბრაჰიმის მოდგმა და მოდგმა იმრანისა სამყაროთა შორის, ذُرِّيَّةًۢ بَعْضُهَا مِنۢ بَعْضٍ ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ 34. ერთმანეთის შთამომავლობა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა! إِذْ قَالَتِ ٱمْرَأَتُ عِمْرَٰنَ رَبِّ إِنِّى نَذَرْتُ لَكَ مَا فِى بَطْنِى مُحَرَّرًا فَتَقَبَّلْ مِنِّىٓ ۖ إِنَّكَ أَنتَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 35. აკი, თქვა იმრანის ცოლმა: „ღმერთო ჩემო, „რაც ჩემს მუცელშია, უპირობოდ შენ აღგითქვი, ყველაფრისგან თავისუფალი, მიიღე ჩემგან. ჭეშმარიტად, მხოლოდ შენ ხარ ყოვლისგამგონი და ყოვლისმცოდნე. فَلَمَّا وَضَعَتْهَا قَالَتْ رَبِّ إِنِّى وَضَعْتُهَآ أُنثَىٰ وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا وَضَعَتْ وَلَيْسَ ٱلذَّكَرُ كَٱلْأُنثَىٰ ۖ وَإِنِّى سَمَّيْتُهَا مَرْيَمَ وَإِنِّىٓ أُعِيذُهَا بِكَ وَذُرِّيَّتَهَا مِنَ ٱلشَّيْطَـٰنِ ٱلرَّجِيمِ 36. და როცა შეეძინა იგი, თქვა: „ღმერთო ჩემო! მე შემეძინა იგი გოგო.“ ალლაჰმა უკეთ იცოდა, რაც დაბადა, რადგან კაცი არ არის ქალის მსგავსი, „და დავარქვი მას მარიამი, და შენ გაბარებ მას და მის შთამომავლობას, ფარავდე ეშმაკისგან, ქვებით ჩაქოლილისგან!“ فَتَقَبَّلَهَا رَبُّهَا بِقَبُولٍ حَسَنٍ وَأَنۢبَتَهَا نَبَاتًا حَسَنًا وَكَفَّلَهَا زَكَرِيَّا ۖ كُلَّمَا دَخَلَ عَلَيْهَا زَكَرِيَّا ٱلْمِحْرَابَ وَجَدَ عِندَهَا رِزْقًا ۖ قَالَ يَـٰمَرْيَمُ أَنَّىٰ لَكِ هَـٰذَا ۖ قَالَتْ هُوَ مِنْ عِندِ ٱللَّهِ ۖ إِنَّ ٱللَّهَ يَرْزُقُ مَن يَشَآءُ بِغَيْرِ حِسَابٍ 37. შეიწყნარა ის მისმა ღმერთმა კეთილი შეწყნარებით და აღმოაცენა ის მშვენიერ მცენარედ და მიაბარა აღსაზრდელად ზაქარიას. ყოველთვის, როცა ზაქარია შედიოდა მასთან მიჰრაბში, ხედავდა, რომ მის წინ სარჩო იდო. ჰკითხავდა: მარიამ, საიდან ეს შენ? მიუგო: „ალლაჰისგან არის ეს!“ ჭეშმარიტად, ალლაჰი სარჩოს მისცემს, ვისაც ინებებს, უანგრიშოდ. هُنَالِكَ دَعَا زَكَرِيَّا رَبَّهُۥ ۖ قَالَ رَبِّ هَبْ لِى مِن لَّدُنكَ ذُرِّيَّةً طَيِّبَةً ۖ إِنَّكَ سَمِيعُ ٱلدُّعَآءِ 38. სწორედ იქ შეევედრა ზაქარია თავის ღმერთს: „ღმერთო ჩემო, მიბოძე შენგან კეთილი მოდგმა. ჭეშმარიტად, შენ ხარ ვედრების შემსმენი! فَنَادَتْهُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ وَهُوَ قَآئِمٌ يُصَلِّى فِى ٱلْمِحْرَابِ أَنَّ ٱللَّهَ يُبَشِّرُكَ بِيَحْيَىٰ مُصَدِّقًۢا بِكَلِمَةٍ مِّنَ ٱللَّهِ وَسَيِّدًا وَحَصُورًا وَنَبِيًّا مِّنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 39. და აი, აუწყეს მას ანგელოზებმა, როცა ლოცვად იდგა მიჰრაბში (სალოცავში): „ალლაჰი გახარებს შენ იაჰიას, ალლაჰის სიტყვის დასტურად (‘ისას) და იქნება დიდებული, გაწონასწორებული შუამავალი, კეთილშობილთა შორის.“ قَالَ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِى غُلَـٰمٌ وَقَدْ بَلَغَنِىَ ٱلْكِبَرُ وَٱمْرَأَتِى عَاقِرٌ ۖ قَالَ كَذَٰلِكَ ٱللَّهُ يَفْعَلُ مَا يَشَآءُ 40. თქვა (ზაქარიამ): ღმერთო ჩემო! როგორ შემეძინება ვაჟი, როცა სიბერე მეწია და ჩემი ცოლიც უნაყოფოა? უთხრა (ალლაჰმა): დიახაც, რომ ასეა! ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს. قَالَ رَبِّ ٱجْعَل لِّىٓ ءَايَةً ۖ قَالَ ءَايَتُكَ أَلَّا تُكَلِّمَ ٱلنَّاسَ ثَلَـٰثَةَ أَيَّامٍ إِلَّا رَمْزًا ۗ وَٱذْكُر رَّبَّكَ كَثِيرًا وَسَبِّحْ بِٱلْعَشِىِّ وَٱلْإِبْكَـٰرِ 41. თქვა (ზაქარიამ): „ღმერთო ჩემო! მომეცი ნიშანი“. თქვა: „შენი ნიშანია ის, რომ დაელაპარაკები ხალხს სამი დღის მანძილზე მხოლოდ მინიშნებებით. და ახსენე შენი ღმერთი ბევრჯერ, და განადიდე იგი შებინდებისას და გარიჟრაჟისას! وَإِذْ قَالَتِ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ يَـٰمَرْيَمُ إِنَّ ٱللَّهَ ٱصْطَفَىٰكِ وَطَهَّرَكِ وَٱصْطَفَىٰكِ عَلَىٰ نِسَآءِ ٱلْعَـٰلَمِينَ 42. და როცა ანგელოზებმა უთხრეს: მარიამ! ჭეშმარიტად, ალლაჰმა შენ გამოგარჩია, განგწმინდა და გამოგარჩია სამყაროთა ქალებში. يَـٰمَرْيَمُ ٱقْنُتِى لِرَبِّكِ وَٱسْجُدِى وَٱرْكَعِى مَعَ ٱلرَّٰكِعِينَ 43. მარიამ! მოკრძალებით დადექი შენი ღმერთის წინაშე, სეჯდე აღასრულე და წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხრის. ذَٰلِكَ مِنْ أَنۢبَآءِ ٱلْغَيْبِ نُوحِيهِ إِلَيْكَ ۚ وَمَا كُنتَ لَدَيْهِمْ إِذْ يُلْقُونَ أَقْلَـٰمَهُمْ أَيُّهُمْ يَكْفُلُ مَرْيَمَ وَمَا كُنتَ لَدَيْهِمْ إِذْ يَخْتَصِمُونَ 44. (ო, მუჰამმად)! ეს არის დაფარულის ერთ-ერთი ამბავი, რომელიც შენ გამოგიცხადეთ. შენ არ იყავი მათ შორის, როცა წილი ჰყარეს, თუ ვის ხვდებოდა მზრუნველობა მარიამზე და არ ყოფილხარ მათთან, როცა დაობდნენ. إِذْ قَالَتِ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ يَـٰمَرْيَمُ إِنَّ ٱللَّهَ يُبَشِّرُكِ بِكَلِمَةٍ مِّنْهُ ٱسْمُهُ ٱلْمَسِيحُ عِيسَى ٱبْنُ مَرْيَمَ وَجِيهًا فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ وَمِنَ ٱلْمُقَرَّبِينَ 45. როცა ანგელოზებმა უთხრეს: „მარიამ! ალლაჰი გახარებს ძის დაბადებას მისი სიტყვიდან, რომლის სახელიცაა ალ-მასიჰ ‘ისა იბნ მარიამი, ღირსეული სააქაოშიც და საიქიოშიც და ერთ-ერთი დაახლოებულთაგანი. وَيُكَلِّمُ ٱلنَّاسَ فِى ٱلْمَهْدِ وَكَهْلًا وَمِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 46. ის დაელაპარაკება ხალხს აკვანშიც და მოწიფულიც, და იქნება მართალთაგანი.“ قَالَتْ رَبِّ أَنَّىٰ يَكُونُ لِى وَلَدٌ وَلَمْ يَمْسَسْنِى بَشَرٌ ۖ قَالَ كَذَٰلِكِ ٱللَّهُ يَخْلُقُ مَا يَشَآءُ ۚ إِذَا قَضَىٰٓ أَمْرًا فَإِنَّمَا يَقُولُ لَهُۥ كُن فَيَكُونُ 47. უთხრა (მარიამმა): „ღმერთო ჩემო, როგორ მეყოლება მე ძე, როცა კაცი არ შემხებია?“ უთხრა (ალლაჰმა): ამგვარად: ალლაჰი გააჩენს, რასაც ინებებს. როცა განიზრახავს რაიმეს გაჩენას, საკმარისია უთხრას მას: იყავ! - და იქნება. وَيُعَلِّمُهُ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحِكْمَةَ وَٱلتَّوْرَىٰةَ وَٱلْإِنجِيلَ 48. და შეასწავლის მას წიგნს, სიბრძნეს, თევრათს და ინჯილს. وَرَسُولًا إِلَىٰ بَنِىٓ إِسْرَٰٓءِيلَ أَنِّى قَدْ جِئْتُكُم بِـَٔايَةٍ مِّن رَّبِّكُمْ ۖ أَنِّىٓ أَخْلُقُ لَكُم مِّنَ ٱلطِّينِ كَهَيْـَٔةِ ٱلطَّيْرِ فَأَنفُخُ فِيهِ فَيَكُونُ طَيْرًۢا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۖ وَأُبْرِئُ ٱلْأَكْمَهَ وَٱلْأَبْرَصَ وَأُحْىِ ٱلْمَوْتَىٰ بِإِذْنِ ٱللَّهِ ۖ وَأُنَبِّئُكُم بِمَا تَأْكُلُونَ وَمَا تَدَّخِرُونَ فِى بُيُوتِكُمْ ۚ إِنَّ فِى ذَٰلِكَ لَـَٔايَةً لَّكُمْ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 49. და გაგზავნის შუამავლად ისრაილის ძეებთან: „მე მოვედი თქვენთან სასწაულით თქვენი ღმერთისგან. მე გამოვძერწავ ტალახისგან ჩიტს, ჩავბერავ მას სულს, და იქნება ფრინველი ალლაჰის ნებით. მე განვკურნავ ბრმად დაბადებულს, კეთროვანს, გავაცოცხლებ მკვდარს, ალლაჰის ნებით. მე გაცნობებთ იმას, რას ჭამთ და რასაც ინახავთ სახლებში. ჭეშმარიტად, ამაშია სასწაული თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი. وَمُصَدِّقًا لِّمَا بَيْنَ يَدَىَّ مِنَ ٱلتَّوْرَىٰةِ وَلِأُحِلَّ لَكُم بَعْضَ ٱلَّذِى حُرِّمَ عَلَيْكُمْ ۚ وَجِئْتُكُم بِـَٔايَةٍ مِّن رَّبِّكُمْ فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 50. და დასტურად იმისა, რომელიც ჩემს უწინ იყო თევრათში (თორაში), და რომ ნებადართული ვქმნა თქვენთვის ზოგი რამ, რაც აკრძალული გქონდათ. და მოვედი თქვენთან სასწაულით თქვენი ღმერთისგან. გეშინოდეთ ალლაჰისა და დამემორჩილეთ! إِنَّ ٱللَّهَ رَبِّى وَرَبُّكُمْ فَٱعْبُدُوهُ ۗ هَـٰذَا صِرَٰطٌ مُّسْتَقِيمٌ 51. ჭეშმარიტად, ალლაჰი ჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. თაყვანი ეცით მას. ეს არის ჭეშმარიტი გზა!“ فَلَمَّآ أَحَسَّ عِيسَىٰ مِنْهُمُ ٱلْكُفْرَ قَالَ مَنْ أَنصَارِىٓ إِلَى ٱللَّهِ ۖ قَالَ ٱلْحَوَارِيُّونَ نَحْنُ أَنصَارُ ٱللَّهِ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَٱشْهَدْ بِأَنَّا مُسْلِمُونَ 52. და როცა ‘ისამ იგრძნო მათგან ურწმუნოება, თქვა: „ვინ იქნება ჩემი შემწე ალლაჰის გზაზე?“ მიუგეს მოწაფეებმა: „ჩვენ ვართ შემწენი ალლაჰის სარწმუნოებისა. ჩვენ ვირწმუნეთ ალლაჰი, და დაამოწმე, რომ ვართ მუსლიმები! رَبَّنَآ ءَامَنَّا بِمَآ أَنزَلْتَ وَٱتَّبَعْنَا ٱلرَّسُولَ فَٱكْتُبْنَا مَعَ ٱلشَّـٰهِدِينَ 53. „ღმერთო ჩვენო! ვირწმუნეთ ჩვენ, რაც ზემოავლინე, და გავყევით შუამავალს. მაშ, ჩაგვწერე ჩვენც მოწმეთა რიგებში!“ وَمَكَرُوا۟ وَمَكَرَ ٱللَّهُ ۖ وَٱللَّهُ خَيْرُ ٱلْمَـٰكِرِينَ 54. (იუდეველებმა) ხერხი იხმარეს (‘ისას წინააღმდეგ) და ალლაჰმა მათი ხერხი ამაოდ ჰქმნა. და ალლაჰია ყველაზე უფრო მოხერხებული. إِذْ قَالَ ٱللَّهُ يَـٰعِيسَىٰٓ إِنِّى مُتَوَفِّيكَ وَرَافِعُكَ إِلَىَّ وَمُطَهِّرُكَ مِنَ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَجَاعِلُ ٱلَّذِينَ ٱتَّبَعُوكَ فَوْقَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ إِلَىٰ يَوْمِ ٱلْقِيَـٰمَةِ ۖ ثُمَّ إِلَىَّ مَرْجِعُكُمْ فَأَحْكُمُ بَيْنَكُمْ فِيمَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ 55. მაშინ ალლაჰმა უთხრა: „ჰეი, ‘ისა! მე მოგაკვდინებ შენ და ჩემთან ამოგამაღლებ, და განგწმინდავ მათგან ვინც იყვნენ ურწმუნონი. და დავადგენ იმათ, შენ რომ მოგყვებოდნენ, მათ ზემოთ, ვინც იყვნენ ურწმუნონი - სამსჯავროს დღემდე. შემდეგ ჩემთან არის თქვენი დაბრუნება და მე განვსჯი თქვენს შორის იმას, რაზეც ვერ თანხმდებოდით. فَأَمَّا ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فَأُعَذِّبُهُمْ عَذَابًا شَدِيدًا فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ وَمَا لَهُم مِّن نَّـٰصِرِينَ 56. მაგრამ მათ, რომელთაც უარყვეს, დავსჯი უმკაცრესი სასჯელით სააქაოშიც და საიქიოშიც. და არ ეყოლებათ მათ შემწეები. وَأَمَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ فَيُوَفِّيهِمْ أُجُورَهُمْ ۗ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ ٱلظَّـٰلِمِينَ 57. იმათ კი, რომელთაც ირწმუნეს და სიკეთეს აკეთებდნენ, სრულად მიეზღვება მისგან (ალლაჰისგან). და ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი! ذَٰلِكَ نَتْلُوهُ عَلَيْكَ مِنَ ٱلْـَٔايَـٰتِ وَٱلذِّكْرِ ٱلْحَكِيمِ 58. (ო, მუჰამმად!) ეს არის აიათები, რომელთაც გიკითხავთ შენ, და ბრძნული შეგონება. إِنَّ مَثَلَ عِيسَىٰ عِندَ ٱللَّهِ كَمَثَلِ ءَادَمَ ۖ خَلَقَهُۥ مِن تُرَابٍ ثُمَّ قَالَ لَهُۥ كُن فَيَكُونُ 59. ჭეშმარიტად, 'ისას მაგალითი ადამის მაგალითის მსგავსია: მან იგი მიწისგან შექმნა. შემდეგ უთხრა: იყავ! - და იქმნა. ٱلْحَقُّ مِن رَّبِّكَ فَلَا تَكُن مِّنَ ٱلْمُمْتَرِينَ 60. ჭეშმარიტება შენი ღმერთისგანაა, და ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი. مَنْ حَآجَّكَ فِيهِ مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَكَ مِنَ ٱلْعِلْمِ فَقُلْ تَعَالَوْا۟ نَدْعُ أَبْنَآءَنَا وَأَبْنَآءَكُمْ وَنِسَآءَنَا وَنِسَآءَكُمْ وَأَنفُسَنَا وَأَنفُسَكُمْ ثُمَّ نَبْتَهِلْ فَنَجْعَل لَّعْنَتَ ٱللَّهِ عَلَى ٱلْكَـٰذِبِينَ 61. ხოლო იმას, ვინც შეგედავოს მას შემდეგ, რაც შენ გებოძა ცოდნა უთხარი: „მოდით, ვუხმოთ ჩვენს შვილებს და თქვენს შვილებს, და ჩვენს ქალებსა და თქვენს ქალებს, ჩვენც და თქვენც. შემდეგ შევთხოვოთ ალლაჰს წყევლა მატყუარებზე. إِنَّ هَـٰذَا لَهُوَ ٱلْقَصَصُ ٱلْحَقُّ ۚ وَمَا مِنْ إِلَـٰهٍ إِلَّا ٱللَّهُ ۚ وَإِنَّ ٱللَّهَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 62. ეს არის ჭეშმარიტი ამბები, და არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ძლევამოსილი, ბრძენია. فَإِن تَوَلَّوْا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۢ بِٱلْمُفْسِدِينَ 63. ხოლო თუ სახეს იბრუნებენ ისინი (ამ ყველაფრის შემდეგ), უეჭველად, ალლაჰმა უწყის, ამრევნი. قُلْ يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ تَعَالَوْا۟ إِلَىٰ كَلِمَةٍ سَوَآءٍۭ بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ أَلَّا نَعْبُدَ إِلَّا ٱللَّهَ وَلَا نُشْرِكَ بِهِۦ شَيْـًٔا وَلَا يَتَّخِذَ بَعْضُنَا بَعْضًا أَرْبَابًا مِّن دُونِ ٱللَّهِ ۚ فَإِن تَوَلَّوْا۟ فَقُولُوا۟ ٱشْهَدُوا۟ بِأَنَّا مُسْلِمُونَ 64. უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! მოდით სამართლიან სიტყვაზე, ჩვენსა და თქვენს შორის, რომ არ ვცეთ თაყვანი არავის, ალლაჰის გარდა, და არ დავუდგინოთ მას თანაზიარი, და არ გავაღმერთოთ ერთმანეთი ალლაჰის მაგივრად. და თუ სახეს იბრუნებენ, უთხარი მათ: „დაამოწმეთ, რომ ჩვენ მუსლიმები ვართ. يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لِمَ تُحَآجُّونَ فِىٓ إِبْرَٰهِيمَ وَمَآ أُنزِلَتِ ٱلتَّوْرَىٰةُ وَٱلْإِنجِيلُ إِلَّا مِنۢ بَعْدِهِۦٓ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ 65. ჰეი, წიგნის ხალხო! რატომ კამათობთ იბრაჰიმის გამო? თევრათი და ინჯილი ხომ მის შემდგომ იყო გარდმოვლენილი. განა არ დაფიქრდებით? هَـٰٓأَنتُمْ هَـٰٓؤُلَآءِ حَـٰجَجْتُمْ فِيمَا لَكُم بِهِۦ عِلْمٌ فَلِمَ تُحَآجُّونَ فِيمَا لَيْسَ لَكُم بِهِۦ عِلْمٌ ۚ وَٱللَّهُ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ 66. თქვენ ხომ სწორედ ისინი ხართ, ვინც კამათობთ იმის თაობაზე რა ცოდნაც გაქვთ. რატომ კამათობთ იმაზე, რაც არ იცით? ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, და თქვენ კი არ იცით! مَا كَانَ إِبْرَٰهِيمُ يَهُودِيًّا وَلَا نَصْرَانِيًّا وَلَـٰكِن كَانَ حَنِيفًا مُّسْلِمًا وَمَا كَانَ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 67. არ ყოფილა იბრაჰიმი არც იუდეველი და არც ქრისტიანი, არამედ იყო ჰანიფი მუსლიმი და არ იყო იგი წარმართთაგანი. إِنَّ أَوْلَى ٱلنَّاسِ بِإِبْرَٰهِيمَ لَلَّذِينَ ٱتَّبَعُوهُ وَهَـٰذَا ٱلنَّبِىُّ وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ۗ وَٱللَّهُ وَلِىُّ ٱلْمُؤْمِنِينَ 68. ჭეშმარიტად, ყველაზე უფრო ახლობელნი იბრაჰიმისა იყვნენ ისინი, ვის მას მიჰყვებოდა, ეს შუამავალი(მუჰამმადი) და რომელთაც ირწმუნეს. ალლაჰი კი მორწმუნეთა მეგობარია. وَدَّت طَّآئِفَةٌ مِّنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ لَوْ يُضِلُّونَكُمْ وَمَا يُضِلُّونَ إِلَّآ أَنفُسَهُمْ وَمَا يَشْعُرُونَ 69. და მოინდომა წიგნის ხალხის ერთმა ჯგუფმა, რომ გზა აებნიათ თქვენთვის. მაგრამ ვერავის აუბნევენ გზას, თავიანთი თავის გარდა, თანაც ვერ გრძნობენ. يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لِمَ تَكْفُرُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَأَنتُمْ تَشْهَدُونَ 70. ჰეი, წიგნის ხალხო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს, როცა თქვენ მოწმენი ხართ! يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لِمَ تَلْبِسُونَ ٱلْحَقَّ بِٱلْبَـٰطِلِ وَتَكْتُمُونَ ٱلْحَقَّ وَأَنتُمْ تَعْلَمُونَ 71. ჰეი, წიგნის ხალხო! რატომ მოსავთ ჭეშმარიტებას სიცრუის სამოსით და რატომ მალავთ სიმართლეს, როცა თქვენ იცით! وَقَالَت طَّآئِفَةٌ مِّنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ ءَامِنُوا۟ بِٱلَّذِىٓ أُنزِلَ عَلَى ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَجْهَ ٱلنَّهَارِ وَٱكْفُرُوٓا۟ ءَاخِرَهُۥ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ 72. და თქვა წიგნის ხალხის ერთმა ჯგუფმა: „ის, რაც გარდმოევლინა მორწმუნეებს, ირწმუნეთ დღის დასაწყისში და უარყავით დღის ბოლოს, ეგების უკან მოიქცნენ. وَلَا تُؤْمِنُوٓا۟ إِلَّا لِمَن تَبِعَ دِينَكُمْ قُلْ إِنَّ ٱلْهُدَىٰ هُدَى ٱللَّهِ أَن يُؤْتَىٰٓ أَحَدٌ مِّثْلَ مَآ أُوتِيتُمْ أَوْ يُحَآجُّوكُمْ عِندَ رَبِّكُمْ ۗ قُلْ إِنَّ ٱلْفَضْلَ بِيَدِ ٱللَّهِ يُؤْتِيهِ مَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ وَٰسِعٌ عَلِيمٌ 73. და არ მიენდოთ არავის, იმათ გარდა, ვინც გაჰყვა თქვენს სარწმუნოებას. უთხარი: „ჭეშმარიტად, სწორი გზა ალლაჰის გზაა!“ რომ ებოძოს ვინმეს ისეთივე, რაც თქვენ გებოძა, ნუთუ შეგეცილებიან ისინი ამაში თქვენი ღმერთის წინაშე? უთხარი: ჭეშმარიტად, მადლი ალლაჰის ხელთაა და უბოძებს იმას, ვისაც ინებებს! და ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა! يَخْتَصُّ بِرَحْمَتِهِۦ مَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ ذُو ٱلْفَضْلِ ٱلْعَظِيمِ 74. ანიჭებს თავის წყალობას, ვისაც ინებებს, და ალლაჰი უდიდესი სიკეთის მფლობელია. وَمِنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ مَنْ إِن تَأْمَنْهُ بِقِنطَارٍ يُؤَدِّهِۦٓ إِلَيْكَ وَمِنْهُم مَّنْ إِن تَأْمَنْهُ بِدِينَارٍ لَّا يُؤَدِّهِۦٓ إِلَيْكَ إِلَّا مَا دُمْتَ عَلَيْهِ قَآئِمًا ۗ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ قَالُوا۟ لَيْسَ عَلَيْنَا فِى ٱلْأُمِّيِّـۧنَ سَبِيلٌ وَيَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ وَهُمْ يَعْلَمُونَ 75. წიგნის ხალხთა შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ყინტარს თუ ანდობ, უკლებლივ დაგიბრუნებენ, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებსაც დინარს თუ ანდობ, იმასაც არ დაგიბრუნებს, თუ გამუდმებით თავზე არ დაადექი. ეს იმიტომ, რომ თვლიან, უმეცრებთან საერთო არაფერი გვაქვსო. ხოლო ალლაჰზე სიცრუეს ამბობენ, და მათ იციან ეს! بَلَىٰ مَنْ أَوْفَىٰ بِعَهْدِهِۦ وَٱتَّقَىٰ فَإِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُتَّقِينَ 76. დიახ! ვინც აღთქმა აღასრულა და ალლაჰის ეშინოდა. ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიშნი! إِنَّ ٱلَّذِينَ يَشْتَرُونَ بِعَهْدِ ٱللَّهِ وَأَيْمَـٰنِهِمْ ثَمَنًا قَلِيلًا أُو۟لَـٰٓئِكَ لَا خَلَـٰقَ لَهُمْ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ وَلَا يُكَلِّمُهُمُ ٱللَّهُ وَلَا يَنظُرُ إِلَيْهِمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ وَلَا يُزَكِّيهِمْ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 77. ჭეშმარიტად, ვინც ყიდის ალლაჰთან დადებულ აღთქმას და დადებულ ფიცს (არღვევს) მცირე საფასურად, წილი არ ექნებათ საიქიოში, არ დაელაპარაკება მათ ალლაჰი და არ შეხედავს მათ განკითხვის დღეს, და არ განწმენდს. და მათთვისაა მტანჯველი სასჯელი! وَإِنَّ مِنْهُمْ لَفَرِيقًا يَلْوُۥنَ أَلْسِنَتَهُم بِٱلْكِتَـٰبِ لِتَحْسَبُوهُ مِنَ ٱلْكِتَـٰبِ وَمَا هُوَ مِنَ ٱلْكِتَـٰبِ وَيَقُولُونَ هُوَ مِنْ عِندِ ٱللَّهِ وَمَا هُوَ مِنْ عِندِ ٱللَّهِ وَيَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ وَهُمْ يَعْلَمُونَ 78. ჭეშმარიტად, მათ შორის არიან ისეთნიც, ვინც თავისი ენით ამახინჯებს წიგნს, რათა გეგონოთ თქვენ ეს ღვთიური წიგნისგან, თუმცაღა ის ღვთიური წიგნის არ არის. და მაინც ამბობენ: ეს ალლაჰისგან არისო! არადა არ არის ეს ალლაჰისგან; და ამბობენ ისინი ალლაჰის წინაშე ტყუილს, და მათ ეს იციან. مَا كَانَ لِبَشَرٍ أَن يُؤْتِيَهُ ٱللَّهُ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحُكْمَ وَٱلنُّبُوَّةَ ثُمَّ يَقُولَ لِلنَّاسِ كُونُوا۟ عِبَادًا لِّى مِن دُونِ ٱللَّهِ وَلَـٰكِن كُونُوا۟ رَبَّـٰنِيِّـۧنَ بِمَا كُنتُمْ تُعَلِّمُونَ ٱلْكِتَـٰبَ وَبِمَا كُنتُمْ تَدْرُسُونَ 79. არ ყოფილა, რომ ადამიანისთვის ალლაჰს წიგნი, სიბრძნე და შუამავლობა ებოძოს და მერე ეთქვას იმას ხალხისათვის: „იყავით ჩემი თაყვანისმცემელნი ალლაჰის მაგივრად“, არამედ უთხრა - „იყავით ღვთისმსახურნი იმით, რასაც სწავლობთ და რასაც კითხულობთ (ღვთიური) წიგნიდან! وَلَا يَأْمُرَكُمْ أَن تَتَّخِذُوا۟ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ وَٱلنَّبِيِّـۧنَ أَرْبَابًا ۗ أَيَأْمُرُكُم بِٱلْكُفْرِ بَعْدَ إِذْ أَنتُم مُّسْلِمُونَ 80. და არც ის, რომ ებრძანოს თქვენთვის: ანგელოზი და შუამავალნი გაიხადოთ ღმერთებად. განა გიბრძანებთ ურწმუნოებას იმის მერე, რაც თქვენ მუსლიმნი გახდით?! وَإِذْ أَخَذَ ٱللَّهُ مِيثَـٰقَ ٱلنَّبِيِّـۧنَ لَمَآ ءَاتَيْتُكُم مِّن كِتَـٰبٍ وَحِكْمَةٍ ثُمَّ جَآءَكُمْ رَسُولٌ مُّصَدِّقٌ لِّمَا مَعَكُمْ لَتُؤْمِنُنَّ بِهِۦ وَلَتَنصُرُنَّهُۥ ۚ قَالَ ءَأَقْرَرْتُمْ وَأَخَذْتُمْ عَلَىٰ ذَٰلِكُمْ إِصْرِى ۖ قَالُوٓا۟ أَقْرَرْنَا ۚ قَالَ فَٱشْهَدُوا۟ وَأَنَا۠ مَعَكُم مِّنَ ٱلشَّـٰهِدِينَ 81. და აღთქმა აიღო ალლაჰმა შუამავალთაგან: „აჰა, გიბოძებთ თქვენ წიგნსა და სიბრძნეს.“ მერე მოვა თქვენთან შუამავალი, იმის დასტურად, რაც არის თქვენთან. ირწმუნეთ მისი და შეეწით მას! უთხრა (ალლაჰმა): „თანახმა ხართ და ღებულობთ ამაზე ჩემს პირობას?“ მიუგეს: თანახმა ვართ! უთხრა: „დაამოწმეთ და მეც თქვენთან ერთად დავამოწმებო! فَمَن تَوَلَّىٰ بَعْدَ ذَٰلِكَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْفَـٰسِقُونَ 82. და ვინც პირი იბრუნოს ამის შემდეგ, იქნებიან უწმინდურები. أَفَغَيْرَ دِينِ ٱللَّهِ يَبْغُونَ وَلَهُۥٓ أَسْلَمَ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَٱلْأَرْضِ طَوْعًا وَكَرْهًا وَإِلَيْهِ يُرْجَعُونَ 83. და ნუთუ, ალლაჰის რწმენის გარდა, სხვა რწმენას ეძებენ ეგენი მაშინ, როდესაც, ნებით თუ უნებლიეთ, ყველა მას ემორჩილება, ვინც არიან ცაში და მიწაზე? და ბოლოს მასთან იქნებიან დაბრუნებულნი. قُلْ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَمَآ أُنزِلَ عَلَيْنَا وَمَآ أُنزِلَ عَلَىٰٓ إِبْرَٰهِيمَ وَإِسْمَـٰعِيلَ وَإِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ وَٱلْأَسْبَاطِ وَمَآ أُوتِىَ مُوسَىٰ وَعِيسَىٰ وَٱلنَّبِيُّونَ مِن رَّبِّهِمْ لَا نُفَرِّقُ بَيْنَ أَحَدٍ مِّنْهُمْ وَنَحْنُ لَهُۥ مُسْلِمُونَ 84. თქვი, რომ: „ვირწმუნეთ ჩვენ ალლაჰი და ის, რაც ჩვენზე გარდმოევლინა. და რაც გარდმოევლინა იბრაჰიმს, ისმა'ილს, ისჰაყს, ია'ყუბს და შტოებს; და რაც ებოძა მუსას, ‘ისას და შუამავლებს მათი ღმერთისგან. და არ განვასხვავებთ არცერთ მათგანს, და ვართ მისი მორჩილები. وَمَن يَبْتَغِ غَيْرَ ٱلْإِسْلَـٰمِ دِينًا فَلَن يُقْبَلَ مِنْهُ وَهُوَ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 85. და ვინც ეძიებს ისლამის გარდა სხვა სარწმუნოებას, მისგან არ მიიღება იგი, და საიქიოში იქნება წაგებულთა შორის. كَيْفَ يَهْدِى ٱللَّهُ قَوْمًا كَفَرُوا۟ بَعْدَ إِيمَـٰنِهِمْ وَشَهِدُوٓا۟ أَنَّ ٱلرَّسُولَ حَقٌّ وَجَآءَهُمُ ٱلْبَيِّنَـٰتُ ۚ وَٱللَّهُ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 86. როგორ დაადგენს ალლაჰი სწორ გზაზე (იმ) ხალხს, ვინც უარყო მას მერე, რაც ირწმუნეს და დაამოწმეს, რომ შუამავალი ჭეშმარიტია და მოევლინათ მათ ცხადი მტკიცებანი. და ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე უსამართლო ხალხს! أُو۟لَـٰٓئِكَ جَزَآؤُهُمْ أَنَّ عَلَيْهِمْ لَعْنَةَ ٱللَّهِ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةِ وَٱلنَّاسِ أَجْمَعِينَ 87. მათი საზღაურია ის, რომ მათზე იქნება ალლაჰის, ანგელოზების და ადამიანების წყევლა - ერთიანად. خَـٰلِدِينَ فِيهَا لَا يُخَفَّفُ عَنْهُمُ ٱلْعَذَابُ وَلَا هُمْ يُنظَرُونَ 88. იქნებიან იქ მარადიულად. არ შეუმსუბუქდებათ სატანჯველი და არ იქნებიან მიხედილნი. إِلَّا ٱلَّذِينَ تَابُوا۟ مِنۢ بَعْدِ ذَٰلِكَ وَأَصْلَحُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ رَّحِيمٌ 89. იმათ გარდა, ვინც ამის შემდგომ მოინანიებს და გამოსწორდება, ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი და შემწყალებელია. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ بَعْدَ إِيمَـٰنِهِمْ ثُمَّ ٱزْدَادُوا۟ كُفْرًا لَّن تُقْبَلَ تَوْبَتُهُمْ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلضَّآلُّونَ 90. ჭეშმარიტად, რომელთაც უარყვეს რწმენა მას მერე, რაც ირწმუნეს, მერე კი გაამრავლეს ურწმუნოება, არ იქნება მიღებული მათი მონანიება, და, სწორედ ისინი არიან გზააბნეულნი. إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَمَاتُوا۟ وَهُمْ كُفَّارٌ فَلَن يُقْبَلَ مِنْ أَحَدِهِم مِّلْءُ ٱلْأَرْضِ ذَهَبًا وَلَوِ ٱفْتَدَىٰ بِهِۦٓ ۗ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ وَمَا لَهُم مِّن نَّـٰصِرِينَ 91. ჭეშმარიტად, რომელთაც უარყვეს და ურწმუნოდ მოკვდნენ, ოქროთი სავსე დედამიწაც რომ ებადოთ და გაიღონ თავის გადასარჩენად, მაინც არ მიიღება არც ერთ იმათთაგან. სწორედ მათთვისაა მტანჯველი სასჯელი, და მათი შემწე არავინ იქნება. لَن تَنَالُوا۟ ٱلْبِرَّ حَتَّىٰ تُنفِقُوا۟ مِمَّا تُحِبُّونَ ۚ وَمَا تُنفِقُوا۟ مِن شَىْءٍ فَإِنَّ ٱللَّهَ بِهِۦ عَلِيمٌ 92. ვერასოდეს მიაღწევთ ღვთისნიერებას, თუ არ გაიღებთ იმას, რაც გიყვართ. და რაც უნდა გაიღოთ, ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის! كُلُّ ٱلطَّعَامِ كَانَ حِلًّا لِّبَنِىٓ إِسْرَٰٓءِيلَ إِلَّا مَا حَرَّمَ إِسْرَٰٓءِيلُ عَلَىٰ نَفْسِهِۦ مِن قَبْلِ أَن تُنَزَّلَ ٱلتَّوْرَىٰةُ ۗ قُلْ فَأْتُوا۟ بِٱلتَّوْرَىٰةِ فَٱتْلُوهَآ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 93. ყოველგვარი საჭმელი ნებადართული იყო ისრაილის შვილთათვის, იმის გარდა, რაც ისრაელმა თავის თავს აუკრძალა, ვიდრე თევრათი მოევლინებოდა. უთხარი: მოიტანეთ თევრათი და წაიკითხეთ, თუკი მართალნი ხართ! فَمَنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ مِنۢ بَعْدِ ذَٰلِكَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 94. ხოლო ვინც ამის შემდეგ სიცრუე შეთხზა ალლაჰზე, სწორედ, რომ ისინი არიან უსამართლონი. قُلْ صَدَقَ ٱللَّهُ ۗ فَٱتَّبِعُوا۟ مِلَّةَ إِبْرَٰهِيمَ حَنِيفًا وَمَا كَانَ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 95. უთხარი: ალლაჰმა ჭეშმარიტება თქვა. მიჰყევით იბრაჰიმის რელიგიას, ჰანიფისას, და არ ყოფილა იგი წარმართთაგანი! إِنَّ أَوَّلَ بَيْتٍ وُضِعَ لِلنَّاسِ لَلَّذِى بِبَكَّةَ مُبَارَكًا وَهُدًى لِّلْعَـٰلَمِينَ 96. ჭეშმარიტად, სამყაროსადმი ბარაქად და ჭეშმარიტ გზაზე დასადგინებლად უპირველესი სახლი (სამლოცველო), ბექაში (მექაში), იქნა აღმართული ხალხისათვის. فِيهِ ءَايَـٰتٌۢ بَيِّنَـٰتٌ مَّقَامُ إِبْرَٰهِيمَ ۖ وَمَن دَخَلَهُۥ كَانَ ءَامِنًا ۗ وَلِلَّهِ عَلَى ٱلنَّاسِ حِجُّ ٱلْبَيْتِ مَنِ ٱسْتَطَاعَ إِلَيْهِ سَبِيلًا ۚ وَمَن كَفَرَ فَإِنَّ ٱللَّهَ غَنِىٌّ عَنِ ٱلْعَـٰلَمِينَ 97. მასშია ცხადი სასწაულები და იბრაჰიმის სადგომი. და ვინც შევა მასში, დაცულია. და ალლაჰისათვის ხალხს ევალება მოლოცვა ამ სახლისა, ვისაც მასთან მისვლა შეუძლია (ე.ი საშუალება და ძალა). და ვინც უარყო, ჭეშმარიტად, ალლაჰი მდიდარია სამყაროებსა ზედა. قُلْ يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لِمَ تَكْفُرُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَٱللَّهُ شَهِيدٌ عَلَىٰ مَا تَعْمَلُونَ 98. უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! რატომ უარყოფთ ალლაჰის აიათებს? ალლაჰი ხომ მოწმეა იმისა, რასაც აკეთებთ! قُلْ يَـٰٓأَهْلَ ٱلْكِتَـٰبِ لِمَ تَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ مَنْ ءَامَنَ تَبْغُونَهَا عِوَجًا وَأَنتُمْ شُهَدَآءُ ۗ وَمَا ٱللَّهُ بِغَـٰفِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ 99. უთხარი: ჰეი, წიგნის ხალხო! თქვენ ხართ მოწმენი (ჭეშმარიტებისა), და რატომღა ილტვით არასწორისკენ წაიყვანოთ ისინი, ვისაც სწამთ, და აღუკვეთოთ მათ ალლაჰის გზა. და ალლაჰი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِن تُطِيعُوا۟ فَرِيقًا مِّنَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ يَرُدُّوكُم بَعْدَ إِيمَـٰنِكُمْ كَـٰفِرِينَ 100. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაემორჩილებით იმათგან რომელიმე ჯგუფს, ვისაც წიგნი ებოძა, გაქცევენ თქვენ ურწმუნოებად მას შემდეგ, რაც ირწმუნეთ. وَكَيْفَ تَكْفُرُونَ وَأَنتُمْ تُتْلَىٰ عَلَيْكُمْ ءَايَـٰتُ ٱللَّهِ وَفِيكُمْ رَسُولُهُۥ ۗ وَمَن يَعْتَصِم بِٱللَّهِ فَقَدْ هُدِىَ إِلَىٰ صِرَٰطٍ مُّسْتَقِيمٍ 101. და როგორღა უარყოფთ (სარწმუნოებას), როცა თქვენ გეკითხებათ ალლაჰის აიათები და თქვენ შორისაა მისი შუამავალი? და ვინც ალლაჰს ჩაეჭიდება, სწორედ ის იქნება ჭეშმარიტ გზაზე. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ حَقَّ تُقَاتِهِۦ وَلَا تَمُوتُنَّ إِلَّا وَأَنتُم مُّسْلِمُونَ 102. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! გეშინოდეთ ალლაჰისა ჭეშმარიტი შიშით, და ისე არ მოკვდეთ, რომ არ იყოთ მუსლიმები! وَٱعْتَصِمُوا۟ بِحَبْلِ ٱللَّهِ جَمِيعًا وَلَا تَفَرَّقُوا۟ ۚ وَٱذْكُرُوا۟ نِعْمَتَ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ إِذْ كُنتُمْ أَعْدَآءً فَأَلَّفَ بَيْنَ قُلُوبِكُمْ فَأَصْبَحْتُم بِنِعْمَتِهِۦٓ إِخْوَٰنًا وَكُنتُمْ عَلَىٰ شَفَا حُفْرَةٍ مِّنَ ٱلنَّارِ فَأَنقَذَكُم مِّنْهَا ۗ كَذَٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمْ ءَايَـٰتِهِۦ لَعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ 103. მტკიცედ ჩაეჭიდეთ ყველანი ალლაჰის (რწმენის) თოკს, და არ დაიყოთ. გაიხსენეთ ალლაჰის წყალობა თქვენზე: და როცა იყავით მტრებად, შეაკავშირა თქვენი გულები და ძმებად იქეცით მისი წყალობით. და თქვენ იყავით ცეცხლის უფსკრულის პირას, და დაგიხსნათ თქვენ ამისაგან. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, ეგების სწორი გზით წახვიდეთ. وَلْتَكُن مِّنكُمْ أُمَّةٌ يَدْعُونَ إِلَى ٱلْخَيْرِ وَيَأْمُرُونَ بِٱلْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ ٱلْمُنكَرِ ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 104. (ო, მორწმუნენო!) და იყოს თქვენგან თემი სიკეთისკენ მომწოდებელი, მბრძანები მოსაწონისა და უკეთურების შემკავებელი, და სწორედ ისინი არიან ნეტარნი. وَلَا تَكُونُوا۟ كَٱلَّذِينَ تَفَرَّقُوا۟ وَٱخْتَلَفُوا۟ مِنۢ بَعْدِ مَا جَآءَهُمُ ٱلْبَيِّنَـٰتُ ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ 105. და ნუ იქნებით იმათი მსგავსი, ვინც დაიყვნენ და დაობდნენ მას შემდეგ, რაც ებოძათ ცხადი მტკიცებანი. და სწორედ მათთვისაა უდიდესი სასჯელი. يَوْمَ تَبْيَضُّ وُجُوهٌۭ وَتَسْوَدُّ وُجُوهٌۭ ۚ فَأَمَّا ٱلَّذِينَ ٱسْوَدَّتْ وُجُوهُهُمْ أَكَفَرْتُم بَعْدَ إِيمَـٰنِكُمْ فَذُوقُوا۟ ٱلْعَذَابَ بِمَا كُنتُمْ تَكْفُرُونَ106. იმ დღეს, ზოგიერთი სახეები გათეთრდება და ზოგიერთი გაშავდება; მათ, რომელთაც სახე გაუშავდებათ, ეტყვიან: ნუთუ ურწმუნო გახდით თქვენი რწმენის შემდგომ? იგემეთ სასჯელი იმის გამო, რომ იყავით ურწმუნონი.
وَأَمَّا ٱلَّذِينَ ٱبْيَضَّتْ وُجُوهُهُمْ فَفِى رَحْمَةِ ٱللَّهِ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ107. ხოლო რომელთა სახეებიც გათეთრდება, იქნებიან ალლაჰის წყალობაში, და იქნებიან მასში მარადიულად.
تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱللَّهِ نَتْلُوهَا عَلَيْكَ بِٱلْحَقِّ ۗ وَمَا ٱللَّهُ يُرِيدُ ظُلْمًۭا لِّلْعَـٰلَمِينَ 108. აი, ეს არის ალლაჰის აიათები, რომელთაც გიკითხავთ ჭეშმარიტებით, და ალლაჰს არ უნდა ბოროტება სამყაროთათვის. وَلِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ وَإِلَى ٱللَّهِ تُرْجَعُ ٱلْأُمُورُ 109. ალლაჰისაა ყოველი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, და საქმეები ალლაჰთან იქნება დაბრუნებული. كُنتُمْ خَيْرَ أُمَّةٍ أُخْرِجَتْ لِلنَّاسِ تَأْمُرُونَ بِٱلْمَعْرُوفِ وَتَنْهَوْنَ عَنِ ٱلْمُنكَرِ وَتُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ ۗ وَلَوْ ءَامَنَ أَهْلُ ٱلْكِتَـٰبِ لَكَانَ خَيْرًۭا لَّهُم ۚ مِّنْهُمُ ٱلْمُؤْمِنُونَ وَأَكْثَرُهُمُ ٱلْفَـٰسِقُونَ 110. თქვენა ხართ ყველაზე საუკეთესო თემი, ვინც კი მოვლენილა ხალხთა შორის, ბრძანებთ სასურველს და კრძალავთ საძულველს, და გწამთ ალლაჰის. ხოლო რომ ერწმუნათ წიგნის ხალხს, უკეთესი იქნებოდა მათთვის. მათ შორის არიან მორწმუნენი, მაგრამ დიდი ნაწილი მათგან ბილწია. لَن يَضُرُّوكُمْ إِلَّآ أَذًۭى ۖ وَإِن يُقَـٰتِلُوكُمْ يُوَلُّوكُمُ ٱلْأَدْبَارَ ثُمَّ لَا يُنصَرُونَ 111. ისინი ვერაფერს დაგაკლებენ თქვენ, უსიამოვნების გარდა, და თუ შეგებრძოლებიან, ზურგს გაქცევენ. და არ იქნებიან შეწევნულნი. ضُرِبَتْ عَلَيْهِمُ ٱلذِّلَّةُ أَيْنَ مَا ثُقِفُوٓا۟ إِلَّا بِحَبْلٍۢ مِّنَ ٱللَّهِ وَحَبْلٍۢ مِّنَ ٱلنَّاسِ وَبَآءُو بِغَضَبٍۢ مِّنَ ٱللَّهِ وَضُرِبَتْ عَلَيْهِمُ ٱلْمَسْكَنَةُ ۚ ذَٰلِكَ بِأَنَّهُمْ كَانُوا۟ يَكْفُرُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ وَيَقْتُلُونَ ٱلْأَنۢبِيَآءَ بِغَيْرِ حَقٍّۢ ۚ ذَٰلِكَ بِمَا عَصَوا۟ وَّكَانُوا۟ يَعْتَدُونَ 112. სადაც არ უნდა იყვნენ, თავს დაატყდებათ დამცირება, თუკი არ იქნებიან ალლაჰის თოკისა და ადამიანების მიერ გამოწვდილი თოკის მიმყოლნი. და მოიწევენ ალლაჰის რისხვას და დაატყდებათ თავს სიღატაკე. ეს იმისთვის, რომ უარყოფდნენ ალლაჰის აიათებს და უსამართლოდ კლავდნენ შუამავლებს. ეს იმის გამო, რომ ურჩნი იყვნენ და ზღვარს გადიოდნენ. لَيْسُوا۟ سَوَآءًۭ ۗ مِّنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ أُمَّةٌۭ قَآئِمَةٌۭ يَتْلُونَ ءَايَـٰتِ ٱللَّهِ ءَانَآءَ ٱلَّيْلِ وَهُمْ يَسْجُدُونَ 113. წიგნის ხალხში ყველა ერთნაირი არ არის, მათგანაა მტკიცე თემი, ღამით ალლაჰის აიათებს კითხულობენ და ლოცულობენ.(სეჯდეს აღავლენენ) يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ وَيَأْمُرُونَ بِٱلْمَعْرُوفِ وَيَنْهَوْنَ عَنِ ٱلْمُنكَرِ وَيُسَـٰرِعُونَ فِى ٱلْخَيْرَٰتِ وَأُو۟لَـٰٓئِكَ مِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 114. სწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი, ბრძანებენ მოსაწონს და კრძალავენ უკეთურს. ასწრებენ ერთმანეთს სიკეთის კეთებას. და ისინი მართალნი არიან. وَمَا يَفْعَلُوا۟ مِنْ خَيْرٍۢ فَلَن يُكْفَرُوهُ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِٱلْمُتَّقِينَ 115. და რა სიკეთესაც იზამენ, არასოდეს დაიფარება. და ალლაჰმა იცის ღვთისმოშიშნი! إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَن تُغْنِىَ عَنْهُمْ أَمْوَٰلُهُمْ وَلَآ أَوْلَـٰدُهُم مِّنَ ٱللَّهِ شَيْـًۭٔا ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۚ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 116. მათ, რომელთაც უარყვეს, ალლაჰის წინაშე ვერ დაიფარავს ვერც მათი ქონება და ვერც მათი შვილები; ისინი ცეცხლის ბინადარნი არიან, და იქნებიან იქ მარადიულად. مَثَلُ مَا يُنفِقُونَ فِى هَـٰذِهِ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا كَمَثَلِ رِيحٍۢ فِيهَا صِرٌّ أَصَابَتْ حَرْثَ قَوْمٍۢ ظَلَمُوٓا۟ أَنفُسَهُمْ فَأَهْلَكَتْهُ ۚ وَمَا ظَلَمَهُمُ ٱللَّهُ وَلَـٰكِنْ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ 117. მაგალითი იმათი, რასაც ისინი გასცემენ ამქვეყნიურ ცხოვრებაში, სუსხიან ქარს წააგავს, რომელმაც გაანადგურა იმ ხალხის ნათესები, რომელნიც საკუთარ თავს უსამართლოდ მოექცნენ. ალლაჰი არ მოპყრობია მათ უსამართლოდ, ისინი საკუთარ თავს მოექცნენ უსამართლოდ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَّخِذُوا۟ بِطَانَةًۭ مِّن دُونِكُمْ لَا يَأْلُونَكُمْ خَبَالًۭا وَدُّوا۟ مَا عَنِتُّمْ قَدْ بَدَتِ ٱلْبَغْضَآءُ مِنْ أَفْوَٰهِهِمْ وَمَا تُخْفِى صُدُورُهُمْ أَكْبَرُ ۚ قَدْ بَيَّنَّا لَكُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ ۖ إِن كُنتُمْ تَعْقِلُونَ118. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მესაიდუმლედ ნურავის გაიხდით, თქვენიანის გარდა. ისინი არ მოერიდებიან თქვენს ვნებას. მათ სურთ, უბედურება დაგატყდეთ თავს. უკვე ინთხევა ბოღმა მათი ბაგეებიდან, და რასაც მალავენ მათი გულები, უფრო დიდია. ჩვენ განგიმარტეთ აიათები, თუკი გააცნობიერებთ.
هَـٰٓأَنتُمْ أُو۟لَآءِ تُحِبُّونَهُمْ وَلَا يُحِبُّونَكُمْ وَتُؤْمِنُونَ بِٱلْكِتَـٰبِ كُلِّهِۦ وَإِذَا لَقُوكُمْ قَالُوٓا۟ ءَامَنَّا وَإِذَا خَلَوْا۟ عَضُّوا۟ عَلَيْكُمُ ٱلْأَنَامِلَ مِنَ ٱلْغَيْظِ ۚ قُلْ مُوتُوا۟ بِغَيْظِكُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 119. აი, თქვენ გიყვართ ისინი, მაგრამ მათ არ უყვარხართ. თქვენ სრულად გწამთ წიგნი და როცა შეგხვდებიან, ამბობენ: ვირწმუნეთ! ხოლო როცა მარტო დარჩებიან, სიბრაზით თითებს იკვნეტენ. უთხარი: დაიხოცეთ თქვენი ბრაზით! ჭეშმარიტად, ალლაჰი უწყის გულისნადებს! إِن تَمْسَسْكُمْ حَسَنَةٌۭ تَسُؤْهُمْ وَإِن تُصِبْكُمْ سَيِّئَةٌۭ يَفْرَحُوا۟ بِهَا ۖ وَإِن تَصْبِرُوا۟ وَتَتَّقُوا۟ لَا يَضُرُّكُمْ كَيْدُهُمْ شَيْـًٔا ۗ إِنَّ ٱللَّهَ بِمَا يَعْمَلُونَ مُحِيطٌۭ 120. თუკი სიკეთე გეწიათ, ამწუხრებთ და თუკი ცუდი შეგემთხვათ, ხარობენ. მაგრამ თუ მომთმენნი და ღვთისმოშიშნი იქნებით, მათი ხრიკები ვერაფერს დაგაკლებთ. ალლაჰი გარემოიცავს იმას, რასაც ისინი აკეთებენ. وَإِذْ غَدَوْتَ مِنْ أَهْلِكَ تُبَوِّئُ ٱلْمُؤْمِنِينَ مَقَـٰعِدَ لِلْقِتَالِ ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌ 121. და აი, შენ დატოვე ოჯახი დილაუთენია და ბრძოლისათვის რიგებში აყენებ მორწმუნეებს. ალლაჰი ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნეა! إِذْ هَمَّت طَّآئِفَتَانِ مِنكُمْ أَن تَفْشَلَا وَٱللَّهُ وَلِيُّهُمَا ۗ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُؤْمِنُونَ 122. აკი, თქვენგან ორი ლაშქარი გაემართა. თუმცა ალლაჰი იყო მათი შემწე, მაგრამ მაინც დააპირა უკან დაეხია. და ალლაჰს მიენდნონ მორწმუნენი! وَلَقَدْ نَصَرَكُمُ ٱللَّهُ بِبَدْرٍۢ وَأَنتُمْ أَذِلَّةٌۭ ۖ فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 123. უკვე შეგეწიათ ალლაჰი ბედირთან, როცა სუსტნი იყავით. გეშინოდეთ ალლაჰისა, რათა ეგების მადლიერნი იყოთ! إِذْ تَقُولُ لِلْمُؤْمِنِينَ أَلَن يَكْفِيَكُمْ أَن يُمِدَّكُمْ رَبُّكُم بِثَلَـٰثَةِ ءَالَـٰفٍۢ مِّنَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةِ مُنزَلِينَ 124. მაშინ შენ (ო, შუამავალო)! მორწმუნეებს შემდეგნაირად ეუბნებოდი: განა საკმარისი არ არის თქვენთვის, რომ გამოგიგზავნოთ ღმერთმა სამი ათასი ანგელოზი, ცით, ნიშანდასმული? بَلَىٰٓ ۚ إِن تَصْبِرُوا۟ وَتَتَّقُوا۟ وَيَأْتُوكُم مِّن فَوْرِهِمْ هَـٰذَا يُمْدِدْكُمْ رَبُّكُم بِخَمْسَةِ ءَالَـٰفٍۢ مِّنَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةِ مُسَوِّمِينَ 125. დიახ! თუკი მომთმენი და ღვთისმოშიშნი იქნებით, და თუ მოულოდნელად თავს დაგესხმიან ისინი, შეგეწევათ თქვენი ღმერთი ხუთი ათასი ნიშანდასმული ანგელოზით. وَمَا جَعَلَهُ ٱللَّهُ إِلَّا بُشْرَىٰ لَكُمْ وَلِتَطْمَئِنَّ قُلُوبُكُم بِهِۦ ۗ وَمَا ٱلنَّصْرُ إِلَّا مِنْ عِندِ ٱللَّهِ ٱلْعَزِيزِ ٱلْحَكِيمِ 126. და არ დაუდგენია იგი ალლაჰს, თუ არა თქვენდა სამახარობლოდ, რათა მისით გულები დაიმშვიდოთ. და არ არის შეწევნა თუ არა ალლაჰისა, ძვევამოსილისა, ბრძენისა. لِيَقْطَعَ طَرَفًۭا مِّنَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَوْ يَكْبِتَهُمْ فَيَنقَلِبُوا۟ خَآئِبِينَ 127. რათა გაანადგუროს (მოკვეთოს) ნაწილი იმათი, ვინც არ ირწმუნეს, ან გააცამტვეროს და უკან გააბრუნოს იმედგაცრუებულნი. لَيْسَ لَكَ مِنَ ٱلْأَمْرِ شَىْءٌ أَوْ يَتُوبَ عَلَيْهِمْ أَوْ يُعَذِّبَهُمْ فَإِنَّهُمْ ظَـٰلِمُونَ 128. შენ ამ საქმესთან ხელი არ მიგიწვდება, (ალლაჰი) ან შეიწყალებს მათ, ან დასჯის. ჭეშმარიტად, ისინი უსამართლონი არიან وَلِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ يَغْفِرُ لِمَن يَشَآءُ وَيُعَذِّبُ مَن يَشَآءُ ۚ وَٱللَّهُ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 129. ალლაჰისაა რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა. აპატიებს, ვისაც ინებებს, და დასჯის, ვისაც ინებებს. ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَأْكُلُوا۟ ٱلرِّبَوٰٓا۟ أَضْعَـٰفًۭا مُّضَـٰعَفَةًۭ ۖ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ 130. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ აიღებთ პროცენტს, ორმაგი სარგებლით, გეშინოდეთ ალლაჰისა, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ. وَٱتَّقُوا۟ ٱلنَّارَ ٱلَّتِىٓ أُعِدَّتْ لِلْكَـٰفِرِينَ 131. გეშინოდეთ ცეცხლისა, რომელიც გამზადებულია ურწმუნოთათვის! وَأَطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَٱلرَّسُولَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ 132. დაემორჩილეთ ალლაჰსა და მის შუამავალს, რათა ეგების შეწყალებულ იქმნეთ. وَسَارِعُوٓا۟ إِلَىٰ مَغْفِرَةٍۢ مِّن رَّبِّكُمْ وَجَنَّةٍ عَرْضُهَا ٱلسَّمَـٰوَٰتُ وَٱلْأَرْضُ أُعِدَّتْ لِلْمُتَّقِينَ 133. და ისწრაფეთ თქვენი ღმერთის პატიებისა და სამოთხისკენ, რომლის სივრცე ცანი და დედამიწაა, და რომელიც გამზადებულია ღვთისმოშიშთათვის, ٱلَّذِينَ يُنفِقُونَ فِى ٱلسَّرَّآءِ وَٱلضَّرَّآءِ وَٱلْكَـٰظِمِينَ ٱلْغَيْظَ وَٱلْعَافِينَ عَنِ ٱلنَّاسِ ۗ وَٱللَّهُ يُحِبُّ ٱلْمُحْسِنِينَ 134. რომლებიც გასცემენ ჭირშიც და ლხინშიც, იოკებენ მრისხანებას, პატიობენ ხალხს. და ალლაჰს უყვარს კეთილისმქმნელნი! وَٱلَّذِينَ إِذَا فَعَلُوا۟ فَـٰحِشَةً أَوْ ظَلَمُوٓا۟ أَنفُسَهُمْ ذَكَرُوا۟ ٱللَّهَ فَٱسْتَغْفَرُوا۟ لِذُنُوبِهِمْ وَمَن يَغْفِرُ ٱلذُّنُوبَ إِلَّا ٱللَّهُ وَلَمْ يُصِرُّوا۟ عَلَىٰ مَا فَعَلُوا۟ وَهُمْ يَعْلَمُونَ 135. ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის. ხოლო ვინ მიუტევებს ალლაჰის გარდა? და არ გაიმეორებენ(დაჟინებით) იმას, რაც ჩაიდინეს მაშინ როცა მათ იციან. أُو۟لَـٰٓئِكَ جَزَآؤُهُم مَّغْفِرَةٌۭ مِّن رَّبِّهِمْ وَجَنَّـٰتٌۭ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۚ وَنِعْمَ أَجْرُ ٱلْعَـٰمِلِينَ 136. მათი საზღაური მიტევებაა მათი ღმერთისგან და სამოთხეები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები, იქნებიან იქ მარადიულად, და რა მშვენიერი საზღაურია მშრომელთათვის. قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِكُمْ سُنَنٌۭ فَسِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَٱنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُكَذِّبِينَ 137. და დაიკარგა თქვენზე უწინ ჩვეულებანი. მოიარეთ ქვეყანა და ნახეთ როგორი იყო მატყუარების აღსასრული. هَـٰذَا بَيَانٌۭ لِّلنَّاسِ وَهُدًۭى وَمَوْعِظَةٌۭ لِّلْمُتَّقِينَ 138. ეს არის განმარტება ადამიანებისთვის და ჭეშმარიტი გზა, და შეგონება ღვთისმოშიშთათვის. وَلَا تَهِنُوا۟ وَلَا تَحْزَنُوا۟ وَأَنتُمُ ٱلْأَعْلَوْنَ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 139. სიმამაცე არ დაკარგოთ და არ დამწუხრდეთ, ხოლო თუ ხართ მორწმუნენი, აღმატებულნი იქნებით! إِن يَمْسَسْكُمْ قَرْحٌۭ فَقَدْ مَسَّ ٱلْقَوْمَ قَرْحٌۭ مِّثْلُهُۥ ۚ وَتِلْكَ ٱلْأَيَّامُ نُدَاوِلُهَا بَيْنَ ٱلنَّاسِ وَلِيَعْلَمَ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَيَتَّخِذَ مِنكُمْ شُهَدَآءَ ۗ وَٱللَّهُ لَا يُحِبُّ ٱلظَّـٰلِمِينَ 140. თუ თქვენ რაიმე დანაკარგმა შეგეხოთ (უჰუდის ომში), იმის მსგავსი დანაკარგი სხვა ხალხმაც მიიღო (ბედირის ომში). და ჩვენ (წარმატება– წარუმატებლობის) დღეებს ვცვლით ხალხთა შორის, რათა გამოსცადოს (ისინი) ალლაჰმა, ვინც ირწმუნა, და მიიღოს თქვენგან შეჰიდები. და ალლაჰს არ უყვარს უსამართლონი. وَلِيُمَحِّصَ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَيَمْحَقَ ٱلْكَـٰفِرِينَ 141. რათა ალლაჰმა განწმინდოს ისინი, ვინც ირწმუნა და გაანადგუროს ურწმუნონი. أَمْ حَسِبْتُمْ أَن تَدْخُلُوا۟ ٱلْجَنَّةَ وَلَمَّا يَعْلَمِ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ جَـٰهَدُوا۟ مِنكُمْ وَيَعْلَمَ ٱلصَّـٰبِرِينَ 142. ან იქნებ გგონიათ, რომ სამოთხეში შეხვალთ ისე, რომ ალლაჰმა არ შეიტყოს, რომელი თქვენგანი იბრძოდა და არ შეიცნოს მომთმენნი? وَلَقَدْ كُنتُمْ تَمَنَّوْنَ ٱلْمَوْتَ مِن قَبْلِ أَن تَلْقَوْهُ فَقَدْ رَأَيْتُمُوهُ وَأَنتُمْ تَنظُرُونَ 143. თქვენ ხომ ისურვეთ სიკვდილი იმაზე უწინ, ვიდრე მას შეხვდებოდით. და აი იხილეთ, და თქვენ უყურებდით. وَمَا مُحَمَّدٌ إِلَّا رَسُولٌۭ قَدْ خَلَتْ مِن قَبْلِهِ ٱلرُّسُلُ ۚ أَفَإِي۟ن مَّاتَ أَوْ قُتِلَ ٱنقَلَبْتُمْ عَلَىٰٓ أَعْقَـٰبِكُمْ ۚ وَمَن يَنقَلِبْ عَلَىٰ عَقِبَيْهِ فَلَن يَضُرَّ ٱللَّهَ شَيْـًۭٔا ۗ وَسَيَجْزِى ٱللَّهُ ٱلشَّـٰكِرِينَ 144. მუჰამმადი მხოლოდ შუამავალია, მის მოსვლამდეც განვლეს შუამავლებმა. თუ ის მოკვდება ან მოკლავენ, ნუთუ უკან გამოქუსლავთ? და ვინც უკან მოიქცევა, ამით ვერაფერს დააკლებს ალლაჰს. და ალლაჰი კი დააჯილდოვებს მადლიერთ! وَمَا كَانَ لِنَفْسٍ أَن تَمُوتَ إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ كِتَـٰبًۭا مُّؤَجَّلًۭا ۗ وَمَن يُرِدْ ثَوَابَ ٱلدُّنْيَا نُؤْتِهِۦ مِنْهَا وَمَن يُرِدْ ثَوَابَ ٱلْـَٔاخِرَةِ نُؤْتِهِۦ مِنْهَا ۚ وَسَنَجْزِى ٱلشَّـٰكِرِينَ 145. არცერთი სული ისე არ მოკვდება, თუ არ იქნება ალლაჰის ნება. ის განსაზღვრული, დაწერილი წიგნია და ვინც ისურვებს ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ ჯილდოს, მივცემთ მასაც, და დავაჯილდოვებთ მადლიერთ. وَكَأَيِّن مِّن نَّبِىٍّۢ قَـٰتَلَ مَعَهُۥ رِبِّيُّونَ كَثِيرٌۭ فَمَا وَهَنُوا۟ لِمَآ أَصَابَهُمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ وَمَا ضَعُفُوا۟ وَمَا ٱسْتَكَانُوا۟ ۗ وَٱللَّهُ يُحِبُّ ٱلصَّـٰبِرِينَ 146. რამდენი შუამავალი იყო, რომელთა გვერდით იბრძოდა მრავალი ღვთისმოსავი, და არ დაშინებულან ისინი იმის გამო, რაც შეემთხვათ ალლაჰის გზაზე, ძალა არ დაუკარგავთ და არ დანებებულან, და ალლაჰს უყვარს მომთმენნი. وَمَا كَانَ قَوْلَهُمْ إِلَّآ أَن قَالُوا۟ رَبَّنَا ٱغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا وَإِسْرَافَنَا فِىٓ أَمْرِنَا وَثَبِّتْ أَقْدَامَنَا وَٱنصُرْنَا عَلَى ٱلْقَوْمِ ٱلْكَـٰفِرِينَ 147. და მხოლოდ ამას ამბობდნენ: „ღმერთო ჩვენო! შეგვინდე ჩვენი ცოდვები, და გადაჭარბებანი ჩვენს საქმეში, და განამტკიცე ჩვენი მუხლები და გაგვამარჯვებინე ურწმუნო ხალხზე. فَـَٔاتَىٰهُمُ ٱللَّهُ ثَوَابَ ٱلدُّنْيَا وَحُسْنَ ثَوَابِ ٱلْـَٔاخِرَةِ ۗ وَٱللَّهُ يُحِبُّ ٱلْمُحْسِنِينَ 148. და უბოძა მათ ალლაჰმა საუკეთესო საზღაური ამქვეყნად და იმქვეყნადაც. და ალლაჰს უყვარს სიკეთისმქმნელნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِن تُطِيعُوا۟ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ يَرُدُّوكُمْ عَلَىٰٓ أَعْقَـٰبِكُمْ فَتَنقَلِبُوا۟ خَـٰسِرِينَ 149. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! თუკი დაემორჩილებით იმათ, ვინც ურწმუნოა, მიგაბრუნებენ თქვენ უკან და გაქცევენ წაგებულად. بَلِ ٱللَّهُ مَوْلَىٰكُمْ ۖ وَهُوَ خَيْرُ ٱلنَّـٰصِرِينَ 150. მაგრამ ალლაჰია თქვენი მეოხი და საუკეთესო შემწე. سَنُلْقِى فِى قُلُوبِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ٱلرُّعْبَ بِمَآ أَشْرَكُوا۟ بِٱللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِۦ سُلْطَـٰنًۭا ۖ وَمَأْوَىٰهُمُ ٱلنَّارُ ۚ وَبِئْسَ مَثْوَى ٱلظَّـٰلِمِينَ 151. ჩვენ შიშს ჩავთესთ ურწმუნოთა გულებში იმისათვის, რომ თანაზიარად დაუდგინეს ალლაჰს ის, რაზეც მტკიცებულება არ მოუვლენია. ცეცხლია მათი თავშესაფარი, და რა საშინელია უსამართლოთა სამყოფელი. وَلَقَدْ صَدَقَكُمُ ٱللَّهُ وَعْدَهُۥٓ إِذْ تَحُسُّونَهُم بِإِذْنِهِۦ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا فَشِلْتُمْ وَتَنَـٰزَعْتُمْ فِى ٱلْأَمْرِ وَعَصَيْتُم مِّنۢ بَعْدِ مَآ أَرَىٰكُم مَّا تُحِبُّونَ ۚ مِنكُم مَّن يُرِيدُ ٱلدُّنْيَا وَمِنكُم مَّن يُرِيدُ ٱلْـَٔاخِرَةَ ۚ ثُمَّ صَرَفَكُمْ عَنْهُمْ لِيَبْتَلِيَكُمْ ۖ وَلَقَدْ عَفَا عَنكُمْ ۗ وَٱللَّهُ ذُو فَضْلٍ عَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ 152. და აი, ალლაჰმა უერთგულა თქვენთან დადებულ აღთქმას, როცა მისი ნებით ხოცავდით, ვიდრე არ შედრკით, არ ატეხეთ შუღლი საქმის გამო და არ დაიწყეთ ურჩობა იმის შემდეგ, რაც გიჩვენათ მან ის, რაც გინდოდათ. თქვენგან იყო ის, ვისაც სურდა ეს ქვეყანა და თქვენგან იყო ის, ვისაც ის ქვეყანა სურდა, შემდგომ, ღმერთმა ზურგი გაქცევინათ მათთვის, რათა გამოეცადეთ და დაგინდოთ ალლაჰმა. და ალლაჰი მორწმუნეთა მიმართ მადლიანია. إِذْ تُصْعِدُونَ وَلَا تَلْوُۥنَ عَلَىٰٓ أَحَدٍۢ وَٱلرَّسُولُ يَدْعُوكُمْ فِىٓ أُخْرَىٰكُمْ فَأَثَـٰبَكُمْ غَمًّۢا بِغَمٍّۢ لِّكَيْلَا تَحْزَنُوا۟ عَلَىٰ مَا فَاتَكُمْ وَلَا مَآ أَصَـٰبَكُمْ ۗ وَٱللَّهُ خَبِيرٌۢ بِمَا تَعْمَلُونَ 153. როცა მირბოდით (მთისაკენ) თქვენ და უკან არ იხედებოდით, შუამავალი კი უკნიდან გეძახდათ. და წყენისთვის წყენა მოგიზღოთ. ნუ დამწუხრდებით იმაზე, რაშიც ხელმოცარული დარჩით და რაც შეგემთხვათ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის, რასაც აკეთებთ. ثُمَّ أَنزَلَ عَلَيْكُم مِّنۢ بَعْدِ ٱلْغَمِّ أَمَنَةًۭ نُّعَاسًۭا يَغْشَىٰ طَآئِفَةًۭ مِّنكُمْ ۖ وَطَآئِفَةٌۭ قَدْ أَهَمَّتْهُمْ أَنفُسُهُمْ يَظُنُّونَ بِٱللَّهِ غَيْرَ ٱلْحَقِّ ظَنَّ ٱلْجَـٰهِلِيَّةِ ۖ يَقُولُونَ هَل لَّنَا مِنَ ٱلْأَمْرِ مِن شَىْءٍۢ ۗ قُلْ إِنَّ ٱلْأَمْرَ كُلَّهُۥ لِلَّهِ ۗ يُخْفُونَ فِىٓ أَنفُسِهِم مَّا لَا يُبْدُونَ لَكَ ۖ يَقُولُونَ لَوْ كَانَ لَنَا مِنَ ٱلْأَمْرِ شَىْءٌۭ مَّا قُتِلْنَا هَـٰهُنَا ۗ قُل لَّوْ كُنتُمْ فِى بُيُوتِكُمْ لَبَرَزَ ٱلَّذِينَ كُتِبَ عَلَيْهِمُ ٱلْقَتْلُ إِلَىٰ مَضَاجِعِهِمْ ۖ وَلِيَبْتَلِىَ ٱللَّهُ مَا فِى صُدُورِكُمْ وَلِيُمَحِّصَ مَا فِى قُلُوبِكُمْ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 154. მერე, წყენის შემდგომ, სიმშვიდისთვის ძილი მოგივლინათ ერთ ნაწილს, მეორე ნაწილი კი წუხილმა მოიცვა, იმაზე ფიქრობდნენ თავი როგორ გადაერჩინათ. ისინი ფიქრობდნენ ალლაჰზე უსამართლო, წარმართული ფიქრებით, ამბობდნენ: განა ჩვენი ძალებით რამის გადაწყვეტა შეგვეძლო? უთხარი: „ყველა საქმე ალლაჰისაა.“ მათ გულებში აქვთ დაფარული ის, რასაც შენ არ გიმხელენ. ამბობენ: ჩვენ რომ რამის გაკეთება შეგვძლებოდა, აქ არ დაგვხოცავდნენო. უთხარი: თქვენს სახლებშიც რომ დარჩენილიყავით, ვისაც სიკვდილი ეწერა, თავისი დაღუპვის ადგილას მაინც გამოვიდოდა... ეს იმიტომ, რომ ალლაჰს გამოეცადა რა გაქვთ გულებში, და რომ განეწმინდა იმისგან, რაც გულებში გაქვთ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა უწყის, რაც გულებშია! إِنَّ ٱلَّذِينَ تَوَلَّوْا۟ مِنكُمْ يَوْمَ ٱلْتَقَى ٱلْجَمْعَانِ إِنَّمَا ٱسْتَزَلَّهُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ بِبَعْضِ مَا كَسَبُوا۟ ۖ وَلَقَدْ عَفَا ٱللَّهُ عَنْهُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌ حَلِيمٌۭ 155. ჭეშმარიტად, თქვენგან ისინი, ვინც ზურგი იქცია იმ დღეს, როცა ერთმანეთს შეება ორი ლაშქარი, ეშმაკმა აცდუნა და წააბორძიკა ისინი ზოგი რამით, რაც ადრე მოეხვეჭათ. ალლაჰმა კი მიუტევა მათ. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, სულგრძელია! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَكُونُوا۟ كَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَقَالُوا۟ لِإِخْوَٰنِهِمْ إِذَا ضَرَبُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ أَوْ كَانُوا۟ غُزًّۭى لَّوْ كَانُوا۟ عِندَنَا مَا مَاتُوا۟ وَمَا قُتِلُوا۟ لِيَجْعَلَ ٱللَّهُ ذَٰلِكَ حَسْرَةًۭ فِى قُلُوبِهِمْ ۗ وَٱللَّهُ يُحْىِۦ وَيُمِيتُ ۗ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌۭ 156. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! ნუ იქნებით იმათი მსგავსნი, ვინც ურწმუნოა და უთხრა თავის ძმებს, გზას რომ გაუდგნენ, ან კიდევ სალაშქროდ რომ იყვნენ: ისინი რომ ჩვენ გვერდით ყოფილიყვნენ, არ მოკვდებოდნენ, არ დაიხოცებოდნენო!... დაე, ეს ალლაჰმა სანანებლად გაუხადოს მათ გულებს! ჭეშმარიტად, ალლაჰი აცოცხლებს და აკვდინებს, და ალლაჰი ხედავს, რასაც აკეთებთ! وَلَئِن قُتِلْتُمْ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ أَوْ مُتُّمْ لَمَغْفِرَةٌۭ مِّنَ ٱللَّهِ وَرَحْمَةٌ خَيْرٌۭ مِّمَّا يَجْمَعُونَ 157. თუკი თქვენ დაეცემით ალლაჰის გზაზე ან მოკვდებით, მაშინ მიტევება და წყალობა ალლაჰისგან ბევრად უკეთესია იმაზე, რასაც ისინი აგროვებენ. وَلَئِن مُّتُّمْ أَوْ قُتِلْتُمْ لَإِلَى ٱللَّهِ تُحْشَرُونَ 158. თქვენ მოკვდებით თუ დაეცემით, ალლაჰთან შეიკრიბებით. فَبِمَا رَحْمَةٍۢ مِّنَ ٱللَّهِ لِنتَ لَهُمْ ۖ وَلَوْ كُنتَ فَظًّا غَلِيظَ ٱلْقَلْبِ لَٱنفَضُّوا۟ مِنْ حَوْلِكَ ۖ فَٱعْفُ عَنْهُمْ وَٱسْتَغْفِرْ لَهُمْ وَشَاوِرْهُمْ فِى ٱلْأَمْرِ ۖ فَإِذَا عَزَمْتَ فَتَوَكَّلْ عَلَى ٱللَّهِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يُحِبُّ ٱلْمُتَوَكِّلِينَ 159. ალლაჰისგან ბოძებულმა მოწყალებამ ლმობიერი გაგხადა მათ მიმართ. უხეში და ულმობელი გული რომ გქონოდა, შემოგეცლებოდნენ. აპატიე მათ, ითხოვე მათთვის მიტევება და დაეკითხე მათი საქმეების თაობაზე. და როცა რამე საქმეს გადაწყვეტ, ალლაჰს მიენდე, ჭეშმარიტად, ალლაჰს უყვარს მინდობილები! إِن يَنصُرْكُمُ ٱللَّهُ فَلَا غَالِبَ لَكُمْ ۖ وَإِن يَخْذُلْكُمْ فَمَن ذَا ٱلَّذِى يَنصُرُكُم مِّنۢ بَعْدِهِۦ ۗ وَعَلَى ٱللَّهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُؤْمِنُونَ160. თუკი ალლაჰი შეგეწევათ, არავინ იქნება თქვენი მომრევი. და თუ შემწეობის გარეშე დაგტოვებთ, მაშინ ვის შეუძლია მის გარდა თქვენი შეწევნა? და ალლაჰს მიენდნონ მორწმუნენი.
وَمَا كَانَ لِنَبِىٍّ أَن يَغُلَّ ۚ وَمَن يَغْلُلْ يَأْتِ بِمَا غَلَّ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ ثُمَّ تُوَفَّىٰ كُلُّ نَفْسٍۢ مَّا كَسَبَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ161. არ შეჰფერის შუამავალს იცრუოს, და ვინც იცრუებს, იმას, რაც იცრუა მიიტანს აღდგომის დღემდე. შემდეგ მიეგება ყველა სულს რაც შეიძინა, და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი.
أَفَمَنِ ٱتَّبَعَ رِضْوَٰنَ ٱللَّهِ كَمَنۢ بَآءَ بِسَخَطٍ مِّنَ ٱللَّهِ وَمَأْوَىٰهُ جَهَنَّمُ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ162. განა ის, ვინც ალლაჰის კმაყოფილებას მიჰყვა, იმას ჰგავს, ვინც ალლაჰის რისხვა დაიმსახურა? ჯოჯოხეთია მათი თავშესაფარი, და რა ცუდი სამკვიდრებელია!
هُمْ دَرَجَـٰتٌ عِندَ ٱللَّهِ وَٱللَّهُ بَصِيرٌۢ بِمَا يَعْمَلُونَ163. მათ ალლაჰის წინაშე სხვადასხვა ხარისხები აქვთ, და ალლაჰი ხედავს რასაც აკეთებენ!
لَقَدْ مَنَّ ٱللَّهُ عَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ إِذْ بَعَثَ فِيهِمْ رَسُولًا مِّنْ أَنفُسِهِمْ يَتْلُوا۟ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتِهِۦ وَيُزَكِّيهِمْ وَيُعَلِّمُهُمُ ٱلْكِتَـٰبَ وَٱلْحِكْمَةَ وَإِن كَانُوا۟ مِن قَبْلُ لَفِى ضَلَـٰلٍ مُّبِينٍ164. ალლაჰმა მიჰმადლა მორწმუნეებს, როცა მოუვლინა მათ შუამავალი მათივე წიაღიდან, რომელიც უკითხავს მათ (ალლაჰის) აიათებს, განწმენდს, ასწავლის წიგნსა და სიბრძნეს, თუმცა მანამდე იყვნენ ისინი ცხად გზააბნევაში.
أَوَلَمَّآ أَصَـٰبَتْكُم مُّصِيبَةٌ قَدْ أَصَبْتُم مِّثْلَيْهَا قُلْتُمْ أَنَّىٰ هَـٰذَا قُلْ هُوَ مِنْ عِندِ أَنفُسِكُمْ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ165. როდესაც უბედურება გეწიათ, თქვენ კი ადრე ორჯერ მეტი აწიეთ, იკითხეთ: „საიდანაა ეს?“ უთხარი: „ეს თქვენგანვეა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
وَمَآ أَصَـٰبَكُمْ يَوْمَ ٱلْتَقَى ٱلْجَمْعَانِ فَبِإِذْنِ ٱللَّهِ وَلِيَعْلَمَ ٱلْمُؤْمِنِينَ166. და რაც გეწიათ ამ დღეს, როცა ერთმანეთს შეება ორი ლაშქარი, ალლაჰის ნებით(მოხდა). ამით მან შეიცნო მორწმუნენი.
وَلِيَعْلَمَ ٱلَّذِينَ نَافَقُوا۟ وَقِيلَ لَهُمْ تَعَالَوْا۟ قَـٰتِلُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ أَوِ ٱدْفَعُوا۟ قَالُوا۟ لَوْ نَعْلَمُ قِتَالًا لَّٱتَّبَعْنَـٰكُمْ هُمْ لِلْكُفْرِ يَوْمَئِذٍ أَقْرَبُ مِنْهُمْ لِلْإِيمَـٰنِ يَقُولُونَ بِأَفْوَٰهِهِم مَّا لَيْسَ فِى قُلُوبِهِمْ وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يَكْتُمُونَ167. და შეიცნო ისინი ვინც თვალთმაქცობდა. და მათ უთხრეს: „მოდით, იბრძოლეთ ალლაჰის გზაზე ან თავი დაიცავით“; უთხრეს: "ბრძოლა რომ ვიცოდეთ, გამოგყვებოდით“. იმ დღეს ურწმუნოებასთან უფრო ახლოს იყვნენ, ვიდრე რწმენასთან, პირით ამბობდნენ იმას, რაც არ იყო მათ გულში. ალლაჰმა კი ყველაზე უკეთ იცის, რასაც მალავენ.
ٱلَّذِينَ قَالُوا۟ لِإِخْوَٰنِهِمْ وَقَعَدُوا۟ لَوْ أَطَاعُونَا مَا قُتِلُوا۟ قُلْ فَٱدْرَءُوا۟ عَنْ أَنفُسِكُمُ ٱلْمَوْتَ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ168. მათ, რომელთაც თქვეს თავიანთ ძმებზე: „ჩვენთვის რომ დაეჯერებინათ, არ დაიხოცებოდნენო“, თავად კი სახლში დარჩნენ, უთხარი: „განიშორეთ თვენგან სიკვდილი, თუკი სიმართლეს ამბობთ!“
وَلَا تَحْسَبَنَّ ٱلَّذِينَ قُتِلُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ أَمْوَٰتًۢا بَلْ أَحْيَآءٌ عِندَ رَبِّهِمْ يُرْزَقُونَ169. და შენ მკვდრად არ ჩათვალო ისინი, ვინც დაეცა ალლაჰის გზაზე, არამედ ცოცხალნი არიან, თავიანთ ღმერთთან იღებენ სარჩოს,
فَرِحِينَ بِمَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ وَيَسْتَبْشِرُونَ بِٱلَّذِينَ لَمْ يَلْحَقُوا۟ بِهِم مِّنْ خَلْفِهِمْ أَلَّا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ170. ხარობენ იმით, რაც ალლაჰმა უბოძა თავისი სიკეთეებიდან, და ხარობენ იმათ გამო, ვინც მათ უკანაა და ჯერ არ შეერთებიან, რომ მათ არ მოელით არც შიში და არც მწუხარება!
يَسْتَبْشِرُونَ بِنِعْمَةٍ مِّنَ ٱللَّهِ وَفَضْلٍ وَأَنَّ ٱللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ ٱلْمُؤْمِنِينَ171. ხარობენ ალლაჰის წყალობის და მადლის გამო და იმით, რომ ალლაჰი საზღაურს არ დაუკარგავს მორწმუნეებს.
ٱلَّذِينَ ٱسْتَجَابُوا۟ لِلَّهِ وَٱلرَّسُولِ مِنۢ بَعْدِ مَآ أَصَابَهُمُ ٱلْقَرْحُ لِلَّذِينَ أَحْسَنُوا۟ مِنْهُمْ وَٱتَّقَوْا۟ أَجْرٌ عَظِيمٌ172. იმათ, რომელთაც შეისმინეს ალლაჰის და მისი შუამავალის მას მერე, რაც ჭრილობა მიიღეს. ყველა იმათგანისთვის, ვინც სიკეთეს აკეთებდა და ალლაჰის ეშინოდა - უდიდესი ჯილდოა.
ٱلَّذِينَ قَالَ لَهُمُ ٱلنَّاسُ إِنَّ ٱلنَّاسَ قَدْ جَمَعُوا۟ لَكُمْ فَٱخْشَوْهُمْ فَزَادَهُمْ إِيمَـٰنًا وَقَالُوا۟ حَسْبُنَا ٱللَّهُ وَنِعْمَ ٱلْوَكِيلُ173. რომელთაც აუწყეს მორწმუნეებს: "შეიკრიბა ხალხი თქვენს წინააღმდეგ, გეშინოდეთ მათი“. მაგრამ მათ რწმენა ემატებოდათ და ამბობდნენ: საკმარისია ჩვენთვის ალლაჰი, და რა დიდებული მფარველია.
فَٱنقَلَبُوا۟ بِنِعْمَةٍ مِّنَ ٱللَّهِ وَفَضْلٍ لَّمْ يَمْسَسْهُمْ سُوٓءٌ وَٱتَّبَعُوا۟ رِضْوَٰنَ ٱللَّهِ وَٱللَّهُ ذُو فَضْلٍ عَظِيمٍ174. და დაბრუნდნენ ალლაჰის წყალობითა და მადლით ისე, რომ სიავე არ გაჰკარებიათ, რადგან მიჰყვნენ ალლაჰის კმაყოფილებას. და ალლაჰი უდიდესი მადლით მოსილია.
إِنَّمَا ذَٰلِكُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ يُخَوِّفُ أَوْلِيَآءَهُۥ فَلَا تَخَافُوهُمْ وَخَافُونِ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ175. ეშმაკი გაშინებთ მისი მიმდევრებით. ნუ გეშინიათ მათი. ჩემი გეშინოდეთ თუკი მორწმუნენი ხართ.
وَلَا يَحْزُنكَ ٱلَّذِينَ يُسَـٰرِعُونَ فِى ٱلْكُفْرِ إِنَّهُمْ لَن يَضُرُّوا۟ ٱللَّهَ شَيْـًٔا يُرِيدُ ٱللَّهُ أَلَّا يَجْعَلَ لَهُمْ حَظًّا فِى ٱلْـَٔاخِرَةِ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌ176. და ნუ დაგამწუხრებენ ისინი, რომლებიც ურწმუნოებას ესწრაფვიან. ისინი მცირე ზიანსაც კი ვერ მიაყენებენ ალლაჰს. ალლაჰს სურს, წილი არ უბოძოს მათ იმქვეყნად და მათთვისაა - მტანჯველი სასჯელი.
إِنَّ ٱلَّذِينَ ٱشْتَرَوُا۟ ٱلْكُفْرَ بِٱلْإِيمَـٰنِ لَن يَضُرُّوا۟ ٱللَّهَ شَيْـًٔا وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ177. ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც რწმენის საფასურად ურწმუნოება იყიდეს, ვერაფერს ავნებენ ალლაჰს, და მათთვისაა - მტანჯველი სასჯელი.
وَلَا يَحْسَبَنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَنَّمَا نُمْلِى لَهُمْ خَيْرٌ لِّأَنفُسِهِمْ إِنَّمَا نُمْلِى لَهُمْ لِيَزْدَادُوٓا۟ إِثْمًا وَلَهُمْ عَذَابٌ مُّهِينٌ178. და არ ეგონოთ მათ, რომელთაც უარყვეს, რომ რასაც ჩვენ გადავუვადებთ მათ სასიკეთოდ იქნება, ჩვენ გადავუვადებთ მათ იმისათვის, რათა გაიმრავლონ ცოდვები, და მათთვისაა დამამცირებელი სასჯელი!
مَّا كَانَ ٱللَّهُ لِيَذَرَ ٱلْمُؤْمِنِينَ عَلَىٰ مَآ أَنتُمْ عَلَيْهِ حَتَّىٰ يَمِيزَ ٱلْخَبِيثَ مِنَ ٱلطَّيِّبِ وَمَا كَانَ ٱللَّهُ لِيُطْلِعَكُمْ عَلَى ٱلْغَيْبِ وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ يَجْتَبِى مِن رُّسُلِهِۦ مَن يَشَآءُ فَـَٔامِنُوا۟ بِٱللَّهِ وَرُسُلِهِۦ وَإِن تُؤْمِنُوا۟ وَتَتَّقُوا۟ فَلَكُمْ أَجْرٌ عَظِيمٌ179. ალლაჰი არ დატოვებს მორწმუნეებს იმ ყოფაში, როგორშიც თქვენ ხართ, სანამ არ გაარჩევს ბოროტს კეთილისაგან. და არ იქნება, თქვენ გამცნოთ ალლაჰმა დაფარული, მაგრამ ალლაჰი ირჩევს თავის შუამავალთაგან იმას, ვისაც ინებებს. ირწმუნეთ ალლაჰი და მისი შუამავალი, და თუ ირწმუნებთ და ღმერთის შიში გექნებათ, მაშინ თქვენთვისაა უდიდესი საზღაური!
وَلَا يَحْسَبَنَّ ٱلَّذِينَ يَبْخَلُونَ بِمَآ ءَاتَىٰهُمُ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ هُوَ خَيْرًا لَّهُم بَلْ هُوَ شَرٌّ لَّهُمْ سَيُطَوَّقُونَ مَا بَخِلُوا۟ بِهِۦ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ وَلِلَّهِ مِيرَٰثُ ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَٱلْأَرْضِ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ خَبِيرٌ180. და ნუ ეგონებათ იმათ, რომელნიც ძუნწნი არიან ალლაჰის ნაბოძები მოწყალების გაღებისას, რომ ეს სიკეთეა მათთვის. არამც და არამც! ეს უარესია მათთვის. რაც ენანებოდათ, ის შემოეხვევათ ყელზე აღდგომის დღეს; და ალლაჰისაა მემკვიდრეობა ცათა და ქვეყნისა, და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ!
لَّقَدْ سَمِعَ ٱللَّهُ قَوْلَ ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ فَقِيرٌ وَنَحْنُ أَغْنِيَآءُ سَنَكْتُبُ مَا قَالُوا۟ وَقَتْلَهُمُ ٱلْأَنۢبِيَآءَ بِغَيْرِ حَقٍّ وَنَقُولُ ذُوقُوا۟ عَذَابَ ٱلْحَرِيقِ181. ალლაჰმა გაიგონა მათი საუბარი, ვინც თქვა: ალლაჰი ღატაკია, ჩვენ კი მდიდრები. ჩვენ ჩავიწერთ იმას, რაც თქვეს და იმასაც, რომ უსამართლოდ კლავდნენ შუამავლებს და ვეტყვით: „იგემეთ მწველი წამება!“
ذَٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ أَيْدِيكُمْ وَأَنَّ ٱللَّهَ لَيْسَ بِظَلَّامٍ لِّلْعَبِيدِ182. ეს იმის გამო, რაც უწინ ქნეს თქვენმა ხელებმა. და ალლაჰი არ არის უსამართლო მსახურთა მიმართ.
ٱلَّذِينَ قَالُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ عَهِدَ إِلَيْنَآ أَلَّا نُؤْمِنَ لِرَسُولٍ حَتَّىٰ يَأْتِيَنَا بِقُرْبَانٍ تَأْكُلُهُ ٱلنَّارُ قُلْ قَدْ جَآءَكُمْ رُسُلٌ مِّن قَبْلِى بِٱلْبَيِّنَـٰتِ وَبِٱلَّذِى قُلْتُمْ فَلِمَ قَتَلْتُمُوهُمْ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ183. რომელთაც თქვეს: ალლაჰმა აღთქმა დაგვიდო, რომ არ გვერწმუნა შუამავლის, ვიდრე არ მოგვიტანს მსხერპლს, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს. უთხარი: „მოვიდნენ თქვენთან შუამავლები ჩემზე უწინაც ცხადი მტკიცებებით და იმით, რაც თქვენ თქვით. მაშ, რატომ დახოცეთ ისინი, თუკი მართალნი ხართ?“
فَإِن كَذَّبُوكَ فَقَدْ كُذِّبَ رُسُلٌ مِّن قَبْلِكَ جَآءُو بِٱلْبَيِّنَـٰتِ وَٱلزُّبُرِ وَٱلْكِتَـٰبِ ٱلْمُنِيرِ184. და თუ ცრუდ შეგრაცხავენ, შენზე უწინაც შერაცხეს შუამავლები მატყუარებად, რომლებიც ცხადი სასწაულებით, დაწერილი ფურცლებითა და განმანათლებელი წიგნით მოვიდნენ.
كُلُّ نَفْسٍ ذَآئِقَةُ ٱلْمَوْتِ وَإِنَّمَا تُوَفَّوْنَ أُجُورَكُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ فَمَن زُحْزِحَ عَنِ ٱلنَّارِ وَأُدْخِلَ ٱلْجَنَّةَ فَقَدْ فَازَ وَمَا ٱلْحَيَوٰةُ ٱلدُّنْيَآ إِلَّا مَتَـٰعُ ٱلْغُرُورِ185. ყოველი სული იგემებს სიკვდილს, და ჩვენ მოგაგებთ თქვენს საზღაურს აღდგომის დღეს. და ვინც მოშორებული იქნება ცეცხლს და სამოთხეში შეყვანილი, ის ჭეშმარიტად, გაიმარჯვებს. მიწიერი ცხოვრება სხვა არაფერია, თუ არა აყოლა მაცდუნებელ სიტკბოებაზე.
لَتُبْلَوُنَّ فِىٓ أَمْوَٰلِكُمْ وَأَنفُسِكُمْ وَلَتَسْمَعُنَّ مِنَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ مِن قَبْلِكُمْ وَمِنَ ٱلَّذِينَ أَشْرَكُوٓا۟ أَذًى كَثِيرًا وَإِن تَصْبِرُوا۟ وَتَتَّقُوا۟ فَإِنَّ ذَٰلِكَ مِنْ عَزْمِ ٱلْأُمُورِ186. და გამოიცდებით თქვენ თქვენი ქონებითა და საკუთარი თავით, და გაიგონებთ ბევრ აუგს მათგან, ვინც მიიღო წიგნი თქვენამდე, და მათგანაც, ვინც წარმართია. და თუ მოითმენთ და ღმერთის შიში გექნებათ - ეს არის სიმტკიცის გამოვლინებანი.
وَإِذْ أَخَذَ ٱللَّهُ مِيثَـٰقَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْكِتَـٰبَ لَتُبَيِّنُنَّهُ لِلنَّاسِ وَلَا تَكْتُمُونَهُۥ فَنَبَذُوهُ وَرَآءَ ظُهُورِهِمْ وَٱشْتَرَوْا۟ بِهِۦ ثَمَنًا قَلِيلًا فَبِئْسَ مَا يَشْتَرُونَ187. აკი, აღთქმა აიღო ალლაჰმა მათგან, რომელთაც წიგნი ებოძათ: თქვენ განუმარტავთ ამას ხალხს და არ დაფარავთ!“ მაგრამ მათ ზურგს უკან მოისროლეს და მცირე საფასურად გაყიდეს. თუმცაღა რა უვარგისია მათი ვაჭრობა!
لَا تَحْسَبَنَّ ٱلَّذِينَ يَفْرَحُونَ بِمَآ أَتَوا۟ وَّيُحِبُّونَ أَن يُحْمَدُوا۟ بِمَا لَمْ يَفْعَلُوا۟ فَلَا تَحْسَبَنَّهُم بِمَفَازَةٍ مِّنَ ٱلْعَذَابِ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ188. და ნუ მიიჩნევ, რომ სასჯელისგან თავს დაიხსნიან ისინი, რომლებიც ხარობენ ჩადენილით და სურთ შექებულ იყვნენ იმის გამო, რაც გაუკეთებიათ. სწორედ მათთვისაა მტანჯველი სასჯელი!
وَلِلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَٱلْأَرْضِ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ قَدِيرٌ189. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და ალლაჰი ყოვლისშემძლეა.
إِنَّ فِى خَلْقِ ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَٱلْأَرْضِ وَٱخْتِلَـٰفِ ٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ لَـَٔايَـٰتٍ لِّأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ190. ჭეშმარიტად, ცათა და ქვეყნის გაჩენაში, ღამისა და დღის მონაცვლეობაში, - სასწაულებია გონების მქონეთათვის.
ٱلَّذِينَ يَذْكُرُونَ ٱللَّهَ قِيَـٰمًا وَقُعُودًا وَعَلَىٰ جُنُوبِهِمْ وَيَتَفَكَّرُونَ فِى خَلْقِ ٱلسَّمَـٰوَٰتِ وَٱلْأَرْضِ رَبَّنَا مَا خَلَقْتَ هَـٰذَا بَـٰطِلًا سُبْحَـٰنَكَ فَقِنَا عَذَابَ ٱلنَّارِ191. რომელნიც ახსენებენ ალლაჰს მდგომარე, მჯდომარე თუ მწოლიარე, და ფიქრობენ ცათა და ქვეყნის გაჩენაზე, (ამბობენ): „ღმერთო ჩვენო! შენ ეს ამაოდ (ტყუილად) არ შეგიქმნია! დიდება შენდა! დაგვიფარე ცეცხლის სასჯელისგან.
رَبَّنَآ إِنَّكَ مَن تُدْخِلِ ٱلنَّارَ فَقَدْ أَخْزَيْتَهُۥ وَمَا لِلظَّـٰلِمِينَ مِنْ أَنصَارٍ192. ღმერთო ჩვენო! ვისაც ცეცხლში შეიყვან, დაამცირებ და არავინ იქნება შემწე უსამართლოთა.
رَّبَّنَآ إِنَّنَا سَمِعْنَا مُنَادِيًا يُنَادِى لِلْإِيمَـٰنِ أَنْ ءَامِنُوا۟ بِرَبِّكُمْ فَـَٔامَنَّا رَبَّنَا فَٱغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَا وَكَفِّرْ عَنَّا سَيِّـَٔاتِنَا وَتَوَفَّنَا مَعَ ٱلْأَبْرَارِ193. ღმერთო ჩვენო! ჩვენ ვუსმენდით მხმობელს, რომელიც გვიხმობდა: ირწმუნეთ თქვენი ღმერთიო! და ჩვენც ვირწმუნეთ. ღმერთო ჩვენო! მოგვიტევე ჩვენი ცოდვები და განგვწმინდე ჩვენ სიავეთაგან და განგვასვენე სიკეთისმქმნელებთან ერთად.
رَبَّنَا وَءَاتِنَا مَا وَعَدتَّنَا عَلَىٰ رُسُلِكَ وَلَا تُخْزِنَا يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ إِنَّكَ لَا تُخْلِفُ ٱلْمِيعَادَ194. ღმერთო ჩვენო! გვიბოძე ის, რაც დაგვპირდი შენი შუამავლების მეშვეობით და არ შეგვარცხვინო აღდგომის დღეს. ჭეშმარიტად, შენ პირობას არ შეცვლი.“
فَٱسْتَجَابَ لَهُمْ رَبُّهُمْ أَنِّى لَآ أُضِيعُ عَمَلَ عَـٰمِلٍ مِّنكُم مِّن ذَكَرٍ أَوْ أُنثَىٰ بَعْضُكُم مِّنۢ بَعْضٍ فَٱلَّذِينَ هَاجَرُوا۟ وَأُخْرِجُوا۟ مِن دِيَـٰرِهِمْ وَأُوذُوا۟ فِى سَبِيلِى وَقَـٰتَلُوا۟ وَقُتِلُوا۟ لَأُكَفِّرَنَّ عَنْهُمْ سَيِّـَٔاتِهِمْ وَلَأُدْخِلَنَّهُمْ جَنَّـٰتٍ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ثَوَابًا مِّنْ عِندِ ٱللَّهِ وَٱللَّهُ عِندَهُۥ حُسْنُ ٱلثَّوَابِ195. მათმა ღმერთმა ისმინა მათი ვედრება: "მე არ დავუკარგავ ნაღვაწს, ვინც იღვაწა თქვენგან, კაცსა თუ ქალს, ერთმანეთისაგან ხართ თქვენ. ხოლო ისინი, რომელნიც გადაიხვეწნენ და განიდევნენ თავიანთი სახლებიდან და იყვნენ წამებულნი ჩემს გზაზე, იბრძოდნენ და იხოცებოდნენ, უთუოდ, დავფარავ მათ ავ საქმეებს და შევიყვან სამოთხეებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები ჯილდოდ ალლაჰისგან, რამეთუ საუკეთესო ჯილდო ალლაჰთანაა.“
لَا يَغُرَّنَّكَ تَقَلُّبُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فِى ٱلْبِلَـٰدِ196. და არ შეგაცდინოს, რომელთაც ჭეშმარიტება დაფარეს, სეირნობამ მათმა ქვეყნებს შორის,
مَتَـٰعٌ قَلِيلٌ ثُمَّ مَأْوَىٰهُمْ جَهَنَّمُ وَبِئْسَ ٱلْمِهَادُ197. ეს მცირე სიტკბოებაა, შემდეგ მათი თავშესაფარი ჯოჯოხეთი იქნება, და რა საშინელი ადგილია!
لَـٰكِنِ ٱلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ رَبَّهُمْ لَهُمْ جَنَّـٰتٌ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ خَـٰلِدِينَ فِيهَا نُزُلًا مِّنْ عِندِ ٱللَّهِ وَمَا عِندَ ٱللَّهِ خَيْرٌ لِّلْأَبْرَارِ198. ხოლო მათ, რომელთაც თავიანთი ღმერთის შიში ჰქონდათ, მათთვისაა სამოთხეები, რომელთა ძირს მდინარეები მიედინება. იქნებიან იქ მარადიულად, ალლაჰისგან პატივმიგებულნი. და რაც ალლაჰთანაა, საუკეთესოა სიკეთისმქნელთათვის.
وَإِنَّ مِنْ أَهْلِ ٱلْكِتَـٰبِ لَمَن يُؤْمِنُ بِٱللَّهِ وَمَآ أُنزِلَ إِلَيْكُمْ وَمَآ أُنزِلَ إِلَيْهِمْ خَـٰشِعِينَ لِلَّهِ لَا يَشْتَرُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ ثَمَنًا قَلِيلًا أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ أَجْرُهُمْ عِندَ رَبِّهِمْ إِنَّ ٱللَّهَ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ199. ჭეშმარიტად, წიგნის მქონეთა შორის არიან ისეთნიც, რომელთაც სწამთ ალლაჰი და რაც თქვენზე გარდმოევლინა და რაც მათ ზემოევლინა; მოკრძალებულნი არიან ალლაჰისადმი, ისინი არ გაყიდიან ალლაჰის აიათებს მცირე საფასურად. ისინი, რომელთა საზღაურიც მათ ღმერთთანაა. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას.
يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱصْبِرُوا۟ وَصَابِرُوا۟ وَرَابِطُوا۟ وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ200. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ! მოითმინეთ და შეეჯიბრეთ მოთმინებაში, და იყავით მედგარნი, და გეშინოდეთ ალლაჰისა, იქნებ გადარჩეთ!