26. სურა შუღერა
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა طسٓمٓ 1. ტა. სინ. მიმ. تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱلْكِتَـٰبِ ٱلْمُبِينِ 2. ეს არის ცხადი წიგნის აიათები. لَعَلَّكَ بَـٰخِعٌۭ نَّفْسَكَ أَلَّا يَكُونُوا۟ مُؤْمِنِينَ 3. იქნებ დარდისგან თავიც დაიღუპო იმისათვის, რომ ისინი არ ხდებიან მორწმუნენი. إِن نَّشَأْ نُنَزِّلْ عَلَيْهِم مِّنَ ٱلسَّمَآءِ ءَايَةًۭ فَظَلَّتْ أَعْنَـٰقُهُمْ لَهَا خَـٰضِعِينَ 4. თუ ვინებებდით, გარდმოვავლენდით ზეციდან სასწაულს და მის წინაშე ქედს მოიხრიდნენ, მორჩილად. وَمَا يَأْتِيهِم مِّن ذِكْرٍۢ مِّنَ ٱلرَّحْمَـٰنِ مُحْدَثٍ إِلَّا كَانُوا۟ عَنْهُ مُعْرِضِينَ 5. რა შეხსენებაც არ უნდა მიუვიდეთ მოწყალისაგან, ზურგს აქცევენ. فَقَدْ كَذَّبُوا۟ فَسَيَأْتِيهِمْ أَنۢبَـٰٓؤُا۟ مَا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 6. ცრუდ შერაცხეს და მალე მიუვათ ამბავი იმისა, რასაც დასცინოდნენ. أَوَلَمْ يَرَوْا۟ إِلَى ٱلْأَرْضِ كَمْ أَنۢبَتْنَا فِيهَا مِن كُلِّ زَوْجٍۢ كَرِيمٍ 7. განა ვერ ხედავენ, დედამიწაზე რამდენი სახეობის სასარგებლო მცენარე აღმოვაცენეთ? إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 8. ჭეშმარიტად, ამაში არის სასწაული, მაგრამ უმეტესი მათგანი მორწმუნე არ არის. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 9. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია. وَإِذْ نَادَىٰ رَبُّكَ مُوسَىٰٓ أَنِ ٱئْتِ ٱلْقَوْمَ ٱلظَّـٰلِمِينَ 10. და უხმო შენმა ღმერთმა მუსას: მიდი უსამართლო ხალხთან. قَوْمَ فِرْعَوْنَ ۚ أَلَا يَتَّقُونَ 11. ფარაონის ხალხთან: ნუთუ ალლაჰის არ გეშინიათ? قَالَ رَبِّ إِنِّىٓ أَخَافُ أَن يُكَذِّبُونِ 12. მიუგო: ღმერთო ჩემო, ვშიშობ, რომ ცრუდ შემრაცხავენ. وَيَضِيقُ صَدْرِى وَلَا يَنطَلِقُ لِسَانِى فَأَرْسِلْ إِلَىٰ هَـٰرُونَ 13. გული მეკუმშება და ენა დამებმება. ჰარუნსაც უბოძე შუამავლობა. وَلَهُمْ عَلَىَّ ذَنۢبٌۭ فَأَخَافُ أَن يَقْتُلُونِ 14. მათ წინაშე ცოდვა მაწევს და მეშინია, რომ მომკლავენ. قَالَ كَلَّا ۖ فَٱذْهَبَا بِـَٔايَـٰتِنَآ ۖ إِنَّا مَعَكُم مُّسْتَمِعُونَ 15. მიუგო: არა. წადით ორივე ჩემი აიათებით. და ჩვენ თქვენთან ვართ და ყველაფერს ვისმენთ. فَأْتِيَا فِرْعَوْنَ فَقُولَآ إِنَّا رَسُولُ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 16. მიდით ფარაონთან და უთხარით: ჩვენ სამყაროთა ღმერთის შუამავლები ვართ. أَنْ أَرْسِلْ مَعَنَا بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ 17. და გამოუშვით ჩვენთან ერთად ისრაელის შვილები. قَالَ أَلَمْ نُرَبِّكَ فِينَا وَلِيدًۭا وَلَبِثْتَ فِينَا مِنْ عُمُرِكَ سِنِينَ 18. (ფარაონმა) მიუგო: განა ჩვენში არ გაგზარდეთ ჩვილობიდანვე და ჩვენთან არ გაატარე მრავალი წელი? وَفَعَلْتَ فَعْلَتَكَ ٱلَّتِى فَعَلْتَ وَأَنتَ مِنَ ٱلْكَـٰفِرِينَ 19. შენ კი ჰქმენ შენი საქმე, რაც ჩაიდინე, და ერთი უმადურთაგანი ხარ. قَالَ فَعَلْتُهَآ إِذًۭا وَأَنَا۠ مِنَ ٱلضَّآلِّينَ 20. უთხრა: დიახ, მე ჩავიდინე იგი და ვიყავ ერთი გზააბნეულთაგანი. فَفَرَرْتُ مِنكُمْ لَمَّا خِفْتُكُمْ فَوَهَبَ لِى رَبِّى حُكْمًۭا وَجَعَلَنِى مِنَ ٱلْمُرْسَلِينَ 21. გავიქეცი თქვენგან, რადგან შემეშინდა. ახლა კი მიწყალობა ჩემმა ღმერთმა სიბრძნე და მაქცია ერთ-ერთ წარმოგზავნილად. وَتِلْكَ نِعْمَةٌۭ تَمُنُّهَا عَلَىَّ أَنْ عَبَّدتَّ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ 22. ხოლო წყალობა, რომელსაც მაყვედრი ისაა, რომ დაიმონე ისრაილის ძენი.“  قَالَ فِرْعَوْنُ وَمَا رَبُّ ٱلْعَـٰلَمِينَ 23. უთხრა ფარაონმა: და ვინ არის სამყაროთა ღმერთი? قَالَ رَبُّ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَمَا بَيْنَهُمَآ ۖ إِن كُنتُم مُّوقِنِينَ 24. მიუგო: იგია ღმერთი ცათა და ქვეყნისა და იმის, რაც ამათ შორისაა, თქვენ რომ იყოთ დარწმუნებულნი. قَالَ لِمَنْ حَوْلَهُۥٓ أَلَا تَسْتَمِعُونَ 25. უთხრა იმათ, ვინც მის ირგვლივ იყვნენ, ნუთუ არ შეისმენთ?! قَالَ رَبُّكُمْ وَرَبُّ ءَابَآئِكُمُ ٱلْأَوَّلِينَ 26. მიუგო(მუსამ): იგია თქვენი ღმერთი და თქვენი წინაპრების. قَالَ إِنَّ رَسُولَكُمُ ٱلَّذِىٓ أُرْسِلَ إِلَيْكُمْ لَمَجْنُونٌۭ 27. თქვა(ფარაონმა): ჭეშმარიტად, თქვენი შუამავალი, რომელიც თქვენთან წარმოიგზავნა, შეშლილია. قَالَ رَبُّ ٱلْمَشْرِقِ وَٱلْمَغْرِبِ وَمَا بَيْنَهُمَآ ۖ إِن كُنتُمْ تَعْقِلُونَ 28. მიუგო(მუსამ): იგია ღმერთი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და იმის, რაც ამათ შორისაა. თუკი გონს მოუხმობთ! قَالَ لَئِنِ ٱتَّخَذْتَ إِلَـٰهًا غَيْرِى لَأَجْعَلَنَّكَ مِنَ ٱلْمَسْجُونِينَ 29. (ფარაონმა)თქვა: თუკი დაიდგენთ ღვთაებას ჩემს გარდა, მე გამოგამწყვდევთ დილეგში. قَالَ أَوَلَوْ جِئْتُكَ بِشَىْءٍۢ مُّبِينٍۢ 30. მიუგო: და თუ მოვალ შენთან რაიმე ცხადით? قَالَ فَأْتِ بِهِۦٓ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 31. თქვა: მოდი მისით, თუკი ხარ მართალთაგანიო. فَأَلْقَىٰ عَصَاهُ فَإِذَا هِىَ ثُعْبَانٌۭ مُّبِينٌۭ 32. და გადააგდო თავისი კვერთხი და იქცა იგი ცხად გველად. وَنَزَعَ يَدَهُۥ فَإِذَا هِىَ بَيْضَآءُ لِلنَّـٰظِرِينَ 33. გამოჰყო ხელი და ის გახდა ქათქათა მაყურებელთათვის. قَالَ لِلْمَلَإِ حَوْلَهُۥٓ إِنَّ هَـٰذَا لَسَـٰحِرٌ عَلِيمٌۭ 34. უთხრა თავის გარშემო წარჩინებულებს: ეს მცოდნე ჯადოქარიაო. يُرِيدُ أَن يُخْرِجَكُم مِّنْ أَرْضِكُم بِسِحْرِهِۦ فَمَاذَا تَأْمُرُونَ 35. სურთ გაგაძევოთ თქვენი მიწა-წყლიდან თავისი ჯადოქრობით. და რას მირჩევთ? قَالُوٓا۟ أَرْجِهْ وَأَخَاهُ وَٱبْعَثْ فِى ٱلْمَدَآئِنِ حَـٰشِرِينَ 36. უთხრეს: შეაჩერე ისიც და მისი ძმაც და წარგზავნე ქალაქებში შიკრიკები. يَأْتُوكَ بِكُلِّ سَحَّارٍ عَلِيمٍۢ 37. რათა მოგიყვანონ განსწავლული ჯადოქრები. فَجُمِعَ ٱلسَّحَرَةُ لِمِيقَـٰتِ يَوْمٍۢ مَّعْلُومٍۢ 38. და შეკრებილ იქნენ ჯადოქრები წინასწარ დათქმული დღისთვის. وَقِيلَ لِلنَّاسِ هَلْ أَنتُم مُّجْتَمِعُونَ 39. და ეთქვა ხალხს: შეიკრიბეთ! لَعَلَّنَا نَتَّبِعُ ٱلسَّحَرَةَ إِن كَانُوا۟ هُمُ ٱلْغَـٰلِبِينَ 40. ეგების მოგვიწიოს ჯადოქრებზე გაყოლა, თუკი ისინი გაიმარჯვებენ. فَلَمَّا جَآءَ ٱلسَّحَرَةُ قَالُوا۟ لِفِرْعَوْنَ أَئِنَّ لَنَا لَأَجْرًا إِن كُنَّا نَحْنُ ٱلْغَـٰلِبِينَ 41. და როცა მოვიდნენ ჯადოქრები, უთხრეს ფარაონს: თუკი გავიმარჯვებთ, მივიღებთ საზღაურს? قَالَ نَعَمْ وَإِنَّكُمْ إِذًۭا لَّمِنَ ٱلْمُقَرَّبِينَ 42. უთხრა: დიახ! და თქვენ მაშინ იქნებით (ჩემთან) დაახლოებულნი. قَالَ لَهُم مُّوسَىٰٓ أَلْقُوا۟ مَآ أَنتُم مُّلْقُونَ 43. უთხრა მათ მუსამ: ისროლეთ, რის სროლასაც აპირებთ. فَأَلْقَوْا۟ حِبَالَهُمْ وَعِصِيَّهُمْ وَقَالُوا۟ بِعِزَّةِ فِرْعَوْنَ إِنَّا لَنَحْنُ ٱلْغَـٰلِبُونَ 44. იმათაც ისროლეს თავიანთი თოკები და კვერთხები და თქვეს: ფარაონის დიდებულებით, ჩვენ უსათუოდ გავიმარჯვებთ. فَأَلْقَىٰ مُوسَىٰ عَصَاهُ فَإِذَا هِىَ تَلْقَفُ مَا يَأْفِكُونَ 45. მერე მუსამ ისროლა თავისი კვერთხი და მან გადაყლაპა იმათი ნახელავი. فَأُلْقِىَ ٱلسَّحَرَةُ سَـٰجِدِينَ 46. და მაშინ ჯადოქრები დაეცნენ თაყვანისცემით(სეჯდეზე). قَالُوٓا۟ ءَامَنَّا بِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 47. თქვეს: ვირწმუნეთ სამყაროთა ღმერთი. رَبِّ مُوسَىٰ وَهَـٰرُونَ 48. ღმერთი მუსასი და ჰარუნის. قَالَ ءَامَنتُمْ لَهُۥ قَبْلَ أَنْ ءَاذَنَ لَكُمْ ۖ إِنَّهُۥ لَكَبِيرُكُمُ ٱلَّذِى عَلَّمَكُمُ ٱلسِّحْرَ فَلَسَوْفَ تَعْلَمُونَ ۚ لَأُقَطِّعَنَّ أَيْدِيَكُمْ وَأَرْجُلَكُم مِّنْ خِلَـٰفٍۢ وَلَأُصَلِّبَنَّكُمْ أَجْمَعِينَ 49. უთხრა(მათ ფარაონმა): ირწმუნეთ მისი მანამ, სანამ ამის ნება მოგეცემოდათ? უეჭველად იგი თქვენი უფროსია, რომელმაც გასწავლათ ჯადოქრობა. მალე გაიგებთ, როცა ჯვარედინად დაგაჭრით ხელ-ფეხს და ერთიანად ჯვარზე გაგაკრავთ. قَالُوا۟ لَا ضَيْرَ ۖ إِنَّآ إِلَىٰ رَبِّنَا مُنقَلِبُونَ 50. მიუგეს: არ ვდარდობთ. ჭეშმარიტად, ჩვენს ღმერთთან დავბრუნდებით. إِنَّا نَطْمَعُ أَن يَغْفِرَ لَنَا رَبُّنَا خَطَـٰيَـٰنَآ أَن كُنَّآ أَوَّلَ ٱلْمُؤْمِنِينَ 51. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გვაპატიებს ჩვენი ღმერთი ცოდვებს და რომ ვიყოთ პირველნი მორწმუნეთაგანო. وَأَوْحَيْنَآ إِلَىٰ مُوسَىٰٓ أَنْ أَسْرِ بِعِبَادِىٓ إِنَّكُم مُّتَّبَعُونَ 52. და ზეშთავაგონეთ მუსას, რომ: - ღამით წაიყვანე ჩემი მსახურები. რამეთუ უკან დაგედევნებიან. فَأَرْسَلَ فِرْعَوْنُ فِى ٱلْمَدَآئِنِ حَـٰشِرِينَ 53. და დააგზავნა ფარაონმა ქალაქებში შიკრიკები: إِنَّ هَـٰٓؤُلَآءِ لَشِرْذِمَةٌۭ قَلِيلُونَ 54. ესენი მცირე ჯგუფია. وَإِنَّهُمْ لَنَا لَغَآئِظُونَ 55. და მათ განგვარისხეს. وَإِنَّا لَجَمِيعٌ حَـٰذِرُونَ 56. ხოლო ჩვენ ყველანი ფხიზელი ხალხი ვართო. فَأَخْرَجْنَـٰهُم مِّن جَنَّـٰتٍۢ وَعُيُونٍۢ 57. და მივატოვებინეთ მათ ბაღები და წყაროსთავები. وَكُنُوزٍۢ وَمَقَامٍۢ كَرِيمٍۢ 58. საგაძნურები და დიდებული ადგილები. كَذَ‌ٰلِكَ وَأَوْرَثْنَـٰهَا بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ 59. ამგვარად, ჩვენ დავუმკვიდრეთ იგი ისრაილის შვილებს! فَأَتْبَعُوهُم مُّشْرِقِينَ 60. და დაედევნენ მათ მზის ამოსვლისას. فَلَمَّا تَرَ‌ٰٓءَا ٱلْجَمْعَانِ قَالَ أَصْحَـٰبُ مُوسَىٰٓ إِنَّا لَمُدْرَكُونَ 61. და როცა ერთმანეთი დაინახა ორმა ჯგუფმა, თქვეს მუსას მხლებლებმა: უეჭველად დაგვეწევიან. قَالَ كَلَّآ ۖ إِنَّ مَعِىَ رَبِّى سَيَهْدِينِ 62. უთხრა: არა, ჩემთან არის ჩემი ღმერთი და იგი მიწინამძღვრებს. فَأَوْحَيْنَآ إِلَىٰ مُوسَىٰٓ أَنِ ٱضْرِب بِّعَصَاكَ ٱلْبَحْرَ ۖ فَٱنفَلَقَ فَكَانَ كُلُّ فِرْقٍۢ كَٱلطَّوْدِ ٱلْعَظِيمِ 63. და ზეშთავაგონეთ მუსას: დაჰკარი შენი კვერთი ზღვას. გაიყო და თითოეული ნაწილი უზამარმარი მთასავით აღიმართა. وَأَزْلَفْنَا ثَمَّ ٱلْـَٔاخَرِينَ 64. მოვუახლოვეთ მას შემდეგ სხვანი(ფარაონის ჯარი) وَأَنجَيْنَا مُوسَىٰ وَمَن مَّعَهُۥٓ أَجْمَعِينَ 65. და გადავარჩინეთ მუსა და მისი მხლებლები ერთიანად. ثُمَّ أَغْرَقْنَا ٱلْـَٔاخَرِينَ 66. და დავახრჩეთ სხვა დანარჩენი. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 67. ამაში სასწაულია, მაგრამ უმეტესობამ არ ირწმუნა. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 68. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია. وَٱتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ إِبْرَ‌ٰهِيمَ 69. და წაუკითხე მათ ამბავი იბრაჰიმისა. إِذْ قَالَ لِأَبِيهِ وَقَوْمِهِۦ مَا تَعْبُدُونَ 70. ჰკითხა მან მამამისსა და თავის ხალხს: რას ეთაყვანებით? قَالُوا۟ نَعْبُدُ أَصْنَامًۭا فَنَظَلُّ لَهَا عَـٰكِفِينَ 71. მიუგეს: ვეთაყვანებით კერპებს და ვლოცულობთ მათზე. قَالَ هَلْ يَسْمَعُونَكُمْ إِذْ تَدْعُونَ 72. ჰკითხა: განა ესმით თქვენი, როცა მათ უხმობთ? أَوْ يَنفَعُونَكُمْ أَوْ يَضُرُّونَ 73. ან მოაქვთ სარგებელი, ან ზარალი? قَالُوا۟ بَلْ وَجَدْنَآ ءَابَآءَنَا كَذَ‌ٰلِكَ يَفْعَلُونَ 74. მიუგეს: ვნახეთ ჩვენი წინაპრები ამგვარად იქცეოდნენ. قَالَ أَفَرَءَيْتُم مَّا كُنتُمْ تَعْبُدُونَ 75. უთხრა: განა გიფიქრიათ, რას ეთაყვანებით أَنتُمْ وَءَابَآؤُكُمُ ٱلْأَقْدَمُونَ 76. თქვენ და თქვენი წინაპრებიც? فَإِنَّهُمْ عَدُوٌّۭ لِّىٓ إِلَّا رَبَّ ٱلْعَـٰلَمِينَ 77. ჭეშმარიტად, ისინი ჩემი მტრები არიან, გარდა სამყაროთა ღმერთისა. ٱلَّذِى خَلَقَنِى فَهُوَ يَهْدِينِ 78. რომელმაც გამაჩინა, სწორედ იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზაზე. وَٱلَّذِى هُوَ يُطْعِمُنِى وَيَسْقِينِ 79. რომელიც მაჭმევს და მასმევს. وَإِذَا مَرِضْتُ فَهُوَ يَشْفِينِ 80. და როცა ავად ვხვდები, მაჯანსაღებს. وَٱلَّذِى يُمِيتُنِى ثُمَّ يُحْيِينِ 81. რომელიც მომაკვდინებს და მერე გამაცოცხლებს. وَٱلَّذِىٓ أَطْمَعُ أَن يَغْفِرَ لِى خَطِيٓـَٔتِى يَوْمَ ٱلدِّينِ 82. რომელსაც მივენდობი, რომ მაპატიოს ჩემი ცოდვები განკითხვის დღეს. رَبِّ هَبْ لِى حُكْمًۭا وَأَلْحِقْنِى بِٱلصَّـٰلِحِينَ 83. ღმერთო ჩემო! მიწყალობე მსჯავრი და შემაერთე მართალთ. وَٱجْعَل لِّى لِسَانَ صِدْقٍۢ فِى ٱلْـَٔاخِرِينَ 84. დატოვე ჩემზე ჭეშმარიტი სიტყვა მომავალი თაობებისთვის. وَٱجْعَلْنِى مِن وَرَثَةِ جَنَّةِ ٱلنَّعِيمِ 85. და დამადგინე მე ხვავ-ბარაქიანი სამოთხის მემკვიდრეთაგან. وَٱغْفِرْ لِأَبِىٓ إِنَّهُۥ كَانَ مِنَ ٱلضَّآلِّينَ 86. და მიუტევე მამაჩემს, რამეთუ იყო გზააბნეული. وَلَا تُخْزِنِى يَوْمَ يُبْعَثُونَ 87. და ნუ შემარცხვენ განკითხვის დღეს. يَوْمَ لَا يَنفَعُ مَالٌۭ وَلَا بَنُونَ 88. იმ დღეს, როცა არც სიმდიდრე და არც ძენი არავის წაადგება, إِلَّا مَنْ أَتَى ٱللَّهَ بِقَلْبٍۢ سَلِيمٍۢ 89. იმათ გარდა, ვინც წარსდგება ალლაჰის წინაშე უბიწო გულით. وَأُزْلِفَتِ ٱلْجَنَّةُ لِلْمُتَّقِينَ 90. და ახლოსაა სამოთხე ღვთისმოშიშებთან. وَبُرِّزَتِ ٱلْجَحِيمُ لِلْغَاوِينَ 91. და წარედგინება ჯოჯოხეთი ზღვარგადასულებს. وَقِيلَ لَهُمْ أَيْنَ مَا كُنتُمْ تَعْبُدُونَ 92. მათ ეტყვიან: სად არიან ისინი, რასაც ეთაყვანებოდით مِن دُونِ ٱللَّهِ هَلْ يَنصُرُونَكُمْ أَوْ يَنتَصِرُونَ 93. ალლაჰის გარდა? განა შეგეწევიან ისინი ანდა თავიანთ თავს შეეწევიან? فَكُبْكِبُوا۟ فِيهَا هُمْ وَٱلْغَاوُۥنَ 94. და ერთიმეორეზე დაყრილ იქნებიან იქ ზღვარგადასულებთან. وَجُنُودُ إِبْلِيسَ أَجْمَعُونَ 95. და ეშმაკის ჯარი, ერთიანად. قَالُوا۟ وَهُمْ فِيهَا يَخْتَصِمُونَ 96. იტყვიან იქ ისინი კამათით: تَٱللَّهِ إِن كُنَّا لَفِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍ 97. ალლაჰს ვფიცავთ, ჩვენ ვიყავით ცხად გზააბნევაში. إِذْ نُسَوِّيكُم بِرَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 98. როცა გათანაბრებდით სამყაროთა ღმერთთან وَمَآ أَضَلَّنَآ إِلَّا ٱلْمُجْرِمُونَ 99. ჩვენ კი მხოლოდ ცოდვილებმა შეგვიყვანეს გზააბნევაში. فَمَا لَنَا مِن شَـٰفِعِينَ 100. და არავინ გვყავს შემწე وَلَا صَدِيقٍ حَمِيمٍۢ 101. და არც ერთგული მეგობარი. فَلَوْ أَنَّ لَنَا كَرَّةًۭ فَنَكُونَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 102. და რომ დაბრუნება შეგვეძლოს, მორწმუნენი ვიქნებოდითო. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 103. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია; თუმცა უმრავლესობამ არ ირწმუნა. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 104. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია. كَذَّبَتْ قَوْمُ نُوحٍ ٱلْمُرْسَلِينَ 105. ცრუდ შერაცხა ნუჰის ხალხმა შუამავლები. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ نُوحٌ أَلَا تَتَّقُونَ 106. და უთხრა მათ მათმა ძმამ ნუჰმა: განა ღმერთის არ გეშინიათ? إِنِّى لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌۭ 107. მე ვარ თქვენთან სანდო შუამავალიო. فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 108. გეშინოდეთ ალლაჰის და მე დამემორჩილეთ! وَمَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 109. ამისათვის საზღაურს არ გთხოვთ, რამეთუ საზღაურს მხოლოდ სამყაროთა ღმერთი მომმადლის. فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 110. გეშინოდეთ ალლაჰის და მე დამემორჩილეთ. قَالُوٓا۟ أَنُؤْمِنُ لَكَ وَٱتَّبَعَكَ ٱلْأَرْذَلُونَ 111. თქვეს: განა გერწმუნოთ შენ მაშინ, როცა მოგყვებიან მდაბიონი? قَالَ وَمَا عِلْمِى بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 112. მიუგო: მე არ მაქვს ცოდნა იმისა, თუ რას აკეთებენ ისინი. إِنْ حِسَابُهُمْ إِلَّا عَلَىٰ رَبِّى ۖ لَوْ تَشْعُرُونَ 113. რამეთუ მათი ანგარიშსწორება ჩემს ღმერთზეა, რომ გრძნობდეთ(ამას). وَمَآ أَنَا۠ بِطَارِدِ ٱلْمُؤْمِنِينَ 114. არ გავაძევებ მე მორწმუნეებს. إِنْ أَنَا۠ إِلَّا نَذِيرٌۭ مُّبِينٌۭ 115. რადგან მე მხოლოდ ცხადი შემგონებელი ვარ. قَالُوا۟ لَئِن لَّمْ تَنتَهِ يَـٰنُوحُ لَتَكُونَنَّ مِنَ ٱلْمَرْجُومِينَ 116. უთხრეს: ჰეი ნუჰ, თუ არ გაჩერდები ჩაქოლილი იქნებიო. قَالَ رَبِّ إِنَّ قَوْمِى كَذَّبُونِ 117. თქვა: ღმერთო ჩემო, ჩემმა ხალხმა ცრუდ შემრაცხა. فَٱفْتَحْ بَيْنِى وَبَيْنَهُمْ فَتْحًۭا وَنَجِّنِى وَمَن مَّعِىَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 118. განსაჯე ჩვენს შორის; გადამარჩინე მე და ის მორწმუნენი, ვინც ჩემთან არიან. فَأَنجَيْنَـٰهُ وَمَن مَّعَهُۥ فِى ٱلْفُلْكِ ٱلْمَشْحُونِ 119. და გადავარჩინეთ იგი და ისინი, ვინც მასთან ერთად იყვნენ დატვირთულ გემში. ثُمَّ أَغْرَقْنَا بَعْدُ ٱلْبَاقِينَ 120. მერე კი დავახრჩეთ ყველა დარჩენილი. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 121. ამაში სასწაულია, თუმცა უმრავლესობამ არ ირწმუნა. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 122. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია. كَذَّبَتْ عَادٌ ٱلْمُرْسَلِينَ 123. და ცრუდ შერაცხეს 'ადის ხალხმა შუამავლები. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ هُودٌ أَلَا تَتَّقُونَ 124. და უთხრა მათ მათმა ძმამ ჰუდმა: განა ღმერთის არ გეშინიათ? إِنِّى لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌۭ 125. მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ. فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 126. გეშინოდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ. وَمَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 127. ამისათვის საზღაურს არ გთხოვთ; რამეთუ მე მხოლოდ სამყაროთა ღმერთი დამაჯილდოვებს! أَتَبْنُونَ بِكُلِّ رِيعٍ ءَايَةًۭ تَعْبَثُونَ 128. ნუთუ ყოველ გორაკზე აღმართავთ სიმბოლოებს გასართობად, وَتَتَّخِذُونَ مَصَانِعَ لَعَلَّكُمْ تَخْلُدُونَ 129. ააგებთ სასახლეებს, თითქოს მარადიულად იცოცხლებთ? وَإِذَا بَطَشْتُم بَطَشْتُمْ جَبَّارِينَ 130. და შეიპყრობთ ადამიანებს, როგორც სასტიკი მტარვალები? فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 131. გეშინოდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ. وَٱتَّقُوا۟ ٱلَّذِىٓ أَمَدَّكُم بِمَا تَعْلَمُونَ 132. და გეშინოდეთ მისი, ვინც დაგეხმარათ იმაში, რაც იცით. أَمَدَّكُم بِأَنْعَـٰمٍۢ وَبَنِينَ 133. უხვად გიბოძათ ძეები და საქონელი. وَجَنَّـٰتٍۢ وَعُيُونٍ 134. ბაღები და წყაროსთვალნი. إِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍۢ 135. მე მეშინია თქვენს გამო დიდი დღის სასჯელისა. قَالُوا۟ سَوَآءٌ عَلَيْنَآ أَوَعَظْتَ أَمْ لَمْ تَكُن مِّنَ ٱلْوَ‌ٰعِظِينَ 136. უთხრეს: სულერთია ჩვენთვის, შეგვაგონებ თუ არ შეგვაგონებ. إِنْ هَـٰذَآ إِلَّا خُلُقُ ٱلْأَوَّلِينَ 137. ეს მხოლოდ უწინდელთა ამბებია. وَمَا نَحْنُ بِمُعَذَّبِينَ 138. და ჩვენ სულაც არ ვიქნებით დასჯილნი. فَكَذَّبُوهُ فَأَهْلَكْنَـٰهُمْ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 139. ცრუდ შერაცხეს იგი და ჩვენც დავღუპეთ ისინი. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია, თუმცა უმრავლესობამ არ ირწმუნა. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 140. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია. كَذَّبَتْ ثَمُودُ ٱلْمُرْسَلِينَ 141. სემუდის ხალხმა ცრუდ შერაცხა შუამავლები. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ صَـٰلِحٌ أَلَا تَتَّقُونَ 142. და უთხრა მათ მათმა ძმამ სალიჰმა: განა ღმერთის არ გეშინიათ? إِنِّى لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌۭ 143. მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ. فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 144. გეშინოდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ. وَمَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 145. ამისათვის საზღაურს არ გთხოვთ: რამეთუ მე სამყაროთა ღმერთი დამაჯილდოვებს. أَتُتْرَكُونَ فِى مَا هَـٰهُنَآ ءَامِنِينَ 146. განა დარჩენილ იქნებით იმათ შორის, უსაფრთხოდ: ى جَنَّـٰتٍۢ وَعُيُونٍۢ 147. ბაღებში და წყაროსთვლებში, وَزُرُوعٍۢ وَنَخْلٍۢ طَلْعُهَا هَضِيمٌۭ 148. ნათესებსა და ზეთისხილის ხეებში, რომელთა ნაყოფებიც საამურია. وَتَنْحِتُونَ مِنَ ٱلْجِبَالِ بُيُوتًۭا فَـٰرِهِينَ 149. და თქვენ მთებში კვეთავდით სახლებს დასასვენებლად? فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 150. გეშინოდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ. وَلَا تُطِيعُوٓا۟ أَمْرَ ٱلْمُسْرِفِينَ 151. და ნუ აჰყვებით მფლანგველებს. ٱلَّذِينَ يُفْسِدُونَ فِى ٱلْأَرْضِ وَلَا يُصْلِحُونَ 152. რომლებიც უკეთურობას ავრცელებენ ქვეყანაზე და არაფერს გამოასწორებენ. قَالُوٓا۟ إِنَّمَآ أَنتَ مِنَ ٱلْمُسَحَّرِينَ 153. უთხრეს: შენ მოჯადოებულთაგანი ხარ. مَآ أَنتَ إِلَّا بَشَرٌۭ مِّثْلُنَا فَأْتِ بِـَٔايَةٍ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 154. შენ არავინ ხარ, თუ არა კაცი, ჩვენი მსგავსი. მაშ, მოგვიტანე ერთი სასწაული მაინც, თუკი მართალი ხარ. قَالَ هَـٰذِهِۦ نَاقَةٌۭ لَّهَا شِرْبٌۭ وَلَكُمْ شِرْبُ يَوْمٍۢ مَّعْلُومٍۢ 155. მიუგო: აი დედალი აქლემი. მას ექნება დასალევი და თქვენ გექნებათ დასალევი განსაზღვრულ დღეს. وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوٓءٍۢ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابُ يَوْمٍ عَظِيمٍۢ 156. ნუ მიეკარებით სიავით, თორემ შეგიპყრობთ სასჯელი დიდი დღისა. فَعَقَرُوهَا فَأَصْبَحُوا۟ نَـٰدِمِينَ 157. მაგრამ დაკლეს ის, და მერე ინანეს. فَأَخَذَهُمُ ٱلْعَذَابُ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 158. და შეიპყრო ისინი სასჯელმა. ამაში სასწაულია, თუმცა უმრავლესობამ არ ირწმუნა. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 159. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია! كَذَّبَتْ قَوْمُ لُوطٍ ٱلْمُرْسَلِينَ 160. ლუტის ხალხმა ცრუდ შერაცხა შუამავლები. إِذْ قَالَ لَهُمْ أَخُوهُمْ لُوطٌ أَلَا تَتَّقُونَ 161. უთხრა მათ მათმა ძმამ ლუტმა: განა ღმერთის არ გეშინიათ? إِنِّى لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌۭ 162. მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ. فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 163. გეშინოდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ. وَمَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 164. ამისათვის საზღაურს არ გთხოვთ, რამეთუ მხოლოდ სამყაროთა ღმერთი დამაჯილდოვებს. أَتَأْتُونَ ٱلذُّكْرَانَ مِنَ ٱلْعَـٰلَمِينَ 165. ნუთუ თქვენ მამაკაცებისკენ გაგიწევთ ვნება. وَتَذَرُونَ مَا خَلَقَ لَكُمْ رَبُّكُم مِّنْ أَزْوَ‌ٰجِكُم ۚ بَلْ أَنتُمْ قَوْمٌ عَادُونَ 166. და მიატოვებთ ცოლებს, რომლებიც ღმერთმა შექმნა თქვენს მეუღლეთაგან? დიახ, თქვენ გახრწნილი ხალხი ხართ. قَالُوا۟ لَئِن لَّمْ تَنتَهِ يَـٰلُوطُ لَتَكُونَنَّ مِنَ ٱلْمُخْرَجِينَ 167. უთხრეს: თუ არ მოიშლი, ლუტ, იქნები ერთი გაძევებულთაგანი. قَالَ إِنِّى لِعَمَلِكُم مِّنَ ٱلْقَالِينَ 168. უთხრა: მეზიზღება მე თქვენი მოქმედება. رَبِّ نَجِّنِى وَأَهْلِى مِمَّا يَعْمَلُونَ 169. ღმერთო ჩემო! გადამარჩინე მე და ჩემი ოჯახი იმისაგან, რასაც სჩადიანო. فَنَجَّيْنَـٰهُ وَأَهْلَهُۥٓ أَجْمَعِينَ 170. და გადავარჩინეთ იგი და მისი ოჯახი ერთიანად. إِلَّا عَجُوزًۭا فِى ٱلْغَـٰبِرِينَ 171. გარდა ერთი მოხუცებულისა, რომელიც მათ ჩამორჩა. ثُمَّ دَمَّرْنَا ٱلْـَٔاخَرِينَ 172. შემდგომ გავანადგურეთ დანარჩენები! وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِم مَّطَرًۭا ۖ فَسَآءَ مَطَرُ ٱلْمُنذَرِينَ 173. და ვაწვიმეთ მათ თავზე წვიმა და რა ავია ეს წვიმა იმათთვის, ვისაც ვაფრთხილებდით. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 174. ამაში სასწაულია, თუმცა უმრავლესობამ არ ირწმუნა. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 175. და, ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია. كَذَّبَ أَصْحَـٰبُ لْـَٔيْكَةِ ٱلْمُرْسَلِينَ 176. ეიქეს ბინადრებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები. إِذْ قَالَ لَهُمْ شُعَيْبٌ أَلَا تَتَّقُونَ 177. უთხრა მათ შუ'აიბმა: განა ღმერთის არ გეშინიათ? إِنِّى لَكُمْ رَسُولٌ أَمِينٌۭ 178.მე თქვენთან სანდო შუამავალი ვარ. فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُونِ 179. გეშინოდეთ ალლაჰისა და მე დამემორჩილეთ. وَمَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَىٰ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 180. ამისათვის საზღაურს არ გთხოვთ, რამეთუ დამაჯილდოვებს მე სამყაროთა ღმერთი. أَوْفُوا۟ ٱلْكَيْلَ وَلَا تَكُونُوا۟ مِنَ ٱلْمُخْسِرِينَ 181. სრულად აავსეთ საწყაო და ნუ იქნებით დამკლებთაგანი. وَزِنُوا۟ بِٱلْقِسْطَاسِ ٱلْمُسْتَقِيمِ 182. აწონეთ ზუსტი სასწორებით. وَلَا تَبْخَسُوا۟ ٱلنَّاسَ أَشْيَآءَهُمْ وَلَا تَعْثَوْا۟ فِى ٱلْأَرْضِ مُفْسِدِينَ 183. ნუ დააკლებთ ხალხს იმას, რაც მათ ეკუთვნით და არ ჰქმნათ ქვეყნად სიავე, უკეთურებას ნუ გაამრავლებთ. وَٱتَّقُوا۟ ٱلَّذِى خَلَقَكُمْ وَٱلْجِبِلَّةَ ٱلْأَوَّلِينَ 184. და გეშინოდეთ იმისა, ვინც გაგაჩინათ თქვენც და პირველი თაობაც. قَالُوٓا۟ إِنَّمَآ أَنتَ مِنَ ٱلْمُسَحَّرِينَ 185. უთხრეს: შენ მოჯადოებულთაგანი ხარ. وَمَآ أَنتَ إِلَّا بَشَرٌۭ مِّثْلُنَا وَإِن نَّظُنُّكَ لَمِنَ ٱلْكَـٰذِبِينَ 186. და არავინა ხარ შენ, თუ არა კაცი, ჩვენი მსგავსი. და ეჭვი გვაქვს, რომ ცრუთაგანი ხარ. فَأَسْقِطْ عَلَيْنَا كِسَفًۭا مِّنَ ٱلسَّمَآءِ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 187. მაშ, თავს დაგვატეხე სასჯელი ციდან, თუკი მართალი ხარ!“  قَالَ رَبِّىٓ أَعْلَمُ بِمَا تَعْمَلُونَ 188. უთხრა: ჩემმა ღმერთმა უკეთ იცის, რასაც აკეთებთ. فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمْ عَذَابُ يَوْمِ ٱلظُّلَّةِ ۚ إِنَّهُۥ كَانَ عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍ 189. და ცრუდ შერაცხეს იგი. და თავს დაატყდათ ბნელი დღის მტანჯველი სასჯელი. ჭეშმარიტად, იგი იყო იმ დიდი დღის სასჯელი. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ ۖ وَمَا كَانَ أَكْثَرُهُم مُّؤْمِنِينَ 190. ამაში სასწაულია, თუმცა უმრავლესობამ არ ირწმუნა. وَإِنَّ رَبَّكَ لَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلرَّحِيمُ 191. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ძლევამოსილი, მწყალობელია. وَإِنَّهُۥ لَتَنزِيلُ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 192. და იგი ზეგარდმოვლენაა სამყაროთა ღმერთისა. نَزَلَ بِهِ ٱلرُّوحُ ٱلْأَمِينُ 193. ჩამოიტანა იგი სანდო სულმა. عَلَىٰ قَلْبِكَ لِتَكُونَ مِنَ ٱلْمُنذِرِينَ 194. შენს გულზე, რათა იყო ერთ-ერთი შემგონებელთაგანი. بِلِسَانٍ عَرَبِىٍّۢ مُّبِينٍۢ 195. ცხადი არაბული ენით. وَإِنَّهُۥ لَفِى زُبُرِ ٱلْأَوَّلِينَ 196. ჭეშმარიტად, იგი ძველი ხალხის წიგნშიც იყო. أَوَلَمْ يَكُن لَّهُمْ ءَايَةً أَن يَعْلَمَهُۥ عُلَمَـٰٓؤُا۟ بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ 197. და განა არ წარმოადგენს მათთვის სასწაულს ის, რომ იციან ის ისრაელის შვილების სწავლულებმა? وَلَوْ نَزَّلْنَـٰهُ عَلَىٰ بَعْضِ ٱلْأَعْجَمِينَ 198. და რომ გარდმოგვევლინა იგი ვინმე არაარაბზე. فَقَرَأَهُۥ عَلَيْهِم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ مُؤْمِنِينَ 199. და წაეკითხა მათთვის, ისინი მაინც არ ირწმუნებდნენ მას. كَذَ‌ٰلِكَ سَلَكْنَـٰهُ فِى قُلُوبِ ٱلْمُجْرِمِينَ 200. ამგვარად ვნერგავთ (ურწმუნოებას) ცოდვილთა გულებში. لَا يُؤْمِنُونَ بِهِۦ حَتَّىٰ يَرَوُا۟ ٱلْعَذَابَ ٱلْأَلِيمَ 201. რომლებიც არ ირწმუნებენ მას, ვიდრე არ ნახავენ მტანჯველ სასჯელს. فَيَأْتِيَهُم بَغْتَةًۭ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 202. იგი მათ მოულოდნელად დაატყდებათ და ვერ იგრძნობენ. فَيَقُولُوا۟ هَلْ نَحْنُ مُنظَرُونَ 203. და იტყვიან: ნუთუ არ გადაგვივადებ? أَفَبِعَذَابِنَا يَسْتَعْجِلُونَ 204. განა გვაჩქარებენ სასჯელს? أَفَرَءَيْتَ إِن مَّتَّعْنَـٰهُمْ سِنِينَ 205. განა ვერ დაინახე, რომ სიკეთეები მივეცით მათ წლების მანძილზე. ثُمَّ جَآءَهُم مَّا كَانُوا۟ يُوعَدُونَ 206. მერე მივიდა მათთან ის, რაც აღთქმული ჰქონდათ. مَآ أَغْنَىٰ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يُمَتَّعُونَ 207. ვერაფრით შეეწია მათ ის, რითაც ტკბებოდნენ. وَمَآ أَهْلَكْنَا مِن قَرْيَةٍ إِلَّا لَهَا مُنذِرُونَ 208. ჩვენ არ დაგვიღუპავს ერთი დასახლებაც ისე, რომ არ ჰყოლოდა შემგონებელნი. ذِكْرَىٰ وَمَا كُنَّا ظَـٰلِمِينَ 209. შეგონებით. და არ ვყოფილვართ ჩვენ უსამართლონი. وَمَا تَنَزَّلَتْ بِهِ ٱلشَّيَـٰطِينُ 210. შაიტნებს არ გარდმოუვლენიათ იგი(ყურანი). وَمَا يَنۢبَغِى لَهُمْ وَمَا يَسْتَطِيعُونَ 211. მათ ეს არ შეეფერებათ და არც შესწევთ ამის უნარი. إِنَّهُمْ عَنِ ٱلسَّمْعِ لَمَعْزُولُونَ 212. ისინი მოსმენისგანაც კი განდევნილნი არიან. فَلَا تَدْعُ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ فَتَكُونَ مِنَ ٱلْمُعَذَّبِينَ 213. და ნუ მოუხმობ ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაებას, თორემ აღმოჩნდები დასჯილთაგანი. وَأَنذِرْ عَشِيرَتَكَ ٱلْأَقْرَبِينَ 214. და შეაგონე შენი ახლო ნათესავები! وَٱخْفِضْ جَنَاحَكَ لِمَنِ ٱتَّبَعَكَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 215. და გადააფარე შენი ფრთები იმათ წინაშე, ვინც გამოგყვება მორწმუნეთაგან. فَإِنْ عَصَوْكَ فَقُلْ إِنِّى بَرِىٓءٌۭ مِّمَّا تَعْمَلُونَ 216. ხოლო თუ გეურჩნენ, უთხარი: მე შორსა ვარ იმისაგან, რასაც აკეთებთ. وَتَوَكَّلْ عَلَى ٱلْعَزِيزِ ٱلرَّحِيمِ 217. და მიენდე ძლევამოსილს, მწყალობელს. ٱلَّذِى يَرَىٰكَ حِينَ تَقُومُ 218. რომელიც გხედავს შენ, როცა (ლოცვად) დგები. وَتَقَلُّبَكَ فِى ٱلسَّـٰجِدِينَ 219. და შენს ქცევას მუხლმოყრილთა შორის. إِنَّهُۥ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 220. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. هَلْ أُنَبِّئُكُمْ عَلَىٰ مَن تَنَزَّلُ ٱلشَّيَـٰطِينُ 221. გინდათ გითხრათ, ვისზე გარდმოხდებიან ეშმაკები? تَنَزَّلُ عَلَىٰ كُلِّ أَفَّاكٍ أَثِيمٍۢ 222. გარდმოხდებიან ყოველ მატყუარა ცოდვილზე. يُلْقُونَ ٱلسَّمْعَ وَأَكْثَرُهُمْ كَـٰذِبُونَ 223. ყურს მიუგდებენ და უმარავლესობა მათგან ცრუა. وَٱلشُّعَرَآءُ يَتَّبِعُهُمُ ٱلْغَاوُۥنَ 224. პოეტებს კი გზააბნეულნი მიჰყვებიან. أَلَمْ تَرَ أَنَّهُمْ فِى كُلِّ وَادٍۢ يَهِيمُونَ 225. განა ვერ ხედავ მათ, რომ დაწანწალებენ وَأَنَّهُمْ يَقُولُونَ مَا لَا يَفْعَلُونَ 226. და ამბობენ იმას, რასაც არ აკეთებენ? إِلَّا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَذَكَرُوا۟ ٱللَّهَ كَثِيرًۭا وَٱنتَصَرُوا۟ مِنۢ بَعْدِ مَا ظُلِمُوا۟ ۗ وَسَيَعْلَمُ ٱلَّذِينَ ظَلَمُوٓا۟ أَىَّ مُنقَلَبٍۢ يَنقَلِبُونَ 227. იმათ გარდა, ვინც ირწმუნეს, სიკეთე აკეთეს და ახსენებდნენ ალლაჰს ხშირად. და თავს იცავენ მას მერე, რაც უსამართლოდ მოექცნენ. ხოლო ისინი მალე შეიტყობენ, რომელთაც უსამართლოდ მოიქცნენ, სადაც განწესდებიან.