24. სურა ნური
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა سُورَةٌ أَنزَلْنَـٰهَا وَفَرَضْنَـٰهَا وَأَنزَلْنَا فِيهَآ ءَايَـٰتٍۭ بَيِّنَـٰتٍۢ لَّعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ 1. სურა, რომელიც გარდმოგივლინეთ და დავადგინეთ იგი კანონად, და გარდმოვავლინეთ მასში ნათელი აიათები, რათა ეგების შეიგონოთ. ٱلزَّانِيَةُ وَٱلزَّانِى فَٱجْلِدُوا۟ كُلَّ وَ‌ٰحِدٍۢ مِّنْهُمَا مِا۟ئَةَ جَلْدَةٍۢ ۖ وَلَا تَأْخُذْكُم بِهِمَا رَأْفَةٌۭ فِى دِينِ ٱللَّهِ إِن كُنتُمْ تُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَٱلْيَوْمِ ٱلْـَٔاخِرِ ۖ وَلْيَشْهَدْ عَذَابَهُمَا طَآئِفَةٌۭ مِّنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 2. მეძავ ქალსა და მეძავ კაცს - თითოეულ მათგანს დაჰკარით ასი შოლტი. სიბრალულმა არ დაგაბრკოლოთ ალლაჰის რჯულში, თუკი გწამთ ალლაჰი და დღე უკანასკნელი. მათი დასჯის მოწმე იყოს მორწმუნეთა ერთი ჯგუფი. ٱلزَّانِى لَا يَنكِحُ إِلَّا زَانِيَةً أَوْ مُشْرِكَةًۭ وَٱلزَّانِيَةُ لَا يَنكِحُهَآ إِلَّا زَانٍ أَوْ مُشْرِكٌۭ ۚ وَحُرِّمَ ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱلْمُؤْمِنِينَ 3. მეძავი კაცი არავისზე დაქორწინდეს, თუ არა მეძავ ქალზე ან წარმართზე. და მეძავი ქალი არავისზე გათხოვდეს, თუ არა მეძავ კაცზე ან წარმართზე. ეს კი აკრძალულია მორწმუნეთათვის. وَٱلَّذِينَ يَرْمُونَ ٱلْمُحْصَنَـٰتِ ثُمَّ لَمْ يَأْتُوا۟ بِأَرْبَعَةِ شُهَدَآءَ فَٱجْلِدُوهُمْ ثَمَـٰنِينَ جَلْدَةًۭ وَلَا تَقْبَلُوا۟ لَهُمْ شَهَـٰدَةً أَبَدًۭا ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْفَـٰسِقُونَ 4. და ისინი, რომელნიც ბრალს დასდებენ პატიოსან ქალებს და მერე ვერ მოიყვანენ ოთხ მოწმეს... დაჰკარით მათ ოთხმოცი შოლტი და არასოდეს მიიღოთ მათი მოწმეობა. სწორედ ისინი არიან ბილწნი(ფასიყ). إِلَّا ٱلَّذِينَ تَابُوا۟ مِنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ وَأَصْلَحُوا۟ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 5. გარდა იმათი, ვინც მოინანიებს ამის შემდგომ და გამოსწორდება. ალლაჰი ჭეშმარიტად, მიმტეველი, მწყალობელია. وَٱلَّذِينَ يَرْمُونَ أَزْوَ‌ٰجَهُمْ وَلَمْ يَكُن لَّهُمْ شُهَدَآءُ إِلَّآ أَنفُسُهُمْ فَشَهَـٰدَةُ أَحَدِهِمْ أَرْبَعُ شَهَـٰدَ‌ٰتٍۭ بِٱللَّهِ ۙ إِنَّهُۥ لَمِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 6. ისინი, რომელნიც ბრალს დასდებენ თავიანთ ცოლებს, ისე, რომ არავინ ჰყოლიათ მოწმე, გარდა თავიანთი თავისა... თითოეული მათგანის მოწმეობა იყოს ოთხჯერ დამოწმება ალლაჰის წინაშე, რომ იგი ჭეშმარიტად, მართლის მთქმელია. وَٱلْخَـٰمِسَةُ أَنَّ لَعْنَتَ ٱللَّهِ عَلَيْهِ إِن كَانَ مِنَ ٱلْكَـٰذِبِينَ 7. და მეხუთედ წყევლა იყოს ალლაჰისა მასზე, თუკი იგი ცრუა. وَيَدْرَؤُا۟ عَنْهَا ٱلْعَذَابَ أَن تَشْهَدَ أَرْبَعَ شَهَـٰدَ‌ٰتٍۭ بِٱللَّهِ ۙ إِنَّهُۥ لَمِنَ ٱلْكَـٰذِبِينَ 8. და ააშორეთ ქალს სასჯელი, თუ ოთხჯერ დაამოწმა ალლაჰის წინაშე, რომ კაცი ცრუთაგანია. وَٱلْخَـٰمِسَةَ أَنَّ غَضَبَ ٱللَّهِ عَلَيْهَآ إِن كَانَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 9. მეხუთე კი იყოს რისხვა ალლაჰისა ქალზე, თუკი კაცი მართალთაგანია. وَلَوْلَا فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُۥ وَأَنَّ ٱللَّهَ تَوَّابٌ حَكِيمٌ 10. და რომ არა მადლი ალლაჰისა და მისი წყალობა... ალლაჰი მიმტევებელი, ბრძენია. إِنَّ ٱلَّذِينَ جَآءُو بِٱلْإِفْكِ عُصْبَةٌۭ مِّنكُمْ ۚ لَا تَحْسَبُوهُ شَرًّۭا لَّكُم ۖ بَلْ هُوَ خَيْرٌۭ لَّكُمْ ۚ لِكُلِّ ٱمْرِئٍۢ مِّنْهُم مَّا ٱكْتَسَبَ مِنَ ٱلْإِثْمِ ۚ وَٱلَّذِى تَوَلَّىٰ كِبْرَهُۥ مِنْهُمْ لَهُۥ عَذَابٌ عَظِيمٌۭ 11. უეჭველად, რომელთაც მოვიდნენ ცილისწამებით, თქვენგანნი არიან. ნუ მიიჩნევთ მას სიავედ თქვენთვის, არამედ იგი სიკეთეა თქვენი. მათგან ყოველ ადამიანს მიეგება ის, რა ცოდვაც იტვირთა. და მათგან, რომელმაც ამის დიდი ნაწილი აიღო თავის თავზე, მოიგონა და გაავრცელა, მისთვისაა გამზადებული უდიდესი სასჯელი! لَّوْلَآ إِذْ سَمِعْتُمُوهُ ظَنَّ ٱلْمُؤْمِنُونَ وَٱلْمُؤْمِنَـٰتُ بِأَنفُسِهِمْ خَيْرًۭا وَقَالُوا۟ هَـٰذَآ إِفْكٌۭ مُّبِينٌۭ 12. როცა ეს გაიგონეთ, რატომ არ დაფიქრდნენ მორწმუნე კაცები და ქალები თავისთვის კარგად და არ თქვეს: - ეს ცხადი სიცრუეაო. لَّوْلَا جَآءُو عَلَيْهِ بِأَرْبَعَةِ شُهَدَآءَ ۚ فَإِذْ لَمْ يَأْتُوا۟ بِٱلشُّهَدَآءِ فَأُو۟لَـٰٓئِكَ عِندَ ٱللَّهِ هُمُ ٱلْكَـٰذِبُونَ 13. რატომ არ მოიყვანეს ამისი ოთხი მოწმე? და თუ ოთხი მოწმე არ მოუყვანიათ, ისინი ალლაჰის წინაშე მატყუარები არიან. وَلَوْلَا فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُۥ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ لَمَسَّكُمْ فِى مَآ أَفَضْتُمْ فِيهِ عَذَابٌ عَظِيمٌ 14. და რომ არა ალლაჰის მადლი თქვენზე და მისი წყალობა ამქვეყნად და იმქვეყნად, დაგატყდებოდათ უდიდესი სასჯელი იმის გამო, რაშიც იყავით ჩაფლულნი. إِذْ تَلَقَّوْنَهُۥ بِأَلْسِنَتِكُمْ وَتَقُولُونَ بِأَفْوَاهِكُم مَّا لَيْسَ لَكُم بِهِۦ عِلْمٌۭ وَتَحْسَبُونَهُۥ هَيِّنًۭا وَهُوَ عِندَ ٱللَّهِ عَظِيمٌۭ 15. თქვენი ენით და პირით ამბობდით იმას, რისი ცოდნაც არ გქონიათ. და მიიჩნევდით ამას მცირედად მაშინ, როცა იგი უდიდესია ალლაჰის წინაშე. وَلَوْلَآ إِذْ سَمِعْتُمُوهُ قُلْتُم مَّا يَكُونُ لَنَآ أَن نَّتَكَلَّمَ بِهَـٰذَا سُبْحَـٰنَكَ هَـٰذَا بُهْتَـٰنٌ عَظِيمٌۭ 16. და როცა ეს გაიგონეთ, რატომ არ თქვით: არ გვეკადრება, რომ ვისაუბროთ ამაზე - დიდება შენდა(ო, ალლაჰ), ეს აშკარა ცილისწამებააო. يَعِظُكُمُ ٱللَّهُ أَن تَعُودُوا۟ لِمِثْلِهِۦٓ أَبَدًا إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ 17. ალლაჰი გაფრთხილებთ, რომ აღარ დაუბრუნდეთ რაიმე ამის მსგავსს აღარასოდეს, თუკი ხართ მორწმუნენი! وَيُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ ۚ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌ 18. ცხადად გიჩვენებთ ალლაჰი თავის აიათებს და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. إِنَّ ٱلَّذِينَ يُحِبُّونَ أَن تَشِيعَ ٱلْفَـٰحِشَةُ فِى ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ ۚ وَٱللَّهُ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ 19. ჭეშმარიტად, იმათ, რომელთაც უყვართ, რომ გაავრცელონ საძაგელი ამბავი მათ შესახებ, ვინც ირწმუნა, მათთვისაა მტანჯველი სასჯელი ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და ალლაჰმა იცის, თქვენ კი არ იცით! وَلَوْلَا فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُۥ وَأَنَّ ٱللَّهَ رَءُوفٌۭ رَّحِيمٌۭ 20. და რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენზე და მისი წყალობა... ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَتَّبِعُوا۟ خُطُوَ‌ٰتِ ٱلشَّيْطَـٰنِ ۚ وَمَن يَتَّبِعْ خُطُوَ‌ٰتِ ٱلشَّيْطَـٰنِ فَإِنَّهُۥ يَأْمُرُ بِٱلْفَحْشَآءِ وَٱلْمُنكَرِ ۚ وَلَوْلَا فَضْلُ ٱللَّهِ عَلَيْكُمْ وَرَحْمَتُهُۥ مَا زَكَىٰ مِنكُم مِّنْ أَحَدٍ أَبَدًۭا وَلَـٰكِنَّ ٱللَّهَ يُزَكِّى مَن يَشَآءُ ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 21. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ. ნუ გაჰყვებით შაიტანის კვალს. და ვინც შაიტანს გაჰყვება კვალში... იგი უბრძანებს მას სიბილწეს და (ალლაჰისათვის) უჯეროს. ხოლო რომ არა მადლი ალლაჰისა თქვენზე და მისი წყალობა, არ განიწმინდებოდა არცერთთი თქვენგანი არასოდეს, მაგრამ ალლაჰი განწმენდს იმას, ვისაც ინებებს. ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნეა. وَلَا يَأْتَلِ أُو۟لُوا۟ ٱلْفَضْلِ مِنكُمْ وَٱلسَّعَةِ أَن يُؤْتُوٓا۟ أُو۟لِى ٱلْقُرْبَىٰ وَٱلْمَسَـٰكِينَ وَٱلْمُهَـٰجِرِينَ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ۖ وَلْيَعْفُوا۟ وَلْيَصْفَحُوٓا۟ ۗ أَلَا تُحِبُّونَ أَن يَغْفِرَ ٱللَّهُ لَكُمْ ۗ وَٱللَّهُ غَفُورٌۭ رَّحِيمٌ 22. ხელს ნუ აიღებენ თქვენგან მადლიანნი და მდიდარნი იმაზე, რომ წყალობა მისცენ ახლობლებს, ღატაკებს და ალლაჰის გზაზე გადასახლებულებს, აპატიონ და მხარში ამოუდგნენ. განა არ გინდათ რომ ალლაჰმა თქვენც მოგიტევოთ? და ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. إِنَّ ٱلَّذِينَ يَرْمُونَ ٱلْمُحْصَنَـٰتِ ٱلْغَـٰفِلَـٰتِ ٱلْمُؤْمِنَـٰتِ لُعِنُوا۟ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌۭ 23. ისინი, რომლებიც ადანაშაულებელ პატიოსან და (ცოდვის მიმართ) უგულისხმო მორწმუნე ქალებს, დაწყევლილ იქნებიან ამქვეყნადაც და იმქვეყნადაც. და მათთვისაა უდიდესი სასჯელი! يَوْمَ تَشْهَدُ عَلَيْهِمْ أَلْسِنَتُهُمْ وَأَيْدِيهِمْ وَأَرْجُلُهُم بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 24. იმ დღეს მათი ენა, ხელები და ფეხები დაამოწმებენ მათ წინააღმდეგ იმას, რასაც აკეთებდნენ. يَوْمَئِذٍۢ يُوَفِّيهِمُ ٱللَّهُ دِينَهُمُ ٱلْحَقَّ وَيَعْلَمُونَ أَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْحَقُّ ٱلْمُبِينُ 25. იმ დღეს ალლაჰი მიაგებს მათ ჭეშმარიტ ვალს და შეიტყობენ, რომ ალლაჰი... სწორედ იგია ცხადი ჭეშმარიტება. ٱلْخَبِيثَـٰتُ لِلْخَبِيثِينَ وَٱلْخَبِيثُونَ لِلْخَبِيثَـٰتِ ۖ وَٱلطَّيِّبَـٰتُ لِلطَّيِّبِينَ وَٱلطَّيِّبُونَ لِلطَّيِّبَـٰتِ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ مُبَرَّءُونَ مِمَّا يَقُولُونَ ۖ لَهُم مَّغْفِرَةٌۭ وَرِزْقٌۭ كَرِيمٌۭ 26. ბილწი ქალები ბილწი კაცებისთვის, ბილწი კაცები კი ბილწი ქალებისთვის, კეთილი ქალები კეთილი კაცებისთვის,და კეთილი კაცები კი - კეთილი ქალებისთვის. ისინი უდანაშაულონი არიან იმაში, რასაც ამბობენ, და მათთვისაა პატიება და უხვი სარჩო! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لَا تَدْخُلُوا۟ بُيُوتًا غَيْرَ بُيُوتِكُمْ حَتَّىٰ تَسْتَأْنِسُوا۟ وَتُسَلِّمُوا۟ عَلَىٰٓ أَهْلِهَا ۚ ذَ‌ٰلِكُمْ خَيْرٌۭ لَّكُمْ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ 27. ჰეი თქვენ რომელთაც ირწმუნეთ, ნუ შეხვალთ სახლებში, გარდა თქვენი სახლებისა, ვიდრე ნებართვას არ სთხოვთ და არ მიესალმებით მათ ბინადართ. ეს უკეთესია თქვენთვის, ეგების შეიგონოთ. فَإِن لَّمْ تَجِدُوا۟ فِيهَآ أَحَدًۭا فَلَا تَدْخُلُوهَا حَتَّىٰ يُؤْذَنَ لَكُمْ ۖ وَإِن قِيلَ لَكُمُ ٱرْجِعُوا۟ فَٱرْجِعُوا۟ ۖ هُوَ أَزْكَىٰ لَكُمْ ۚ وَٱللَّهُ بِمَا تَعْمَلُونَ عَلِيمٌۭ 28. და თუ მათში ვერავის ნახავთ, მაშინ ნუ შეხვალთ შიგნით, ვიდრე ნება არ მოგეცემათ. ხოლო თუ გებრძანათ, უკან გაბრუნდითო, უკან გაბრუნდით. ეს უფრო წმინდაა თქვენთვის, ალლაჰმა კი უკეთ იცის, რასაც აკეთებთ. لَّيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَن تَدْخُلُوا۟ بُيُوتًا غَيْرَ مَسْكُونَةٍۢ فِيهَا مَتَـٰعٌۭ لَّكُمْ ۚ وَٱللَّهُ يَعْلَمُ مَا تُبْدُونَ وَمَا تَكْتُمُونَ 29. ცოდვა არ გექნეთ, თუ შეხვალთ სახლებში, სადაც არავინ ცხოვრობს, მათშია სარგებელი თქვენთვის. ალლაჰმა იცის, რასაც ამჟღავნებთ და რასაც ფარავთ. قُل لِّلْمُؤْمِنِينَ يَغُضُّوا۟ مِنْ أَبْصَـٰرِهِمْ وَيَحْفَظُوا۟ فُرُوجَهُمْ ۚ ذَ‌ٰلِكَ أَزْكَىٰ لَهُمْ ۗ إِنَّ ٱللَّهَ خَبِيرٌۢ بِمَا يَصْنَعُونَ 30. უთხარი მორწმუნე კაცებს, მოარიდონ მათი თვალები აკრძალულს და დაიცვან მათი ნამუსი. ეს უფრო წმინდაა მათთვის. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის რასაც აკეთებენ. وَقُل لِّلْمُؤْمِنَـٰتِ يَغْضُضْنَ مِنْ أَبْصَـٰرِهِنَّ وَيَحْفَظْنَ فُرُوجَهُنَّ وَلَا يُبْدِينَ زِينَتَهُنَّ إِلَّا مَا ظَهَرَ مِنْهَا ۖ وَلْيَضْرِبْنَ بِخُمُرِهِنَّ عَلَىٰ جُيُوبِهِنَّ ۖ وَلَا يُبْدِينَ زِينَتَهُنَّ إِلَّا لِبُعُولَتِهِنَّ أَوْ ءَابَآئِهِنَّ أَوْ ءَابَآءِ بُعُولَتِهِنَّ أَوْ أَبْنَآئِهِنَّ أَوْ أَبْنَآءِ بُعُولَتِهِنَّ أَوْ إِخْوَ‌ٰنِهِنَّ أَوْ بَنِىٓ إِخْوَ‌ٰنِهِنَّ أَوْ بَنِىٓ أَخَوَ‌ٰتِهِنَّ أَوْ نِسَآئِهِنَّ أَوْ مَا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُهُنَّ أَوِ ٱلتَّـٰبِعِينَ غَيْرِ أُو۟لِى ٱلْإِرْبَةِ مِنَ ٱلرِّجَالِ أَوِ ٱلطِّفْلِ ٱلَّذِينَ لَمْ يَظْهَرُوا۟ عَلَىٰ عَوْرَ‌ٰتِ ٱلنِّسَآءِ ۖ وَلَا يَضْرِبْنَ بِأَرْجُلِهِنَّ لِيُعْلَمَ مَا يُخْفِينَ مِن زِينَتِهِنَّ ۚ وَتُوبُوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ جَمِيعًا أَيُّهَ ٱلْمُؤْمِنُونَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ 31. და უთხარი მორწმუნე ქალებს, მოარიდონ მათი თვალები აკრძალულს და დაიცვან მათი ნამუსი და ნუ გამოაჩენენ სამშვენისებს, იმის გარდა, რაც მოჩანს მათგან. დაფარონ საბურველით გულმკერდი და არავისთან გამოაჩინონ თავიანთი სამშვენისები, გარდა ქმრისა, მამისა, მამამთილისა, ვაჟიშვილებისა, ქმრის ვაჟიშვილებისა, ძმებისა და ძმათა და დათა ძმებისა, მათი ქალებისა, მხევლებისა, რომლებიც მათმა მარჯვენამ მოიპოვა, მამაკაცი მსახურებისა, რომლებსაც ქალის სურვილი არ გააჩნიათ, ბავშვებისა, რომლებიც ვერ ამჩნევენ ქალთა სიშიშვლეს. და ნუ გადადგამენ ფეხს ისე, რომ გამოჩნდეს ის, რაც უნდა დამალონ. მორწმუნენო! მოიანიეთ ალლაჰის წინაშე, რათა ეგების ნეტარ იქმნეთ. وَأَنكِحُوا۟ ٱلْأَيَـٰمَىٰ مِنكُمْ وَٱلصَّـٰلِحِينَ مِنْ عِبَادِكُمْ وَإِمَآئِكُمْ ۚ إِن يَكُونُوا۟ فُقَرَآءَ يُغْنِهِمُ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ ۗ وَٱللَّهُ وَ‌ٰسِعٌ عَلِيمٌۭ 32. და დააქორწინეთ თქვენგან ის, ვინც დასაქორწინებელია, და ასევე მორწმუნენი თქვენი მონებიდან და მხევლებიდან. თუ ღარიბნი არიან, ალლაჰი გაამდიდრებს მათ თავისი მადლით. რამეთუ ალლაჰი ყოვლისმომცველი, ყოვლისმცოდნეა! وَلْيَسْتَعْفِفِ ٱلَّذِينَ لَا يَجِدُونَ نِكَاحًا حَتَّىٰ يُغْنِيَهُمُ ٱللَّهُ مِن فَضْلِهِۦ ۗ وَٱلَّذِينَ يَبْتَغُونَ ٱلْكِتَـٰبَ مِمَّا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُكُمْ فَكَاتِبُوهُمْ إِنْ عَلِمْتُمْ فِيهِمْ خَيْرًۭا ۖ وَءَاتُوهُم مِّن مَّالِ ٱللَّهِ ٱلَّذِىٓ ءَاتَىٰكُمْ ۚ وَلَا تُكْرِهُوا۟ فَتَيَـٰتِكُمْ عَلَى ٱلْبِغَآءِ إِنْ أَرَدْنَ تَحَصُّنًۭا لِّتَبْتَغُوا۟ عَرَضَ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۚ وَمَن يُكْرِههُّنَّ فَإِنَّ ٱللَّهَ مِنۢ بَعْدِ إِكْرَ‌ٰهِهِنَّ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 33. ნამუსი დაიცვან მათ, რომელნიც ვერ ახერხებენ დაქორწინებას, იმ დრომდე, სანამ ალლაჰი არ გაამდიდრებს მათ თავისი მადლით. და რომელთაც უნდათ მიიღონ წიგნი „აზატობისა“ მათგან, ვისმა მარჯვენამაც მოიპოვა ისინი, მიეცით მათ ის, თუ იპოვეთ მასში სიკეთე და დაასაჩუქრეთ ისინი იმ ქონებიდან, რომელიც ალლაჰმა თქვენ გიბოძათ. არ დააძალოთ თქვენს მონა ქალებს მრუშობა, რომ მიიღონ წარმავალი სიკეთე, თუკი მათ სურთ უმწიკვლობის შენარჩუნება. და თუ ვინმე აიძულებს მათ ამას, ალლაჰი იძულების შემდეგ, უეჭველად, მათდამი შემნდობი, მწყალობელია! وَلَقَدْ أَنزَلْنَآ إِلَيْكُمْ ءَايَـٰتٍۢ مُّبَيِّنَـٰتٍۢ وَمَثَلًۭا مِّنَ ٱلَّذِينَ خَلَوْا۟ مِن قَبْلِكُمْ وَمَوْعِظَةًۭ لِّلْمُتَّقِينَ 34. ვფიცავ, გარდმოგივლინეთ თქვენ ცხადად აიათები და იგავებად იმათი, ვინც გარდამხდარან თქვენზე უწინ, და შეგონებად ღვთისმოშიშთავის. ٱللَّهُ نُورُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ مَثَلُ نُورِهِۦ كَمِشْكَوٰةٍۢ فِيهَا مِصْبَاحٌ ۖ ٱلْمِصْبَاحُ فِى زُجَاجَةٍ ۖ ٱلزُّجَاجَةُ كَأَنَّهَا كَوْكَبٌۭ دُرِّىٌّۭ يُوقَدُ مِن شَجَرَةٍۢ مُّبَـٰرَكَةٍۢ زَيْتُونَةٍۢ لَّا شَرْقِيَّةٍۢ وَلَا غَرْبِيَّةٍۢ يَكَادُ زَيْتُهَا يُضِىٓءُ وَلَوْ لَمْ تَمْسَسْهُ نَارٌۭ ۚ نُّورٌ عَلَىٰ نُورٍۢ ۗ يَهْدِى ٱللَّهُ لِنُورِهِۦ مَن يَشَآءُ ۚ وَيَضْرِبُ ٱللَّهُ ٱلْأَمْثَـٰلَ لِلنَّاسِ ۗ وَٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۭ 35. ალლაჰია ნათელი ცათა და ქვეყნისა. მისი ნათელი ნიშის დარია, რომელშიც დგას ლამპარი. ლამპარი მინაშია, რომელიც მარგალიტის მსგავს ვარსკვლავს ჰგავს. იგი ინთება ზეთისხილის იმ დალოცვილი ხისგან, არც აღმოსავლური რომ არაა და არც დასავლური. მისი ზეთი მზადაა ანათოს ცეცხლის მიუკარებლადაც. იგია სინათლე სინათლეზე! წარუძღვება ალლაჰი თავისი სინათლით იმას, ვისაც ინებებს! და ალლაჰს მოაქვს იგავები ადამიანებისთვის, ალლაჰი ყოვლისმცოდნეა! فِى بُيُوتٍ أَذِنَ ٱللَّهُ أَن تُرْفَعَ وَيُذْكَرَ فِيهَا ٱسْمُهُۥ يُسَبِّحُ لَهُۥ فِيهَا بِٱلْغُدُوِّ وَٱلْـَٔاصَالِ 36. სახლებში, რომელთა აშენების ნება დართო ალლაჰმა და რომლებშიც იხსენება მისი სახელი; ადიდებენ მას(ალლაჰს)მათში დილით და საღამოს. رِجَالٌۭ لَّا تُلْهِيهِمْ تِجَـٰرَةٌۭ وَلَا بَيْعٌ عَن ذِكْرِ ٱللَّهِ وَإِقَامِ ٱلصَّلَوٰةِ وَإِيتَآءِ ٱلزَّكَوٰةِ ۙ يَخَافُونَ يَوْمًۭا تَتَقَلَّبُ فِيهِ ٱلْقُلُوبُ وَٱلْأَبْصَـٰرُ 37. კაცები, რომელთაც ვერ მოსწყვეტთ ვერც ვაჭრობა და ვერც ყიდვა-გაყიდვა ალლაჰის ხსენებას, ლოცვად დადგომასა და ზექათის გაცემას; რომელთაც ეშინიათ იმ დღისა, როცა ამობრუნდებიან თვალნი და მზერა. لِيَجْزِيَهُمُ ٱللَّهُ أَحْسَنَ مَا عَمِلُوا۟ وَيَزِيدَهُم مِّن فَضْلِهِۦ ۗ وَٱللَّهُ يَرْزُقُ مَن يَشَآءُ بِغَيْرِ حِسَابٍۢ 38. რათა მიუზღოს მათ ალლაჰმა იმაზე უკეთესით, რაც გააკეთეს და მიუმატოს მათ თავისი წყალობა. ალლაჰი სარჩოს უბოძებს იმას, ვისაც ინებებს, უანგარიშოდ. وَٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَعْمَـٰلُهُمْ كَسَرَابٍۭ بِقِيعَةٍۢ يَحْسَبُهُ ٱلظَّمْـَٔانُ مَآءً حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَهُۥ لَمْ يَجِدْهُ شَيْـًۭٔا وَوَجَدَ ٱللَّهَ عِندَهُۥ فَوَفَّىٰهُ حِسَابَهُۥ ۗ وَٱللَّهُ سَرِيعُ ٱلْحِسَابِ 39. ხოლო ისინი, ვინც არ ირწმუნა, მათი საქმენი მსგავსია უდაბნოს მირაჟისა, რომელიც მწყურვალს წყალი ჰგონია, და როცა მიუახლოვდება, ვერაფერს იპოვის, მის მახლობლად კი ჰპოვებს ალლაჰს და მიაგებს სრული ანგარიშით. ჭეშმარიტად, ალლაჰი სწრაფია ანგარიშსწორებისას. أَوْ كَظُلُمَـٰتٍۢ فِى بَحْرٍۢ لُّجِّىٍّۢ يَغْشَىٰهُ مَوْجٌۭ مِّن فَوْقِهِۦ مَوْجٌۭ مِّن فَوْقِهِۦ سَحَابٌۭ ۚ ظُلُمَـٰتٌۢ بَعْضُهَا فَوْقَ بَعْضٍ إِذَآ أَخْرَجَ يَدَهُۥ لَمْ يَكَدْ يَرَىٰهَا ۗ وَمَن لَّمْ يَجْعَلِ ٱللَّهُ لَهُۥ نُورًۭا فَمَا لَهُۥ مِن نُّورٍ 40. ან ჰგვანან წყვდიადს აბობოქრებულ ზღვაში, რომელსაც ფარავს ტალღა ზემოდან, ხოლო მათ ზემოდანაც ღრუბლები, ერთი წყვდიადი მეორეზე! თუ ხელს ამოჰყოფს, ვერაფერს დაინახავს. და იმას, ვისაც ალლაჰი სინათლეს არ დაუდგენს, სინათლე არ ექნება! أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ يُسَبِّحُ لَهُۥ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَٱلطَّيْرُ صَـٰٓفَّـٰتٍۢ ۖ كُلٌّۭ قَدْ عَلِمَ صَلَاتَهُۥ وَتَسْبِيحَهُۥ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِمَا يَفْعَلُونَ 41. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰს განადიდებს ყოველი, ვინც არიან ცაში და დედამიწაზე, და ჩიტები გაშლილი ფრთებით?! ყველამ იცის თავისი ვედრება და მისი განდიდება(ალლაჰის). და ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებენ. وَلِلَّهِ مُلْكُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ وَإِلَى ٱللَّهِ ٱلْمَصِيرُ 42. ალლაჰისაა მეუფება ცათა და ქვეყნისა და, ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა დაბრუნება. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ يُزْجِى سَحَابًۭا ثُمَّ يُؤَلِّفُ بَيْنَهُۥ ثُمَّ يَجْعَلُهُۥ رُكَامًۭا فَتَرَى ٱلْوَدْقَ يَخْرُجُ مِنْ خِلَـٰلِهِۦ وَيُنَزِّلُ مِنَ ٱلسَّمَآءِ مِن جِبَالٍۢ فِيهَا مِنۢ بَرَدٍۢ فَيُصِيبُ بِهِۦ مَن يَشَآءُ وَيَصْرِفُهُۥ عَن مَّن يَشَآءُ ۖ يَكَادُ سَنَا بَرْقِهِۦ يَذْهَبُ بِٱلْأَبْصَـٰرِ 43. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰი გადააადგილებს ღრუბლებს და შემდგომ აკავშირებს მათ; მერე ქმნის ამას საწვიმარ ღრუბლად და ხედავ, თავსხმა გადმოდის მისი ნაპრალებიდან. და გარდმოავლენს ციდან, მთების მსგავს ღრუბლებიდან სეტყვას. თავს დაატეხს მას, ვისაც ინებებს, და აარიდებს იმას, ვისაც ინებებს. მის ელვარებას შეუძლია მზერა დააბრმავოს. يُقَلِّبُ ٱللَّهُ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَعِبْرَةًۭ لِّأُو۟لِى ٱلْأَبْصَـٰرِ 44. ალლაჰი ანაცვლებს დღესა და ღამეს. ჭეშმარიტად, ამაში შეგონებაა ვისაც დანახვის უნარი აქვს. وَٱللَّهُ خَلَقَ كُلَّ دَآبَّةٍۢ مِّن مَّآءٍۢ ۖ فَمِنْهُم مَّن يَمْشِى عَلَىٰ بَطْنِهِۦ وَمِنْهُم مَّن يَمْشِى عَلَىٰ رِجْلَيْنِ وَمِنْهُم مَّن يَمْشِى عَلَىٰٓ أَرْبَعٍۢ ۚ يَخْلُقُ ٱللَّهُ مَا يَشَآءُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 45. და ალლაჰმა შექმნა ყოველი ცხოველი წყლისაგან. მათგან ზოგი მუცელზე ხოხავს, ზოგი ორი ფეხით დადის და ზოგიც ოთხით. ალლაჰი ქმნის იმას, რასაც ინებებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემძლეა ყოველივესი. لَّقَدْ أَنزَلْنَآ ءَايَـٰتٍۢ مُّبَيِّنَـٰتٍۢ ۚ وَٱللَّهُ يَهْدِى مَن يَشَآءُ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 46. ჩვენ გადრმოგივლინეთ ცხადი აიათები, და ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ინებებს. وَيَقُولُونَ ءَامَنَّا بِٱللَّهِ وَبِٱلرَّسُولِ وَأَطَعْنَا ثُمَّ يَتَوَلَّىٰ فَرِيقٌۭ مِّنْهُم مِّنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ ۚ وَمَآ أُو۟لَـٰٓئِكَ بِٱلْمُؤْمِنِينَ 47. ამბობენ: ვირწმუნეთ ალლაჰი და შუამავალი და დავმორჩილდითო. მერე კი პირს იბრუნებენ მათი ნაწილი ამის შემდგომ და არ არიან ისინი მორწმუნენი. وَإِذَا دُعُوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ إِذَا فَرِيقٌۭ مِّنْهُم مُّعْرِضُونَ 48. და თუ მიხმობილ იქნებიან ალლაჰთან და მის შუამავალთან, რათა მან განსაჯოს მათ შორის, მათი ნაწილი პირს იბრუნებს. وَإِن يَكُن لَّهُمُ ٱلْحَقُّ يَأْتُوٓا۟ إِلَيْهِ مُذْعِنِينَ 49. მართლები რომ ყოფილიყვნენ, მოვიდოდნენ მასთან დამორჩილებულნი. أَفِى قُلُوبِهِم مَّرَضٌ أَمِ ٱرْتَابُوٓا۟ أَمْ يَخَافُونَ أَن يَحِيفَ ٱللَّهُ عَلَيْهِمْ وَرَسُولُهُۥ ۚ بَلْ أُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلظَّـٰلِمُونَ 50. განა მათ გულებში სნეულებაა, ან დაეჭვებულან, ანდა ეშინიათ, რომ ალლაჰი და მისი შუამავალი უსამართლოდ განსჯიან? დიახ, სწორედ ისინი არიან უსამართლონი. إِنَّمَا كَانَ قَوْلَ ٱلْمُؤْمِنِينَ إِذَا دُعُوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ لِيَحْكُمَ بَيْنَهُمْ أَن يَقُولُوا۟ سَمِعْنَا وَأَطَعْنَا ۚ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْمُفْلِحُونَ 51. ხოლო მორწმუნეთა სიტყვა იყო, როცა მიხმობილ იქნენ ალლაჰთან და მის შუამავალთან, რათა განესაჯა მას მათ შორის, რომ ამბობდნენ: გავიგონეთ და დავმორჩილდითო! - და სწორედ ისინი არიან ნეტარნი. وَمَن يُطِعِ ٱللَّهَ وَرَسُولَهُۥ وَيَخْشَ ٱللَّهَ وَيَتَّقْهِ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْفَآئِزُونَ 52. და ის, ვინც ემორჩილება ალლაჰსა და მის შუამავალს, უფრთხის ალლაჰს და მისი ეშინია. აი, სწორედ ისინი არიან გამარჯვებულნი. وَأَقْسَمُوا۟ بِٱللَّهِ جَهْدَ أَيْمَـٰنِهِمْ لَئِنْ أَمَرْتَهُمْ لَيَخْرُجُنَّ ۖ قُل لَّا تُقْسِمُوا۟ ۖ طَاعَةٌۭ مَّعْرُوفَةٌ ۚ إِنَّ ٱللَّهَ خَبِيرٌۢ بِمَا تَعْمَلُونَ 53. და დაიფიცეს მათ ალლაჰი ძლიერი ფიცით, რომ თუ უბრძანებდი, უსათუოდ გამოვიდოდნენ. უთხარი: ნუ იფიცებთ! მორჩილება ცნობილია; ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ! قُلْ أَطِيعُوا۟ ٱللَّهَ وَأَطِيعُوا۟ ٱلرَّسُولَ ۖ فَإِن تَوَلَّوْا۟ فَإِنَّمَا عَلَيْهِ مَا حُمِّلَ وَعَلَيْكُم مَّا حُمِّلْتُمْ ۖ وَإِن تُطِيعُوهُ تَهْتَدُوا۟ ۚ وَمَا عَلَى ٱلرَّسُولِ إِلَّا ٱلْبَلَـٰغُ ٱلْمُبِينُ 54. უთხარი: დაემორჩილეთ ალლაჰსა და დაემორჩილეთ შუამავალს! ხოლო თუ პირს იბრუნებთ, მასზე იყოს ის, რაც დაეკისრა, და თქვენზე იყოს ის, რაც დაგეკისრათ. თუ დამორჩილდებით მას, სწორ გზას დაადგებით; შუამავალს კი არაფერი აკისრია, მკაფიო შეტყობინების გარდა. وَعَدَ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مِنكُمْ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَيَسْتَخْلِفَنَّهُمْ فِى ٱلْأَرْضِ كَمَا ٱسْتَخْلَفَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ وَلَيُمَكِّنَنَّ لَهُمْ دِينَهُمُ ٱلَّذِى ٱرْتَضَىٰ لَهُمْ وَلَيُبَدِّلَنَّهُم مِّنۢ بَعْدِ خَوْفِهِمْ أَمْنًۭا ۚ يَعْبُدُونَنِى لَا يُشْرِكُونَ بِى شَيْـًۭٔا ۚ وَمَن كَفَرَ بَعْدَ ذَ‌ٰلِكَ فَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْفَـٰسِقُونَ 55. ალლაჰმა აღუთქვა თქვენგან იმათ, რომელთაც ირწმუნეს და აკეთეს სიკეთენი, მემკვიდრეობა ქვეყნისა. იმათ დარად, რომელნიც მათ უწინ იყვნენ. იგი უდაოდ მისცემს მათ საშუალებას დაამკვიდრონ მათი სარწმუნოება, რომელიც მან მათთვის მოიწონა და შეუცვლის მათ შიშს უსაფრთხოებით. ისინი თაყვანს მცემენ და არავის მიდგენენ თანაზიარად. ხოლო ვინც ამის შემდგომ არ ირწმუნებს, სწორედ ისინი არიან ბილწნი. وَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ وَأَطِيعُوا۟ ٱلرَّسُولَ لَعَلَّكُمْ تُرْحَمُونَ 56. ლოცვად დადექით, ზექათი გაიღეთ და დაემორჩილეთ შუამავალს, რათა ეგების შეწყალებულ იქნეთ! لَا تَحْسَبَنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مُعْجِزِينَ فِى ٱلْأَرْضِ ۚ وَمَأْوَىٰهُمُ ٱلنَّارُ ۖ وَلَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 57. არ იფიქრო, რომ ურწმუნოები გადარჩებიან ქვეყანაზე. მათი თავშესაფარი ცეცხლი იქნება. და რა ავი სამყოფელია! يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ لِيَسْتَـْٔذِنكُمُ ٱلَّذِينَ مَلَكَتْ أَيْمَـٰنُكُمْ وَٱلَّذِينَ لَمْ يَبْلُغُوا۟ ٱلْحُلُمَ مِنكُمْ ثَلَـٰثَ مَرَّ‌ٰتٍۢ ۚ مِّن قَبْلِ صَلَوٰةِ ٱلْفَجْرِ وَحِينَ تَضَعُونَ ثِيَابَكُم مِّنَ ٱلظَّهِيرَةِ وَمِنۢ بَعْدِ صَلَوٰةِ ٱلْعِشَآءِ ۚ ثَلَـٰثُ عَوْرَ‌ٰتٍۢ لَّكُمْ ۚ لَيْسَ عَلَيْكُمْ وَلَا عَلَيْهِمْ جُنَاحٌۢ بَعْدَهُنَّ ۚ طَوَّ‌ٰفُونَ عَلَيْكُم بَعْضُكُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 58. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, ნებართვა ითხოვონ სამგზის თქვენგან იმათ, ვინც დაუმორჩილებია თქვენს მარჯვენას(მონები) და თქვენიანებმა, რომელთაც სრულწლოვანების ასაკისათვის არ მიუღწევიათ: დილის ლოცვის წინ, როცა ტანსაცმელს იხდით, შუადღისას და საღამოს ლოცვის შემდეგ. თქვენ სიშიშვლის სამი ჟამი გაქვთ, ამათ შემდგომ კი არც თქვენ და არც მათ ცოდვა არ გეთვლებათ ერთმანეთთან მიმოსვლის გამო. ამგვარად განგიმარტავთ თქვენ ალლაჰი აიათებს, და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَإِذَا بَلَغَ ٱلْأَطْفَـٰلُ مِنكُمُ ٱلْحُلُمَ فَلْيَسْتَـْٔذِنُوا۟ كَمَا ٱسْتَـْٔذَنَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمْ ءَايَـٰتِهِۦ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 59. და როცა თქვენი ბავშვები სრულწლოვანების ასაკს მიაღწევენ, დაე ნებართვა ითხოვონ ისე, როგორც ითხოვდნენ ისინი, ვინც იყვნენ მათზე უწინ. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი აიათებს და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. وَٱلْقَوَ‌ٰعِدُ مِنَ ٱلنِّسَآءِ ٱلَّـٰتِى لَا يَرْجُونَ نِكَاحًۭا فَلَيْسَ عَلَيْهِنَّ جُنَاحٌ أَن يَضَعْنَ ثِيَابَهُنَّ غَيْرَ مُتَبَرِّجَـٰتٍۭ بِزِينَةٍۢ ۖ وَأَن يَسْتَعْفِفْنَ خَيْرٌۭ لَّهُنَّ ۗ وَٱللَّهُ سَمِيعٌ عَلِيمٌۭ 60. ცოდვად არ ეთვლებათ მოხუც ქალებს, რომელთაც გათხოვების იმედი აღარა აქვთ, ზედა სამოსი გაიხადონ ისე, რომ არ გამოაჩინონ თავისი სამშვენისები. ხოლო თუ თავშეკავებას გამოიჩენენ, უმჯობესი იქნება მათთვის. და ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია. لَّيْسَ عَلَى ٱلْأَعْمَىٰ حَرَجٌۭ وَلَا عَلَى ٱلْأَعْرَجِ حَرَجٌۭ وَلَا عَلَى ٱلْمَرِيضِ حَرَجٌۭ وَلَا عَلَىٰٓ أَنفُسِكُمْ أَن تَأْكُلُوا۟ مِنۢ بُيُوتِكُمْ أَوْ بُيُوتِ ءَابَآئِكُمْ أَوْ بُيُوتِ أُمَّهَـٰتِكُمْ أَوْ بُيُوتِ إِخْوَ‌ٰنِكُمْ أَوْ بُيُوتِ أَخَوَ‌ٰتِكُمْ أَوْ بُيُوتِ أَعْمَـٰمِكُمْ أَوْ بُيُوتِ عَمَّـٰتِكُمْ أَوْ بُيُوتِ أَخْوَ‌ٰلِكُمْ أَوْ بُيُوتِ خَـٰلَـٰتِكُمْ أَوْ مَا مَلَكْتُم مَّفَاتِحَهُۥٓ أَوْ صَدِيقِكُمْ ۚ لَيْسَ عَلَيْكُمْ جُنَاحٌ أَن تَأْكُلُوا۟ جَمِيعًا أَوْ أَشْتَاتًۭا ۚ فَإِذَا دَخَلْتُم بُيُوتًۭا فَسَلِّمُوا۟ عَلَىٰٓ أَنفُسِكُمْ تَحِيَّةًۭ مِّنْ عِندِ ٱللَّهِ مُبَـٰرَكَةًۭ طَيِّبَةًۭ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُبَيِّنُ ٱللَّهُ لَكُمُ ٱلْـَٔايَـٰتِ لَعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 61. ცოდვად არ ეთვლება ბრმას, კოჭლს, ავადმყოფს და არც თქვენ იმის გამო, რომ ჭამოთ თქვენი სახლებიდან. ან მამათქვენის სახლებიდან, ან თქვენი დედების სახლებიდან, ან თქვენი ძმების სახლებიდან, ან თქვენი დების სახლებიდან, ან თქვენი მამის ძმების სახლებიდან, ან თქვენი მამიდების სახლებიდან, ან თქვენი დედის ძმების სახლებიდან, ან თქვენი დეიდების სახლებიდან, ან იქიდან, რისი გასაღებებიც თქვენს ხელშია ანდა თქვენს მეგობრებთან. ცოდვად არ გეთვლებათ, თუკი შეჭამთ ერთად, ან ცალ-ცალკე. და როცა შეხვალთ სახლებში, მიესალმეთ ერთმანეთს ალლაჰის სალამით - კურთხეულითა და კეთილით. ამგვარად განგიმარტავთ ალლაჰი თავის აიათებს, რათა ეგების გონს მოეგოთ. إِنَّمَا ٱلْمُؤْمِنُونَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ وَإِذَا كَانُوا۟ مَعَهُۥ عَلَىٰٓ أَمْرٍۢ جَامِعٍۢ لَّمْ يَذْهَبُوا۟ حَتَّىٰ يَسْتَـْٔذِنُوهُ ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَسْتَـْٔذِنُونَكَ أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَرَسُولِهِۦ ۚ فَإِذَا ٱسْتَـْٔذَنُوكَ لِبَعْضِ شَأْنِهِمْ فَأْذَن لِّمَن شِئْتَ مِنْهُمْ وَٱسْتَغْفِرْ لَهُمُ ٱللَّهَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 62. მორწმუნენი მხოლოდ ისინი არიან, ვინც ირწმუნა ალლაჰი და მისი შუამავალი. და თუ ისინი მასთან ერთად იქნებიან საერთო საქმეზე, არ წავლენ, ვიდრე ნებართვას არ აიღებენ მისგან. ჭეშმარიტად, სწორედ მათ, ვინც შენ ნებართვას გთხოვენ, სწამთ ალლაჰი და მისი შუამავალი და, თუ ნებართვა გთხოვეს ზოგ თავის საქმეზე, ნება დართე მას, ვისაც ისურვებ, და სთხოვე მათთვის პატიება ალლაჰს, რამეთუ ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია. لَّا تَجْعَلُوا۟ دُعَآءَ ٱلرَّسُولِ بَيْنَكُمْ كَدُعَآءِ بَعْضِكُم بَعْضًۭا ۚ قَدْ يَعْلَمُ ٱللَّهُ ٱلَّذِينَ يَتَسَلَّلُونَ مِنكُمْ لِوَاذًۭا ۚ فَلْيَحْذَرِ ٱلَّذِينَ يُخَالِفُونَ عَنْ أَمْرِهِۦٓ أَن تُصِيبَهُمْ فِتْنَةٌ أَوْ يُصِيبَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 63. ნუ მიმართავთ შუამავალს იმგავარად, როგორც ერთმანეთს მიმართავთ. ალლაჰმა იცის თქვენგან ისინი, რომლებიც აქეთ-იქით დადიან თავშესაფრის მოსაძიებლად. დაე, გაფრთხილდნენ ისინი, ვინც ეწინააღმდეგება მის(შუამავლის) ბრძანებას, რათა თავს არ დაატყდეთ განსაცდელი, ანდა არ დაატყდეთ მტანჯველი სასჯელი. أَلَآ إِنَّ لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۖ قَدْ يَعْلَمُ مَآ أَنتُمْ عَلَيْهِ وَيَوْمَ يُرْجَعُونَ إِلَيْهِ فَيُنَبِّئُهُم بِمَا عَمِلُوا۟ ۗ وَٱللَّهُ بِكُلِّ شَىْءٍ عَلِيمٌۢ 64. ჭეშმარიტად, ალლაჰს ეკუთვნის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. მან იცის, რა ყოფაშიც ხართ და იმ დღეს, როცა დაბრუნებულ იქნებით მასთან, გაცნობებთ იგი იმას, რასაც აკეთებდით. და ალლაჰი, ჭეშმარიტად, მცოდნეა ყოველივესი