22. სურა ჰაჯი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ٱتَّقُوا۟ رَبَّكُمْ ۚ إِنَّ زَلْزَلَةَ ٱلسَّاعَةِ شَىْءٌ عَظِيمٌۭ 1. ჰეი ადამიანებო, გეშინოდეთ თქვენი ღმერთისა, რამეთუ რყევა საათისა (ყიამეთ-წარღვნა) უდიდესი რამაა. يَوْمَ تَرَوْنَهَا تَذْهَلُ كُلُّ مُرْضِعَةٍ عَمَّآ أَرْضَعَتْ وَتَضَعُ كُلُّ ذَاتِ حَمْلٍ حَمْلَهَا وَتَرَى ٱلنَّاسَ سُكَـٰرَىٰ وَمَا هُم بِسُكَـٰرَىٰ وَلَـٰكِنَّ عَذَابَ ٱللَّهِ شَدِيدٌۭ 2. იმ დღეს, როცა მას ნახავთ, ყოველი მეძუძური დააგდებს იმას, ვისაც ძუძუს აწოვებდა და ყველა ფეხმძიმე ქალს მოსწყდება ნაყოფი. და იხილავ ადამიანებს მთვრალს, როცა მთვრალნი არ იქნებიან. არამედ მკაცრია ალლაჰის სასჯელი. وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يُجَـٰدِلُ فِى ٱللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍۢ وَيَتَّبِعُ كُلَّ شَيْطَـٰنٍۢ مَّرِيدٍۢ 3. ადამიანთაგან არიან ისეთნიც, ვინც კამათობს ალლაჰის შესახებ ცოდნის გარეშე და მიჰყვებიან ყოველ ჯიუტ ეშმაკს. كُتِبَ عَلَيْهِ أَنَّهُۥ مَن تَوَلَّاهُ فَأَنَّهُۥ يُضِلُّهُۥ وَيَهْدِيهِ إِلَىٰ عَذَابِ ٱلسَّعِيرِ 4. რომელსაც უწერია, რომ ვინც მას გაჰყვება, აცდუნებდა და უწინამძღვრებდა ცეცხლის სასჯელისკენ. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِن كُنتُمْ فِى رَيْبٍۢ مِّنَ ٱلْبَعْثِ فَإِنَّا خَلَقْنَـٰكُم مِّن تُرَابٍۢ ثُمَّ مِن نُّطْفَةٍۢ ثُمَّ مِنْ عَلَقَةٍۢ ثُمَّ مِن مُّضْغَةٍۢ مُّخَلَّقَةٍۢ وَغَيْرِ مُخَلَّقَةٍۢ لِّنُبَيِّنَ لَكُمْ ۚ وَنُقِرُّ فِى ٱلْأَرْحَامِ مَا نَشَآءُ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى ثُمَّ نُخْرِجُكُمْ طِفْلًۭا ثُمَّ لِتَبْلُغُوٓا۟ أَشُدَّكُمْ ۖ وَمِنكُم مَّن يُتَوَفَّىٰ وَمِنكُم مَّن يُرَدُّ إِلَىٰٓ أَرْذَلِ ٱلْعُمُرِ لِكَيْلَا يَعْلَمَ مِنۢ بَعْدِ عِلْمٍۢ شَيْـًۭٔا ۚ وَتَرَى ٱلْأَرْضَ هَامِدَةًۭ فَإِذَآ أَنزَلْنَا عَلَيْهَا ٱلْمَآءَ ٱهْتَزَّتْ وَرَبَتْ وَأَنۢبَتَتْ مِن كُلِّ زَوْجٍۭ بَهِيجٍۢ 5. ჰეი, ხალხო! თუ ეჭვი გეპარებათ აღდგომის თაობაზე, ჭეშმარიტად, ჩვენ გაგაჩინეთ თქვენ მიწისაგან, მერე წვეთისგან, მერე სისხლის კოლტისგან, ხორცის ნაჭრის - ჩამოუყალიბებელისა თუ ჩამოყალიბებულისაგან. რათა განვმარტოთ თქვენთვის(ჭეშმარიტება): ჩვენ ვათავსებთ საშვილოსნოში იმას, რასაც ვინებებთ, განსაზღვრულ ვადამდე. მერე გამოგვყავხართ იქიდან ჩვილებად, მერე აღწევთ სრულწლოვანებას. ზოგი თქვენგანი გარდაიცვლება, ზოგი კი ღრმა სიბერეს აღწევს და ავიწყდება ყველაფერი ის, რაც იცოდა. შენ ხედავ უსიცოცხლო მიწას. მაგრამ საკმარისია ჩვენ მასზე ზეგარდმოვავლინოთ წყალი, რომ ამოძრავდეს, გაფუვდეს და აღმოაცენოს ყოველგვარი მშვენიერი მცენარე! ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْحَقُّ وَأَنَّهُۥ يُحْىِ ٱلْمَوْتَىٰ وَأَنَّهُۥ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 6. ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. იგი აცოცხლებს მკვდრებს და მას ყოველივე ხელეწიფება. وَأَنَّ ٱلسَّاعَةَ ءَاتِيَةٌۭ لَّا رَيْبَ فِيهَا وَأَنَّ ٱللَّهَ يَبْعَثُ مَن فِى ٱلْقُبُورِ 7. და საათი(ყიამეთ-წარღვნა) დადგება, რომელშიც ეჭვი არ არის. და რომ ალლაჰი აღადგენს მათ, ვინც არის საფლავებში. وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يُجَـٰدِلُ فِى ٱللَّهِ بِغَيْرِ عِلْمٍۢ وَلَا هُدًۭى وَلَا كِتَـٰبٍۢ مُّنِيرٍۢ 8. ადამიანთა შორის არიან ისეთნიც, ვინც ცოდნის გარეშე კამათობს ალლაჰის თაობაზე, ჭეშმარიტი ხელმძღვანელობის და განმანათლებელი წიგნის გარეშე. ثَانِىَ عِطْفِهِۦ لِيُضِلَّ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ ۖ لَهُۥ فِى ٱلدُّنْيَا خِزْىٌۭ ۖ وَنُذِيقُهُۥ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ عَذَابَ ٱلْحَرِيقِ 9. ქედმაღლურად იღერებს კისერს, რათა აცდუნოს სხვები ალლაჰის გზიდან; მას - ამ ქვეყნად დამცირება, აღდგომის დღეს კი ვაგემებთ სასჯელს მწველი ცეცხლისა. ذَ‌ٰلِكَ بِمَا قَدَّمَتْ يَدَاكَ وَأَنَّ ٱللَّهَ لَيْسَ بِظَلَّـٰمٍۢ لِّلْعَبِيدِ 10. ეს იმის გამო, რაც გაამზადეს შენმა ხელებმა, და ალლაჰი არ არის უსამართლო მსახურთა მიმართ. وَمِنَ ٱلنَّاسِ مَن يَعْبُدُ ٱللَّهَ عَلَىٰ حَرْفٍۢ ۖ فَإِنْ أَصَابَهُۥ خَيْرٌ ٱطْمَأَنَّ بِهِۦ ۖ وَإِنْ أَصَابَتْهُ فِتْنَةٌ ٱنقَلَبَ عَلَىٰ وَجْهِهِۦ خَسِرَ ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةَ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْخُسْرَانُ ٱلْمُبِينُ 11. ადამიანთა შორის არიან ისეთებიც, ვინც ეთაყვანება ალლაჰს, მაგრამ ორჭოფობენ. თუკი სიკეთე ეწევათ, კმაყოფილნი არიან ამით, ხოლო თუ განსაცდელი ეწევათ, უკან იხევენ. წაგებულნი არიან ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც და, სწორედ ეს არის აშკარა წაგება. يَدْعُوا۟ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَضُرُّهُۥ وَمَا لَا يَنفَعُهُۥ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلضَّلَـٰلُ ٱلْبَعِيدُ 12. უხმობენ ალლაჰის გარდა იმას, რაც არც ზიანს მოუტანთ და არც სარგებელს მისცემთ. სწორედ ეს არის ღრმა გზააბნევა. يَدْعُوا۟ لَمَن ضَرُّهُۥٓ أَقْرَبُ مِن نَّفْعِهِۦ ۚ لَبِئْسَ ٱلْمَوْلَىٰ وَلَبِئْسَ ٱلْعَشِيرُ 13. უხმობენ იმას, ვისაც ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. უვარგისია ასეთი პატრონი და უვარგისია ასეთი საპატრონოც. إِنَّ ٱللَّهَ يُدْخِلُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يَفْعَلُ مَا يُرِيدُ 14. ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს იმათ, ვინც ირწმუნა და კეთილი საქმენი აკეთა, სამოთხის ბაღებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები. ჭეშმარიტად, ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს. مَن كَانَ يَظُنُّ أَن لَّن يَنصُرَهُ ٱللَّهُ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ فَلْيَمْدُدْ بِسَبَبٍ إِلَى ٱلسَّمَآءِ ثُمَّ لْيَقْطَعْ فَلْيَنظُرْ هَلْ يُذْهِبَنَّ كَيْدُهُۥ مَا يَغِيظُ 15. ვინც მიიჩნევს, რომ არ ეხმარება ალლაჰი (მუჰამმადს) სააქაოსა და საიქიოში, მაშინ მიაბას თოკი ზეცას, მერე გადაჭრას და შეხედოს გააბათილებს განა მისი ხრიკი იმას, რამაც გამოიწვია (ალლაჰის) რისხვა? وَكَذَ‌ٰلِكَ أَنزَلْنَـٰهُ ءَايَـٰتٍۭ بَيِّنَـٰتٍۢ وَأَنَّ ٱللَّهَ يَهْدِى مَن يُرِيدُ 16. და ამგვარად ზეგარდმოვავლინეთ იგი განმარტებულ აიათებად, და ალლაჰი დაადგენს სწორ გზაზე იმას, ვისაც ინებებს. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَٱلَّذِينَ هَادُوا۟ وَٱلصَّـٰبِـِٔينَ وَٱلنَّصَـٰرَىٰ وَٱلْمَجُوسَ وَٱلَّذِينَ أَشْرَكُوٓا۟ إِنَّ ٱللَّهَ يَفْصِلُ بَيْنَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ شَهِيدٌ 17. ჭეშმარიტად, რომელთაც ირწმუნეს და იუდეველებს, საბიელებს, ქრისტიანებს, ცეცხლთაყვანისმცემლებს, წარმართებს(მუშრიქებს), ალლაჰი განაცალკევებს მათ აღდგომის დღეს. ჭეშმარიტად ალლაჰი ყოვლისმოწმეა. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ يَسْجُدُ لَهُۥ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَن فِى ٱلْأَرْضِ وَٱلشَّمْسُ وَٱلْقَمَرُ وَٱلنُّجُومُ وَٱلْجِبَالُ وَٱلشَّجَرُ وَٱلدَّوَآبُّ وَكَثِيرٌۭ مِّنَ ٱلنَّاسِ ۖ وَكَثِيرٌ حَقَّ عَلَيْهِ ٱلْعَذَابُ ۗ وَمَن يُهِنِ ٱللَّهُ فَمَا لَهُۥ مِن مُّكْرِمٍ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يَفْعَلُ مَا يَشَآءُ 18. ნუთუ ვერ ხედავ, რომ ალლაჰის წინაშე სეჯდეს აღასრულებენ ისინი, ვინცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, მთები, ხეები, ცხოველები, ადამიანები. ხოლო მრავალი მათგანი სასჯელის ღირსია. არავინ მიაგებს პატივს იმას, ვისაც ალლაჰი დაამცირებს. ჭეშმარიტად, ალლაჰი იქმს იმას, რასაც ინებებს! هَـٰذَانِ خَصْمَانِ ٱخْتَصَمُوا۟ فِى رَبِّهِمْ ۖ فَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ قُطِّعَتْ لَهُمْ ثِيَابٌۭ مِّن نَّارٍۢ يُصَبُّ مِن فَوْقِ رُءُوسِهِمُ ٱلْحَمِيمُ 19. აჰა ორი მოკამათე გუნდი, რომლებიც კამათობენ თავიანთი ღმერთის თაობაზე... იმათთვის, ვინც არ ირწმუნა, ცეცხლისაგან გამოუჭრიან ტანსაცმელს, ხოლო თავზე მდუღარეს დაასხამენ. يُصْهَرُ بِهِۦ مَا فِى بُطُونِهِمْ وَٱلْجُلُودُ 20. მისით დაიბუგება მათი შიგნეული და კანი. وَلَهُم مَّقَـٰمِعُ مِنْ حَدِيدٍۢ 21 და მათთვისაა გამზადებული რკინის ხელკეტები. كُلَّمَآ أَرَادُوٓا۟ أَن يَخْرُجُوا۟ مِنْهَا مِنْ غَمٍّ أُعِيدُوا۟ فِيهَا وَذُوقُوا۟ عَذَابَ ٱلْحَرِيقِ 22. ყოველთვის, როცა კი მოუნდებათ იქიდან თავის დაღწევა, დაბრუნებულ იქნებიან მასში: - იგემეთ ტანჯვა მწველი ცეცხლისა! إِنَّ ٱللَّهَ يُدْخِلُ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ جَنَّـٰتٍۢ تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ يُحَلَّوْنَ فِيهَا مِنْ أَسَاوِرَ مِن ذَهَبٍۢ وَلُؤْلُؤًۭا ۖ وَلِبَاسُهُمْ فِيهَا حَرِيرٌۭ 23. ჭეშმარიტად, ალლაჰი შეიყვანს იმათ, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთა, სამოთხეში, რომელთა ძირს მდინარეები მოედინებიან. დაიმშვენებენ იქ ოქროს სამკაულებსა და მარგალიტებს, სამოსად კი ექნებათ აბრეშუმი. وَهُدُوٓا۟ إِلَى ٱلطَّيِّبِ مِنَ ٱلْقَوْلِ وَهُدُوٓا۟ إِلَىٰ صِرَ‌ٰطِ ٱلْحَمِيدِ 24. ასწავლეს მათ კეთილი სიტყვები და დააყენეს ყოვლადქებულის გზაზე! إِنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَيَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ وَٱلْمَسْجِدِ ٱلْحَرَامِ ٱلَّذِى جَعَلْنَـٰهُ لِلنَّاسِ سَوَآءً ٱلْعَـٰكِفُ فِيهِ وَٱلْبَادِ ۚ وَمَن يُرِدْ فِيهِ بِإِلْحَادٍۭ بِظُلْمٍۢ نُّذِقْهُ مِنْ عَذَابٍ أَلِيمٍۢ 25. ჭეშმარიტად, ისინი, ვინც უარყო და სხვებსაც აბრკოლებდნენ ალლაჰისა და მასჯიდ ალ-ჰარამის(ქააბას) გზაზე, რომელიც ჩვენ დავადგინეთ ხალხისათვის განურჩევლად იმისა, ცხოვრობენ ისინი იქ თუ მომთაბარეობენ. ხოლო იმას, ვინც უსამართლობით შებილწავს იქაურობას, ვაგემებთ მტანჯველ სასჯელს. وَإِذْ بَوَّأْنَا لِإِبْرَ‌ٰهِيمَ مَكَانَ ٱلْبَيْتِ أَن لَّا تُشْرِكْ بِى شَيْـًۭٔا وَطَهِّرْ بَيْتِىَ لِلطَّآئِفِينَ وَٱلْقَآئِمِينَ وَٱلرُّكَّعِ ٱلسُّجُودِ 26. და მივუთითეთ იბრაჰიმს ადგილი სახლისა(ქააბა): არ დამიდგინო არავინ თანაზიარად და წმინდად შეინახე ჩემი სახლი გარსშემომვლელთათვის, მდგომთათვის, თაყვანისმცემელთა და მუხლმოყრილთათვის. وَأَذِّن فِى ٱلنَّاسِ بِٱلْحَجِّ يَأْتُوكَ رِجَالًۭا وَعَلَىٰ كُلِّ ضَامِرٍۢ يَأْتِينَ مِن كُلِّ فَجٍّ عَمِيقٍۢ 27. და აუწყე ხალხს ჰაჯის შესახებ. მოვიდნენ შენთან ფეხითა და ჩქარმავალი აქლემებით, მოვლენ ყოველი შორეული მხრიდან. لِّيَشْهَدُوا۟ مَنَـٰفِعَ لَهُمْ وَيَذْكُرُوا۟ ٱسْمَ ٱللَّهِ فِىٓ أَيَّامٍۢ مَّعْلُومَـٰتٍ عَلَىٰ مَا رَزَقَهُم مِّنۢ بَهِيمَةِ ٱلْأَنْعَـٰمِ ۖ فَكُلُوا۟ مِنْهَا وَأَطْعِمُوا۟ ٱلْبَآئِسَ ٱلْفَقِيرَ 28. რათა დაამოწმონ თავიანთი სარგებელი და ახსენონ ალლაჰის სახელი იმ პირუტყვზე, რაც მათ სარჩოდ(ალლაჰმა) უბოძა. განსაზღვრულ დღეებში ჭამეთ მისგან თქვენც და დააპურეთ გაჭირვებული უპოვრებიც. مَّ لْيَقْضُوا۟ تَفَثَهُمْ وَلْيُوفُوا۟ نُذُورَهُمْ وَلْيَطَّوَّفُوا۟ بِٱلْبَيْتِ ٱلْعَتِيقِ 29. მერე კი დაიცვან მათი წესები, უერთგულონ აღთქმას და შემოუარონ უძველეს სახლს(ქააბას). ذَ‌ٰلِكَ وَمَن يُعَظِّمْ حُرُمَـٰتِ ٱللَّهِ فَهُوَ خَيْرٌۭ لَّهُۥ عِندَ رَبِّهِۦ ۗ وَأُحِلَّتْ لَكُمُ ٱلْأَنْعَـٰمُ إِلَّا مَا يُتْلَىٰ عَلَيْكُمْ ۖ فَٱجْتَنِبُوا۟ ٱلرِّجْسَ مِنَ ٱلْأَوْثَـٰنِ وَٱجْتَنِبُوا۟ قَوْلَ ٱلزُّورِ 30. ამგვარად... ვინც განადიდებს ალლაჰის სიწმინდეებს, ეს მისთვისაა სასიკეთო თავისი ღმერთის წინაშე. და ნებადართულია თქვენთვის საქონელი, იმის გარდა, რაც ჩამოგეთვლებათ. მოერიდეთ კერპთა სიბილწეს და მოერიდეთ ცრუ სიტყვას. حُنَفَآءَ لِلَّهِ غَيْرَ مُشْرِكِينَ بِهِۦ ۚ وَمَن يُشْرِكْ بِٱللَّهِ فَكَأَنَّمَا خَرَّ مِنَ ٱلسَّمَآءِ فَتَخْطَفُهُ ٱلطَّيْرُ أَوْ تَهْوِى بِهِ ٱلرِّيحُ فِى مَكَانٍۢ سَحِيقٍۢ 31. დარჩით ჰანიფებად (ერთღმერთიანებად) ალლაჰის მიმართ და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. ის, ვინც, ალლაჰს თანაზიარს დაუდგენს, შეიქნება ციდან დანარცხებულის მსგავსი, რომელსაც ჩიტები წარიტაცებენ, ანდა უკაცრიელ ადგილას ქარწაღებულის მსგავსი! ذَ‌ٰلِكَ وَمَن يُعَظِّمْ شَعَـٰٓئِرَ ٱللَّهِ فَإِنَّهَا مِن تَقْوَى ٱلْقُلُوبِ 32. ამგვარად. ვინც განადიდებს ალლაჰის ნიშებს(რიტუალებს), ეს გულთა ღვთისმოშიშებისგანაა. لَكُمْ فِيهَا مَنَـٰفِعُ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى ثُمَّ مَحِلُّهَآ إِلَى ٱلْبَيْتِ ٱلْعَتِيقِ 33. თქვენ მათში(შესაწირ პირუტყში) გაქვთ სარგებელი განსაზღვრულ ვადამდე; მერე კი მათი ადგილი ძველ სახლთანაა(ქააბა). وَلِكُلِّ أُمَّةٍۢ جَعَلْنَا مَنسَكًۭا لِّيَذْكُرُوا۟ ٱسْمَ ٱللَّهِ عَلَىٰ مَا رَزَقَهُم مِّنۢ بَهِيمَةِ ٱلْأَنْعَـٰمِ ۗ فَإِلَـٰهُكُمْ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ فَلَهُۥٓ أَسْلِمُوا۟ ۗ وَبَشِّرِ ٱلْمُخْبِتِينَ 34. და ყოველ თემს დავუდგინეთ ღვთისმსახურების წესები, რათა ახსენონ ალლაჰის სახელი იმაზე, რა ნადირცხოველთაგანაც მისცა მან მათ სარჩოდ. თქვენი ღვთაება, ერთადერთი ღვთაებაა, მას დაემორჩილეთ. და შენ ახარე თავმდაბალთ. ٱلَّذِينَ إِذَا ذُكِرَ ٱللَّهُ وَجِلَتْ قُلُوبُهُمْ وَٱلصَّـٰبِرِينَ عَلَىٰ مَآ أَصَابَهُمْ وَٱلْمُقِيمِى ٱلصَّلَوٰةِ وَمِمَّا رَزَقْنَـٰهُمْ يُنفِقُونَ 35. იმათ, რომელთაც, როცა ალლაჰის სახელი იხსენიება, გული უკრთებათ და მომთმენთ იმისა, რაც მოელით. ლოცვის შემსრულებლებს და მხარჯველთ იმისა, რაც ჩვენ სარჩოდ ვუწყალობეთ. وَٱلْبُدْنَ جَعَلْنَـٰهَا لَكُم مِّن شَعَـٰٓئِرِ ٱللَّهِ لَكُمْ فِيهَا خَيْرٌۭ ۖ فَٱذْكُرُوا۟ ٱسْمَ ٱللَّهِ عَلَيْهَا صَوَآفَّ ۖ فَإِذَا وَجَبَتْ جُنُوبُهَا فَكُلُوا۟ مِنْهَا وَأَطْعِمُوا۟ ٱلْقَانِعَ وَٱلْمُعْتَرَّ ۚ كَذَ‌ٰلِكَ سَخَّرْنَـٰهَا لَكُمْ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 36. და აქლემები დაგიდგინეთ ალლაჰისათვის შესაწირ ადათ-წესათ. თქვენთვის მათშია სიკეთე, და ახსენე ალლაჰის სახელი მათზე, როცა მწკრივად დგანან, ხოლო როცა გვერდზე დაეცემიან, ჭამეთ მათგან და დააპურეთ ისინი, ვინც მცირედითაა კმაყოფილი და მოკრძალებულად მთხოვნელნი. لَن يَنَالَ ٱللَّهَ لُحُومُهَا وَلَا دِمَآؤُهَا وَلَـٰكِن يَنَالُهُ ٱلتَّقْوَىٰ مِنكُمْ ۚ كَذَ‌ٰلِكَ سَخَّرَهَا لَكُمْ لِتُكَبِّرُوا۟ ٱللَّهَ عَلَىٰ مَا هَدَىٰكُمْ ۗ وَبَشِّرِ ٱلْمُحْسِنِينَ 37. არ მიაღწევს ალლაჰამდე მათი ხორცნი და სისხლი, არამედ ალლაჰთან მიაღწევს თქვენი ღვთისმოშიშობა. ამგვარად დაგიმორჩილათ მან ისინი, რათა განადიდოთ ალლაჰი იმისათვის, რომ დაგადგინათ ჭეშმარიტ გზაზე, ხოლო შენ ახარე სიკეთისმოქმედთ. إِنَّ ٱللَّهَ يُدَ‌ٰفِعُ عَنِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُحِبُّ كُلَّ خَوَّانٍۢ كَفُورٍ 38. ჭეშმარიტად, ალლაჰი იცავს იმას, ვინც ირწმუნა. ალლაჰს არ უყვარს უმადური მოღალატეები. أُذِنَ لِلَّذِينَ يُقَـٰتَلُونَ بِأَنَّهُمْ ظُلِمُوا۟ ۚ وَإِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ نَصْرِهِمْ لَقَدِيرٌ 39. ნებდართულია მათთვის(ბრძოლა), ვისაც ებრძვიან, რამეთუ მათ უსამართლოდ მოექცნენ, და ჭეშმარიტად, ალლაჰს მათი შეწევნა ხელეწიფება. ٱلَّذِينَ أُخْرِجُوا۟ مِن دِيَـٰرِهِم بِغَيْرِ حَقٍّ إِلَّآ أَن يَقُولُوا۟ رَبُّنَا ٱللَّهُ ۗ وَلَوْلَا دَفْعُ ٱللَّهِ ٱلنَّاسَ بَعْضَهُم بِبَعْضٍۢ لَّهُدِّمَتْ صَوَ‌ٰمِعُ وَبِيَعٌۭ وَصَلَوَ‌ٰتٌۭ وَمَسَـٰجِدُ يُذْكَرُ فِيهَا ٱسْمُ ٱللَّهِ كَثِيرًۭا ۗ وَلَيَنصُرَنَّ ٱللَّهُ مَن يَنصُرُهُۥٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَقَوِىٌّ عَزِيزٌ 40. ისინი უსამართლოდ გამოაძევეს საცხოვრებლებიდან, მხოლოდ იმიტომ, რომ ამბობდნენ: „ჩვენი ღმერთი ალლაჰიაო!“ ალლაჰს რომ არ მიეცა ნება ხალხისთვის, თავი დაეცვათ ერთმანეთისგან, დაინგრეოდა მონასტრები, საყდრები, სინაგოგები და მეჩეთები, რომლებშიც მრავლად იხსენიება ალლაჰის სახელი. ალლაჰი შეეწევა იმათ, ვინც მის სარწმუნოებას ეხმარება. ალლაჰი ძლევამოსილი, ყოვლისშემძლეა. ٱلَّذِينَ إِن مَّكَّنَّـٰهُمْ فِى ٱلْأَرْضِ أَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُا۟ ٱلزَّكَوٰةَ وَأَمَرُوا۟ بِٱلْمَعْرُوفِ وَنَهَوْا۟ عَنِ ٱلْمُنكَرِ ۗ وَلِلَّهِ عَـٰقِبَةُ ٱلْأُمُورِ 41. იმათ, რომელთაც ვუბოძებთ ბატონობას ქვეყანაზე, დგებიან ლოცვად, გასცემენ ზექათს, უბრძანებენ სიკეთის კეთებას და კრძალავენ ცუდ საქმეს. ჭეშმარიტად, ალლაჰთანაა ყოველი საქმის დასასრული. وَإِن يُكَذِّبُوكَ فَقَدْ كَذَّبَتْ قَبْلَهُمْ قَوْمُ نُوحٍۢ وَعَادٌۭ وَثَمُودُ 42. თუ შენ ცრუდ გრაცხავენ, ცრუდ რაცხავდა უწინაც ხალხი ნუჰისა, 'ადისა და სემუდისა. وَقَوْمُ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَقَوْمُ لُوطٍۢ 43. ხალხი იბრაჰიმისა და ხალხი ლუტისა. وَأَصْحَـٰبُ مَدْيَنَ ۖ وَكُذِّبَ مُوسَىٰ فَأَمْلَيْتُ لِلْكَـٰفِرِينَ ثُمَّ أَخَذْتُهُمْ ۖ فَكَيْفَ كَانَ نَكِيرِ 44. და მედიენის მკვიდრნი. და ცრუდ შერაცხეს მუსა. მე გადავუვადე ურწმუნოებს, შემდგომ შევიპყარი ისინი და როგორი იყო ჩემი სასჯელი?! فَكَأَيِّن مِّن قَرْيَةٍ أَهْلَكْنَـٰهَا وَهِىَ ظَالِمَةٌۭ فَهِىَ خَاوِيَةٌ عَلَىٰ عُرُوشِهَا وَبِئْرٍۢ مُّعَطَّلَةٍۢ وَقَصْرٍۢ مَّشِيدٍ 45. და რამდენი დასახლება დავღუპეთ, როცა ისინი უსამართლონი იყვნენ და ახლა მიწასთანაა გასწორებული. რამდენი დამშრალი ჭაა მიტოვებული და რამდენი სასახლე(ჩამოიშალა). أَفَلَمْ يَسِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَتَكُونَ لَهُمْ قُلُوبٌۭ يَعْقِلُونَ بِهَآ أَوْ ءَاذَانٌۭ يَسْمَعُونَ بِهَا ۖ فَإِنَّهَا لَا تَعْمَى ٱلْأَبْصَـٰرُ وَلَـٰكِن تَعْمَى ٱلْقُلُوبُ ٱلَّتِى فِى ٱلصُّدُورِ 46. განა არ უმოგზაურიათ დედამიწაზე და არ აქვთ გულნი რომლითაც განსჯიან, და ყურები, რომლითაც შეისმენენ? ჭეშმარიტად, თვალი კი არ ბრმავდება, არამედ გული მკერდში. وَيَسْتَعْجِلُونَكَ بِٱلْعَذَابِ وَلَن يُخْلِفَ ٱللَّهُ وَعْدَهُۥ ۚ وَإِنَّ يَوْمًا عِندَ رَبِّكَ كَأَلْفِ سَنَةٍۢ مِّمَّا تَعُدُّونَ 47. ისინი გაჩქარებენ შენ სასჯელს, ალლაჰი კი არ არღვევს თავის აღთქმას. ერთი დღე შენი ღმერთის წინაშე - არის ათასი წელი თქვენი დათვლით. وَكَأَيِّن مِّن قَرْيَةٍ أَمْلَيْتُ لَهَا وَهِىَ ظَالِمَةٌۭ ثُمَّ أَخَذْتُهَا وَإِلَىَّ ٱلْمَصِيرُ 48. და რამდენი დასახლება იყო, რომელსაც გადავუვადეთ, თუმცა უსამართლონი იყვნენ. მერე კი შევიპყარი და ჩემთანაა დაბრუნება. قُلْ يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِنَّمَآ أَنَا۠ لَكُمْ نَذِيرٌۭ مُّبِينٌۭ 49. უთხარი: ჰეი ხალხო, მე ვარ თქვენთვის ცხადი შემგონებელი. فَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ لَهُم مَّغْفِرَةٌۭ وَرِزْقٌۭ كَرِيمٌۭ 50. რომელთაც ირწმუნეს და კეთილი საქმე აკეთეს, მათთვისაა მიტევება და უხვი სარჩო. وَٱلَّذِينَ سَعَوْا۟ فِىٓ ءَايَـٰتِنَا مُعَـٰجِزِينَ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَحِيمِ 51. ისინი კი, რომლებიც ცდილობდნენ ჩვენი სასწაულების დაკნინებას, იქნებიან ცეცხლის მკვიდრნი. وَمَآ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ مِن رَّسُولٍۢ وَلَا نَبِىٍّ إِلَّآ إِذَا تَمَنَّىٰٓ أَلْقَى ٱلشَّيْطَـٰنُ فِىٓ أُمْنِيَّتِهِۦ فَيَنسَخُ ٱللَّهُ مَا يُلْقِى ٱلشَّيْطَـٰنُ ثُمَّ يُحْكِمُ ٱللَّهُ ءَايَـٰتِهِۦ ۗ وَٱللَّهُ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 52. არ წარგვიგზავნია შენამდე არც ერთი შუამავალი ან წინასწარმეტყველი, რომ ეშმაკს არ დაერთო თავისი მის წაკითხულში. ალლაჰი გააუქმებს იმას, რასაც ეშმაკი დაურთავს. მერე ალლაჰი განამტკიცებს თავის სასწაულებს, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! لِّيَجْعَلَ مَا يُلْقِى ٱلشَّيْطَـٰنُ فِتْنَةًۭ لِّلَّذِينَ فِى قُلُوبِهِم مَّرَضٌۭ وَٱلْقَاسِيَةِ قُلُوبُهُمْ ۗ وَإِنَّ ٱلظَّـٰلِمِينَ لَفِى شِقَاقٍۭ بَعِيدٍۢ 53. იგი გადააქცევს იმას, რასაც ეშმაკი აგებს, საცდუნებლად მათთვის, რომელთა გულებშიც სნეულებაა და რომელთა გულებიც სასტიკია. უსამართლონი შორეულ განხეთქილებაში არიან. وَلِيَعْلَمَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْعِلْمَ أَنَّهُ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّكَ فَيُؤْمِنُوا۟ بِهِۦ فَتُخْبِتَ لَهُۥ قُلُوبُهُمْ ۗ وَإِنَّ ٱللَّهَ لَهَادِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 54. და იცოდნენ იმათ, რომელთაც ებოძათ ცოდნა, რომ იგი ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისაგან, ირწმუნონ მისი და დამორჩილდნენ მას მათი გულები. ჭეშმარიტად, ალლაჰი უწინამძღვრებს სწორი გზით იმათ, ვინც ირწმუნა. وَلَا يَزَالُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ فِى مِرْيَةٍۢ مِّنْهُ حَتَّىٰ تَأْتِيَهُمُ ٱلسَّاعَةُ بَغْتَةً أَوْ يَأْتِيَهُمْ عَذَابُ يَوْمٍ عَقِيمٍ 55. ხოლო ისინი, ვინც არიან ურწმუნონი, კვლავ ეჭვში იქნებიან მის მიმართ, ვიდრე დაუდგებათ ჟამი უეცრად, ანდა მიეწევათ სასჯელი იმ უნაყოფო დღისა. ٱلْمُلْكُ يَوْمَئِذٍۢ لِّلَّهِ يَحْكُمُ بَيْنَهُمْ ۚ فَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ فِى جَنَّـٰتِ ٱلنَّعِيمِ 56. მბრძანებლობა იმ დღეს მხოლოდ ალლაჰისა იქნება, განსჯის მათ შორის და ისინი, ვინც ირწმუნა და სიკეთე აკეთეს, დამკვიდრდებიან ნეტარების ბაღებში. وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَكَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا فَأُو۟لَـٰٓئِكَ لَهُمْ عَذَابٌۭ مُّهِينٌۭ 57. ხოლო რომელთაც არ ირწმუნეს და ცრუდ შერაცხეს ჩვენი აიათები, სწორედ მათ მიეგებათ დამამცირებელი სასჯელი. وَٱلَّذِينَ هَاجَرُوا۟ فِى سَبِيلِ ٱللَّهِ ثُمَّ قُتِلُوٓا۟ أَوْ مَاتُوا۟ لَيَرْزُقَنَّهُمُ ٱللَّهُ رِزْقًا حَسَنًۭا ۚ وَإِنَّ ٱللَّهَ لَهُوَ خَيْرُ ٱلرَّ‌ٰزِقِينَ 58. ისინი, რომელნიც გადასახლდნენ ალლაჰის გზაზე, მერე მოკლულ იქნენ ან გარდაიცვალნენ, დაასაჩუქრებს მათ ალლაჰი კეთილი სარჩოთი და, ჭეშმარიტად, ალლაჰია საუკეთესო სარჩოს მომცემი. لَيُدْخِلَنَّهُم مُّدْخَلًۭا يَرْضَوْنَهُۥ ۗ وَإِنَّ ٱللَّهَ لَعَلِيمٌ حَلِيمٌۭ 59. იგი უსათუოდ შეიყვანს მათ შესასვლელში, რომლითაც კმაყოფილნი იქნებიან და, ალლაჰი სულგრძელი, ყოვლისმცოდნეა. ذَ‌ٰلِكَ وَمَنْ عَاقَبَ بِمِثْلِ مَا عُوقِبَ بِهِۦ ثُمَّ بُغِىَ عَلَيْهِ لَيَنصُرَنَّهُ ٱللَّهُ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَعَفُوٌّ غَفُورٌۭ 60. აი ასე. ხოლო ვინც დასაჯა იმის მსგავსით, რითაც დაისაჯა, და მერე უსამართლოდ მოექცნენ, ალლაჰი უსათუოდ შეეწევა მას. ჭეშმარიტად, ალლაჰი შემნდობი, მიმტევებელია. ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّ ٱللَّهَ يُولِجُ ٱلَّيْلَ فِى ٱلنَّهَارِ وَيُولِجُ ٱلنَّهَارَ فِى ٱلَّيْلِ وَأَنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌۢ بَصِيرٌۭ 61. ეს იმის გამო, რომ ალლაჰს შეჰყავს ღამე დღეში და შეჰყავს დღე ღამეში. და ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველია. ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْحَقُّ وَأَنَّ مَا يَدْعُونَ مِن دُونِهِۦ هُوَ ٱلْبَـٰطِلُ وَأَنَّ ٱللَّهَ هُوَ ٱلْعَلِىُّ ٱلْكَبِيرُ 62. ეს იმის გამო, რომ ჭეშმარიტება ალლაჰია. ხოლო ის, რასაც მოუხმობენ მის გარდა სიცრუეა, და იმიტომ, რომ ალლაჰი უზენაესი, დიდებულია. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَتُصْبِحُ ٱلْأَرْضُ مُخْضَرَّةً ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَطِيفٌ خَبِيرٌۭ 63. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰი გარდმოავლენს ზეციცან წყალს და მიწა მწვანდება? ჭეშმარიტად, ალლაჰი სულგრძელი, ყოვლისმცოდნეა. لَّهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۗ وَإِنَّ ٱللَّهَ لَهُوَ ٱلْغَنِىُّ ٱلْحَمِيدُ 64. მისია ის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. და ალლაჰი მდიდარი, ყოვლადქებულია. أَلَمْ تَرَ أَنَّ ٱللَّهَ سَخَّرَ لَكُم مَّا فِى ٱلْأَرْضِ وَٱلْفُلْكَ تَجْرِى فِى ٱلْبَحْرِ بِأَمْرِهِۦ وَيُمْسِكُ ٱلسَّمَآءَ أَن تَقَعَ عَلَى ٱلْأَرْضِ إِلَّا بِإِذْنِهِۦٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ بِٱلنَّاسِ لَرَءُوفٌۭ رَّحِيمٌۭ 65. განა ვერ ხედავ, რომ ალლაჰმა დაგიმორჩილათ თქვენ ყოველი, რაც დედამიწაზეა, და ხომალდები დაცურავენ ზღვაში მისი ბრძანებით, და იჭერს ზეცას, რომ არ დაემხოს ის დედამიწას, მისი ნების გარეშე. ჭეშმარიტად, ალლაჰი ხალხისადმი სათნოა, მწყალობელია. وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَحْيَاكُمْ ثُمَّ يُمِيتُكُمْ ثُمَّ يُحْيِيكُمْ ۗ إِنَّ ٱلْإِنسَـٰنَ لَكَفُورٌۭ 66. იგია ის, ვინც გიბოძათ სიცოცხლე, შემდეგ მოგაკვდინებთ, შემდგომ ისევ გაგაცოცხლებთ. ადამიანი კი, ჭეშმარიტად უმადურია. لِّكُلِّ أُمَّةٍۢ جَعَلْنَا مَنسَكًا هُمْ نَاسِكُوهُ ۖ فَلَا يُنَـٰزِعُنَّكَ فِى ٱلْأَمْرِ ۚ وَٱدْعُ إِلَىٰ رَبِّكَ ۖ إِنَّكَ لَعَلَىٰ هُدًۭى مُّسْتَقِيمٍۢ 67. ყოველ თემს დავუდგინეთ ღვთისმსახურების წესები და ისინი ასრულებენ ამას. და არ გეკამათონ ამ საქმეზე. მოუხმე შენი ღმერთისაკენ. ჭეშმარიტად, შენ დგახარ სწორ გზაზე. وَإِن جَـٰدَلُوكَ فَقُلِ ٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا تَعْمَلُونَ 68. და თუ შეგედავებიან, უთხარი: ალლაჰმა ყველაზე უკეთ იცის ის, რასაც აკეთებთ! ٱللَّهُ يَحْكُمُ بَيْنَكُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ فِيمَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ 69. ალლაჰი განსჯის თქვენს შორის აღდგომის დღეს იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდით. أَلَمْ تَعْلَمْ أَنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا فِى ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ ۗ إِنَّ ذَ‌ٰلِكَ فِى كِتَـٰبٍ ۚ إِنَّ ذَ‌ٰلِكَ عَلَى ٱللَّهِ يَسِيرٌۭ 70. განა არ იცი, რომ ალლაჰმა იცის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. ჭეშმარიტად, ეს წიგნშია. ეს ალლაჰისთვის იოლია. وَيَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَمْ يُنَزِّلْ بِهِۦ سُلْطَـٰنًۭا وَمَا لَيْسَ لَهُم بِهِۦ عِلْمٌۭ ۗ وَمَا لِلظَّـٰلِمِينَ مِن نَّصِيرٍۢ 71. ისინი ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა იმას, ვისთვისაც მას მტკიცებულება არ ზეგარდმოუვლენია და არც მათ აქვთ ამის შესახებ ცოდნა. უსამართლოებს კი არ ჰყავთ შემწე. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتُنَا بَيِّنَـٰتٍۢ تَعْرِفُ فِى وُجُوهِ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ٱلْمُنكَرَ ۖ يَكَادُونَ يَسْطُونَ بِٱلَّذِينَ يَتْلُونَ عَلَيْهِمْ ءَايَـٰتِنَا ۗ قُلْ أَفَأُنَبِّئُكُم بِشَرٍّۢ مِّن ذَ‌ٰلِكُمُ ۗ ٱلنَّارُ وَعَدَهَا ٱللَّهُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ ۖ وَبِئْسَ ٱلْمَصِيرُ 72. და როცა მათ ეკითხებათ ჩვენი ნათელი აიათები, დაინახავ უარყოფას იმათ სახეზე, რომლებიც ურწმუნონი არიან.. ლამისაა, თავს დაესხნენ იმას, ვინც ჩვენს აიათებს უკითხავთ. უთხარი: ხომ არ მეცნობებინა თქვენთვის ამაზე უფრო საშინელი? ეს ცეცხლია! - აღუთქვა ის ალლაჰმა იმათ, ვინც არიან ურწმუნონი და რა ავია ეს თავშესაფარი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ ضُرِبَ مَثَلٌۭ فَٱسْتَمِعُوا۟ لَهُۥٓ ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ تَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ لَن يَخْلُقُوا۟ ذُبَابًۭا وَلَوِ ٱجْتَمَعُوا۟ لَهُۥ ۖ وَإِن يَسْلُبْهُمُ ٱلذُّبَابُ شَيْـًۭٔا لَّا يَسْتَنقِذُوهُ مِنْهُ ۚ ضَعُفَ ٱلطَّالِبُ وَٱلْمَطْلُوبُ 73. ჰეი ადამიანებო! მაგალითისთვისაა იგავი, მაშ მოუსმინეთ. ჭეშმარიტად, რომელთაც თქვენ მოუხმობთ, ალლაჰის გარდა, ვერ შექმნიან ბუზსაც კი, რომც გაერთიანდენ ამისათვის. თუ ბუზი რაიმეს მოსტაცებს მათ, ვერ წაართმევენ უკან. სუსტია ის, ვინც ითხოვს, და ისიც, ვისაც სთხოვენ. مَا قَدَرُوا۟ ٱللَّهَ حَقَّ قَدْرِهِۦٓ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَقَوِىٌّ عَزِيزٌ 74. არ აფასებენ ალლაჰს ჯეროვნად. ალლაჰი კი ყოვლადძლიერი, ძლევამოსილია. ٱللَّهُ يَصْطَفِى مِنَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةِ رُسُلًۭا وَمِنَ ٱلنَّاسِ ۚ إِنَّ ٱللَّهَ سَمِيعٌۢ بَصِيرٌۭ 75. ალლაჰმა ამოარჩია ანგელოზთაგან შუამავლები და ხალხისაგან. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისგამგონე, ყოვლისმხედველია. يَعْلَمُ مَا بَيْنَ أَيْدِيهِمْ وَمَا خَلْفَهُمْ ۗ وَإِلَى ٱللَّهِ تُرْجَعُ ٱلْأُمُورُ 76. იცის მან მათი წარსული და მომავალი და საქმენი ალლაჰთან იქნება დაბრუნებული. يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ٱرْكَعُوا۟ وَٱسْجُدُوا۟ وَٱعْبُدُوا۟ رَبَّكُمْ وَٱفْعَلُوا۟ ٱلْخَيْرَ لَعَلَّكُمْ تُفْلِحُونَ 77. ჰეი თქვენ, რომელთაც ირწმუნეთ, წელში მოიხარეთ, სეჯდე აღასრულეთ და თაყვანი ეცით თქვენს ღმერთს და სიკეთე აკეთეთ, რათა ეგების, ნეტარ იქმნეთ. وَجَـٰهِدُوا۟ فِى ٱللَّهِ حَقَّ جِهَادِهِۦ ۚ هُوَ ٱجْتَبَىٰكُمْ وَمَا جَعَلَ عَلَيْكُمْ فِى ٱلدِّينِ مِنْ حَرَجٍۢ ۚ مِّلَّةَ أَبِيكُمْ إِبْرَ‌ٰهِيمَ ۚ هُوَ سَمَّىٰكُمُ ٱلْمُسْلِمِينَ مِن قَبْلُ وَفِى هَـٰذَا لِيَكُونَ ٱلرَّسُولُ شَهِيدًا عَلَيْكُمْ وَتَكُونُوا۟ شُهَدَآءَ عَلَى ٱلنَّاسِ ۚ فَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتُوا۟ ٱلزَّكَوٰةَ وَٱعْتَصِمُوا۟ بِٱللَّهِ هُوَ مَوْلَىٰكُمْ ۖ فَنِعْمَ ٱلْمَوْلَىٰ وَنِعْمَ ٱلنَّصِيرُ 78. გაისარჯეთ ალლაჰისთვის სათანადო ბრძოლით. მან ამოგარჩიათ და არ დაუდგენია თქვენთვის არანაირი სირთულე სარწმუნოებაში. ეს მამათქვენის, იბრაჰიმის რელიგიაა. მან(ალლაჰმა) გიწოდათ თქვენ მუსლიმები უწინ და ამა(წიგნ)ში, რათა იყოს შუამავალი მოწმედ თქვენდა, თქვენ კი მოწმენი იყოთ ხალხისა. დადექით ლოცვად, გაეცით ზექათი და მტკიცედ ჩაეჭიდეთ ალლაჰს. იგია თქვენი მფარველი. რა მშვენიერი მფარველია! რა მშვენიერი შემწეა!