16.სურა ნაჰლ
128 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა أَتَىٰٓ أَمْرُ ٱللَّهِ فَلَا تَسْتَعْجِلُوهُ ۚ سُبْحَـٰنَهُۥ وَتَعَـٰلَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ 1. მოვიდა ალლაჰის ბრძანება და ნუ დააჩქარებთ. დიდება მას, დიადია იმაზე რასაც თანაზიარად უდგენენ. يُنَزِّلُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ بِٱلرُّوحِ مِنْ أَمْرِهِۦ عَلَىٰ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦٓ أَنْ أَنذِرُوٓا۟ أَنَّهُۥ لَآ إِلَـٰهَ إِلَّآ أَنَا۠ فَٱتَّقُونِ 2. გარდმოავლენს თავისი ბრძანებით ანგელოზებს სულით, ვისზეც ინებებს თავის მსახურთაგან, რათა შეიგონონ, რომ არ არსებობს ღვთაება ალლაჰის გარდა, და ჩემი გეშინოდეთ. خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ بِٱلْحَقِّ ۚ تَعَـٰلَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ 3. გააჩინა ცანი და ქვეყანა ჭეშმარიტებით, იგი დიადია იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ. خَلَقَ ٱلْإِنسَـٰنَ مِن نُّطْفَةٍۢ فَإِذَا هُوَ خَصِيمٌۭ مُّبِينٌۭ 4. გააჩინა ადამიანი ერთი წვეთისგან, მაგრამ იგი ცხადი მეტოქეა. وَٱلْأَنْعَـٰمَ خَلَقَهَا ۗ لَكُمْ فِيهَا دِفْءٌۭ وَمَنَـٰفِعُ وَمِنْهَا تَأْكُلُونَ 5. გააჩინა საქონელი თქვენთვის, მათშია სითბო და სარგებელი და მათგან იკვებებით. وَلَكُمْ فِيهَا جَمَالٌ حِينَ تُرِيحُونَ وَحِينَ تَسْرَحُونَ 6. მათშია თქვენთვის სილამაზე, როცა მათ ნებაზე მიერეკებით როცა უშვებთ. وَتَحْمِلُ أَثْقَالَكُمْ إِلَىٰ بَلَدٍۢ لَّمْ تَكُونُوا۟ بَـٰلِغِيهِ إِلَّا بِشِقِّ ٱلْأَنفُسِ ۚ إِنَّ رَبَّكُمْ لَرَءُوفٌۭ رَّحِيمٌۭ 7. ისინი ეზიდებიან თქვენს სიმძიმეებს იმ მხარისაკენ, რომელსაც ვერაფრით მიაღწევდით, თუ არა გაჭირვებით. ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი, ლმობიერი, მწყალობელია. وَٱلْخَيْلَ وَٱلْبِغَالَ وَٱلْحَمِيرَ لِتَرْكَبُوهَا وَزِينَةًۭ ۚ وَيَخْلُقُ مَا لَا تَعْلَمُونَ 8. (იგი ქმნის) ცხენებს, ვირებსა და ჯორებს, რათა დასხდეთ მათზე, და სამშვენისად, და ქმნის იმას, რაც არ იცით. وَعَلَى ٱللَّهِ قَصْدُ ٱلسَّبِيلِ وَمِنْهَا جَآئِرٌۭ ۚ وَلَوْ شَآءَ لَهَدَىٰكُمْ أَجْمَعِينَ 9. ალლაჰზეა ჭეშმარიტ გზაზე დადგენა, და არსებობს მისგან აცდენილნიც, მაშინ, როცა თუ ინებებდა ალლაჰი, დაგადგენდათ ჭეშმარიტ გზაზე ერთიანად. هُوَ ٱلَّذِىٓ أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ ۖ لَّكُم مِّنْهُ شَرَابٌۭ وَمِنْهُ شَجَرٌۭ فِيهِ تُسِيمُونَ 10. იგია, ვინც გარდმოავლინა ციდან წყალი. მისგანა გაქვთ სასმელი და მისგანაა ხეები, სადაც აძოვებთ. يُنۢبِتُ لَكُم بِهِ ٱلزَّرْعَ وَٱلزَّيْتُونَ وَٱلنَّخِيلَ وَٱلْأَعْنَـٰبَ وَمِن كُلِّ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّقَوْمٍۢ يَتَفَكَّرُونَ 11. ამოჰყავს მისით სათესი, ზეთისხილი, ფინიკი, ყურძენი და ყოველგვარი ნაყოფი. ამაში სასწაულებია იმ ხალხისათვის, რომელიც კეთილგანსჯის. وَسَخَّرَ لَكُمُ ٱلَّيْلَ وَٱلنَّهَارَ وَٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ ۖ وَٱلنُّجُومُ مُسَخَّرَ‌ٰتٌۢ بِأَمْرِهِۦٓ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يَعْقِلُونَ 12. დაგიმორჩილათ თქვენ ღამე და დღე. მზე, მთვარე და ვარსკვლავები დამორჩილებულნი არიან მისი ბრძანებისადმი. ამაში სასწაულებია გონიერი ხალხისათვის. وَمَا ذَرَأَ لَكُمْ فِى ٱلْأَرْضِ مُخْتَلِفًا أَلْوَ‌ٰنُهُۥٓ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّقَوْمٍۢ يَذَّكَّرُونَ 13. და იმაში, რაც გააჩინა თქვენთვის სხვადასხვა ფერებით. ამაში სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც აზროვნებს. وَهُوَ ٱلَّذِى سَخَّرَ ٱلْبَحْرَ لِتَأْكُلُوا۟ مِنْهُ لَحْمًۭا طَرِيًّۭا وَتَسْتَخْرِجُوا۟ مِنْهُ حِلْيَةًۭ تَلْبَسُونَهَا وَتَرَى ٱلْفُلْكَ مَوَاخِرَ فِيهِ وَلِتَبْتَغُوا۟ مِن فَضْلِهِۦ وَلَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 14. იგია ის, ვინც დაგიმორჩილათ თქვენ ზღვა, რათა გამოიკვებოთ მისგან ახალი ხორცით და ამოიტანოთ იქიდან სამკაულები, რომელთაც შეიმკობთ. და ხედავ ხომალდებს, მას რომ კვეთენ? რათა ისურვოთ მისი მადლი, და ეგებ მადლიერნი იყოთ. وَأَلْقَىٰ فِى ٱلْأَرْضِ رَوَ‌ٰسِىَ أَن تَمِيدَ بِكُمْ وَأَنْهَـٰرًۭا وَسُبُلًۭا لَّعَلَّكُمْ تَهْتَدُونَ 15. და დაადგინა მიწაზე მყარად მდგომნი მთები, რათა არ შერყეულიყავით. და მდინარეები და გზები, რათა ეგების, სწორი გზით წახვიდეთ. وَعَلَـٰمَـٰتٍۢ ۚ وَبِٱلنَّجْمِ هُمْ يَهْتَدُونَ 16. და ნიშნები. და ისინი სწორი გზით მიდიან, ვარსკვლავთა შემწეობით. أَفَمَن يَخْلُقُ كَمَن لَّا يَخْلُقُ ۗ أَفَلَا تَذَكَّرُونَ 17. განა ის, ვისაც გაჩენა შეუძლია, ჰგავს იმას, ვისაც გაჩენა არ შეუძლია? ნუთუ არ ფიქრობთ? وَإِن تَعُدُّوا۟ نِعْمَةَ ٱللَّهِ لَا تُحْصُوهَآ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَغَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 18. და თუ დაითვლით ალლაჰის წყალობას, ვერ აღრიცხავთ. ჭეშმარიტად, ალლაჰი მიმტევებელი, მწყალობელია! وَٱللَّهُ يَعْلَمُ مَا تُسِرُّونَ وَمَا تُعْلِنُونَ 19. და ალლაჰმა იცის, რასაც მალავთ და რასაც ამბობთ. وَٱلَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ لَا يَخْلُقُونَ شَيْـًۭٔا وَهُمْ يُخْلَقُونَ 20. იმათ, ვისაც ისინი მოუხმობენ ალლაჰის მაგივრად, არაფერი შეუქმნიათ, არამედ თავად არიან გაჩენილნი. أَمْوَ‌ٰتٌ غَيْرُ أَحْيَآءٍۢ ۖ وَمَا يَشْعُرُونَ أَيَّانَ يُبْعَثُونَ 21. ისინი მკვდრები არიან და არა ცოცხალნი, და ვერც გრძნობენ, თუ როდის იქნებიან აღდგენილნი. إِلَـٰهُكُمْ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ ۚ فَٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ قُلُوبُهُم مُّنكِرَةٌۭ وَهُم مُّسْتَكْبِرُونَ 22. თქვენი ღმერთი ერთადერთი ღმერთია. მაგრამ იმათი გულები, ვინც არ ირწმუნა საიქიო, უარმყოფელია და ამპარტავნები არიან. لَا جَرَمَ أَنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ ۚ إِنَّهُۥ لَا يُحِبُّ ٱلْمُسْتَكْبِرِينَ 23. ალლაჰმა იცის, რასაც მალავენ და რასაც ამჟღავნებენ. ალლაჰს კი არ უყვარს ამპარტავნები. وَإِذَا قِيلَ لَهُم مَّاذَآ أَنزَلَ رَبُّكُمْ ۙ قَالُوٓا۟ أَسَـٰطِيرُ ٱلْأَوَّلِينَ 24. და თუ მათ ეტყვიან: რა არის რაც გარდმოავლინა თქვენმა ღმერთმაო, მიუგებენ: უწინდელი ზღაპრებიაო. لِيَحْمِلُوٓا۟ أَوْزَارَهُمْ كَامِلَةًۭ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۙ وَمِنْ أَوْزَارِ ٱلَّذِينَ يُضِلُّونَهُم بِغَيْرِ عِلْمٍ ۗ أَلَا سَآءَ مَا يَزِرُونَ 25. რათა მოიტანონ სრულიად თავიანთი ტვირთი აღდგომის დღემდე და ტვირთი იმათი, ვინც გზიდან აცდუნეს ცოდნის გარეშე. რა საძაგელია ის, რაც იტვირთეს. قَدْ مَكَرَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ فَأَتَى ٱللَّهُ بُنْيَـٰنَهُم مِّنَ ٱلْقَوَاعِدِ فَخَرَّ عَلَيْهِمُ ٱلسَّقْفُ مِن فَوْقِهِمْ وَأَتَىٰهُمُ ٱلْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ 26. იმზაკვრეს იმათაც, ვინც იყო მათზე უწინ. ალლაჰმა კი დაანგრია მათი შენობების საძირკველი, და დაემხოთ თავზე ჭერი და დაატყდათ სასჯელი იქიდან, საიდანაც ვერ გრძნობდნენ. مَّ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ يُخْزِيهِمْ وَيَقُولُ أَيْنَ شُرَكَآءِىَ ٱلَّذِينَ كُنتُمْ تُشَـٰٓقُّونَ فِيهِمْ ۚ قَالَ ٱلَّذِينَ أُوتُوا۟ ٱلْعِلْمَ إِنَّ ٱلْخِزْىَ ٱلْيَوْمَ وَٱلسُّوٓءَ عَلَى ٱلْكَـٰفِرِينَ 27. მერე აღდგომის დღეს, დაამცირებს იგი მათ და ეტყვის: აჰა, სად არიან ჩემი თანაზიარნი, რომლებზეც კამათობდით. იტყვიან ისინი, ვისაც ებოძა ცოდნა: დღეს დამცირება და სასჯელი დაატყდებათ ურწმუნოებს. ٱلَّذِينَ تَتَوَفَّىٰهُمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ ظَالِمِىٓ أَنفُسِهِمْ ۖ فَأَلْقَوُا۟ ٱلسَّلَمَ مَا كُنَّا نَعْمَلُ مِن سُوٓءٍۭ ۚ بَلَىٰٓ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۢ بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 28. იმათ, როცა მიიბარებენ ანგელოზები, ვინც უსამართლონი იყვნენ თავიანთი თავის მიმართ, და მორჩილად იტყვიან: ჩვენ სიავე არ ჩაგვიდენიაო. დიახ, ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებდით. فَٱدْخُلُوٓا۟ أَبْوَ‌ٰبَ جَهَنَّمَ خَـٰلِدِينَ فِيهَا ۖ فَلَبِئْسَ مَثْوَى ٱلْمُتَكَبِّرِينَ 29. შედით ჯოჯოხეთის კარიბჭეებში, მარადიულად (იყავით) და რა საზარელია მედიდურთა თავშესაფარი. وَقِيلَ لِلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ مَاذَآ أَنزَلَ رَبُّكُمْ ۚ قَالُوا۟ خَيْرًۭا ۗ لِّلَّذِينَ أَحْسَنُوا۟ فِى هَـٰذِهِ ٱلدُّنْيَا حَسَنَةٌۭ ۚ وَلَدَارُ ٱلْـَٔاخِرَةِ خَيْرٌۭ ۚ وَلَنِعْمَ دَارُ ٱلْمُتَّقِينَ 30. და უთხრეს იმათ, რომელნიც იყვნენ ღვთისმოშიშნი: რა ზეგარდმოავლინა თქვენმა ღმერთმაო? მიუგეს: სიკეთე. მათ, ვინც სიკეთეს აკეთებდნენ - სიკეთეა ამქვეყნად, საიქიო კი უკეთესია და რა მშვენიერი სამყოფელია ღვთისმოშიშთათვის. جَنَّـٰتُ عَدْنٍۢ يَدْخُلُونَهَا تَجْرِى مِن تَحْتِهَا ٱلْأَنْهَـٰرُ ۖ لَهُمْ فِيهَا مَا يَشَآءُونَ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يَجْزِى ٱللَّهُ ٱلْمُتَّقِينَ 31. ისინი შევლენ სამოთხის ბაღებში, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები და ექნებათ იქ, რასაც ისურვებენ. ამგვარად მიუზღავს ალლაჰი ღვთისმოშიშებს. ٱلَّذِينَ تَتَوَفَّىٰهُمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ طَيِّبِينَ ۙ يَقُولُونَ سَلَـٰمٌ عَلَيْكُمُ ٱدْخُلُوا۟ ٱلْجَنَّةَ بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 32. მათ, რომელთაც ანგელოზები მართლებად მიიბარებენ, ეტყვიან: მშვიდობა თქვენდა, შედით სამოთხეში იმის გამო, რასაც აკეთებდით. هَلْ يَنظُرُونَ إِلَّآ أَن تَأْتِيَهُمُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ أَوْ يَأْتِىَ أَمْرُ رَبِّكَ ۚ كَذَ‌ٰلِكَ فَعَلَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ وَمَا ظَلَمَهُمُ ٱللَّهُ وَلَـٰكِن كَانُوٓا۟ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ 33. განა სხვა რამეს ელიან, გარდა იმისა, რომ მივლენ მათთან ანგელოზები, ან მიუვათ შენი ღმერთის ბრძანება?! ასევე იქცეოდნენ ისინი, ვინც იყვნენ მათზე უწინ. და ალლაჰი კი არ მოექცა მათ უსამართლოდ, არამედ საკუთარ თავს მოექცნენ უსამართლოდ. فَأَصَابَهُمْ سَيِّـَٔاتُ مَا عَمِلُوا۟ وَحَاقَ بِهِم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 34. და თავს დაატყდათ სიავენი იმის გამო, რასაც აკეთებდნენ, და გარემოიცვა ისინი სწორედ იმან, რასაც დასცინოდნენ. وَقَالَ ٱلَّذِينَ أَشْرَكُوا۟ لَوْ شَآءَ ٱللَّهُ مَا عَبَدْنَا مِن دُونِهِۦ مِن شَىْءٍۢ نَّحْنُ وَلَآ ءَابَآؤُنَا وَلَا حَرَّمْنَا مِن دُونِهِۦ مِن شَىْءٍۢ ۚ كَذَ‌ٰلِكَ فَعَلَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۚ فَهَلْ عَلَى ٱلرُّسُلِ إِلَّا ٱلْبَلَـٰغُ ٱلْمُبِينُ 35. და თქვეს იმათ, ვინც თანაზიარს უდგენდა. ალლაჰს რომ ენება, არ ვეთაყვანებოდით მის გარდა არავის არც ჩვენ და არც ჩვენი მამები, და არც ავკრძალავდით მის გარეშეო. ამგვარად მოიქცნენ ისინიც, ვინც იყო მათზე უწინ. და განა შუამავლებს რაიმე ევალებათ, ცხადი შეტყობინების გარდა?! وَلَقَدْ بَعَثْنَا فِى كُلِّ أُمَّةٍۢ رَّسُولًا أَنِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ وَٱجْتَنِبُوا۟ ٱلطَّـٰغُوتَ ۖ فَمِنْهُم مَّنْ هَدَى ٱللَّهُ وَمِنْهُم مَّنْ حَقَّتْ عَلَيْهِ ٱلضَّلَـٰلَةُ ۚ فَسِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَٱنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُكَذِّبِينَ 36. და ვფიცავ! ჩვენ წარმოვგზავნეთ ყოველ ერთან შუამავალი, რათა ალლაჰისათვის თაყვანი ეცათ და განდგომოდნენ ტაღუთს, და მათგან იყვნენ ისინი, რომელნიც ალლაჰმა დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე და იყვნენ ისეთნიც, რომელთაც განესაზღვრათ ცდომილება. მაშ, იარეთ ქვეყანაზე და ნახეთ, როგორი იყო მატყუარების აღსასრული! إِن تَحْرِصْ عَلَىٰ هُدَىٰهُمْ فَإِنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى مَن يُضِلُّ ۖ وَمَا لَهُم مِّن نَّـٰصِرِينَ 37. ძალიანაც რომ გინდოდეს მათი სწორ გზაზე დაყენება, ალლაჰი მაინც არ უწინამძღვრებს სწორ გზაზე იმას, ვისაც გზიდან ააცდენს, და მათ არავინ ეყოლებათ შემწე. وَأَقْسَمُوا۟ بِٱللَّهِ جَهْدَ أَيْمَـٰنِهِمْ ۙ لَا يَبْعَثُ ٱللَّهُ مَن يَمُوتُ ۚ بَلَىٰ وَعْدًا عَلَيْهِ حَقًّۭا وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 38. და დაიფიცეს ალლაჰი უმტკიცესი ფიცით: ალლაჰი არ გააცოცხლებს იმას, ვინც მოკვდაო. ჭეშმარიტია მისი აღთქმა, თუმცა ადამიანთა უმეტესობას არ ესმის. لِيُبَيِّنَ لَهُمُ ٱلَّذِى يَخْتَلِفُونَ فِيهِ وَلِيَعْلَمَ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ أَنَّهُمْ كَانُوا۟ كَـٰذِبِينَ 39. რათა ნათლად განემარტა მათთვის ის, რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ, და რათა შეეგნოთ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, რომ იყვნენ მატყუარები. إِنَّمَا قَوْلُنَا لِشَىْءٍ إِذَآ أَرَدْنَـٰهُ أَن نَّقُولَ لَهُۥ كُن فَيَكُونُ 40. და როცა რამეს ვინებებთ, საკმარისია ვუთხრათ - იყავ, და იქნება. وَٱلَّذِينَ هَاجَرُوا۟ فِى ٱللَّهِ مِنۢ بَعْدِ مَا ظُلِمُوا۟ لَنُبَوِّئَنَّهُمْ فِى ٱلدُّنْيَا حَسَنَةًۭ ۖ وَلَأَجْرُ ٱلْـَٔاخِرَةِ أَكْبَرُ ۚ لَوْ كَانُوا۟ يَعْلَمُونَ 41. და ისინი, ვინც ალლაჰისათვის გადასახლდნენ, მას მერე რაც უსამართლოდ მოექცნენ, მათ დავამკვიდრებთ დედამიწაზე სიკეთით. საიქიოს საზღაური კი უფრო დიდია, რომ იცოდნენ. ٱلَّذِينَ صَبَرُوا۟ وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ 42. მათ, რომელთაც მოითმინეს და მხოლოდ თავიანთ ღმერთს სასოებდნენ. وَمَآ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ إِلَّا رِجَالًۭا نُّوحِىٓ إِلَيْهِمْ ۚ فَسْـَٔلُوٓا۟ أَهْلَ ٱلذِّكْرِ إِن كُنتُمْ لَا تَعْلَمُونَ 43. და არ წარმოგვიგზავნია შენამდე, თუ არა კაცნი, რომელსაც ზეშთავაგონებდით. თუკი არ იცით ჰკითხეთ მცოდნეებს. بِٱلْبَيِّنَـٰتِ وَٱلزُّبُرِ ۗ وَأَنزَلْنَآ إِلَيْكَ ٱلذِّكْرَ لِتُبَيِّنَ لِلنَّاسِ مَا نُزِّلَ إِلَيْهِمْ وَلَعَلَّهُمْ يَتَفَكَّرُونَ 44. ცხადი მტკიცებითა და წიგნებით, და გარდმოგივლინეთ შენ შეხსენება, რათა ნათლად განგემარტა ხალხისათვის ის, რაც მათზე ზეგარდმოევლინა, რათა ეგების დაფიქრდნენ. أَفَأَمِنَ ٱلَّذِينَ مَكَرُوا۟ ٱلسَّيِّـَٔاتِ أَن يَخْسِفَ ٱللَّهُ بِهِمُ ٱلْأَرْضَ أَوْ يَأْتِيَهُمُ ٱلْعَذَابُ مِنْ حَيْثُ لَا يَشْعُرُونَ 45. და განა ისინი, ვინც სიავეებს ხლართავდა, დარწმუნებულნი არიან, რომ ალლაჰი მოაქცევს მათ მიწის ქვეშ, ანდა მოუვათ სასჯელი იქიდან, საითაც ვერ გრძნობენ. أَوْ يَأْخُذَهُمْ فِى تَقَلُّبِهِمْ فَمَا هُم بِمُعْجِزِينَ 46. ანდა შეიპყრობს მათ, როცა აქეთ-იქით დაძრწიან და თავს ვერ დაიძვრენენ. أَوْ يَأْخُذَهُمْ عَلَىٰ تَخَوُّفٍۢ فَإِنَّ رَبَّكُمْ لَرَءُوفٌۭ رَّحِيمٌ 47. ანდა არ შეიპყრობს მათ შიშით?! - და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ლმობიერი, მწყალობელია. أَوَلَمْ يَرَوْا۟ إِلَىٰ مَا خَلَقَ ٱللَّهُ مِن شَىْءٍۢ يَتَفَيَّؤُا۟ ظِلَـٰلُهُۥ عَنِ ٱلْيَمِينِ وَٱلشَّمَآئِلِ سُجَّدًۭا لِّلَّهِ وَهُمْ دَ‌ٰخِرُونَ 48. ან განა არ დაუნახავთ, რაც შექმნა ალლაჰმა და მათი ჩრდილები, როგორ იხრებიან მარჯვნივ და მარცხნივ, ალლაჰისადმი თაყვანისცემით, მოკრძალებულად? وَلِلَّهِ يَسْجُدُ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ مِن دَآبَّةٍۢ وَٱلْمَلَـٰٓئِكَةُ وَهُمْ لَا يَسْتَكْبِرُونَ 49. და ალლაჰის წინაშე სეჯდეს ასრულებენ, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, ყველა სულიერი და ანგელოზნი, და ისინი არ ამპარტავნობენ. يَخَافُونَ رَبَّهُم مِّن فَوْقِهِمْ وَيَفْعَلُونَ مَا يُؤْمَرُونَ 50. ეშინიათ თავიანთი ღმერთისა მათ ზემოთ მყოფის, და აკეთებენ იმას, რაც ებრძანათ. وَقَالَ ٱللَّهُ لَا تَتَّخِذُوٓا۟ إِلَـٰهَيْنِ ٱثْنَيْنِ ۖ إِنَّمَا هُوَ إِلَـٰهٌۭ وَ‌ٰحِدٌۭ ۖ فَإِيَّـٰىَ فَٱرْهَبُونِ 51. და თქვა ალლაჰმა: ნუ დაიდგენთ ორ ღვთაებას არამედ იგია ერთადერთი ღვთაება - და მხოლოდ ჩემი გეშინოდეთ. وَلَهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَلَهُ ٱلدِّينُ وَاصِبًا ۚ أَفَغَيْرَ ٱللَّهِ تَتَّقُونَ 52. და მისია ყოველი, რაცაა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა და მხოლოდ მას უნდა ემორჩილებოდეთ. და განა გეშინიათ ვინმესი, ალლაჰის გარდა? وَمَا بِكُم مِّن نِّعْمَةٍۢ فَمِنَ ٱللَّهِ ۖ ثُمَّ إِذَا مَسَّكُمُ ٱلضُّرُّ فَإِلَيْهِ تَجْـَٔرُونَ 53. და თქვენ არანაირი წყალობა არ გაგაჩნიათ, ყველაფერი ალლაჰისგანაა. მერე კი თუ ზარალი დაგატყდებათ, მას შეევედრეთ. ثُمَّ إِذَا كَشَفَ ٱلضُّرَّ عَنكُمْ إِذَا فَرِيقٌۭ مِّنكُم بِرَبِّهِمْ يُشْرِكُونَ 54. მერე კი, როცა ზარალს აგაშორებთ, ზოგი თქვენგანი ღმერთს თანაზიარს უდგენს. لِيَكْفُرُوا۟ بِمَآ ءَاتَيْنَـٰهُمْ ۚ فَتَمَتَّعُوا۟ ۖ فَسَوْفَ تَعْلَمُونَ 55. რათა არ ირწმუნონ ის, რაც ვუბოძეთ. დატკბით მცირე ხანს, მალე კი გეცოდინებათ. وَيَجْعَلُونَ لِمَا لَا يَعْلَمُونَ نَصِيبًۭا مِّمَّا رَزَقْنَـٰهُمْ ۗ تَٱللَّهِ لَتُسْـَٔلُنَّ عَمَّا كُنتُمْ تَفْتَرُونَ 56. და უწესებენ იმას, რაც არ იციან, წილს იქიდან, რითაც ჩვენ ვაპურებთ. ვფიცავ ალლაჰს, მოგეკითხებათ ის, რასაც იგონებდით وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ ٱلْبَنَـٰتِ سُبْحَـٰنَهُۥ ۙ وَلَهُم مَّا يَشْتَهُونَ 57. და ალლაჰს უდგენენ ქალიშვილებს. დიდება მას! თავისთვის კი იტოვებენ იმას, რასაც ესწრაფიან. وَإِذَا بُشِّرَ أَحَدُهُم بِٱلْأُنثَىٰ ظَلَّ وَجْهُهُۥ مُسْوَدًّۭا وَهُوَ كَظِيمٌۭ 58. როცა რომელიმე მათგანს მიუვა სამახარობლო მდედრისა, სახე სევდით გაუშავდება და დათრგუნულია. يَتَوَ‌ٰرَىٰ مِنَ ٱلْقَوْمِ مِن سُوٓءِ مَا بُشِّرَ بِهِۦٓ ۚ أَيُمْسِكُهُۥ عَلَىٰ هُونٍ أَمْ يَدُسُّهُۥ فِى ٱلتُّرَابِ ۗ أَلَا سَآءَ مَا يَحْكُمُونَ 59. ემალება ხალხს იმის გამო, რაც მიახარეს(და ყოყმანობს) დაიტოვოს სირცხვილად თუ მიწაში დამარხოს. لِلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِٱلْـَٔاخِرَةِ مَثَلُ ٱلسَّوْءِ ۖ وَلِلَّهِ ٱلْمَثَلُ ٱلْأَعْلَىٰ ۚ وَهُوَ ٱلْعَزِيزُ ٱلْحَكِيمُ 60. ვინც არ ირწმუნა საიქიო, ცუდი თვისებები ახასიათებთ. ხოლო ალლაჰისაა უზენაესი თვისებები, და იგია ძლევამოსილი, ბრძენი. وَلَوْ يُؤَاخِذُ ٱللَّهُ ٱلنَّاسَ بِظُلْمِهِم مَّا تَرَكَ عَلَيْهَا مِن دَآبَّةٍۢ وَلَـٰكِن يُؤَخِّرُهُمْ إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى ۖ فَإِذَا جَآءَ أَجَلُهُمْ لَا يَسْتَـْٔخِرُونَ سَاعَةًۭ ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ 61. და რომ დაესაჯა ალლაჰს ხალხი მათი ცოდვებისათვის, დედამიწაზე ერთი სულიერიც არ დარჩებოდა, მაგრამ უვადებს იგი მათ განსაზღვრულ ჟამამდე. ხოლო როცა დრო დაუდგებათ, ვერ შეაყოვნებენ ერთი საათითაც კი და ვერც დააჩქარებენ. وَيَجْعَلُونَ لِلَّهِ مَا يَكْرَهُونَ وَتَصِفُ أَلْسِنَتُهُمُ ٱلْكَذِبَ أَنَّ لَهُمُ ٱلْحُسْنَىٰ ۖ لَا جَرَمَ أَنَّ لَهُمُ ٱلنَّارَ وَأَنَّهُم مُّفْرَطُونَ 62. და ალლაჰს მიაწერენ იმას, რაც სძულთ, და მათი ენები სიცრუეს ამბობენ, რომ სიკეთე მიეგებათ. მათ უსათუოდ ცეცხლი მიეგებათ და სწორედ ისინი იქნებიან მიტოვებულნი. تَٱللَّهِ لَقَدْ أَرْسَلْنَآ إِلَىٰٓ أُمَمٍۢ مِّن قَبْلِكَ فَزَيَّنَ لَهُمُ ٱلشَّيْطَـٰنُ أَعْمَـٰلَهُمْ فَهُوَ وَلِيُّهُمُ ٱلْيَوْمَ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 63. ვფიცავ ალლაჰს, ჩვენ შენამდეც წარგვიგზავნია შუამავლები ერებთან, შაითანმა კი მშვენიერად მოაჩვენა თავიანთი საქმენი და სწორედ ის იქნება მათი მოკავშირე იმ დღეს, როცა მიეგებათ მტანჯველი სასჯელი. وَمَآ أَنزَلْنَا عَلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ إِلَّا لِتُبَيِّنَ لَهُمُ ٱلَّذِى ٱخْتَلَفُوا۟ فِيهِ ۙ وَهُدًۭى وَرَحْمَةًۭ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 64. და არ გარდმოგვივლენია წიგნი შენზე, თუ არა იმისთვის, რომ ცხადად განუმარტო მათ, რაზედაც ვერ თანხმდებიან. და ჭეშმარიტ გზად და წყალობად ხალხისათვის, რომელმაც ირწმუნა. وَٱللَّهُ أَنزَلَ مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَحْيَا بِهِ ٱلْأَرْضَ بَعْدَ مَوْتِهَآ ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّقَوْمٍۢ يَسْمَعُونَ 65. და გარდმოავლინა ალლაჰმა ციდან წყალი და გააცოცხლა მისით მიწა, მისი სიკვდილის შემდგომ. ამაში, ჭეშმარიტად, სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც შეისმენს. وَإِنَّ لَكُمْ فِى ٱلْأَنْعَـٰمِ لَعِبْرَةًۭ ۖ نُّسْقِيكُم مِّمَّا فِى بُطُونِهِۦ مِنۢ بَيْنِ فَرْثٍۢ وَدَمٍۢ لَّبَنًا خَالِصًۭا سَآئِغًۭا لِّلشَّـٰرِبِينَ 66. და თქვენთვის საქონელი არის შეგონება: ჩვენ წყურვილს გიკლავთ იმით, რაც მათ მუცლებშია - მოუნელებელ საკვებსა და სისხლს შორის, სუფთა რძეს, სასიამოვნო დასალევს. وَمِن ثَمَرَ‌ٰتِ ٱلنَّخِيلِ وَٱلْأَعْنَـٰبِ تَتَّخِذُونَ مِنْهُ سَكَرًۭا وَرِزْقًا حَسَنًا ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّقَوْمٍۢ يَعْقِلُونَ 67. ხურმის ნაყოფიდან და ვაზიდან თქვენ იღებთ მათრობელას და კეთილ სარჩოს. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია გონიერი ხალხისათვის! وَأَوْحَىٰ رَبُّكَ إِلَى ٱلنَّحْلِ أَنِ ٱتَّخِذِى مِنَ ٱلْجِبَالِ بُيُوتًۭا وَمِنَ ٱلشَّجَرِ وَمِمَّا يَعْرِشُونَ 68. შენმა ღმერთმა ზეშთააგონა ფუტკარს: „გაიკეთე საცხოვრებელი მთებში, ხეებსა და ხალხის ნაშენებზე. ثُمَّ كُلِى مِن كُلِّ ٱلثَّمَرَ‌ٰتِ فَٱسْلُكِى سُبُلَ رَبِّكِ ذُلُلًۭا ۚ يَخْرُجُ مِنۢ بُطُونِهَا شَرَابٌۭ مُّخْتَلِفٌ أَلْوَ‌ٰنُهُۥ فِيهِ شِفَآءٌۭ لِّلنَّاسِ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّقَوْمٍۢ يَتَفَكَّرُونَ 69. შემდეგ მიირთვი ყოველგვარი ნაყოფი და ასეთნაირად შენი ღმერთის გზებს დაადექი.“ მისი მუცლიდან გამოდის სხვადასხვა ფერის სასმელი, რომელშიც ხალხისათვის განკურნებაა. ჭეშმარიტად, ამაში სასწაულია გონიერი ხალხისათვის. وَٱللَّهُ خَلَقَكُمْ ثُمَّ يَتَوَفَّىٰكُمْ ۚ وَمِنكُم مَّن يُرَدُّ إِلَىٰٓ أَرْذَلِ ٱلْعُمُرِ لِكَىْ لَا يَعْلَمَ بَعْدَ عِلْمٍۢ شَيْـًٔا ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۭ قَدِيرٌۭ 70. და ალლაჰმა გაგაჩინათ თქვენ, შემდეგ კი მიგიბარებთ. და ზოგი თქვენგანი მიაღწევს ღრმა სიბერეს და აღარ ეცოდინება რაიმე ცოდნის შემდეგ. ჭეშმარიტად, ალლაჰი, ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლეა. وَٱللَّهُ فَضَّلَ بَعْضَكُمْ عَلَىٰ بَعْضٍۢ فِى ٱلرِّزْقِ ۚ فَمَا ٱلَّذِينَ فُضِّلُوا۟ بِرَآدِّى رِزْقِهِمْ عَلَىٰ مَا مَلَكَتْ أَيْمَـٰنُهُمْ فَهُمْ فِيهِ سَوَآءٌ ۚ أَفَبِنِعْمَةِ ٱللَّهِ يَجْحَدُونَ 71. და ალლაჰმა გამოარჩია ზოგი თქვენგანი ზოგ თქვენგანზე სარჩოთი; ისინი კი, ვისაც უპირატესობა მიეცა, არ აძლევენ წილს იმათ, ვინც მათმა მარჯვენამ მოიპოვა, რათა ისინი მათ არ გაუთანაბრდნენ. განა ისინი უარყოფენ ალლაჰის წყალობას? وَٱللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّنْ أَنفُسِكُمْ أَزْوَ‌ٰجًۭا وَجَعَلَ لَكُم مِّنْ أَزْوَ‌ٰجِكُم بَنِينَ وَحَفَدَةًۭ وَرَزَقَكُم مِّنَ ٱلطَّيِّبَـٰتِ ۚ أَفَبِٱلْبَـٰطِلِ يُؤْمِنُونَ وَبِنِعْمَتِ ٱللَّهِ هُمْ يَكْفُرُونَ 72. და ალლაჰმა დაგიდგინათ მეუღლეები თქვენგანვე და გიბოძათ მეუღლეთაგან ძენი და შვილიშვილნი და დაგაპურათ სიკეთენით. ხოლო მათ განა სწამთ ამაოებისა, ალლაჰის მოწყალების მიმართ კი ურწმუნონი არიან?! وَيَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَمْلِكُ لَهُمْ رِزْقًۭا مِّنَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ شَيْـًۭٔا وَلَا يَسْتَطِيعُونَ 73. და ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა იმას, რომელსაც არ ხელეწიფება ციდან და მიწიდან სარჩოს მიცემა და ისინი უძლურნი არიან. فَلَا تَضْرِبُوا۟ لِلَّهِ ٱلْأَمْثَالَ ۚ إِنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ وَأَنتُمْ لَا تَعْلَمُونَ 74. არავინ შეადაროთ ალლაჰს, ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, და თქვენ არ იცით. ضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًا عَبْدًۭا مَّمْلُوكًۭا لَّا يَقْدِرُ عَلَىٰ شَىْءٍۢ وَمَن رَّزَقْنَـٰهُ مِنَّا رِزْقًا حَسَنًۭا فَهُوَ يُنفِقُ مِنْهُ سِرًّۭا وَجَهْرًا ۖ هَلْ يَسْتَوُۥنَ ۚ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ 75. და ალლაჰმა იგავად მოიტანა დაპყრობილი მონა, რომელსაც არაფერი ხელეწიფება, და ის, ვინც დავაპურეთ კეთილი სარჩოთი და სარგებლობს მისით ფარულად თუ ცხადად - განა თანასწორნი არიან?! ქება-დიდება ალლაჰს. მათმა უმეტესობამ არ იცის. وَضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًۭا رَّجُلَيْنِ أَحَدُهُمَآ أَبْكَمُ لَا يَقْدِرُ عَلَىٰ شَىْءٍۢ وَهُوَ كَلٌّ عَلَىٰ مَوْلَىٰهُ أَيْنَمَا يُوَجِّههُّ لَا يَأْتِ بِخَيْرٍ ۖ هَلْ يَسْتَوِى هُوَ وَمَن يَأْمُرُ بِٱلْعَدْلِ ۙ وَهُوَ عَلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 76. და მოიტანა იგავად ალლაჰმა ორი კაცი: ერთ-ერთი მუნჯია, რომელსაც არაფერი ხელეწიფება, ტვირთია თავისი ბატონისა და საითაც წარგზავნის მას, ხეირი არ მოაქვს. განა თანასწორია იმისა, ვინც სამართალს ბრძანებს და ჭეშმარიტ გზაზე დგას?! وَلِلَّهِ غَيْبُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَمَآ أَمْرُ ٱلسَّاعَةِ إِلَّا كَلَمْحِ ٱلْبَصَرِ أَوْ هُوَ أَقْرَبُ ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌۭ 77. ალლაჰს ეკუთვნის დაფარული ცათა და ქვეყნისა. და სხვა არ არის საათის საქმე, თვალის დახამხამების გარდა, ანდა იგი ამაზე უფრო ახლოსაა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისშემძლეა. وَٱللَّهُ أَخْرَجَكُم مِّنۢ بُطُونِ أُمَّهَـٰتِكُمْ لَا تَعْلَمُونَ شَيْـًۭٔا وَجَعَلَ لَكُمُ ٱلسَّمْعَ وَٱلْأَبْصَـٰرَ وَٱلْأَفْـِٔدَةَ ۙ لَعَلَّكُمْ تَشْكُرُونَ 78. ალლაჰმა გამოგიყვანათ თქვენ დედათა მუცლებიდან მაშინ, როცა არაფერი გაგეგებოდათ, მან კი მოგცათ სმენა, თვალები და გულნი, რათა ეგების მადლიერნი ყოფილიყავით. أَلَمْ يَرَوْا۟ إِلَى ٱلطَّيْرِ مُسَخَّرَ‌ٰتٍۢ فِى جَوِّ ٱلسَّمَآءِ مَا يُمْسِكُهُنَّ إِلَّا ٱللَّهُ ۗ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 79. განა ვერ ხედავენ ჩიტებს, მორჩილნი ცის სივრცეში, არავინ აკავებთ მათ, ალლაჰის გარდა. ამაში კი სასწაულებია ხალხისათვის, რომელმაც ირწმუნა. وَٱللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّنۢ بُيُوتِكُمْ سَكَنًۭا وَجَعَلَ لَكُم مِّن جُلُودِ ٱلْأَنْعَـٰمِ بُيُوتًۭا تَسْتَخِفُّونَهَا يَوْمَ ظَعْنِكُمْ وَيَوْمَ إِقَامَتِكُمْ ۙ وَمِنْ أَصْوَافِهَا وَأَوْبَارِهَا وَأَشْعَارِهَآ أَثَـٰثًۭا وَمَتَـٰعًا إِلَىٰ حِينٍۢ 80. ალლაჰმა დაგიდგინათ სახლები საცხოვრებლად. და დაადგინა საქონლის ტყავებიდან სადგომი საცხოვრებლად, რომელსაც მსუბუქად მოიხმართ მგზავრობისას ან როცა დაბინავდებით, და მათი მატყლისგან, სტევისგან(აქლემის მატყლი) და ბეწვისგან სამოსელი და ავეჯი, სარგებლად განსაზღვრულ ჟამამდე. وَٱللَّهُ جَعَلَ لَكُم مِّمَّا خَلَقَ ظِلَـٰلًۭا وَجَعَلَ لَكُم مِّنَ ٱلْجِبَالِ أَكْنَـٰنًۭا وَجَعَلَ لَكُمْ سَرَ‌ٰبِيلَ تَقِيكُمُ ٱلْحَرَّ وَسَرَ‌ٰبِيلَ تَقِيكُم بَأْسَكُمْ ۚ كَذَ‌ٰلِكَ يُتِمُّ نِعْمَتَهُۥ عَلَيْكُمْ لَعَلَّكُمْ تُسْلِمُونَ 81. ალლაჰმა დაგიდგინათ საჩრდილობელი იმათგან, რაც შექმნა; დაგიდგინათ მათგან თავშესაფარნი, სამოსელი, რომელიც გიცავთ სიცხეში და სამოსელი, რომელიც საფრთხისგან გიცავთ. ამგვარად სრულყოფს წყალობას თქვენზე, რათა ეგების დამორჩილდეთ. فَإِن تَوَلَّوْا۟ فَإِنَّمَا عَلَيْكَ ٱلْبَلَـٰغُ ٱلْمُبِينُ 82. და თუ პირს იბრუნებენ, შენზეა მხოლოდ აშკარა შეტყობინება. يَعْرِفُونَ نِعْمَتَ ٱللَّهِ ثُمَّ يُنكِرُونَهَا وَأَكْثَرُهُمُ ٱلْكَـٰفِرُونَ 83. ისინი შეიცნობენ ალლაჰის წყალობას და შემდეგ უარყოფენ, რამეთუ უმეტესი მათგანი ურწმუნოა. وَيَوْمَ نَبْعَثُ مِن كُلِّ أُمَّةٍۢ شَهِيدًۭا ثُمَّ لَا يُؤْذَنُ لِلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَلَا هُمْ يُسْتَعْتَبُونَ 84. იმ დღეს ყოველი ერიდან წარვაგზავნით თითო მოწმეს, ნება არ მიეცემათ მათ, რომელთაც არ ირწმუნეს, და არ იქნებიან შეწყალბულნი. وَإِذَا رَءَا ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ ٱلْعَذَابَ فَلَا يُخَفَّفُ عَنْهُمْ وَلَا هُمْ يُنظَرُونَ 85. და ნახავენ სასჯელს ისინი, ვინც უსამართლოდ იქცეოდა. არ შეუმსუბუქდებათ და არ იქნებიან მიხედილნი. وَإِذَا رَءَا ٱلَّذِينَ أَشْرَكُوا۟ شُرَكَآءَهُمْ قَالُوا۟ رَبَّنَا هَـٰٓؤُلَآءِ شُرَكَآؤُنَا ٱلَّذِينَ كُنَّا نَدْعُوا۟ مِن دُونِكَ ۖ فَأَلْقَوْا۟ إِلَيْهِمُ ٱلْقَوْلَ إِنَّكُمْ لَكَـٰذِبُونَ 86. და როცა ნახავენ წარმართები თავის თანაზიარებს იტყვიან: ღმერთო ჩვენო, ესენი არიან ჩვენი თანაზიარნი, რომელთაც ვუხმობდით შენს გარდა და გადაუგდებენ მათ სიტყვას: თქვენ მატყუარები ხართ. وَأَلْقَوْا۟ إِلَى ٱللَّهِ يَوْمَئِذٍ ٱلسَّلَمَ ۖ وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 87. იმ დღეს გამოხატავენ მორჩილებას ალლაჰის წინაშე და მიატოვებს მათ ის, რასაც იგონებდნენ. ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ وَصَدُّوا۟ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ زِدْنَـٰهُمْ عَذَابًۭا فَوْقَ ٱلْعَذَابِ بِمَا كَانُوا۟ يُفْسِدُونَ 88. ხოლო იმათ, რომელთაც არ ირწმუნეს და აბრკოლებდნენ ხალხს ალლაჰის გზაზე, ტანჯვას ტანჯვაზე მივუმატებთ იმის გამო, რომ უკეთურებას თესავდნენ. وَيَوْمَ نَبْعَثُ فِى كُلِّ أُمَّةٍۢ شَهِيدًا عَلَيْهِم مِّنْ أَنفُسِهِمْ ۖ وَجِئْنَا بِكَ شَهِيدًا عَلَىٰ هَـٰٓؤُلَآءِ ۚ وَنَزَّلْنَا عَلَيْكَ ٱلْكِتَـٰبَ تِبْيَـٰنًۭا لِّكُلِّ شَىْءٍۢ وَهُدًۭى وَرَحْمَةًۭ وَبُشْرَىٰ لِلْمُسْلِمِينَ 89. და იმ დღეს წარვაგზავნით ყოველი ერის წინააღმდეგ მათგანვე, და შენც მოწმედ მოგიყვანთ ამათზე, და გარდმოგივლინეთ შენ წიგნი განმარტებად ყოველივესი, ხელმძღვანელობად, წყალობად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის. إِنَّ ٱللَّهَ يَأْمُرُ بِٱلْعَدْلِ وَٱلْإِحْسَـٰنِ وَإِيتَآئِ ذِى ٱلْقُرْبَىٰ وَيَنْهَىٰ عَنِ ٱلْفَحْشَآءِ وَٱلْمُنكَرِ وَٱلْبَغْىِ ۚ يَعِظُكُمْ لَعَلَّكُمْ تَذَكَّرُونَ 90. ჭეშმარიტად, ალლაჰი მოგიწოდებთ სამართლიანობას, სიკეთესა და ქველმოქმედებას ახლობელთა მიმართ, და გიკრძალავთ მრუშობას, გასაკიცხ ქმედებასა და შურს, ის შეგაგონებთ, რათა ეგების დაფიქრდეთ. وَأَوْفُوا۟ بِعَهْدِ ٱللَّهِ إِذَا عَـٰهَدتُّمْ وَلَا تَنقُضُوا۟ ٱلْأَيْمَـٰنَ بَعْدَ تَوْكِيدِهَا وَقَدْ جَعَلْتُمُ ٱللَّهَ عَلَيْكُمْ كَفِيلًا ۚ إِنَّ ٱللَّهَ يَعْلَمُ مَا تَفْعَلُونَ 91. უერთგულეთ ალლაჰისადმი აღთქმას, თუკი აღუთქვამთ, და ნუ გასტეხთ ფიცს მისი დადების შემდგომ. მაშინ, როცა ალლაჰი თქვენს თავდებად გაიხადეთ. ჭეშმარიტად, ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებთ. وَلَا تَكُونُوا۟ كَٱلَّتِى نَقَضَتْ غَزْلَهَا مِنۢ بَعْدِ قُوَّةٍ أَنكَـٰثًۭا تَتَّخِذُونَ أَيْمَـٰنَكُمْ دَخَلًۢا بَيْنَكُمْ أَن تَكُونَ أُمَّةٌ هِىَ أَرْبَىٰ مِنْ أُمَّةٍ ۚ إِنَّمَا يَبْلُوكُمُ ٱللَّهُ بِهِۦ ۚ وَلَيُبَيِّنَنَّ لَكُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ مَا كُنتُمْ فِيهِ تَخْتَلِفُونَ 92. და ნუ იქნებით მსგავსი იმ ქალისა, რომელმაც დაწყვიტა თავისი ძაფი მტკიცე დართვის შემდეგ, იმით, რომ თქვენს ფიცს აქცევთ შემოსავლად, რათა იყოს ეს ერი ყველა ერზე მრავალრიცხოვანი. ალლაჰი კი გამოგცდით ამით და უსათუოდ განგიმარტავთ აღდგომის დღეს იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდით. وَلَوْ شَآءَ ٱللَّهُ لَجَعَلَكُمْ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ وَلَـٰكِن يُضِلُّ مَن يَشَآءُ وَيَهْدِى مَن يَشَآءُ ۚ وَلَتُسْـَٔلُنَّ عَمَّا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 93. და რომ ენება ალლაჰს, გაქცევდათ ერთ ერად; მაგრამ იგი გზას ააცდენს იმას, ვისაც ინებებს, და სწორ გზაზე დაადგენს იმას, ვისაც ინებებს. თქვენ კი მოგეკითხებათ ის, რასაც აკეთებდით. وَلَا تَتَّخِذُوٓا۟ أَيْمَـٰنَكُمْ دَخَلًۢا بَيْنَكُمْ فَتَزِلَّ قَدَمٌۢ بَعْدَ ثُبُوتِهَا وَتَذُوقُوا۟ ٱلسُّوٓءَ بِمَا صَدَدتُّمْ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ ۖ وَلَكُمْ عَذَابٌ عَظِيمٌۭ 94. და ნუ აქცევთ ფიცს შემოსავლად თქვენს შორის, თორემ ფეხი დაგიცდებათ მისი სიმტკიცის შემდგომ, და იგემებთ სიავეს იმის გამო, რომ სცდებოდით ალლაჰის გზიდან, და სწორედ თქვენთვისაა დიადი სასჯელი. وَلَا تَشْتَرُوا۟ بِعَهْدِ ٱللَّهِ ثَمَنًۭا قَلِيلًا ۚ إِنَّمَا عِندَ ٱللَّهِ هُوَ خَيْرٌۭ لَّكُمْ إِن كُنتُمْ تَعْلَمُونَ 95. და ნუ გაჰყიდით ალლაჰის აღთქმას მცირე საფასურად. ის, რაც ალლაჰთანაა უკეთესია თქვენთვის, რომ იცოდეთ. مَا عِندَكُمْ يَنفَدُ ۖ وَمَا عِندَ ٱللَّهِ بَاقٍۢ ۗ وَلَنَجْزِيَنَّ ٱلَّذِينَ صَبَرُوٓا۟ أَجْرَهُم بِأَحْسَنِ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 96. ის, რაც თქვენ გაბადიათ, გათავდება, ხოლო ის, რაც ალლაჰთანაა არ გამოილევა. და მომთმენებს მივაგებთ იმაზე უკეთეს ჯილდოს, რასაც აკეთებდნენ. مَنْ عَمِلَ صَـٰلِحًۭا مِّن ذَكَرٍ أَوْ أُنثَىٰ وَهُوَ مُؤْمِنٌۭ فَلَنُحْيِيَنَّهُۥ حَيَوٰةًۭ طَيِّبَةًۭ ۖ وَلَنَجْزِيَنَّهُمْ أَجْرَهُم بِأَحْسَنِ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 97. ვინც მართალი საქმე აკეთა, კაცმა თუ ქალმა, და თან მორწმუნეც იყო, უსათუოდ ვაცხოვრებთ მათ კეთილი ცხოვრებით, და მივაგებთ ჯილდოს იმაზე უკეთესს, რასაც აკეთებდნენ. فَإِذَا قَرَأْتَ ٱلْقُرْءَانَ فَٱسْتَعِذْ بِٱللَّهِ مِنَ ٱلشَّيْطَـٰنِ ٱلرَّجِيمِ 98. და როცა კითხულობ ყურანს, ჯერ ალლაჰს მიეკედლე იმ ჩაქოლილი ეშმაკისგან! إِنَّهُۥ لَيْسَ لَهُۥ سُلْطَـٰنٌ عَلَى ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَلَىٰ رَبِّهِمْ يَتَوَكَّلُونَ 99. შაიტანს არ შესწევს ძალა იმათზე, რომელთაც ირწმუნეს და თავიანთ ღმერთს სასოებენ. إِنَّمَا سُلْطَـٰنُهُۥ عَلَى ٱلَّذِينَ يَتَوَلَّوْنَهُۥ وَٱلَّذِينَ هُم بِهِۦ مُشْرِكُونَ 100. მისი მეუფება იმათზეა, რომლებიც მფარველად იხდიან მას და რომელნიც (ალლაჰს) თანაზიარს უდგენენ. وَإِذَا بَدَّلْنَآ ءَايَةًۭ مَّكَانَ ءَايَةٍۢ ۙ وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا يُنَزِّلُ قَالُوٓا۟ إِنَّمَآ أَنتَ مُفْتَرٍۭ ۚ بَلْ أَكْثَرُهُمْ لَا يَعْلَمُونَ 101. და როცა ვცვლით ერთ აიათს მეორე აიათით - ალლაჰმა კი ყველაზე უკეთ იცის, რაც გარდმოავლინა - ამბობენ: შენ იგონებო! დიახ, მათ უმეტესობამ არ იცის! قُلْ نَزَّلَهُۥ رُوحُ ٱلْقُدُسِ مِن رَّبِّكَ بِٱلْحَقِّ لِيُثَبِّتَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَهُدًۭى وَبُشْرَىٰ لِلْمُسْلِمِينَ 102. უთხარი: იგი მოავლინა წმინდა სულმა შენი ღმერთისგან ჭეშმარიტებით, რათა განგვემტკიცებინა ისინი, რომელთაც ირწმუნეს და, ჭეშმარიტ გზად და სამახარობლოდ მუსლიმთათვის! وَلَقَدْ نَعْلَمُ أَنَّهُمْ يَقُولُونَ إِنَّمَا يُعَلِّمُهُۥ بَشَرٌۭ ۗ لِّسَانُ ٱلَّذِى يُلْحِدُونَ إِلَيْهِ أَعْجَمِىٌّۭ وَهَـٰذَا لِسَانٌ عَرَبِىٌّۭ مُّبِينٌ 103. და ვფიცავ, ვიცით რასაც ამბობენ: მას ერთი ადამიანი ასწავლისო. მაგრამ მისი ენა, ვისზეც ისინი მიუთითებენ, უცხოურია. ეს ენა კი სუფთა არაბულია. إِنَّ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ لَا يَهْدِيهِمُ ٱللَّهُ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌ 104. ჭეშმარიტად, რომელთაც არ ირწმუნეს ალლაჰის აიათები, არ დაადგენს ალლაჰი სწორ გზაზე და მათ მიეგებათ მტანჯველი სასჯელი. إِنَّمَا يَفْتَرِى ٱلْكَذِبَ ٱلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْكَـٰذِبُونَ 105. მხოლოდ სიცრუეებს თხზავენ ისინი, რომელთაც არ ირწმუნეს ალლაჰის აიათები და სწორედ ისინი არიან მატყუარები. مَن كَفَرَ بِٱللَّهِ مِنۢ بَعْدِ إِيمَـٰنِهِۦٓ إِلَّا مَنْ أُكْرِهَ وَقَلْبُهُۥ مُطْمَئِنٌّۢ بِٱلْإِيمَـٰنِ وَلَـٰكِن مَّن شَرَحَ بِٱلْكُفْرِ صَدْرًۭا فَعَلَيْهِمْ غَضَبٌۭ مِّنَ ٱللَّهِ وَلَهُمْ عَذَابٌ عَظِيمٌۭ 106. ვინც უარყო ალლაჰი მისი რწმენის შემდგომ, გარდა იმისა, ვინც იძულებული იქნა, გულით კი მორწმუნეა - მაგრამ ის, ვინც ურწმუნოებას გული გაუხსნა, მათზე იქნება ალლაჰის რისხვა, და მათ მიეგებათ დიადი სასჯელი. ذَ‌ٰلِكَ بِأَنَّهُمُ ٱسْتَحَبُّوا۟ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا عَلَى ٱلْـَٔاخِرَةِ وَأَنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى ٱلْقَوْمَ ٱلْكَـٰفِرِينَ 107. ეს იმის გამო, რომ მიწიერი საიქიოზე მეტად შეიყვარეს, და, ჭეშმარიტად, ალლაჰი არ დაადგენს ჭეშმარიტ გზაზე ურწმუნო ხალხს. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ طَبَعَ ٱللَّهُ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ وَسَمْعِهِمْ وَأَبْصَـٰرِهِمْ ۖ وَأُو۟لَـٰٓئِكَ هُمُ ٱلْغَـٰفِلُونَ 108. სწორედ ესენი არიან, რომელთაც ალლაჰმა დაუხშო გულები, სმენა და თვალები, და უგულისხმონი არიან. لَا جَرَمَ أَنَّهُمْ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ هُمُ ٱلْخَـٰسِرُونَ 109. უეჭველად, წაგებულნი იქნებიან საიქიოშიც. ثُمَّ إِنَّ رَبَّكَ لِلَّذِينَ هَاجَرُوا۟ مِنۢ بَعْدِ مَا فُتِنُوا۟ ثُمَّ جَـٰهَدُوا۟ وَصَبَرُوٓا۟ إِنَّ رَبَّكَ مِنۢ بَعْدِهَا لَغَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 110. უეჭველად, რომელნიც შევიწროებული იქნენ, მოითმინეს, იბრძოლეს, და გადასახლდნენ, შენი ღმერთი დააჯილდოებს მათ ამ გამოცდის შემდეგ, ჭეშმარიტად, შენი ღმერთი მიმტევებელი, მწყალობელია! يَوْمَ تَأْتِى كُلُّ نَفْسٍۢ تُجَـٰدِلُ عَن نَّفْسِهَا وَتُوَفَّىٰ كُلُّ نَفْسٍۢ مَّا عَمِلَتْ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 111. იმ დღეს, როცა მოვა ყოველი სული, თავის თავს განსჯის, და ყოველ სულს მიეზღვება ის, რაც გააკეთა, და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. وَضَرَبَ ٱللَّهُ مَثَلًۭا قَرْيَةًۭ كَانَتْ ءَامِنَةًۭ مُّطْمَئِنَّةًۭ يَأْتِيهَا رِزْقُهَا رَغَدًۭا مِّن كُلِّ مَكَانٍۢ فَكَفَرَتْ بِأَنْعُمِ ٱللَّهِ فَأَذَ‌ٰقَهَا ٱللَّهُ لِبَاسَ ٱلْجُوعِ وَٱلْخَوْفِ بِمَا كَانُوا۟ يَصْنَعُونَ 112. მოიტანა ალლაჰმა იგავად სოფელი - უსაფრთხო, დაცული რომელსაც უხვად აძლევდა სარჩოს ყოველი ადგილიდან. მან კი უმადურობა გამოიჩინა ალლაჰის წყალობების მიმართ. ალლაჰმა კი შემოსა ისინი შიმშილისა და შიშის სამოსით იმის გამო, რასაც აკეთებდნენ. وَلَقَدْ جَآءَهُمْ رَسُولٌۭ مِّنْهُمْ فَكَذَّبُوهُ فَأَخَذَهُمُ ٱلْعَذَابُ وَهُمْ ظَـٰلِمُونَ 113. და ვფიცავ, მივიდა მათთან შუამავალი მათგანვე. ცრუდ შერაცხეს იგი და შეიპყრო ისინი, რამეთუ იყვნენ უსამართლონი. فَكُلُوا۟ مِمَّا رَزَقَكُمُ ٱللَّهُ حَلَـٰلًۭا طَيِّبًۭا وَٱشْكُرُوا۟ نِعْمَتَ ٱللَّهِ إِن كُنتُمْ إِيَّاهُ تَعْبُدُونَ 114. ჭამეთ ის, რითაც დაგაპურათ ალლაჰმა - ნებადართულად, კეთილად, და მადლიერნი იყავით ალლაჰის წყალობისა, თუკი მას ეთაყვანებით. إِنَّمَا حَرَّمَ عَلَيْكُمُ ٱلْمَيْتَةَ وَٱلدَّمَ وَلَحْمَ ٱلْخِنزِيرِ وَمَآ أُهِلَّ لِغَيْرِ ٱللَّهِ بِهِۦ ۖ فَمَنِ ٱضْطُرَّ غَيْرَ بَاغٍۢ وَلَا عَادٍۢ فَإِنَّ ٱللَّهَ غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 115. მან აგიკრძალათ თქვენ ლეში, სისხლი, ღორის ხორცი და ის, რაც ალლაჰის სახელით არ დაკლულა, ის კი, ვინც იძულებული იქნება ცოდვისა და სურვილის გარეშე, ჭეშმარიტად, ალლაჰი შემწყნარებელი, მწყალობელია. وَلَا تَقُولُوا۟ لِمَا تَصِفُ أَلْسِنَتُكُمُ ٱلْكَذِبَ هَـٰذَا حَلَـٰلٌۭ وَهَـٰذَا حَرَامٌۭ لِّتَفْتَرُوا۟ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ ۚ إِنَّ ٱلَّذِينَ يَفْتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ لَا يُفْلِحُونَ 116. და არ თქვათ ტყუილი თქვენი ენებით: ეს ნებადართულია, ეს - აკრძალულიო, რითიც ალლაჰზე სიცრუეს შეთხზავთ. ჭეშმარიტად, ისინი, რომელნიც ალლაჰზე სიცრუეს თხზავენ, ნეტარნი ვერ იქნებიან! مَتَـٰعٌۭ قَلِيلٌۭ وَلَهُمْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 117. სიკტბოება ხანმოკლე, და სწორედ მათ - მტანჯველი სასჯელი. وَعَلَى ٱلَّذِينَ هَادُوا۟ حَرَّمْنَا مَا قَصَصْنَا عَلَيْكَ مِن قَبْلُ ۖ وَمَا ظَلَمْنَـٰهُمْ وَلَـٰكِن كَانُوٓا۟ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ 118. იუდეველებს ავუკრძალეთ ის, რაც შენ გითხარით უწინ, და ჩვენ კი არ მოვექეცით მათ უსამართლოდ, საკუთარ თავს მოეპყრნენ. مَّ إِنَّ رَبَّكَ لِلَّذِينَ عَمِلُوا۟ ٱلسُّوٓءَ بِجَهَـٰلَةٍۢ ثُمَّ تَابُوا۟ مِنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ وَأَصْلَحُوٓا۟ إِنَّ رَبَّكَ مِنۢ بَعْدِهَا لَغَفُورٌۭ رَّحِيمٌ 119. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი იმათ მიმართ, ვინც სჩადიოდა სიავეს უვიცობით, შემდეგ კი მოინანიეს და გამოსწორდნენ - შენი ღმერთი ამის შემდეგ მიმტევებელი, მწყალობელია. إِنَّ إِبْرَ‌ٰهِيمَ كَانَ أُمَّةًۭ قَانِتًۭا لِّلَّهِ حَنِيفًۭا وَلَمْ يَكُ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 120. ჭეშმარიტად, იბრაჰიმი წინამძღოლი(იმამი) იყო, ალლაჰის მორჩილი, ჰანიფი, და იგი არ ყოფილა წარმართთაგანი. شَاكِرًۭا لِّأَنْعُمِهِ ۚ ٱجْتَبَىٰهُ وَهَدَىٰهُ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 121. იყო მადლიერი მისი მოწყალების მიმართ. გამოარჩია იგი და დაადგინა ჭეშმარიტ გზაზე. وَءَاتَيْنَـٰهُ فِى ٱلدُّنْيَا حَسَنَةًۭ ۖ وَإِنَّهُۥ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ لَمِنَ ٱلصَّـٰلِحِينَ 122. მას მივეცით სიკეთენი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და უეჭველად საიქიოშიც იქნება მართალთა შორის. ثُمَّ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ أَنِ ٱتَّبِعْ مِلَّةَ إِبْرَ‌ٰهِيمَ حَنِيفًۭا ۖ وَمَا كَانَ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 123. შემდგომ ზეშთაგაგონეთ შენ: რომ გაჰყოლოდი ჰანიფი იბრაჰიმის რელიგიას, და იგი არ ყოფილა წარმართთაგანი. إِنَّمَا جُعِلَ ٱلسَّبْتُ عَلَى ٱلَّذِينَ ٱخْتَلَفُوا۟ فِيهِ ۚ وَإِنَّ رَبَّكَ لَيَحْكُمُ بَيْنَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ فِيمَا كَانُوا۟ فِيهِ يَخْتَلِفُونَ 124. დაწესებულ იქნა შაბათი იმათთვის, ვინც ვერ თანხმდებოდა მის შესახებ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი განსჯის მათ შორის აღდგომის დღეს იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ. ٱدْعُ إِلَىٰ سَبِيلِ رَبِّكَ بِٱلْحِكْمَةِ وَٱلْمَوْعِظَةِ ٱلْحَسَنَةِ ۖ وَجَـٰدِلْهُم بِٱلَّتِى هِىَ أَحْسَنُ ۚ إِنَّ رَبَّكَ هُوَ أَعْلَمُ بِمَن ضَلَّ عَن سَبِيلِهِۦ ۖ وَهُوَ أَعْلَمُ بِٱلْمُهْتَدِينَ 125. მოუწოდე შენი ღმერთის გზისკენ სიბრძნითა და კარგი შეგონებით, ეკამათე იმით, რაც საუკეთესოა. ჭეშმარიტად, შენმა ღმერთმა უკეთ იცის, თუ ვინ აცდა მის გზას და უკეთ იცის ჭეშმარიტ გზაზე მყოფებს! وَإِنْ عَاقَبْتُمْ فَعَاقِبُوا۟ بِمِثْلِ مَا عُوقِبْتُم بِهِۦ ۖ وَلَئِن صَبَرْتُمْ لَهُوَ خَيْرٌۭ لِّلصَّـٰبِرِينَ 126. თუ თქვენ დასჯით, დასაჯეთ სწორედ იმის მსგავსით, რითაც დაისაჯეთ, ხოლო თუ მოითმენთ, ეს უმჯობესია მომთმენთათვის. وَٱصْبِرْ وَمَا صَبْرُكَ إِلَّا بِٱللَّهِ ۚ وَلَا تَحْزَنْ عَلَيْهِمْ وَلَا تَكُ فِى ضَيْقٍۢ مِّمَّا يَمْكُرُونَ 127. და მოითმინე! შენი მოთმინება მხოლოდ ალლაჰითაა! ნუ ინაღვლებ მათზე და ნუ შეწუხდები იმის გამო, რასაც მზაკვრობენ. إِنَّ ٱللَّهَ مَعَ ٱلَّذِينَ ٱتَّقَوا۟ وَّٱلَّذِينَ هُم مُّحْسِنُونَ 128. ჭეშმარიტად, ალლაჰი იმათთანაა, ვისაც ღმერთის შიში აქვს და ვინც არიან სიკეთისმქნელნი.