15. სურა ჰიჯრი
99 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓر ۚ تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱلْكِتَـٰبِ وَقُرْءَانٍۢ مُّبِينٍۢ 1. ალიფ. ლამ. რა. ეს არის აიათები წიგნისა და ცხადი ყურანისა. رُّبَمَا يَوَدُّ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَوْ كَانُوا۟ مُسْلِمِينَ 2. ისურვებენ ისინი, ვინც ურწმუნონი არიან, რომ ყოფილიყვნენ მუსლიმნი. ذَرْهُمْ يَأْكُلُوا۟ وَيَتَمَتَّعُوا۟ وَيُلْهِهِمُ ٱلْأَمَلُ ۖ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ 3. თავი გაანებე მათ. ჭამონ, სვან და ოცნებებით თავბრუ დაესხათ, მალე კი ეცოდინებათ! وَمَآ أَهْلَكْنَا مِن قَرْيَةٍ إِلَّا وَلَهَا كِتَابٌۭ مَّعْلُومٌۭ 4. და არ დაგვიღუპავს არც ერთი სოფელი, რომ არ ყოფილიყო მასთან ცხადი წიგნი. مَّا تَسْبِقُ مِنْ أُمَّةٍ أَجَلَهَا وَمَا يَسْتَـْٔخِرُونَ 5. ერთი ერიც კი ვერ დააჩქარებს მისთვის დადგენილ დროს და ვერც გადაავადებს! وَقَالُوا۟ يَـٰٓأَيُّهَا ٱلَّذِى نُزِّلَ عَلَيْهِ ٱلذِّكْرُ إِنَّكَ لَمَجْنُونٌۭ 6. და უთხრეს: ჰეი შენ, რომელზეც ზეგარდმოვლენილ იქნა შეხსენება, უეჭველად შეშლილი ხარ. لَّوْ مَا تَأْتِينَا بِٱلْمَلَـٰٓئِكَةِ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 7. რისთვის არ მოგვიყვან ჩვენ ანგელოზებს, თუკი მართალი ხარო? مَا نُنَزِّلُ ٱلْمَلَـٰٓئِكَةَ إِلَّا بِٱلْحَقِّ وَمَا كَانُوٓا۟ إِذًۭا مُّنظَرِينَ 8. ანგელოზებს მხოლოდ ჭეშმარიტებასთან ერთად გარდმოვავლენთ და მაშინ აღარ გადაუვადდებათ. إِنَّا نَحْنُ نَزَّلْنَا ٱلذِّكْرَ وَإِنَّا لَهُۥ لَحَـٰفِظُونَ 9. ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ შეხსენება და ჩვენ ვიცავთ მას. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ فِى شِيَعِ ٱلْأَوَّلِينَ 10. და ვფიცავ! წარვაგზავნეთ ჩვენ შენამდეც უწინდელ ერებთან. وَمَا يَأْتِيهِم مِّن رَّسُولٍ إِلَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 11. და არ მისულა მათთან ერთი შუამავალიც კი, რომ მათ მისთვის არ დაეცინათ. كَذَ‌ٰلِكَ نَسْلُكُهُۥ فِى قُلُوبِ ٱلْمُجْرِمِينَ 12. ამგვარად ჩავნერგეთ ჩვენ ის(უარყოფა), ცოდვილთა გულებში. لَا يُؤْمِنُونَ بِهِۦ ۖ وَقَدْ خَلَتْ سُنَّةُ ٱلْأَوَّلِينَ 13. არ ირწმუნებენ მას, არადა უკვე განვლო უწინდელთა მაგალითმა. وَلَوْ فَتَحْنَا عَلَيْهِم بَابًۭا مِّنَ ٱلسَّمَآءِ فَظَلُّوا۟ فِيهِ يَعْرُجُونَ 14. და რომც გაგვეხსნა მათ ზემოთ ცათა კარიბჭე და იქიდან რომ ამაღლებულიყვნენ لَقَالُوٓا۟ إِنَّمَا سُكِّرَتْ أَبْصَـٰرُنَا بَلْ نَحْنُ قَوْمٌۭ مَّسْحُورُونَ 15. უთუოდ იტყოდნენ, მზერა დაგვიბინდეს, და ჩვენ, დიახაც, მოჯადოებული ხალხი ვართო. وَلَقَدْ جَعَلْنَا فِى ٱلسَّمَآءِ بُرُوجًۭا وَزَيَّنَّـٰهَا لِلنَّـٰظِرِينَ 16. და ვფიცავ, ზეცაში დავადგინეთ ორბიტები და გავამშვენიერეთ იგი შემხედვართათვის! وَحَفِظْنَـٰهَا مِن كُلِّ شَيْطَـٰنٍۢ رَّجِيمٍ 17. და დავიცავით ყოველი ჩაქოლილი ეშმაკისაგან! إِلَّا مَنِ ٱسْتَرَقَ ٱلسَّمْعَ فَأَتْبَعَهُۥ شِهَابٌۭ مُّبِينٌۭ 18. გარდა იმისა, ვინც ჩუმად ყურს დაუგდებს, მას აედევნება ხილული ცეცხლის მასა. وَٱلْأَرْضَ مَدَدْنَـٰهَا وَأَلْقَيْنَا فِيهَا رَوَ‌ٰسِىَ وَأَنۢبَتْنَا فِيهَا مِن كُلِّ شَىْءٍۢ مَّوْزُونٍۢ 19. და განვავრცეთ დედამიწა, დავდეთ მასზე ურყევი მთები, და აღმოვაცენეთ მასზე ყოველივე მოზომილად. وَجَعَلْنَا لَكُمْ فِيهَا مَعَـٰيِشَ وَمَن لَّسْتُمْ لَهُۥ بِرَ‌ٰزِقِينَ 20. დავადგინეთ მასში საარსებო თქვენთვის და იმისთვის, ვისაც თქვენ არ კვებავთ.(საქონელი) وَإِن مِّن شَىْءٍ إِلَّا عِندَنَا خَزَآئِنُهُۥ وَمَا نُنَزِّلُهُۥٓ إِلَّا بِقَدَرٍۢ مَّعْلُومٍۢ 21. არაფერი არსებობს, რომ არ იყოს ჩვენთან მისი საცავები, და არ გარდმოვავლენთ მას, თუ არა განსაზღვრული რაოდენობით. وَأَرْسَلْنَا ٱلرِّيَـٰحَ لَوَ‌ٰقِحَ فَأَنزَلْنَا مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ فَأَسْقَيْنَـٰكُمُوهُ وَمَآ أَنتُمْ لَهُۥ بِخَـٰزِنِينَ 22. და ჩვენ წარმოვგზავნეთ ქარები განმაყოფიერებელნი. გარდმოვავლინეთ ზეციდან წყალი და დაგარწყულეთ მისით მაშინ, როცა თქვენ ვერ იმარაგებდით. وَإِنَّا لَنَحْنُ نُحْىِۦ وَنُمِيتُ وَنَحْنُ ٱلْوَ‌ٰرِثُونَ 23. და ჭეშმარიტად, ჩვენ ვაძლევთ სიცოცხლეს და ჩვენ ვაკვდინებთ, და ბოლოს ყველაფერი ჩვენ დაგვრჩება! وَلَقَدْ عَلِمْنَا ٱلْمُسْتَقْدِمِينَ مِنكُمْ وَلَقَدْ عَلِمْنَا ٱلْمُسْتَـْٔخِرِينَ 24. და ვფიცავ, ჩვენ ვიცით თქვენი შემდგომები, და ვიცით უწინდელებიც. وَإِنَّ رَبَّكَ هُوَ يَحْشُرُهُمْ ۚ إِنَّهُۥ حَكِيمٌ عَلِيمٌۭ 25. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი შეკრებს მათ. იგია ბრძენი, ყოვლისმცოდნე. وَلَقَدْ خَلَقْنَا ٱلْإِنسَـٰنَ مِن صَلْصَـٰلٍۢ مِّنْ حَمَإٍۢ مَّسْنُونٍۢ 26. და ვფიცავ, ადამიანი გავაჩინეთ მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან! وَٱلْجَآنَّ خَلَقْنَـٰهُ مِن قَبْلُ مِن نَّارِ ٱلسَّمُومِ 27. და ჯინები უწინ გავაჩინეთ უკვამლო ცეცხლისგან! وَإِذْ قَالَ رَبُّكَ لِلْمَلَـٰٓئِكَةِ إِنِّى خَـٰلِقٌۢ بَشَرًۭا مِّن صَلْصَـٰلٍۢ مِّنْ حَمَإٍۢ مَّسْنُونٍۢ 28. და უთხრა შენმა ღმერთმა ანგელოზებს: მე გავაჩენ ადამიანს მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან! فَإِذَا سَوَّيْتُهُۥ وَنَفَخْتُ فِيهِ مِن رُّوحِى فَقَعُوا۟ لَهُۥ سَـٰجِدِينَ 29. და როცა მივცემ სახეს და შთავბერავ მას ჩემი სულიდან, მაშინვე მუხლი მოუყარეთ და სეჯდე აღასრულეთ მისთვის. فَسَجَدَ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ كُلُّهُمْ أَجْمَعُونَ 30. და ყველა ანგელოზმა სეჯდე აღასრულა ერთიანად. إِلَّآ إِبْلِيسَ أَبَىٰٓ أَن يَكُونَ مَعَ ٱلسَّـٰجِدِينَ 31. იბლისის გარდა, უარი თქვა, რომ ყოფილიყო მუხლმოყრილებთან ერთად. قَالَ يَـٰٓإِبْلِيسُ مَا لَكَ أَلَّا تَكُونَ مَعَ ٱلسَّـٰجِدِينَ 32. უთხრა(ალლაჰმა): ჰეი იბლის! რა დაგემართა, რომ არ ხარ მუხლმოყრილებთან ერთადო? قَالَ لَمْ أَكُن لِّأَسْجُدَ لِبَشَرٍ خَلَقْتَهُۥ مِن صَلْصَـٰلٍۢ مِّنْ حَمَإٍۢ مَّسْنُونٍۢ 33. მიუგო: სეჯდეს არ აღვასრულებ ადამიანისთვის, რომელიც მშრალი, შავი დამყოლი ტალახისგან გააჩინე. قَالَ فَٱخْرُجْ مِنْهَا فَإِنَّكَ رَجِيمٌۭ 34. უთხრა(ალლაჰმა) გადი აქედან, ჭეშმარიტად, შენ ხარ განდევნილი. وَإِنَّ عَلَيْكَ ٱللَّعْنَةَ إِلَىٰ يَوْمِ ٱلدِّينِ 35. და, უეჭველად, წყევლა შენდამი განკითხვის დღემდეა! قَالَ رَبِّ فَأَنظِرْنِىٓ إِلَىٰ يَوْمِ يُبْعَثُونَ 36. უთხრა: „ღმერთო ჩემო, დრო გადამიწიე აღდგომის დღემდე! قَالَ فَإِنَّكَ مِنَ ٱلْمُنظَرِينَ 37. უთხრა: „უეჭველად, შენ ხარ ვადამიცემული. إِلَىٰ يَوْمِ ٱلْوَقْتِ ٱلْمَعْلُومِ 38. იმ დღემდე, რომლის ჟამი ცნობილია. قَالَ رَبِّ بِمَآ أَغْوَيْتَنِى لَأُزَيِّنَنَّ لَهُمْ فِى ٱلْأَرْضِ وَلَأُغْوِيَنَّهُمْ أَجْمَعِينَ 39. უთხრა: „ღმერთო ჩემო! იმის გამო, რომ მაცდუნე, შევალამაზებ მათთვის დედამიწას და ვაცდუნებ ერთიანად, إِلَّا عِبَادَكَ مِنْهُمُ ٱلْمُخْلَصِينَ 40. გარდა შენი გულწრფელი მსახურებისა. قَالَ هَـٰذَا صِرَ‌ٰطٌ عَلَىَّ مُسْتَقِيمٌ 41. უთხრა(ალლაჰმა): ეს არის ჩემკენ მომართული ჭეშმარიტი გზა. إِنَّ عِبَادِى لَيْسَ لَكَ عَلَيْهِمْ سُلْطَـٰنٌ إِلَّا مَنِ ٱتَّبَعَكَ مِنَ ٱلْغَاوِينَ 42. ჩემს მსახურებზე არ შეგწევს ძალა, იმათ გარდა, ვინც გამოგყვება. وَإِنَّ جَهَنَّمَ لَمَوْعِدُهُمْ أَجْمَعِينَ 43. და უეჭველად, ჯოჯოხეთია აღთქმული ყოველი მათგანისთვის. لَهَا سَبْعَةُ أَبْوَ‌ٰبٍۢ لِّكُلِّ بَابٍۢ مِّنْهُمْ جُزْءٌۭ مَّقْسُومٌ 44. მას შვიდი კარი აქვს. ყოველი კარისთვის მათი განსაზღვრული ჯგუფია. إِنَّ ٱلْمُتَّقِينَ فِى جَنَّـٰتٍۢ وَعُيُونٍ 45. ღვთისმოშიშნი კი იქნებიან სამოთხეებში და წყაროსთვალთა შორის. ٱدْخُلُوهَا بِسَلَـٰمٍ ءَامِنِينَ 46. შედით მშვიდობით, უსაფრთხოდ. وَنَزَعْنَا مَا فِى صُدُورِهِم مِّنْ غِلٍّ إِخْوَ‌ٰنًا عَلَىٰ سُرُرٍۢ مُّتَقَـٰبِلِينَ 47. ჩვენ ამოვაცლით, რაც გულებში სიძულვილი აქვთ, და როგორც ძმანი, ერთმანეთის პირისპირ წამოწვებიან სავარძლებში. لَا يَمَسُّهُمْ فِيهَا نَصَبٌۭ وَمَا هُم مِّنْهَا بِمُخْرَجِينَ 48. არ შეეხებათ მათ იქ განსაცდელი და არ იქნებიან იქიდან გამოძევებულნი. نَبِّئْ عِبَادِىٓ أَنِّىٓ أَنَا ٱلْغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 49. აცნობე ჩემს მსახურებს, რომ მე, ჭეშმარიტად, მიმტევებელი, მწყალობელი ვარ.  وَأَنَّ عَذَابِى هُوَ ٱلْعَذَابُ ٱلْأَلِيمُ 50. და რომ ჩემი სასჯელი მტანჯველი სასჯელია. وَنَبِّئْهُمْ عَن ضَيْفِ إِبْرَ‌ٰهِيمَ 51. და აცნობე მათ იბრაჰიმის სტუმრების შესახებ. إِذْ دَخَلُوا۟ عَلَيْهِ فَقَالُوا۟ سَلَـٰمًۭا قَالَ إِنَّا مِنكُمْ وَجِلُونَ 52. როცა შევიდნენ მასთან და უთხრეს: მშვიდობა(სალამი). მიუგო: ჩვენ გვეშინია თქვენიო. قَالُوا۟ لَا تَوْجَلْ إِنَّا نُبَشِّرُكَ بِغُلَـٰمٍ عَلِيمٍۢ 53. მიუგეს: ნუ გეშინია, ჩვენ გახარებთ შენ გონიერ შვილსო. قَالَ أَبَشَّرْتُمُونِى عَلَىٰٓ أَن مَّسَّنِىَ ٱلْكِبَرُ فَبِمَ تُبَشِّرُونَ 54. უთხრა: და განა მახარებთ მე მისით მაშინ, როცა სიბერე მეწია და რით გამახარებთო? قَالُوا۟ بَشَّرْنَـٰكَ بِٱلْحَقِّ فَلَا تَكُن مِّنَ ٱلْقَـٰنِطِينَ 55. უთხრეს: გახარებთ შენ ჭეშმარიტებას და ნუ იქნები უიმედოთაგანი. قَالَ وَمَن يَقْنَطُ مِن رَّحْمَةِ رَبِّهِۦٓ إِلَّا ٱلضَّآلُّونَ 56. უთხრა: და ვინ დაკარგავს თავისი ღმერთის მოწყალების იმედს, გზააბნეულის გარდა? قَالَ فَمَا خَطْبُكُمْ أَيُّهَا ٱلْمُرْسَلُونَ 57. უთხრა: რა დავალება გაქვთ, ჰეი წარმოგზავნილნო? قَالُوٓا۟ إِنَّآ أُرْسِلْنَآ إِلَىٰ قَوْمٍۢ مُّجْرِمِينَ 58. მიუგეს: ჩვენ წარმოვიგზავნეთ ცოდვილ ხალხთან. إِلَّآ ءَالَ لُوطٍ إِنَّا لَمُنَجُّوهُمْ أَجْمَعِينَ 59. გარდა ლუტის ოჯახისა, მათ ყველას გადავარჩენთ. إِلَّا ٱمْرَأَتَهُۥ قَدَّرْنَآ ۙ إِنَّهَا لَمِنَ ٱلْغَـٰبِرِينَ 60. გარდა მისი ცოლისა. ჩვენ განვსაჯეთ, რომ იგი ჩამორჩენილთაგანია. فَلَمَّا جَآءَ ءَالَ لُوطٍ ٱلْمُرْسَلُونَ 61. და როცა მივიდნენ ლუტის ოჯახთან წარგზავნილები. قَالَ إِنَّكُمْ قَوْمٌۭ مُّنكَرُونَ 62. უთხრა მან: თქვენ ხართ უცნობი ხალხიო. قَالُوا۟ بَلْ جِئْنَـٰكَ بِمَا كَانُوا۟ فِيهِ يَمْتَرُونَ 63. მიუგეს: დიახ, ჩვენ მოვიტანეთ ის, რაშიც ეჭვი ეპარებოდათ. وَأَتَيْنَـٰكَ بِٱلْحَقِّ وَإِنَّا لَصَـٰدِقُونَ 64. მოგიტანეთ ჭეშმარიტება და ჩვენ მართალნი ვართო. فَأَسْرِ بِأَهْلِكَ بِقِطْعٍۢ مِّنَ ٱلَّيْلِ وَٱتَّبِعْ أَدْبَـٰرَهُمْ وَلَا يَلْتَفِتْ مِنكُمْ أَحَدٌۭ وَٱمْضُوا۟ حَيْثُ تُؤْمَرُونَ 65. და გაეშურე შენს ოჯახთან ერთად ღამის რომელიმე მონაკვეთში, შენც კვალში მიჰყევი მათ, უკან ნუ მიიხედავს თქვენგან ნურავინ და წადით, სადაც გებრძანებათ. وَقَضَيْنَآ إِلَيْهِ ذَ‌ٰلِكَ ٱلْأَمْرَ أَنَّ دَابِرَ هَـٰٓؤُلَآءِ مَقْطُوعٌۭ مُّصْبِحِينَ 66. და გადავუწყვიტეთ მათ ეს საქმე, რადგან მათ უკან ისინი,(ვინც დარჩნენ) მოწყვეტილნი იქნებოდნენ გათენებისას. وَجَآءَ أَهْلُ ٱلْمَدِينَةِ يَسْتَبْشِرُونَ 67. და მოვიდნენ ქალაქის მცხოვრენი გახარებულნი. قَالَ إِنَّ هَـٰٓؤُلَآءِ ضَيْفِى فَلَا تَفْضَحُونِ 68. მან კი უთხრა: ესენი ჩემი სტუმრები არიან და ნუ შემარცხენთ. وَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَلَا تُخْزُونِ 69. გეშინოდეთ ალლაჰისა და ნუ დამამცირებთ. قَالُوٓا۟ أَوَلَمْ نَنْهَكَ عَنِ ٱلْعَـٰلَمِينَ 70. უთხრეს: განა არ აგიკრძალეთ ხალხის შეფარება? قَالَ هَـٰٓؤُلَآءِ بَنَاتِىٓ إِن كُنتُمْ فَـٰعِلِينَ 71. უთხრა: აჰა ჩემი ქალიშვილები, თუ თქვენ ამის გამკეთებლები ხართო. لَعَمْرُكَ إِنَّهُمْ لَفِى سَكْرَتِهِمْ يَعْمَهُونَ 72. შენ სიცოცხლეს ვფიცავ, ისინი თავის სიმთვრალეში დახეტიალობდნენ. فَأَخَذَتْهُمُ ٱلصَّيْحَةُ مُشْرِقِينَ 73. და შეიპყრო ისინი საშინელმა ხმამ მზის ამოსვლისას. فَجَعَلْنَا عَـٰلِيَهَا سَافِلَهَا وَأَمْطَرْنَا عَلَيْهِمْ حِجَارَةًۭ مِّن سِجِّيلٍ 74. ამოვატრიალეთ მათი ქალაქი და ვაწვიმეთ მათზე გამომწვარი თიხის ქვები. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّلْمُتَوَسِّمِينَ 75. ამაშია სასწაულები მორწმუნეთათვის. وَإِنَّهَا لَبِسَبِيلٍۢ مُّقِيمٍ 76. და უეჭველად, იგი გზაგასაყარზეა. إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّلْمُؤْمِنِينَ 77. ამაში სასწაულებია მორწმუნეთათვის. وَإِن كَانَ أَصْحَـٰبُ ٱلْأَيْكَةِ لَظَـٰلِمِينَ 78. და რადგან ეიქეს მკვიდრნი უსამართლონი იყვნენ. فَٱنتَقَمْنَا مِنْهُمْ وَإِنَّهُمَا لَبِإِمَامٍۢ مُّبِينٍۢ 79. ვაწიეთ სასჯელი, ხოლო ისინი, ორივენი ნათელ გზას ადგანან. وَلَقَدْ كَذَّبَ أَصْحَـٰبُ ٱلْحِجْرِ ٱلْمُرْسَلِينَ 80. და ვფიცავ, ჰიჯრის ბინადრებმა ცრუდ შერაცხეს შუამავლები. وَءَاتَيْنَـٰهُمْ ءَايَـٰتِنَا فَكَانُوا۟ عَنْهَا مُعْرِضِينَ 81. ჩვენ კი ვუბოძეთ მათ სასწაულები და უარყვეს ისინი. وَكَانُوا۟ يَنْحِتُونَ مِنَ ٱلْجِبَالِ بُيُوتًا ءَامِنِينَ 82. თვითონ კი მთებში ითხრიდნენ უსაფრთხო სახლებს. فَأَخَذَتْهُمُ ٱلصَّيْحَةُ مُصْبِحِينَ 83. და შეიპყრო ისინი საშინელმა ხმამ გამთენიისას. فَمَآ أَغْنَىٰ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 84. და ვერაფერში შეეწიათ ის, რასაც აგროვებდნენ. وَمَا خَلَقْنَا ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ وَمَا بَيْنَهُمَآ إِلَّا بِٱلْحَقِّ ۗ وَإِنَّ ٱلسَّاعَةَ لَـَٔاتِيَةٌۭ ۖ فَٱصْفَحِ ٱلصَّفْحَ ٱلْجَمِيلَ 85. ჩვენ არ შეგვიქმნია ცანი, ქვეყანა და ის, რაც ამათ შორისაა, თუ არა ჭეშმარიტებისთვის. ჭეშმარიტად, საათი დადგება და შენ, მიუტევე მშვენიერი მიტევებით. إِنَّ رَبَّكَ هُوَ ٱلْخَلَّـٰقُ ٱلْعَلِيمُ 86. შენი ღმერთი შემოქმედი, ყოვლისმცოდნეა. وَلَقَدْ ءَاتَيْنَـٰكَ سَبْعًۭا مِّنَ ٱلْمَثَانِى وَٱلْقُرْءَانَ ٱلْعَظِيمَ 87. და ვფიცავ, შენ გიბოძეთ „შვიდი განმეორებადი“(სურა ფათიჰა) და დიდებული ყურანი! لَا تَمُدَّنَّ عَيْنَيْكَ إِلَىٰ مَا مَتَّعْنَا بِهِۦٓ أَزْوَ‌ٰجًۭا مِّنْهُمْ وَلَا تَحْزَنْ عَلَيْهِمْ وَٱخْفِضْ جَنَاحَكَ لِلْمُؤْمِنِينَ 88. და არ დაადგა შენი თვალები იმას, რა სიკეთეც ვუბოძეთ მათ წყვილწყვილად. და არ იდარდო მათზე. და გადააფარე შენი ფრთები მორწმუნეებს! وَقُلْ إِنِّىٓ أَنَا ٱلنَّذِيرُ ٱلْمُبِينُ 89. და თქვი: ჭეშმარიტად, მე ვარ ცხადი შემგონებელი. كَمَآ أَنزَلْنَا عَلَى ٱلْمُقْتَسِمِينَ 90. როგორც ჩვენ მოვავლინეთ გამნაწინებლებსა ზედა. ٱلَّذِينَ جَعَلُوا۟ ٱلْقُرْءَانَ عِضِينَ 91. რომელთაც ყურანის ნაწილი ირწმუნეს და ნაწილი უარყვეს. فَوَرَبِّكَ لَنَسْـَٔلَنَّهُمْ أَجْمَعِينَ 92. ვფიცავ შენს ღმერთს, ჩვენ მოვკითხავთ მათ ერთიანად. عَمَّا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 93. იმის გამო, რასაც აკეთებდნენ. فَٱصْدَعْ بِمَا تُؤْمَرُ وَأَعْرِضْ عَنِ ٱلْمُشْرِكِينَ 94. ამცნე რაც გებრძანა და ზურგი აქციე წარმართებს (მუშრიქებს) إِنَّا كَفَيْنَـٰكَ ٱلْمُسْتَهْزِءِينَ 95. ჭეშმარიტად, ჩვენ დაგიცავთ შენ დამცინავთაგან. ٱلَّذِينَ يَجْعَلُونَ مَعَ ٱللَّهِ إِلَـٰهًا ءَاخَرَ ۚ فَسَوْفَ يَعْلَمُونَ 96. იმათგან, რომლებმაც დაიდგინეს ალლაჰთან ერთად სხვა ღვთაება. მალე კი გაიგებენ. وَلَقَدْ نَعْلَمُ أَنَّكَ يَضِيقُ صَدْرُكَ بِمَا يَقُولُونَ 97. და ვფიცავ, ვიცით, რომ გული გეკუმშება იმის გამო, რასაც ისინი ამბობენ. فَسَبِّحْ بِحَمْدِ رَبِّكَ وَكُن مِّنَ ٱلسَّـٰجِدِينَ 98. განადიდე შენი ღმერთი და იყავი სეჯდეს შემსრულებელთა შორის. وَٱعْبُدْ رَبَّكَ حَتَّىٰ يَأْتِيَكَ ٱلْيَقِينُ 99. და თაყვანი ეცი შენს ღმერთს, ვიდრე სიკვდილი გეწეოდეს.