12. სურა იუსუფ
111 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓر ۚ تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱلْكِتَـٰبِ ٱلْمُبِينِ 1. ალიფ. ლამ. რა. ეს არის ცხადი წიგნის აიათები. إِنَّآ أَنزَلْنَـٰهُ قُرْءَ‌ٰنًا عَرَبِيًّۭا لَّعَلَّكُمْ تَعْقِلُونَ 2. ჭეშმარიტად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი არაბულ ყურანად, რათა ეგების შეიგნონ. نَحْنُ نَقُصُّ عَلَيْكَ أَحْسَنَ ٱلْقَصَصِ بِمَآ أَوْحَيْنَآ إِلَيْكَ هَـٰذَا ٱلْقُرْءَانَ وَإِن كُنتَ مِن قَبْلِهِۦ لَمِنَ ٱلْغَـٰفِلِينَ 3. და ჩვენ გიამბობთ შენ საუკეთესო ამბებს, რითაც შეგაგონებთ ამ ყურანს. თუმცა უწინ იყავი (წერა კითხვის) უცოდინართა შორის. إِذْ قَالَ يُوسُفُ لِأَبِيهِ يَـٰٓأَبَتِ إِنِّى رَأَيْتُ أَحَدَ عَشَرَ كَوْكَبًۭا وَٱلشَّمْسَ وَٱلْقَمَرَ رَأَيْتُهُمْ لِى سَـٰجِدِينَ 4. აკი, უთხრა იუსუფმა მამამისს: ჰეი, მამიკო! მე დავინახე თერთმეტი ვარსკვლავი, მზე და მთვარე. დავინახე ისინი ჩემთვის ასრულებდნენ სუჯუდს. قَالَ يَـٰبُنَىَّ لَا تَقْصُصْ رُءْيَاكَ عَلَىٰٓ إِخْوَتِكَ فَيَكِيدُوا۟ لَكَ كَيْدًا ۖ إِنَّ ٱلشَّيْطَـٰنَ لِلْإِنسَـٰنِ عَدُوٌّۭ مُّبِينٌۭ 5. უთხრა: „შვილო ჩემო! არ მოუყვე ეს შენი სიზმარი შენს ძმებს, თორემ მახეს დაგიგებენ. უეჭველად, ეშმაკი ადამიანთა აშკარა მტერია. وَكَذَ‌ٰلِكَ يَجْتَبِيكَ رَبُّكَ وَيُعَلِّمُكَ مِن تَأْوِيلِ ٱلْأَحَادِيثِ وَيُتِمُّ نِعْمَتَهُۥ عَلَيْكَ وَعَلَىٰٓ ءَالِ يَعْقُوبَ كَمَآ أَتَمَّهَا عَلَىٰٓ أَبَوَيْكَ مِن قَبْلُ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَإِسْحَـٰقَ ۚ إِنَّ رَبَّكَ عَلِيمٌ حَكِيمٌۭ 6. აი ასე, გამოგარჩევს შენი ღმერთი და შეგასწავლის სიზმრების ახსნას. მისი წყალობა აღსრულდება შენზე და ია’ყუბის ოჯახზე, როგორც უწინ აღსრულდა იგი შენს წინაპრებზე: იბრაჰიმზე და ისჰაყზე. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! لَّقَدْ كَانَ فِى يُوسُفَ وَإِخْوَتِهِۦٓ ءَايَـٰتٌۭ لِّلسَّآئِلِينَ 7. ვფიცავ, იუსუფისა და მისი ძმების ამბავში სასწაულებია მათთვის, ვინც მას ეძიებს! إِذْ قَالُوا۟ لَيُوسُفُ وَأَخُوهُ أَحَبُّ إِلَىٰٓ أَبِينَا مِنَّا وَنَحْنُ عُصْبَةٌ إِنَّ أَبَانَا لَفِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍ 8. და უთხრეს: „ნამდვილად, რომ იუსუფი და მისი ძმა უფრო საყვარელია ჩვენი მამისთვის, ვიდრე ჩვენ. და ჩვენ ერთი ჯგუფი ვართ. უეჭველად, მამაჩვენი ცხად გზააბნევაშია. ٱقْتُلُوا۟ يُوسُفَ أَوِ ٱطْرَحُوهُ أَرْضًۭا يَخْلُ لَكُمْ وَجْهُ أَبِيكُمْ وَتَكُونُوا۟ مِنۢ بَعْدِهِۦ قَوْمًۭا صَـٰلِحِينَ 9. მოჰკალით იუსუფი ან გაასახლეთ სადმე სხვა მიწაზე, რათა მამათქვენის სახე ისევ თქვენ მოგეპყრათ. და იქნებით მის შემდგომ მართალი ხალხიო. قَالَ قَآئِلٌۭ مِّنْهُمْ لَا تَقْتُلُوا۟ يُوسُفَ وَأَلْقُوهُ فِى غَيَـٰبَتِ ٱلْجُبِّ يَلْتَقِطْهُ بَعْضُ ٱلسَّيَّارَةِ إِن كُنتُمْ فَـٰعِلِينَ 10. მაშინ, მათგან ერთ-ერთმა თქვა: „არ მოკლათ იუსუფი. თუკი ხართ რაიმეს გამკეთებლები, ჩააგდეთ იგი ჭის ფსკერზე, რომ რომელიმე ქარავანმა გადააწყდეს და ამოიყვანოს.“  قَالُوا۟ يَـٰٓأَبَانَا مَا لَكَ لَا تَأْمَ۫نَّا عَلَىٰ يُوسُفَ وَإِنَّا لَهُۥ لَنَـٰصِحُونَ 11. უთხრეს: „მამაჩვენო! რატომ არ გვანდობ იუსუფს? ჩვენ მისთვის კეთილმოსურნენი ვართ. أَرْسِلْهُ مَعَنَا غَدًۭا يَرْتَعْ وَيَلْعَبْ وَإِنَّا لَهُۥ لَحَـٰفِظُونَ 12. გამოგზავნე იგი ჩვენთან ერთად ხვალ. გაერთობა და ითამაშებს, უეჭველად, ჩვენ მას დავიცავთ! قَالَ إِنِّى لَيَحْزُنُنِىٓ أَن تَذْهَبُوا۟ بِهِۦ وَأَخَافُ أَن يَأْكُلَهُ ٱلذِّئْبُ وَأَنتُمْ عَنْهُ غَـٰفِلُونَ 13. უთხრა: თქვენთან ერთად მისი წამოსვლა აღმაშფოთებს მე. რამეთუ მეშინია, რომ უყურადღებოდ დარჩებით მისადმი და მგელი შეჭამს მას. قَالُوا۟ لَئِنْ أَكَلَهُ ٱلذِّئْبُ وَنَحْنُ عُصْبَةٌ إِنَّآ إِذًۭا لَّخَـٰسِرُونَ 14. უთხრეს: თუ მას შეჭამს მგელი მაშინ, როცა ჩვენ მთელი კრებული ვართ, წაგებულნი დავრჩებით. فَلَمَّا ذَهَبُوا۟ بِهِۦ وَأَجْمَعُوٓا۟ أَن يَجْعَلُوهُ فِى غَيَـٰبَتِ ٱلْجُبِّ ۚ وَأَوْحَيْنَآ إِلَيْهِ لَتُنَبِّئَنَّهُم بِأَمْرِهِمْ هَـٰذَا وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 15. როცა წაიყვანეს და გადაწყვიტეს, რომ ჩაეგდოთ იგი ჭის ფსკერზე, მაშინ ჩვენ ზეშთავაგონეთ მას, რომ უთუოდ შენ აცნობებ რაც მათ ჩაიდინეს, მაშინ, როცა ეს აღარ ემახსოვრებათ. وَجَآءُوٓ أَبَاهُمْ عِشَآءًۭ يَبْكُونَ 16. და გვიან ღამით ტირილით მივიდნენ მამასთან. قَالُوا۟ يَـٰٓأَبَانَآ إِنَّا ذَهَبْنَا نَسْتَبِقُ وَتَرَكْنَا يُوسُفَ عِندَ مَتَـٰعِنَا فَأَكَلَهُ ٱلذِّئْبُ ۖ وَمَآ أَنتَ بِمُؤْمِنٍۢ لَّنَا وَلَوْ كُنَّا صَـٰدِقِينَ 17. უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! სირბილში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს, იუსუფი კი ჩვენს საგზალთან დავტოვეთ, მაშინ მგელმა შეჭამა იგი. შენ მაინც არ დაგვიჯერებ, თუნდაც სიმართლეს ვამბობდეთო.“ وَجَآءُو عَلَىٰ قَمِيصِهِۦ بِدَمٍۢ كَذِبٍۢ ۚ قَالَ بَلْ سَوَّلَتْ لَكُمْ أَنفُسُكُمْ أَمْرًۭا ۖ فَصَبْرٌۭ جَمِيلٌۭ ۖ وَٱللَّهُ ٱلْمُسْتَعَانُ عَلَىٰ مَا تَصِفُونَ 18. და მიუტანეს მისი პერანგი, რომელსაც ცრუ სისხლი ეცხო. უთხრა: „არა! თქვენ თქვენმა სულმა შეგაცდინათ ამ საქმეში. მაგრამ მე ძლიერი მოთმინება მმართებს. მხოლოდ ალლაჰია მფარველი იმისაგან, რასაც აღმიწერთო.“ وَجَآءَتْ سَيَّارَةٌۭ فَأَرْسَلُوا۟ وَارِدَهُمْ فَأَدْلَىٰ دَلْوَهُۥ ۖ قَالَ يَـٰبُشْرَىٰ هَـٰذَا غُلَـٰمٌۭ ۚ وَأَسَرُّوهُ بِضَـٰعَةًۭ ۚ وَٱللَّهُ عَلِيمٌۢ بِمَا يَعْمَلُونَ 19. და მოვიდა ქარავანი. გაგზავნეს თავიანთი შიკრიკი. ჩაუშვა სათლი ჭაში და წამოიძახა: ო გახარებავ, ეს ყმაწვილიაო!“ და დამალეს იგი გასაყიდ საქონლად. ხოლო ალლაჰმა იცის, რასაც აკეთებდნენ. وَشَرَوْهُ بِثَمَنٍۭ بَخْسٍۢ دَرَ‌ٰهِمَ مَعْدُودَةٍۢ وَكَانُوا۟ فِيهِ مِنَ ٱلزَّ‌ٰهِدِينَ 20. და გაყიდეს მცირე საფასურად. სულ რაღაც რამდენიმე დირჰემად, ასე შეაფასეს იგი. وَقَالَ ٱلَّذِى ٱشْتَرَىٰهُ مِن مِّصْرَ لِٱمْرَأَتِهِۦٓ أَكْرِمِى مَثْوَىٰهُ عَسَىٰٓ أَن يَنفَعَنَآ أَوْ نَتَّخِذَهُۥ وَلَدًۭا ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ مَكَّنَّا لِيُوسُفَ فِى ٱلْأَرْضِ وَلِنُعَلِّمَهُۥ مِن تَأْوِيلِ ٱلْأَحَادِيثِ ۚ وَٱللَّهُ غَالِبٌ عَلَىٰٓ أَمْرِهِۦ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 21. და ეგვიპტელმა, რომელმაც იყიდა იგი, უთხრა თავის მეუღლეს: „კეთილად მოეპყარი! ეგებ რამეში გამოგვადგეს ანდაც შვილადაც ავიყვანოთო.“ აი, ასე დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა გვესწავლებინა მისთვის სიზმრების ახსნა. და ალლაჰი ძლევამოსილია თავის საქმეში, თუმცაღა ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის. وَلَمَّا بَلَغَ أَشُدَّهُۥٓ ءَاتَيْنَـٰهُ حُكْمًۭا وَعِلْمًۭا ۚ وَكَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْمُحْسِنِينَ 22. და როცა სრულწლოვანებას მიაღწია, ვუბოძეთ მას სიბრძნე და ცოდნა. აი, ასე ვაჯილდოვებთ კეთილისმქმნელთ! وَرَ‌ٰوَدَتْهُ ٱلَّتِى هُوَ فِى بَيْتِهَا عَن نَّفْسِهِۦ وَغَلَّقَتِ ٱلْأَبْوَ‌ٰبَ وَقَالَتْ هَيْتَ لَكَ ۚ قَالَ مَعَاذَ ٱللَّهِ ۖ إِنَّهُۥ رَبِّىٓ أَحْسَنَ مَثْوَاىَ ۖ إِنَّهُۥ لَا يُفْلِحُ ٱلظَّـٰلِمُونَ 23. და დაუწყო მას არშიყი იმ ქალმა, ვის სახლშიც ცხოვრობდა. კარი ჩაკეტა და უთხრა: მოდი ჩემთანო! მიუგო: ალლაჰმა დამიფაროს! ჩემმა ბატონმა კეთილად მომეპყრო და ჭეშმარიტად, ნეტარ არ იქნებიან უსამართლონი. وَلَقَدْ هَمَّتْ بِهِۦ ۖ وَهَمَّ بِهَا لَوْلَآ أَن رَّءَا بُرْهَـٰنَ رَبِّهِۦ ۚ كَذَ‌ٰلِكَ لِنَصْرِفَ عَنْهُ ٱلسُّوٓءَ وَٱلْفَحْشَآءَ ۚ إِنَّهُۥ مِنْ عِبَادِنَا ٱلْمُخْلَصِينَ 24. და ვფიცავ, ქალმა ისურვა იგი და ისურვებდა ისიც, თავისი ღმერთის ცხადი ნიშანი რომ არ დაენახა. ამგვარად ავაცილეთ მას სიავე და გარყვნილება. ჭეშმარიტად, იგი იყო გულწრფელი მსახურთაგანი. وَٱسْتَبَقَا ٱلْبَابَ وَقَدَّتْ قَمِيصَهُۥ مِن دُبُرٍۢ وَأَلْفَيَا سَيِّدَهَا لَدَا ٱلْبَابِ ۚ قَالَتْ مَا جَزَآءُ مَنْ أَرَادَ بِأَهْلِكَ سُوٓءًا إِلَّآ أَن يُسْجَنَ أَوْ عَذَابٌ أَلِيمٌۭ 25. ორივენი კარისკენ გაიქცნენ. და ჩამოახია ქალმა მას პერანგი უკნიდან. და კართან გადააწყდნენ ქალის პატრონს. ქალმა უთხრა: რა სასჯელს იმსახურებს ის, ვინც შენი ოჯახისთვის სიავე მოინდომა, თუ არა დილეგში ჩაგდებას, ან მტანჯველ სასჯელსო. قَالَ هِىَ رَ‌ٰوَدَتْنِى عَن نَّفْسِى ۚ وَشَهِدَ شَاهِدٌۭ مِّنْ أَهْلِهَآ إِن كَانَ قَمِيصُهُۥ قُدَّ مِن قُبُلٍۢ فَصَدَقَتْ وَهُوَ مِنَ ٱلْكَـٰذِبِينَ 26. (იუსუფმა) თქვა: „თვითონ ისურვა ჩემთან თანაცხოვრება!“ ქალის ოჯახიდან ერთ-ერთმა დაამოწმა: რომ თუ მისი პერანგი წინიდანაა ჩამოხეული, იგი(ქალი) მართალს ამბობს და ის ტყუის. وَإِن كَانَ قَمِيصُهُۥ قُدَّ مِن دُبُرٍۢ فَكَذَبَتْ وَهُوَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 27. ხოლო თუ მისი პერანგი უკნიდანაა ჩამოხეული, იგი(ქალი) ცრუობს, და ის მართალიაო فَلَمَّا رَءَا قَمِيصَهُۥ قُدَّ مِن دُبُرٍۢ قَالَ إِنَّهُۥ مِن كَيْدِكُنَّ ۖ إِنَّ كَيْدَكُنَّ عَظِيمٌۭ 28. და როცა დაინახა, რომ მისი პერანგი უკნიდან იყო ჩამოხეული, უთხრა: ეს თქვენი ხრიკებია. თქვენი მზაკვრობა კი, ჭეშმარიტად, დიდია. يُوسُفُ أَعْرِضْ عَنْ هَـٰذَا ۚ وَٱسْتَغْفِرِى لِذَنۢبِكِ ۖ إِنَّكِ كُنتِ مِنَ ٱلْخَاطِـِٔينَ 29. ჰეი, იუსუფ! თავი დაანებე ამას. შენ(უთხრა ცოლს) კი პატიება ითხოვე, უეჭველად, შენ ცოდვილი ხარო. وَقَالَ نِسْوَةٌۭ فِى ٱلْمَدِينَةِ ٱمْرَأَتُ ٱلْعَزِيزِ تُرَ‌ٰوِدُ فَتَىٰهَا عَن نَّفْسِهِۦ ۖ قَدْ شَغَفَهَا حُبًّا ۖ إِنَّا لَنَرَىٰهَا فِى ضَلَـٰلٍۢ مُّبِينٍۢ 30. და თქვეს ქალებმა ქალაქში: დიდებულის ცოლმა, აცდუნა თავისი მონა ბიჭი. მას კი ქალი სიყვარულით აუვსია და ვხედავთ ამ ქალს აშკარა გზააბნევაშიო. فَلَمَّا سَمِعَتْ بِمَكْرِهِنَّ أَرْسَلَتْ إِلَيْهِنَّ وَأَعْتَدَتْ لَهُنَّ مُتَّكَـًۭٔا وَءَاتَتْ كُلَّ وَ‌ٰحِدَةٍۢ مِّنْهُنَّ سِكِّينًۭا وَقَالَتِ ٱخْرُجْ عَلَيْهِنَّ ۖ فَلَمَّا رَأَيْنَهُۥٓ أَكْبَرْنَهُۥ وَقَطَّعْنَ أَيْدِيَهُنَّ وَقُلْنَ حَـٰشَ لِلَّهِ مَا هَـٰذَا بَشَرًا إِنْ هَـٰذَآ إِلَّا مَلَكٌۭ كَرِيمٌۭ 31. ხოლო როცა ქალმა გაიგო მათი ჭორიკნობა, მოსაწვევი გაუგზავნა მათ, მოუწყო მათ მუთაქა-სავარძლები, და თითოეულს დანა მისცა. მერე ქალმა უთხრა: გადი მათთან! ქალებმა რომ დაინახეს იგი, აღფრთოვანდნენ და ხელები დაისერეს. და თქვეს: დიდება ალლაჰს! ეს ადამიანი არ არის, ეს თუ იქნება ღირსეული ანგელოზიო! قَالَتْ فَذَ‌ٰلِكُنَّ ٱلَّذِى لُمْتُنَّنِى فِيهِ ۖ وَلَقَدْ رَ‌ٰوَدتُّهُۥ عَن نَّفْسِهِۦ فَٱسْتَعْصَمَ ۖ وَلَئِن لَّمْ يَفْعَلْ مَآ ءَامُرُهُۥ لَيُسْجَنَنَّ وَلَيَكُونًۭا مِّنَ ٱلصَّـٰغِرِينَ 32. უთხრა: აი ის, ვის გამოც მკიცხავდით მე. ვფიცავ, რომ მასთან თანაცხოვრება ვისურვე. ის კი გამიძალიანდა. თუმცა თუ (ახლა) არ გააკეთებს იმას, რასაც ვუბრძანებ, დილეგში ჩააგდებენ და იქნება დამცირებულთა შორის. قَالَ رَبِّ ٱلسِّجْنُ أَحَبُّ إِلَىَّ مِمَّا يَدْعُونَنِىٓ إِلَيْهِ ۖ وَإِلَّا تَصْرِفْ عَنِّى كَيْدَهُنَّ أَصْبُ إِلَيْهِنَّ وَأَكُن مِّنَ ٱلْجَـٰهِلِينَ 33. (იუსუფმა) თქვა: „ღმერთო ჩემო! დილეგი უკეთესია ჩემთვის იმაზე, რისკენაც მიხმობენ, და თუ არ ამაცილებ მათ მზაკვრობას, მათკენ გადავიხრები და ვიქნები უმეცართა შორისო. فَٱسْتَجَابَ لَهُۥ رَبُّهُۥ فَصَرَفَ عَنْهُ كَيْدَهُنَّ ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 34. შეისმინა მისმა ღმერთმა მისი ვედრება, ამგვარად ააცილა მას მათი მზაკვრობა. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისგამგონი, ყოვლისმცოდნეა! ثُمَّ بَدَا لَهُم مِّنۢ بَعْدِ مَا رَأَوُا۟ ٱلْـَٔايَـٰتِ لَيَسْجُنُنَّهُۥ حَتَّىٰ حِينٍۢ 35. მერე აზრად მოუვიდათ მათ იმის შემდგომ, რაც იხილეს სასწაულნი, რომ დილეგში ჩაესვათ რაღაც ვადით. وَدَخَلَ مَعَهُ ٱلسِّجْنَ فَتَيَانِ ۖ قَالَ أَحَدُهُمَآ إِنِّىٓ أَرَىٰنِىٓ أَعْصِرُ خَمْرًۭا ۖ وَقَالَ ٱلْـَٔاخَرُ إِنِّىٓ أَرَىٰنِىٓ أَحْمِلُ فَوْقَ رَأْسِى خُبْزًۭا تَأْكُلُ ٱلطَّيْرُ مِنْهُ ۖ نَبِّئْنَا بِتَأْوِيلِهِۦٓ ۖ إِنَّا نَرَىٰكَ مِنَ ٱلْمُحْسِنِينَ 36. და შევიდა მასთან ერთად დილეგში ორი ჭაბუკი. თქვა ერთ-ერთმა: მე (სიზმრად)ვნახე - ღვინოს ვწურავდიო. მეორემ თქვა: „მე კი ვნახე, რომ პური თავით მიმქონდა და ჩიტები ჭამდნენ. და გვაცნობე ჩვენ ამის განმარტება, რამეთუ, დავინახეთ, რომ შენ კეთილთაგანი ხარო.“ قَالَ لَا يَأْتِيكُمَا طَعَامٌۭ تُرْزَقَانِهِۦٓ إِلَّا نَبَّأْتُكُمَا بِتَأْوِيلِهِۦ قَبْلَ أَن يَأْتِيَكُمَا ۚ ذَ‌ٰلِكُمَا مِمَّا عَلَّمَنِى رَبِّىٓ ۚ إِنِّى تَرَكْتُ مِلَّةَ قَوْمٍۢ لَّا يُؤْمِنُونَ بِٱللَّهِ وَهُم بِٱلْـَٔاخِرَةِ هُمْ كَـٰفِرُونَ 37. უთხრა: არ მოვა თქვენთან საჭმელი, რომლითაც იკვებებით, ვიდრე მე არ გამცნობთ იმის ახსნას. ესაა იმათგან, რაც ჩემმა ღმერთმა შემასწავლა. ჭეშმარიტად, მე მივატოვე იმ ხალხის სარწმუნოება, რომელთაც არ სწამთ ალლაჰი და უარყოფენ იმქვეყნიურ ცხოვრებას. وَٱتَّبَعْتُ مِلَّةَ ءَابَآءِىٓ إِبْرَ‌ٰهِيمَ وَإِسْحَـٰقَ وَيَعْقُوبَ ۚ مَا كَانَ لَنَآ أَن نُّشْرِكَ بِٱللَّهِ مِن شَىْءٍۢ ۚ ذَ‌ٰلِكَ مِن فَضْلِ ٱللَّهِ عَلَيْنَا وَعَلَى ٱلنَّاسِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَشْكُرُونَ 38. და გავყევი ჩემი წინაპრების სარწმუნოებას: იბრაჰიმის, ისჰაყის და ია’ყუბის. შეუძლებელია, რომ ჩვენ ვინმე თანაზიარი დავუდგინოთ ალლაჰს. ეს ალლაჰის მადლია ჩვენზე და ადამიანებზე, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა არ არის მადლიერი. يَـٰصَـٰحِبَىِ ٱلسِّجْنِ ءَأَرْبَابٌۭ مُّتَفَرِّقُونَ خَيْرٌ أَمِ ٱللَّهُ ٱلْوَ‌ٰحِدُ ٱلْقَهَّارُ 39. ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! განა სხვადასხვა ღვთაებები უმჯობესია, თუ ალლაჰი, ერთადერთი ძლევამოსილი?! مَا تَعْبُدُونَ مِن دُونِهِۦٓ إِلَّآ أَسْمَآءًۭ سَمَّيْتُمُوهَآ أَنتُمْ وَءَابَآؤُكُم مَّآ أَنزَلَ ٱللَّهُ بِهَا مِن سُلْطَـٰنٍ ۚ إِنِ ٱلْحُكْمُ إِلَّا لِلَّهِ ۚ أَمَرَ أَلَّا تَعْبُدُوٓا۟ إِلَّآ إِيَّاهُ ۚ ذَ‌ٰلِكَ ٱلدِّينُ ٱلْقَيِّمُ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 40. და არ ეთაყვანებით მის გარდა არაფერს, გარდა სახელებისა, რომლებიც დაარქვით თქვენ და თქვენმა მამებმა, ალლაჰს კი მათთვის არ გარდმოუვლენია მტკიცებულება. ჭეშმარიტად, მსჯავრი ალლაჰისაა, რომელმაც გიბრძანათ, რომ არაფერს ეთაყვანოთ მის გარდა. ეს არის ჭეშმარიტი სარწმუნოება, თუმცა ხალხთაგან უმეტესმა არ იცის. يَـٰصَـٰحِبَىِ ٱلسِّجْنِ أَمَّآ أَحَدُكُمَا فَيَسْقِى رَبَّهُۥ خَمْرًۭا ۖ وَأَمَّا ٱلْـَٔاخَرُ فَيُصْلَبُ فَتَأْكُلُ ٱلطَّيْرُ مِن رَّأْسِهِۦ ۚ قُضِىَ ٱلْأَمْرُ ٱلَّذِى فِيهِ تَسْتَفْتِيَانِ 41. ჰეი, ჩემო დილეგის მეგობრებო! ერთი თქვენთაგანი თავის ბატონს ღვინოს მიართმევს, მეორე კი ჩამოხრჩობილი იქნება და ჩიტები თავს დაუკორტნიან. გადაწყვეტილია საქმე, რომლის ახსნასაც ითხოვდით. وَقَالَ لِلَّذِى ظَنَّ أَنَّهُۥ نَاجٍۢ مِّنْهُمَا ٱذْكُرْنِى عِندَ رَبِّكَ فَأَنسَىٰهُ ٱلشَّيْطَـٰنُ ذِكْرَ رَبِّهِۦ فَلَبِثَ فِى ٱلسِّجْنِ بِضْعَ سِنِينَ 42. და უთხრა: რომელიც, უნდა გადარჩენილიყო მათგან: „უამბე ჩემზე შენს ბატონს!“ მაგრამ დაავიწყა ეშმაკმა მას, თავის ბატონზე მოყოლა, და დარჩა დილეგში რამდენიმე წელს. وَقَالَ ٱلْمَلِكُ إِنِّىٓ أَرَىٰ سَبْعَ بَقَرَ‌ٰتٍۢ سِمَانٍۢ يَأْكُلُهُنَّ سَبْعٌ عِجَافٌۭ وَسَبْعَ سُنۢبُلَـٰتٍ خُضْرٍۢ وَأُخَرَ يَابِسَـٰتٍۢ ۖ يَـٰٓأَيُّهَا ٱلْمَلَأُ أَفْتُونِى فِى رُءْيَـٰىَ إِن كُنتُمْ لِلرُّءْيَا تَعْبُرُونَ 43. და თქვა მეფემ: სიზმარი ვნახე, შვიდ მსუქან ძროხას ჭამდა შვიდი გამხდარი ძროხა, და შვიდი მწვანე თავთავი, შვიდი გამხმარი თავთავის გვერდით. ჰეი, დიდებულნო, განმიმარტეთ ჩემი სიზმარი თუ შეგიძლიათ სიზმრების ახსნა! قَالُوٓا۟ أَضْغَـٰثُ أَحْلَـٰمٍۢ ۖ وَمَا نَحْنُ بِتَأْوِيلِ ٱلْأَحْلَـٰمِ بِعَـٰلِمِينَ 44. უთხრეს: „რთული სიზმრებია, ჩვენ არ ვიცით ასეთი სიზმრების ახსნა.“ وَقَالَ ٱلَّذِى نَجَا مِنْهُمَا وَٱدَّكَرَ بَعْدَ أُمَّةٍ أَنَا۠ أُنَبِّئُكُم بِتَأْوِيلِهِۦ فَأَرْسِلُونِ 45. და თქვა იმან, ვინც იმ ორთაგან გადარჩა და რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ გაახსენდა - მე გაცნობებთ თქვენ ამის განმარტებას, ახლავე გამგზავნეთო. يُوسُفُ أَيُّهَا ٱلصِّدِّيقُ أَفْتِنَا فِى سَبْعِ بَقَرَ‌ٰتٍۢ سِمَانٍۢ يَأْكُلُهُنَّ سَبْعٌ عِجَافٌۭ وَسَبْعِ سُنۢبُلَـٰتٍ خُضْرٍۢ وَأُخَرَ يَابِسَـٰتٍۢ لَّعَلِّىٓ أَرْجِعُ إِلَى ٱلنَّاسِ لَعَلَّهُمْ يَعْلَمُونَ 46. ჰეი, იუსუფ, მართალო კაცო! აგვიხსენი რას ნიშნავს, შვიდ მსუქან ძროხას რომ შვიდი გამხდარი ძროხა ჭამს და შვიდი მწვანე თავთავი რომ შვიდი გამხმარი თავთავის გვერდითაა? ეგების დავბრუნდე ხალხთან, რათა ეგების მათ გაიგონ!“ قَالَ تَزْرَعُونَ سَبْعَ سِنِينَ دَأَبًۭا فَمَا حَصَدتُّمْ فَذَرُوهُ فِى سُنۢبُلِهِۦٓ إِلَّا قَلِيلًۭا مِّمَّا تَأْكُلُونَ 47. უთხრა: „შვიდ წელიწადს თესეთ ჩვეულებისამებრ, და რასაც მოიმკით, დატოვეთ იგი თავისივე თავთავში, გარდა იმ მცირედისა, რასაც მიირთმევთ. مَّ يَأْتِى مِنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ سَبْعٌۭ شِدَادٌۭ يَأْكُلْنَ مَا قَدَّمْتُمْ لَهُنَّ إِلَّا قَلِيلًۭا مِّمَّا تُحْصِنُونَ 48. შემდეგ დადგება შვიდი მკაცრი წელი, რომლებიც შეჭამენ იმას, რაც მოაგროვეთ, გარდა იმ მცირედისა, რასაც დაზოგავთ. ثُمَّ يَأْتِى مِنۢ بَعْدِ ذَ‌ٰلِكَ عَامٌۭ فِيهِ يُغَاثُ ٱلنَّاسُ وَفِيهِ يَعْصِرُونَ 49. მერე, ამის შემდგომ, მოვა წელი, რომელიც ხალხს უხვ წვიმას მოუტანს და დაწურავენ მასში ისინი.“ وَقَالَ ٱلْمَلِكُ ٱئْتُونِى بِهِۦ ۖ فَلَمَّا جَآءَهُ ٱلرَّسُولُ قَالَ ٱرْجِعْ إِلَىٰ رَبِّكَ فَسْـَٔلْهُ مَا بَالُ ٱلنِّسْوَةِ ٱلَّـٰتِى قَطَّعْنَ أَيْدِيَهُنَّ ۚ إِنَّ رَبِّى بِكَيْدِهِنَّ عَلِيمٌۭ 50. და ბრძანა მეფემ: „მომგვარეთ იგი! ხოლო როცა მივიდა მასთან ელჩი, უთხრა: დაბრუნდი შენს ბატონთან და ჰკითხე: რა სჭირდათ იმ ქალებს, რომელთაც ხელები დაიჭრესო? ჭეშმარიტად, ჩემმა ღმერთმა იცის მათი მზაკვრობა. قَالَ مَا خَطْبُكُنَّ إِذْ رَ‌ٰوَدتُّنَّ يُوسُفَ عَن نَّفْسِهِۦ ۚ قُلْنَ حَـٰشَ لِلَّهِ مَا عَلِمْنَا عَلَيْهِ مِن سُوٓءٍۢ ۚ قَالَتِ ٱمْرَأَتُ ٱلْعَزِيزِ ٱلْـَٔـٰنَ حَصْحَصَ ٱلْحَقُّ أَنَا۠ رَ‌ٰوَدتُّهُۥ عَن نَّفْسِهِۦ وَإِنَّهُۥ لَمِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 51. უთხრა: რას ფიქრობდით, რომ იუსუფს აცდუნებდითო?! მიუგეს: ალლაჰმა დაგვიფაროს! ჩვენ არ ვიცით მასზე ცუდი. თქვა ხელმწიფის ცოლმა: აჰა, გამომჟღავნდა ჭეშმარიტება: მე ვაცდუნებდი მას, ის კი მართალთაგანია. ذَ‌ٰلِكَ لِيَعْلَمَ أَنِّى لَمْ أَخُنْهُ بِٱلْغَيْبِ وَأَنَّ ٱللَّهَ لَا يَهْدِى كَيْدَ ٱلْخَآئِنِينَ 52. ეს იმიტომ, რომ სცოდნოდა, მე მისთვის არ მიღალატია მისი არყოფნისას, და ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჰქმნის წარმატებულს მოღალატეთა მზაკვრობას. وَمَآ أُبَرِّئُ نَفْسِىٓ ۚ إِنَّ ٱلنَّفْسَ لَأَمَّارَةٌۢ بِٱلسُّوٓءِ إِلَّا مَا رَحِمَ رَبِّىٓ ۚ إِنَّ رَبِّى غَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 53. თავს არ ვიმართლებ. უეჭველად, სული, სიავისკენაა მიდრეკილი იმის გარდა, ვისაც შეიწყალებს ჩემი ღმერთი. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი მიმტევებელი, მწყალობელია! وَقَالَ ٱلْمَلِكُ ٱئْتُونِى بِهِۦٓ أَسْتَخْلِصْهُ لِنَفْسِى ۖ فَلَمَّا كَلَّمَهُۥ قَالَ إِنَّكَ ٱلْيَوْمَ لَدَيْنَا مَكِينٌ أَمِينٌۭ 54. და თქვა მეფემ: მომგვარეთ იგი, მას პირად მრჩევლად დავიდგენ!“ ხოლო, როცა დაელაპარაკა მას, უთხრა: უეჭველად, დღეიდან ჩვენთან იქნები, სანდო, შეძლებული. قَالَ ٱجْعَلْنِى عَلَىٰ خَزَآئِنِ ٱلْأَرْضِ ۖ إِنِّى حَفِيظٌ عَلِيمٌۭ 55. უთხრა: დამადგინე ამ მიწა-წყალის ხაზინებზე, და მე ვიქნები მცველი, მცოდნეო. وَكَذَ‌ٰلِكَ مَكَّنَّا لِيُوسُفَ فِى ٱلْأَرْضِ يَتَبَوَّأُ مِنْهَا حَيْثُ يَشَآءُ ۚ نُصِيبُ بِرَحْمَتِنَا مَن نَّشَآءُ ۖ وَلَا نُضِيعُ أَجْرَ ٱلْمُحْسِنِينَ 56. და ამგვარად დავამკვიდრეთ იუსუფი დედამიწაზე, რათა მას ეცხოვრა იქ, სადაც ისურვებდა. მოვუვლენთ ჩვენს წყალობას, ვისაც ვინებებთ და არ დავუკარგავთ საზღაურს კეთილთ. وَلَأَجْرُ ٱلْـَٔاخِرَةِ خَيْرٌۭ لِّلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَكَانُوا۟ يَتَّقُونَ 57. საიქიო საზღაური ბევრად უკეთესია იმათთვის, ვინც ირწმუნა და იყო ღვთისმოშიში. وَجَآءَ إِخْوَةُ يُوسُفَ فَدَخَلُوا۟ عَلَيْهِ فَعَرَفَهُمْ وَهُمْ لَهُۥ مُنكِرُونَ 58. და მოვიდნენ იუსუფის ძმები და შევიდნენ მასთან. მან იცნო ისინი, მათ კი ვერ იცნეს. وَلَمَّا جَهَّزَهُم بِجَهَازِهِمْ قَالَ ٱئْتُونِى بِأَخٍۢ لَّكُم مِّنْ أَبِيكُمْ ۚ أَلَا تَرَوْنَ أَنِّىٓ أُوفِى ٱلْكَيْلَ وَأَنَا۠ خَيْرُ ٱلْمُنزِلِينَ 59. და როცა გაამზადებინა მათთვის მარცვლეულის მარაგი, უთხრა: „მომიყვანეთ თქვენი ძმა მამათქვენისაგან. განა ვერ ხედავთ, რომ მე მთლიან საწყაოს ვიძლევი და საუკეთესო მასპინძელი ვარ? فَإِن لَّمْ تَأْتُونِى بِهِۦ فَلَا كَيْلَ لَكُمْ عِندِى وَلَا تَقْرَبُونِ 60. ხოლო თუ არ მოიყვანთ მას ჩემთან, მაშინ ჩემგან მარცვლეულის მარაგს ვერ მიიღებთ და ახლოსაც ნუ გამეკარებითო. قَالُوا۟ سَنُرَ‌ٰوِدُ عَنْهُ أَبَاهُ وَإِنَّا لَفَـٰعِلُونَ 61. თქვეს: „შევეცდებით იგი გამოვთხოვოთ თავის მამას და, ასე მოვიქცევით.“  وَقَالَ لِفِتْيَـٰنِهِ ٱجْعَلُوا۟ بِضَـٰعَتَهُمْ فِى رِحَالِهِمْ لَعَلَّهُمْ يَعْرِفُونَهَآ إِذَا ٱنقَلَبُوٓا۟ إِلَىٰٓ أَهْلِهِمْ لَعَلَّهُمْ يَرْجِعُونَ 62. და უთხრა თავის მსახურებს: „მათი ფული მათსავე ნივთებში ჩადეთ, ეგება, როცა თავიანთ ოჯახთან დაბრუნდებიან, ნახონ და უკან მობრუნდნენო!“ فَلَمَّا رَجَعُوٓا۟ إِلَىٰٓ أَبِيهِمْ قَالُوا۟ يَـٰٓأَبَانَا مُنِعَ مِنَّا ٱلْكَيْلُ فَأَرْسِلْ مَعَنَآ أَخَانَا نَكْتَلْ وَإِنَّا لَهُۥ لَحَـٰفِظُونَ 63. ხოლო, როცა დაბრუნდნენ თავიანთ მამასთან, უთხრეს: „ჰეი, მამაჩვენო! ჩვენ აგვეკრძალა მარცვლეულის მარაგი. გამოგზავნე ჩვენთან ერთად ჩვენი ძმა, რათა მარცვლეულის მარაგი მივიღოთ. და, უეჭველად, ჩვენ მას დავიცავთ.“ قَالَ هَلْ ءَامَنُكُمْ عَلَيْهِ إِلَّا كَمَآ أَمِنتُكُمْ عَلَىٰٓ أَخِيهِ مِن قَبْلُ ۖ فَٱللَّهُ خَيْرٌ حَـٰفِظًۭا ۖ وَهُوَ أَرْحَمُ ٱلرَّ‌ٰحِمِينَ 64. უთხრა: „განა, განდოთ თქვენ იგი, როგორც განდეთ თქვენ მისი ძმა უწინ? ალლაჰი საუკეთესო დამცველია და მწყალობელთა მწყალობელია. وَلَمَّا فَتَحُوا۟ مَتَـٰعَهُمْ وَجَدُوا۟ بِضَـٰعَتَهُمْ رُدَّتْ إِلَيْهِمْ ۖ قَالُوا۟ يَـٰٓأَبَانَا مَا نَبْغِى ۖ هَـٰذِهِۦ بِضَـٰعَتُنَا رُدَّتْ إِلَيْنَا ۖ وَنَمِيرُ أَهْلَنَا وَنَحْفَظُ أَخَانَا وَنَزْدَادُ كَيْلَ بَعِيرٍۢ ۖ ذَ‌ٰلِكَ كَيْلٌۭ يَسِيرٌۭ 65. და როცა გახსნეს თავიანთი ბარგი, ნახეს მათთვის უკან დაბრუნებული ფული. თქვეს: „ჰეი, მამაჩვენო! რაღა ვინატროთ მეტი? ესაა ჩვენი ფული. უკან დაგვიბრუნეს ჩვენ და ჩვენ შევძლებთ სარჩო ვიშოვოთ ჩვენი ოჯახისთვის, დავიცვათ ჩვენი ძმაც და შევიმატოთ ერთი აქლემის საპალნე. ეს კი ცოტაოდენია. قَالَ لَنْ أُرْسِلَهُۥ مَعَكُمْ حَتَّىٰ تُؤْتُونِ مَوْثِقًۭا مِّنَ ٱللَّهِ لَتَأْتُنَّنِى بِهِۦٓ إِلَّآ أَن يُحَاطَ بِكُمْ ۖ فَلَمَّآ ءَاتَوْهُ مَوْثِقَهُمْ قَالَ ٱللَّهُ عَلَىٰ مَا نَقُولُ وَكِيلٌۭ 66. უთხრა: „ვერ გამოვგზავნი მას თქვენთან ერთად, სანამ არ დადებთ აღთქმას ალლაჰის წინაშე, რომ უკან ჩამოიყვანთ, რაც უნდა შეგემთხვათ. მაშინ მათ აღთქმა დადეს, უთხრა: ალლაჰია მოწმე იმისა, რასაც ვამბობთ.“ وَقَالَ يَـٰبَنِىَّ لَا تَدْخُلُوا۟ مِنۢ بَابٍۢ وَ‌ٰحِدٍۢ وَٱدْخُلُوا۟ مِنْ أَبْوَ‌ٰبٍۢ مُّتَفَرِّقَةٍۢ ۖ وَمَآ أُغْنِى عَنكُم مِّنَ ٱللَّهِ مِن شَىْءٍ ۖ إِنِ ٱلْحُكْمُ إِلَّا لِلَّهِ ۖ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ ۖ وَعَلَيْهِ فَلْيَتَوَكَّلِ ٱلْمُتَوَكِّلُونَ 67. უთხრა: ჰეი, ჩემო შვილებო! ნუ შეხვალთ ერთი კარიბჭით, არამედ შედით სხვადასხვა კარიბჭიდან. მე ვერ შევცვლი ალლაჰის განგებას, რადგან მსჯავრი მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის, მას ვენდობი და მას ენდობიან მინდობილები! وَلَمَّا دَخَلُوا۟ مِنْ حَيْثُ أَمَرَهُمْ أَبُوهُم مَّا كَانَ يُغْنِى عَنْهُم مِّنَ ٱللَّهِ مِن شَىْءٍ إِلَّا حَاجَةًۭ فِى نَفْسِ يَعْقُوبَ قَضَىٰهَا ۚ وَإِنَّهُۥ لَذُو عِلْمٍۢ لِّمَا عَلَّمْنَـٰهُ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يَعْلَمُونَ 68. და შევიდნენ ისე, როგორც მამამ დაარიგა. მაგრამ ამან ვერ ააცილა ისინი ალლაჰის განგებას. ეს მხოლოდ ია’ყუბის სურვილი იყო, რომელიც აღასრულეს. და უეჭველად, იგი ცოდნას ფლობდა, რომელიც ჩვენ შევასწავლეთ, მაგრამ ადამიანების უმრავლესობამ არ იცის. وَلَمَّا دَخَلُوا۟ عَلَىٰ يُوسُفَ ءَاوَىٰٓ إِلَيْهِ أَخَاهُ ۖ قَالَ إِنِّىٓ أَنَا۠ أَخُوكَ فَلَا تَبْتَئِسْ بِمَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 69. და როცა ისინი წარსდგნენ იუსუფთან, ღვიძლი ძმა თავისთან წაიყვანა. უთხრა: „უეჭველად, მე შენი ძმა ვარ! არ ინაღვლო იმის გამო, რასაც ისინი აკეთებდნენ“. فَلَمَّا جَهَّزَهُم بِجَهَازِهِمْ جَعَلَ ٱلسِّقَايَةَ فِى رَحْلِ أَخِيهِ ثُمَّ أَذَّنَ مُؤَذِّنٌ أَيَّتُهَا ٱلْعِيرُ إِنَّكُمْ لَسَـٰرِقُونَ 70. ხოლო როცა გაამზადებინა მათი მარცვლეულის მარაგი, ჩადო თავისი ღვიძლი ძმის ნივთებში ფიალა. მერე დაიძახა ვიღაცამ: „ჰეი, მექარავნენო, თქვენ ქურდები ხართო!“ قَالُوا۟ وَأَقْبَلُوا۟ عَلَيْهِم مَّاذَا تَفْقِدُونَ 71. მათკენ მიბრუნდნენ და უთხრეს: „რა დაკარგეთ?“ قَالُوا۟ نَفْقِدُ صُوَاعَ ٱلْمَلِكِ وَلِمَن جَآءَ بِهِۦ حِمْلُ بَعِيرٍۢ وَأَنَا۠ بِهِۦ زَعِيمٌۭ 72. მიუგეს: „დავკარგეთ მეფის თასი და ვინც მას მოიტანს, ერთი აქლემის საპალნეს მივცემთ და ამის თავდები მე თვითონ ვარო“. قَالُوا۟ تَٱللَّهِ لَقَدْ عَلِمْتُم مَّا جِئْنَا لِنُفْسِدَ فِى ٱلْأَرْضِ وَمَا كُنَّا سَـٰرِقِينَ 73. ძმებმა თქვეს: „ვფიცავართ ალლაჰს! თქვენ კარგად იცით, რომ ამ მხარეში სიავეების ჩასადენად არ მოვსულვართ და ჩვენ ქურდები არ ვართო“. قَالُوا۟ فَمَا جَزَ‌ٰٓؤُهُۥٓ إِن كُنتُمْ كَـٰذِبِينَ 74. უთხრეს: მაშინ რაა სასჯელი იმისა, თუ თქვენ მატყუარები აღმოჩნდებით? قَالُوا۟ جَزَ‌ٰٓؤُهُۥ مَن وُجِدَ فِى رَحْلِهِۦ فَهُوَ جَزَ‌ٰٓؤُهُۥ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلظَّـٰلِمِينَ 75. თქვეს: „სასჯელი იმისა, ვისაც თავის აბგაში აღმოუჩნდება, თვითონაა სასჯელი. ასე ვსჯით უსამართლოებს.“ فَبَدَأَ بِأَوْعِيَتِهِمْ قَبْلَ وِعَآءِ أَخِيهِ ثُمَّ ٱسْتَخْرَجَهَا مِن وِعَآءِ أَخِيهِ ۚ كَذَ‌ٰلِكَ كِدْنَا لِيُوسُفَ ۖ مَا كَانَ لِيَأْخُذَ أَخَاهُ فِى دِينِ ٱلْمَلِكِ إِلَّآ أَن يَشَآءَ ٱللَّهُ ۚ نَرْفَعُ دَرَجَـٰتٍۢ مَّن نَّشَآءُ ۗ وَفَوْقَ كُلِّ ذِى عِلْمٍ عَلِيمٌۭ 76. დაიწყო მათი აბგების დათვალიერება, თავისი ღვიძლი ძმის აბგაზე წინ. მერე ღვიძლი ძმის აბგიდან ამოიღო იგი. ასეთი მეთოდი შევამზადეთ იუსუფისთვის. მას არ შეეძლო შეეპყრო თავისი ძმა მეფის კანონის (არაბულში დინი) თანახმად, თუ არ ინებებდა ამას ალლაჰი. ჩვენ ვამაღლებთ ხარისხებით იმას, ვისაც ვინებებთ. ყოველი მცოდნის ზემოთ კი ყოვლისმცოდნეა. قَالُوٓا۟ إِن يَسْرِقْ فَقَدْ سَرَقَ أَخٌۭ لَّهُۥ مِن قَبْلُ ۚ فَأَسَرَّهَا يُوسُفُ فِى نَفْسِهِۦ وَلَمْ يُبْدِهَا لَهُمْ ۚ قَالَ أَنتُمْ شَرٌّۭ مَّكَانًۭا ۖ وَٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا تَصِفُونَ 77. მათ თქვეს: თუ მან მოიპარა, მისმა ძმამაც მოიპარა უწინ.“ მაგრამ ეს იუსუფმა გულში ჩაიდო და არ გაუმხილა იგი მათ. თქვა: თქვენ ცუდ მდგომარეობაში ხართ და ალლაჰმა იცის, რასაც ამბობთ. قَالُوا۟ يَـٰٓأَيُّهَا ٱلْعَزِيزُ إِنَّ لَهُۥٓ أَبًۭا شَيْخًۭا كَبِيرًۭا فَخُذْ أَحَدَنَا مَكَانَهُۥٓ ۖ إِنَّا نَرَىٰكَ مِنَ ٱلْمُحْسِنِينَ 78. უთხრეს: დიდებულო ვეზირო! ჩვენ ღრმად მოხუცი მამა გვყავს. დაიტოვე ჩვენგან ერთ-ერთი ამის სანაცვლოდ. უეჭველად, ჩვენ ვხედავთ, რომ შენ კეთილთაგანი ხარ. قَالَ مَعَاذَ ٱللَّهِ أَن نَّأْخُذَ إِلَّا مَن وَجَدْنَا مَتَـٰعَنَا عِندَهُۥٓ إِنَّآ إِذًۭا لَّظَـٰلِمُونَ 79. მიუგო: ალლაჰმა დამიფაროს, რომ სხვა ავიყვანოთ იმის ნაცვლად, ვისთანაც აღმოვაჩინეთ ჩვენი ქონება. თუკი ჩვენ ასე მოვიქცევით, მაშინ ვიქნებით უსამართლონი! فَلَمَّا ٱسْتَيْـَٔسُوا۟ مِنْهُ خَلَصُوا۟ نَجِيًّۭا ۖ قَالَ كَبِيرُهُمْ أَلَمْ تَعْلَمُوٓا۟ أَنَّ أَبَاكُمْ قَدْ أَخَذَ عَلَيْكُم مَّوْثِقًۭا مِّنَ ٱللَّهِ وَمِن قَبْلُ مَا فَرَّطتُمْ فِى يُوسُفَ ۖ فَلَنْ أَبْرَحَ ٱلْأَرْضَ حَتَّىٰ يَأْذَنَ لِىٓ أَبِىٓ أَوْ يَحْكُمَ ٱللَّهُ لِى ۖ وَهُوَ خَيْرُ ٱلْحَـٰكِمِينَ 80. ხოლო როცა ყოველგვარი იმედი გადაეწურათ, დარჩნენ ერთმანეთთან მარტო, სათათბიროდ. მათგან უფროსმა თქვა: განა, არ იცით, რომ მამათქვენმა აღთქმა დაგადებინათ ალლაჰის წინაშე და მის უწინაც, რაც იუსუფის მიმართ ჩაიდინეთ? ამიტომ არ წავალ ამ ქვეყნიდან, ვიდრე ნებას არ მომცემს, მამაჩემი ანდა არ განმსჯის ალლაჰი, ხოლო იგი საუკეთესო მსაჯულია. ٱرْجِعُوٓا۟ إِلَىٰٓ أَبِيكُمْ فَقُولُوا۟ يَـٰٓأَبَانَآ إِنَّ ٱبْنَكَ سَرَقَ وَمَا شَهِدْنَآ إِلَّا بِمَا عَلِمْنَا وَمَا كُنَّا لِلْغَيْبِ حَـٰفِظِينَ 81. თქვენ დაბრუნდით მამათქვენთან და ასე უთხარით: ჰეი, მამაჩვენო! შენმა შვილმა ნამდვილად იქურდა. ჩვენ მხოლოდ იმას ვამოწმებთ, რაც ვიცით, ხოლო ჩვენ დაფარულის მცოდნენი კი არა ვართ. وَسْـَٔلِ ٱلْقَرْيَةَ ٱلَّتِى كُنَّا فِيهَا وَٱلْعِيرَ ٱلَّتِىٓ أَقْبَلْنَا فِيهَا ۖ وَإِنَّا لَصَـٰدِقُونَ 82. ჰკითხე ქალაქს, სადაც ვიყავით და ქარავანს, რომელთან ერთადაც დავბრუნდით. ჭეშმარიტად, ჩვენ სიმართლეს ვამბობთ.“ قَالَ بَلْ سَوَّلَتْ لَكُمْ أَنفُسُكُمْ أَمْرًۭا ۖ فَصَبْرٌۭ جَمِيلٌ ۖ عَسَى ٱللَّهُ أَن يَأْتِيَنِى بِهِمْ جَمِيعًا ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْعَلِيمُ ٱلْحَكِيمُ 83. თქვა: „არა! თქვენმა სულმა კეთილად მოგაჩვენათ ეს საქმე და ძლიერი მოთმინება მმართებს. ნეტავ, ალლაჰმა დამიბრუნოს ისინი. ჭეშმარიტად, იგი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! وَتَوَلَّىٰ عَنْهُمْ وَقَالَ يَـٰٓأَسَفَىٰ عَلَىٰ يُوسُفَ وَٱبْيَضَّتْ عَيْنَاهُ مِنَ ٱلْحُزْنِ فَهُوَ كَظِيمٌۭ 84. ზურგი აქცია მათ და თქვა: „ეჰ! საცოდავი იუსუფი!“ და თვალები ნაღველით გაუთეთრდა, მაგრამ მწუხარებას გულში იკლავდა. قَالُوا۟ تَٱللَّهِ تَفْتَؤُا۟ تَذْكُرُ يُوسُفَ حَتَّىٰ تَكُونَ حَرَضًا أَوْ تَكُونَ مِنَ ٱلْهَـٰلِكِينَ 85. მიუგეს: ვფიცავართ ალლაჰს, მანამდე არ მოეშვები იუსუფის ხსენებას ვიდრე არ დაუძლურდები ან თავს არ დაიღუპავ. قَالَ إِنَّمَآ أَشْكُوا۟ بَثِّى وَحُزْنِىٓ إِلَى ٱللَّهِ وَأَعْلَمُ مِنَ ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ 86. მიუგო: „მხოლოდ ალლაჰს შევჩივი ჩემს ნაღველს და დარდს. და მე ვიცი ალლაჰისაგან ის, რაც თქვენ არ იცით. يَـٰبَنِىَّ ٱذْهَبُوا۟ فَتَحَسَّسُوا۟ مِن يُوسُفَ وَأَخِيهِ وَلَا تَا۟يْـَٔسُوا۟ مِن رَّوْحِ ٱللَّهِ ۖ إِنَّهُۥ لَا يَا۟يْـَٔسُ مِن رَّوْحِ ٱللَّهِ إِلَّا ٱلْقَوْمُ ٱلْكَـٰفِرُونَ 87. ჰეი, ჩემო შვილებო! წადით, იუსუფი და მისი ძმა კარგად მოძებნეთ. და ალლაჰის წყალობის იმედს ნუ გადაიწურავთ. ჭეშმარიტად, არ ეწურებათ იმედი ალლაჰის მოწყალებისგან არავის, ურწმუნო ხალხის გარდა.“ فَلَمَّا دَخَلُوا۟ عَلَيْهِ قَالُوا۟ يَـٰٓأَيُّهَا ٱلْعَزِيزُ مَسَّنَا وَأَهْلَنَا ٱلضُّرُّ وَجِئْنَا بِبِضَـٰعَةٍۢ مُّزْجَىٰةٍۢ فَأَوْفِ لَنَا ٱلْكَيْلَ وَتَصَدَّقْ عَلَيْنَآ ۖ إِنَّ ٱللَّهَ يَجْزِى ٱلْمُتَصَدِّقِينَ 88. ხოლო როცა მივიდნენ მასთან, უთხრეს: „ჰეი, დიდებულო ვეზირო! ჩვენ და ჩვენს ოჯახს გაჭირვება გვეწვია. და მოვედით მხოლოდ მცირედი ქონებით. მაგრამ მოგვეცი მის სანაცვლოდ სრული საწყაო, და გვიმოწყალე. ჭეშმარიტად, ალლაჰი დააჯილდოვებს გულმოწყალეებს. قَالَ هَلْ عَلِمْتُم مَّا فَعَلْتُم بِيُوسُفَ وَأَخِيهِ إِذْ أَنتُمْ جَـٰهِلُونَ 89. უთხრა: „გაიხსენეთ თუ არა, რა უყავით იუსუფს და მის ძმას, მაშინ, როცა იყავით უმეცარნი? قَالُوٓا۟ أَءِنَّكَ لَأَنتَ يُوسُفُ ۖ قَالَ أَنَا۠ يُوسُفُ وَهَـٰذَآ أَخِى ۖ قَدْ مَنَّ ٱللَّهُ عَلَيْنَآ ۖ إِنَّهُۥ مَن يَتَّقِ وَيَصْبِرْ فَإِنَّ ٱللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ ٱلْمُحْسِنِينَ 90. უთხრეს: ნუთუ ნამდვილად იუსუფი ხარ შენ? მიუგო: „მე იუსუფი ვარ, ეს კი ჩემი ძმაა! ალლაჰმა ჩვენ მოწყალება გვიბოძა. რადგანაც, ვისაც ღმერთის შიში ექნება და მოითმენს, უეჭველად, ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელთ!“ قَالُوا۟ تَٱللَّهِ لَقَدْ ءَاثَرَكَ ٱللَّهُ عَلَيْنَا وَإِن كُنَّا لَخَـٰطِـِٔينَ 91. თქვეს: „ვფიცავთ ალლაჰს, ალლაჰმა გამოგარჩია ჩვენზე, ჩვენ კი დამნაშავენი ვიყავით. قَالَ لَا تَثْرِيبَ عَلَيْكُمُ ٱلْيَوْمَ ۖ يَغْفِرُ ٱللَّهُ لَكُمْ ۖ وَهُوَ أَرْحَمُ ٱلرَّ‌ٰحِمِينَ 92. მიუგო: „დღეს არ გკიცხავთ თქვენ. დაე, ალლაჰმა შეგინდოთ, რამეთუ იგია მოწყალეთაგან უმოწყალესი! ٱذْهَبُوا۟ بِقَمِيصِى هَـٰذَا فَأَلْقُوهُ عَلَىٰ وَجْهِ أَبِى يَأْتِ بَصِيرًۭا وَأْتُونِى بِأَهْلِكُمْ أَجْمَعِينَ 93. წაიღეთ ეს ჩემი პერანგი, და გადააფარეთ მამაჩემს სახეზე და იქცევა მხედველად. მერე კი აქ მომგვარეთ ჩემი ოჯახის წევრები ერთიანად. وَلَمَّا فَصَلَتِ ٱلْعِيرُ قَالَ أَبُوهُمْ إِنِّى لَأَجِدُ رِيحَ يُوسُفَ ۖ لَوْلَآ أَن تُفَنِّدُونِ 94. და როცა ქარავანი გასცილდა, თქვა მათმა მამამ: „ჭეშმარიტად, მე ვგრძნობ იუსუფის სურნელს, თუკი გონმიხდილად არ შემრაცხათო. قَالُوا۟ تَٱللَّهِ إِنَّكَ لَفِى ضَلَـٰلِكَ ٱلْقَدِيمِ 95. უთხრეს: „ვფიცავართ ალლაჰს, უეჭველად, შენ კვლავინდებურად გზააბნევაში ხარ!“ فَلَمَّآ أَن جَآءَ ٱلْبَشِيرُ أَلْقَىٰهُ عَلَىٰ وَجْهِهِۦ فَٱرْتَدَّ بَصِيرًۭا ۖ قَالَ أَلَمْ أَقُل لَّكُمْ إِنِّىٓ أَعْلَمُ مِنَ ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ 96. ხოლო როცა მოვიდა მახარობელი, გადააფარა მას იგი სახეზე და მაშინვე დაუბრუნდა მხედველობა. უთხრა: განა არ მითქვამს თქვენთვის, რომ ჭეშმარიტად, ვიცი ალლაჰისაგან ის, რაც თქვენ არ იცით? قَالُوا۟ يَـٰٓأَبَانَا ٱسْتَغْفِرْ لَنَا ذُنُوبَنَآ إِنَّا كُنَّا خَـٰطِـِٔينَ 97. უთხრეს: „ჰეი მამაჩვენო! ჩვენი ცოდვების გამო შენდობა შესთხოვე. უეჭველად, ჩვენ ცოდვილნი ვიყავით. قَالَ سَوْفَ أَسْتَغْفِرُ لَكُمْ رَبِّىٓ ۖ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 98. მიუგო: „თქვენთვის შენდობას შევთხოვ ჩემს ღმერთს. იგი ჭეშმარიტად, მიმტევებელი მწყალობელია. فَلَمَّا دَخَلُوا۟ عَلَىٰ يُوسُفَ ءَاوَىٰٓ إِلَيْهِ أَبَوَيْهِ وَقَالَ ٱدْخُلُوا۟ مِصْرَ إِن شَآءَ ٱللَّهُ ءَامِنِينَ 99. ხოლო როცა ისინი მივიდნენ იუსუფთან, მოეხვია მშობლებს და უთხრა: „შემოდით ეგვიპტეში, ალლაჰის ნებით, უსაფრთხოდ! وَرَفَعَ أَبَوَيْهِ عَلَى ٱلْعَرْشِ وَخَرُّوا۟ لَهُۥ سُجَّدًۭا ۖ وَقَالَ يَـٰٓأَبَتِ هَـٰذَا تَأْوِيلُ رُءْيَـٰىَ مِن قَبْلُ قَدْ جَعَلَهَا رَبِّى حَقًّۭا ۖ وَقَدْ أَحْسَنَ بِىٓ إِذْ أَخْرَجَنِى مِنَ ٱلسِّجْنِ وَجَآءَ بِكُم مِّنَ ٱلْبَدْوِ مِنۢ بَعْدِ أَن نَّزَغَ ٱلشَّيْطَـٰنُ بَيْنِى وَبَيْنَ إِخْوَتِىٓ ۚ إِنَّ رَبِّى لَطِيفٌۭ لِّمَا يَشَآءُ ۚ إِنَّهُۥ هُوَ ٱلْعَلِيمُ ٱلْحَكِيمُ 100. აიყვანა მან თავისი მშობლები ტახტზე და მათ აღასრულეს მისთვის (მისალმებითი) სეჯდე. და უთხრა: ჰეი, მამაჩემო! ეს არის განმარტება იმისა, რაც უწინ სიზმრად ვნახე. ჩემმა ღმერთმა ცხადჰყო იგი. სიკეთე მიყო, როცა დილეგიდან გამომიყვანა და თქვენც მოგიყვანათ უდაბნოდან მის მერე, რაც ეშმაკმა შუღლი ჩამოაგდო ჩემსა და ჩემს ძმებს შორის. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი სიკეთის მიმცემია, ვისთვისაც ინებებს. იგი ყოვლისმცოდნე, ბრძენია! رَبِّ قَدْ ءَاتَيْتَنِى مِنَ ٱلْمُلْكِ وَعَلَّمْتَنِى مِن تَأْوِيلِ ٱلْأَحَادِيثِ ۚ فَاطِرَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ أَنتَ وَلِىِّۦ فِى ٱلدُّنْيَا وَٱلْـَٔاخِرَةِ ۖ تَوَفَّنِى مُسْلِمًۭا وَأَلْحِقْنِى بِٱلصَّـٰلِحِينَ 101. „ღმერთო ჩემო! შენ მე მიბოძე ძალაუფლება და მასწავლე სიზმრების ახსნა. გამჩენო ცათა და დედამიწისა, შენ ხარ ჩემი მფარველი წუთისოფელში და საიქიოშიც. მიმიბარე მუსლიმად და დამამკვიდრე კეთილისმქმნელთა შორის! ذَ‌ٰلِكَ مِنْ أَنۢبَآءِ ٱلْغَيْبِ نُوحِيهِ إِلَيْكَ ۖ وَمَا كُنتَ لَدَيْهِمْ إِذْ أَجْمَعُوٓا۟ أَمْرَهُمْ وَهُمْ يَمْكُرُونَ 102. აი, ეს უხილავი ამბავთაგანია, რომელიც შენ ზეშთაგაგონეთ. შენ კი არ ყოფილხარ მათთან, როცა ჩუმად შეიკრიბნენ და გადაწყვიტეს თავიანთი საქმენი როცა მზაკვრობდნენ. وَمَآ أَكْثَرُ ٱلنَّاسِ وَلَوْ حَرَصْتَ بِمُؤْمِنِينَ 103. და არ იქნებიან ხალხთაგან უმეტესი მორწმუნენი, თუნდაც ეს გსურდეს. وَمَا تَسْـَٔلُهُمْ عَلَيْهِ مِنْ أَجْرٍ ۚ إِنْ هُوَ إِلَّا ذِكْرٌۭ لِّلْعَـٰلَمِينَ 104. და შენ არ ითხოვ მის გამო საზღაურს. ის მხოლოდ შეხსენებაა სამყაროთათვის. وَكَأَيِّن مِّنْ ءَايَةٍۢ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ يَمُرُّونَ عَلَيْهَا وَهُمْ عَنْهَا مُعْرِضُونَ 105. და რამდენი სასწაულია ცათა და ქვეყანაზე, ისინი კი უყურადღებოდ ჩაუვლიან და მისგან პირს იბრუნებენ. وَمَا يُؤْمِنُ أَكْثَرُهُم بِٱللَّهِ إِلَّا وَهُم مُّشْرِكُونَ 106. მათგან უმეტესი ისე არ ირწმუნებს ალლაჰს, თუკი მას თანაზიარს არ დაუდგენენ. أَفَأَمِنُوٓا۟ أَن تَأْتِيَهُمْ غَـٰشِيَةٌۭ مِّنْ عَذَابِ ٱللَّهِ أَوْ تَأْتِيَهُمُ ٱلسَّاعَةُ بَغْتَةًۭ وَهُمْ لَا يَشْعُرُونَ 107. განა უსაფრთხოდ გრძნობენ თავს იმისგან, რომ დაატყდებათ ალლაჰის რისხვა ან უეცრად დადგება ჟამი აღსასრულისა, როცა უგრძნობნი იქნებიან? قُلْ هَـٰذِهِۦ سَبِيلِىٓ أَدْعُوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ ۚ عَلَىٰ بَصِيرَةٍ أَنَا۠ وَمَنِ ٱتَّبَعَنِى ۖ وَسُبْحَـٰنَ ٱللَّهِ وَمَآ أَنَا۠ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 108. უთხარი: „ეს არის ჩემი გზა. მოვუწოდებ ალლაჰისკენ ცხადი მტკიცებულებით მეც და ჩემი მიმყოლებიც. დიდება ალლაჰს! და მე არა ვარ წარმართთაგანი. وَمَآ أَرْسَلْنَا مِن قَبْلِكَ إِلَّا رِجَالًۭا نُّوحِىٓ إِلَيْهِم مِّنْ أَهْلِ ٱلْقُرَىٰٓ ۗ أَفَلَمْ يَسِيرُوا۟ فِى ٱلْأَرْضِ فَيَنظُرُوا۟ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۗ وَلَدَارُ ٱلْـَٔاخِرَةِ خَيْرٌۭ لِّلَّذِينَ ٱتَّقَوْا۟ ۗ أَفَلَا تَعْقِلُونَ 109. და ჩვენ არ წარგვიგზავნია შენზე უწინ, თუ არა კაცნი ამ სოფელთა ბინადართაგან, რომელთაც ზეშთაგონება მივეცით? განა, არ უმოგზაურიათ ქვეყანაზე? დროა დაინახონ! როგორი იყო აღსასრული იმათი, რომელნიც მათ უწინ იყვნენ, და იმქვეყნიური სამყოფელი უფრო უკეთესია იმათთვის, რომელთაც ალლაჰის ეშინია, განა გონს არ მოუხმოთ? حَتَّىٰٓ إِذَا ٱسْتَيْـَٔسَ ٱلرُّسُلُ وَظَنُّوٓا۟ أَنَّهُمْ قَدْ كُذِبُوا۟ جَآءَهُمْ نَصْرُنَا فَنُجِّىَ مَن نَّشَآءُ ۖ وَلَا يُرَدُّ بَأْسُنَا عَنِ ٱلْقَوْمِ ٱلْمُجْرِمِينَ 110. მაშინ, როცა შუამავალთ იმედი გადაეწურებოდათ და კიდეც ეგონათ, რომ მათ ნამდვილად ცრუდ შერაცხავდნენ, მათთან ჩვენი შეწევნა მიდიოდა. ასე გადარჩნენ ისინი, რომელნიც ვინებეთ, ხოლო ჩვენი სასჯელი არ მოსცილდება ცოდვილ ხალხს. لَقَدْ كَانَ فِى قَصَصِهِمْ عِبْرَةٌۭ لِّأُو۟لِى ٱلْأَلْبَـٰبِ ۗ مَا كَانَ حَدِيثًۭا يُفْتَرَىٰ وَلَـٰكِن تَصْدِيقَ ٱلَّذِى بَيْنَ يَدَيْهِ وَتَفْصِيلَ كُلِّ شَىْءٍۢ وَهُدًۭى وَرَحْمَةًۭ لِّقَوْمٍۢ يُؤْمِنُونَ 111. ვფიცავ მათი ამბები გაფრთხილებაა გონების მქონეთათვის. და არ არის შეთხზული სიტყვა, არამედ დასტურია იმისა, რაც მათზე უწინ ხდებოდა, განმარტება ყოველივესი, ჭეშმარიტი გზა და წყალობა მორწმუნე ხალხისათვის.