11. სურა ჰუდ
123 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓر ۚ كِتَـٰبٌ أُحْكِمَتْ ءَايَـٰتُهُۥ ثُمَّ فُصِّلَتْ مِن لَّدُنْ حَكِيمٍ خَبِيرٍ 1. ალიფ. ლამ. რა. აი წიგნი, რომლის აიათები გაცხადდა, მერე განიმარტა ბრძენისა და ყოვლისმცოდნის მიერ. أَلَّا تَعْبُدُوٓا۟ إِلَّا ٱللَّهَ ۚ إِنَّنِى لَكُم مِّنْهُ نَذِيرٌۭ وَبَشِيرٌۭ 2. რათა არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა. ჭეშმარიტად, მე ვარ თქვენთვის მისგან შემგონებელი და მახარობელი. وَأَنِ ٱسْتَغْفِرُوا۟ رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوٓا۟ إِلَيْهِ يُمَتِّعْكُم مَّتَـٰعًا حَسَنًا إِلَىٰٓ أَجَلٍۢ مُّسَمًّۭى وَيُؤْتِ كُلَّ ذِى فَضْلٍۢ فَضْلَهُۥ ۖ وَإِن تَوَلَّوْا۟ فَإِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍۢ كَبِيرٍ 3. და თუ მიტევებას სთხოვთ თქვენს ღმერთს და მოინანიებთ მის წინაშე, მოგცემთ თქვენ ცხოვრების კეთილ საზრდოს განსაზღვრულ ჟამამდე, და მისცემს ყველა კეთილშობილს თავის წყალობას; ხოლო თუ პირს იბრუნებთ, მე მეშინია თქვენ გამო დიდი დღის სასჯელისა. إِلَى ٱللَّهِ مَرْجِعُكُمْ ۖ وَهُوَ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ قَدِيرٌ 4. ალლაჰთანაა თქვენი დაბრუნება და იგი ყოვლისშემძლეა. أَلَآ إِنَّهُمْ يَثْنُونَ صُدُورَهُمْ لِيَسْتَخْفُوا۟ مِنْهُ ۚ أَلَا حِينَ يَسْتَغْشُونَ ثِيَابَهُمْ يَعْلَمُ مَا يُسِرُّونَ وَمَا يُعْلِنُونَ ۚ إِنَّهُۥ عَلِيمٌۢ بِذَاتِ ٱلصُّدُورِ 5. აი ისინი ახშობენ თავიანთ გულებს, რათა მას დაუმალონ; მაგრამ განა მაშინ კი, როცა ტანსაცმლით იმოსებიან, არ იცის მან ის, რასაც მალავენ და რასაც აჩენენ? იგი, ჭეშმარიტად, გულისთქმათა მცოდნეა. وَمَا مِن دَآبَّةٍۢ فِى ٱلْأَرْضِ إِلَّا عَلَى ٱللَّهِ رِزْقُهَا وَيَعْلَمُ مُسْتَقَرَّهَا وَمُسْتَوْدَعَهَا ۚ كُلٌّۭ فِى كِتَـٰبٍۢ مُّبِينٍۢ 6. ერთი სულიერიც კი არ არის დედამიწაზე, რომ ალლაჰზე არ იყოს მისი სარჩო და იცის მან მისი სამკვიდრო თუ სამყოფელი. ყველაფერი ეს ცხად წიგნშია. وَهُوَ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ فِى سِتَّةِ أَيَّامٍۢ وَكَانَ عَرْشُهُۥ عَلَى ٱلْمَآءِ لِيَبْلُوَكُمْ أَيُّكُمْ أَحْسَنُ عَمَلًۭا ۗ وَلَئِن قُلْتَ إِنَّكُم مَّبْعُوثُونَ مِنۢ بَعْدِ ٱلْمَوْتِ لَيَقُولَنَّ ٱلَّذِينَ كَفَرُوٓا۟ إِنْ هَـٰذَآ إِلَّا سِحْرٌۭ مُّبِينٌۭ 7. და იგია, ვინც გააჩინა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში და მისი ‘არში წყალზე იდგა, რათა გამოეცადეთ თქვენ, რომელი თქვენგანი უკეთესი იქნებოდა საქმით. ხოლო თუ შენ ეტყვი: თქვენ აღდგენილ იქნებით სიკვდილის შემდეგ, ისინი გეტყვიან, რომელთაც არ ირწმუნეს: ეს სხვა არაფერია, ცხადი ჯადოქრობის გარდა. وَلَئِنْ أَخَّرْنَا عَنْهُمُ ٱلْعَذَابَ إِلَىٰٓ أُمَّةٍۢ مَّعْدُودَةٍۢ لَّيَقُولُنَّ مَا يَحْبِسُهُۥٓ ۗ أَلَا يَوْمَ يَأْتِيهِمْ لَيْسَ مَصْرُوفًا عَنْهُمْ وَحَاقَ بِهِم مَّا كَانُوا۟ بِهِۦ يَسْتَهْزِءُونَ 8. და ვფიცავ, თუ გადავუვადებთ სასჯელს განსაზღვრულ ვადამდე უსათუოდ იტყვიან: მას რაღა აკავებსო?! დაუდგებათ დღე, რომელსაც ვერაფერი ააცდენთ და გარემოიცავს ის, რასაც დასცინოდნენ. وَلَئِنْ أَذَقْنَا ٱلْإِنسَـٰنَ مِنَّا رَحْمَةًۭ ثُمَّ نَزَعْنَـٰهَا مِنْهُ إِنَّهُۥ لَيَـُٔوسٌۭ كَفُورٌۭ 9. ხოლო თუ ვაგემებთ ადამიანს ჩვენს წყალობას, მერე კი წავართმევთ, ჭეშმარიტად, იგი სასოწარკვეთილი უმადური გახდება. وَلَئِنْ أَذَقْنَـٰهُ نَعْمَآءَ بَعْدَ ضَرَّآءَ مَسَّتْهُ لَيَقُولَنَّ ذَهَبَ ٱلسَّيِّـَٔاتُ عَنِّىٓ ۚ إِنَّهُۥ لَفَرِحٌۭ فَخُورٌ 10. ხოლო თუ ვაგემებთ წყალობას იმ ზარალის შემდეგ, თავს რომ დაატყდა, უსათუოდ იტყვის: გამშორდა მე ბოროტება. ჭეშმარიტად ის, თავგასული და ამაყია. إِلَّا ٱلَّذِينَ صَبَرُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ أُو۟لَـٰٓئِكَ لَهُم مَّغْفِرَةٌۭ وَأَجْرٌۭ كَبِيرٌۭ 11. იმათ გარდა, რომელთაც მოითმინეს და კეთილ საქმეს აკეთებდნენ. სწორედ მათ - მიტევება და დიდებული ჯილდო. فَلَعَلَّكَ تَارِكٌۢ بَعْضَ مَا يُوحَىٰٓ إِلَيْكَ وَضَآئِقٌۢ بِهِۦ صَدْرُكَ أَن يَقُولُوا۟ لَوْلَآ أُنزِلَ عَلَيْهِ كَنزٌ أَوْ جَآءَ مَعَهُۥ مَلَكٌ ۚ إِنَّمَآ أَنتَ نَذِيرٌۭ ۚ وَٱللَّهُ عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍۢ وَكِيلٌ 12. და ეგებ, შენ დატოვო ზოგი რამ, რაც ზეშთაგეგონა და გული გიწუხდება იმით, რომ ამბობენ: რატომ არ ებოძა მას განძი, ან რატომ არ მოვიდა მასთან ანგელოზიო?! შენ კი მხოლოდ შემგონებელი ხარ. ჭეშმარიტად, ალლაჰია ყოვლისქომაგი. أَمْ يَقُولُونَ ٱفْتَرَىٰهُ ۖ قُلْ فَأْتُوا۟ بِعَشْرِ سُوَرٍۢ مِّثْلِهِۦ مُفْتَرَيَـٰتٍۢ وَٱدْعُوا۟ مَنِ ٱسْتَطَعْتُم مِّن دُونِ ٱللَّهِ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 13. ან ეგებ იტყვიან: მან გამოიგონა იგიო. უთხარი: მაშ, თვენ მოიტანეთ ამის მსგავსი ათი სურა გამოგონილი და უხმეთ იმას, ვისაც თქვენ ემორჩილებით ალლაჰის მაგივრად, თუკი მართალნი ხართ. فَإِلَّمْ يَسْتَجِيبُوا۟ لَكُمْ فَٱعْلَمُوٓا۟ أَنَّمَآ أُنزِلَ بِعِلْمِ ٱللَّهِ وَأَن لَّآ إِلَـٰهَ إِلَّا هُوَ ۖ فَهَلْ أَنتُم مُّسْلِمُونَ 14. და თუ არ გიპასუხებენ ისინი, მაშინ იცოდე, რომ იგი ზეგარდმოვლენილია ალლაჰის ცოდნით და არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, განა კიდევ არ გახდებით მუსლიმები? مَن كَانَ يُرِيدُ ٱلْحَيَوٰةَ ٱلدُّنْيَا وَزِينَتَهَا نُوَفِّ إِلَيْهِمْ أَعْمَـٰلَهُمْ فِيهَا وَهُمْ فِيهَا لَا يُبْخَسُونَ 15. ვისაც უნდა ამქვეყნიური ცხოვრება და მისი სილამაზე, სრულად მივაგებთ მათი საქმეებისთვის ამქვეყანასვე და მათ იქ არაფერი მოაკლდებათ. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ لَيْسَ لَهُمْ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ إِلَّا ٱلنَّارُ ۖ وَحَبِطَ مَا صَنَعُوا۟ فِيهَا وَبَـٰطِلٌۭ مَّا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 16. ესენი არიან, ვისაც საიქიოში არაფერი ექნება ცეცხლის გარდა. ფუჭია ის, რასაც იქ(ამქვეყნად) აკეთებდნენ, და ბათილია რასაც აკეთებენ. أَفَمَن كَانَ عَلَىٰ بَيِّنَةٍۢ مِّن رَّبِّهِۦ وَيَتْلُوهُ شَاهِدٌۭ مِّنْهُ وَمِن قَبْلِهِۦ كِتَـٰبُ مُوسَىٰٓ إِمَامًۭا وَرَحْمَةً ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ يُؤْمِنُونَ بِهِۦ ۚ وَمَن يَكْفُرْ بِهِۦ مِنَ ٱلْأَحْزَابِ فَٱلنَّارُ مَوْعِدُهُۥ ۚ فَلَا تَكُ فِى مِرْيَةٍۢ مِّنْهُ ۚ إِنَّهُ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّكَ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَ ٱلنَّاسِ لَا يُؤْمِنُونَ 17.განა ის, ვინც ცხად მოწმობას ადგას თავისი ღმერთისაგან და მიჰყვება მას, და არის მოწმე მისი და იმისაც, რაც მასზე უწინ იყო: მუსას წიგნი წინამძღოლად და წყალობად. მათ სწამთ იგი, ხოლო ვისაც არა სწამს იგი ამ ჯგუფებს შორის, ცეცხლია მათთვის აღთქმული. შენ კი ნუ დაეჭვდები ამაში, რამეთუ ეს ჭეშმარიტებაა შენი ღმერთისაგან, თუმცა ხალხის უმეტესობას არა სწამს. وَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ يُعْرَضُونَ عَلَىٰ رَبِّهِمْ وَيَقُولُ ٱلْأَشْهَـٰدُ هَـٰٓؤُلَآءِ ٱلَّذِينَ كَذَبُوا۟ عَلَىٰ رَبِّهِمْ ۚ أَلَا لَعْنَةُ ٱللَّهِ عَلَى ٱلظَّـٰلِمِينَ 18. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც თხზავდა ალლაჰზე სიცრუეებს? ისინი წარდგენილნი იქნებიან თავიანთი ღმერთის წინაშე და იტყვიან მოწმენი: ესენი არიან, ვინც იტყუებოდა მათი ღმერთის წინაშეო. დაე ალლაჰის წყევლა უსამართლოებს. ٱلَّذِينَ يَصُدُّونَ عَن سَبِيلِ ٱللَّهِ وَيَبْغُونَهَا عِوَجًۭا وَهُم بِٱلْـَٔاخِرَةِ هُمْ كَـٰفِرُونَ 19. რომლებიც აბრკოლებენ ხალხს ალლაჰის გზაზე და სურთ მისი გამრუდება, სწორედ ესენი არიან ურწმუნონი საიქიოს მიმართ. أُو۟لَـٰٓئِكَ لَمْ يَكُونُوا۟ مُعْجِزِينَ فِى ٱلْأَرْضِ وَمَا كَانَ لَهُم مِّن دُونِ ٱللَّهِ مِنْ أَوْلِيَآءَ ۘ يُضَـٰعَفُ لَهُمُ ٱلْعَذَابُ ۚ مَا كَانُوا۟ يَسْتَطِيعُونَ ٱلسَّمْعَ وَمَا كَانُوا۟ يُبْصِرُونَ 20. ისინი ვერ დააკნინებენ(ალლაჰს) დედამიწაზე, და არავინ ჰყავთ მფარველი ალლაჰის გარდა. ორმაგად მიეგებათ სასჯელი. უწინ ხომ არ შეეძლოთ მოსმენა და ვერ ხედავდნენ. أُو۟لَـٰٓئِكَ ٱلَّذِينَ خَسِرُوٓا۟ أَنفُسَهُمْ وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 21. ესენი არიან, ვინც წააგო თავი და ზურგი აქცია იმან, რასაც იგონებდნენ. لَا جَرَمَ أَنَّهُمْ فِى ٱلْـَٔاخِرَةِ هُمُ ٱلْأَخْسَرُونَ 22. ეჭვი არ არის, რომ საიქიოში იქნებიან უფრო წაგებულნი. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ وَأَخْبَتُوٓا۟ إِلَىٰ رَبِّهِمْ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 23. ჭეშმარიტად, ისინი, რომელთაც ირწმუნეს, კეთილ საქმეს აკეთებდნენ და ემორჩილებოდნენ თავიანთ ღმერთს, სამოთხის მკვიდრნი არიან და იქნებიან იქ მარადიულად. مَثَلُ ٱلْفَرِيقَيْنِ كَٱلْأَعْمَىٰ وَٱلْأَصَمِّ وَٱلْبَصِيرِ وَٱلسَّمِيعِ ۚ هَلْ يَسْتَوِيَانِ مَثَلًا ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ 24. ამ ორი ჯგუფის მაგალითია: ბრმანი და ყრუნი, მხედველნი და მსმენნი. განა ერთმანეთის თანასწორნი არიან სამაგალითოდ? ნუთუ არ შეიგონებთ? وَلَقَدْ أَرْسَلْنَا نُوحًا إِلَىٰ قَوْمِهِۦٓ إِنِّى لَكُمْ نَذِيرٌۭ مُّبِينٌ 25. და ვფიცავ წარმოვგზავნეთ ნუჰი თავის ხალხთან: (უთხრა)მე ვარ თქვენდა ცხადი შემგონებელი. أَن لَّا تَعْبُدُوٓا۟ إِلَّا ٱللَّهَ ۖ إِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍ أَلِيمٍۢ 26. არ ეთაყვანოთ არავის, ალლაჰის გარდა, ჭეშმარიტად, მეშინია თქვენ გამო მტკივნეული დღის სასჯელისაო. فَقَالَ ٱلْمَلَأُ ٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ مِن قَوْمِهِۦ مَا نَرَىٰكَ إِلَّا بَشَرًۭا مِّثْلَنَا وَمَا نَرَىٰكَ ٱتَّبَعَكَ إِلَّا ٱلَّذِينَ هُمْ أَرَاذِلُنَا بَادِىَ ٱلرَّأْىِ وَمَا نَرَىٰ لَكُمْ عَلَيْنَا مِن فَضْلٍۭ بَلْ نَظُنُّكُمْ كَـٰذِبِينَ 27. და უთხრეს იმათ წარჩინებულებმა, რომელთაც არ ირწმუნეს თავისი ხალხისაგან: სხვაგვარად ვერ აღგიქვამთ შენ, თუ არა ადამიანად, ჩვენს მსგავსად და ვხედავთ, რომ მოგყვებიან მხოლოდ ისინი, რომლებიც ჩვენში ყველაზე დამცირებულნი, ჭკუასუსტნი არიან. და სულაც არ ვფიქრობთ, რომ რაიმე უპირატესობა გაქვთ ჩვენზე. პირიქით, მატყუარებად მიგიჩნევთო. قَالَ يَـٰقَوْمِ أَرَءَيْتُمْ إِن كُنتُ عَلَىٰ بَيِّنَةٍۢ مِّن رَّبِّى وَءَاتَىٰنِى رَحْمَةًۭ مِّنْ عِندِهِۦ فَعُمِّيَتْ عَلَيْكُمْ أَنُلْزِمُكُمُوهَا وَأَنتُمْ لَهَا كَـٰرِهُونَ 28. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო! განა ფიქრობთ, რომ თუ მომეცა ცხადი ნიშანი ჩემი ღმერთისაგან და მიბოძა მან წყალობა მისი წიაღიდან, რომელიც თქვენთვის უხილავია, ნუთუ დაგაძალებთ იმას, რაც თქვენ არ მოგწონთ? وَيَـٰقَوْمِ لَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ مَالًا ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَى ٱللَّهِ ۚ وَمَآ أَنَا۠ بِطَارِدِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ ۚ إِنَّهُم مُّلَـٰقُوا۟ رَبِّهِمْ وَلَـٰكِنِّىٓ أَرَىٰكُمْ قَوْمًۭا تَجْهَلُونَ 29. ჰეი ჩემო ხალხო! მე არ გთხოვთ მის გამო ქონებას მაშინ, როცა ჩემი საზღაური მხოლოდ ალლაჰის წინაშეა, და მე არა ვარ გამძევებელი იმათი, ვინც ირწმუნა. ჭეშმარიტად, ისინი შეხვდებიან თავიანთ ღმერთს; თუმცა მე ვხედავ, რომ თქვენ უმეცარი ხალხი ხართ. وَيَـٰقَوْمِ مَن يَنصُرُنِى مِنَ ٱللَّهِ إِن طَرَدتُّهُمْ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ 30. ჩემო ხალხო! ვინ შემეწევა ალლაჰის წინაშე, თუკი მათ გავაძევებ? განა არ შეიგონებთ? وَلَآ أَقُولُ لَكُمْ عِندِى خَزَآئِنُ ٱللَّهِ وَلَآ أَعْلَمُ ٱلْغَيْبَ وَلَآ أَقُولُ إِنِّى مَلَكٌۭ وَلَآ أَقُولُ لِلَّذِينَ تَزْدَرِىٓ أَعْيُنُكُمْ لَن يُؤْتِيَهُمُ ٱللَّهُ خَيْرًا ۖ ٱللَّهُ أَعْلَمُ بِمَا فِىٓ أَنفُسِهِمْ ۖ إِنِّىٓ إِذًۭا لَّمِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 31. არ გეუბნებით, რომ ჩემთანაა ალლაჰის საგანძურნი, არც დაფარული ვიცი და არც იმას ვამბობ, რომ ანგელოზი ვარ. არ ვეუბნები იმათ, რომელნიც თქვენს თვალში დამცირებულნი არიან, რომ მათ ალლაჰი არ მიჰმადლის სიკეთეს. ალლაჰმა უკეთ იცის, რაც მათ სულებშია. უეჭველად, მე მაშინ უსამართლოთაგანი ვიქნები. قَالُوا۟ يَـٰنُوحُ قَدْ جَـٰدَلْتَنَا فَأَكْثَرْتَ جِدَ‌ٰلَنَا فَأْتِنَا بِمَا تَعِدُنَآ إِن كُنتَ مِنَ ٱلصَّـٰدِقِينَ 32. თქვეს: ჰეი ნუჰ, შენ გვეკამათებოდი და დიდხანს იკამათე ჩვენთან. მოგვეცი, რაც აღგვითქვი, თუკი მართალთაგანი ხარ. قَالَ إِنَّمَا يَأْتِيكُم بِهِ ٱللَّهُ إِن شَآءَ وَمَآ أَنتُم بِمُعْجِزِينَ 33. მიუგო: მოგცემთ მას ალლაჰი, თუ ინებებს; თქვენ კი ვერა ხართ მძლეველნი. وَلَا يَنفَعُكُمْ نُصْحِىٓ إِنْ أَرَدتُّ أَنْ أَنصَحَ لَكُمْ إِن كَانَ ٱللَّهُ يُرِيدُ أَن يُغْوِيَكُمْ ۚ هُوَ رَبُّكُمْ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ 34. და ვერ გარგებთ თქვენ ჩემი დარიგება, რომც ვისურვო თქვენთვის კეთილი რჩევის მოცემა, თუკი ალლაჰს ნებავს, რომ გზას აგაცდინოთ. ის არის თქვენი ღმერთი და მასთან იქნებით დაბრუნებულნი. أَمْ يَقُولُونَ ٱفْتَرَىٰهُ ۖ قُلْ إِنِ ٱفْتَرَيْتُهُۥ فَعَلَىَّ إِجْرَامِى وَأَنَا۠ بَرِىٓءٌۭ مِّمَّا تُجْرِمُونَ 35. ანდა ამბობენ: მან შეთხზა იგიო. უთხარი: თუ მე შევთხზე იგი, ჩემზე იქნება ჩემი ცოდვა, ხოლო მე თქვენი ცოდვებისაგან შორსა ვარ. وَأُوحِىَ إِلَىٰ نُوحٍ أَنَّهُۥ لَن يُؤْمِنَ مِن قَوْمِكَ إِلَّا مَن قَدْ ءَامَنَ فَلَا تَبْتَئِسْ بِمَا كَانُوا۟ يَفْعَلُونَ 36. და ზეშთაეგონა ნუჰს: არ ირწმუნებს შენი ხალხი, იმათ გარდა, ვინც უკვე ირწმუნა, და ნუ იდარდებ იმის გამო, რასაც ისინი აკეთებენ. وَٱصْنَعِ ٱلْفُلْكَ بِأَعْيُنِنَا وَوَحْيِنَا وَلَا تُخَـٰطِبْنِى فِى ٱلَّذِينَ ظَلَمُوٓا۟ ۚ إِنَّهُم مُّغْرَقُونَ 37. ააგე ხომალდი ჩვენს თვალწინ ჩვენი ზეშთაგონებით. და ნუ მომმართავ მათზე, ვინც უსამართლოდ იქცეოდა. ისინი დაიხრჩობიან. وَيَصْنَعُ ٱلْفُلْكَ وَكُلَّمَا مَرَّ عَلَيْهِ مَلَأٌۭ مِّن قَوْمِهِۦ سَخِرُوا۟ مِنْهُ ۚ قَالَ إِن تَسْخَرُوا۟ مِنَّا فَإِنَّا نَسْخَرُ مِنكُمْ كَمَا تَسْخَرُونَ 38. და აგებდა ხომალდს. ყოველთვის, როცა გვერდით ჩაუვლიდნენ თავისი ხალხის დიდგვაროვანნი, აბუჩად იგდებდნენ. უთხრა: თუ ჩვენ დაგვცინით, ჩვენც დაგცინებთ სწორედ ისე, როგორც დაგვცინით. فَسَوْفَ تَعْلَمُونَ مَن يَأْتِيهِ عَذَابٌۭ يُخْزِيهِ وَيَحِلُّ عَلَيْهِ عَذَابٌۭ مُّقِيمٌ 39. მალე კი გეცოდინებათ ის, ვისაც ეწევა სასჯელი, დამცირება და თავს დაატყდება მარადიული ტანჯვა. حَتَّىٰٓ إِذَا جَآءَ أَمْرُنَا وَفَارَ ٱلتَّنُّورُ قُلْنَا ٱحْمِلْ فِيهَا مِن كُلٍّۢ زَوْجَيْنِ ٱثْنَيْنِ وَأَهْلَكَ إِلَّا مَن سَبَقَ عَلَيْهِ ٱلْقَوْلُ وَمَنْ ءَامَنَ ۚ وَمَآ ءَامَنَ مَعَهُۥٓ إِلَّا قَلِيلٌۭ 40. და აჰა, მოვიდა ჩვენი ბრძანება და თონე გახურდა. ვუთხარით: გადაიყვანე მასში ყოველი წყვილად, ორ-ორად და შენი ოჯახი. იმათ გარდა, ვისზეც უწინ სიტყვა ითქვა და ისინი, ვინც ირწმუნა. და არ ირწმუნა მასთან ერთად მცირედის გარდა. وَقَالَ ٱرْكَبُوا۟ فِيهَا بِسْمِ ٱللَّهِ مَجْر۪ىٰهَا وَمُرْسَىٰهَآ ۚ إِنَّ رَبِّى لَغَفُورٌۭ رَّحِيمٌۭ 41. და უთხრა: ჩასხედით მასში! ალლაჰის სახელითაა ცურვა მისი და გაჩერება მისი (ღუზის ჩაშვება). ჭეშმარიტად, შენი ღმერთი შემწყნარებელი, მწყალობელია!“ وَهِىَ تَجْرِى بِهِمْ فِى مَوْجٍۢ كَٱلْجِبَالِ وَنَادَىٰ نُوحٌ ٱبْنَهُۥ وَكَانَ فِى مَعْزِلٍۢ يَـٰبُنَىَّ ٱرْكَب مَّعَنَا وَلَا تَكُن مَّعَ ٱلْكَـٰفِرِينَ 42. და ის(ხომალდი) გაცურდა მათით ტალღებზე, როგორც მთა. და დაუძახა ნუჰმა თავის ვაჟს, რომელიც იდგა განმარტოებით: ჩემო შვილო, დაჯექ(გემზე) ჩვენთან ერთად და ნუ იქნები ურწმუნოებთან ერთად. قَالَ سَـَٔاوِىٓ إِلَىٰ جَبَلٍۢ يَعْصِمُنِى مِنَ ٱلْمَآءِ ۚ قَالَ لَا عَاصِمَ ٱلْيَوْمَ مِنْ أَمْرِ ٱللَّهِ إِلَّا مَن رَّحِمَ ۚ وَحَالَ بَيْنَهُمَا ٱلْمَوْجُ فَكَانَ مِنَ ٱلْمُغْرَقِينَ 43. მიუგო: თავს შევაფარებ მთას, რომელიც მე წყლისაგან მიხსნისო. უთხრა: ვერავინ გადაურჩება დღეს ალლაჰის ბრძანებას, იმის გარდა, ვინც მან შეიწყალაო. და აზვირთდა იმ ორს შორის ტალღა და იქმნა დამხრჩვალთაგანი. وَقِيلَ يَـٰٓأَرْضُ ٱبْلَعِى مَآءَكِ وَيَـٰسَمَآءُ أَقْلِعِى وَغِيضَ ٱلْمَآءُ وَقُضِىَ ٱلْأَمْرُ وَٱسْتَوَتْ عَلَى ٱلْجُودِىِّ ۖ وَقِيلَ بُعْدًۭا لِّلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 44. და უბრძანა: ჰეი დედამიწავ, ჩაყლაპე შენი წყალი, და ჰეი ზეცავ, შესდექ. და აბობოქრდა წყალი და აღსრულდა ბრძანება; ხომალდი კი დამაგრდა ალ-ჯუდის მთაზე და ითქვა: დაე დაიხრჩონ უსამართლონი. وَنَادَىٰ نُوحٌۭ رَّبَّهُۥ فَقَالَ رَبِّ إِنَّ ٱبْنِى مِنْ أَهْلِى وَإِنَّ وَعْدَكَ ٱلْحَقُّ وَأَنتَ أَحْكَمُ ٱلْحَـٰكِمِينَ 45. და მოუხმო ნუჰმა თავის ღმერთს და უთხრა: ღმერთო ჩემო, ჩემი ვაჟი ჩემი ოჯახიდანაა. შენი აღთქმა კი ჭეშმარიტია. სწორედ შენა ხარ სამართლიანი მსაჯული მსაჯულთა შორის. قَالَ يَـٰنُوحُ إِنَّهُۥ لَيْسَ مِنْ أَهْلِكَ ۖ إِنَّهُۥ عَمَلٌ غَيْرُ صَـٰلِحٍۢ ۖ فَلَا تَسْـَٔلْنِ مَا لَيْسَ لَكَ بِهِۦ عِلْمٌ ۖ إِنِّىٓ أَعِظُكَ أَن تَكُونَ مِنَ ٱلْجَـٰهِلِينَ 46. მიუგო: ჰეი ნუჰ, იგი არ არის შენი ოჯახიდან! უეჭველად ის საქმე არ არის ჭეშმარიტი, და ნუ მომთხოვ იმას, რისი ცოდნაც არ გაქვს. ჭეშმარიტად, მე შეგაგონებ შენ, რათა არ იყო უმეცართაგანი. قَالَ رَبِّ إِنِّىٓ أَعُوذُ بِكَ أَنْ أَسْـَٔلَكَ مَا لَيْسَ لِى بِهِۦ عِلْمٌۭ ۖ وَإِلَّا تَغْفِرْ لِى وَتَرْحَمْنِىٓ أَكُن مِّنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 47. უთხრა: ღმერთო ჩემო, შენ მოგეკედლები იმისაგან, რომ გთხოვო ის, რისი ცოდნაც არ მაქვს; ხოლო თუ არ მომიტევებ და შემიწყალებ, წაგებულთა შორის ვიქნებიო. قِيلَ يَـٰنُوحُ ٱهْبِطْ بِسَلَـٰمٍۢ مِّنَّا وَبَرَكَـٰتٍ عَلَيْكَ وَعَلَىٰٓ أُمَمٍۢ مِّمَّن مَّعَكَ ۚ وَأُمَمٌۭ سَنُمَتِّعُهُمْ ثُمَّ يَمَسُّهُم مِّنَّا عَذَابٌ أَلِيمٌۭ 48. უბრძანა: ჰეი ნუჰ, გადმოდი მშვიდობით ჩვენგან და სიკეთით და ის ხალხიც, შენთან რომ არიან; იმ ერებზეც, რომელთა ცხოვრების სახსარს მივცემთ, მერე კი ჩვენგან მიეგებათ მტანჯველი სასჯელი. تِلْكَ مِنْ أَنۢبَآءِ ٱلْغَيْبِ نُوحِيهَآ إِلَيْكَ ۖ مَا كُنتَ تَعْلَمُهَآ أَنتَ وَلَا قَوْمُكَ مِن قَبْلِ هَـٰذَا ۖ فَٱصْبِرْ ۖ إِنَّ ٱلْعَـٰقِبَةَ لِلْمُتَّقِينَ 49. ეს დაფარულის ერთი ამბავია, რომელსაც შენ ზეშთაგაგონებთ. არც შენ და არც შენმა ხალხმა არ იცოდით იგი უწინ; მაშ, მოითმინე, ჭეშმარიტად, ბოლო ღვთისმოშიშებისაა. وَإِلَىٰ عَادٍ أَخَاهُمْ هُودًۭا ۚ قَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥٓ ۖ إِنْ أَنتُمْ إِلَّا مُفْتَرُونَ 50. და (წარვაგზავნე) ადის ტომთან მათი ძმა ჰუდი. უთხრა: ჰეი ხალხო ჩემო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არა გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა, თქვენ კი მხოლოდ სიცრუეს თხზავთ. يَـٰقَوْمِ لَآ أَسْـَٔلُكُمْ عَلَيْهِ أَجْرًا ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَى ٱلَّذِى فَطَرَنِىٓ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ 51. ხალხო ჩემო, არ გთხოვთ რაიმე საზღაურს. ჩემი საზღაური არის მხოლოდ იმისგან, ვინც გამაჩინა. განა გონებას არ მოუხმობთ?! وَيَـٰقَوْمِ ٱسْتَغْفِرُوا۟ رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوٓا۟ إِلَيْهِ يُرْسِلِ ٱلسَّمَآءَ عَلَيْكُم مِّدْرَارًۭا وَيَزِدْكُمْ قُوَّةً إِلَىٰ قُوَّتِكُمْ وَلَا تَتَوَلَّوْا۟ مُجْرِمِينَ 52. ჩემო ხალხო, პატიება სთხოვეთ თქვენს ღმერთს და მოინანიეთ მის წინაშე. იგი ზეგარდმოგივლენთ ზეციდან წყალობას და შეჰმატებს ძალას თქვენს ძლიერებას. და ნუ იბრუნებთ პირს, როგორც ცოდვილნი. قَالُوا۟ يَـٰهُودُ مَا جِئْتَنَا بِبَيِّنَةٍۢ وَمَا نَحْنُ بِتَارِكِىٓ ءَالِهَتِنَا عَن قَوْلِكَ وَمَا نَحْنُ لَكَ بِمُؤْمِنِينَ 53. უთხრეს: ჰეი ჰუდ, არ მოგიტანია ჩვენთვის ერთი ცხადი სასწაულიც კი, და ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ღვთაებებს შენი სიტყვის გამო და არ დაგიჯერებთ. إِن نَّقُولُ إِلَّا ٱعْتَرَىٰكَ بَعْضُ ءَالِهَتِنَا بِسُوٓءٍۢ ۗ قَالَ إِنِّىٓ أُشْهِدُ ٱللَّهَ وَٱشْهَدُوٓا۟ أَنِّى بَرِىٓءٌۭ مِّمَّا تُشْرِكُونَ 54. მხოლოდ გეტყვით, რომ შენ რომელიმე ჩვენმა ღვთაებამ სიავე გაწია. უთხრა: მე ვიმოწმებ ალლაჰს და თქვენც მოწმენი იყავით, რომ შორს ვარ იმისაგან, რასაც თანაზიარად უდგენთ. مِن دُونِهِۦ ۖ فَكِيدُونِى جَمِيعًۭا ثُمَّ لَا تُنظِرُونِ 55. მის გარდა. ხლართეთ თქვენი ხრიკები ერთიანად და ნუ გადამივადებთ. إِنِّى تَوَكَّلْتُ عَلَى ٱللَّهِ رَبِّى وَرَبِّكُم ۚ مَّا مِن دَآبَّةٍ إِلَّا هُوَ ءَاخِذٌۢ بِنَاصِيَتِهَآ ۚ إِنَّ رَبِّى عَلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 56. ჭეშმარიტად, მე მივენდე ალლაჰს, თქვენს ღმერთსა და ჩემს ღმერთს. ქვეყნად არ არის სულიერი, რომ მას არ ეჭიროს ქოჩრით. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი ჭეშმარიტ გზაზეა. فَإِن تَوَلَّوْا۟ فَقَدْ أَبْلَغْتُكُم مَّآ أُرْسِلْتُ بِهِۦٓ إِلَيْكُمْ ۚ وَيَسْتَخْلِفُ رَبِّى قَوْمًا غَيْرَكُمْ وَلَا تَضُرُّونَهُۥ شَيْـًٔا ۚ إِنَّ رَبِّى عَلَىٰ كُلِّ شَىْءٍ حَفِيظٌۭ 57. და თუ პირს იბრუნებთ, მე გადმომიცია ის, რითაც წამოვიგზავნე. ჩემი ღმერთი კი თქვენს ნაცვლად მოიყვანს სხვა ხალხს და მას ვერას ავნებთ, რადგან ჩემი ღმერთი ყოველივეს დამცველია. وَلَمَّا جَآءَ أَمْرُنَا نَجَّيْنَا هُودًۭا وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ بِرَحْمَةٍۢ مِّنَّا وَنَجَّيْنَـٰهُم مِّنْ عَذَابٍ غَلِيظٍۢ 58. და როცა გაცხადდა ჩვენი ბრძანება, ვიხსენით ჰუდი და ისინი, ვინც ირწმუნა მასთან ერთად, ჩვინივე წიაღიდან (მოვლენილი) წყალობით და გადავარჩინეთ ისინი სასტიკ სასჯელს. وَتِلْكَ عَادٌۭ ۖ جَحَدُوا۟ بِـَٔايَـٰتِ رَبِّهِمْ وَعَصَوْا۟ رُسُلَهُۥ وَٱتَّبَعُوٓا۟ أَمْرَ كُلِّ جَبَّارٍ عَنِيدٍۢ 59. ეს არის ადის ხალხი, რომლებიც ებრძოდნენ თავიანთი ღმერთის აიათებს, ეურჩებოდნენ მის შუამავლებს და მიჰყვნენ ყოველი მჩაგვრელის ბრძანებას. وَأُتْبِعُوا۟ فِى هَـٰذِهِ ٱلدُّنْيَا لَعْنَةًۭ وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۗ أَلَآ إِنَّ عَادًۭا كَفَرُوا۟ رَبَّهُمْ ۗ أَلَا بُعْدًۭا لِّعَادٍۢ قَوْمِ هُودٍۢ 60. და უკან მიჰყვათ მათ წყევლა ამქვეყნიურ ცხოვრებაში და აღდგომის დღეს. დიახ, უეჭველად, ადის ხალხმა უარყო მათი ღმერთი. დიახ, დაიღუპნენ ადის ხალხი, (და)ჰუდის ხალხი. وَإِلَىٰ ثَمُودَ أَخَاهُمْ صَـٰلِحًۭا ۚ قَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥ ۖ هُوَ أَنشَأَكُم مِّنَ ٱلْأَرْضِ وَٱسْتَعْمَرَكُمْ فِيهَا فَٱسْتَغْفِرُوهُ ثُمَّ تُوبُوٓا۟ إِلَيْهِ ۚ إِنَّ رَبِّى قَرِيبٌۭ مُّجِيبٌۭ 61. და სემუდეველებთან(წარვაგზავნე) მათი ძმა სალიჰი. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა. მან ამოგიყვანათ მიწისაგან და დაგასახლათ მასზე. მაშ, სთხოვეთ მას პატიება, მერე კი მოინანიეთ მის წინაშე. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი ახლო და მოპასუხეა. قَالُوا۟ يَـٰصَـٰلِحُ قَدْ كُنتَ فِينَا مَرْجُوًّۭا قَبْلَ هَـٰذَآ ۖ أَتَنْهَىٰنَآ أَن نَّعْبُدَ مَا يَعْبُدُ ءَابَآؤُنَا وَإِنَّنَا لَفِى شَكٍّۢ مِّمَّا تَدْعُونَآ إِلَيْهِ مُرِيبٍۢ 62. უთხრეს: ჰეი სალიჰ, შენ ჩვენში აქამდე საიმედო იყავი. და განა გვიკრძალავ, რომ ვეთაყვანოთ იმას, რასაც ეთაყვანებოდნენ ჩვენი მამები? უეჭველად, ჩვენ ეჭვში ვართ იმის მიმართ, რისკენაც მოგვიწოდებ. قَالَ يَـٰقَوْمِ أَرَءَيْتُمْ إِن كُنتُ عَلَىٰ بَيِّنَةٍۢ مِّن رَّبِّى وَءَاتَىٰنِى مِنْهُ رَحْمَةًۭ فَمَن يَنصُرُنِى مِنَ ٱللَّهِ إِنْ عَصَيْتُهُۥ ۖ فَمَا تَزِيدُونَنِى غَيْرَ تَخْسِيرٍۢ 63. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო! გიფიქრიათ განა, რომ თუ მე ცხად ნიშანზე ვიდგები ჩემი ღმერთისაგან, მებოძება წყალობა; ვინ გადამარჩენს ალლაჰისგან, თუკი მას ვეურჩები? თქვენ კი ვერაფერს შემმატებთ გარდა წაგებისა. وَيَـٰقَوْمِ هَـٰذِهِۦ نَاقَةُ ٱللَّهِ لَكُمْ ءَايَةًۭ فَذَرُوهَا تَأْكُلْ فِىٓ أَرْضِ ٱللَّهِ وَلَا تَمَسُّوهَا بِسُوٓءٍۢ فَيَأْخُذَكُمْ عَذَابٌۭ قَرِيبٌۭ 64. ჰეო ხალხო ჩემო! ეს არის დედალი აქლემი, ალლაჰის სასწაულად თქვენთვის. გაუშვით, ძოვოს ალლაჰის მიწაზე და ნუ შეამთხვევთ რაიმე სიავეს, თორემ მოგეწევათ მტანჯველი სასჯელი. فَعَقَرُوهَا فَقَالَ تَمَتَّعُوا۟ فِى دَارِكُمْ ثَلَـٰثَةَ أَيَّامٍۢ ۖ ذَ‌ٰلِكَ وَعْدٌ غَيْرُ مَكْذُوبٍۢ 65. მათ კი დაკლეს იგი. მაშინ უთხრა: დატკბით თქვენს სახლებში კიდევ სამ დღეს. ეს პირობა უტყუარია. فَلَمَّا جَآءَ أَمْرُنَا نَجَّيْنَا صَـٰلِحًۭا وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ بِرَحْمَةٍۢ مِّنَّا وَمِنْ خِزْىِ يَوْمِئِذٍ ۗ إِنَّ رَبَّكَ هُوَ ٱلْقَوِىُّ ٱلْعَزِيزُ 66. და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, გადავარჩინეთ სალიჰი და ისინი, ვინც ირწმუნა მასთან ერთად ჩვენი წყალობით იმ დღის დამცირებისგან. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი ყოვლისშემძლე, ძლევამოსილია. وَأَخَذَ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ ٱلصَّيْحَةُ فَأَصْبَحُوا۟ فِى دِيَـٰرِهِمْ جَـٰثِمِينَ 67. დაატყდათ მათ, რომლებიც უსამართლოდ იქცეოდა, გრიგალი, და დილით გვამებად იქცნენ თავიანთ სახლებში. كَأَن لَّمْ يَغْنَوْا۟ فِيهَآ ۗ أَلَآ إِنَّ ثَمُودَا۟ كَفَرُوا۟ رَبَّهُمْ ۗ أَلَا بُعْدًۭا لِّثَمُودَ 68. თითქოს მათში არც უცხოვრიათო. სემუდეველებმა არ ირწმუნეს მათი ღმერთი. დაე სიკვდილი სემუდეველებს. აჰა, გაიწირნენ სემუდეველები. وَلَقَدْ جَآءَتْ رُسُلُنَآ إِبْرَ‌ٰهِيمَ بِٱلْبُشْرَىٰ قَالُوا۟ سَلَـٰمًۭا ۖ قَالَ سَلَـٰمٌۭ ۖ فَمَا لَبِثَ أَن جَآءَ بِعِجْلٍ حَنِيذٍۢ 69. და ვფიცავ, ჩვენი ელჩები მივიდნენ იბრაჰიმთან სამახარობლო ამბით. უთხრეს: სალამი! მიუგო: სალამი. უმალვე შემწვარი ხბო მიართვა. فَلَمَّا رَءَآ أَيْدِيَهُمْ لَا تَصِلُ إِلَيْهِ نَكِرَهُمْ وَأَوْجَسَ مِنْهُمْ خِيفَةًۭ ۚ قَالُوا۟ لَا تَخَفْ إِنَّآ أُرْسِلْنَآ إِلَىٰ قَوْمِ لُوطٍۢ 70. და როცა ნახა, რომ ხელს არ აკარებდნენ, ეუცხოვა ისინი და შიში იგრძნო. უთხრეს: ნუ გეშინია, ჩვენ წარმოგზავნილნი ვართ ლუტის ხალხთანო. وَٱمْرَأَتُهُۥ قَآئِمَةٌۭ فَضَحِكَتْ فَبَشَّرْنَـٰهَا بِإِسْحَـٰقَ وَمِن وَرَآءِ إِسْحَـٰقَ يَعْقُوبَ 71. მისი ცოლი იქვე იდგა და გაეცინა. ჩვენ კი მას ვახარეთ ისჰაყი და ისჰაყის შემდგომ ია'ყუბი. قَالَتْ يَـٰوَيْلَتَىٰٓ ءَأَلِدُ وَأَنَا۠ عَجُوزٌۭ وَهَـٰذَا بَعْلِى شَيْخًا ۖ إِنَّ هَـٰذَا لَشَىْءٌ عَجِيبٌۭ 72. თქვა(ქალმა) ვაი, ჩემს თავს! როგორ ვშობ, როცა ბებერი ვარ, და ეს ჩემი ქმარიც მოხუცია?! უეჭველად ეს საკვირველი რამეაო. قَالُوٓا۟ أَتَعْجَبِينَ مِنْ أَمْرِ ٱللَّهِ ۖ رَحْمَتُ ٱللَّهِ وَبَرَكَـٰتُهُۥ عَلَيْكُمْ أَهْلَ ٱلْبَيْتِ ۚ إِنَّهُۥ حَمِيدٌۭ مَّجِيدٌۭ 73. უთხრეს: განა გაკვირვებს შენ ალლაჰის ბრძანება, ალლაჰის წყალობა და ბარაქა მისი თქვენზე, ამ სახლის ბინადარნო? ჭეშმარიტად, იგი ქებული, დიდებულია. فَلَمَّا ذَهَبَ عَنْ إِبْرَ‌ٰهِيمَ ٱلرَّوْعُ وَجَآءَتْهُ ٱلْبُشْرَىٰ يُجَـٰدِلُنَا فِى قَوْمِ لُوطٍ 74. და როცა იბრაჰიმს შიში გადაურა და სამახარობლო ამბავიც მიუვიდა, ლუტის ხალხის თაობაზე კამათი დაგვიწყო. إِنَّ إِبْرَ‌ٰهِيمَ لَحَلِيمٌ أَوَّ‌ٰهٌۭ مُّنِيبٌۭ 75. ჭეშმარიტად, იბრაჰიმი თავმდაბალი, ლმობიერი და მგრძნობიარე იყო. يَـٰٓإِبْرَ‌ٰهِيمُ أَعْرِضْ عَنْ هَـٰذَآ ۖ إِنَّهُۥ قَدْ جَآءَ أَمْرُ رَبِّكَ ۖ وَإِنَّهُمْ ءَاتِيهِمْ عَذَابٌ غَيْرُ مَرْدُودٍۢ 76. ჰეი იბრაჰიმ, თავი დაანებე ამას. უეჭველად უკვე მოვიდა შენი ღმერთის ბრძანება და მათ თავს დაატყდებათ გარდაუვალი სასჯელი. وَلَمَّا جَآءَتْ رُسُلُنَا لُوطًۭا سِىٓءَ بِهِمْ وَضَاقَ بِهِمْ ذَرْعًۭا وَقَالَ هَـٰذَا يَوْمٌ عَصِيبٌۭ 77. და როცა მოვიდნენ ლუტთან ჩვენი შუამავლები, შეწუხდა მათით, იგრძნო საკუთარი უძლურება და თქვა: ეს სასტიკი დღეაო. وَجَآءَهُۥ قَوْمُهُۥ يُهْرَعُونَ إِلَيْهِ وَمِن قَبْلُ كَانُوا۟ يَعْمَلُونَ ٱلسَّيِّـَٔاتِ ۚ قَالَ يَـٰقَوْمِ هَـٰٓؤُلَآءِ بَنَاتِى هُنَّ أَطْهَرُ لَكُمْ ۖ فَٱتَّقُوا۟ ٱللَّهَ وَلَا تُخْزُونِ فِى ضَيْفِىٓ ۖ أَلَيْسَ مِنكُمْ رَجُلٌۭ رَّشِيدٌۭ 78. და მივიდა მასთან მისი ხალხი სირბილით, და სიავეებს სჩადიოდნენ ისინი უწინაც. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო, აი ჩემი ქალიშვილები, ისინი უფრო სუფთანი არიან თქვენთვის. გეშინოდეთ ალლაჰისა და ნუ შემარცხვენთ ჩემს სტუმრებთან. განა თქვენში არ არის ვინმე გონიერი კაცი? قَالُوا۟ لَقَدْ عَلِمْتَ مَا لَنَا فِى بَنَاتِكَ مِنْ حَقٍّۢ وَإِنَّكَ لَتَعْلَمُ مَا نُرِيدُ 79. უთხრეს: შენც ხომ იცი, რომ არ გვჭირდება შენი ქალიშვილები, ხომ იცი, რაც გვინდაო. قَالَ لَوْ أَنَّ لِى بِكُمْ قُوَّةً أَوْ ءَاوِىٓ إِلَىٰ رُكْنٍۢ شَدِيدٍۢ 80. უთხრა: ნეტავ, მქონოდა ძალაუფლება თქვენზე, ანდა მქონდეს მტკიცე დასაყრდენი. قَالُوا۟ يَـٰلُوطُ إِنَّا رُسُلُ رَبِّكَ لَن يَصِلُوٓا۟ إِلَيْكَ ۖ فَأَسْرِ بِأَهْلِكَ بِقِطْعٍۢ مِّنَ ٱلَّيْلِ وَلَا يَلْتَفِتْ مِنكُمْ أَحَدٌ إِلَّا ٱمْرَأَتَكَ ۖ إِنَّهُۥ مُصِيبُهَا مَآ أَصَابَهُمْ ۚ إِنَّ مَوْعِدَهُمُ ٱلصُّبْحُ ۚ أَلَيْسَ ٱلصُّبْحُ بِقَرِيبٍۢ 81. უთხრეს: ჰეი ლუტ! ჩვენ ვართ შუამავლები შენი ღმერთისა. ისინი ვერ მოგწვდებიან. გზას გაუყევი შენს ოჯახთან ერთად ღამის რომელიმე მონაკვეთში და უკან არ მიიხედოს მათკენ თქვენგან არავინ, გარდა შენი ცოლისა. მას კი დაემართება ის, რაც მათ დაემართებათ. ჭეშმარიტად, მათი ვადა არის დილით, და განა ახლოს არაა დილა? فَلَمَّا جَآءَ أَمْرُنَا جَعَلْنَا عَـٰلِيَهَا سَافِلَهَا وَأَمْطَرْنَا عَلَيْهَا حِجَارَةًۭ مِّن سِجِّيلٍۢ مَّنضُودٍۢ 82. და როცა მივიდა ჩვენი ბრძანება, ამოვაბრუნეთ იგი უკუღმა და ვაწვიმეთ მასზე გამომხმარი თიხის ქვები. مُّسَوَّمَةً عِندَ رَبِّكَ ۖ وَمَا هِىَ مِنَ ٱلظَّـٰلِمِينَ بِبَعِيدٍۢ 83. შენი ღმერთის წინაშე ნიშანდებული. და არ არის ეს შორს უსამართლოთაგან. وَإِلَىٰ مَدْيَنَ أَخَاهُمْ شُعَيْبًۭا ۚ قَالَ يَـٰقَوْمِ ٱعْبُدُوا۟ ٱللَّهَ مَا لَكُم مِّنْ إِلَـٰهٍ غَيْرُهُۥ ۖ وَلَا تَنقُصُوا۟ ٱلْمِكْيَالَ وَٱلْمِيزَانَ ۚ إِنِّىٓ أَرَىٰكُم بِخَيْرٍۢ وَإِنِّىٓ أَخَافُ عَلَيْكُمْ عَذَابَ يَوْمٍۢ مُّحِيطٍۢ 84. და(წარვაგზავნე) მედიენის ხალხთან მათი ძმა შუ'აიბი. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო, თაყვანი ეცით ალლაჰს, არ გყავთ სხვა ღვთაება მის გარდა. და ნუ მოიტყუებთ ზომასა თუ წონაში. ვხედავ კეთილდღეობაში ხართ და მეშინია თქვენს გამო ყოვლისმომცველი დღის სასჯელისაო. وَيَـٰقَوْمِ أَوْفُوا۟ ٱلْمِكْيَالَ وَٱلْمِيزَانَ بِٱلْقِسْطِ ۖ وَلَا تَبْخَسُوا۟ ٱلنَّاسَ أَشْيَآءَهُمْ وَلَا تَعْثَوْا۟ فِى ٱلْأَرْضِ مُفْسِدِينَ 85. ჰეი ჩემო ხალხო, უერთგულეთ ზომასა და წონას სამართლიანად და ნუ წაართმევთ ხალხს მათ კუთვნილს, და არ აკეთოთ ქვეყანაზე უკეთურება. بَقِيَّتُ ٱللَّهِ خَيْرٌۭ لَّكُمْ إِن كُنتُم مُّؤْمِنِينَ ۚ وَمَآ أَنَا۠ عَلَيْكُم بِحَفِيظٍۢ 86. ალლაჰისგან დანატოვარი უკეთესია თქვენთვის, თუკი ხართ მორწმუნენი. და მე არა ვარ თქვენი დამცველი. قَالُوا۟ يَـٰشُعَيْبُ أَصَلَوٰتُكَ تَأْمُرُكَ أَن نَّتْرُكَ مَا يَعْبُدُ ءَابَآؤُنَآ أَوْ أَن نَّفْعَلَ فِىٓ أَمْوَ‌ٰلِنَا مَا نَشَـٰٓؤُا۟ ۖ إِنَّكَ لَأَنتَ ٱلْحَلِيمُ ٱلرَّشِيدُ 87. უთხრეს: ჰეი შუ'აიბ, განა შენი ლოცვა გიბრძანებს შენ, რომ მივატოვოთ ის, რაზედაც იდგნენ ჩვენი მამები, ანდა არ განვკარგოთ ჩვენი ქონება ისე, როგორც ჩვენ გვინდა? უეჭველად, შენ ჭკვიანი და ლმობიერი ხარ. قَالَ يَـٰقَوْمِ أَرَءَيْتُمْ إِن كُنتُ عَلَىٰ بَيِّنَةٍۢ مِّن رَّبِّى وَرَزَقَنِى مِنْهُ رِزْقًا حَسَنًۭا ۚ وَمَآ أُرِيدُ أَنْ أُخَالِفَكُمْ إِلَىٰ مَآ أَنْهَىٰكُمْ عَنْهُ ۚ إِنْ أُرِيدُ إِلَّا ٱلْإِصْلَـٰحَ مَا ٱسْتَطَعْتُ ۚ وَمَا تَوْفِيقِىٓ إِلَّا بِٱللَّهِ ۚ عَلَيْهِ تَوَكَّلْتُ وَإِلَيْهِ أُنِيبُ 88. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო, განა გიფიქრიათ, თუ ვარ ცად ნიშანზე ჩემი ღმერთისაგან და დამაპურებდა იგი თავისი კეთილი სარჩოთი? არ მინდა შეგეწინააღმდეგოთ იმაში, რაც აგიკრძალავთ. მე მხოლოდ საქმის გამოსწორება მინდა, რასაც შევძლებ, ჩემი წარმატება კი მხოლოდ ალლაჰზეა. მას მოვიიმედებ და მისკენ დავბრუნდები. وَيَـٰقَوْمِ لَا يَجْرِمَنَّكُمْ شِقَاقِىٓ أَن يُصِيبَكُم مِّثْلُ مَآ أَصَابَ قَوْمَ نُوحٍ أَوْ قَوْمَ هُودٍ أَوْ قَوْمَ صَـٰلِحٍۢ ۚ وَمَا قَوْمُ لُوطٍۢ مِّنكُم بِبَعِيدٍۢ 89. ჰეი ჩემო ხალხო, დაე ჩემთან განხეთქილებამ არ გაწიოთ ის, რაც უწინ დაატყდა ნუჰის ხალხს, სალიჰის ხალხს, როცა ლუტის ხალხი თქვენგან შორს არ არის. وَٱسْتَغْفِرُوا۟ رَبَّكُمْ ثُمَّ تُوبُوٓا۟ إِلَيْهِ ۚ إِنَّ رَبِّى رَحِيمٌۭ وَدُودٌۭ 90. და პატიება სთხოვეთ თქვენს ღმერთს და მოინანიეთ მის წინაშე, ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი მწყალობელი, მოყვარულია. قَالُوا۟ يَـٰشُعَيْبُ مَا نَفْقَهُ كَثِيرًۭا مِّمَّا تَقُولُ وَإِنَّا لَنَرَىٰكَ فِينَا ضَعِيفًۭا ۖ وَلَوْلَا رَهْطُكَ لَرَجَمْنَـٰكَ ۖ وَمَآ أَنتَ عَلَيْنَا بِعَزِيزٍۢ 91. უთხრეს: ჰეი შუ'აიბ, ჩვენ არ გვესმის ბევრი რამ, რასაც ამბობ. შენ ჩვენ შორის უძლურად მიგიჩნევთ და, რომ არა შენი გვარი, ჩაგქოლავდით. შენ სულაც არა ხარ ჩვენზე ძლევამოსილი. قَالَ يَـٰقَوْمِ أَرَهْطِىٓ أَعَزُّ عَلَيْكُم مِّنَ ٱللَّهِ وَٱتَّخَذْتُمُوهُ وَرَآءَكُمْ ظِهْرِيًّا ۖ إِنَّ رَبِّى بِمَا تَعْمَلُونَ مُحِيطٌۭ 92. უთხრა: ჰეი ჩემო ხალხო! განა ჩემი გვარი უფრო ძვირფასია თქვენთვის ვიდრე ალლაჰი? ის კი თქვენ ზურგსუკან მოიტოვეთ. ჭეშმარიტად, ჩემი ღმერთი გარემოიცავს იმას, რასაც აკეთებთ. وَيَـٰقَوْمِ ٱعْمَلُوا۟ عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنِّى عَـٰمِلٌۭ ۖ سَوْفَ تَعْلَمُونَ مَن يَأْتِيهِ عَذَابٌۭ يُخْزِيهِ وَمَنْ هُوَ كَـٰذِبٌۭ ۖ وَٱرْتَقِبُوٓا۟ إِنِّى مَعَكُمْ رَقِيبٌۭ 93. ჰეი ჩემო ხალხო. იმოქმედეთ როგორც თქვენ გინდათ, და მეც ვიმოქმედებ! მალე კი გეცოდინებათ ვის მიაგებს იგი სასჯელს, რომელიც დაამცირებს და ვინ არის მატყუარა. დაელოდეთ და მეც თქვენთან ერთად დაველოდები. وَلَمَّا جَآءَ أَمْرُنَا نَجَّيْنَا شُعَيْبًۭا وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ مَعَهُۥ بِرَحْمَةٍۢ مِّنَّا وَأَخَذَتِ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ ٱلصَّيْحَةُ فَأَصْبَحُوا۟ فِى دِيَـٰرِهِمْ جَـٰثِمِينَ 94. და როცა მოვიდა ჩვენი ბრძანება, ვიხსენით შუ'აიბი და ისინი, ვინც ირწმუნა მასთან ერთად, ჩვენი წყალობით. მათ კი, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, გრიგალი დაატყდათ და დილით გვამებად იქცნენ თავიანთ სახლებში. كَأَن لَّمْ يَغْنَوْا۟ فِيهَآ ۗ أَلَا بُعْدًۭا لِّمَدْيَنَ كَمَا بَعِدَتْ ثَمُودُ 95. თითქოს მათში არც უცხოვრიათ. განადგურდა მედიენი ისე, როგორც განადგურდა სემუდი. وَلَقَدْ أَرْسَلْنَا مُوسَىٰ بِـَٔايَـٰتِنَا وَسُلْطَـٰنٍۢ مُّبِينٍ 96. და ვფიცავ, წარვაგზავნეთ მუსა ჩვენი აიათებითა და ცხადი მეუფებით. إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَإِي۟هِۦ فَٱتَّبَعُوٓا۟ أَمْرَ فِرْعَوْنَ ۖ وَمَآ أَمْرُ فِرْعَوْنَ بِرَشِيدٍۢ 97. ფარაონთან და მის წარჩინებულებთან. მაგრამ მიჰყვებოდნენ ისინი ფარაონის ბრძანებას მაშინ, როცა ფარაონის ბრძანება არ ყოფილა სამართლიანი. يَقْدُمُ قَوْمَهُۥ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ فَأَوْرَدَهُمُ ٱلنَّارَ ۖ وَبِئْسَ ٱلْوِرْدُ ٱلْمَوْرُودُ 98. (ფარაონი) იგი უწინამძღვრებს თავის ხალხს აღდგომის დღეს და განკითხვის დღესაც. და რა უვარისია ეს შესასვლელი. وَأُتْبِعُوا۟ فِى هَـٰذِهِۦ لَعْنَةًۭ وَيَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۚ بِئْسَ ٱلرِّفْدُ ٱلْمَرْفُودُ 99. და თანხლებულ ექნენ წყევლა აქ(ამქვეყნად) და აღდგომის დღესაც. და რა უვარგისი ხვედრია მიძღვნილი. ذَ‌ٰلِكَ مِنْ أَنۢبَآءِ ٱلْقُرَىٰ نَقُصُّهُۥ عَلَيْكَ ۖ مِنْهَا قَآئِمٌۭ وَحَصِيدٌۭ 100. ეს არის იმ სოფელთა ამბავთაგანი, რომელთაც შენ გიკითხავთ. მათგან ერთნი დგანან, მეორენი მოცელილან. وَمَا ظَلَمْنَـٰهُمْ وَلَـٰكِن ظَلَمُوٓا۟ أَنفُسَهُمْ ۖ فَمَآ أَغْنَتْ عَنْهُمْ ءَالِهَتُهُمُ ٱلَّتِى يَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ مِن شَىْءٍۢ لَّمَّا جَآءَ أَمْرُ رَبِّكَ ۖ وَمَا زَادُوهُمْ غَيْرَ تَتْبِيبٍۢ 101. და ჩვენ არ მოვეპყარით მათ უსამართლოდ, არამედ უსამართლოდ თავიანთ სულებს მოექცნენ. ვერაფერში არგეს თავიანთმა ღვთაებებმა, რომელთაც ალლაჰის გარდა უხმობდნენ მაშინ, როცა მოვიდა შენი ღმერთის ბრძანება. და ვერაფერი შეჰმატეს მათ, ზარალის გარდა. وَكَذَ‌ٰلِكَ أَخْذُ رَبِّكَ إِذَآ أَخَذَ ٱلْقُرَىٰ وَهِىَ ظَـٰلِمَةٌ ۚ إِنَّ أَخْذَهُۥٓ أَلِيمٌۭ شَدِيدٌ 102. ამგვარად შეიპყრობს შენი ღმერთი სოფლებს, როცა იპყრობს მაშინ, როცა უსამართლონი არიან. ჭეშმარიტად, მისი შეპყრობა მწარე, მრისხანეა! إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَةًۭ لِّمَنْ خَافَ عَذَابَ ٱلْـَٔاخِرَةِ ۚ ذَ‌ٰلِكَ يَوْمٌۭ مَّجْمُوعٌۭ لَّهُ ٱلنَّاسُ وَذَ‌ٰلِكَ يَوْمٌۭ مَّشْهُودٌۭ 103. ჭეშმარიტად, ამაში არის ნიშანი მათთვის, ვისაც ეშინია საიქიო ტანჯვისა. ეს არის დღე, რომლისთვისაც შეიკრიბება ხალხი და ეს არის დღე, რომელიც დამოწმებულია. وَمَا نُؤَخِّرُهُۥٓ إِلَّا لِأَجَلٍۢ مَّعْدُودٍۢ 104. და არ გადავავადებთ მას, განსაზღვრული ვადის გარდა. يَوْمَ يَأْتِ لَا تَكَلَّمُ نَفْسٌ إِلَّا بِإِذْنِهِۦ ۚ فَمِنْهُمْ شَقِىٌّۭ وَسَعِيدٌۭ 105. მოდის დღე, როცა ვერ დაილაპარაკებს ვერცერთი სული, თუ არა მისი(ალლაჰის) ნებით და მათგან იქნებიან უბედურნი და ბედნიერნი. فَأَمَّا ٱلَّذِينَ شَقُوا۟ فَفِى ٱلنَّارِ لَهُمْ فِيهَا زَفِيرٌۭ وَشَهِيقٌ 106. ისინი, რომელნიც იქნებიან უბედურნი, ცეცხლში იქნებიან და იქნება იქ ოხვრა და კვნესა. خَـٰلِدِينَ فِيهَا مَا دَامَتِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتُ وَٱلْأَرْضُ إِلَّا مَا شَآءَ رَبُّكَ ۚ إِنَّ رَبَّكَ فَعَّالٌۭ لِّمَا يُرِيدُ 107. იქნებიან იქ მარადიულად, სანამ იარსებებენ ცანი და დედამიწა, თუ არ იქნება შენი ღმერთის ნება. შენი ღმერთი იქმს იმას, რასაც ინებებს. وَأَمَّا ٱلَّذِينَ سُعِدُوا۟ فَفِى ٱلْجَنَّةِ خَـٰلِدِينَ فِيهَا مَا دَامَتِ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتُ وَٱلْأَرْضُ إِلَّا مَا شَآءَ رَبُّكَ ۖ عَطَآءً غَيْرَ مَجْذُوذٍۢ 108. ისინი კი, რომელნიც გაბედნიერდებიან, სამოთხეში დამკვიდრდებიან, იქნებიან იქ მარადიულად, სანამ იარსებებენ ცანი და დედამიწა, სანამ შენი ღმერთი არ ინებებს ულევ საზღაურს. فَلَا تَكُ فِى مِرْيَةٍۢ مِّمَّا يَعْبُدُ هَـٰٓؤُلَآءِ ۚ مَا يَعْبُدُونَ إِلَّا كَمَا يَعْبُدُ ءَابَآؤُهُم مِّن قَبْلُ ۚ وَإِنَّا لَمُوَفُّوهُمْ نَصِيبَهُمْ غَيْرَ مَنقُوصٍۢ 109. და ეჭვს ნუ მიეცემი იმის გამო, რასაც ისინი ეთაყვანებიან. არაფერს ეთაყვანებიან იმის გარდა, რასაც ეთაყვანებოდნენ მათი წინაპრები უწინ და უეჭველად, ჩვენ სრულიად მივაგებთ მათ თავიანთ წილს, უკლებლივ. وَلَقَدْ ءَاتَيْنَا مُوسَى ٱلْكِتَـٰبَ فَٱخْتُلِفَ فِيهِ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةٌۭ سَبَقَتْ مِن رَّبِّكَ لَقُضِىَ بَيْنَهُمْ ۚ وَإِنَّهُمْ لَفِى شَكٍّۢ مِّنْهُ مُرِيبٍۢ 110. და ვუბოძეთ მუსას წიგნი და კამათობდნენ მის შესახებ, და რომ არა სიტყვა, რომელიც წინ უსწრებდა შენი ღმერთისაგან, გადაწყდებოდა მათ შორის საქმე. და ისინი, ჭეშმარიტად, ეჭვში არიან მის მიმართ. وَإِنَّ كُلًّۭا لَّمَّا لَيُوَفِّيَنَّهُمْ رَبُّكَ أَعْمَـٰلَهُمْ ۚ إِنَّهُۥ بِمَا يَعْمَلُونَ خَبِيرٌۭ 111. და ჭეშმარიტად, შენი ღმერთი სრულიად მიაგებს მათი საქმეებისთვის და მან იცის, რასაც აკეთებენ. فَٱسْتَقِمْ كَمَآ أُمِرْتَ وَمَن تَابَ مَعَكَ وَلَا تَطْغَوْا۟ ۚ إِنَّهُۥ بِمَا تَعْمَلُونَ بَصِيرٌۭ 112. და მტკიცედ დადექი, როგორც ნაბრძანები გაქვს. და ვინც მოინანიებს შენთან ერთად, და ზღვარს ნუ გადახვალთ. ჭეშმარიტად, იგი ხედავს, რასაც აკეთებთ. وَلَا تَرْكَنُوٓا۟ إِلَى ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ فَتَمَسَّكُمُ ٱلنَّارُ وَمَا لَكُم مِّن دُونِ ٱللَّهِ مِنْ أَوْلِيَآءَ ثُمَّ لَا تُنصَرُونَ 113. და არ გადაიხაროთ იმათკენ, ვინც უსამართლონი არიან, თორემ შეგეხებათ ცეცხლი და არავინ გეყოლებათ მფარველი ალლაჰის გარდა, მერე კი არ იქნებით შეწევნულნი. وَأَقِمِ ٱلصَّلَوٰةَ طَرَفَىِ ٱلنَّهَارِ وَزُلَفًۭا مِّنَ ٱلَّيْلِ ۚ إِنَّ ٱلْحَسَنَـٰتِ يُذْهِبْنَ ٱلسَّيِّـَٔاتِ ۚ ذَ‌ٰلِكَ ذِكْرَىٰ لِلذَّ‌ٰكِرِينَ 114. და დადექი ლოცვად დღის ორივე კიდეში და ღამის დადგომისას. კეთილი საქმენი განდევნის სიავეებს. ეს არის შეხსენება იმათთვის, ვისაც ახსოვს. وَٱصْبِرْ فَإِنَّ ٱللَّهَ لَا يُضِيعُ أَجْرَ ٱلْمُحْسِنِينَ 115. მოითმინე და ალლაჰი არ დაუკარგავს საზღაურს კეთილისმქმნელებს. فَلَوْلَا كَانَ مِنَ ٱلْقُرُونِ مِن قَبْلِكُمْ أُو۟لُوا۟ بَقِيَّةٍۢ يَنْهَوْنَ عَنِ ٱلْفَسَادِ فِى ٱلْأَرْضِ إِلَّا قَلِيلًۭا مِّمَّنْ أَنجَيْنَا مِنْهُمْ ۗ وَٱتَّبَعَ ٱلَّذِينَ ظَلَمُوا۟ مَآ أُتْرِفُوا۟ فِيهِ وَكَانُوا۟ مُجْرِمِينَ 116. და ნეტავ, ყოფილიყვნენ იმ თაობებში, თქვენზე უწინ რომ უცხოვრიათ, მტკიცენი და თავშეკავებულნი ქვეყანაზე უწმინდურების თესვისგან, იმ მცირედთა გარდა, ვინც ჩვენ გადავარჩინეთ მათ შორის მაშინ, როცა ისინი, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, მიჰყვებოდნენ იმას, რაც სიამოვნებას ანიჭებდათ ამ ქვეყნად და იყვნენ ცოდვილები. وَمَا كَانَ رَبُّكَ لِيُهْلِكَ ٱلْقُرَىٰ بِظُلْمٍۢ وَأَهْلُهَا مُصْلِحُونَ 117. და შენი ღმერთი არ ღუპავდა სოფლებს უსამართლოდ, თუ მათი მცხოვრებნი იქნებოდნენ კეთილის მთესველნი. وَلَوْ شَآءَ رَبُّكَ لَجَعَلَ ٱلنَّاسَ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ ۖ وَلَا يَزَالُونَ مُخْتَلِفِينَ 118. და რომ ენება შენს ღმერთს, აქცევდა ხალხს ერთ თემად. ისინი კი უთანხმოებას განაგრძობდნენ. إِلَّا مَن رَّحِمَ رَبُّكَ ۚ وَلِذَ‌ٰلِكَ خَلَقَهُمْ ۗ وَتَمَّتْ كَلِمَةُ رَبِّكَ لَأَمْلَأَنَّ جَهَنَّمَ مِنَ ٱلْجِنَّةِ وَٱلنَّاسِ أَجْمَعِينَ 119. იმათ გარდა, ვინც შეიწყალა შენმა ღმერთმა. ამისათვის შექმნა მან ისინი. და აღსრულდა შენი ღმერთის სიტყვები: უსათუოდ, ავავსებ ჯოჯოხეთს ჯინებითა და ადამიანებით - ერთიანად. وَكُلًّۭا نَّقُصُّ عَلَيْكَ مِنْ أَنۢبَآءِ ٱلرُّسُلِ مَا نُثَبِّتُ بِهِۦ فُؤَادَكَ ۚ وَجَآءَكَ فِى هَـٰذِهِ ٱلْحَقُّ وَمَوْعِظَةٌۭ وَذِكْرَىٰ لِلْمُؤْمِنِينَ 120. ყოველი ამბავი, რომელსაც გიყვებით შუამავალთა ამბებიდან, არის ის, რაც გულს გაგიმაგრებს და გებოძება ამით ჭეშმარიტება, შეგონება და შეხსენება მორწმუნეთათვის. وَقُل لِّلَّذِينَ لَا يُؤْمِنُونَ ٱعْمَلُوا۟ عَلَىٰ مَكَانَتِكُمْ إِنَّا عَـٰمِلُونَ 121. და უთხარი მათ, რომელთაც არ ირწმუნეს: გააკეთეთ რაც შეგიძლიათ, და ჩვენც გავაკეთებთ. وَٱنتَظِرُوٓا۟ إِنَّا مُنتَظِرُونَ 122. დაელოდეთ, და ჩვენც დაველოდებით. وَلِلَّهِ غَيْبُ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ وَإِلَيْهِ يُرْجَعُ ٱلْأَمْرُ كُلُّهُۥ فَٱعْبُدْهُ وَتَوَكَّلْ عَلَيْهِ ۚ وَمَا رَبُّكَ بِغَـٰفِلٍ عَمَّا تَعْمَلُونَ 123. და ალლაჰს ეკუთვნის დაფარული ცათა და დედამიწისა და მასთან მიბრუნდება ყოველი საქმე. თაყვანი ეცით და მიენდეთ მას; შენი ღმერთი კი უგულისყურო არ არის იმის მიმართ, რასაც აკეთებთ.