10.სურა იუნუს
109 აიათი
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ სახელითა ალლაჰისა მოწყალისა მწყალობლისა الٓر ۚ تِلْكَ ءَايَـٰتُ ٱلْكِتَـٰبِ ٱلْحَكِيمِ 1. ალიფ. ლამ, რა. ეს ბრძენი წიგნის აიათებია. أَكَانَ لِلنَّاسِ عَجَبًا أَنْ أَوْحَيْنَآ إِلَىٰ رَجُلٍۢ مِّنْهُمْ أَنْ أَنذِرِ ٱلنَّاسَ وَبَشِّرِ ٱلَّذِينَ ءَامَنُوٓا۟ أَنَّ لَهُمْ قَدَمَ صِدْقٍ عِندَ رَبِّهِمْ ۗ قَالَ ٱلْكَـٰفِرُونَ إِنَّ هَـٰذَا لَسَـٰحِرٌۭ مُّبِينٌ 2. განს ხალხს უკვირს ის, რომ ზეშთავაგონეთ კაცს მათგანვე, რათა გააფრთხილოს ხალხი და ახაროს იმათ, ვინც ირწმუნა, რომ ჭეშმარიტი უპირატესობა აქვს თავიანთი ღმერთის წინაშეო? ურწმუნოებმა თქვეს, ეს აშკარა ჯადოქარიაო. إِنَّ رَبَّكُمُ ٱللَّهُ ٱلَّذِى خَلَقَ ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضَ فِى سِتَّةِ أَيَّامٍۢ ثُمَّ ٱسْتَوَىٰ عَلَى ٱلْعَرْشِ ۖ يُدَبِّرُ ٱلْأَمْرَ ۖ مَا مِن شَفِيعٍ إِلَّا مِنۢ بَعْدِ إِذْنِهِۦ ۚ ذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمْ فَٱعْبُدُوهُ ۚ أَفَلَا تَذَكَّرُونَ 3. ჭეშმარიტად, თქვენი ღმერთი ალლაჰია, რომელმაც შექმნა ცანი და ქვეყანა ექვს დღეში, მერე ამაღლდა 'არშზე და განაგებს თავის საქმეს. არავინაა შუამდგომელი გარდა მისი ნებართვის შემდგომ. ეს არის ალლაჰი - თქვენი ღმერთი. თაყვანი ეცით მას, განა ვერ გაიხსენებთ?! إِلَيْهِ مَرْجِعُكُمْ جَمِيعًۭا ۖ وَعْدَ ٱللَّهِ حَقًّا ۚ إِنَّهُۥ يَبْدَؤُا۟ ٱلْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُۥ لِيَجْزِىَ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ بِٱلْقِسْطِ ۚ وَٱلَّذِينَ كَفَرُوا۟ لَهُمْ شَرَابٌۭ مِّنْ حَمِيمٍۢ وَعَذَابٌ أَلِيمٌۢ بِمَا كَانُوا۟ يَكْفُرُونَ 4. მასთანაა თქვენი დასაბრუნებელი ერთიანად, ალლაჰის ჭეშმარიტი აღთქმის თანახმად. იგი ქმნის ქმნილებას და შემდეგ იბრუნებს მას, რათა უზღოს მათ, რომელთაც ირწმუნეს და კეთილ საქმეებს აკეთებდნენ სიმართლით; ხოლო მათ კი, რომელთაც არ ირწმუნეს მათთვისაა მდუღარე სასმელი და მტანჯველი სასჯელი, იმის გამო, რომ იყვნენ ურწმუნონი. هُوَ ٱلَّذِى جَعَلَ ٱلشَّمْسَ ضِيَآءًۭ وَٱلْقَمَرَ نُورًۭا وَقَدَّرَهُۥ مَنَازِلَ لِتَعْلَمُوا۟ عَدَدَ ٱلسِّنِينَ وَٱلْحِسَابَ ۚ مَا خَلَقَ ٱللَّهُ ذَ‌ٰلِكَ إِلَّا بِٱلْحَقِّ ۚ يُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ 5. იგია ის, ვინც დაადგინა მზე მნათობად და მთვარე სინათლედ და დაუდგინა მას ფაზები, რათა თქვენ გცოდნოდათ წელთაღრიცხვა და გამოანგარიშება. არ გაუჩენია ალლაჰს ეს, თუ არა ჭეშმარიტებით, რომელიც ცხადად უჩვენებს სასწაულებს იმ ხალხს, ვისაც ესმის. إِنَّ فِى ٱخْتِلَـٰفِ ٱلَّيْلِ وَٱلنَّهَارِ وَمَا خَلَقَ ٱللَّهُ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يَتَّقُونَ 6. ჭეშმარიტად, ღამისა და დღის მონაცვლეობაში და იმაში, რაც ალლაჰმა შექმნა ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, სასწაულებია ხალხისათვის, რომელსაც ღმერთის ეშინია. إِنَّ ٱلَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَآءَنَا وَرَضُوا۟ بِٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَٱطْمَأَنُّوا۟ بِهَا وَٱلَّذِينَ هُمْ عَنْ ءَايَـٰتِنَا غَـٰفِلُونَ 7. ჭეშმარიტად, ისინი, ვისაც ჩვენთან შეხვედრის იმედი არა აქვს, კმაყოფილნი არიან წუთისოფლით და მშვიდდებიან მისით, და ისინიც, ვინც არიან ჩვენი აიათებისადმი უგულისხმონი. أُو۟لَـٰٓئِكَ مَأْوَىٰهُمُ ٱلنَّارُ بِمَا كَانُوا۟ يَكْسِبُونَ 8. ეს ის ხალხია, ვისი თავშესაფარიც ჯოჯოხეთია იმის გამო, რაც მოიხვეჭეს. إِنَّ ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَعَمِلُوا۟ ٱلصَّـٰلِحَـٰتِ يَهْدِيهِمْ رَبُّهُم بِإِيمَـٰنِهِمْ ۖ تَجْرِى مِن تَحْتِهِمُ ٱلْأَنْهَـٰرُ فِى جَنَّـٰتِ ٱلنَّعِيمِ 9. ჭეშმარიტად, მათ კი, რომელთაც ირწმუნეს და აკეთებდნენ კეთილ საქმეთ, უწინამძღვრებს თავიანთი ღმერთი მათივე რწმენით იქით, რომლის წიაღაც მიედინებიან მდინარეები, სიამის სამოთხეებში. دَعْوَىٰهُمْ فِيهَا سُبْحَـٰنَكَ ٱللَّهُمَّ وَتَحِيَّتُهُمْ فِيهَا سَلَـٰمٌۭ ۚ وَءَاخِرُ دَعْوَىٰهُمْ أَنِ ٱلْحَمْدُ لِلَّهِ رَبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 10. მათი შეძახილია იქ: დიდება შენდა ღმერთო ჩვენო! და მათი ცხოვრება მშვიდობაა. ბოლოს ისინი შესძახებენ: ქება-დიდება ალლაჰს სამყაროთა ღმერთს. وَلَوْ يُعَجِّلُ ٱللَّهُ لِلنَّاسِ ٱلشَّرَّ ٱسْتِعْجَالَهُم بِٱلْخَيْرِ لَقُضِىَ إِلَيْهِمْ أَجَلُهُمْ ۖ فَنَذَرُ ٱلَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَآءَنَا فِى طُغْيَـٰنِهِمْ يَعْمَهُونَ 11. და თუ ალლაჰი ისე სწრაფად მიაგებდა ხალხს ბოროტებას, როგორ სწრაფადაც ისინი სიკეთეს მიელტვიან, მათი აღსასრული დადგებოდა. და ჩვენ ვტოვებთ იმათ, რომელთაც ჩვენთან შეხვედრის იმედი არა აქვთ - თავიანთ ბოროტებაში იხეტიალონ. وَإِذَا مَسَّ ٱلْإِنسَـٰنَ ٱلضُّرُّ دَعَانَا لِجَنۢبِهِۦٓ أَوْ قَاعِدًا أَوْ قَآئِمًۭا فَلَمَّا كَشَفْنَا عَنْهُ ضُرَّهُۥ مَرَّ كَأَن لَّمْ يَدْعُنَآ إِلَىٰ ضُرٍّۢ مَّسَّهُۥ ۚ كَذَ‌ٰلِكَ زُيِّنَ لِلْمُسْرِفِينَ مَا كَانُوا۟ يَعْمَلُونَ 12. და როცა შეემთხვევა ადამიანს ზარალი, გვიხმობს ჩვენ წამოწოლილი თუ ფეხზე მდგომი. მაგრამ როცა ავარიდებთ მას ზარალს, ჩაივლის ისე, თითქოს არც ეთხოვოს ჩვენთვის თავსდატეხილი უბედურების ხსნა. ასე ემშვენიერებათ ზღვარგადასულებს, რასაც აკეთებენ. وَلَقَدْ أَهْلَكْنَا ٱلْقُرُونَ مِن قَبْلِكُمْ لَمَّا ظَلَمُوا۟ ۙ وَجَآءَتْهُمْ رُسُلُهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ وَمَا كَانُوا۟ لِيُؤْمِنُوا۟ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَجْزِى ٱلْقَوْمَ ٱلْمُجْرِمِينَ 13. ჩვენ დავღუპეთ თაობები თქვენზე უწინ, როცა ისინი უსამართლოდ იქცეოდნენ. და მიუტანეს თავიანთმა შუამავლებმა მათ ნათელი მტკიცებანი, თუმცა არ ირწმუნეს. ამგვარად ვუზღავთ ცოდვილ ხალხს. مَّ جَعَلْنَـٰكُمْ خَلَـٰٓئِفَ فِى ٱلْأَرْضِ مِنۢ بَعْدِهِمْ لِنَنظُرَ كَيْفَ تَعْمَلُونَ 14. მერე დაგადგინეთ თქვენ მემკვიდრეებად ქვეყანაზე მათ შემდეგ, რათა გვენახა, როგორ მოიქცეოდით. وَإِذَا تُتْلَىٰ عَلَيْهِمْ ءَايَاتُنَا بَيِّنَـٰتٍۢ ۙ قَالَ ٱلَّذِينَ لَا يَرْجُونَ لِقَآءَنَا ٱئْتِ بِقُرْءَانٍ غَيْرِ هَـٰذَآ أَوْ بَدِّلْهُ ۚ قُلْ مَا يَكُونُ لِىٓ أَنْ أُبَدِّلَهُۥ مِن تِلْقَآئِ نَفْسِىٓ ۖ إِنْ أَتَّبِعُ إِلَّا مَا يُوحَىٰٓ إِلَىَّ ۖ إِنِّىٓ أَخَافُ إِنْ عَصَيْتُ رَبِّى عَذَابَ يَوْمٍ عَظِيمٍۢ 15. და როცა ეკითხებათ ჩვენი ცხადი აიათები, ამბობენ ისინი, ვინც ჩვენთან შეხვედრას არ იმედოვნებს: მოგვიტანე ეს კი არა, სხვა ყურანი, ან გადაასხვაფერე იგიო. უთხარი: არ შემიძლია გადავასხვაფერო იგი, მე მხოლოდ იმას მივყვები, რაც ზეშთამეგონება. მე მეშინია, თუკი ვეურჩები ჩემს ღმერთს - დიდებული დღის სასჯელისა. قُل لَّوْ شَآءَ ٱللَّهُ مَا تَلَوْتُهُۥ عَلَيْكُمْ وَلَآ أَدْرَىٰكُم بِهِۦ ۖ فَقَدْ لَبِثْتُ فِيكُمْ عُمُرًۭا مِّن قَبْلِهِۦٓ ۚ أَفَلَا تَعْقِلُونَ 16. უთხარი: თუ ისურვებდა ალლაჰი, მე არ წაგიკითხავდით და იგი არ გაგაგებინებდათ მას. მე ხომ მთელი ცხოვრება თქვენში ვტრიალებდი მასზე (ზეშთაგონებამდე) უწინ. განა ვერ აზროვნებთ?! فَمَنْ أَظْلَمُ مِمَّنِ ٱفْتَرَىٰ عَلَى ٱللَّهِ كَذِبًا أَوْ كَذَّبَ بِـَٔايَـٰتِهِۦٓ ۚ إِنَّهُۥ لَا يُفْلِحُ ٱلْمُجْرِمُونَ 17. და ვინ არის იმაზე უსამართლო, ვინც იგონებს ალლაჰზე სიცრუეს, ანდა ცრუდ რაცხავდა მის აიათებს?! ჭეშმარიტად, ნეტარ არ იქნებიან ცოდვილები. وَيَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَضُرُّهُمْ وَلَا يَنفَعُهُمْ وَيَقُولُونَ هَـٰٓؤُلَآءِ شُفَعَـٰٓؤُنَا عِندَ ٱللَّهِ ۚ قُلْ أَتُنَبِّـُٔونَ ٱللَّهَ بِمَا لَا يَعْلَمُ فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَلَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ سُبْحَـٰنَهُۥ وَتَعَـٰلَىٰ عَمَّا يُشْرِكُونَ 18. და ეთაყვანებიან ალლაჰის გარდა იმას, რომელიც არც აზარალებთ და არც არგებთ. და ამბობენ: ესენი ჩვენი შუამდგომელნი არიან ღმერთის წინაშეო. განა აცნობებთ ალლაჰს რაიმეს, რაც მან არ იცის ან ცათა შინა ან ქვეყანასა ზედა? დიდება მას! მაღლაა იგი იმაზე, რასაც თანაზიარად უდგენენ. وَمَا كَانَ ٱلنَّاسُ إِلَّآ أُمَّةًۭ وَ‌ٰحِدَةًۭ فَٱخْتَلَفُوا۟ ۚ وَلَوْلَا كَلِمَةٌۭ سَبَقَتْ مِن رَّبِّكَ لَقُضِىَ بَيْنَهُمْ فِيمَا فِيهِ يَخْتَلِفُونَ 19. ხალხი უწინ ერთი თემი იყო მხოლოდ. მერე გაიყარნენ და, რომ არა სიტყვა, რომელიც წინ უსწრებდა თქვენი ღმერთისაგან, გადაწყდებოდა მათ შორის ის, რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ. وَيَقُولُونَ لَوْلَآ أُنزِلَ عَلَيْهِ ءَايَةٌۭ مِّن رَّبِّهِۦ ۖ فَقُلْ إِنَّمَا ٱلْغَيْبُ لِلَّهِ فَٱنتَظِرُوٓا۟ إِنِّى مَعَكُم مِّنَ ٱلْمُنتَظِرِينَ 20. და ამბობენ, ნეტავ მასზე გარდმოვლენილიყო ერთი სასწაული მაინც თავისი ღმერთისგანო. უთხარი: ჭეშმარიტად, დაფარული მხოლოდ ალლაჰისაა. მაშ დაელოდეთ და მეც თქვენთან ერთად დაველოდები! وَإِذَآ أَذَقْنَا ٱلنَّاسَ رَحْمَةًۭ مِّنۢ بَعْدِ ضَرَّآءَ مَسَّتْهُمْ إِذَا لَهُم مَّكْرٌۭ فِىٓ ءَايَاتِنَا ۚ قُلِ ٱللَّهُ أَسْرَعُ مَكْرًا ۚ إِنَّ رُسُلَنَا يَكْتُبُونَ مَا تَمْكُرُونَ 21. და როცა ჩვენ ვაგემეთ ხალხს წყალობა, იმ უბედურების შემდგომ, თავს რომ დაატყდათ, მათ ხრიკი ჩაიფიქრეს ჩვენი აიათების წინააღმდეგ. უთხარი: ალლაჰი უფრო სწრაფია მოხერხებულობაში! ჩვენი შუამავლები ხომ იწერენ იმას, რასაც ხლართავთ. هُوَ ٱلَّذِى يُسَيِّرُكُمْ فِى ٱلْبَرِّ وَٱلْبَحْرِ ۖ حَتَّىٰٓ إِذَا كُنتُمْ فِى ٱلْفُلْكِ وَجَرَيْنَ بِهِم بِرِيحٍۢ طَيِّبَةٍۢ وَفَرِحُوا۟ بِهَا جَآءَتْهَا رِيحٌ عَاصِفٌۭ وَجَآءَهُمُ ٱلْمَوْجُ مِن كُلِّ مَكَانٍۢ وَظَنُّوٓا۟ أَنَّهُمْ أُحِيطَ بِهِمْ ۙ دَعَوُا۟ ٱللَّهَ مُخْلِصِينَ لَهُ ٱلدِّينَ لَئِنْ أَنجَيْتَنَا مِنْ هَـٰذِهِۦ لَنَكُونَنَّ مِنَ ٱلشَّـٰكِرِينَ 22. იგია, ვინც გაძლევთ ძალას, რომ იმოგზაუროთ ხმელეთსა და ზღვაზე. როცა გემზე ხართ მიცურავენ ისინი ზურგის ქარით და გახარებთ ეს. მაგრამ გრიგალი და ტალღები დაატყდებათ ყოველი მხრიდან. ეგონებათ, გარემოცულნი ვართო, და მოუხმობენ ალლაჰს წრფელი რწმენით - თუკი ამისაგან გვიხსნი, მადლიერთა შორის ვიქნებითო. فَلَمَّآ أَنجَىٰهُمْ إِذَا هُمْ يَبْغُونَ فِى ٱلْأَرْضِ بِغَيْرِ ٱلْحَقِّ ۗ يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِنَّمَا بَغْيُكُمْ عَلَىٰٓ أَنفُسِكُم ۖ مَّتَـٰعَ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا ۖ ثُمَّ إِلَيْنَا مَرْجِعُكُمْ فَنُنَبِّئُكُم بِمَا كُنتُمْ تَعْمَلُونَ 23. და როცა მან გადაარჩინა ისინი, აღმოჩდნენ ისეთნი, რომლებიც თავაშვებულობენ ქვეყანაზე უსამართლოდ. ჰეი ხალხო, თქვენი უსამართლობა თქვენივე თავის წინააღმდეგაა, როგორც ამქვეყნიური სიტკოება, შემდგომ კი ჩვენთანაა თქვენი დასაბრუნებელი და გაცნობებთ იმას, რასაც აკეთებდით. إِنَّمَا مَثَلُ ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا كَمَآءٍ أَنزَلْنَـٰهُ مِنَ ٱلسَّمَآءِ فَٱخْتَلَطَ بِهِۦ نَبَاتُ ٱلْأَرْضِ مِمَّا يَأْكُلُ ٱلنَّاسُ وَٱلْأَنْعَـٰمُ حَتَّىٰٓ إِذَآ أَخَذَتِ ٱلْأَرْضُ زُخْرُفَهَا وَٱزَّيَّنَتْ وَظَنَّ أَهْلُهَآ أَنَّهُمْ قَـٰدِرُونَ عَلَيْهَآ أَتَىٰهَآ أَمْرُنَا لَيْلًا أَوْ نَهَارًۭا فَجَعَلْنَـٰهَا حَصِيدًۭا كَأَن لَّمْ تَغْنَ بِٱلْأَمْسِ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَتَفَكَّرُونَ 24. ჭეშმარიტად, ამქვეყნიური ცხოვრება ჰგავს წყალს, ჩვენ რომ ზეცით გარდმოვალინეთ და ერთმანეთს შეერწყმის და აღმოცენდება დედამიწის მცენარენი, რითიც იკვებებიან ადამიანები და ცხოველები. როცა დედამიწა შეიმკობა და გალამაზდება, მის მცხოვრებლებს კი ეგონებათ, რომ შესწევთ მასზე ძალა, ჩვენი ბრძანება მოუვა მას ღამით ან დღისით. ჩვენ ვაქცევთ მას მიმოლეწილად, თითქოს გუშინ არც ყოფილიყოს. ამგვარად ვუნმარტავთ აიათებს იმ ხალხს, რომელიც კეთილგანსჯის. وَٱللَّهُ يَدْعُوٓا۟ إِلَىٰ دَارِ ٱلسَّلَـٰمِ وَيَهْدِى مَن يَشَآءُ إِلَىٰ صِرَ‌ٰطٍۢ مُّسْتَقِيمٍۢ 25. და ალლაჰი უხმობს მშვიდობის სამკვიდროში და ჭეშმარიტ გზაზე დაადგენს იმას, ვისაც ინებებს. لِّلَّذِينَ أَحْسَنُوا۟ ٱلْحُسْنَىٰ وَزِيَادَةٌۭ ۖ وَلَا يَرْهَقُ وُجُوهَهُمْ قَتَرٌۭ وَلَا ذِلَّةٌ ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلْجَنَّةِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 26. მათთვის, ვინც სიკეთე აკეთა - უფრო უკეთესი და მეტიც. არ დაჰფარავს მათ სახეს მტვერი და არც დამცირება. სწორედ ისინი არიან სამოთხის მკვიდრნი და იქნებიან იქ მარადიულად. وَٱلَّذِينَ كَسَبُوا۟ ٱلسَّيِّـَٔاتِ جَزَآءُ سَيِّئَةٍۭ بِمِثْلِهَا وَتَرْهَقُهُمْ ذِلَّةٌۭ ۖ مَّا لَهُم مِّنَ ٱللَّهِ مِنْ عَاصِمٍۢ ۖ كَأَنَّمَآ أُغْشِيَتْ وُجُوهُهُمْ قِطَعًۭا مِّنَ ٱلَّيْلِ مُظْلِمًا ۚ أُو۟لَـٰٓئِكَ أَصْحَـٰبُ ٱلنَّارِ ۖ هُمْ فِيهَا خَـٰلِدُونَ 27. მათ კი, რომელთაც მოიხვეჭეს ცოდვები - მსგავსივე მიეზღვება. დაჰფარავთ მათ დამცირება და არავინ ეყოლებათ დამცველი ალლაჰისაგან: თითქოსდა მათი სახეები ღამის წყვდიადის ნაფლეთებით იყოს დაფარული. სწორედ ისინი არიან ცეცხლის ბინადარნი და იქნებიან იქ მარადიულად. وَيَوْمَ نَحْشُرُهُمْ جَمِيعًۭا ثُمَّ نَقُولُ لِلَّذِينَ أَشْرَكُوا۟ مَكَانَكُمْ أَنتُمْ وَشُرَكَآؤُكُمْ ۚ فَزَيَّلْنَا بَيْنَهُمْ ۖ وَقَالَ شُرَكَآؤُهُم مَّا كُنتُمْ إِيَّانَا تَعْبُدُونَ 28. და დღეს, როცა მათ შევკრებთ ერთიანად და შემდეგ ვეტყვით მათ, ვინც მას(ალლაჰს) თანაზიარს უდგენდა: დარჩით ადგილზე თქვენ და თქვენი თანაზიარები. და გავყოფთ ჩვენ მათ და იტყვიან მათი მოზიარენი: ჩვენ არ გვეთაყვანებოდითო. فَكَفَىٰ بِٱللَّهِ شَهِيدًۢا بَيْنَنَا وَبَيْنَكُمْ إِن كُنَّا عَنْ عِبَادَتِكُمْ لَغَـٰفِلِينَ 29. და საკმარისია ალლაჰი მოწმედ თქვენსა და ჩვენს შორის, უეჭველად ჩვენ უგულისხმონი ვიყავით თქვენი თაყვანისცემის მიმართო. هُنَالِكَ تَبْلُوا۟ كُلُّ نَفْسٍۢ مَّآ أَسْلَفَتْ ۚ وَرُدُّوٓا۟ إِلَى ٱللَّهِ مَوْلَىٰهُمُ ٱلْحَقِّ ۖ وَضَلَّ عَنْهُم مَّا كَانُوا۟ يَفْتَرُونَ 30. იქ იგემებს, ყოველი სული იმას, რაც გააკეთა. დაბრუნებულნი იქნებიან ალლაჰთან, მათ ჭეშმარიტ პატრონთან და ზურგს აქცევს მათ ის, რასაც იგონებდნენ. قُلْ مَن يَرْزُقُكُم مِّنَ ٱلسَّمَآءِ وَٱلْأَرْضِ أَمَّن يَمْلِكُ ٱلسَّمْعَ وَٱلْأَبْصَـٰرَ وَمَن يُخْرِجُ ٱلْحَىَّ مِنَ ٱلْمَيِّتِ وَيُخْرِجُ ٱلْمَيِّتَ مِنَ ٱلْحَىِّ وَمَن يُدَبِّرُ ٱلْأَمْرَ ۚ فَسَيَقُولُونَ ٱللَّهُ ۚ فَقُلْ أَفَلَا تَتَّقُونَ 31. უთხარი: ვინ გაძლევთ თქვენ სარჩოს ციდან და მიწიდან? ან ვინ ფლობს სმენასა და თვალთახედვას?! ვის გამოჰყავს ცოცხალი მკვდრისაგან და ვის გამოჰყავს მკვდარი ცოცხალისაგან?! ვინ განაგებს საქმეებს?! იტყვიან: ალლაჰიო. და უთხარი: განა არ გეშინიათ?! فَذَ‌ٰلِكُمُ ٱللَّهُ رَبُّكُمُ ٱلْحَقُّ ۖ فَمَاذَا بَعْدَ ٱلْحَقِّ إِلَّا ٱلضَّلَـٰلُ ۖ فَأَنَّىٰ تُصْرَفُونَ 32. ეს არის ალლაჰი, თქვენი ჭეშმარიტი ღმერთი, და რა არის ჭეშმარიტების მიღმა გზააბნევის მეტი? მაშ, როგორღა უხვევთ. كَذَ‌ٰلِكَ حَقَّتْ كَلِمَتُ رَبِّكَ عَلَى ٱلَّذِينَ فَسَقُوٓا۟ أَنَّهُمْ لَا يُؤْمِنُونَ 33. ამგვარად გამართლდა შენი ღმერთის სიტყვები იმათზე, ვინც იყო ზნედაცემული, რომ ისინი არ ირწმუნებენ. قُلْ هَلْ مِن شُرَكَآئِكُم مَّن يَبْدَؤُا۟ ٱلْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُۥ ۚ قُلِ ٱللَّهُ يَبْدَؤُا۟ ٱلْخَلْقَ ثُمَّ يُعِيدُهُۥ ۖ فَأَنَّىٰ تُؤْفَكُونَ 34. უთხარი: განა თქვენ თანაზიართაგან არის ვინმე, ვინც ქმნის ქმნილებას და შემდეგ იბრუნებს მას?! უთხარი: ალლაჰი ქმნის ქმნილებას და შემდეგ იბრუნებს. თქვენ კი რაოდენ ხართ ცდუნებულნი! قُلْ هَلْ مِن شُرَكَآئِكُم مَّن يَهْدِىٓ إِلَى ٱلْحَقِّ ۚ قُلِ ٱللَّهُ يَهْدِى لِلْحَقِّ ۗ أَفَمَن يَهْدِىٓ إِلَى ٱلْحَقِّ أَحَقُّ أَن يُتَّبَعَ أَمَّن لَّا يَهِدِّىٓ إِلَّآ أَن يُهْدَىٰ ۖ فَمَا لَكُمْ كَيْفَ تَحْكُمُونَ 35. უთხარი: არის ვინმე თქვენს თანაზიართა შორის, ვინც დაადგენს ჭეშმარიტებისაკენ? უთხარი: ალლაჰი დაადგენს ჭეშმარიტებისაკენ. განა ის, ვინც ადგენს ჭეშმარიტებისაკენ, უფრო ღირსია იმისა, რომ გაჰყვნენ, თუ ის, ვინც ვერ ადგენს ჭეშმარიტებისაკენ. რა გემართებათ? როგორ განსჯით? وَمَا يَتَّبِعُ أَكْثَرُهُمْ إِلَّا ظَنًّا ۚ إِنَّ ٱلظَّنَّ لَا يُغْنِى مِنَ ٱلْحَقِّ شَيْـًٔا ۚ إِنَّ ٱللَّهَ عَلِيمٌۢ بِمَا يَفْعَلُونَ 36. და არ მიჰყვება მათგან უმეტესი არაფერს, ვარაუდების გარდა. ვარაუდი ხომ არაფერში არგია ჭეშმარიტებას, ხოლო ალლაჰი მცოდნეა იმისა, რასაც აკეთებენ. وَمَا كَانَ هَـٰذَا ٱلْقُرْءَانُ أَن يُفْتَرَىٰ مِن دُونِ ٱللَّهِ وَلَـٰكِن تَصْدِيقَ ٱلَّذِى بَيْنَ يَدَيْهِ وَتَفْصِيلَ ٱلْكِتَـٰبِ لَا رَيْبَ فِيهِ مِن رَّبِّ ٱلْعَـٰلَمِينَ 37. და შეუძლებელია ეს ყურანი შეთხზული ყოფილიყო, ალლაჰის გარდა, არამედ დასტურია იმისა, რაც მანამდე ზეგარდმოვლენილა სამყაროთა ღმერთისგან, და ამ წიგნის განმარტებად, რომელშიც ეჭვი არ არის. أَمْ يَقُولُونَ ٱفْتَرَىٰهُ ۖ قُلْ فَأْتُوا۟ بِسُورَةٍۢ مِّثْلِهِۦ وَٱدْعُوا۟ مَنِ ٱسْتَطَعْتُم مِّن دُونِ ٱللَّهِ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 38. მაგრამ მაინც იტყვიან - მან შეთხზა იგიო. უთხარი: ერთი სურა მაინც მოიტანეთ მისი მსგავსი და მოუხმეთ იმას, ვისაც შეძლებთ, ალლაჰის გარდა, თუკი მართალნი ხართ. بَلْ كَذَّبُوا۟ بِمَا لَمْ يُحِيطُوا۟ بِعِلْمِهِۦ وَلَمَّا يَأْتِهِمْ تَأْوِيلُهُۥ ۚ كَذَ‌ٰلِكَ كَذَّبَ ٱلَّذِينَ مِن قَبْلِهِمْ ۖ فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلظَّـٰلِمِينَ 39. მაგრამ ცრუდ შერაცხეს ის, რის ცოდნასაც ვერ წვდებიან, სანამ განმარტებები მიაღწევდეს მათთან. ასევე ცრუდ რაცხავდნენ ისინი, ვინც მათზე უწინ იყო. შეხედე, როგორი იყო უსამართლოთა აღსასრული. وَمِنْهُم مَّن يُؤْمِنُ بِهِۦ وَمِنْهُم مَّن لَّا يُؤْمِنُ بِهِۦ ۚ وَرَبُّكَ أَعْلَمُ بِٱلْمُفْسِدِينَ 40. მათგან არიან, რომელთაც ირწმუნეს იგი და მათგან არიან, რომელთაც არ ირწმუნეს. შენი ღმერთი კი ყველაზე უკეთ იცნობს უკეთურთ. وَإِن كَذَّبُوكَ فَقُل لِّى عَمَلِى وَلَكُمْ عَمَلُكُمْ ۖ أَنتُم بَرِيٓـُٔونَ مِمَّآ أَعْمَلُ وَأَنَا۠ بَرِىٓءٌۭ مِّمَّا تَعْمَلُونَ 41. და თუ შენც ცრუდ შეგრაცხეს, უთხარი: მე ჩემი საქმე მაქვს, თქვენ თქვენი საქმე. თქვენ არ მოგეკითხებათ ის, რასაც მე ვაკეთებ, და მე არ მომეკითხება ის, რასაც თქვენ აკეთებთ. وَمِنْهُم مَّن يَسْتَمِعُونَ إِلَيْكَ ۚ أَفَأَنتَ تُسْمِعُ ٱلصُّمَّ وَلَوْ كَانُوا۟ لَا يَعْقِلُونَ 42. მათგან არიან ისინი, ვინც გისმენენ. განა შეასმენ ყრუებს, მითუმეტეს, რომ გონს არ უხმობენ? وَمِنْهُم مَّن يَنظُرُ إِلَيْكَ ۚ أَفَأَنتَ تَهْدِى ٱلْعُمْىَ وَلَوْ كَانُوا۟ لَا يُبْصِرُونَ 43. და მათგან არის იგი, ვინც გიყურებს. და განა შეძლებ სწორ გზაზე დაადგინო ბრმები, თუკი ვერ ხედავენ? إِنَّ ٱللَّهَ لَا يَظْلِمُ ٱلنَّاسَ شَيْـًۭٔا وَلَـٰكِنَّ ٱلنَّاسَ أَنفُسَهُمْ يَظْلِمُونَ 44. ჭეშმარიტად, ალლაჰი არ მოექცევა ხალხს უსამართლოდ, არამედ, ხალხი უსამართლოდ ეპყრობა საკუთარ თავს. وَيَوْمَ يَحْشُرُهُمْ كَأَن لَّمْ يَلْبَثُوٓا۟ إِلَّا سَاعَةًۭ مِّنَ ٱلنَّهَارِ يَتَعَارَفُونَ بَيْنَهُمْ ۚ قَدْ خَسِرَ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِلِقَآءِ ٱللَّهِ وَمَا كَانُوا۟ مُهْتَدِينَ 45. და იმ დღეს, როცა მათ შეკრებს, თითქოს ისინი დღის ერთი საათითაც კი არ დარჩენილანო, შეიცნობენ ერთმანეთს. წაგებულნი დარჩებიან ისინი, ვინც ცრუდ მიიჩნევდა ალლაჰთან შეხვედრას და არ მიჰყვებოდა სწორ გზას. وَإِمَّا نُرِيَنَّكَ بَعْضَ ٱلَّذِى نَعِدُهُمْ أَوْ نَتَوَفَّيَنَّكَ فَإِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ ثُمَّ ٱللَّهُ شَهِيدٌ عَلَىٰ مَا يَفْعَلُونَ 46. და რომ გაჩვენოთ ნაწილი იმისა, რაც მათ დავპირდით, ან მიგიბაროთ შენ. ჩვენთანაა მათი დასაბრუნებელი; შემდგომ ალლაჰი იქნება მოწმე იმისა, რასაც აკეთებდნენ. وَلِكُلِّ أُمَّةٍۢ رَّسُولٌۭ ۖ فَإِذَا جَآءَ رَسُولُهُمْ قُضِىَ بَيْنَهُم بِٱلْقِسْطِ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 47. ყველა თემს ჰყავს თავისი შუამავალი. და როცა მოვა მათი შუამავალი, გადაწყვეტს მათ შორის სიმართლით და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. وَيَقُولُونَ مَتَىٰ هَـٰذَا ٱلْوَعْدُ إِن كُنتُمْ صَـٰدِقِينَ 48. ამბობენ: როდისაა ეს აღთქმა, თუკი მართალნი ხართო? قُل لَّآ أَمْلِكُ لِنَفْسِى ضَرًّۭا وَلَا نَفْعًا إِلَّا مَا شَآءَ ٱللَّهُ ۗ لِكُلِّ أُمَّةٍ أَجَلٌ ۚ إِذَا جَآءَ أَجَلُهُمْ فَلَا يَسْتَـْٔخِرُونَ سَاعَةًۭ ۖ وَلَا يَسْتَقْدِمُونَ 49. უთხარი: არ ვფლობ ჩემი თავისთვისაც არც ზიანს, არც სარგებელს, იმის გარდა, რასაც ალლაჰი ინებებს. ყველა თემს თავისი ჟამი აქვს. როცა დადგება მათი ჟამი, ისინი ერთი საათითაც კი ვერ გადაავადებენ და ვერც დააჩქარებენ. قُلْ أَرَءَيْتُمْ إِنْ أَتَىٰكُمْ عَذَابُهُۥ بَيَـٰتًا أَوْ نَهَارًۭا مَّاذَا يَسْتَعْجِلُ مِنْهُ ٱلْمُجْرِمُونَ 50. უთხარი: განა გიფიქრიათ, რომ თუ მისი სასჯელი დაგატყდებათ ღამით ან დღისით, მისგან, რომლის დაჩქარებას ისურვებენ ცოდვილები, أَثُمَّ إِذَا مَا وَقَعَ ءَامَنتُم بِهِۦٓ ۚ ءَآلْـَٔـٰنَ وَقَدْ كُنتُم بِهِۦ تَسْتَعْجِلُونَ 51. განა მაშინ ირწმუნებთ მას, როცა დაგატყდებათ, თუ ახლა?! ხოლო უწინ თქვენ მას აჩქარებდით! ثُمَّ قِيلَ لِلَّذِينَ ظَلَمُوا۟ ذُوقُوا۟ عَذَابَ ٱلْخُلْدِ هَلْ تُجْزَوْنَ إِلَّا بِمَا كُنتُمْ تَكْسِبُونَ 52. მერე ებრძანა მათ, ვინც უსამართლოდ იქცეოდა: იგემეთ მარადიული ტანჯვა. განა მოგეგებათ სხვა რამ, თუ არა ის, რაც მოიხვეჭეთ? وَيَسْتَنۢبِـُٔونَكَ أَحَقٌّ هُوَ ۖ قُلْ إِى وَرَبِّىٓ إِنَّهُۥ لَحَقٌّۭ ۖ وَمَآ أَنتُم بِمُعْجِزِينَ 53. გკითხავენ შენ ისინი: განა ეს არის ჭეშმარიტებაო? უთხარი: დიახ, ვფიცავ ჩემს ღმერთს, ეს არის ჭეშმარიტება, და თქვენ ამას ვერ გაექცევით. وَلَوْ أَنَّ لِكُلِّ نَفْسٍۢ ظَلَمَتْ مَا فِى ٱلْأَرْضِ لَٱفْتَدَتْ بِهِۦ ۗ وَأَسَرُّوا۟ ٱلنَّدَامَةَ لَمَّا رَأَوُا۟ ٱلْعَذَابَ ۖ وَقُضِىَ بَيْنَهُم بِٱلْقِسْطِ ۚ وَهُمْ لَا يُظْلَمُونَ 54. ყოველ სულს, ვინც უსამართლოდ იქცეოდა, რომ ჰქონოდა ყველაფერი, რაც დედამიწაზეა, გაიღებდა მას გამოსასყიდად. შეიპყრობს მათ სინანული, როცა ნახავენ სასჯელს. ჭეშმარიტებით განისჯება მათ შორის საქმე და არ იქნებიან ისინი დაჩაგრულნი. أَلَآ إِنَّ لِلَّهِ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۗ أَلَآ إِنَّ وَعْدَ ٱللَّهِ حَقٌّۭ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَعْلَمُونَ 55. განა ალლაჰის არაა ის, რაც ცათა შინა და ქვეყანასა ზედაა? განა არ არის ალლაჰის აღთქმა ჭეშმარიტი?! მაგრამ მათმა უმეტესობამ არ იცის. هُوَ يُحْىِۦ وَيُمِيتُ وَإِلَيْهِ تُرْجَعُونَ 56. იგი აცოცხლებს და აკვდინებს, და სწორედ მასთან იქნებით დაბრუნებულნი. يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ قَدْ جَآءَتْكُم مَّوْعِظَةٌۭ مِّن رَّبِّكُمْ وَشِفَآءٌۭ لِّمَا فِى ٱلصُّدُورِ وَهُدًۭى وَرَحْمَةٌۭ لِّلْمُؤْمِنِينَ 57. ჰეი ადამიანებო! თქვენ მოგივიდათ შეგონება თქვენი ღმერთისაგან და განკურნება იმისა, რაც გულებშია, ჭეშმარიტი გზა და წყალობა მორწმუნეთათვის. قُلْ بِفَضْلِ ٱللَّهِ وَبِرَحْمَتِهِۦ فَبِذَ‌ٰلِكَ فَلْيَفْرَحُوا۟ هُوَ خَيْرٌۭ مِّمَّا يَجْمَعُونَ 58. უთხარი: ალლაჰის მადლითა და წყალობით გაიხარონ! ეს უკეთესია იმაზე, რასაც აგროვებენ. قُلْ أَرَءَيْتُم مَّآ أَنزَلَ ٱللَّهُ لَكُم مِّن رِّزْقٍۢ فَجَعَلْتُم مِّنْهُ حَرَامًۭا وَحَلَـٰلًۭا قُلْ ءَآللَّهُ أَذِنَ لَكُمْ ۖ أَمْ عَلَى ٱللَّهِ تَفْتَرُونَ 59. უთხარი: ნახეთ რაც გარდმოგივლინათ ალლაჰმა სარჩოდ? თქვენ რომ მისგან ზოგი რამ აკრძალულად გამოაცხადეთ და ზოგიც ნებადართულად? უთხარი: ალლაჰმა მოგცათ ამის ნება, თუ ალლაჰზე იგონებთ ტყუილს? وَمَا ظَنُّ ٱلَّذِينَ يَفْتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ ۗ إِنَّ ٱللَّهَ لَذُو فَضْلٍ عَلَى ٱلنَّاسِ وَلَـٰكِنَّ أَكْثَرَهُمْ لَا يَشْكُرُونَ 60. და რას იფიქრებენ ისინი, ვინც ალლაჰზე ტყუილს იგონებდა, აღდგომის დღეს? ჭეშმარიტად, ალლაჰი მოწყალეა ხალხის მიმართ, მაგრამ მათი უმეტესობა არ არის მადლიერი. وَمَا تَكُونُ فِى شَأْنٍۢ وَمَا تَتْلُوا۟ مِنْهُ مِن قُرْءَانٍۢ وَلَا تَعْمَلُونَ مِنْ عَمَلٍ إِلَّا كُنَّا عَلَيْكُمْ شُهُودًا إِذْ تُفِيضُونَ فِيهِ ۚ وَمَا يَعْزُبُ عَن رَّبِّكَ مِن مِّثْقَالِ ذَرَّةٍۢ فِى ٱلْأَرْضِ وَلَا فِى ٱلسَّمَآءِ وَلَآ أَصْغَرَ مِن ذَ‌ٰلِكَ وَلَآ أَكْبَرَ إِلَّا فِى كِتَـٰبٍۢ مُّبِينٍ 61. რა ყოფაშიც უნდა იყო, რასაც უნდა კითხულობდე ყურანიდან და რა საქმესაც უნდა აკეთებდეთ, ჩვენ ვიქნებით მოწმენი, როცა თქვენ ამაში ჩაღრმავდებით. არაფერია დაფარული შენი ღმერთისაგან ცათა შინა და არც ქვეყანასა ზედა, თუნდაც მტვრისოდენა იყოს, ან მასზე მცირე, რომ არ იყოს ცხად წიგნში. أَلَآ إِنَّ أَوْلِيَآءَ ٱللَّهِ لَا خَوْفٌ عَلَيْهِمْ وَلَا هُمْ يَحْزَنُونَ 62. ჭეშმარიტად, ალლაჰის მეგობრებს არც შიში ექნებათ, და არც ინაღვლებენ. ٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ وَكَانُوا۟ يَتَّقُونَ 63. მათ, რომელთაც ირწმუნეს და ღმერთის ეშინოდათ. لَهُمُ ٱلْبُشْرَىٰ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَفِى ٱلْـَٔاخِرَةِ ۚ لَا تَبْدِيلَ لِكَلِمَـٰتِ ٱللَّهِ ۚ ذَ‌ٰلِكَ هُوَ ٱلْفَوْزُ ٱلْعَظِيمُ 64. მათთვისაა სამახარობლო ამქვეყნად და იმქვეყნადაც. არ შეიცვლება ალლაჰის სიტყვები. სწორედ ეს არის დიდებული მიღწევა. وَلَا يَحْزُنكَ قَوْلُهُمْ ۘ إِنَّ ٱلْعِزَّةَ لِلَّهِ جَمِيعًا ۚ هُوَ ٱلسَّمِيعُ ٱلْعَلِيمُ 65. და ნუ დაგამწუხრებს შენ მათი ნათქვამი. ჭეშმარიტად, დიდებულება ალლაჰისაა სრულიად. იგია ყოვლისგამგონე, ყოვლისმცოდნე. أَلَآ إِنَّ لِلَّهِ مَن فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَن فِى ٱلْأَرْضِ ۗ وَمَا يَتَّبِعُ ٱلَّذِينَ يَدْعُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ شُرَكَآءَ ۚ إِن يَتَّبِعُونَ إِلَّا ٱلظَّنَّ وَإِنْ هُمْ إِلَّا يَخْرُصُونَ 66. განა ალლაჰს არ ეკუთვნის ის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა? და რას მიჰყვებიან ისინი, ვინც ალლაჰის გარდა თანაზიარებს მოუხმობს?! თუ მიჰყვებიან მხოლოდ ეჭვს და მხოლოდ ვარაუდობენ?! هُوَ ٱلَّذِى جَعَلَ لَكُمُ ٱلَّيْلَ لِتَسْكُنُوا۟ فِيهِ وَٱلنَّهَارَ مُبْصِرًا ۚ إِنَّ فِى ذَ‌ٰلِكَ لَـَٔايَـٰتٍۢ لِّقَوْمٍۢ يَسْمَعُونَ 67. იგია, ვინც დაგიდგინათ თქვენ ღამე რათა მოისვენოთ მასში და დღე მნათობად. ამაში ჭეშმარიტად, სასწაულებია ხალხისათვის, რომელიც შეისმენს. قَالُوا۟ ٱتَّخَذَ ٱللَّهُ وَلَدًۭا ۗ سُبْحَـٰنَهُۥ ۖ هُوَ ٱلْغَنِىُّ ۖ لَهُۥ مَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَمَا فِى ٱلْأَرْضِ ۚ إِنْ عِندَكُم مِّن سُلْطَـٰنٍۭ بِهَـٰذَآ ۚ أَتَقُولُونَ عَلَى ٱللَّهِ مَا لَا تَعْلَمُونَ 68. თქვეს: ალლაჰმა ძე დაიდგინაო. დიდება მას! იგი მდიდარია, მას ეკუთვნის, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა. ხოლო თქვენ არანაირი ძალაუფლება არ გაგაჩნიათ მასზე. განა ალლაჰზე ამბობთ იმას, რაც არ იცით?! قُلْ إِنَّ ٱلَّذِينَ يَفْتَرُونَ عَلَى ٱللَّهِ ٱلْكَذِبَ لَا يُفْلِحُونَ 69. უთხარი: ისინი, ვინც ალლაჰზე თხზავენ სიცრუეებს, ნეტარნი ვერ იქნებიან. مَتَـٰعٌۭ فِى ٱلدُّنْيَا ثُمَّ إِلَيْنَا مَرْجِعُهُمْ ثُمَّ نُذِيقُهُمُ ٱلْعَذَابَ ٱلشَّدِيدَ بِمَا كَانُوا۟ يَكْفُرُونَ 70. (მათთვის) მცირედი სიკბოებაა ამქვეყნად, შემდეგ კი ჩვენკენაა მათი დასაბრუნებელი. მერე ვაგემებთ მათ მტანჯველ სასჯელს იმის გამო, რომ იყვნენ ურწმუნონი. وَٱتْلُ عَلَيْهِمْ نَبَأَ نُوحٍ إِذْ قَالَ لِقَوْمِهِۦ يَـٰقَوْمِ إِن كَانَ كَبُرَ عَلَيْكُم مَّقَامِى وَتَذْكِيرِى بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ فَعَلَى ٱللَّهِ تَوَكَّلْتُ فَأَجْمِعُوٓا۟ أَمْرَكُمْ وَشُرَكَآءَكُمْ ثُمَّ لَا يَكُنْ أَمْرُكُمْ عَلَيْكُمْ غُمَّةًۭ ثُمَّ ٱقْضُوٓا۟ إِلَىَّ وَلَا تُنظِرُونِ 71. წაუკითხე მათ ნუჰის ამბავი. და უთხრა მან თავის ხალხს: ჰეი ჩემო ხალხო, თუ გეძნელებათ ჩემი აქ ყოფნა და ალლაჰის აიათების შეხსენება, მაშ ალლაჰს მივენდობი. შეკრიბეთ თქვენი საქმე და თქვენი თანაზიარნი და იმოქმედეთ, მაგრამ მწუხარებად არ გექცეთ. განმსაჯეთ, და ნუ გადამივადებთ. فَإِن تَوَلَّيْتُمْ فَمَا سَأَلْتُكُم مِّنْ أَجْرٍ ۖ إِنْ أَجْرِىَ إِلَّا عَلَى ٱللَّهِ ۖ وَأُمِرْتُ أَنْ أَكُونَ مِنَ ٱلْمُسْلِمِينَ 72. და თუ პირს იბრუნებთ, მე ხომ რაიმე ჯილდოს არ გთხოვთ! ჭეშმარიტად, ჩემი ჯილდო მხოლოდ ალლაჰის წინაშეა და ნაბრძანები მაქვს, რომ ვიყო მუსლიმთაგანი. فَكَذَّبُوهُ فَنَجَّيْنَـٰهُ وَمَن مَّعَهُۥ فِى ٱلْفُلْكِ وَجَعَلْنَـٰهُمْ خَلَـٰٓئِفَ وَأَغْرَقْنَا ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِنَا ۖ فَٱنظُرْ كَيْفَ كَانَ عَـٰقِبَةُ ٱلْمُنذَرِينَ 73. და ცრუდ შერაცხეს. ჩვენ კი გადავარჩინეთ იგი და ისინიც, ვინც იყო გემში მასთან ერთად, და დავადგინეთ ისინი ნაცვლად(ხალაიფ); ხოლო ვინც ცრუდ რაცხავდა ჩვენს აიათებს, ჩავძირეთ და შეხედე, როგორია შეგონებულთა აღსასრული. ثُمَّ بَعَثْنَا مِنۢ بَعْدِهِۦ رُسُلًا إِلَىٰ قَوْمِهِمْ فَجَآءُوهُم بِٱلْبَيِّنَـٰتِ فَمَا كَانُوا۟ لِيُؤْمِنُوا۟ بِمَا كَذَّبُوا۟ بِهِۦ مِن قَبْلُ ۚ كَذَ‌ٰلِكَ نَطْبَعُ عَلَىٰ قُلُوبِ ٱلْمُعْتَدِينَ 74. მერე გამოვგზავნეთ მას შემდეგ შუამავლები და მოიტანეს მათ ნათელი მტკიცებანი. მაგრამ როგორ ირწმუნებდნენ იმას, რასაც ადრე ცრუდ რაცხავდნენ. ამგვარად ვბეჭდავთ ზღვარგასულთა გულებს. ثُمَّ بَعَثْنَا مِنۢ بَعْدِهِم مُّوسَىٰ وَهَـٰرُونَ إِلَىٰ فِرْعَوْنَ وَمَلَإِي۟هِۦ بِـَٔايَـٰتِنَا فَٱسْتَكْبَرُوا۟ وَكَانُوا۟ قَوْمًۭا مُّجْرِمِينَ 75. მერე წარვაგზავნეთ მუსა და ჰარუნი ფარაონთან ჩვენი აიათებით. მათ კი თავი განიდიდეს და იყვნენ ცოდვილი ხალხი. فَلَمَّا جَآءَهُمُ ٱلْحَقُّ مِنْ عِندِنَا قَالُوٓا۟ إِنَّ هَـٰذَا لَسِحْرٌۭ مُّبِينٌۭ 76. და როცა მოუვიდათ მათ ჭეშმარიტება ჩვენგან, თქვეს: უეჭველად, ეს ცხადი ჯადოქრობააო. قَالَ مُوسَىٰٓ أَتَقُولُونَ لِلْحَقِّ لَمَّا جَآءَكُمْ ۖ أَسِحْرٌ هَـٰذَا وَلَا يُفْلِحُ ٱلسَّـٰحِرُونَ 77. უთხრა მუსამ: განა ამბობთ ჭეშმარიტებაზე მაშინ, როცა გებოძათ ეს ცხადი ჯადოქრობააო? მაშინ, როცა ნეტარ ვერ იქნებიან ჯადოქრები. قَالُوٓا۟ أَجِئْتَنَا لِتَلْفِتَنَا عَمَّا وَجَدْنَا عَلَيْهِ ءَابَآءَنَا وَتَكُونَ لَكُمَا ٱلْكِبْرِيَآءُ فِى ٱلْأَرْضِ وَمَا نَحْنُ لَكُمَا بِمُؤْمِنِينَ 78. უთხრეს: განა მოხვედი ჩვენთან იმისთვის, რომ მოგვაცილო იქიდან, რაზედაც ვნახეთ ჩვენი მამები და რომ თქვენ ორივეს გექნეთ დიდებულება ქვეყანაზე?! ხოლო ჩვენ არავითარ შემთხვევაში თქვენ ორს არ გირწმუნებთ! وَقَالَ فِرْعَوْنُ ٱئْتُونِى بِكُلِّ سَـٰحِرٍ عَلِيمٍۢ 79. და ბრძანა ფარაონმა: მომგვარეთ ყოველი მცოდნე ჯადოქარი. فَلَمَّا جَآءَ ٱلسَّحَرَةُ قَالَ لَهُم مُّوسَىٰٓ أَلْقُوا۟ مَآ أَنتُم مُّلْقُونَ 80. და როცა მოვიდნენ ჯადოქრები, უთხრა მუსამ: გადაისროლეთ ის, რასაც ისვრით. فَلَمَّآ أَلْقَوْا۟ قَالَ مُوسَىٰ مَا جِئْتُم بِهِ ٱلسِّحْرُ ۖ إِنَّ ٱللَّهَ سَيُبْطِلُهُۥٓ ۖ إِنَّ ٱللَّهَ لَا يُصْلِحُ عَمَلَ ٱلْمُفْسِدِينَ 81. და როცა ისროლეს, უთხრა მუსამ: რაც თქვენ ქენით, ჯადოქრობაა. ჭეშმარიტად, ალლაჰი ამაოჰყოფს მას. ალლაჰი არ გამართავს ამრევთა საქმეს. وَيُحِقُّ ٱللَّهُ ٱلْحَقَّ بِكَلِمَـٰتِهِۦ وَلَوْ كَرِهَ ٱلْمُجْرِمُونَ 82. და დაამკვიდრებს ალლაჰი ჭეშმარიტებას თავისი სიტყვებით, თუნდაც არ მოსწონდეთ ცოდვილებს. فَمَآ ءَامَنَ لِمُوسَىٰٓ إِلَّا ذُرِّيَّةٌۭ مِّن قَوْمِهِۦ عَلَىٰ خَوْفٍۢ مِّن فِرْعَوْنَ وَمَلَإِي۟هِمْ أَن يَفْتِنَهُمْ ۚ وَإِنَّ فِرْعَوْنَ لَعَالٍۢ فِى ٱلْأَرْضِ وَإِنَّهُۥ لَمِنَ ٱلْمُسْرِفِينَ 83. და არ ირწმუნა მუსას არავინ, გარდა ერთი თემისა თავისი ხალხისაგან, (არ ირწმუნეს) ფარაონისა და მისი დიდებულების შიშით, რომ განსაცდელში ჩაჰყრიდა მათ. ფარაონი ხომ განდიდებულიყო ქვეყანაზე და იყო ერთ-ერთი ზღვარგასული. وَقَالَ مُوسَىٰ يَـٰقَوْمِ إِن كُنتُمْ ءَامَنتُم بِٱللَّهِ فَعَلَيْهِ تَوَكَّلُوٓا۟ إِن كُنتُم مُّسْلِمِينَ 84. და თქვა მუსამ: ჰეი ჩემო ხალხო, თუ ირწმუნეთ ალლაჰი, მისი იმედი იქონიეთ, თუკი მუსლიმები ხართ! فَقَالُوا۟ عَلَى ٱللَّهِ تَوَكَّلْنَا رَبَّنَا لَا تَجْعَلْنَا فِتْنَةًۭ لِّلْقَوْمِ ٱلظَّـٰلِمِينَ 85. და თქვეს: ჩვენ ალლაჰს მივენდეთ! ღმერთო ჩვენო, ნუ დაგვადგენ ჩვენ განსაცდელად უსამართლო ხალხისათვის. وَنَجِّنَا بِرَحْمَتِكَ مِنَ ٱلْقَوْمِ ٱلْكَـٰفِرِينَ 86. გვიხსენი ჩვენ შენი წყალობით ურწმუნო ხალხისგანო! وَأَوْحَيْنَآ إِلَىٰ مُوسَىٰ وَأَخِيهِ أَن تَبَوَّءَا لِقَوْمِكُمَا بِمِصْرَ بُيُوتًۭا وَٱجْعَلُوا۟ بُيُوتَكُمْ قِبْلَةًۭ وَأَقِيمُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ ۗ وَبَشِّرِ ٱلْمُؤْمِنِينَ 87. და ზეშთავაგონეთ ჩვენ მუსას და მის ძმას: მოუმზადეთ თქვენს ხალხს ეგვიპტის სახლები. და აქციეთ თქვენი სახლები ყიბლად(ლოცვის მიმართულება), დადექი ლოცვად და ახარე მორწმუნეებს! وَقَالَ مُوسَىٰ رَبَّنَآ إِنَّكَ ءَاتَيْتَ فِرْعَوْنَ وَمَلَأَهُۥ زِينَةًۭ وَأَمْوَ‌ٰلًۭا فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا رَبَّنَا لِيُضِلُّوا۟ عَن سَبِيلِكَ ۖ رَبَّنَا ٱطْمِسْ عَلَىٰٓ أَمْوَ‌ٰلِهِمْ وَٱشْدُدْ عَلَىٰ قُلُوبِهِمْ فَلَا يُؤْمِنُوا۟ حَتَّىٰ يَرَوُا۟ ٱلْعَذَابَ ٱلْأَلِيمَ 88. და თქვა მუსამ: ღმერთო ჩვენო, შენ უბოძე ფარაონსა და მის დიდებულებს ბრწყინვალება და ქონება ამქვეყნიურ ცხოვრებაში! ღმერთო ჩვენო, დაე ისინი სცდუნდნენ შენი გზიდან. ღმერთო ჩვენო, გაანადგურე მათი ქონება და გაასასტიკე მათი გულები. არ ირწმუნებენ ისინი, ვიდრე მტანჯველ სასჯელს არ ნახავენო! قَالَ قَدْ أُجِيبَت دَّعْوَتُكُمَا فَٱسْتَقِيمَا وَلَا تَتَّبِعَآنِّ سَبِيلَ ٱلَّذِينَ لَا يَعْلَمُونَ 89. თქვა(ალლაჰმა): შევიწყნარე თქვენი ვედრება. მტკიცედ დადექით და ნუ მიჰყვებით იმათ გზას, რომელთაც არ იციან! وَجَـٰوَزْنَا بِبَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ ٱلْبَحْرَ فَأَتْبَعَهُمْ فِرْعَوْنُ وَجُنُودُهُۥ بَغْيًۭا وَعَدْوًا ۖ حَتَّىٰٓ إِذَآ أَدْرَكَهُ ٱلْغَرَقُ قَالَ ءَامَنتُ أَنَّهُۥ لَآ إِلَـٰهَ إِلَّا ٱلَّذِىٓ ءَامَنَتْ بِهِۦ بَنُوٓا۟ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ وَأَنَا۠ مِنَ ٱلْمُسْلِمِينَ 90. და გადაგვიყვანე ჩვენ ისრაილის ძენი ზღვაზე; მათ დაედევნენ ფარაონი და მისი ჯარი შუღლითა და მტრობით, ვიდრე დახრჩობა არ მიეწიათ. თქვა(ფარაონმა) მან: ვირწმუნე, რომ არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, რომელიც ირწმუნეს ისრაილის შვილებმა და მეც ერთი მუსლიმთაგანი ვარ. ءَآلْـَٔـٰنَ وَقَدْ عَصَيْتَ قَبْلُ وَكُنتَ مِنَ ٱلْمُفْسِدِينَ 91. ეს ახლა! უწინ კი ურჩობდი და იყავი ერთი უწმინდურთაგანი. فَٱلْيَوْمَ نُنَجِّيكَ بِبَدَنِكَ لِتَكُونَ لِمَنْ خَلْفَكَ ءَايَةًۭ ۚ وَإِنَّ كَثِيرًۭا مِّنَ ٱلنَّاسِ عَنْ ءَايَـٰتِنَا لَغَـٰفِلُونَ 92. დღეს გადაგარჩინეთ შენ შენი სხეულით, რათა იქმნა სასწაულად მათთვის, ვინც მოვა შენს შემდგომ. ჭეშმარიტად, მრავალი ადამიანი ჩვენი აიათებისადმი უგულისხმოა. وَلَقَدْ بَوَّأْنَا بَنِىٓ إِسْرَ‌ٰٓءِيلَ مُبَوَّأَ صِدْقٍۢ وَرَزَقْنَـٰهُم مِّنَ ٱلطَّيِّبَـٰتِ فَمَا ٱخْتَلَفُوا۟ حَتَّىٰ جَآءَهُمُ ٱلْعِلْمُ ۚ إِنَّ رَبَّكَ يَقْضِى بَيْنَهُمْ يَوْمَ ٱلْقِيَـٰمَةِ فِيمَا كَانُوا۟ فِيهِ يَخْتَلِفُونَ 93. და დავასახლეთ ჩვენ ისრაილის ძენი მშვენიერ ქვეყანაში და ვუბოძეთ სარჩო სიკეთით. და უთანხმოება არ წამოუწყიათ, ვიდრე ცოდნა არ ებოძებოდათ. ჭეშმარიტად, შენი ღმერთი განსჯის მათ შორის აღდგომის დღეს იმას, რაზედაც ვერ თანხმდებოდნენ. فَإِن كُنتَ فِى شَكٍّۢ مِّمَّآ أَنزَلْنَآ إِلَيْكَ فَسْـَٔلِ ٱلَّذِينَ يَقْرَءُونَ ٱلْكِتَـٰبَ مِن قَبْلِكَ ۚ لَقَدْ جَآءَكَ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّكَ فَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلْمُمْتَرِينَ 94. და თუ იქნები ეჭვში იმის გამო, რაც გარდმოგივლინეთ, მაშინ ჰკითხე იმათ, ვინც შენამდე კითხულობდა წიგნს. შენ გებოძა ჭეშმარიტება შენი ღმერთისაგან და ნუ იქნები დაეჭვებულთაგანი! وَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلَّذِينَ كَذَّبُوا۟ بِـَٔايَـٰتِ ٱللَّهِ فَتَكُونَ مِنَ ٱلْخَـٰسِرِينَ 95. და ნუ იქნები იმათგან, ვინც ცრუდ შერაცხა ალლაჰის აიათები, თორემ წაგებულთა შორის იქნები. إِنَّ ٱلَّذِينَ حَقَّتْ عَلَيْهِمْ كَلِمَتُ رَبِّكَ لَا يُؤْمِنُونَ 96. ისინი, ვისაც აუხდა შენი ღმერთის სიტყვები, არ ირწმუნებენ. وَلَوْ جَآءَتْهُمْ كُلُّ ءَايَةٍ حَتَّىٰ يَرَوُا۟ ٱلْعَذَابَ ٱلْأَلِيمَ 97. თუნდაც ყველა სასწაული ებოძოთ, ვიდრე არ ეწევათ მტაჯველი სასჯელი. فَلَوْلَا كَانَتْ قَرْيَةٌ ءَامَنَتْ فَنَفَعَهَآ إِيمَـٰنُهَآ إِلَّا قَوْمَ يُونُسَ لَمَّآ ءَامَنُوا۟ كَشَفْنَا عَنْهُمْ عَذَابَ ٱلْخِزْىِ فِى ٱلْحَيَوٰةِ ٱلدُّنْيَا وَمَتَّعْنَـٰهُمْ إِلَىٰ حِينٍۢ 98. განა აქამდე ყოფილა ერთი ქალაქი მაინც, რომელსაც ურწმუნია და გამოდგომია თავისი რწმენა გარდა იუნუსის ხალხისა? როცა ირწმუნეს, ჩვენ ავაცილეთ მათ დამამცირებელი სასჯელი ამქვეყნად და მივეცით მიწიერი სიკეთეები განსაზღვრულ ვადამდე. وَلَوْ شَآءَ رَبُّكَ لَـَٔامَنَ مَن فِى ٱلْأَرْضِ كُلُّهُمْ جَمِيعًا ۚ أَفَأَنتَ تُكْرِهُ ٱلنَّاسَ حَتَّىٰ يَكُونُوا۟ مُؤْمِنِينَ 99. და რომ ენებებინა შენს ღმერთს, ერთიანად ირწმუნებდა ყველა, ვინც დედამიწაზეა. განა შენ აიძულებ ხალხს, რომ ირწმუნონ? وَمَا كَانَ لِنَفْسٍ أَن تُؤْمِنَ إِلَّا بِإِذْنِ ٱللَّهِ ۚ وَيَجْعَلُ ٱلرِّجْسَ عَلَى ٱلَّذِينَ لَا يَعْقِلُونَ 100. და არცერთი სული ისე არ ირწმუნებს, თუ არა ალლაჰის ნებით. და აწევს სასჯელს იმათ, რომელნიც გონს არ უხმობენ. قُلِ ٱنظُرُوا۟ مَاذَا فِى ٱلسَّمَـٰوَ‌ٰتِ وَٱلْأَرْضِ ۚ وَمَا تُغْنِى ٱلْـَٔايَـٰتُ وَٱلنُّذُرُ عَن قَوْمٍۢ لَّا يُؤْمِنُونَ 101. უთხარი: შეხედეთ იმას, რაც ცათა შინაა და რაც ქვეყანასა ზედაა; მაგრამ ვერას არგებს სასწაული და შეგონება ხალხს, რომელმაც არ ირწმუნა. فَهَلْ يَنتَظِرُونَ إِلَّا مِثْلَ أَيَّامِ ٱلَّذِينَ خَلَوْا۟ مِن قَبْلِهِمْ ۚ قُلْ فَٱنتَظِرُوٓا۟ إِنِّى مَعَكُم مِّنَ ٱلْمُنتَظِرِينَ 102. განა მოელიან რამეს, იმათი მსგავსი დღეების გარდა, ვინც განვლო მათზე უწინ? უთხარი: დაელოდეთ, და მეც თქვენთან ერთად დაველოდები! مَّ نُنَجِّى رُسُلَنَا وَٱلَّذِينَ ءَامَنُوا۟ ۚ كَذَ‌ٰلِكَ حَقًّا عَلَيْنَا نُنجِ ٱلْمُؤْمِنِينَ 103. შემდგომ ჩვენ გადავარჩენთ შუამავლებსა და იმათ, ვინც ირწმუნეს. ამგვარად გვაკისრია მორწმუნეთა შველა. قُلْ يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ إِن كُنتُمْ فِى شَكٍّۢ مِّن دِينِى فَلَآ أَعْبُدُ ٱلَّذِينَ تَعْبُدُونَ مِن دُونِ ٱللَّهِ وَلَـٰكِنْ أَعْبُدُ ٱللَّهَ ٱلَّذِى يَتَوَفَّىٰكُمْ ۖ وَأُمِرْتُ أَنْ أَكُونَ مِنَ ٱلْمُؤْمِنِينَ 104. უთხარი: ჰეი ადამიანებო! თუ ეჭვი გეპარებათ ჩემს სარწმუნოებაში, მე თაყვანს არ ვცემ იმას, რასაც თქვენ ალლაჰის მაგივრად ეთაყვანებით. მე კი ვეთაყვანები ალლაჰს, რომელიც მიგიბარებთ თქვენ და ნაბრძანები მაქვს, ვიყო მორწმუნეთაგანი. وَأَنْ أَقِمْ وَجْهَكَ لِلدِّينِ حَنِيفًۭا وَلَا تَكُونَنَّ مِنَ ٱلْمُشْرِكِينَ 105. მოაბრუნე შენი სახე ჰანიფი(ერთმორწმუნე) სარწმუნოებისკენ. და ნუ იქნები წარმართთაგანი. وَلَا تَدْعُ مِن دُونِ ٱللَّهِ مَا لَا يَنفَعُكَ وَلَا يَضُرُّكَ ۖ فَإِن فَعَلْتَ فَإِنَّكَ إِذًۭا مِّنَ ٱلظَّـٰلِمِينَ 106. და ნუ მოუხმობ ალლაჰის გარდა იმას, რაც ვერც სიკეთეს მოგიტანს და ვერც გაზარალებს. და თუ ეს ქენი, ჭეშმარიტად, უსამართლოთაგანი იქნები! وَإِن يَمْسَسْكَ ٱللَّهُ بِضُرٍّۢ فَلَا كَاشِفَ لَهُۥٓ إِلَّا هُوَ ۖ وَإِن يُرِدْكَ بِخَيْرٍۢ فَلَا رَآدَّ لِفَضْلِهِۦ ۚ يُصِيبُ بِهِۦ مَن يَشَآءُ مِنْ عِبَادِهِۦ ۚ وَهُوَ ٱلْغَفُورُ ٱلرَّحِيمُ 107. და თუ მოგივლინა ალლაჰმა ზიანი, არავინაა მისი ამშორებელი მის გარდა. ხოლო თუ შენთვის სიკეთე ისურვა, ვერავინ შეაკავებს მის მადლს. იგი მოუვლენს მას იმას, ვისაც ინებებს თავის მსახურთაგან. და იგი შემწყნარებელი, მწყალობელია. قُلْ يَـٰٓأَيُّهَا ٱلنَّاسُ قَدْ جَآءَكُمُ ٱلْحَقُّ مِن رَّبِّكُمْ ۖ فَمَنِ ٱهْتَدَىٰ فَإِنَّمَا يَهْتَدِى لِنَفْسِهِۦ ۖ وَمَن ضَلَّ فَإِنَّمَا يَضِلُّ عَلَيْهَا ۖ وَمَآ أَنَا۠ عَلَيْكُم بِوَكِيلٍۢ 108. უთხარი: ჰეი ადამიანებო! თქვენთან მოვიდა ჭეშმარიტება თქვენი ღმერთისაგან და ვინც სწორ გზას დაადგება, თავისი თავისათვის დაადგება, ხოლო ვინც გზას ასცდება, გზას ასცდება თავის საზიანოდ. და მე არა თქვენი გუშაგი! وَٱتَّبِعْ مَا يُوحَىٰٓ إِلَيْكَ وَٱصْبِرْ حَتَّىٰ يَحْكُمَ ٱللَّهُ ۚ وَهُوَ خَيْرُ ٱلْحَـٰكِمِينَ 109. და მიჰყვევი იმას, რაც ზეშთაგეგონა და მოითმინე, ვიდრე ალლაჰი განსჯიდეს, და ჭეშმარიტად, იგი საუკეთესო მსაჯულია.