101. სურა ყარიღა
بِسْمِ ٱللَّهِ ٱلرَّحْمَـٰنِ ٱلرَّحِيمِ
მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით
ٱلْقَارِعَةُ
1. ქვეყნიერების აღსასრულის დრო!
مَا ٱلْقَارِعَةُ
2. რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო?
وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا ٱلْقَارِعَةُ
3. და რა გაცნობოს შენ, რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო?
يَوْمَ يَكُونُ ٱلنَّاسُ كَٱلْفَرَاشِ ٱلْمَبْثُوثِ
4. იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით.
وَتَكُونُ ٱلْجِبَالُ كَٱلْعِهْنِ ٱلْمَنفُوشِ
5. მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით.
فَأَمَّا مَن ثَقُلَتْ مَوَٰزِينُهُۥ
6. და იმას, ვისი სასწორიც მძიმე იქნება,
فَهُوَ فِى عِيشَةٍ رَّاضِيَةٍ
7. ნეტარი ცხოვრება ელის.
وَأَمَّا مَنْ خَفَّتْ مَوَٰزِينُهُۥ
8. ხოლო ვისი სასწორიც მსუბუქი იქნება.
فَأُمُّهُۥ هَاوِيَةٌ
9. მათი სამყოფელი ქვესკნელია(ჰავიეა)
وَمَآ أَدْرَىٰكَ مَا هِيَهْ
10. და რამ გაცნობოს შენ რა არის იგი(ჰავიე)?
نَارٌ حَامِيَةٌۢ
11. ცეცხლია აალებული.