აზ-ზაჰრავანის სურეები.


კითხვა:
რომელ სურეებს ეწოდება „აზ-ზაჰრავანი“?

პასუხი:
დიდება ალლაჰს. აზ-ზაჰრავანი არის ბაყარა და ალი იმრან სურეები, რაც ჰადისით მტკიცდება:

აბუ უმამამ თქვა, რომ გაიგონა ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა: იკითხეთ ყურანი, რადგან განკითხვის დღეს ის მოვა ქომაგად მისთვის ვინც კითხულობს მას. იკითხე ორი ნათელი - ბაყარა და ალი იმრან სურა, რადგან განკითხვის დღეს ისინი მოვლენ ორ ღრუბლად ან ორ ჩრდილად, ან ორ ფარად ან ჩიტად, სათხოვნელად მათთვის ვინც კითხულობს მათ. იკითხეთ ბაყარა სურა რათა მიიღოთ წყალობა და წავიდეს მწუხარება, და ჯადოქრები ვერ დაუპირისპირდებიან. (მუავიამ თქვა: გადმოცემულია რომ, ბატალა ნიშნავს ჯადოქრებს)
(მუსლიმ 6:804)

იმამ ნავავი საჰიჰ მუსლიმის კომენტარში ამბობდა: რომ ეს სურეები არის აზ-ზაჰრავანი (ბრწყინვალე) ნათელი ხელმძღვანელობის გამო, და ასევე უდიდესი ჯილდოს გამო.