ყურბანი
ყურბნის შესახებ არის ექვსი გარემოება:
-1- უნდა იყოს სხვადასხვა ტიპის ცხოველები, ესენია:
აქლემი, მსხვილფეხა (ძროხა ან ხარი), ცხვარი ან თხა. ალლაჰმა თქვა: და ყოველ თემს დავუდგინეთ ღვთისმსახურების წესები, რათა ახსენონ ალლაჰის სახელი იმაზე, რა ნადირცხოველთაგანაც მისცა მან მათ სარჩოდ. თქვენი ღვთაება, ერთადერთი ღვთაებაა, მას დაემორჩილეთ. და შენ ახარე თავმდაბალთ.
(სურა ჰაჯ 22:34)
-2- შესაწირი ცხოველი უნდა იყოს იმ ასაკს მიღწეული, რომ შეიძლებოდეს მისი შეწირვა.
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
არ დაკლათ არცერთი ცხოველი გარდა ზრდასრული ცხოველისა, თუნდაც ეს რთული იყოს თქვენთვის, ამ შემთხვევაში შეიძლება ექვსი თვის ცხვრის დაკვლა.
(მუსლიმი 35:1963)
ზრდასრულ ცხოველად ის ითვლება, რომელიც უკვე არის იმ ასაკის, რომ შეიძლება მისი დაკვლა. . აქლემი უნდა იყოს ხუთი წლის.
. მსხვილფეხა უნდა იყოს ორი წლის.
. თხა უნდა იყოს ერთი წლის.
. ცხვარი უნდა იყოს ექვსი თვის.
ჰადისში გამოყენებულია სიტყვა (ჯაზა'ა) რაც ნიშნავს ნახევარ წელიწადს. სწორი არ არის დაიკლას აქლემი, ძროხა ან ცხვარი რომელიც არ არის დავკლის ასაკს მიღწეული, ან ცხვრის რომელიც ექვს თვეზე ნაკლებისაა.
-3- შესაწირი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი დეფექტისგან, რაც შესაწირს უვარგისს გახდის. ესენია:
1 - აშკარა დეფექტი ერთ თვალში, როცა თვალი საერთოდ არ აქვს ან როცა თვალი ღილს ჰგავს, ან გათეთრებულია ან აშკარად დაზიანებულია.
2. დაავადება, რომლის სიმპტომებიც აშკარად შეინიშნება ცხოველში, როგორიცაა ცხელება რომელიც ხელს უშლის ძოვაში და იწვევს მადის დაკარგვას; რომელიც აისახება მის ჯანმრთელობაზე და ხორცზე; ასევე ღრმა ჭრილობები, რომელიც გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე.
3. უჩვეულო სიმშვიდე, რომელიც ხელს უშლის ცხოველს გადაადგილებაში.
4. გამოშრობა და გამონაყარი. როდესაც შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ჰკითხეს იმის შესახებ თუ რა არ უნდა დაიკლას შესაირზე, მან ხელით ანიშნა და თქვა:
'ოთხი: კოჭლი ცხოველი, რომელიც აშკარად კოჭლია, ცალთვალა ცხოველი, რომლის დეფექტიც აშკარაა, ავადმყოფი ცხოველი, რომლის ავადმყოფობაც აშკარაა, და (ყურბნისგან) განთავისუფლებული ცხოველი, რომელსაც არავინ აირჩევდა.
(თირმიზი 19:1497)
ასევე გადმოცემულია, რომ მან თქვა:
ამ ოთხის შეწირვა არ არის დაშვებული.
(ირვა ალ-ღალილ 1148)
ამ ოთხი ტიპის ცხოველის დაკვლა აკრძალულია. ასევე ცხოველები, რომლებიც უვარგისია შესაწირად. ესენია:
1. ბრმა, ერთი ან ორი თვალით.
2. რომელიც იმაზე მეტს ჭამს ვიდრე შეუძლია, სანამ საფრთხე არ ჩაივლის (ე.ი სანამ არ გამოჯანმრთელდება)
3. რომელსაც მშობიარობა უჭირდა.
4. დახრჩობის საფრთხეში მყოფი ან გადავარდნის შედეგად სიკვდილის საფრთხეში მყოფი ცხოველი, შესაწირად არ გამოდგება სანამ ეს საფრთხე არ ჩაივლის.
5. რომელსაც არ შეუძლია სიარული დეფექტის გამო.
6. რომელიც არის კოჭლი ან ფეხ(ებ)ი მოკვეთილი აქვს.
7. რომელსაც ყურის ან რქის ნახევარი მოკვეთილი აქვს.
8. რომელსაც რქები სრულად არ აქვს.
9. რომელსაც ყურები შუაზე აქვს გაყოფილი.
ყურბნის დაკვლა მაზჰაბთა მიხედვით ძლიერი სუნნაა.
იმამი აბუ ჰანიფას მიხედვით ვაჯიბიც კი (აუცილებელი).
იმამი აბუ ჰანიფას მიხედვით ვაჯიბი ფარძთან შედარებით უფრო ნაკლები მნიშვნელობის, ხოლო სუნნეთთან შედარებით უფრო დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია. ვინც საკმარისი ქონების მფლობელია და ყურბანს არ კლავს ის ცოდვას სჩადის.
აბუ ჰურაირასგან ასეთი ჰადისია გადმოცემული:
„ვინც საკმარისი ქონების მფლობელია და ყურბანს არ კლავს მან ჩვენს სამლოცველოს არ მოუახლოვდეს.„
სხვა ჰადისის მიხედვით კი ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ყურბნის შესახებ ჰკითხეს მან ასე უპასუხა:
„ყურბნის დაკვლა მამათქვენის,იბრაჰიმის სუნნაა'.
ამ ჰადისებიდან გამომდინარე ყურბნის დაკვლა ან ძლიერი სუნნეთია ან ვააჯიბი. ყურბნის ხორცის გაყოფისას ხორცი (სუნნეთის მიხედვით) სამ ნაწილად უნდა გაიყოს. ხორცის ერთ მესამედს თვითონ და თავისი ოჯახის წევრებისთვის დაიტოვებს, ერთ მესამედს მეზობლებს და ერთ მესამედს ღარიბებს დაურიგებს. თუ ყველას მოწყალებად გაიღებს და დაარიგებს უფრო უკეთესია. უზენაესმა ალლაჰმა ხალხის გასახარად და საზეიმოდ ყურბან ბაირამი და ბაირამის შემდეგ ყურბნის დაკვლა დაგვიწესა.
და ალლაჰმა უკეთ იცის