ნამაზის დროს ხუშუ' (მოკრძალება)


ალლაჰი ბრძანებს: قَدْ أَفْلَحَ الْمُؤْمِنُونَ
1. ნეტარ არიან მორწმუნენი! الَّذِينَ هُمْ فِي صَلَاتِهِمْ خَاشِعُونَ
2. ისინი, ვინც თავიანთი ლოცვისას მოკრძალებულნი არიან
(სურა მუმინუნ 23:1-2)

მუჯაჰიდმა თქვა:
როდესაც სალაფთაგან რომელიმე იდგა ლოცვაზე, ეშინოდა თავისი ღმერთის, რომ თვალები არ მიეპყრო სხვა რამისკენ, ან არ მიბრუნებულიყო სხვა მხარეს ან კენჭების თამაშით არ გართულიყო ან ეფიქრა მიწიერ საქმეებზე...
(ტა'იმ ყადრ ალ-სალაჰ 1:188)

საიდ იბნ ჯუბაირმა თქვა:
ნამაზის დროს მოკრძალება (ხუშუ') არის - როცა ადამიანმა არ იცის ვინ არის მისგან მარჯვნივ და ვინ მისგან მარცხნივ. (თაფსირ ას-სამ'ანი 4:283) იბნ ალ-ყაიმმა მარადარაჯი სალიქინში 1:112 თქვა:

კითხვა:
ვისაც ნამაზის დროს ხუშუ' არ აქვს და უგულისყუროდ ლოცულობს, უნდა ილოცოს თუ არა ხელმეორედ?
პასუხი:
"ჰანბალი მაზჰაბის სწავლული იბნ ჰამიდი ამბობს, რომ ხუშუ'ს გარეშე შესრულებული ნამაზის ხელმეორედ ლოცვა სავალდებულოა. ხოლო სწავლულების უმეტესობამ ეს აზრი არ გაიზიარა"

ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) შემდეგნაირ ვედრებას აღავლებდა: ღმერთო ჩემო შენ მოგეკედლები გულისგან, რომელიც არ არის მოკრძალებული اللَّهُمَّ إِنِّي أَعُوذُ بِكَ مِنْ قَلْبٍ لاَ يَخْشَعُ
(ალლაჰუმმა ინნი ა'უზუბიქა მინ ყალბი ლა იახშა'
(თირმიზი 3482)