ვედრების პირობები


კითხვა:
ვედრების რა პირობები უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ ალლაჰმა უპასუხოს ვედრებას?
პასუხი:
დიდება ალლაჰს

არსებობს ვედრების რამდენიმე პირობა. ესენია:
1. არავის და არაფერს არ უნდა მოუხმო ალლაჰის გარდა.

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
თუ ითხოვთ, მაშინ ითხოვეთ ალლაჰისგან, და თუ ეძებთ დახმარებას, მაშინ ეძიეთ ის ალლაჰისგან
(თირმიზი 2516)
ალლაჰი ბრძანებს:
ჭეშმარიტად, სალოცავები ალლაჰისაა და ნუ მოუხმობთ ალლაჰთან ერთად ვინმეს.
(სურა ჯინ 72:18)


თავჰიდი ვედრების მიღების (ე.ი ყაბულობის) ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, რომლის გარეშეც არცერთი კარგი საქმე არ მიიღება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ევედრებიან გარდაცვლილებს და მათ შუამდგომლებად იდგენენ ალლაჰსა და მათ შორის და მიიჩვენევენ, რომ მართალი ადამიანები ალლაჰთან ახლოს არიან და შეუძლიათ სიკეთის მოტანაო. ალლაჰი ბრძანებს ასეთი ხალხის საწინააღმდეგოდ:

„და თუ გკითხავენ ჩემი მსახურნი ჩემს შესახებ, ჭეშმარიტად, მე ახლოს ვარ, შევისმენ მლოცველის ვედრებას, როცა შემევედრება. შეისმინონ ჩემი და მირწმუნონ მე, ეგებ სწორი გზით წავიდნენ!“
(სურა ბაყარა 2:186)


2. უნდა შეეცადო ალლაჰთან დაახლოება იმ გზით, რაც გათვალისწინებულია შარიათით.

3. არ უნდა ელოდო სწრაფ პასუხს ვედრებაზე, რადგან ასეთი ვედრება შესაძლოა არც იქნას მიღებული. ჰადისში გადმოცემულია:

აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: "აუცილებელია არ აჩქარდეთ". მას უთხრეს: ალლაჰის შუამავალო რას ნიშნავს სიჩქარე?
მან უთხრა: როდესაც ვინმე იტყვის: მე ვედრება აღვავლინე მაგრამ ალლაჰმა არ მიპასუხა.
(იბნ მაჯა 3853)

სხვა ჰადისში ნათქვამია:
ადამიანის ვედრება მიიღება თუ ის არ მოიცავს ცოდვას, ნათესაური კავშირის გაწყვეტას ან სიჩქარეს. მას ჰკითხეს: ალლაჰის შუამავალო, რას ნიშნავს სიჩქარე? მან თქვა: როცა ადამიანი ამბობს:
მე ვედრება აღვავლინე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეო, და რჩება იმედგაცრუებული და ტოვებს ვედრებას.
(მუსლიმი 2735)

4. ალლაჰის შესახებ კარგი უნდა იფიქრო.

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
უზენაესმა და დიდებულმა ალლაჰმა თქვა: მე ჩემი მსახურისთვის ისეთი ვარ როგორსაც წარმომიდგენს.
(ბუხარი 7405)

სხვა ჰადისში ნათქვამია, რომელიც აბუ ჰურაირამ გადმოსცა:
შეევედრეთ ალლაჰს და იყავით დარწმუნებულნი რომ აგისრულდებათ.
(ალბანი საჰიჰ ალ-ჯამი 245)

ვინც ალლაჰის შესახებ ფიქრობს კარგს, ალლაჰი მას დააჯილდოვებს სიკეთით და მისცემს უხვად.

5. თქვენ უნდა იყოთ ვედრების დროს კონცენტრირებულნი ალლაჰის სიდიადის მიმართ.

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ალლაჰი არ უპასუხებს იმის ვედრებას, ვისი გულიც უიმედოა.
(ალბანი საჰიჰ ალ-ჯამი 245)

6. უნდა ზრუნავდე იმაზე, რომ შენი მოპოვებული და მირთმეული საკვები ჰალალი იყოს რამეთუ უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:
ალლაჰი შეიწყნარებს ღვთისმოშიშისგან (მუთთაყინ).
(სურა მაიდე 5:27)


შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ახსენა მამაკაცი, რომელიც დიდხანს მოგზაურობს, თმები გაჩეჩილი აქვს და დამტვერილია. ხელებს ზეცისკენ სწევს და ამბობს: 'ღმერთო ჩემო'
როცა მისი საკვები ჰარამია, მისი სასმელი ჰარამია, მისი ტანსაცმელი ჰარამია და საზრდოც ჰარამია. როგორ შეიძლება მისი ვედრება იყოს მიღებული?
(მუსლიმი 1015)

7. უნდა ერიდო ვედრების დროს ხმაურს, ვინაიდან ალლაჰს არ მოსწონს ვედრების დროს ხმაური:
„მოუხმეთ თქვენს ღმერთს მორჩილებით და ჩუმად...
(სურა ა'რაფ 7:55)


8. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიატოვო ვედრება ისევე, როგორც არ ტოვებ სავალდებულო ლოცვას, და არ უნდა უგულებელყო მშობლების უფლებები და მათთვის ვედრება.

ამის მაგალითია ჯურაიჯის ისტორია, როცა მან არ უპასუხა დედის დაძახილს და ისევ ლოცვისკენ მიბრუნდა.
ჯურაიჯის დედა შეევედრა ღმერთს შვილის წინააღმდეგ და ალლაჰმა ის (ჯურაიჯი) გამოსცადა საშინლად (როცა მრუშობას აბრალებდნენ).

იმამ ნავავიმ თქვა:
სწავლულები ამბობენ - ჯურაიჯის ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ რასაც ჯურაიჯი ასრულებდა, ის იყო მხოლოდ ნებაყოფლობითი (ნააფილე) ნამაზი, რომლის გაგრძელებაც ნებაყოფლობითია და მას უნდა ეპასუხა დედის დაძახილზე. სავალდებულო (ფარდ(ძ) ნამაზზე არ იდგა ის და, დედისთვის პასუხი და პატივისცემა არის სავალდებულო და დაუმორჩილებლობა კი ჰარამი.
(შარჰ ალ-ნავავი 16:82)

ალლაჰმა უკეთ იცის