აბდესი თოვლით
უზენაესი ალლაჰი ამბობს: وَهُوَ ٱلَّذِىٓ أَرْسَلَ ٱلرِّيَـٰحَ بُشْرًۢا بَيْنَ يَدَىْ رَحْمَتِهِۦ ۚ وَأَنزَلْنَا مِنَ ٱلسَّمَآءِ مَآءًۭ طَهُورًۭا
იგია, რომელმაც წარმოგზავნა ქარი სამახარობლოდ თავისი წყალობისა. და გარდმოვავლენთ ციდან სუფთა წყალს.
(სურა ფურყან 25:48)
ისლამური ტექსტებიდან ვიცით, რომ წვიმის წყლით აბდესის აღება დასაშვებია ვინაიდან წვიმის წყალი არის სუფთა. მაგრამ თოვლი?
თოვლი არის გაყინული წყლის პატარა კრისტალები. თოვლი არის სუფთა წყლის გაყინული კრისტალები. თოვლი არის სუფთა და დამდნარი თოვლის წყალი არის სუფთა და მისით აბდესის აღება დასაშვებია. ახლა კი ვნახოთ წყარო თუ რას ამბობენ აბდესის თოვლით აღებასთან დაკავშირებით.
ადამიანმა თოვლი რომ აიღოს და აბდესის აღების მიზნით სახეზე მოისვას, თუ თბილი ამინდია, თოვლი დნება და თოვლის ნადნობი წყალი იღვრება, ამგვარად აღებული აბდესი მიღებულია. ხოლო თუ ამინდი თბილი არ არის, მაშინ - მალიქისა და ავზა'ის შეხედულებით - ასე აღებული აბდესი მიუღებელია. რადგანაც აიათში მოცემული ბრძანებიდან „დაიბანეთ“ გამომდინარე დაბანაა აუცილებელი. დაუდნობელი თოვლით მოწმენდა დაბანად არ ითვლება, აქედან გამომდინარე ამგვარი აბდესი მიუღებელია.
(წყარო: ფაჰრედდინ რაზი. მეფათიჰუ'ლ-ღაიბ, 5:6-ე აიათის თაფსირი.)
და ალლაჰმა უკეთ იცის