რას ნიშნავს თაყვანისცემა?
1 ქება-დიდება ალლაჰს.
სალამი და ლოცვა ალლაჰის შუამავალს.
ადამიანი დღეში შეიძლება მუშაობდეს ექვსი, შვიდი, რვა ან მეტი საათი, ასევე ქალი შეიძლება შვილს და სახლის საქმეებს უთმობდეს დღის ნახევარს. მაგრამ ადამიანი ვერ ილოცავს ექვს ან შვიდი საათი. ალლაჰმა მოიღო მოწყალება ჩვენზე, რითაც მიგვითითა, რომ ადამიანი მუშაობითაც, ძილითაც, განზრახვითაც, და ოჯახური ცხოვრებითაც მიიღებს ჯილდოს და ჩაეტვლება თაყვანისცემაში, თუ მისი განზრახვა არ იქნება სხვის დასანახად მოქმედება.
ახლა კი ავხსნათ რა არის თაყვანისცემა:
'იბადა (ე.ი თაყვანისცემა) არაბულ ენაში ნიშნავს დამორჩილებას და მოკრძალებას. ისლამურ ტერმინოლოგიაში სიტყვა 'იბადა გამოიყენება ორი მნიშვნელობით:
1. პიროვნების ქმედებები, როგორიცაა ლოცვა ან ზექათის გაცემა. სწავლულებმა ასე ახსნეს 'იბადათი:
'იბადათი არის ალლაჰისადმი მორჩილება, იმის შესრულება რაც მან ბრძანა და იმაზე მორიდებას, რაც მან აკრძალა, ალლაჰის სიყვარული, მისი შიში და მასზე მინდობა.
2. ეს ასევე არის მოქმედებები, როგორიცაა ლოცვა, ზექათი და ა.შ. სწავლულებმა ასე განმარტეს:
ეს არის ყოვლისმომცველი სიტყვა, რომელიც მოიცავს ყველა სიტყვას და საქმეს, რომელიც ღმერთს უყვარს და რომლითაც კმაყოფილია, როგორც გარეგნული ასევე ადამიანის შინაგანი მდგომარეობა.
ასეთი დავალებული საქმეების შესრულებას ეწოდება 'იბადათი, ვინაიდან ადამიანები ამას აკეთებენ თავმდაბლობით და სიყვარულით მათი ღმერთის მიმართ. ალლაჰისადმი თაყვანისცემა უნდა იყოს სიყვარულზე და მორჩილებაზე დაფუძნებული. ჩვენმა ღმერთმა გვაცნობა, რომ ადამიანები და ჯინები მისადმი თაყვანისცემისთვის შექმნა:
არ შემიქმნია ჯინნი და კაცნი არაფრისთვის, გარდა იმისა, რომ თაყვანი მცენ!
(ზარიათ 51:56)
როგორ შეიძლება მივაღწიოთ დასახულ მიზანს და შევასრულოთ იგი?
ბევრს ჰგონია, რომ 'იბადათი მხოლოდ შესრულებულ რიტუალებს ეხება, რომლებიც ალლაჰმა ბრძანა რომ უნდა შესრულდეს გარკვეულ დროს - როგორიცაა ლოცვა, მარხვა და ჰაჯი და საქმე ამით მთავრდებაო, მაგრამ ისე არ არის როგორც ისინი ფიქრობენ.
მაშინ, რამდენი დროს სჭირდება თაყვანისცემის რიტუალებს ყოველდღე და ღამით? ადამიანი მხოლოდ ლოცვით და ზიქრით უნდა იყოს დაკავებული? და მისი დანარჩენი ენერგია? მისი დანარჩენი დრო? თუ ის მის ენერგიას და დროს დახარჯავს თაყვანისცემის გარდა სხვა საქმეებში, მაშინ როგორ უნდა მიაღწიოს იმ მიზანს რისთვის შეიქმნა კაცობრიობა? როგორ უნდა შეასრულოს ალლაჰის მიერ ნათქვამი, როცა მთელი სიცოცხლე ალლაჰისთვისაა, როგორც აიათშია:
უთხარი: ჭეშმარიტად, ჩემი ლოცვა, ჩემი შესაწირი, ჩემი სიცოცხლე და ჩემი სიკვდილი
(სურა ან'ამ 6:162)
'უბუდია არის აბსოლუტური საკითხი, რომელიც მოიცავს მუსლიმანთა ცხოვრებას. როდესაც მუსლიმანი შრომობს მიწაზე სარჩოს საძიებლად, ის ამით თაყვანს სცემს ალლაჰს, რადგან ალლაჰმა უბრძანა მას ამის გაკეთება, როგორც ის ამბობს:
იგია, ვინც დაადგინა თქვენთვის დედამიწა მორჩილად. იარეთ მასზე და ჭამეთ მისი სარჩოსაგან და მის(ალლაჰის) წინაშეა - შეკრება.
(სურა მულ1 67:15)
როდესაც მუსლიმანი იძინებს იმისთვის, რომ აღიდგინოს ენერგია ალლაჰისადმი თაყვანსაცემად, ის ძილშიც ალლაჰის თაყვანისმცემლად ითვლება, როგორც მუაზ იბნ ჯაბალმა თქვა:
'მე მაქვს ჯილდო ჩემი ძილისთვის, ისევე როგორც ლოცვაზე დგომით'
(ბუხარი 4342)
მუსლიმი ჭამით, სმით და ცოლ-ქმრული ურთიერთობითაც დაიმსახურებს კეთილ საქმეებს, როგორც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'(ჰალალი) ინტიმურ კავშირები არის ქველმოქმედება (ე,ი მადლი/სიკეთე). საჰაბეებმა უთხრეს: ალლაჰის შუამავალო, ნუთუ დავჯილდოვდებით იმისათვის, თუ ჩვენს სურვილებს დავიკმაყოფილებთ? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მათ:
როგორ ფიქრობთ, თუ ამ გზით (ე.ი მრუშობის გზით) ჰარამს ჩაიდენთ, გექნებათ თუ არა ცოდვის ტვირთი?' საჰაბეებმა უთხრეს:
დიახ, გვექნება.
ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა:
'თუკი ჰალალს გააკეთებთ, გექნებათ ჯილდო'
(მუსლიმი 1006)
ამ დიდ მიზანს ადამიანი მიაღწევს მაშინ, როცა ადამიანს ყოველთვის ემახსოვრება თავისი ღმერთი ცხოვრების ყველა ეტაპზე, რასაც არ უნდა აკეთებდეს და ჰკითხოს საკუთარ თავს, არის თუ არა ისეთ სიტუაციაში, რითაც კმაყოფილი იქნება თავისი ღმერთი. თუ ისეთ სიტუაციაშია რითაც ალლაჰი იქნება მისგან კმაყოფილი, მაშინ ადიდოს მან თავისი ღმერთი და მეტი სიკეთე აკეთოს. თუ ასე არ არის, მაშინ, პატიებს სთხოვოს მის ღმერთს და მოინანიოს ისე, როგორც აღწერს ალლაჰი თავის ღვთისმოსავ მსახურებს:
ხოლო ისინი, რომელთაც ჩაიდინეს სიავე ან ავნეს საკუთარ თავს, გაიხსენონ ალლაჰი და შესთხოვონ პატიება ცოდვებისათვის. ხოლო ვინ მიუტევებს ალლაჰის გარდა? და არ გაიმეორებენ(დაჟინებით) იმას, რაც ჩაიდინეს მაშინ როცა მათ იციან. მათი საზღაური მიტევებაა მათი ღმერთისგან და სამოთხეები, რომელთა ძირს მიედინებიან მდინარეები, იქნებიან იქ მარადიულად, და რა მშვენიერი საზღაურია მშრომელთათვის.
(ალი იმრან 3:135-136)
ასე გაიგეს სალაფებმა 'იბადათი. ისინი არ შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ რიატუალებით და იმ დადგენილი დროებით, როცა სრულდება ეს რიტუალები. მათი ცხოვრება იყო თაყვანისცემა, და დადგენილი რიტუალების გარდა ასევე თაყვანისცემის სხვა საქმეებსაც აკეთებდნენ. ამიტომ ისინი ყურადღებას აქცევდნენ ყველაფერს. ალლაჰი ამბობს:
რომელნიც ახსენებენ ალლაჰს მდგომარე, მჯდომარე თუ მწოლიარე...
(ალი იმრან 3:191)
მათ ალლაჰი ახსოვდათ ყველა ვითარებაში. ალლაჰის სიდიადე აღქმა და მისი შიში მუდმივად ჰქონდათ გულში, და თუ შეცდომას დაუშვებნენ, მაშინვე გამოასწორებდნენ თავს.
და უნდა გავითვალისწინოთ, რომ ადამიანი თავისი ბუნებით თაყვანისმცემელია, მასში თაყვანისცემა ჩანერგილია. ამიტომ ის ან ალლაჰს ეთაყვანება ან მას თანაზიარს უდგენს. ალლაჰმა მისადმი თანაზიარის დადგენას, უწოდა შაიტანის (სატანის) მიმართ თაყვანისცემა, როგორც აიათშია:
განა არ გიბრძანეთ, ადამის შვილებო, რომ არ ეთაყვანოთ ეშმაკს? რამეთუ, იგი თქვენი აშკარა მტერია! და რომ თაყვანი მეცით მე, ესაა ჭეშმარიტი გზა!
(იასინ 36:60-61)
ჩვენ კი ვთხოვთ ალლაჰს, დაგვლოცოს და მოგვცეს საშუალება სრულად დავემორჩილოთ მას და შეგვიყვანოს მის გულწრფელ მსახურთა და დაახლოებულთა შორის. იგია ყოვლისგამგონი, მარადიული და ძლევამოსილი.
(ალ-უბუდია იბნ თაიმია 20-23)
2. ჯილდო ადამიანისა, რომელიც ხარჯავს საკუთარი ოჯახისთვის.
სავბანი მოგვითხრობს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
"საუკეთესო დინარი - ეს არის დინარი, რომელიც ადამიანმა დახარჯა საკუთარი ოჯახისთვის, დინარი - რომელიც ადამიანმა დახარჯა ცხოველზე, რომელსაც იყენებენ ალლაჰის გზაზე ბრძოლისთვის და დინარი- რომელიც ადამიანმა დახარჯა თავისი მეგობრებისთვის ალლაჰის გზაზე" (მუსლიმი 994)
აბუ ყილაბამ თქვა:
"შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) დაიწყო მითითება ოჯახით. როგორმა ადამიანმა უნდა მიიღოს უფრო დიდი ჯილდო, ვიდრე ადამიანმა, რომელიც ხარჯავს თავისი პატარა შვილებისთვის, რათა დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები და გაანთავისუფლოს სხვა ადამიანებზე თხოვნისგან. "
ქა'აბ იბნ 'უჯრამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მოგვითხრო:
" მაშინ, როდესაც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იმყოფებოდა თავისი საჰაბეების გარემოცვაში, მათ დაინახეს ამტანი და ძლიერი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დილით ადრე გამოვიდა სახლიდან სარჩოს (რიზღის) საძიებლად და მათ (საჰაბეებმა) თქვეს:
"ო, ნეტავ გამოეყენებინა მისი ძალა და ახალგაზრდობა ალლაჰის გზაზე"
ამაზე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) მიუგო:
"თუ ის გამოვიდა სახლიდან სარჩოს საძიებლად თავისი პატარა ბავშვებისთვის - ალლაჰის გზაზეა.
თუ ის სახლიდან გამოვიდა სარჩოს საძიებლად თავისი მოხუცი მშობლებისთვის - ალლაჰის გზაზეა.
თუ ის სახლიდან გამოვიდა სარჩოს საძიებლად საკუთარი თავისთვის - ალლაჰის გზაზეა.
ხოლო თუ ის გამოვიდა სახლიდან თვალთმაქცობისთვის (ხალხმა რომ ისაუბროს - როგორი მშრომელია, როგორი ძლიერია) მაშინ ის შაიტანის გზაზეა.
(ტაბარანი წიგნში ალ ქაბირ 19/129.)
იმამ ან ნავავიმ სიტყვებზე 'ის ალლაჰის გზაზე' თქვა:
"იმ გზაზე, რასაც ის აკეთებს მიიღებს იგივე ჯილდოს, როგორც ალლაჰის გზაზე გამცემი ადამიანი".
(ფაიდულ-ყადირ 2669")
და ალლაჰმა უკეთ იცის