თაშაჰუდის დროს თითის მოძრაობა.


დამტკიცებულია, რომ შუამავალი სწევდა საჩვენებელ თითს ლოცვის დროს და ამოძრავებდა მას. ამასთან დაკავშირებით მაზჰაბებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა.

1. ჰანაფი მაზჰაბი.
ჰანაფი ამბობს, რომ თითი უნდა წამოსწიო როცა იტყვი სიტყვას 'ლა' იმ დროს, როცა ამბობ აშჰადუ ალლა ილაჰა ილლა ლლაჰ, და უნდა დაუშვა თითი როცა ამბობ ილლა ლლაჰ.
2. შაფი მაზჰაბი. შაფი მაზჰაბი ამბობს, რომ თითი უნდა წამოსწიო როცა ამბობ 'ილლა ლლაჰ".
3. მალიქი მაზჰაბი. მალიქი ამბობს, რომ თითი უნდა ამოძრავო მარჯვნივ და მარცხნივ ლოცვის დასრულებამდე. (ე. თაშაჰუდის დროს).
4. ჰანბალი მაზჰაბი. ჰანბალი ამბობს, რომ საჩვენებელ თითს შლიან უზენაესი ალლაჰის სახელის ხსენებაზე და არ ამოძრავებენ" (ე.ი როცა ალლაჰის სახელს ახსენებ თითის მოძრაობას აჩერებ, ხოლო სხვა ვედრებების კითხვის დროს ამოძრავებ) სუნნაში არ აქვს ამ წესებს საფუძველი. მათგან ყველაზე სწორი შეხედულება არის ჰანბალის შეხედულება.
(თამამ ალ-მინნა გვ 223)

ან-ნასაი (1270) და აბუ დავუდი (989) ამბობენ:
"შუამავალი ვედრების წარმოთქმის დროს თითს უცქერდა, მაგრამ არ ამოძრავებდა თითს."
ნათქვამ სიტყვებზე "მაგრამ არ ამოძრავებდა თითს".
იბნ ალ-ყაიმმა უწოდა ამ ჰადისს სუსტი ზაად ალ-მაადში 1:238, ასევე იხილეთ თამაამ ალ-მინნა გვ 218)

შუამავალი რომ თითს ამოძრავებდა თითს თაშაჰუდის დროს დამტკიცებულია სანდო ჰადისით.

ვალი იბნ ჰუჯრი ჰუჯრი გადმოსცემს: მე დავინახე როგორ ლოცულობნდა შუამავალი. დავინახე, რომ ის დადგა ლოცვაზე და თაქბირი წარმოთქვა. წამოსწია ხელები ყურებამდე და მარჯვენა ხელი დაადო მარცხენა ხელს. როდესაც რუქუ'ზე მიდიოდა ხელებს ისევ ყურების დონემდე სწევდა. როდესაც სეჯდეს გააკეთებდა ხელებს ყურებთან დებდა. როდესაც წამოჯდებოდა მარცხენა ხელს მარცხენა მუხლზე იდებდა, და მარჯვენა იდაყვს მიადო მარჯვენა ბარძაყი. ამის შემდეგ ის კრავდა ორ თითს, აკეთებდა რგოლს და სწევდა საჩვენებელ თითს, და დავინახე რომ თითს ამოძრავებდა მაშინ, როცა ვედრებას ამბობდა.
(ან-ნასაი 11:889)

ალლაჰმა უკეთ იცის