შუბლზე წარწერა
კითხვა:
ჰადისი ' ვინც დაეხმარება მუსლიმის მკვლელობაში, თუნდაც ნახევარი სიტყვით, ის შეხვდება ალლაჰს და მის თვალებს შორის (ე.ი შუბლზე) ექნება წარწერა 'მას არ აქვს ალლაჰის მოწყალების იმედი' სანდო ჰადისია?
პასუხი:
პირველი:
ქება-დიდება ალლაჰს. ეს ჰადისი გადმოგვცა იბნ მაჯამ (2620) და აყილ ალ-დუფაში (457) და ბაიყაყმა ალ-სუნანში 8:22.
ეს ჰადისი სუსტია (და'იფი) რაც ნიშნავს, რომ გადმომცემთა ჯაჭვი შუამავლამდე არ მიდის. იმამ აჰმადმა თქვა: 'ეს ჰადისი სანდო არ არის' აბუ ჰათიმმა ამ ჰადისზე თქვა, რომ ყალბი ჰადისია, და ამას ეთანხმება ალ-ჰატაბი.
იბნ ჯავზმა გადმოგცვა მათი შეფასებები ალ მავდუათში (2:104) იბნ ჰიბბანმა თქვა: 'ეს ჰადისი ყალბია, რომელსაც საფუძველი არ აქვს'. იბნ ჰაჯარმა და ალ-მუნზირმა თქვეს: 'ეს ძალიან სუსტი ჰადისია.
ალ-ზაილამ თქვა: 'სუსტი ჰადისია'
მეორე:
თუნდაც ეს ჰადისი სუტი იყოს, უნდა ვიცოდეთ, რომ მუსლიმანის მკვლელობაში დახმარება უეჭველად დიდი ცოდვა და ურწმუნოება. აბდულლაჰი გადმოსცემს:
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
მუსლიმანის შეურაცხყოფა ფუსუყია (ცუდი საქმე) და მკვლელობა კი ქუფრი.
(ბუხარი 48)
ასევე: وقد تصل إعانة الكافر على قتل المسلم في بعض الأحوال إلى الكفر . فقد ذكر أهل العلم أن من نواقض الإسلام : مظاهرة المشركين ومعاونتهم على المسلمين .
ურწმუნოზე დახმარება, რომ მოკლას მუსლიმანი, იგი ამის გამო ხდება ურწმუნო. სწავლულებმა თქვეს, რომ ადამიანის ისლამი ბათილდება, როცა მხარს უჭერს მუშრიქებს და ეხმარება მათ მუსლიმანების წინააღმდეგ. ამ ჰადისის ისე გამოყენება თითქოს ეს ჰადისი საჰიჰია (სანდოა) არ შეიძლება რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც მომაწერს რაიმეს, რაც მე არ მითქვამს, მან ჯოჯოხეთში ადგილი გაიმზადოს.
(იბნ მაჯა 1:34)
მან ასევე თქვა:
ვინც გადმოსცემს ჰადისს ჩემგან და აღმოჩნდება ტყუილი, მან ჯოჯოხეთში ადგილი გაიმზადოს.
(იბნ მაჯა 1:41)
ალლაჰმა უკეთ იცის.