შიშველი აბდესის აღება
კითხვა:
კაცის ავრათი არის ჭიპიდან მუხლებამდე, და შეიძლება ავრათის გამოჩენილ მდგომარეობაში აბდესის აღება ან შორტით უნდა დაფაროს მუხლები?
პასუხი:
დიდება ალლაჰს. მის მიერ აღებული აბდესი სწორია იმიტომ, რომ დაუფარავი ავრათი ან შორტის ტარება არ აღრვევს აბდესს, თუმცა ჰარამია, რომ გამოაჩინოს ავრათი სხვის წინაშე მეუღლის ან ხარჭის გარდა.
აბდურ-რაჰმან იბნ აბუ საიდ ალ-ხუდრი მამამისისგან გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: اَ تَنْظُرِ الْمَرْأَةُ إِلَى عَوْرَةِ الْمَرْأَةِ وَلاَ يَنْظُرِ الرَّجُلُ إِلَى عَوْرَةِ الرَّجُلِ
ქალმა არ გამოაჩინოს სიშიშვლე სხვა ქალთან, და კაცმა არ აჩვენოს სიშიშვლე სხვა კაცს.
(იბნ მაჯა 1:661)
(ფატავა ალ-ლაჯნა ალ-დაა'იმა 5:235)