სუფისტ ქალზე/კაცზე დაქორწინება
სუფისტები სხვადასხვა სახის არიან, სხვადასხვა აზროვნებით, რომელთა უმეტესობა მისდევს სიახლეს და სხვადასხვა სახის მისტიკურ გზებს. ზოგიერთი მათგანი ალლაჰის საზღვრებს იმდენად გადადის, რომ ევედრებიან გარდაცვლილ ადამიანებს გასაჭირის შესამსუბუქებლად და უბედურების მოსაშორებლად. ზოგი მათგანი ისეთ გამოგონილ ზიქრებს აკეთებს, რომელიც არ არის შარიათში.
ფატავა ლაჯნა დამიმაში ნათქვამია:
მათი უმრავლესობა რომლებსაც დღეს ეწოდება სუფისტები, მისდევენ სიახლეებს და შირქში არიან, როგორიცაა: 'მადად ია საიდ' (დაგვეხმარე ჩვენო ბატონო) რომელსაც უწოდებენ აყტაბს (უმაღლეს ევლიას), ერთობლივად აკეთებენ ზიქრებს და ალლაჰს ისეთი სახელით იხსენიებენ რომლითაც ალლაჰს არ უწოდებია თავის თავზე როგორიცაა "ჰუვა ჰუვა (ის, ის) და აჰ, აჰ (კვეცავენ ალლაჰის სახელს). ვინც წაიკითხავს მათ წიგნებს აღმოაჩენს ბევრ შირქს, სიახლეს და სხვადასხვა სიავეებს.
(ფატავა ლაჯნა დამიმა 2:185)
სუფისტ ქალზე ქორწინება აკრძალულია.
1. ქალი/კაცი, რომელიც არის შირქში რწმენით ან საქმით, როგორიცაა ევლიების რწმენა, რომ თითქოს ისინი ფლობენ დაფარულის ცოდნას და აკონტროლებენ სამყაროს, ან აქვთ ისეთი რწმენა, რომ ყველა საგანი ღმერთის განსახიერებაა, ან თაყვანს სცემს ვინმეს/რამეს ალლაჰის გარდა, როგორიცაა ვედრება, დახმარების თხოვნა, ან მსხვერპლშესწირავს მას ან აღთქმას დაუდებს მას, ასეთ ქალზე/კაცზე ქორწინება აკრძალულია იმიტომ, რომ ის სჩადის შირქს.
2. თუ კაცი/ქალი არის მხოლოდ სიახლეში და არა შირქში, და აკეთებს სხვადასხვა ზიქრებს და აკეთებს ამას კონკრეტული რაოდენობით, რომელზეც არ არის მტკიცებულება შარიათში, ან აკეთებს ზიქრებს ისეთი მეთოდით რომელიც არ არის შარიათში, უკეთესია ასეთ ქალზე/კაცზე არ იქორწინოთ, რადგან ასეთ ადამიანზე ქორწინებით სიახლეში შესვლის საშიშროებაა, და ამით გამოწვეული ზიანი დიდია. სიახლე იბლისისთვის ცოდვაზე საყვარელია იმიტომ, რომ ცოდვილი ცოდვას მოინანიებს, მაგრამ სიახლის მიმყოლი ვერ ხვდება მის სიახლეს და არ ინანიებს. ვინც სიახლეს აკეთებს იგი მას მიიჩნევს რელიგიის ნაწილად, და თვლის, რომ ამით უახლოვდება ალლაჰს და როგორ შეიძლება ასეთმა ადამიანმა ასეთი საქმე მოინანიოს? ისეთ ქალზე/კაცზე დაქორწინება, რომელიც მიჰყვება სიახლეს არის საფრთხე შვილების აღზრდაში და მთელი ოჯახისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქალი/კაცი კარგად ლაპარაკობს, რითაც შეიძლება სხვები მოატყუოს.
იმამ მალიქმა (ალლაჰმა შეიწყალოს ის) თქვა:
არ მიესალმოთ სიახლის მიმყოლ ხალხს, არც მიათხოვოთ მათ თქვენი ქალიშვილები და არც მიესალმოთ მათ.
(ალ-მუდავვანაჰ 1:84)
უზენაესი ალლაჰი ბრძანებს ერთ-ერთ აიათში:
არ შეირთოთ წარმართი ქალები, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მონა წარმართზე უკეთესია, თუნდაც გხიბლავდეთ იგი. და არ მიათხოვოთ ქალი წარმართ კაცებს, ვიდრე არ ირწმუნებენ. მორწმუნე მონა წარმართზე უმჯობესია, თუნდაც რომ გხიბლავდეთ იგი. ისინი ცეცხლისკენ გიხმობენ, ალლაჰი კი გიხმობთ თავისი ნებით სამოთხისა და მიტევებისკენ. და განუმარტავს ადამიანებს თავის აიათებს, ეგებ გაიხსენონ და შეისმინონ!
(სურა ბაყარა 2:221)
ვიდრე არ ირწმუნებენ - ნიშნავს, სანამ არ მოინანიებენ მათ შირქს და არ ირწმუნებენ სრულიად თავჰიდს და სუნნას. მონანიებას თან ახლავს რაღაცის დაგმობა და რაღაცის მიღება, დაგმობაში შედის შირქის, ქუფრის (ურწმუნოების) და სიახლის დაგმობა, ხოლო რწმენაში შედის თავჰიდის და სუნნეთის რწმენა.
ალლაჰმა უკეთ იცის.