რამდენმა ქალმა მიაღწია სრულყოფილობას?


ისლამის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ქალი მამაკაცს მორალურად ჩამორჩება და ამით ცდილობენ გზა აურიონ მუსლიმან მამაკაცებს. ეს არასწორი გაგებაა და ეწინააღმდეგება შუამავლის გზას. სინამდვილეში ბევრი ქალი აღემატება მამაკაცს რელიგიურობით და მორალით.

აბუ მუსა გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ბევრი მამაკაცი იყო, რომლებმაც მიაღწიეს სრულყოფილობას და არ ყოფილა ქალთაგან ისეთი, რომელმაც მიაღწია სრულყოფილობას გარდა ასიას, ფარაონის ცოლის და მარიამის, იმრანის ქალიშვილისა.
(ბუხარი 3230)

ამ გადმოცემაში საკვანძო სიტყვაა სრულყოფილობა "ქამალ". ეს მხოლოდ ზნეობრივ კუთხეს გულისხმობს თუ სხვა რამეს? და ეს მხოლოდ მათ პერიოდს ეხება თუ ზოგადად ქალებს? ზოგიერთი სწავლულის მიხედვით სიტყვა "სრულყოფილობა" შუამავლობას ნიშნავს. შუამავლების უმეტესობა კაცები იყვნენ იმიტომ, რომ შუამავლის მისიას თან ახლავს სამხედრო მოვალეობები და სხვა საქმეები, რომლებსაც ქალი ვერ შეძლებდა. ამრიგად, ეს ჰადისი არ ნიშნავს, რომ ქალები ზნეობრივად ჩამორჩებიან მამაკაცებს. ეს ჰადისი ნიშნავს, რომ ცოტა იყო ისეთი, რომელმაც მიიღო პირდაპირი გამოცხადება.

იბნ ჰაჯარი წერდა:
გამოიკვეთა, რომ ისინი ორივენი (ასია და მარიამი) მაცნეები იყვნენ, როგორც ადამიანთა შორის ყველაზე სრულყოფილნი არიან მაცნეები, შემდეგ ღვთისმოსავი ხალხი, შემდეგ მართლები და შაჰიდები. ისინი რომ მაცნეები არ ყოფილიყვნენ, მაშინ ქალებში არც სიწმინდე და არც შაჰიდობა არ იქნებოდა. ზემოთხსენებული მახასიათებლები ბევრ მათგანში გვხვდება, ასე რომ თითქოს შუამავალმა თქვა, რომ ქალებს შორის შუამავლობას მიაღწია ამ ორმა. თუ ვიტყვით, რომ ის გულისხმობდა მართალი ადამიანის ხასიათს, ან წმინდანის, ან შაჰიდის სხვა ვერავისში გვხვდება ამ ორის გარდაო, ეს არ იქნება სწორი რადგან ასეთი დახასიათება მათ გარდა სხვებშიც გვხვდება.
(ფათჰულ ბარი 5102)

ზოგიერთი სწავლული მიიჩნევს, რომ ეს ორი ქალი და სხვები მაცნეები იყვნენ, რადგან ალლაჰმა მათ გამოცხადებით გამოუცხადა ან ანგელოზის ენით ესაუბრა მათ.

იბნ ჰაჯარი წერდა:
გადმოცემულია ალ-აშარისგან, რომ ქალთაგან, ვინც მიაღწია მაცნეობას, სულ ექვსნი არიან: ჰავა, სარა, მუსას დედა, ჰაჯარი, ასია და მარიამი. მაცნის კრიტერიუმი არის - ვისაც ალლაჰისგან გამოეცხადა ანგელოზი რომელიც დაკავშირებულია ბრძანებასთან, აკრძალვასთან, ან იმის ნიშანთან, რაც მოხდება, და ვისაც ასე მოევლინა არიან მაცნეები.
(ფათჰულ ბარი 5102)

ჩვენ ვკითხულობთ ყურანში, რომ რამდენიმე ქალს ალლაჰმა მოუვლინა შთაგონება, და ამ შემთხვევაში ისინი მაცნეები არიან. მაგალითად ალლაჰმა მუსას დედას შთააგონა, ჩაეგდო ბავშვი მდინარეში, რათა დაეხსნა იგი მისი მდევნელებისგან და აღუთქვა, რომ სასწაულებრივად დაიცავდა ბავშვს. ალლაჰი ამბობს:

და ზეშთავაგონეთ მუსას დედას: ძუძუ აწოვე მას. ხოლო თუ შეგეშინდეს მის გამო, ჩააგდე იგი მდინარეში და ნუ გეშინია, ნუ იდარდებ; ჩვენ უეჭველად დაგიბრუნებთ მას და დავადგენთ შუამავლად.
(სურა ყასას 28:7)

ანალოგიურად, ალლაჰმა გაუგზავნა მარიამს, 'ისას დედას, შთაგონება, რომ მას ეწვევ ა სასიხარულო ცნობა - რომ შობს ბავშვს სასწაულებრივად. ალლაჰი ამბობს:

და მათგან დაიდგინა გამყოფი ფარდა. და წარვაგზავნეთ მასთან ჩვენი სული(ჯიბრილი) რომელიც სრულყოფილ კაცად გამოეცხადა. უთხრა(მარიამმა): მე მივეკედლები მოწყალეს შენგან, თუკი შენ ხარ ღვთისმოშიში. მიუგო: მე მხოლოდ შუამავალი ვარ შენი ღმერთისა, რათა გიწყალობო სპეტაკი შვილი.
(სურა მარიამ 19:17-19)
სწავლულები მაცნეობის ნიშნად თვლიან იმას, რომ ანგელოზი ელაპარაკებოდა მას.

ალ-ყურტუბმა თქვა:
სწორი შეხედეულებაა, რომ მარიამი მაცნე იყო, იმიტომ რომ ყოვლისშემძლე ალლაჰმა მას ანგელოზის საშუალებით გამოუცხადა.
(ფათჰულ ბარი 5102)
ამავე სურის შემდეგ აიათებში, რომელიც სურაც მარიამის სახელს ატარებს და სხვა შუამავლების ამბებს ახსენებს, ალლაჰმა ყველა მათგანზე თქვა

"ვისაც წყალობა უბოძა ალლაჰმა შუამავალთაგან: სწორედ ესენი არიან, ვისაც წყალობა უბოძა ალლაჰმა შუამავალთაგან, ადამის შთამომავალთაგან, და ვინც გადავიყვანეთ ნუჰთან ერთად იბრაჰიმის და ისმა'ილის შთამომავლებიდან; იმათგან, ვინც სწორ გზაზე დავაყენეთ და გამოვარჩიეთ; როცა ეკითხებოდათ მათ მოწყალის აიათები, ტირილით სეჯდეზე ემხობოდნენ!
(სურა მარიამ 19:58)

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სწავლული არ ეთანხმება იყო თუ არა ასია, ფარაონის ცოლი ნამდვილად მაცნე, ის მაინც იყო მოწამე და ძალიან მაღალი მორალის მქონე ქალი. და მოუტანა ალლაჰმა იგავად იმათ, რომელთაც ირწმუნეს, ფარაონის ცოლი, აჰა თქვა(ქალმა):

ღმერთო ჩემო, ამიგე შენს წიაღ სახლი - სამოთხეში და მიხსენი ფარაონისა და მისი საქმისაგან და მიხსენი უსამართლო ხალხისგანო.
(სურა თაჰრიმ 66:11)

იბნ ჰაჯარი წერდა: ასიას, ფარაონის ცოლის ღირსებებს შორის ის არის, რომ მან ამჯობინა მოკლული ყოფილიყო, ვიდრე ჰქონოდა მიწიერი სამფლობელო და ამქვეყნად წამება ამჯობინა, მიწიერ სიამოვნებებს.
(ფათჰულ ბარი 5102)

ალლაჰმა უკეთ იცის