ქალის და მამაკაცის ლოცვა


კითხვა:
ქალის ლოცვა მამაკაცის ლოცვისგან რით განსხვავდება?
პასუხი:
დიდება ალლაჰს. ქალის ლოცვა იგივეა როგორი ლოცვაც მამაკაცის ლოცვის ყველა ნაწილში. სეჯდე, ჯდომა, მოხრა და ა.შ ისე უნდა შესრულდეს როგორც მამაკაცი აკეთებს. ამის მტკიცებულება არის:

აბუ სულეიმანი და მალიქ ბინ ჰურაისი გადმოსცემენ შუამავლის სიტყვას: ისე ილოცეთ, როგორც მე მხედავთ ლოცვაში.
(ბუხარი 6008)
და ეს მოწოდება ქალებსაც ეხება.

სიფათ სალათ ალ-ნაბი გვ 189:
ყველაფერი რაც ითქვა შუამავლის ლოცვის შესახებ ეხება ქალებსაც და მამაკაცებსაც. სუნნაში არაფერია გადმოცემული იმის შესახებ, რომ ქალებმა განსხვავებულად ილოცონ. შუამავლის სიტყვები "ისე ილოცეთ, როგორც მე მხედავთ ლოცვაში" ეხება ქალებსაც.

(სიფათ სალათ ალ-ნაბი გვ 189)

სუნნას წესია ის, რომ რელიგიური წესების თანახმად ქალი მამაკაცს უტოლდება, როგორც ჰადისშია გადმოცემული:
'ქალები მამაკაცების ტყუპები არიან'
(იმამ აჰმადი, საჰიჰ ალ-ჯამი 1983)

იბნ აბი შაიბამ სალაფებისგან გადმოსცა:
ქალები და მამაკაცები ერთნაირად ლოცულობენ.
(ალ-მუსანნაფ 1:242)

იმამ ბუხარიმ თქვა:
"უმმ დარდა ლოცვის დროს იჯდა ისე, როგორც მამაკაცები და ის იყო მცოდნე ქალი."

სწავლულებმა ახსნეს თუ რა დროს არის ქალის და მამაკაცის ლოცვას შორის განსხვავება.

1. ქალები არ კითხულობენ აზანს და ყამეთს იმიტომ, რომ აზანი საჭიროებს ხმამაღალ კითხვას, და ეს ქალისთვის დასაშვები არ არის.

იბნ ყუდამამ თქვა ამის შესახებ:
სწავლულებს შორის ამ საკითხში განსხვავებული აზრი არ არის.
(ალ-მუღნი მა'ალ შარხ ალ-ქაბირ 1:438)

2. ქალის სხეული ავრათია და დაფარული უნდა იყოს ლოცვის დროს.

შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
'ალლაჰი არ მიიღებს იმ ზრდასრული ქალის ლოცვას, რომელიც უთავსაფროდ ლოცულობს,
(აბუ დავუდ 641)
სწავლულებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა ქუსლების და ფეხების დაფარვის შესახებ.

3. სასურველია, რომ ქალებმა ილოცონ ჯამაათით. შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა უმმ ვარაყას, რომ ალოცოს მისი ოჯახის ქალები, თუმცა სწავლულებს შორის ამ საკითხში აზრთა სხვადასხვაობაა.
(ალ-მუღნი 2:202, მაჯმუ ალ-ნავავი 4:84-85)

ქალი, რომელიც ალოცებს სხვა ქალებს, შეუძლია ხმამაღლა წაიკითხოს თუ მისი ხმა არ ესმის უცხო (არამაჰრამს) მამაკაცებს.

4. ქალებს შეუძლიათ ილოცონ მეჩეთში იმამის უკან, თუმცა მათი ლოცვა სახლში უკეთესია. (არამაჰრამს) შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:

არ აუკრძალოთ თქვენს ქალებს მეჩეთში წასვლა, მაგრამ მათთვის უკეთესია ილოცონ მათ სახლებში.
(აბუ დავუდ 567)

იმამ ან-ნავავიმ თქვა:
ქალების ჯამაათით ლოცვა მამაკაცების ლოცვისგან განსხვავდება მხოლოდ ამათით:
1. ჯამაათით ლოცვა მათთვის არ არის საჭირო.
2. როცა ქალები და მამაკაცები ლოცულობენ, ქალი უნდა იდგეს მამაკაცის უკან, არათუ წინ.
3. თუ ქალები მამაკაცებთან ერთად ლოცულობენ მათთვის უკეთესია უკანა რიგებში დგომა და არა წინა რიგებში დგომა.
(ალ-მაჯმუ 3:455)

განსხვავება მხოლოდ ამათშია. დგომა, წელში მოხრა, სუჯუდზე წასვლა, სუჯუდის დროს ხელების გაშლა, ჯდომის დროს ფეხების პოზიცია მამაკაცისთვის და ქალისთვისაც ისე უნდა იყოს როგორც შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აკეთებდა

ალლაჰმა უკეთ იცის