ვინც არ იცის ჯაჰილობის პერიოდი.
სიტყვა ჯააჰილი ნიშნავს უმეცარს. ჯაჰილობის პერიოდში იგულისხმება ისლამამდელი პერიოდი, როცა ადამიანებს არ ჰქონდათ ჭეშმარიტების ცოდნა. ისლამში ვსწავლობთ, რომ ჯაჰილობის პერიოდი იყო წარმართული დრო ვიდრე შუამავალი გამოჩნდებოდა და ხალხი ისლამს მიიღებდა. მაგრამ ისლამის შემდგომი პერიოდი ჯაჰილურია? დღეს ისლამური ცოდნა არსებობს და ადამიანს შეუძლია გაიგნოს ჭეშმარიტება. ადამიანი ჭეშმარიტ გზას ვიდრე გაიგნებდეს, მანამდე ყველას აქვს ჯაჰილობის პერიოდი, ესეიგი პერიოდი, როცა არ ცხოვრობდა ისლამური ცხოვრებით და არ იცოდა ჭეშმარიტების შესახებ. ჯაჰილობის პერიოდში მცხოვრები ხალხი, როცა ისლამს მიიღებს ის უფრო მეტად გამოცდილია, ვიდრე ის, ვისაც ჯაჰილობის პერიოდში არ უცხოვრია და არ გაუგია მისი არსი. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
لاَ حَلِيمَ إِلاَّ ذُو عَثْرَةٍ وَلاَ حَكِيمَ إِلاَّ ذُو تَجْرِبَةٍ
არ აქვს შემბრალებლობა არავის იმის გარდა, ვინც დაუშვა შეცდომა, და არავის აქვს სიბრძნე იმის გარდა ვისაც აქვს გამოცდილება.
(თირმიზი 27:2033)
პირობითად, 30 წლის მამაკაცმა მიიღო ისლამი და დაიწყო ისლამურად ცხოვრება და 20 წლის ბიჭი, რომელიც აღიზარდა ისლამში და ჯაჰილობის პერიოდი არც უნახავს, ორი აზრი არ არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ 30 წლამდე უმეცრულად იცხოვრა, ცხოვრებისეული გამოცდილება უფროსს მეტი აქვს და ნანახიც მეტი აქვს, და როცა ისლამს გაიგებს მას აღარ სურს იმ ჯაჰილიზმში დაბრუნდეს რომლიდანაც ალლაჰმა გამოიყვანა, რადგან იცის თუ როგორი არაფრის მომცემი ცხოვრებაა. ხოლო 20 წლის ბიჭმა არ იცის და ჯაჰილიზმი გამოვლილი არ აქვს.
უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა:
უეჭველად, ისლამის კვანძები მაშინ დაიწყებს გახსნას, როცა გაიზრდება ისეთი თაობა, რომელსაც ჯაჰილობის (უცოდინრობის) პერიოდი არ ეცოდინება.
(მაჯმუ ალ-ფატავა 15:54)
სხვა გადმოცემით... უმარ იბნ ალ-ხატტაბმა თქვა:
რელიგია განადგურდება მაშინ, როდესაც ხალხს ჯაჰილობის პერიოდის გამოცდილება არ ექნება.
(ტაყაბათ 129/6)
მათ არასდროს უცხოვრიათ ასეთ პერიოდში და არ აქვთ ამ ეტაპის გამოცდილება. უდავოა, რომ ვისაც აქვს ჯაჰილობის პერიოდის გამოცდილება მას არასოდეს სურს დაბრუნდეს ისევ მასში. ერთ-ერთ ცნობილ ჰადისში ვკითხულობთ:
ანასი გადმოსცემს, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც ფლობს ამ სამ თვისებას იგრძნობს რწმენის სიტკბოებას:
1. ვისთვისაც ალლაჰი და მისი შუამავალი გახდება სხვა ყველაფერზე ძვირფასი.
2. ვისაც უყვარს, და უყვარს მხოლოდ ალლაჰის კმაყოფილებისათვის.
3. ვისაც სძულს ურწმუნოებაში(ქუფრში) დაბრუნება ისე, როგორც სძულს ცეცხლში გადავარდნა.
(ბუხარი 2:16)
ალლაჰმა უკეთ იცის