რას ნიშნავს სააღირუნ?


რას ნიშნავს ჰადისში ნახსენები სიტყვა ალ-ასააღირ (პატარები).

აბუ უმამა გადმოსცემს: შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
إِنَّ مِنْ أَشْرَاطِ السَّاعَةِ ثَ أَنْ يُلْتَمَسَ الْعِلْمَ عِنْدَ الْأَصَاغِرِ
უეჭველად, უკანასკნელი საათის ნიშნებიდან არის - როცა ცოდნას აიღებენ პატარებისგან.
(მუ'ჯამ ალ-ქაბირ 908)

აბდულლაჰ იბნ მას'უდმა ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი თქვა: ხალხი იქნება კეთილდღეობაში მანამ, სანამ ცოდნას აიღებენ ალლაჰის შუამავლის საჰააბებისგან და მათი უფროსებისგან. (ე.ი ასაკით უფროსი) როდესაც ისინი აიღებენ ცოდნას უმცროსებისგან (არაბულში საღირუნ) და ცუდი ხალხისგან, მაშინ ისინი განადგურდებიან.
(იბნ აბდ ალ-ბარრ ჯამი ბაიან ალ-'ილმ 1057

ეს გადმოცემები არ მიუთითებს იმას, რომ ადამიანმა არ უნდა მოუწოდოს სხვებს სანამ შუა ხანს ან მოხუცებულობას არ მიაღწევს.

არსებობს სზვადასხვა განმარტებები თუ რას ნიშნავს ჰადისში ნახსენები პატარა. ზოგიერთი სწავლულის განმარტებით ეს ასაკია, ზოგიერთის განმარტებით იგულისხმება ცოდნით პატარები ვინც უცოდინრად ქადაგებს, ასევე ქვემოთ დავწერთ რომ სალაფებში ალ-საღირი სიახლის მიმყოლების ზედმეტსახელი იყო. ე.ი სალაფების მიხედვით წარღვნის ნიშანია როცა სიახლის მიმყოლებისგან აიღებენ ცოდნას.

რაც შეეხება ასაკს, რომელსაც ზოგიერთი სწავლული განმარტავს, უარყოფს რამდენიმე გარემოება:

1. იმამ შაფის მისი დროის სწავლულებმა ნება დართეს გაეცა ფათვა და ამ დროს 15 წლის იყო.
2. მაჯდუდინ იბნ თაიმიამ 16 წლის ასაკში დაწერა წიგნი და ის წიგნი მოიწონეს იმ დროინდელმა სწავლულებმა.
3. მუჰამმად იბნულ ჰუსაინს ნება დართეს გამოეტანა განაჩენი 18 წლის ასაკში.
4. შეიხულ ისლამ იბნი თაიმია 19 წლის ასაკში გამოსცემდა ფეთვებს.
5. იმამი შავქანი 20 წლის ასაში განსჯიდა სხვადასხვა ქალაქებს.
6. იმამ ბუხარი ჯერ კიდევ ბავშვი იყო რომელმაც 15.000 ჰადისი ზეპირად ჩააბარა მისი დროის სწავლულებს და ეს 15.000 ჰადისი 16 დღეში შეისწავლა.

ეს გარემოებები აბათილებს ასაკის მოსაზრებას. გვრჩება ცოდნით პატარა და ბიდათის მიმყოლები. პრინციპში ეს ორი ერთაიგივეა რადგან ცოდნა არ არის იქ სადაც სიახლეები სრულდება ვინაიდან ცოდნა აღმოფხვრიდა სიახლეებს.

შეიხი მუჰამმად ბაზმული ამბობდა:
სიტყვა ალ-ასაღირი არის აჰლუ ბიდას (სიახლის მიმყოლების) ზედმეტსახელი, მიუხედავად იმისა, რომ მათ შორის შეიძლება იყვნენ უფროსი ასაკის ხალხი.
(ალ-ჰაყიჰა ალ-მუტაფაყიჰ 2:158)

აბდულლაჰ იბნ მუბარაქმა თქვა: სიტყვა ალ-საღირი ნიშნავს სიახლის მიმყოლებს.
(ალ მუყალა ვალ უსულ ტ 2 გვ 367)

სიტყვა ას-საღირი ნიშნავს სიახლეების მიმყოლებს. ზოგიერთი სალაფი ამბობდა, რომ ეს ის ხალხია, ვისაც ცოდნა არ აქვსო.

ალლაჰმა უკეთ იცის