97.ყადირ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 97 

„ყადირ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 უეჭველად, ჩვენ გარდმოვავლინეთ იგი ყადირის ღამეს! 

2 რა გამცნობს შენ, რას ნიშნავს ყადირის ღამე? 

3 ყადირის ღამე ათას თვეზე უკეთესია! 

4 ღმერთის ნებით გადმოდიან ანგელოზები და სული , ყოველი ბრძანების შესასრულებლად. 

5 ის ღამე, ცისკრის ამოსვლამდე, მშვიდობითა და ბედნიერებითაა აღსავსე!