95.თინ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 95 

„თინ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 ვფიცავ, ლეღვსა და ზეთისხილს! 

2 და სინას მთას! 

3 და ამ ქალაქს, დაცულს (უსაფრთხოს)! 

4 უეჭველად, ჩვენ ადამიანი „საუკეთესო ფორმად“ გავაჩინეთ! 

5 მერე კი ვაქციეთ იგი უმდაბლეს საფეხურზე! 

6 გარდა იმათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მათთვისაა ჯილდო ულევი! 

7 (ო, ადამიანო!) მაშ, შენ ამის შემდეგ რა გემართება, რომ ჭეშმარიტ სარწმუნოებას ცრუდ რაცხავ? 

8 განა არ არის ალლაჰი სამართლიანი მსაჯული მსაჯულთა შორის?