90.ბალად

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 90 

„ბალად“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 ვფიცავ, ამ ქალაქს , 

2 და შენა ხარ დამკვიდრებული ამ ქალაქში. 

3 ვფიცავ, მამასა და შვილს ! 

4 უეჭველად, ჩვენ გავაჩინეთ ადამიანი გამოცდისა და განცდისათვის! 

5 ნუთუ ფიქრობს, რომ ძლევა მისი არავის ძალუძს? 

6 ამბობს: გავხარჯე (დავღუპე) ქონება ურიცხვიო! 

7 ნუთუ ჰგონია, რომ მას ვერავინ ხედავს? 

8 განა არ ვუბოძეთ მას თვალები (ორი თვალი), 

9 ენა და ბაგეები (ორი ბაგე)? 

10 და ვაჩვენეთ მას ბორცვებიანი ორი გზა (ჭეშმარიტი და მრუდე)? 

11 ის კი არც შეეცადა დაბრკოლება გადაელახა! 

12 იცი თუ არა, რა არის დაბრკოლება? 

13 (დაბრკოლების გადალახვაა) მონის გათავისუფლება 

14 ან დაპურება გაჭირვების ჟამს 

15 ნათესავი ობლისა 

16 ან გაღატაკებული უპოვრისა! 

17 აგრეთვე (დაბრკოლების გადალახვაა), რომელთაც ირწმუნეს, ერთიმეორეს მოთმინებას უანდერძებენ და მოწყალების მაგალითს აჩვენებენ. 

18 ისინი არიან მარჯვენის ხალხი (ვისაც ანგარიშსწორების დღეს მარჯვნიდან მიეცემა ნამოქმედართა წიგნი)! 

19 და რომელთაც უარყეს ჩვენი აიათები, ისინი არიან მარცხენის ხალხი (ვისაც ანგარიშსწორების დღეს მარცხნიდან მიეცემათ ნამოქმედართა წიგნი), 

20 მათთვისაა ცეცხლი, რომელიც გადაეხურება მათ!