84.ინშიყაყ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 84 

„ინშიყაყ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 როცა ცა გაიხსნა, 

2 ღმერთის ბრძანებას ჰმორჩილა და სისრულეში მოვიდა ის (ცის გახსნა)! 

3 და როცა დედამიწა გასწორდა, 

4 ამოხეთქა, რაც მასშია და დაიცალა! 

5 ღმერთის ბრძანებას ჰმორჩილა და სისრულეში მოვიდა ის (ცის გახსნა), 

6 ჰეი, ადამიანო! უეჭველად, შენ ირჯები გარჯითა რთულით შენი ღმერთისთვის და ბოლოს წარსდგები მის წინაშე! 

7 მაგრამ ვისაც წიგნი (პირადი საქმე) მიეცემა თავისივე მარჯვენაში, 

8 უკვე იგი ადვილი დაკითხვით დაიკითხება (შეცდომები ეპატიება) 

9 და დაუბრუნდება თავის ახლობლებს გახარებული! 

10 ხოლო ვისაც წიგნი (პირადი საქმე) ზურგს უკნიდან მიეცემა, 

11 მაშინვე სიკვდილს (განადგურებას, გაქრობას ინატრებს) მოუხმობს 

12 და აალებულ ცეცხლში (ჯოჯოხეთში) იქნება შენთებული! 

13 უეჭველად, იგი (ამქვეყნად) თავის ახლობლებში გახარებული (დალხენილი) ცხოვრობდა, 

14 რადგანაც მას ეგონა, რომ უკან არასდროს დაუბრუნდებოდა (ალლაჰს). 

15 არა, უეჭველად, ღმერთი მისი ხედავდა მას! 

16 არა, ვფიცავ დაისს, 

17 ღამეს, და რასაც მოიცავს იგი, 

18 და მთვარეს, როცა გაივსება! 

19 უთუოდ, ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადადიხართ! 

20 განა მათ რა ემართებათ, რომ არ სწამთ? 

21 და როცა ეკითხებათ ყურანი, სეჯდეს არ აღასრულებენ ისინი. 

22 პირიქით, ურწმუნოები მას სიცრუედ რაცხავენ. 

23 ალლაჰმა ყველაზე უკეთ უწყის, რასაც ფარავენ ისინი! 

24 მაშ, აუწყე მათ სასჯელი მტანჯველი, 

25 თვინიერ მათი, რომელთაც ირწმუნეს და ჰქმნეს სიკეთენი. მათთვის საზღაურია (ჯილდოა) დაუშრეტელი!