82.ინფიტარ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 82 

„ინფიტარ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 როცა ცა გაიპობა! 

2 და როცა ვარსკვლავები აირევ-დაირევა! 

3 და როცა ზღვები აბობოქრდება და გადმოიღვრება! 

4 და როცა საფლავები ამოტრიალდება! 

5 მაშინ შეიტყობს (ყველა) სული, რა წაიმძღვარა და რა გადადო! 

6 ჰეი, ადამიანო! რაა შენი შემცდენი შენისა ღმერთისა გულუხვისა წინაშე, 

7 რომელმაც გაგაჩინა შენ, მერე გიბოძა სხეული გამართული და თანაზომიერი, 

8 და როგორც ინება, ისეთი ფორმით ჩამოგაყალიბა (სხვადასხვანაირი ფორმა მოგცათ (ყველა ადამიანის გენეტიკური შიფრი განსხვავებულია))? 

9 არა, მიუხედავად ამისა, სიცრუედ რაცხავთ განკიცხვის დღეს! 

10 და უეჭველად, თავზე გადგანან მცველები (ანგელოზები) 

11 ღირსეულნი, საქმეთა აღმნუსხველნი! 

12 იციან, რასაც აკეთებთ! 

13 უეჭველად, ღვთისნიერნი ნეტარებაში იმყოფებიან! 

14 და უეჭველად, ცოდვილები აგიზგიზებულ ცეცხლში არიან, 

15 განკითხვის დღეს იქნებიან შენთებული (ჯოჯოხეთში) 

16 და ეგენი თავს ვერ დააღწევენ იქიდან!

17 რამ გამცნოს, რა არის „განკითხვის დღე“? 

18 მერე, რამ გამცნოს, რა არის „განკითხვის დღე“? 

19 იმ დღეს ვერც ერთი სული ვერაფერს იღონებს სხვა სულისთვის; და იმ დღეს მბრძანებლობა მხოლოდ ალლაჰს ეკუთვნის!