72.ჯინ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 72 

„ჯინ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. თქვი: შთამეგონა მე, რომ მოისმინა კრებულმა ჯინთაგან, რის შემდეგ თქვეს: უეჭველად, მოვისმინეთ ყურანი საოცარი! 

2. მას მიჰყავს ჭეშმარიტი გზისკენ, უკვე ვირწმუნეთ იგი და აღარ დავუდგენთ თანაზიარს ჩვენს ღმერთს. 

3. და უეჭველად, ჩვენი ღმერთის დიდებულება უზენაესია! არ დაუდგენია მას მეუღლე და არც ძე. 

4. ჭეშმარიტად, ალლაჰის თაობაზე ჩვენი უგუნური უსაფუძვლოდ ჩმახავდა. 

5. და უეჭველად, ჩვენ გვეგონა, რომ არასდროს იტყოდა ადამიანი და ჯინი ალლაჰის თაობაზე სიცრუეს. 

6. და იყვნენ კაცნი ადამიანთაგან, რომელნიც ეკედლებოდნენ ჯინთაგან კაცთ, ამრიგად, გაუცხარეს მათ სიშმაგე. 

7. და მათ ჩათვალეს ისე, როგორც თქვენ გეგონათ, რომ არსადროს აღმოაცენებს ალლაჰი არავის. 

8. „უეჭველად, ჩვენ შევეხეთ ზეცას. მაშინ ვჰპოვეთ იგი სავსე მძლე მცველებით და მწველი ცეცხლებით. 

9. და უეჭველად, ჩვენ ვსხდებოდით იქ სავარძლებში, რათა მიგვეყურადებია, მაგრამ ვინც ისურვებს ახლა მიყურადებას, მისთვისაა მწველი ცეცხლი დადარაჯებული. 

10. და უეჭველად, ჩვენ არ ვუწყით ავი ნებაა დასახული იმათთვის, ვინც მიწაზეა თუ ნებაა მათთვის თავიანთი ღმერთისგან ჭეშმარიტ გზაზე დადგენა. 

11. და უეჭველად, ჩვენში არიან კეთილის მქმნელნი და ჩვენში არიან გარეშე ამისა. და სხვადასხვა გზებს ვადგავართ. 

12. და უეჭველად, ჩვენ ვერასდროს აღვუდგებოდით ალლაჰის ნებას მიწაზე და ვერც გაქცევით ვძლევთ მას. 

13. და უეჭველად, ჩვენ როცა მოვისმინეთ ჭეშმარიტება , ვირწმუნეთ იგი. ხოლო ვინც ირწმუნა თავისი ღმერთის, ამის მერე არ შეეშინდება საზღაურის დაკლებისა და არც ჩაგვრის. 

14. და უეჭველად, ჩვენს შორის არიან მუსლიმნი და გზასამცდარნი“. მაშ, ვინც ალლაჰს ჰმორჩილა, სწორედ ეგენი ეძიებენ ჭეშმარიტებას. 

15. მაგრამ რაც შეეხებათ გზასამცდართ, ისინი ამრიგად შეიქმნენ ჯოჯოხეთისთვის შეშად. 

16. და რომ ისინი დამდგარიყვნენ გზაზე , უთუოდ, დავარწყულებდით უხვი წყლით. 

17. რათა გამოვცადოთ ისინი ამის თაობაზე. და ვინც ზურგს იქცევს თავისი ღმერთის ხსენებიდან, უბიძგებს მას ცხარე სასჯელში. 

18. `სამლოცველოები ღმერთისთვისაა, ამიტომ ნურავის მოუხმობთ (შეევედრებით) მის გარდა!~ 

19. და უეჭველად, როცა წამოდგა იგი მსახური ალლაჰისა და ეაჯებოდა მას, ისე დაესეოდნენ ლამის ზილავდნენ ერთმანეთს. 

20. უთხარი: მე მხოლოდ ვეაჯები ჩემს ღმერთს და მას არავის არ დავუდგენ მოზიარედ. 

21. უთხარი: უეჭველად, მე არ ძალმიძს თქვენთვის ზიანის მოყენება და არც სიკეთის მოტანა. 

22. უთხარი: უეჭველად, მე ვერავინ დამიფარავს ალლაჰისგან და ვერ ვჰპოვებ მის გარდა თავშესაფარს. 

23. (ჩემი მოვალეობა) მხოლოდ ალლაჰისგან გამოგზავნილის ცნობებაა. და ვინც აღუდგება ალლაჰსა და მის შუამავალს, მაშინ უეჭველად, მისთვის ცეცხლია, სადაც დაჰყოფს სამუდამოდ. 

24. ბოლოს როცა იხილავენ იმას, რაც აღეთქვათ, მაშინ სულ მალე შეიტყობენ, ვისი შემწეა ყველაზე უძლური და ვინაა ყველაზე მცირე რიცხობრივად. 

25. უთხარი: არ ვიცი ახლოსაა იგი, რაც აღგეთქვათ თუ დაუდგენს მას ჩემი ღმერთი ხანგძლივ დროს. 

26. იგი უწყის უხილავს, ამიტომაც არავის აცნობებს უხილავის შესახებ, 

27. გარდა ვინც მიაღწია სათნოებას შუამავალთაგან. მაშინ, იგი გადაისვრის მის წინიდან და უკნიდან მცველებს, 

28. რათა იცოდნენ, რომ მათ უკვე ამცნეს წარმოგზავნილი თავიანთი ღმერთისა. გარემოიცვა იგი, რაცაა მათ წიაღში და გამოთვლილი აქვს ყოველი რაოდენობა.