43.ზუხრუფ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 43 

„ზუჰრუფ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1. ჰა. მიმ. 

2. ვფიცავ,ცხადწიგნს! 

3. უეჭველად, ჩვენ დავადგინეთ იგი არაბულ ყურანად , ეგების მოუხმოთ გონებას! 

4. და უეჭველად, იგი დედა წიგნშია ჩვენთან. უთუოდ, უბრწყინვალესია, სიბრძნის განმცხადებელია. 

5. განაშევწყვეტთ და შევაკავებთ შეხსენებას თქვენთვის იმის გამო, რომ თქვენ გარდაიქეცით ზღვარგადასულ ხალხად? 

6. და რამდენიწარმოვგზავნეთ შუამავალთაგან აწგარდასულებში! 

7. და არ მოსულა მათთან არც ერთი შუამავალი, რომ არ დაეცინათ მისთვის. 

8. მაშინ დავღუპეთისინიც, რომელნიც მათზე უფრო ძლიერნი იყვნენ, რამეთუ განვლო აწგარდასულთა მაგალითმა. 

9. და თუ ჰკითხავ მათ: „ვინ გააჩინა ცანი და მიწა? უთუოდ, გიპასუხებენ: გააჩინა ისინიძლევამოსილმა,ბრძენმა“. 

10. რომელმაც დაადგინა თქვენთვის დედამიწა სარეცელად და დაადგინა მასზე თქვენთვის გზები, ეგების ჭეშმარიტი გზა გაგეგნოთ თქვენ.

11. და რომელმაც გარდმოავლინა ზეციდან წყალი ზომიერად. ამგვარად, მისით გავაცოცხლეთ მკვდარი მიწა. სწორედ ასე აღმოცენდებით ! 

12. რომელმაც გააჩინა ყველაფერი წყვილად და დაადგინა თქვენთვის ხომალდთაგან და საქონელთაგან,რაზეც სხდებით, 

13. რათა მოთავსდეთ მათ ზურგზე. მერე გაიხსენოთ წყალობა თქვენი ღმერთის, როცა მოთავსდებით მასზე და თქვათ: „დიდებამას, რომელმაც ჩვენს განკარგულებაში მოგვცა ეს, რამეთუ ჩვენვერ შევძლებდით მასთან მიახლოვებას. 

14. და უეჭველად, ჩვენს ღმერთთან მივიქცევით! 

15. და დაადგინეს მის ნაწილად მისივე მსახურთაგან. უეჭველად, ადამიანი აშკარა უმადურია! 

16. ნუთუმან გაჩენილთაგან ასულები დაიდგინა და თქვენ ძეებით დაგასაჩუქრათ? 

17. და როცაახარებენ რომელიმემათგანსიმას,რასაცისინიმოწყალესმიაწერენ,დაეფარება სახე შავად, სიბრაზის გამო. 

18. ნუთუ ვინც იზრდება სინაზეში და რომელიც არ გამოირჩევა პაექრობაში? 

19. და დაადგინეს ანგელოზები, რომელნიც მსახურნი არიან მოწყალისა,მდედრებად. განამოწმენი იყვნენ გაჩენისა? ჩაწერილ იქნება მათი მოწმეობა და დაიკითხებიან. 

20. და თქვეს: „რომ ენება მოწყალეს, არ ვეთაყვანებოდით იმათ.“ მათ არავითარი ცოდნა არ აქვთ ამის თაობაზე.ისინი მხოლოდ სიცრუეს თხზავენ. 

21. ნუთუ ვუბოძეთ მათ მასზე წინ წიგნი, რაზეც ისინი არიან ჩაჭიდებულნი? 

22. არამცდაარამც! მათთქვეს: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამები ამ სჯულზე და ჭეშმარიტად მათ კვალზე ვადგავართ.“ 

23. და ამგვარად, არ წარმოგვიგზავნია არც ერთ ქალაქში შენამდე რომელიმე შემგონებელი, რომ იქ არ ეთქვათ ფუფუნებაში განებივრებულთ: „უეჭველად, ჩვენ ვჰპოვეთ ჩვენი მამებიამ სჯულზე და უეჭველად, მათ კვალზე მივდივართ.“ 

24. თქვა :„რომ მოვსულიყავი თქვენთან უფრო ჭეშმარიტითიმაზე, რაზეც ჰპოვეთ თქვენი მამები?მიუგეს:„უეჭველად, რითიც წარმოიგზავნეთ, უარვყოფთ მას!“ 

25. ამიტომაც დავსაჯეთ ისინი. მაშ, შეხედე,როგორი იყო აღსასრული ცრუდ შემრაცხველთა! 

26. და აკი, უთხრა იბრაჰიმმა თავის მამას და თავის ხალხს: „უეჭველად, მე შორს ვარ იმისგან, რასაც ეთაყვანებით, 

27. გარდა, რომელმაც გამაჩინა. უეჭველად, იგი დამადგენს ჭეშმარიტ გზას! 

28. და დაადგინა იგი სიტყვად მარადიულად მის შემდგომში , ეგების უკუმოიქცნენ! 

29. არა, ვასარგებლე სიკეთით ეგენი და მათი მამები, ვიდრე მოევლინებოდა მათ ჭეშმარიტება და შუამავალი ცხადმყოფი. 

30. და როცა მოევლინათ მათ ჭეშმარიტება,თქვეს: „ეს ჯადოქრობაა და უეჭველად, ჩვენ უარვყოფთ მას.“ 

31. დათქვეს: „რა მოხდებოდა, რომ ზეგარდმოვლენოდაეს ყურანი რომელიმე დიდებულ კაცზე ამ ორი ქალაქიდან?“ 

32. განა ისინი ანაწილებენ წყალობას შენი ღმერთისას?ჩვენ გავუნაწილეთ მათ საარსებო მათი ამქვეყნიურ ცხოვრებაში და უპირატესვყავით ერთიმეორეზე ხარისხებად,რათა ერთ ნაწილს მბრძანებლობაში მოექცია მეორე ნაწილი. თუმცაღა წყალობა შენი ღმერთისა უკეთესია იმაზე,რასაც ისინი აგროვებენ . 

33. და რომარყოფილიყო საშიშროება ხალხის ერთ თემად მოქცევისა, უთუოდ, დავუდგენდით იმათ, ვინც უარყო მოწყალე, სახლთა სახურავებს ვერცხლისგან და კიბეთ, რომელზეც ავიდოდნენ. 

34. აგრეთვემათ სახლებს, კარებს და სავარძლებს, რაზეც წამოწვებოდნენ; 

35. ასევე ოქროს. ოღონდ ეს ყველაფერი ამქვეყნიური, დროებითი საბადებელია,ხოლო საიქიო შენს ღმერთთანაა ღვთისმოშიშთათვის. 

36. და ვინც თავს აარიდებს მოწყალის ხსენებას,მივუჩენთ მას ეშმაკს. ამგვარად, იგი მისი უახლოესი მეგობარი იქნება. 

37. უეჭველად, ისინიააცდენენ მათ გზიდან, თუმცაღა მათ ეგონებათ, რომ ჭეშმარიტ გზას ადგანან, 

38. ხოლო, როცა მოვა ჩვენთან,ეტყვის: „ნეტავ, ჩემსა და შენს შორის გადაიჭიმოს მანძილი ორი აღმოსავლეთის ტოლი ! რაოდენცუდიამხანაგიხარ!“ 

39. და დღეს აღარაფერი აღარ გარგებთ, რამეთუ უსამართლობა ჰქმენით. უეჭველად, თქვენ ზიარ ხართ სასჯელში. 

40. ნუთუ შენ შეასმენ ყრუსან ბრმას დაადგენ ჭეშმარიტ გზაზე, ვინც აშკარა ცდომილებაშია? 

41. მაგრამ შენ, უთუოდ, წაგიყვანთ. სწორედ მაშინ, უსათუოდ, ჩვენ მათზე შურისმგებელნი ვართ. 

42. ან უთუოდ, გაჩვენებთ შენ, რაც აღვუთქვით მათ, რამეთუ ჩვენ ესეც გვძალუძს. 

43. მაშ, ჩაეჭიდე იმას, რომელიც ზეშთაგეგონა შენ. უეჭველად,შენჭეშმარიტ გზას ადგახარ! 

44. უეჭველად, იგი შეხსენებაა შენთვის და შენი ხალხისთვის. და თქვენ ამის შემდგომ მოგეკითხებათ. 

45. და ჰკითხე, ვინც ჩვენ წარმოვგზავნეთ შენამდე ჩვენს შუამავალთაგან: განა დავადგინეთ სხვა ღვთაებები სათაყვანოდ, გარდა მოწყალისა? 

46. და ვფიცავ, წარვგზავნეთ მუსა ჩვენი სასწაულებით ფარაონთან და თავის ხალხთან. მაშინ უთხრა: „უეჭველად, მე შუამავალი ვარ სამყაროთა ღმერთის.“ 

47. მაგრამ როცაჩვენი სასწაულებით მივიდამათთან, მაშინ ისინი მასზე იცინოდნენ. 

48. და ერთი სასწაულიც არ გვიჩვენებია მათთვის, რომ იგი უფრო დიდი არ ყოფილიყო წინათ არსებულზე. და შევიპყარით ისინი სასჯელით, ეგების უკუმოიქცნენ! 

49. და უთხრეს : „ჰეი,ჯადოქარო ! შესთხოვე შენს ღმერთს ჩვენთვის, შენდამი აღთქმის თანახმად. მაშინ ჩვენ, უთუოდ, ჭეშმარიტ გზას დავადგებით!“ 

50. მაგრამ როცა მოვაცილებთ სასჯელს,მაშინვე არღვევენ . 

51. და შესძახა ფარაონმა თავის ხალხს: „ჰეი,ხალხო ჩემო! განამე არ მეკუთვნის სამფლობელო ეგვიპტის და ეს მდინარეები, რომელიც მიედინება ჩემს ფერხთით ?ნუთუ არღა გულისხმაჰყობთ ?! 

52. ნუთუ არ ვარ ამ მდაბიოზე უკეთესი, იგი გასაგებადაც ვერ მეტყველებს? 

53. მაშინ ხომ უნდა ჰკეთებოდა სამაჯურნი ოქროსი? ან ხომ უნდა მოსულიყვნენ მასთან ერთად ანგელოზნი? 

54. ამგვარად, გააბრიყვა თავისი ხალხი და ისინი დამორჩილდნენ მას. უეჭველად, გზააბნეულნი ხალხი იყვნენ ისინი. 

55. ბოლოს და ბოლოს განგვარისხეს,შური ვიძიეთ მათზე და დავახრჩეთ ერთიანად. 

56. ამგვარად, ისინი დავადგინეთ წინამორბედებად და იგავად შემდგომთათვის. 

57. დაროცადადგენილ იქნა ძე მარიამისა მაგალითად, მაშინ შენი ხალხი სიხარულით ყიჟინებდნენ. 

58. და თქვეს:„განა ჩვენიღვთაებები უფრო უკეთესი არიანთუიგი? არ მოუყვანიათ იგი შენთვის მაგალითად, თუ არა საკამათოდ. არა, ეგენი მავნებელი ხალხი არიან! 

59. იგი მსახურია მხოლოდ, რომელზეც წყალობა მოვიღეთ და დავადგინეთ მაგალითად ისრაილის შვილთათვის. 

60. და რომგვენება, უეჭველად, დავადგენდით თქვენს ნაცვლად ანგელოზებს, რომელნიც იმემკვიდრებდნენ . 

61. და უეჭველად,იგი ერთგვარი ცოდნაა იმ საათისთვის . მაშ, ეჭვი არ გაგიჩნდეთ მის მიმართ. და მომყევით მე! ესაა ჭეშმარიტი გზა. 

62. დაე, არ გაცდუნოთ ეშმაკმა, რამეთუ იგი აშკარა მტერია თქვენი. 

63. და როცამოვიდა ღისა ცხადი მტკიცებულებებით,თქვა:მოვედითქვენთანსიბრძნით, რომ განვმარტო თქვენთვის ზოგი რამ, რომლის თაობაზეც დაობდით. მაშ, იყავით ალლაჰის წინაშე ღვთისმოსავი და გამომყევით მე! 

64. უეჭველად, ალლაჰი იგიჩემი ღმერთიცაა და თქვენი ღმერთიც. მაშ, თაყვანი ეცით მას.სწორედ, რომ ესაა გზა ჭეშმარიტი!“ 

65. ამის შემდეგ ჯგუფები ერთმანეთში უთანხმოებას მიეცნენ . ვაიმათ, რომელთაც უსამართლობა ჰქმნეს, მწარე სასჯელით აღსავსე დღეს! 

66. ნუთუ ისინი მხოლოდ ელოდებიან ჟამს, რომელიც უეცრად ეწევათ და ვერ იგრძნობენ? 

67. გულწრფელი მეგობრები იმ დღეს ერთიმეორის მტრებად მოიქცევიან, გარდა ღვთისმოშიშებისა. 

68. ჰეი,მსახურნო ჩემნო! შიში არ გექნეთ დღეს და არცა დამწუხრდეთ თქვენ, 

69. რომელთაც ირწმუნეთ ჩვენი აიათები და იყავით მუსლიმები! 

70. შედით სამოთხეში თქვენ და მეუღლენი თქვენი, (სადაც) ნეტარ იქნებით! 

71. და გარს ეხვევა მათ სინები და თასები ოქროსი და იქაა,რასაც ისურვებენ სულნი და რითიც დატკბებიან თვალნი. და თქვენ იქ სამუდამოდ დამკვიდრდებით. 

72. აი სამოთხე, რომელიც დაიმკივდრეთ იმის სანაცვლოდ, რასაც აკეთებდით. 

73. თქვენთვისაა მასში საჭმელად მრავალიხილი. 

74. უეჭველად, ცოდვილნი ჯოჯოხეთის ტანჯვაში მარადიულნი იქნებიან. 

75. არასოდეს შემსუბუქდება მათი სასჯელი და ისინი მასში სასოწარკვეთილნი იქნებიან. 

76. და ჩვენ არ მოვპყრობივართ მათ უსამართლოდ, მაგრამ ისინი თავად იყვნენ უსამართლონი. 

77. და გასძახებენ:„ჰეი,მალიქ (ჯოჯოხეთის მცველო)! დაე,შენმაღმერთმააღგვასრულოს!“უპასუხებს:„უეჭველად, თქვენ მარად დარჩებით !“ 

78. ვფიცავ, მოვედით ჭეშმარიტებით ,მაგრამ უმრავლესობას ჭეშმარიტება გძულთ! 

79. ნუთუ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება? უეჭველად, ჩვენ ვართ საბოლოო გადაწყვეტილების მიმღებნი. 

80. ნუთუ ფიქრობენ,რომჩვენ მათი საიდუმლო და მათი ფარულ საუბარიარგვესმის?არა! შუამავალნი ჩვენი მათ წიაღში არიან და იწერენ. 

81. უთხარი: „რომ ჰყოლოდა მოწყალეს ძე, მაშინ მე პირველი ვცემდი თაყვანს.“ 

82. დიდება ცათა და ქვეყნის ღმერთს,ტახტრევნის მეუფეს! შორსაა იგი იმისგან,რასაც სწამებენ. 

83. მაშ, თავი ანებე მათ,ჩაიძირონ ამაოებაში და გაერთონ, ვიდრე არ ეწევათის თავიანთი დღე,რომელიც აღეთქვათ. 

84. და იგია,რომელიც ღვთაებაა ცაში და ღვთაებაა ქვეყანაზე, და იგი ბრძენია,ყოვლისმცოდნეა! 1

85. რაოდენ დიადია იგი, რომელსაც ეკუთვნის მეუფება ცათა და ქვეყნის და რაცაა მათ შორის. მის წიაღშია საათის ცოდნა და თქვენ მასთან მიიქცევით. 

86. და არ ფლობენ ისინი, რომელთაც უხმობენ მის გარდა, შუამადგომლობას, იმის გარდა ვინც დაამოწმებს ჭეშმარიტებას(ე.ი ღმერთი), და მათ იციან 

87. და თუ ჰკითხავ მათ: ვინ გააჩინა ისინი, უთუოდ გიპასუხებენ: „ალლაჰმა.“ მაშ, როგორღა აქცევენ ზურგს ჭეშმარიტებას?! 

88. ვფიცავ, უბნობას თვისა: „ო, ღმერთო ჩემო! უეჭველად, ესენი ურწმუნო ხალხი არიან!“ 

89. მაშ,მოცილდი მათ დათქვი: „მშვიდობა!“მალე შეიტყობენ!

 

1. ღვთაება ნიშნავს თაყვანისცემის ღირსს, ამ აიათში ნაგულისხმებია რომ მხოლოდ ალლაჰია თაყვანისცემის ღირსი ცაშიც, და მიწაზეც. როგორც მან ბრძანა:

და იგია ალლაჰი ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, (ენამ 6:3)