109.ქააფირუნ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 109 „ქააფირუუნ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 უთხარი: ჰეი, ურწმუნოებო! 

2 არ ვცემ თაყვანს იმას, რასაც თქვენ ეთაყვანებით! 

3 და თქვენ არა ხართ ჩემი სათაყვანოს მოთაყვანე. 

4 და არცა მე ვარ მოთაყვანე იმის, რასაც თქვენ ეთაყვანებით, 

5 და არც თქვენ ეთაყვანებით იმას, ვისაც მე ვეთაყვანები! 

6 თქვენი რჯული თქვენ, და ჩემი რჯული მე!