107.მააღუნ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 107  „მაა'უუნ“


მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 


1 დაინახე იგი, ვინც განკითხვის დღეს სიცრუედ რაცხავს? 

2 აი ის, ვინც ობოლს ხელს ჰკრავს, 

3 და არ მოუწოდებს, დააპუროს ღარიბნი. 

4 ვაი, იმ მლოცველებს, 

5 ისინი, რომელნიც უგულისყუროდ ასრულებენ ლოცვას! 

6 ისინი, რომელნიც (ღვთისმსახურებას) სხვის დასანახად აღავლენენ! 

7 და დახმარების ხელის გაწვდენაზე (ზექათსა და მსგავს მოწყალებებზე) უარს ამბობენ!...