105.ფიილ

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 105 „ფიილ“ 

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით 

1 განა არ დაინახე, როგორ მოექცა უფალი შენი სპილოს პატრონებს? 

2 განა არ ჰქმნა მათი განზრახვა ამაოდ? 

3 და მიუსია მათზე ჩიტების ურდოები, 

4 რომელთაც დაუშინეს გამომწვარი თიხის ქვები 

5 და დაამსგავსა (ჰქმნა) ისინი (ბოგანოსგან (ყანის ჭიისაგან)) შეჭმული ყანის დაფლეთილ ფოთოლს!