101.ყარიღა

მთავარ გვერდზე დაბრუნება

სურა 101 "ყარიღა"

მოწყალე და მწყალობელი ალლაჰის სახელით


1. ქვეყნიერების აღსასრულის დრო!


2. რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო?


3. რა გამცნოს შენ, რა არის ქვეყნიერების აღსასრულის დრო?


4. იმ დღეს ადამიანები გაფანტულნი იქნებიან პეპლებივით


5. მთები კი ფერადი აჩეჩილი მატყლივით.


6. და აი ის, ვისი სასწორიც(სიკეთე) დაძლევს.


7. მას ნეტარი ცხოვრება ელის!


8. ხოლო ვისი საქმიანობაც მსუბუქი იქნება.


9. მათი სამყოფელი ქვესკნელია(ჰავიეა)


10. რა გამცნოს რა არის იგი(ჰავიე)?


11. ის გავარვარებული ცეცხლია!