ორმოცი დღის ნალოცი
კითხვა:
არსებობს ჰადისი რომ 'ვინც იტყვის პირველ თაქბირს (ალლაჰუ აქბარ) ფაჯრის (საბაჰნამაზის) დასაწყისში ორმოცი დღის განმავლობაში განთავისუფლდება ურწმუნოებისგან და თვალთმაქცობისგან' სანდო ჰადისია?
პასუხი:
ქება-დიდება ალლაჰს. შუ'აიბ ალ-იმანში ალ-ბაიჰაყის მიერ ეს ჰადისია მოყვანილი სადაც წერია:
'ანას იბნ მალიქი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვინც ილოცავს ფაჯრს და 'იშას (ე.ი იასს) ჯამაათით და არ გამოტოვებს არცერთ რაქაათს, ის ჩაიწერება როგორც ორი რამისგან თავისუფალი: ცეცხლისგან და თვალთმაქცობისგან თავისუფალი.
(შუ'აიბ ალ-იმან 3:62)
ამ ჰადისის შესახებ ნათქვამია 'ილალ ალ-მუთანაჰიაში: ეს ჰადისი საჰიჰი არ არის და გადმომცემთა შორის ბაქრ იბნ აჰმადის და ია'ყუბ იბნ ტაჰიას გარდა არავინაა და ასევე ამ ორის მდგომარეობაც უცნობია.
('ილალ ალ-მუთანაჰიაში 1:432)
ასევე ეს ჰადისი გადმოცემულია იმამ თირმიზის კრებულში:
'ვინც ილოცავს ალლაჰისთვის ორმოცი დღე ჯამაათით, და იტყვის პირველ თაქბირს (ე.ი არ გამოტოვებს რაქაათებს), ის ჩაიწერება როგორც ორი რამისგან თავისუფალი:
ცეცხლისგან და თვალთმაქცობისგან თავისუფალი.
(თირმიზი 241)
ეს ჰადისიც ასევე სუსტად (და'იფ) არის მიჩნეული ადრეული სწავლულების უმრავლესობის მიერ, რომლებმაც თქვეს, რომ ეს არის მურსალი (მურსალი - როცა გადმომცემთა ჯაჭვი არ აღწევს საჰაბეებამდე), მაგრამ ზოგიერთმა, მოგვიანებით მოღვაწე სწავლულებმა ამ ჰადისს ჰასანის (კარგის) ჰუქმი მისცეს
(თალხის ალ-ჰაბირ 2:27)
უეჭველია, ჯამაათით ლოცვა არის დიდი სიკეთე და ვინც ილოცავს, დიდ ჯილდოს მიიღებს თუ ალლაჰი ინებებს. თემის არსია ადამიანმა იცოდეს, რომ ეს ჰადისი არ გამოიყენოს როგორც სანდოდ და მტკიცებულებად, რადგან სწავლულები სუსტ ჰადისებს არ იყენებდნენ მტკიცებულებად.
ალლაჰმა უკეთ იცის