სხვისი ნაკლის ძიება


მუსლიმი ადამიანი აუცილებლად უნდა ფიქრობდეს მხოლოდ სხვის ნაკლზე და მის ცოდვებზე. სხვისი ნაკლის გამოააშკარავება და მისი გავრცელება ეწინააღმდეგება ისლამურ ეთიკას და მოწოდებას. თუ მუსლიმი სხვაში ნაკლს დაინახავს მას კეთილი რჩევით მოუწოდებს და მიუთითებს. იბნ უმარი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალალლაჰუ ალეიჰი ვა სალამ) თქვა:
مَنْ كَفَّ لِسَانَهُ سَتَرَ اللَّهُ عَزَّ وَجَلَّ عَوْرَتَهُ وَمَنْ مَلَكَ غَضَبَهُ وَقَاهُ اللَّهُ عَزَّ وَجَلَّ عَذَابَهُ وَمَنِ اعْتَذَرَ إِلَى اللَّهِ عَزَّ وَجَلَّ قَبِلَ عُذْرَهُ
ვინც შეაკავებს მის ენას, ალლაჰი დაფარავს მის ნაკლოვანებებს. ვინც გააკონტროლებს ბრაზს, ალლაჰი დაიცავს მისი სასჯელისგან. ვინც ბოდიშს მოუხდის ალლაჰს, ალლაჰი მიიღებს მის მობოდიშებას.
(ალ-სამიტ ლი აბი დუნია 21)

ალ ირაყის თანახმად ჰადისი სანდოა.

აბბად ბინ 'აბდულლაჰი გადმოსცემს: 'აიშამ (ალლაჰი იყოს მისგან კმაყოფილი) თქვა:
مَا أَسْرَعَ النَّاسَ إِلَى أَنْ يَعِيبُوا مَا لَا عِلْمَ لَهُمْ بِهِ
რა სწრაფად ადანაშაულებენ ადამიანები სხვებს იმის შესახებ, რის შესახებაც არ იციან.
(საჰიჰ მუსლიმი 973)

წინა ჰადისში ჩვენ წავიკითხეთ რომ ვინც მის ენას შეაკავებს ალლაჰი დაფარავს მის ნაკლოვანებებს. ამ ჰადისში ვკითხულობბთ რომ ხალხი სულსწრაფია დანაშაულის დაბრალებაში. არ არიან საქმის არსში გარკვეულები და ენა უსწრებს მათ გულს და გონებას. მუსლიმი როცა სხვა ვინმეზე რამეს გაიგებს აუცილებლად უნდა გაარკვიოს რა ხდება რეალურად. იქნებ არასწორი ან დამახინჯებული ინფორმაცია მოგიტანა? დაფიქრება არის დიდი წყალობა და ეს განგვასხვავებს სხვა არსებებისგან.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (სალალლაჰუ ალეიჰი ვა სალამ) თქვა:
يُبْصِرُ أَحَدُكُمُ الْقَذَاةَ فِي عَيْنِ أَخِيهِ وَيَنْسَى الْجِذْعَ فِي عَيْنِهِ
ერთი თქვენთაგანი ხედავს მისი ძმის თვალში ლაქას, და ავიწყდება მორი საკუთარ თვალში.
(საჰიჰ იბნ ჰიბბან 5761)

აბუ ჰურაირა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (სალალლაჰუ ალეიჰი ვა სალამ) თქვა:
إِنَّ أَحَبَّكُمْ إِلَيَّ أَحْسَنُكُمْ أَخْلَاقًا الْمُوَطَّئُونَ أَكْنَافًا الَّذِينَ يَأْلَفُونَ وَيُؤْلَفُونَ وَأَبْغَضَكُمْ إِلَى اللَّهِ الْمَشَّاءُونَ بِالنَّمِيمَةِ الْمُفَرِّقُونَ بَيْنَ الْأَحِبَّةِ الْمُلْتَمِسُونَ لِلْبُرَآءِ الْعَنَتَ
ჩემთვის ყველაზე საყვარლები კარგი ზნეობის მქონენი ხართ, ბუნებით რბილნი და მეგობრულები და ვისაც უმეგობრდებიან. ალლაჰისთვის ყველაზე საძულველები ისინი არიან, რომლებიც ჭორებს ავრცელებენ, უთანხმოებას თესავს საყვარელ ადამიანებს შორის და ეძებს ნაკლოვანებებს, რომ დააბრალოს უდანაშაულოს.
(მუ'ჯამ ავ-ავსატ 7693)

საიფი იბნ რაბაჰმა უთხრა თავის შვილს:
يَا بَنِيَّ اعْلَمُو وَأَلأَمَ الأَخْلاقِ الضِّيقُ وَأَسْوَأَ الأَدَبِ كَثْرَةُ الْعِتَابِ შვილო ჩემო! ყველაზე საძულველი თვისება არის სხვისი ნაკლის ძიება.
(ზამ ალ-ბაღი 24)

აბდულლაჰ იბნ სუმაითმა გადმოსცა: აიუბ სახსტიანმა თქვა:
لَا يَنْبُلُ الْمَرْءُ وَلَا تَتِمُّ مُرُوءَتُهُ حَتَّى تَكُونَ فِيهِ خَصْلَتَانِ الْعَفْوُ عَنِ النَّاسِ وَالتَّجَاوُزُ عَنْهُمْ
კაცს არ ექნება კაცობა( და ქალს ქალობა) სანამ არ ექნება ორი თვისება: როცა აპატიებს ხალხს და შეხედავს მის ნაკლოვანებებს.
(ალ-მურუაჰ 106)

აბუ ნუაიმი გადმოსცემს: ფუდეილ იბნ იადმა ალლაჰმა შეიწყალოს იგი თქვა:
الْغِبْطَةُ مِنَ الإِيمَانِ وَالْحَسَدُ مِنَ النِّفَاقِ وَالْمُؤْمِنُ يَغْبِطُ وَلا يَحْسِدُ وَالْمُنَافِقُ يَحْسِدُ وَلا يَغْبِطَ وَالْمُؤْمِنُ يَسْتُرُ وَيَعِظُ وَيَنْصَحُ وَالْفَاجِرُ يَهْتِكُ وَيُعَيِّرُ وَيُفْشِي
აღტაცება რწმენის, ხოლო შურის თვალმაქცობის ნაწილია. მორწმუმე აღტაცებულია სხვებით და არ შურს არავისი. თვალთმაქცს (მუნაფიყს) შურს სხვების და არ არის აღტაცებული სხვებით. მორწმუნე არ იკვლევს სხვის ნაკლს, არამედ იძლევა კარგ რჩევებს. თვალთმაქცი სხვებს არცხვენს, შეურაცხჰყოფს და ღალატობს.
(ჰილიათ ალ-ავლია 11716)

უყბა ბინ ამირი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
مَنْ رَأَى عَوْرَةً فَسَتَرَهَا كَانَ كَمَنْ أَحْيَا مَوْءُودَةً
ვინც ხედავს (სხვის) ნაკლს (შეცდომას) და მალავს, ის ჰგავს მას, ვინც ცოცხლად დამარხულ გოგონას აცოცხლებს.
(აბუ დავუდ 4891)

იფიქრე საკუთარ ნაკლზე და არ ახსენო სხვისი ნაკლი რამეთუ ეს შეცდომაა.

მუჰამმად იბნ სირინმა (ალლაჰმა შეიწყალოს იგი) თქვა:
ვინც ხშირად ახსენებს სხვის შეცდომებს, სინამდვილეში მას უფრო მეტი შეცდომა აქვს.
(ალ-მუჯალას ვა ჯავაჰირ ალ 'ილმ 6:86)

ალლაჰმა უკეთ იცის