მეზობლებთან კარგი ურთიერთობა


უზენაესი ალლაჰი ბრძანებს:

თაყვანი ეცით ალლაჰს და არავინ დაუდგინოთ მას თანაზიარად. და კარგად მოეპყარით მშობლებს, ახლობლებს, ობლებს, ღატაკებს, მეზობლებს, ნათესავებსა და უცხოებს, თანამოძმეებს, მოგზაურებს და მათ, რომელნიც თქვენმა მარჯვენამ მოიპოვა. ჭეშმარიტად, ალლაჰს არ უყვარს, ვინც არიან ქედმაღალნი, მედიდურნი.
(სურა ნისა 4:36)

ალ-ყურტუბიმ გაუკეთა ამ აიათს კომენტარი და თქვა: მე ვამბობ ამ აიათზე დაყრდნობით, რომ მეზობლის მიმართ კარგი მოპყრობა მუსთაჰაბია, მეზობელი გინდ იყოს მუსლიმანი ან ურწმუნო, და ეს არის ყველაზე სწორი საქმე. კეთილი მოპყრობა შეიძლება იყოს დახმარება ან შეიძლება იყოს გულისხმიერება, ზიანისგან თავის შეკავება და მათდამი მხარდაჭერა.
(თაფსირ ალ-ყურტუბი 4:36)

მუსლიმანს თავისი მეზობლისთვის ის უნდა სურდეს, რაც თავისთვის სურს, რაც არის ზრუნვა მეზობელზე. ანას იბნ მალიქი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: لَا يُؤْمِنُ أَحَدُكُمْ حَتَّى يُحِبَّ لِأَخِيهِ أَوْ قَالَ لِجَارِهِ مَا يُحِبُّ لِنَفْسِهِ
ვერცერთი თქვენგანი ვერ ირწმუნებს მანამ, სანამ იგივეს არ უსურვებს მეზობელს რაც თავისთვის სურს.
(მუსლიმი 45)

სწავლულებმა თქვეს, რომ ეს ეხება ყველა ადამიანს. არამუსლიმანი მეზობელი ვერ იქნება შენი ძმა რელიგიაში, მაგრამ ყველა ადამიანი ხომ ადამის შვილია. ამის შესახებ იმამ ნავავიმ თქვა: ან-ნავავი წერდა: الأولى أن يحمل ذلك على عموم الأخوة حتى يشمل الكافر والمسلم
ეს უნდა იქნას განმარტებული როგორც ზოგადი ძმობა, რომელშიც არის ურწმუნოც და მუსლიმანიც.
(შარჰ ადაბ ა-არბა'ინ 13)

მუსლიმანმა თავის მეზობელს კარგად უნდა მოექცეს, ისე, თითქოს ის მისი დიდი ოჯახის წევრი იყოს, თუნდაც მეზობელი არ იყოს მუსლიმანი. აიშა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: مَا زَالَ جِبْرِيلُ يُوصِينِي بِالْجَارِ حَتَّى ظَنَنْتُ أَنَّهُ لَيُوَرِّثَنَّهُ
ჯიბრილი ისე ხშირად მახსენებდა მეზობლების მიმართ კეთილ მოპყრობას, რომ ვიფიქრე, მათ ჩემს მემკვიდრეებად გამოაცხადებდა.
(მუსლიმი 2624)

მუჯაჰიდი გადმოსცემს: ჩვენ აბდულლაჰ იბნ ამრთან ერთად ვიყავით და მისი მსახური ცხვარს წვავდა. აბდულლაჰმა თქვა: ახალგაზრდავ, როცა დაასრულებ, დაიწყე (ხორცის) გაცემა ჩვენი იუდეველი მეზობლით. კაცმა თქვა: იუდეველით? ალლაჰმა გამოგასწოროს. აბდულლაჰმა თქვა: إِنِّي سَمِعْتُ النَّبِيَّ صلى الله عليه وسلم يُوصِي بِالْجَارِ حَتَّى خَشِينَا أَوْ رُئِينَا أَنَّهُ سَيُوَرِّثُهُ
გავიგონე შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ისე ხშირად გვეუბნებოდა კარგად მოვპყრობოდით მეზობლებს, რომ გვეგონა მათ ჩვენს მემკვიდრეებად გამოაცხადებდა.
(ადაბ ალ-მუფრად 105)

მუსლიმანმა ზიანი არ უნდა მიაყენოს მეზობელს არცერთი გზით. მას, ვინც მეზობელს ცუდად ექცევა სრული რწმენა არ აქვს. და ის, ვინც მეზობელს ზიანს აყენებს სამოთხეში ვერ შევა.

აბუ შურაიჰი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ვფიცავარ ალლაჰს არ ურწმუნია, ვფიცავარ ალლაჰს არ ურწმუნია, ვფიცავარ ალლაჰს არ ურწმუნია! მას უთხრეს: ვის ალლაჰის შუამავალო? შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა მათ: მას, ვისგანაც მისი მეზობელი დაცული არ არის მისი ბოროტებისგან.
(ბუხარი 5670)

სხვა გადმოცემაში ნათქვამია, რომ შუამავალმა თქვა:
სამოთხეში ვერ შევა ის, ვისი მეზობელიც მისი ბოროტებისგან დაცული არ არის.
(მუსლიმი 46)

ეს ნიშნავს, რომ კეთილმეზობლობა ჭეშმარიტი რწმენის დამახასიათებელი და ხსნის საშუალებაა. ვინც მეზობელს ცუდად ექცევა სამოთხეში ვერ შევა.

აბუ ჰურაირა გადმოსცემს:
ერთმა კაცმა თქვა: ალლაჰის შუამავალო, ერთი ქალი ლოცულობს, მარხულობს, ხშირად გასცემს მოწყალებას, მაგრამ მისი ენით ზიანს აყენებს მეზობელს.

ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: ِ
ის ცეცხლში იქნება. კაცმა შემდეგ თქვა:ალლაჰის შუამავალო, სხვა ქალიცაა რომელიც ლოცულობს, მარხულობს და ცოტა მოწყალებას გასცემს, მან მეზობელს ყველა მისცა და არ აყენებს ზიანს მეზობელს მისი ენით შუმავალმა თქვა: ის იქნება სამოთხეში.
(ადაბ ალ-მუფრად 117)

გარდა ამისა, მუსლიმანი უნდა დაეხმაროს მეზობელს ყოველდღიურ ცხოვრებაში. შუამავალმა უარყო ისინი, ვინც მეზობლებს მშიერს ტოვებს, როცა თვითონ მაძღარია.

იბნ აბბასი გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
მორწმუნე არ არის ის, ვინც ძღება მაშინ, როცა მის გვერდით მეზობელი მშიერი ჰყავს.
(სუნან ალ-ქუბრა 10049) მუსლიმანმა უნდა იცოდეს, რომ ალლაჰის საუკეთესო მეზობელი ის არის, ვინც საუკეთესოა თავისი მეზობლის მიმართ.

აბდულლაჰ იბნ ამრი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
ალლაჰის ყველაზე კარგი მეგობარი ის არის, ვინც საუკეთესოა თავისი მეგობრისთვის, და ალლაჰის საუკეთესო მეზობელი ის არის, ვინც საუკეთესოა თავისი მეზობლისთვის.

(თირმიზი 1944)

ალლაჰმა უკეთ იცის