ნასკზე მესჰის გაკეთება


ალ მუღირა გადმოსცემს: შუამავალმა(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აიღო ვუდუ(აბდესი) და სველი ხელი გადაუსვა მის ნასკებს და ფეხსაცმელს.
(თირმიზი 1:99)

ბილალი გადმოსცემს: შუამვალმა მოუსვა სველი ხელი მესს და ხიმარს(საფარველს).
(თირმიზი 1:101)

ჯა'ფარ იბნ ამრი გადმოსცემს, მამაჩემმა თქვა: დავინახე შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სველი ხელი მოუსვა მის ჩალმას (ეი.რაც ეფარა) და მესჰებს.
(ბუხარი 205)

ჰუზაიფა გადმოსცემს: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) აიღო აბდესი(ვუდუ) და მოუსვა სველი ხელი ტყავის ნასკებზე.(ე.ი მესჰი გააკეთა).
(იბნ მაჯა 1:544)

იბნ ალ-მუნზირმა თქვა: სველი ხელის ნასკზე მოსმის (ე.ი მესჰი) ნებადართულობა გადმოცემულია ალლაჰის შუამავლის ცხრა საჰაბისგან: ალი იბნ აბი ტალიბი, ამმარ ბინ იასარი, აბუ მას'უდი, ანას იბნ მალიქი, იბნ უმარი, უმარ ალ-ბარა იბნ 'ააზიბი, ბილალი, აბუ უმამა და საჰლ იბნ სა'დი.
(ალ ავსატ 1:462)

იბნ ყუდამამ თქვა: საჰაბეები აკეთებდნენ მესჰს ნასკებზე, და არავინ იყო ისეთი, ვინც არ ეთანხმებოდა ამას მათ დროში, რადგან ეს იყო იჯმა(სწავლულების ერთსულოვანი გააწყვეტილება).
(ალ-მუღნი 1:215)