რა არის სინამდვილეში მადლიერება?
გადმოცემულია, რომ ჰასან ალ-ბასრიმ თქვა: ჩემამდე მოაღწია ცოდნამ, რომ როცა უზენაესი ალლაჰი ლოცავს ხალხს და აძლევს მათ სიკეთეს, მათგან მადლიერებას ითხოვს. თუ მადლიერნი იქნებიან, მათ უფრო მეტს მისცემს. თუკი ისინი მადლიერნი არ იქნებიან, მის ყველა წყალობას სასჯელის სახით დაუბრუნებს.
(ალ-ბაიჰაყი შუ'აბ ალ-იამნ 4536)
სინამდვილეში რა არის მადლიერება ალლაჰის მიმართ?
وَلَقَدْ ءَاتَيْنَا لُقْمَـٰنَ ٱلْحِكْمَةَ أَنِ ٱشْكُرْ لِلَّهِ ۚ وَمَن يَشْكُرْ فَإِنَّمَا يَشْكُرُ لِنَفْسِهِۦ ۖ وَمَن كَفَرَ فَإِنَّ ٱللَّهَ غَنِىٌّ حَمِيدٌۭ
და ვფიცავ, ჩვენ მივეცით ლუყმანს სიბრძნე: რომ ალლაჰისთვის მადლობა აღევლინა! და ვინც მადლიერებას აღავლენს, მხოლოდ თავის სასიკეთოდ აკეთებს. იმიტომ, რომ ალლაჰი აიათის გაგრძელებაში ამბობს: და ვინც უმადური იქნება, იცოდეს, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარი, ყოვლადქებულია!
(სურა ლუყმან 31:12)
ადამიანებს ალლაჰი ასობით წყალობას აძლევს და ასევე მიუცია მისთვის ერთი ზარალი და წუწუნებს და ამას ხალხში ლაპარაკობს რომ ასე და ასე ზარალი მიაგდა არადა იმ ას წყალობაზე ერთი ალჰამდულილლაჰ არ უთქვამს. ას წყალობას ვერ ხედავს და ერთ ზარალს ისე ხედავს რომ შემხვედრ ახლობლებს უყვება. ამვარად ერთი ზარალი მის თვალში უფრო დიდად ჩანს ვიდრე ასი წყალობა და ამგვარად ის უმადურობას ავლენს ალლაჰის მიმართ. ვინც ასე იზამს იცოდეს რომ: ვინც უმადური იქნება, იცოდეს, რომ ალლაჰი ყოვლადმდიდარი, ყოვლადქებულია! ეს ლუყმანის შესახებ ნათქვამია ყურანში, რომელზეც ინფორმაცია მოგვცა ალლაჰმა გაკვეთილად და შესაგონად, რომ მადლიერები ვიყოთ წყალობებისა რომელიც ალლაჰმა გვიბოძა. ალლაჰმა ლუყმანს მისცა სიბრძნე, რომ ყოფილიყო მადლიერი. უმადურ ადამიანს ალლაჰის წინაშე ფასი არ აქვს. რახან ალლაჰმა ყურანში გვამცნო ვინმეზე დადებითად, ესეიგი ის ადამიანი ალლაჰის წინაშე პადივდებულია და ამ ძვირფასი ადამიანების ერთ-ერთი თვისება მადლიერება იყო ალლაჰის მიმართ. ასე რომ ვიცით რომ ლუყმან ალეიჰი სალამი მადლიერი იყო მაგრამ როგორ აღავლინა მან მადლიერება? შეკითხვაც სწორედ ეს არის. განა იჯდა და ამბობდა უბრალოდ "ალჰამდულილლაჰ" რომ ალლაჰმა ჩვენ სიბრძნე მოგვცა, ალჰამდულილლა ალლაჰმა ჩვენ შვილი მოგვცა, ალჰამდულილლაჰ ალლაჰმა ეს მოგვცა ის მოგვცა? არა, ლუყმანმა წყალობებისთვის მადლიერება საქმეებით აღავლინა. ალლაჰის მიერ მასზე მიცემული წყალობა სხვებს გადასცა. იცოდეთ, რომ ალლაჰის მიმართ მადლიერების გამოხატვით მხოლოდ ენა არ მოძრაობს, ალლაჰის მიმართ მადლიერება ორგანოებით ვლინდება. ვისაც ალლაჰის მიმართ მადლიერების გამოხატვა უნდა ალლაჰის წინაშე ბევრ სეჯდეს შეასრულებს. ვისაც უნდა ალლაჰის წყალობას მადლიერებით უპასუხოს მაშინ ალლაჰის წყალობა ალლაჰის გზაზე დახარჯოს. და ვისაც უნდა მადლიერების გამოხატვა ბევრ კეთილ საქმეს გააკეთებს. ალლაჰს ჩვენგან ასეთი მადლიერება უნდა. მხოლოდ ენით წარმოთქმული მადლიერება საკმარისი არ არის. ალლაჰი ერთ-ერთ აიათში ბრძანებს:
فَٱذْكُرُونِىٓ أَذْكُرْكُمْ وَٱشْكُرُوا۟ لِى وَلَا تَكْفُرُونِ
გამიხსენეთ და გაგიხსენებთ, იყავით ჩემდამი მადლიერნი და არ იყოთ უმადურნი!
(სურა ბაყარა 2:152)
რას გვეუბნება ეს აიათი? თუ ყურანი კარგად არ ვიცით ამ აიათის წაკითხვით მხოლოდ იმას გავიგებთ, რომ თითქოს ეს აიათი გვასწავლის უბრალოდ მადლობის თქმას ალლაჰისთვის და ამით მორჩა. მაგრამ არა, ყურანში არის სხვა აიათებიც, რომლებიც გვასწავლის სინადვილეში რა არის მადლიერების გამოხატვა ალლაჰის წინაშე.
შუამავალ მუჰამმადს(ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) როცა ალლაჰმა შეახსენა წყალობები მას უთხრა:
إِنَّآ أَعْطَيْنَـٰكَ ٱلْكَوْثَرَ
'ჭეშმარიტად, შენ გიბოძეთ ქავსარი (მდინარე სამოთხეში).'
ხოლო რა უნდა ამ წყალობისთვის ალლაჰს მისგან? საქმე უნდა, ესეიგი ამელი უნდა რაც მომდევო აიათში თქვა:
فَصَلِّ لِرَبِّكَ وَٱنْحَرْ
ილოცე შენი ღმერთისათვის და მას შესწირე (შესაწირი).
(სურა ქავსარ 108:1-2)
ანუ ღმერთო შენ მე ქავსარი მომეცი მე შენ მადლობას გეტყვიო არა, მადლიერება გინდა, მაშინ ყურბანი უნდა დაკლა, მადლიერება გინდა, მაშინ ნამაზი უნდა ილოცო. ალლაჰმა შუამავალს ასევე შეახსენა წყალობები რომელიც მას უბოძა:
أَلَمْ نَشْرَحْ لَكَ صَدْرَكَ
განა ჩვენ არ გადავხსენით შენი გულმკერდი.
(ინშირაჰ 94:1)
ამ სურაში სხვადასხვა წყალობებიც არის ჩამოთვლილი რომელიც ალლაჰმა მისცა შუამავალს და ამ სურის ბოლოში
ალლაჰი ამბობს:
فَإِذَا فَرَغْتَ فَٱنصَبْ
და როცა მოიცლი(მიწიერი საქმეებს მორჩები), გაისარჯე (ეთაყვანე ალლაჰს)
وَإِلَىٰ رَبِّكَ فَٱرْغَب
და შენი ღმერთისაკენ გაესწრაფე.
(ინშირაჰ 94:7-8)
ალლაჰმა მარიამი გამოარჩია, ანგელოზებმა მას უთხრეს:
وَإِذْ قَالَتِ ٱلْمَلَـٰٓئِكَةُ يَـٰمَرْيَمُ إِنَّ ٱللَّهَ ٱصْطَفَىٰكِ وَطَهَّرَكِ وَٱصْطَفَىٰكِ عَلَىٰ نِسَآءِ ٱلْعَـٰلَمِينَ
და როცა ანგელოზებმა უთხრეს: მარიამ! ჭეშმარიტად, ალლაჰმა შენ გამოგარჩია, განგწმინდა და გამოგარჩია სამყაროთა ქალებში. يَـٰمَرْيَمُ ٱقْنُتِى لِرَبِّكِ وَٱسْجُدِى وَٱرْكَعِى مَعَ ٱلرَّٰكِعِينَ
მარიამ! მოკრძალებით დადექი შენი ღმერთის წინაშე, სეჯდე აღასრულე და წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხრის.
(სურა მარიამ 19:42-43)
მარიამს ალლაჰმა წყალობები უბოძა და ამის შემდეგ მას უთხრა: წელში მოიხარე იმათთან ერთად, ვინც წელს იხრის. დავუდ შუამავალს წყალობა მისცა ალლაჰმა და უთხრა მას: იშრომე დავუდის ოჯახო მადლიერებით, და ცოტანი არიან ჩემს მსახურთაგან მადლიერნი.
(სურა სებე 34:13)
ალ მუღირა გადმოსცემს, შუამავალი იდგა (ლოცვაზე) ან ლოცულობდა იქამდე ვიდრე ფეხები არ დაუსივდებოდა. მას ჰკითხეს რატომ (ასრულებდა ამდენს), მან თქვა, არ უნდა ვიყო მადლიერი მსახური?
(ბუხარი ქითაბ ალ-თაჰაჯუდ 19:1130)
შუამავალს ალლაჰმა ცოდვები აპატია, და ის მადლიერების ნიშნად ლოცულობდა ესეიგი ის საქმეს აკეთებდა მადლიერების გამოსახატად და არა უბრალოდ სიტყვებს. ამიტომ ძმებო ალლაჰის მიმართ მადლიერებაა ჩვენი ამელი, ჩვენი საქმე. რამდენადაც რელიგიურად საქმიანები ვიქნებით იმდენად მადლიერები ვიქნებით ალლაჰის წინაშე. და ეს ჩვენთვის არის უკეთესი ამ ქვეყნადაც და იმ ქვეყნადაც.