ყურანის კითხვა ჯუნუბობის დროს
კითხვა: შეიძლება სურა ფათიჰას კითხვა ნებისმიერ დროს? პასუხი: დიდება ალლაჰს! ნებადართულია ყურანის კითხვა ნებისმიერ დროს და სიტუაციაში, ჯუნუბი მდგომარეობის გარდა. ჯუნუბობის მდგომარეობაში ყურანის კითხვა ჰარამია, იმიტომ, რომ ჰადისში ალი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გვიკითხავდა ყურანს ნებისმიერ სიტუაციაში თუ არ იყო ჯუნუბ მდგომარეობაში
(თირმიზი ალ-ტაჰარა 136. ჰადისი ჰასან საჰიჰია)
ეს არის ასევე სწავლულების, ალლაჰის შუამავლის საჰაბეების და ტაბი’ინების შეხედულება. მათ თქვეს, რომ: ადამიანს შეუძლია ყურანის კითხვა ვუდუს(აბდესის) გარეშე მაგრამ მას არ შეუძლია წაიკითხოს ის მუსჰაფიდან ვიდრე სუფთა არ იქნება (ე.ი აბდესი) ეს არის სუფიან ას-საურის, აჰმადის და ისჰაყის შეხედულება.
(იხილეთ სუნან ათ-თირმიზი ჰადისის ნომერი 22)
ზემოთ მოყვანილიდან ცხადი ხდება, რომ აბდესის გარეშე ყურანის ზეპირად კითხვა დასაშვებია ყურანზე შეხედების გარეშე. ყურანს მაშინ უნდა შეეხო როცა განბანილი ხარ. შეიხულ ისლამ იბნი თაიმიამ თქვა: (აჰლი სუნნას) იმამებმა თქვეს, რომ ჰარამია ჯუნუბობის დროს ყურანის კითხვა: არ არის დასაშვები წაიკითხო ყურანი მაშინ, როცა ჯუნუბი ხარ, იმიტომ, რომ ალლაჰის სიტყვა რომელიც არის ყველაზე პატივსაცემი და კეთილშობილი, უნდა მოვაშოროთ ის უსუფთაო ადგილებს და იმ ადგილებს, სადაც ჰარამი დევს, რამაც შეიძლება შეურაცხყოფა მიაყენოს მას და გამოავლინოს უპატივცემულობა მისი სიწმინდის მიმართ. უფრო მეტიც, ადამიანი, რომელიც ჯუნუბობის სიტუაციაში იმყოფება, შეუძლია მოიშოროს უწმინდურობა, როდესაც მოისურვებს, მაგრამ არ არის მისთვის ნებადართული ყურანის კითხვა. მაგრამ თუ უწმინდურობის (ე.ი ჯუნუბი) მდგომარეობაში ხარ ამ შემთხვევაში დასაშვებია მისი კითხვა მუსჰაფზე (ყურანზე) შეხების გარეშე.
(თავჰიდ ალ-ნისა 1:309)
იბნ უმარი გადმოსცემს, რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: მენსტრუაციის პერიოდში მყოფი ქალი და ის, ვინც ჯუნუბია, ნუ წაიკითხავს ყურანიდან ნურაფერს.
(იბნ მაჯა 595, ალ-დარაყურნი 1:117; ბაიჰაყი 1:89) ალლაჰის სიტყვები:
ჭეშმარიტად, იგი კურთხეული ყურანია. დაცულ წიგნში. ვერ მიეკარება მას, თუ არა განწმენდილნი.(ვაყიღა 56:77-79)
იბნ ჰაზმმა თავის წერილში დაწერა, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უთხრა იემენელ ხალხს: „არ შეეხოთ ყურანს ვიდრე არ განიწმინდებით“ იბნ აბდ ალ-ბარმა თქვა: ეს სიტყვები ცნობილია შუამავლის ბიოგრაფიის (სირას) მცოდნე სწავლულებისთვის და ეს სწავლულებში იმდენად ცნობილია, რომ არც სჭირდება ამას ისნადი. (მალი1 1:199, იბნ ჰიბბან 793) (ეს გადმოცემა საჰიჰია.
იხ: ტალხის ალ-ჰაბირ 4:17, ნასბ ალ-რაია 1:196; ირვა ალ-ღალილ 1:158)