რა არის ჯამაათი?
ტერმინი ჯამაათი ნიშნავს საზოგადოებას, ჯგუფს, შეკრებას. ყველას გვსმენია ჯუმა ნამაზი, ესეიგი პარასკევის ლოცვა. ჯუმას და ჯამაათს ერთი სიტყვის ძირი აქვს და ნიშნავს შეკრებას. შარიათული მნიშვფნელობით ჯამაათი მუსლიმანთა საზოგადოება, ჭეშმარიტი გზა, რომელიც დაგვიტოვა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას), საჰაბეები, სწავლულები და ა.შ. ამ თემაში მოყვანილი არგუმენტები საკმარისი არ არის იმის აღსაწერად თუ რა არის ჯამაათი. ჯამაათის შესახებ ბევრი გადმოცემები არის.
ჰუზაიფა ალ იამანი გადმოსცემს:
ჩვეულებისამებრ ადამიანები ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ეკითხებოდნენ სიკეთის მომასწავებელ სასიხარულო ამბების შესახებ, მე კი მეშინოდა სიავე არ მწვეოდა და საპირისპიროდ ვიქცეოდი. ერთხელაც მე მას ვკითხე: ალლაჰის შუამავალო! განვლილ პერიოდში ჩვენ ვიმყოფებოდით გაუნათლებლობაში და სიბნელეში, თუმცა ალლაჰის წყალობით ჩვენამდე მოვიდა სიკეთე, საინტერესოა, ამ სიკეთის შემდგომ გვეწვევა თუ არა ბოროტება? — მან თქვა «დიახ!» მაშინ მე კვლავ ვკითხე: მოყვება თუ არა ამ ბოროტებას, კვლავ სიკეთე? მან კი თქვა: »მოყვება, თუმცა მასში შერეული იქნება ბოროტებაც». რაში გამოიხატება ყოველივე ეს? მან მითხრა: «გამოჩნდება ხალხი, რომლებიც არ გაითვალისწინებენ ჩემს სუნნას, ისინი იხელმძღვანელებენ სხვა წყაროებიდან და არ იმოქმედებენ ისე, როგორც ამას მე ვაკეთებ, მათგან რაღაც ნაწილს თქვენ გაიზიარებთ, ხოლო რაღაც ნაწილის მათი ქმედებისა თქვენ უარყოფთ და განერიდებით.» მე კვლავ ვიკითხე: იქნება თუ არა ამ სიკეთის შემდგომ კიდევ რაიმე სხვა ბოროტება? მან მიპასუხა, რომ იქნება და ესენი იქნებიან ხალხი მქადაგებელნი, რომლებიც ადამიანებს მოუწოდებენ ჯოჯოხეთის კარიბჭისაკენ, ისინი ვინც უპასუხებენ მათ, მათ მიერვე იქნებიან შეყვანილნი ჯოჯოხეთში.» მე კვლავ ვკითხე: ალლაჰის შუამავალო აგვიღწერე ისინი! მან მიპასუხა: «კეთილი! გეტყვი, რომ ისინი იქნებიან ჩვენი რიგებიდან და ილაპარაკებენ ჩვენსავე ენაზე.» ალლაჰის შუამავალო! მითხარი, როგორ მოვიქცე, თუკი ვიცოცხლებ იმ დრომდე, რომელიც შენ აგვიღწერე? მან თქვა: «არ დაშორდე მუსლიმთა ჯამაათს და მათ მმართველებს, და მე ვიკითხე: რომ არ დარჩეს ადამიანებს შორის არც მუსლიმური ჯგუფები და არც მმართველები? მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: » მაშინ მოერიდე ყველა სექტას, თუნდაც, რომ ამისათვის ხეთა ძირებზე კბილებით ჩაჭიდება მოგიხდეს და ასე დაელოდე სიკვდილს!»
(ბუხარი 3606, მუსლიმ 1847; იბნი მაჯა 3979.)
განმარტება:
შემოკლებული თარგმანი იბნი ჰაჯარ ალ-ასყალანიმ სათაურში, „როგორ უნდა მოიქცეს მუსლიმი ჯამაათის არ არსებობისას“ იგულისხმება შემდეგი:
როგორ უნდა მოიქცნენ მუსლიმები, კონკრეტული ხალიფას ირგვლივ გაერთიამებამდე? ჰადისში ხსენებული
„ისინი იქნებიან ჩვენი რიგებიდან და ილაპარაკებენ ჩვენსავე ენაზე.“ სიტყვების შესახებ ყაბისიმ თქვა:
„ისინი გარეგნულად ჩვენი რჯულის მიმდევრები იქნებიან მაგრამ შინაგანად განსხვავებულნი არიან. კანი არის გარეგანი ზედაპირი, რაც ფარავს შინაგან სხეულს.“ აბუ’ლ-ასვადის გადმოცემის თანახმად, ისინი გარეგნულად ადამიანებს გვანან, თუმცა სატანის გულები აქვთ. ყადი იადმა თქვა:
ჰადისში ხსენებულ პირველ უბედურებაში იგულისხმება ხალიფა 'უსმანის მკვლელობით დაწყებული ფითნეები. მის შემდეგ მომავალ სიკეთეში კი ხალიფა 'უმარ ბინ აბდულ'აზიზის ხალიფობის პერიოდი იგულისხმება. კარგი და ცუდი საქმეების ერთდროულად არსებობის პერიოდი ხალიფა 'უმარ ბინ აბდულაზიზის ხალიფობის შემდგომი პერიოდია. მათ შორის არიან ხალხი ვინც სუნნეთსა და სამართალს არ ღალატობენ და ასევე არიან ბიდათებისკენ მომწოდებელნი და უსამართლონი.
იბნი ჰაჯარ ალ-ასყალანი:
ჩვენც შემდეგს დავამატებთ: როგორც ჩანს ჰადისში ხსენებული პირველი უბედურებები რომელზეც, შუამავლმა მიუთითა ესაა პირველი ფითნეები. სიკეთეში კი ხალხის ალი ბინ აბუ ტალიბისა და მუავია ბინ აბუ სუფიანის ირგვლივ შეკრებაა. ბოროტებაში“ იგულისხმება ერაყში ზიადის მსგავსი ზოგიერთი ამირები და ხარიჯიტების მსგავსთა მათ წინააღმდეგ აჯანყება. ხოლო „ჯოჯოხეთის კარიბჭისლენ მომწოდებლებ“-ში ხარიჯიტები და სხვა მსგავსები იგულისხმებიან, რომლებსაც მმართველობაზე ჰქონდათ პრეტენზია.
ბაიდავიმ თქვა: ჰადისის მნიშვნელობა არის შემდეგი: თუ დედამიწაზე ხალიფა არ არსებობს, მაშინ შენი ვალი განმარტოვებაა, მოთმინება და დროის სირთულეების ატანა. „ხის ფესვებზე კბილებით ჩაჭიდება“ სირთულეების ატანას გულისხმობს.
იბნი ჯარირ ატ-ტაბარიმ თქვა:
ამ ბრძანებისა და ჯამაათის შესახებ იხტილაფია. ზოგიერთებმა თქვეს:
ეს ბრძანება ვალდებულებას გვაუწყებს, ხოლო ჯამაათი მუსლიმთა უმრავლესობაა. ტაბარიმ ამის დასტურად მოიყვანა აბუ მას’უდის სიტყვები, რომელსაც ხალიფა 'უსმანის მკვლელობასთან დაკავშირებით ერთ-ერთმა კითხვით მიმართა და ასე დაარიგა:
შენი ვალია ჯამა'ათთან (მუსლიმთა უმრავლესობასთან) ერთად ყოფნა, რადგანაც ალლაჰი არ დაუშვებს, რომ მუჰამმედის უმმეთი გზააბნევაზე გაერთიანდეს. ზოგიერთებმა თქვეს: ჯამაათი მხოლოდ საჰაბეები არიან და სხვა არავინ მათ შემდგომ მყოფთაგან. ზოგიერთებმა თქვეს: ჯამაათი სწავლულებია, რადგანაც ალლაჰმა ისინი ხალხისთვის სარწმუნოების მასწავლებლებად დაადგინა, ამიტომ ხალხი რელიგიურ საკითხებში მათ უნდა მიჰყვეს. ტაბარიმ თქვა:
ყველაზე სწორი შეხედულების თანახმად ეს ჰადისი გვატყობინებს, რომ იმ ჯამა'ათთან ერთად ყოფნაა სავალდებულო, ვინც ერთიანად თანხმდებიან თავიანთი მმართველის მორჩილებაზე. ვინც ასეთი მმართველის მიმართ დაარღვა მორჩილება, ის განუდგა ჯამაათს (მუსლიმთა საზოგადოებას). როგორც ჰადისიდან ვიგებთ, როდესაც ხალხს არ ჰყავთ იმამი და სხვადასხვა ჯგუფებადაა დაყოფილი, მაშინ ადამიანი არცერთ ჯგუფს არ შეუერთდება.
(იბნი ჰაჯარ ალ-ასყალანი, ფათჰუ’ლ-ბარიი შარჰი საჰიჰ ალ-ბუხარი, ტ. 13, გვ. 35-37.)
რა იგულისხმება ჰადისებში მოწოდებულ ჯამაათში?
სხვადასხვა ჰადისები უმმეთის 73 ჯგუფად დაყოფასთან დაკავშირებულ ჰადისში ხსენებული „ალ-ფირყათუ’ნ-ნაჯია“-ს (გადარჩენილი ჯგუფი) განმარტავს, რომ ეს არის ჯამა'ათი. აღნიშნული ჰადისის განსხვავებულ ვერსიაში ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) სიტყვა „ჯამა'ათს“ განმარტავს და ამბობს, რომ „ეს არის გზა, რომელზეც ახლა მე და ჩემი საჰაბეები ვდგავართ.“ ამ ყველაფრის მიუხედავად ტერმინი ჯამაათი მაინც საჭიროებს ფართო განმარტებას.
ჯამაათთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი ჰადისია გადმოცემული და მათ შორის ერთ-ერთი ეს ჰადისია, რომლის განმარტებასაც ახლა ვცდილობთ. გარდა ამისა შემდეგი ჰადისებიც ჯამაათის თემას ეხება:
იბნი აბბასი ალლაჰის შუამავალისგან (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) გადმოგვცემს:
„ვინც თავის მმართველში რაიმე მოუწონარს შეამჩნევს, მან მოითმინოს იგი, რადგანაც ვინც ერთი მტკაველით გადასცდეს ჯამაათს და ისე მოკვდეს, ის მოკვდება, როგორც უმეცარი.“
(მუსლიმ 1849)
თირმიზი და ტაბარი იბნი 'უმარისგან საჰიჰი ფორმით გადმოგვცემენ, რომ იბნი უმარმა თქვა: უმარი ავიდა ხუთბაზე ალ ჯაბიაში (შამის მხარეში) და მან თქვა:
ჰეი ადამიანებო! მე ვდგავარ თქვენს შორის ისე, როგორც ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) იდგა ჩვენს შორის და მან თქვა:
მე თქვენ ჩემი საჰაბეების მიმდევრობას გირჩევთ, შემდეგ იმათ ვინც იქნება მათი მომდევნო თაობა, შემდეგ იმათ ვინც იქნება მათი მომდევნო თაობა. (ამის) შემდეგ ტყუილი გავრცელდება. ადამიანი ფიცს მიიღებს მაშინ, როცა ფიცი მისგან არ უთხოვიათ. და მოწმის ჩვენებას, როცა მოწმის ჩვენება არ უთხოვიათ. კაცი არ დარჩეს ქალთან მარტო, რადგან მესამე შაიტანია. დაიცავით ჯამა'ათი გაყოფისგან. ჭეშმარიტად, შაიტანი ერთთანაა, და კიდევ უფრო შორს ორისგან. ვისაც უნდა საუკეთესო ადგილი სამოთხეში, მაშინ მან, ჯამა'ათს მოეჭიდოს. ვინც გახარებულია თავისი კარგი საქმეებით, და დამწუხრებულია თავისი ცუდი საქმეებით, ის არის მორწმუნე თქვენს შორის.
(თირმიზი 2165)
თირმიზი იბნი აბბასისგან გადმოგვცემს ღარიბ ჰადისს (უცნაური), სადაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„ალლაჰის ხელი ჯამა'ათთან ერთადაა.“
(თირმიზი 2166)
ამის მსგავსი იბნი უმარისგანაცაა გადმოცემული, სადაც ამბობს რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„უეჭველად, ჩემი უმმეთი - ან ასე თქვა: მუჰამმედის უმმეთი - არ გაერთიანდება გზააბნევაზე. ალლაჰის ხელი ჯამაათთან ერთადაა, ვინც (ამ გზიდან) გადავა, ის გადავა ჯოჯოხეთის ცეცხლში.“
(თირმიზი 2167)
ასევე აბუ დავუდიც გადმოგვცემს აბუ ზარრისგან, სადაც ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა:
„ვინც განუდგა ჯამაათს თუნდაც ერთი მტკაველით, მან ისლამთან გაწყვიტა კავშირი.“
(აბუ დავუდ 4758)
‘არფაჯა გადმოგვცემს: გავიგონე ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ამბობდა:
„მომავალში ჩემს უმმეთში სხვადასხვა ფითნეები იქნება. ვისაც ერთად მყოფი მუსლიმების დანაწევრება სურს, ვინც არუნდა იყოს ხმალი დაჰკარით მას.“
(აბუ დავუდ 4762)
ჰადისებში ხსენებული „ჯამაათ“-ის მნიშვნელობასთან დაკავშირებით სწავლულებს შორის აზრი ხუთად დაიყო:
1. პირველი: ეს არის „სევადუ’ლ-აზამ“-ი (დიდი უმრავლესობა). ამაზე მოწმობს აბუ ღალიბის სიტყვები. უეჭველად, „სევადუ’ლ-აზამ“-ი (დიდი უმრავლესობა) სხვადასხვა ჯგუფებს შორის გადარჩენილი ჯგუფია. რელიგიურ საკითხებში რა პოზიციაზეც იმყოფებიან ეს არის ჭეშმარიტება, ხოლო ვინც მათ ეცილება და ამ ცილობაში მოკვდება, ის მოკვდება, როგორც უმეცარი. სულერთია ეს ცილობა შარიათთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება თუ მათ იმამთან დაკავშირებულ საკითხებს, მისი ცილობა ეწინააღმდეგება ჭეშმარიტებას. ამ აზრს იზიარებენ აბუ მას’უდ ალ-ანსარი და აბდულლაჰ ბინ მას’უდი.
გადმოცემების თანახმად, როდესაც ხალიფა 'უსმანი მოკლეს, იმ ხანებში აბუ მას’უდ ალ-ანსარს ფითნას შესახებ ჰკითხეს, რასაც ასე უპასუხა: თქვენი ვალია ჯამა'ათი. ჭეშმარიტად ალლაჰი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უმმეთს გზასაცდენილობაზე არ გააერთიანებს. უკუღმართობებს თუ გადაეყრები მანამდე მოითმინე, ვიდრე უსამართლო მმართველი არ გარდაიცვლება ან შენ თვითონ არ იქნები გარდაცვლილი. მან ასევე დაამატა: უფრთხილდი დანაწევრებას, რადგანაც თვით დანაწევრებაა გზააბნევა.
იბნი მასუდმა თქვა: თქვენი ვალია მოსმენა, მორჩილება და ჯამა'ათი. რადგანაც ესაა ალლაჰის თოკი, რომელზე ჩაჭიდებაც გვიბრძანა. შემდეგ თავის ხელს მეორე ხელი ჩაავლო და თქვა: უეჭველად, რაც ჯამაათში არ მოგწონთ, ის უფრო უკეთესია, ვიდრე ის რაც მოგწონთ განდეგილობაში.
ჰასან ალ-ბასრის ჰკითხეს: აბუ ბაქირი ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) ხალიფაა? მან ასე უპასუხა: დიახ ასეა, ვფიცავ ალლაჰს, რომლის გარდა სხვა ღვთაებაც არ რსებობს, რომ ალლაჰი მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უმმეთს გზასაცდენილობაზე არ გააერთიანებს. აქედან გამომდინარე ჯამა'ათში იგულისხმება მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უმმეთის მუჯთაჰიდები, სწავლულები და ვინც შარიათის შესაბამისად ცხოვრობენ. სხვა დანარჩენებიც მათ ჰუქმში გადიან, რადგანაც ისინი მათი მიმდევრები არიან. ხოლო რომლებიც მათი ჯამაათიდან გავლენ, ისინი არიან ჭეშმარიტი გზიდან გადასულები, სატანის მიერ შეცდენილნი. ყველა მობიდათე ამ კატეგორიაში შედის, რადგანაც ისინი ეცილებიან ამ უმმეთის წინაპრებს (სალაფებს). ისინი ამ ფორმით უმრავლესობად ვერ ჩაითვლებიან.
2. მეორე: ჯამა'ათი არის მუჯთაჰიდი იმამები, ხოლო ვინც სწავლულთა ჯამა'ათის გზას განუდგეს და შემდეგ განდეგილობაში მოკვდეს, ისე მოკვდება, როგორც უმეცარი. რადგანაც ალლაჰმა ისინი სხვა სწავლულთა ჰუჯჯეთად (მტკიცებულებად) დაადგინა. სწორედ ისინი იგულისხმებიან მუჰამმად შუამავლის სიტყვებშიც:
„უეჭველად, ალლაჰი ჩემს უმმეთს გზასაცდენილობაზე არ გააერთიანებს.“
ეს ასეა, რადგანაც რიგითი ხალხი სარწმუნოებას მათგან სწავლობს, წარმოქმნილი პრობლემებიდან გამოსავლის საპოვნელად მათ მიმართავენ და ამგვარად ხალხი მათ მიჰყვება. აქედან გამომდინარე „ჩემი უმმეთი გზასაცდენილობაზე არ გაერთიანდება“ ნიშნავს:
ჩემი უმმეთის სწავლულები გზასაცდენილობაზე არ გაერთიანდებიან. ამ შეხედულებას იზიარებენ აბდულლაჰ ბინ მუბარაქი, ისჰაყ ბინ რაჰავაიჰი, უსულის სწავლულები და სალაფთაგან გარკვეული ჯგუფი. აბდულლაჰ ბინ მუბარაქს ჰკითხეს: ვინაა ჯამაათი, რომელსაც უნდა მივყვეთ? მან დაიწყო ჩამოთვლა: აბუ ბაქირი, უმარი ... და მუჰამმედ ბინ საბითსა და ჰუსეინ ბინ ვაყიდამდე გააგრძელა. იქ მყოფებმა უთხრეს: ეგენი ხომ გარდაიცვალნენ. ცოცხლებიდან ვინ არის? მან თქვა: აბუ ჰამზა ას-სუქქარიი.
მუსიაბ ბინ რაფი’ისგან გადმოცემის თანახმად, როდესაც ისეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, რომელსაც ალლაჰის წიგნსა და შუამავლის სუნნეთში ვერ ნახავდნენ, მოიწვევდნენ სწავლულთა საბჭოს, რომელსაც ერქვა „სევადუ’ლ-უმარა“ და რაზეც ისინი შეჯერდებოდნენ, იმას მიიჩნევდნენ ჭეშმარიტებად. იბნი მუბარაქის შეხედულების მსგავსი ისჰაყ ბინ რაჰავაიჰისგანაცაა გადმოცემული.
აქედან გამომდინარე, ვინც ალიმი არ არის, ის ვერ მოხვდება „სევადუ’ლ-აზამ“-ში, (დიდი უმრავლესობა) რადგანაც ის სწავლულებზე მიმყოლთაგანია. ვინც სწავლულებს ეცილება და ისე მოქმედებს, სწორედ ის მოკვდება როგორც უმეცარი.[8]
ასევე „სევადუ’ლ-აზამ“-ში (დიდი უმრავლესობა) ვერ მოხვდებებიან მობიდათეებიც, რადგანაც უპირველეს ყოვლისა სწავლული ბიდათებს არ გაეკარება. უეჭველად, ბიდათებს სჩადის ის, ვინც საკუთარ თავს სწავლულად ასაღებს თუმცა ასე არ არის. ბიდათებმა იგი გამორიცხა იმ სწავლულთა რიგებიდან, რომლის სიტყვაც მოსასმენია. აქედან გამომდინარე, მობიდათეს სიტყვას არანაირი გავლენა არ აქვს იჯმაზე. ეს ჰუქმი უცვლელად დარჩება, თუნდაც რომ გამოჩნდენ ისეთებიც, ვინც იტყვიან რომ მობიდათეს სიტყვებს, იჯმაზე ან სხვა საკითხზე გავლენა აქვსო. რადგანაც ბიდათი პირდაპირ ეწინააღმდეგება იჯმას. არცერთ შემთხვევაში მობიდათეები „სევადუ’ლ-აზამ“-ში (დიდი უმრავლესობა) არ შედის.
3. მესამე: ჯამა'ათი განსაკუთრებით არის საჰაბეები. რადგანაც მათ წამოაყენეს რელიგიის საყრდენი ბოძები და ჩაყარეს საძირკველი. ისინი არიან, ვინც გზასაცდენილობაზე არ გაერთიანდებიან, ხოლო მათ გარდა სხვებში შესაძლებელია, რომ ასეც მოხდეს. ნუთუ არ უკვირდები შუამავლის (ﷺ) სიტყვებს:
უკანასკნელი საათი არ დადგება მანამ, სანამ ერთი კაცის დედამიწაზე იტყვის: ალლაჰ ალლაჰ.
(მუსლიმი 148)
კიდევ სხვა სიტყვაში იგი ამბობს:
„უკანასკნელი საათი, მხოლოდ ყველაზე ცუდ ადამიანებს დაატყდებათ თავს.
(მუსლიმ 2949)
ამით ალლაჰის შუამავალმა ﷺ გვამცნო, რომ დადგება დრო, როდესაც ხალხი გზასაცდენილობაზე და ქუფრზე გაერთიანდება.
როგორც სწავლულები გადმოგვცემენ ამ პოზიციას იზიარებდა უმარ ბინ აბდულ 'აზიზი. იბნი ვაჰბი, იმამი მალიქისგან გადმოგვცემს:
უმარ ბინ აბდულ აზიზი ამბობდა: ალლაჰის შუამავალმა ﷺ და მის შემდეგ მყოფმა მმართველებმა, ზოგიერთი წესები განავითარეს, რომელთა მიხედვით მოქმედებაც ალლაჰის წიგნის დამოწმება, ალლაჰის მორჩილების სრულქმნა და ალლაჰის სარწმუნოებაში სიძლიერეა. არავის აქვს მათი შეცვლის უფლება, ხოლო ვინც საპირისპიროდ მოიქცევა, მათ არანაირი ფასი არ გააჩნიათ. ვინც ამ გზას დაადგება ისაა სწორ გზაზე მყოფი, ვინც ამ გზით ცდილობს რომ დახმარებას ეწიოს, ის დახმარებას მიიღებს, ხოლო ვინც გადავა ამ გზიდან, ის გადავა მორწმუნეთა გზიდან. ალლაჰი მას იქეთ მიაბრუნებს, საითაც გეზი აიღო და რა ცუდი სამყოფელია იგი.
იმამ მალიქმა თქვა: ძალიან მომწონს უმარ ბინ აბდულ'აზიზის ასეთი შემართება.
ამგვარად სიტყვა „ჯამაათი“ თანხვედრაშია ჰადისის განსხვავებულ ვერსიაში ნათქვამ სიტყვებთან „რა გზაზეც ვადგავარ მე და ჩემი საჰაბეები“. მან ამ სიტყვებით სიტყვა ჯამაათი საჰაბეების სიტყვებს, მოქმედებებსა და იჯთიჰადებს დაუკავშირა, მათი გადაწყვეტილებები ზოგადად ჰუჯჯეთია (არგუმენტი). ამას ამოწმებს მუჰამმად შუამავლლის ﷺ ერთ-ერთ ჰადისში ნათქვამი სიტყვებიც:
„თქვენი ვალია ჩემი სუნნეთი და რაშიდი ხალიფეების სუნნეთი“
და სხვა ჰადისებში ნათქვამი მსგავსი სიტყვები. მათი გადაწყვეტილებები ჰუჯჯეთია (არგუმენტი), რადგანაც ისინი სხვებისგან განსხვავებით შუამავლის სიტყვებს უშუალოდ ისმენდნენ, შარიათის წესებით შეიმოსნენ, აცნობიერებდნენ ალლაჰის ნებას, გამჭრიახი გონებითა და სხვა გარემოებებით იცოდნენ შარიათისეული წესების დადგენის მიზეზები.
აქედან გამომდინარე, სხვებისგან განსხვავებით მათი გადაწყვეტილებები სუნნეთის მსგავსია. საჰაბეთა გარდა სხვათა მდგომარეობა ამგვარად არ არის, რადგანაც ისინი იჯთიჰადის ხალხი არიან და მათი გადაწყვეტილებები მიღება არმიღებისთვის ღიაა. აქედან გამომდინარე მობიდათეები ამ სიტყვის მნიშვნელობაში არავითარ შემთხვევაში არ შედიან.
4. მეოთხე: ჯამაათი ისლამის მიმდევართა გაერთიანებაა. როდესაც ისინი შეჯერდებიან ერთ აზრზე, სხვა ერებიც ვალდებულნი არიან მათ მიჰყვნენ. სწორედ ეგენი არიან ვისი გარანტიაც მისცა ალლაჰმა თავის შუამავალს, რომ გზასაცდენილობაზე არ გაერთიანდებიან. თუ მათშორის ჩამოვარდება უთანხმოება, სავალდებულოა სიმართლის გამოაშკარავება.
იმამ შაფი’იმ თქვა: ჯამაათში ვერ იქნება ყურანის, სუნნეთის და ყიასის უცოდინრობა; უეჭველად უცოდინრობა განდეგილ ჯგუფებშია.
ეს შეხედულება კავშირშია მეორესთან, რასაც ის მოითხოვს იგივეს მოითხოვს ესეც. ასევე კავშირშია პირველ შეხედულებასთანაც და ეს უფრო ცხადია. პირველი შეხედულების აზრი ამაშიც არის. ანუ მუსლიმებს შორის მუჯთეჰიდთა არსებობა გარდაუვალია. რაკი ასეა შეუძლებელია ისინი ბიდათზე გაერთიანდნენ, ამიტომაც არიან „ალ-ფირყათუ’ლ-ნაჯია“ (გადარჩენილი ჯგუფი).
5. მეხუთე: ამ შეხედულებას იმამი ტაბარიც იზიარებს. ჯამაათი არის მუსლიმთა საზოგადოება, რომელიც გაერთიანდნენ ერთი მმართველის ირგვლივ. ალლაჰის შუამავალმა ﷺ სწორედ მასთან ერთად ყოფნა გვიბრძანა და აგვიკრძალა მისგან განდეგილობა. რადგანაც მუსლიმანები მათგან განდეგილობას მხოლოდ ორი რამით ხსნიან:
ა. ან უმიზეზოდ განუდგა მმართველს. რაც სარწმუნოებაში არ არსებული სიახლის გამოგონებაა.
ბ. ან ჯამაათის ლიდერს ჯერ მორჩილება გამოუცხადა და მერე მის წინააღმდეგ ამხედრდა და მმართველობაზე პრეტენზია წამოაყენა. ეს კი დადებული აღთქმის მოშლაა. ალლაჰის შუამავალმა ﷺ თქვა:
„ვინც მოვა და ჩემი უმმეთის ჯამაათის მოშლას დაიწყებს, მას კისერზე დაჰკარით ვინც არუნდა იყოს.“
ტაბარიმ თქვა: აი ამას გულისხმობს ჯამაათთან ერთად ყოფნა. ტაბარი ასე აგრძელებს: მუსლიმთა ერთიანი თანხმობით არჩეული მმართველის ჯამაათიდან გამსვლელი თუ მოკვდება, ის მოკვდება როგორც უმეცარი. აი ესაა ჯამაათი, რომელიც დაახასიათა აბუ მას’უდ ალ-ანსარიმ და სხვებმა. ესაა ხალხის უმრავლესობა, რომელიც მთლიანად მოიცავს სასულიერო მოღვაწეებს, სწავლულებს და სხვებს. აი ესაა „სევადუ’ლ-აზამ“-ი.
ტაბერი ისევ გადმოგვცემს: უმარ ბინ ხატტაბმაც ამგვარად განმარტა. ამრ ბინ მაიმუნ ალ-ავდიისგან გადმოცემის თანახმად: უმარ ბინ ხატტაბი როდესაც სასიკვდილოდ დაჭრეს, მან სუჰაიბს ასე უთხრა:
ხალხს ნამაზზე იმამობა შენ გაუწიე. უსმანი, ალი, ტალჰა, ზუბეირი, სა’დი და აბდურრაჰმანი ჩემთან შემოვიდნენ. ჩემი ვაჟი სახლის კუთხეში დადგეს, მას ამ საქმეში სიტყვა არ ეთქმის. უმარმა ეს სიტყვები სამჯერ გაიმეორა. ეი, სუჰაიბ! შენ მათ თავთან ხმლით დადექი, თუ მათგან ხუთი აირჩევს ხალიფას და ერთი უკან დაიხევს, მას კისერზე ხმალი დაჰკარი, თუ ოთხი აირჩევს და ორი უკან დაიხევს, ორივეს წააგდებინე კისერი, ვიდრე ერთ კანდიდადტზე არ გაერთიანდებიან მტკიცედ.
ტაბარი: ჯამაათი, რომელიც ალლაჰის შუამავალმა ﷺ გვიბრძანა და მისგან ჩამოცილება განდეგილობად დაახასიათა, უმარ ბინ ხატტაბის მიერ ხალიფას შესარჩევად თავმოყრილი ჯამაათის მსგავსია. მან სუჰაიბს განდეგილის კისერზე ხმლის დაკვრა უბრძანა, იმის ნიშნად, რომ საზოგადოების უმრავლესობის მიერ არჩეულს უმცირესობა თუ განუდგება, უმცირესობა ითვლება განდეგილად.
რაც შეეხება ჰადისს, რომელიც გვატყობინებს, რომ ეს უმმეთი გზასაცდენილობაზე არ გაერთიანდება, ეს გულისხმობს იმას რომ, მათ წინაშე არსებულ რელიგიურ საკითხებთან მიმართებაში ისინი არ გაერთიანდებიან ჭეშმარიტების წასახდენად. უმმეთის მთლიანად ჭეშმარიტებიდან გზასაცდენილობაში და შეცდომაში გადასვლა ამ უმმეთში არ მოხდება. ტაბერის სიტყვები აქ სრულდება. ტაბარიდან აღებული ამონარიდების დიდი ნაწილი ტექსტის ორიგინალის იდენტურია, ხოლო ნაწილი შინაარსობრივადაა აღებული. მოკლედ რომ ვთქვათ, ჯამაათი ყურანისა და სუნნეთის შესაბამისად ერთი მმართველის ირგვლივ გაერთიანებული საზოგადოებაა. ეს კი ცხადად გვიჩვენებს, რომ სუნნეთის გარდა სხვა რამეზე გაერთიანება ჰადისებში ხსენებულ ჯამაათში არ შედის. მაგალითად ხარიჯიტები და მათი გზის მიმყოლები.
აქ ჩამოთვლილი ხუთი შეხედულება სუნნეთის მიმყოლი ხალხის გათვალისწინებით გაკეთებული განმარტებებია. თუკი ამას ავიღებთ საფუძვლად მაშინ ჩვენ შეგვეძლება ამაზე სხვა საკითხებიც დავაფუძნოთ. მაგალითად:
ყველა თანხმდება, რომ სწავლულებს, მუჯთეჰიდებსა და რიგით ხალხს ერთად განვიხილავთ თუ არა ამის გათვალისწინება უნდა მოხდეს. თუ სწავლულებთან ერთად რიგით ხალხს არ განვიხილავთ, მაშინ „სევადუ’ლ-აზამ“-ი (დიდი უმრავლესობა) სწავლულები გამოდის, რაშიც პრობლემა არ არის. ვინც მათი გზიდან გადავა და მოკვდება, ის მოკვდება როგორც უმეცარი. ხოლო თუ რიგით ხალხს და სწავლულებს ერთად განვიხილავთ, მაშინ რიგითებიც იმ სწავლულთა ჰუქმში გადის, ვისაც ჰბაძავენ. რადგანაც მათ შარიათის არაფერი გაეგებათ და ვალდებულნი არიან სწავლულებს მიმართონ.
თუ ხალხი მათთვის გაცხადებულ საკითხებში, სწავლულების შეხედულებისგან განსხვავებულად მოქმედებებისკენ გადაიხრებიან, რათქმაუნდა ისინი წარმოქმნიან უმრავლესობას, რადგანაც სწავლულები ყოველთვის ნაკლებია და ჭარბობს გაუნათლებლები.
რიგითი ხალხი ყოველთვის უმრავლესობას წარმოადგენს, ამიტომ ვინმე ვერ იტყვის რომ ჰადისებში ნახსენები ჯამაათი რიგითი ხალხის უმრავლესობაა და იმათ უნდა დავემორჩილოთ, როგორც ისინი იტყვიან ისე უნდა ვქნათო. არა, სინამდვილე პირიქითაა. „სევადუ’ლ-აზამ“-ი (დიდი უმრავლესობა) თვითონ სწავლულებია, მიუხედავად მათი მცირე რიცხოვნობისა. სწორედ რიგითები სცილდებიან ჯამაათს. ისინი თუ განსხვავებულად მოიქცევიან ამგვარად გასცდებიან ჯამაათს, ხოლო თუ თანხვედრაში მოვლენ ეს მათი ვალდებულებაა.
აბდულლაჰ ბინ მუბარაქს ჰკითხეს: ვინაა ჯამაათი, რომელსაც უნდა მივყვეთ? მან დაიწყო ჩამოთვლა: აბუ ბაქირი, უმარი ... და მუჰამმად ბინ საბითსა და ჰუსეინ ბინ ვაყიდამდე გააგრძელა. იქ მყოფებმა უთხრეს: ეგენი ხომ გარდაიცვალნენ. ცოცხლებიდან ვინ არის? მან თქვა: აბუ ჰამზა ას-სუქქარიი. აქედან გამომდინარე შეუძლებელია რიგითის მოქმედებას დავეყრდნოთ.
მაგალითად რომ დავუშვათ დროის გარკვეული მონაკვეთი, რომელშიც არ იმყოფება მუჯთაჰიდი, ასეთ დროსაც არ შეიძლება რიგითებზე და მსგავსებზე მიყოლა. რიგითების მიერ წარმოქმნილი ხალხმრავლობა შეუძლებელია იმ უმრავლესობას წარმოადგენდეს, რომლისგან განსხვავებულად მმოქმედის უმეცრად სიკვდილის გაფრთხილებაა ჰადისებში გადმოცემული. იმ დროში, რომელშიც მუჯთაჰიდი არ მოიპოვება, ძველი მუჯთაჰიდებიდან აღებული გადმოცემები მუჯთაჰიდის ადგილს დაიჭერს. რიგითები როგორც მუჯთაჰიდის არსებობის დროს იქცევიან, ისე უნდა მოიქცნენ მუჯთაჰიდის არ არსებობისასაც.
ასევე ვისაც ცოდნაზე დაფუძნებული შეხედულება არ გააჩნია მის შეხედულებაზე მიყოლა ან ვისაც ცოდნაზე დაფუძნებული იჯთიჰადი არ გააჩნია მის იჯთიჰადზე მიყოლა არის პირდაპირი გზასაცდენილობა და ბრმა მიმდევრობა. სწორედ ესაა შუამავლის ﷺ ჰადისში ნაწინასწარმეყტველები სამომავლო ამბის გამოვლინება, სადაც იგი ბრძანებს:
უეჭველად, ალლაჰი არ წაართმევს ხალხს ცოდნას ჩამორთვმევით, არამედ იგი მათ ცოდნას სწავლულების წაყვანით ჩამოართმევს და ის არ დატოვებს მცოდნე ხალხს. შემდეგ ხალხი დაიწყებს მათ მმართველებად (ამირებად) უმეცრების არჩევას, რომლებსაც ისინი მიმართავენ კითხვებით და ისინი დაიწყებენ გადაწვეტილებების მიღებას მაშინ, როცა თვითონ არ ფლობენ ცოდნას, რის გამოც თვითონაც ასცდებიან სწორ გზას და სხვებსაც შეცდომაში შეიყვანებენ.
(ბუხარი 100)
აბუ ნუ’აიმი, მუჰამმად ბინ ყასიმ ალ-ტუუსისგან გადმოგვცემს: ისჰაყ ბინ რაჰავაიჰისგან ჰადისი, მოვისმინე, რომელშიც ალლაჰის შუამავალს ﷺ უთქვამს:
„უეჭველად, ჩემი უმმეთი გზასაცდენილობაზე არ გაერთიანდება. როდესაც მათ შორის უთანხმოებას შეამჩნევთ, თქვენი ვალია სევადუ’ლ-აზამი (დიდი უმრავლესობა).“
(იბნ მაჯა 3950)
ერთმა კაცმა იკითხა: ეი, აბუ ია'ყუბ! ვინაა „სევადუ’ლ-აზამ“-ი (დიდი უმრავლესობა)? მან უპასუხა: მუჰამმედ ბინ ასლამი, მისი მეგობრები და ვინც მათ მიჰყვება. ერთმა კაცმა იბნი მუბარაქს ჰკითხა: ვინ არის „სევადუ’ლ-აზამ“-ი (დიდი უმრავლესობა)? მან უთხრა: აბუ ჰამზა ას-სუქქარიი. შემდეგ ისჰაყ ბინ რაჰავაიჰმა თქვა: იმ დროს აბუ ჰამზა იყო, ხოლო ჩვენს დროში მუჰამმად ბინ ასლამი და ვინც მას მიჰყვება.
ისჰაყ ბინ რაჰავაიჰი აგრძელებს: ჯაჰილებს „სევადუ’ლ-აზამ“-ის (დიდი უმრავლესობა) შესახებ რომ ჰკითხო, ისინი გეტყვიან რომ ჯამაათი არის ხალხიო. მათ არ იციან, რომ ჯამაათი არის შუამავლის დანატოვარსა და მის გზაზე მტკიცედ ჩაჭიდებული სწავლული და მასთან ერთად მყოფი მისი მიმდევრები. შემდეგ ისჰაყმა თქვა: ბოლო ორმოცდაათი წლის აქეთ მე არ გამიგონია სწავლული, რომელიც მუჰამმად ბინ ასლამზე უფრო მეტადაა ჩაჭიდებული მუჰამმედ შუამავლის ﷺ სუნნეთს.
წყარო: იმამი შათიბი, ალ-ი’თისაამ, ტ. 3, გვ. 294-315.
[8] ეს არ გულისხმობს ჯამაათის „სევადუ’ლ-აზამ“-ით შემოფარგლვას, მრწამსის და
სარწმუნოების საკითხებში. რადგანაც უმრავლესობა - გარდა პირველი სამი თაობისა
- ყოველთვის ჭეშმარიტების საწინაარმდეგოდ იქცევა და გზასდაცდენილია პირდაპირი
გზიდან. ამაზე თვით 73 ჯგუფად დაყოფის ჰადისიც მოწმობს. აღნიშნული ჰადისი,
თავისი სიტყვებითვე გვიჩვენებს, რომ „სევადუ’ლ-აზამ“-ი განხეთქილებისა
და ცილობის დროს ჭეშმარიტების განმსაზღვრელი უნდა იყოს. უზენაესი
ალლაჰი უმრავლესობას მხოლოდ კიცხავს და საპირისპიროდ აქებს უმცირესობას:
„და თუ დაჰყვები შენ იმ მრავალთ , დედამიწაზე რომ არიან, ეგენი
ალლაჰის გზას აგაცდენენ შენ.“ (ენ’ამ, 6/116.) „მსახურთა შორის
ცოტაა მადლიერი.“ (სებე, 34/13.)
ჰადისის ახსნა.
ანას ბინ მალიქი გადმოსცემს:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) თქვა: إِنَّ أُمَّتِي لَنْ تَجْتَمِعَ عَلَى ضَلاَلَةٍ فَإِذَا رَأَيْتُمُ اخْتِلاَفًا فَعَلَيْكُمْ بِالسَّوَادِ الأَعْظَمِ
ჩემი უმმეთი არ გაერთიანდება გზააბნევაზე. და თუ დაინახავ რაიმე განსხვავებას (იხთილაფს) მაშინ გაჰყევი უმრავლესობას.
(იბნ მაჯა 3950)
მართალია, რომ მუსლიმანი უნდა შეუერთდეს მუსლიმურ საზოგადოებას (ჯამაათს) რომელიც ასევე ცნობილია გადარჩენილი ჯგუფის სახელით (ფირყათ ალ-ნაჯია). ჯამაათი და გადარჩენილი ჯგუფის წოდება ეკუთვნით ალლაჰის შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) საჰაბეებს და იმ სწავლულებს რომლებიც მათ გზას მიჰყვებიან.
ახლა კი უშუალოდ იმის ახსნას შევუდგეთ თუ რას ნიშნავს ჰადისში ნათქვამი სიტყვები 'გაჰყევი უმრავლესობას'
იბნ ქასირი წერდა:
ამ უმმეთის უმრავლესობა ჭეშმარიტებაზე იყო თავდაპირველად. მათ შორის სიახლეებს ვერ ნახავდით ვერც სიტყვით და ვერც საქმით. მოგვიანებით კი ხალხმა დაიწყო სიახლეებზე გაერთიანება და ჭეშმარიტების კვალი თანდათანობით გაქრა, მათი მავნებლობის გამო.
(ალ-ბიდაია ვანნიაჰაია 19:39)
ალ-ბარბაჰარი მიუთითებს იმაზე, რომ უმრავლესობა არის მისი საჰაბეები და უნდა მივყვეთ მათ უმრავლესობას, არათუ უბრალო ხალხის უმრავლესობას.
იმამ ბარბაჰარი წერდა:
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) განუმარტა სუნნა თავის უმმეთს და აუხსნა იგი თავის საჰაბეებს. საჰაბეები ერთიანი სახოგადოებაა, ისინი არიან უმრავლესობა და უმრავლესობა არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტების მიმყოლი ხალხი. ვინც ეწინააღმდეგება ალლაჰის შუამავლის საჰაბეებს რელიგიურ საკითხებში, მან ჩაიდინა ურწმუნოება.
(შარჰ ას-სუნნა 1:37)
ამგვარად 'უმრავლესობა' არის საჰაბეები.
ალ-შატიბი წერდა: فَمَعْنَى قَوْلِهِ لَنْ تَجْتَمِعَ أُمَّتِي لَنْ يَجْتَمِعَ عُلَمَاءُ أُمَّتِي عَلَى ضَلَالَةٍ
სიტყვები - ჩემი უმმეთი არ გაერთიანდება გზააბნევაზე - ნიშნავს, რომ ჩემი უმმეთის სწავლულები არ გაერთიანდებიან გზააბნევაზე.
(ალ-'ითისამ 2:771)
იბნ ბატტალი წერდა: وقال آخرون الجماعة التى أمر رسول الله بلزومها هم جماعة الصحابة الذين
სხვა სწავლულებმა თქვეს, რომ 'ჯამა'ათი' რომლის დაცვაც ბრძანა ალლაჰის შუამავალმა არიან საჰაბეები.
(იბნ ბატტალ 10:35)
ასევე არის სხვა მოსაზრებაც, რომ ჯამაათი არის ფიყჰის და ჰადისის სწავლულები.
იმამ თირმიზი წერდა: الْجَمَاعَةِ عِنْدَ أَهْلِ الْعِلْمِ هُمْ أَهْلُ الْفِقْهِ وَالْعِلْمِ وَالْحَدِيثِ
სწავლულთა აზრით ჯამა'ათი არის ფიყჰის და ჰადისის მცოდნე ხალხი.
(თირმიზი 2167)
ფიყჰის იმამები არიან:
აბუ ჰანიფა, იმამი მალიქი, აჰმად ბინ ჰანბალი და იმამი შაფი. ჰადისის მცოდნე იმამები არიან - ბუხარი, მუსლიმი, ათ-თირმიზი, აბუ დავუდი, იბნ მაჯა და სხვები.
ამგვარად ვინც მიჰყვება საჰაბეების გზას, არკვევს ფიყჰს (საკითხების ცოდნა), მიჰყვება აიათებში და ჰადისებში მოცემულ აყიდის პრინციპებს სწორედ ის ხალხია ჯამაათი.
ალლაჰმა უკეთ იცის