რა არის ისლამი?
თუ თქვენ მიმართავთ არაბული ენის ლექსიკონებს, აღმოაჩენთ, რომ სიტყვა ისლამის მნიშვნელობა არის: დამორჩილება, თავმდაბლობა, ღმერთის ბრძანებების შესრულება და აკრძალვებზე მორიდება, ერთადერთი ღმერთისადმი გულწრფელი თაყვანისცემა. სიტყვა ისლამი გახდა რელიგიის სახელი, რომელიც მოიტანა ალლაჰის შუამავალმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას). თუ რა არის ისლამი ეს გადმოცემულია ჰადისში:
აბუ ჰურაირა გადმოსცემს, რომ ერთ დღეს შუამავალი რამდენიმე მისი თანამიმდევრის ერთად იჯდა, (ანგელოზი) ჯიბრილი მოვიდა და ჰკითხა:
مَا الإِيمَانُ قَالَ " الإِيمَانُ أَنْ تُؤْمِنَ بِاللَّهِ وَمَلاَئِكَتِهِ وَبِلِقَائِهِ وَرُسُلِهِ، وَتُؤْمِنَ بِالْبَعْثِ ". قَالَ مَا الإِسْلاَمُ قَالَ " الإِسْلاَمُ أَنْ تَعْبُدَ اللَّهَ وَلاَ تُشْرِكَ بِهِ، وَتُقِيمَ الصَّلاَةَ، وَتُؤَدِّيَ الزَّكَاةَ الْمَفْرُوضَةَ، وَتَصُومَ رَمَضَانَ რა არის რწმენა? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა - რწმენა არის ალლაჰის რწმენა, მისი ანგელოზების, მასთან შეხვედრის, მისი შუამავლების და განკითხვის დღის რწმენა. შემდეგ ჰკითხა - რა არის ისლამი? ალლაჰის შუამავალმა უპასუხა - თაყვანისცე ალლაჰს და არ დაუდგინო მას თანაზიარი, დადგე ლოცვად, გადაიხადო სავალდებულო მოწყალება(ზექათი) და იმარხულო რამადანის თვეში...
(ბუხარი 2:50)
რატომ ეწოდა ამ რელიგიას ისლამი?
დედამიწაზე არსებულ ყველა რელიგიას სხვადასხვა სახელი ჰქვია ან კონკრეტული ადამიანის ან ერის სახელი. ქრიასტიანობამ თავისი სახელი ქრისტესგან მიიღო, ბუდიზმი სახელს იღებს მისი დამფუძნებლის, ბუდასგან, ზოოარსტრიტები ამ სახელით გახდნენ ცნობილი, რადგან მათი დამაარსებელი და მბრძანებელი იყო ზოროასტერი.
ანალოგიურად, იუდაიზმმა მიიღო სახელი ტომისგან, რომელიც ცნობილია როგორც იაჰუდა (იუდა), ამიტომ იგი ცნობილი გახდა როგორც იუდაიზმი.
გარდა ისლამის, რადგან ის არ მიეწერება რომელიმე კონკრეტულ ადამიანს ან რომელიმე კონკრეტულ ერს, არამედ მისი სახელი მიუთითებს სიტყვა ისლამის მნიშვნელობაზე. რაზეც ეს სახელი მიუთითებს არის ის, რომ ამ რელიგიის დაარსება არ იყო რომელიმე კონკრეტული ადამიანის საქმე და ეს არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ერისთვის. ისლამის მიზანია ყველა ადამიანში გააღვიძოს რწმენა მისი ღმერთისა და მიმართოს მისკენ.
როგორ ხდება ისლამის მიღება?
ისლამის მიღება ხდება შემდეგი ფორმულის წარმოთქმით :
აშჰადუ ანლა ილაჰა ილლა ლლაჰ, ვა აშჰადუ ანნა მუჰამმად რასულულლაჰ.
მნიშვნელობა:
ვამოწმებ, რომ არ არსებობს ღირსეული სათაყვანო ერთი ღმერთის გარდა, და ვამოწმებ, რომ მუჰამმადი მისი შუამავალია.
ისლამის მიღებას თან ახლავს სინანული. სინანულში იგულისხმება წარშულში ჩადენილი ის საქმე, რომელი საქმითაც ღმერთს თანაზიარს უდგენდი, ესეიგი შენ უნდა მოინანიო შირქი. ამის შესახებ ყურანში ვკითხულობთ: فَإِن تَابُوا۟ وَأَقَامُوا۟ ٱلصَّلَوٰةَ وَءَاتَوُا۟ ٱلزَّكَوٰةَ فَإِخْوَٰنُكُمْ فِى ٱلدِّينِ ۗ وَنُفَصِّلُ ٱلْـَٔايَـٰتِ لِقَوْمٍۢ يَعْلَمُونَ
ხოლო თუ მოინანიეს, ლოცვად დადგნენ და ზექათი გასცეს, თქვენი ძმები არიან რჯულში და ჩვენ განვუმარტავთ აიათებს იმ ხალხს, რომელმაც იცის
(თავბა 9:11)
ნამდვილი მონანიება არის როცა მოინანიებ შენს ცოდვებს და ჩადენილი ცოდვის მიმართ იგრძნობ ზიზღს და არ გექნება სურვილი ისევ ჩაიდინო.
როდესაც ქრისტიანი ან იუდეველი მიიღებს ისლამს, მას უნდა დაევალოს ღუსლით განბანვა. ამის მტკიცებულება არის ჰადისში:
ყაის ბინ ასიმმა გადმოსცა, რომ მან მიიღო ისლამი და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და სალამი მას) უბრძანა მას ღუსლი წყლით და სიდრით.
(თირმიზი 605)
როგორ ხდება ღუსლით განბანვა?
1. გულში განიზრახეთ ჯუნუბობიდან (სქესობრივი გამონადენის შედმგომი უწმინდურობა, ციკლი ან მშობიარობის შემდგომი სისხლდენა (ე.ი ნიფას)) გასუფთავება.
2. დაიბანეთ მთელი სხეული წყლით ერთხელ, დარწმუნდით, რომ წყალი აღწევს თმის ძირებამდე და იმ ადგილებს, სადაც ადვილად ვერ აღწევს, როგორიცაა მკლავები და მუხლის უკანა ნაწილი, ასევე გამოივლეთ პირში წყალი და ასევე ცხვირი.
იბნ უსეიმინმა თქვა:
ღუსლის მტკიცებულებასთან დაკავშირებით არის ალლაჰის სიტყვები:
وَإِن كُنتُمْ جُنُبًۭا فَٱطَّهَّرُوا۟ და თუ იქნებით ჯუნუბი(ინტიმური კავშირის შემდეგ), განიბანეთ.
(მაიდე 5:6)
ალლაჰს ამის მეტი არაფერი უხსენებია. თუ ადამიანმა ერთხელ დაიბანა მთელი სხეული, მაშინ მან უკვე განიწმინდა თავი.
(შარჰ ალ-მუმტი 1:423)
და რა ხდება სუფისტების შემთხვევაში, რომლებიც უხმობენ შეიხებს და გარდაცვლილ ხალხს, თუ ისინი მობრუნდებიან ალლაჰისკენ და მიიღებენ ისლამს, საჭიროა მათთვისაც ღუსლით განბანვა?
მათ ამ შემთხვევაში ღუსლით განბანვა არ სჭირდებათ, ვინაიდან მათ იციან ეს წესი და სქესობრივი აქტის შემდეგ ღუსლით განბავნას აკეთებენ.
და ალლაჰმა უკეთ იცის